მერკური მორიელში

მერკური მორიელში

წყარო:www.aquarun.ru

აზროვნება+თვითგადარჩენა=წინააღმდეგობა

ეს ფაქტორი ადამიანს აძლევს გონების სიღრმისეულ განვითარებასა და უიშვიათეს ამტანობას, აზრების სიმყარეს და გამოხატვის დროს უკმეხობას. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში სუბიექტი სავსეა პატივმოყვარეობით, მისი გონება მხოლოდ ორგანიზმის ფიზიკური სიამოვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა შეფიქრიანებული. ფორმირდება ფანატიზმი, ჭირვეულობა, ანჩხლობა, სიანჩხლე, კაპასობა და ცბიერება, მზაკვრობა, ვერაგობა, ბრძოლისა და ჩხუბისთვის მუდმივ მზაობას გამოხატავს, ხდება გესლიანი, დამცინავი, მქირდავი და სარკასტული, მომაბეზრებელი, აბეზარი, სკეპტიკური და უცერემონიოდ გულახდილი. ხასიათის დადებითი განვითარების შემთხვევაში ინტელექტი მიმართულია გაგების სიმაღლეებისა და სიღრმეებისკენ, თუმცა ასეთ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ფორმულირება მოახდინოს, გამოხატოს და გადმოსცეს სიბრძნის ის სიღრმეები, რომელსაც შინაგანი სამყაროს ძიების დროს ჩაწვდა.

ვითარდება კრიტიკული სული, აზროვნების სიმახვილე, ამტანობა, არგუმენტაციის სიმყარე. საკუთარ გეგმებს ახორციელებს ფანტასტიკური მიზანდასახულობითა დ დაჟინებულობით, თვითგადარჩენის სიმყარის გარანტად წინასწარ ქმნის პრაქტიკულ ბაზას. ერთმნიშვნელოვნად ხდება მისტიკური და საიდუმლო, ამოუცნობის მიმართ ინტერესის ფორმირება. ცხოვრებაში სულიერი და პრაქტიკული მხარე ერთმანეთს საკმაოდ ჰარმონიულად ერწყმის. ვლინდება ყველაფრის მიმართ ინტერესი, ამასთან ერთად თანმიმდევრული და მყარია. აზროვნება კრიტიკული და რაციონალურია; ადამიანი მიდრეკილი არაა ლაყბობისკენ, ყოველგვარ არასასურველ ინფორმაციას უბრალოდ აიგნორებს. მეტყველებისა და მსჯელობებისას ხაზს უსვამს ინდივიდუალურ სტილს; სხვების აზრების გათვალისწინებას არაა ჩვეული, ის იკვლევს და იძიებს რეალობას, ცხოვრების ფუნდამენტის შესწავლის დროს „ბურღავს“ და ანადგურებს დაბრკოლებებს.

ფლობს ძლიერ მახსოვრობას, რომელიც ხშირად ხელსაც კი უშლის დაივიწყოს წარსულში მიღებული წყენები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის გარშემომყოფების უსამართლობის გამო დაზარალდა. თავისი ყველა გეგმის განხორციელებისას მიდრეკილია ბოლომდე მიიყვანოს ის, უყვარს ფარული მოლაპარაკებები და კულისებს მიღმა აქტიურობა. ფლობს მზვერავისა და დეტექტივის ნიჭს. კამათში ხშირად საკუთარ თავს ვერ ფლობს, უშვებს გადაჭარბებულად მკვეთრ, ბასრ და მახვილ ფორმულირებებს. იტაცებს რა კვლევა-ძიებითი აზარტი, ისწრაფვის, რაც არ უნდა მოხდეს, ჩაწვდეს ჭეშმარიტებას. ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის როგორც კვლევისას, დისკუსიებისას, ასევე საკუთარი ყოფიერების გამართლების ძიებისას. ინტელექტისთვის დამახასიათებელია ამტანობა და მჭვრეტელობა, გამჭრიახობა, მიდრეკილება აქვს განსაჯოს სხვები და ყვლაფერში დაინახოს და გაითვალისწინოს ბნელი მხარეები. კონტაქტებისას ადამიანი ავლენს უიშვიათეს ინტუიციურობას, თანამოსაურის ფსიქოლოგიაზე მაგიურ განწყობას და ზუსტად ამით იღებს შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს თანამოსაუბრის აზრების მსვლელობაზე.

ჭკუა-გონება მწვავე, გესლიანი და იქედნურია, შარიანი და გამომგონებელი, ნიჰილისტური, ნებელობითი და მახვილგონიერი. სახიფათოდ განვითარებული თვისებები: შურისმაძიებლობა, გულღრძოობა (დამახსოვრება იციან), სისასტიკე და მეტყველებისას აგრესიულობა. ადამიანი ისწრაფვის განსაზღვრულ უბრალოებისკენ, ცხოვრების სილამაზეებსა და ყველა შესაძლო შეფერადებულ ჭეშმარიტებაზე ნაკლებ ინტერესს ავლენს. ის ჯიუტი, თავდაჯერებული, ძლიერი, მიზანდასახული და უგუნურობამდე მამაცია. უეჭველია, რომ ექნება სხვადასხვა სახის შესაძლებლობებისა და ნიჭის სიუხვე, გონებამახვილობა და ჭვრეტის უნარი. ადამიანს სწყურია ცოდნა და ჯიუტად ისწრაფვის გონების განვითარებისკენ. მას თამამად შეიძლება ეწოდოს ეშმაკი, მოუსვენარი, სხვადასხვა სახის მიზეზთა გამო ხშირად უცრუვდება იმედი. აღმერთებს სიამოვნებას, უყვარს საპირისპირო სქესი.

შეუძლია ფაქიზად იგრძნოს სხვების მხრიდან გავლენის მოხდენის, შთაგონების მცდელობა, არცთუიშვიათად აშინებს ჰიპნოზირების საშიშროება, რამეთუ თავადაც ფლობს შთაგონების მოხდენის ნიჭს, უყვარს სხვების შეშინება. მდიდარი წარმოსახვა ერწყმის განვითარებულ პრაგმატიზმს. ასეთ ადამიანთან ცხოვრება და მუშაობა ადვილი არაა, ის უზრუნველი და არაა მოკრძალებული, მიდრეკილია რისკისა და აზარტისკენ. არცთუიშვიათად მოქმედებს ანგარების ინტერესით, არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფებს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხშირად ბრაზდება. ასეთი ადამიანის მეტყველება დამაჯერებელია, პოზიციები მყარი და განსაზღვრულია. გამოხატვის სტილი, შეიძლება ითქვას, საბრძოლო და აგრესიულია, მკვეთრი და უკომპრომისოა.

მაჰათმა განდი - მერკური მორიელში

მას შეუძლია კონცეტრირება მოახდინოს ნებისმიერ სამუშაოზე, გამჭრიახად და სწრაფად იჭერს ნებისმიერი საგნის საფუძველს, წამიერად იგებს გარშემომყოფების შეცდომებსა და მათი წარუმატებლობის მიზეზებს, რასაც ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს (თან წარმატებლად). თავდაჯერებულობა ერწყმის სიჯიუტეს, სიეშმაკე _ სიმამაცეს, მოხერხებულობა _ ცოდნის წყურვილსა და ცნობისმოყვარობას. ხანდახან მისი ლოგიკა მოუხელთებლად ფაქიზია, ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცულია, მაგრამ ყურადღებით განხილვისას აღმოჩდება ზუსტი და ნათელი. ასეთი ადამიანების გონებაზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა და ოპერირება. ეს – მოუსვენარი და ცნობისმოყვარე სულია, აღმერთებს ყველაფერში ქექვას და საიდუმლოებების სიღრმეების ზონდირებას, გამოცანების კვლევა-ძიებას და გამოცნობას. ის ერთდროულად ფლობს ფსიქოლოგის ყნოსვას, მაძებარის ინტუიციას, მეცნიერის, სწავლულის შესაძლებლობას და გამოცდილი კრიტიკოსის დაკვირვებულობას.

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას შესაძლებელია ჩამოყალიბდეს კადნიერება, თავხედობა, მოურიდებლობა, უტიფრობა, დაუთმობლობა, ჯიუტობა და დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებთან მეგობრობისკენ მიდრეკილება. შესაძლებელია „ატაროს“ დანაშაულებრივი აზრები, რომელსაც შემდეგ შესაშური წარმატებით განახორციელებს. ასეთი ადამიანის აზროვნება გადაჭარბებულად ინტენსიურია, ის უღრმავდება საკითხის განსაზღვრულ სიღრმეებს. ხედავს ყველაფერს სწორად, მაგრამ არ იცის შეწყნარება და დანდობა. სხვა ადამიანთა აღქმის სიმძაფრეს  უნდობლობამდე და  მათი მამოძრავებელი მოტივების გადამოწმებამდე მიჰყავს. იგი, ჩვეულებრივ, გამოხატავს მკვეთრად, არ ინდობს გარშემომყოფების გრძნობებს და უყვარს „სახეში სიმართლის მიხლა“.

უპირატესობას ანიჭებს იმის თქმას, რასაც გრძნობს _ ან საერთოდ დუმს. მიდრეკილია თავისი გეგმები და პროექტები განახორციელოს წყნარად, და მხოლოდ გარკვეული დოზით გააცნოს სხვებს. მისთვის ძალიან რთულია იყოს ობიექტური, თუ საქმე ეხება პირადად მას _ ემოციები უშლიან ხელს. ასეთი ადამიანები განსხვავდებიან გაბედულებით, სიმტკიცით, მიზანდასახულობით და იდეების სიმდიდრით. მათ შეუძლიათ გადალახონ წარმოუდგენელი წინააღმდეგობანი. სამეცნიერო ნიჭი აიხსნება შინაგანი დინამიკური ძალების მიმართ ინტერესით, რომელებიც იწვევენ ობიექტურ მოვლენებს და ადამიანს უჩდება სურვილი ჩასწვდეს გარდაქმნის პროცესების არსს. ხასიათის განვითარებისთვის სახიფათოა ინტრიგებისკენ, ეჭვიანობისკენ, შეთქმულებისკენ, სექსუალური პრობლემებისადმი გადამეტებული ყურადღების გამოჩენისკენ მიდრეკილება.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური აქ იმყოფება წყლის სტიქიის ნიშანში, მარსთან და პლუტონთან სტუმრად.

ამიტომ, უფრო მეტად, ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია მახვილი და მწარე გონება, ხანდახან იქედნურობა და სარკაზმი, შარიანობა და ნებისმიერი თეორიის სუსტი მხარისა და ნაკლის წამიერად გათვლის უნარი, ანუ მას აქვს შესანიშნავი კრიტიკული ინტელექტი და გარდა ამისა, დიდებული ინტუიცია. მისი ენა, როგორც სამართებელი ისეთია და ძალიან ბასრი აზროვნებაც აქვს, ის წამიერად პოულობს თეორიის ერთი შეხედვით მყარ, მაგრამ სინამდვილეში სუსტ ადგილებს, და თან, ამასთან ერთად, სპონტანურად! ის უზუსტესად ამოწმებს აზრებს, აფასებს და არ ჩქარობს მათ გამოხატვას. რადგანაც მორიელი _ ეს წყლის ნიშანია, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აქ მარსია მმართველი, აზრები აუცილებლად უნდა შემოწმდეს, და თან საკმაოდ მკაცრად, ანუ ის კრიტიკულად უდგება საკუთარ აზრებს, უწყობს მათ გამოცდას, მაგრამ თუ შექმნა ინდივიდუალური კონსტრუქცია, მაშინ მისი საკვანძო ადგილები კარგად გადამოწმებული და ძალიან მყარია. ხშირად მერკურის ეს მდებარეობა გვხდება ფიზიკოსებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში მოღვაწე მეცნიერების რუკებში. ეს ადამიანი სიტყვაზე ცოტას თუ ენდობა, ყველაფერს ამოწმებს, ახალ ინფორმაციას შეიძლება შეხვდეს შემდეგი კითხვით: „სისულელე ხომ არაა?“

ის დიდხანს ფიქრობს და „ხარშავს“ მიღებულ ინფორმაციას, თუმცა გარეგნულად თითქოს არაფერი ხდება, არაფერი ეტყობა. მაგრამ შეიძლება თავად ეს ადამიანიც კი ვერ გრძნობდეს, ანდა საკუთარ თავში მხოლოდ მცირედ დაძაბულობას გრძნობდეს, ხოლო შემდეგ თავში მოულოდნელად რაღაც გაუნათდება და იბადება აზრი. მაგრამ ამ პროცესს წინ უსწრებს დაგროვების პერიოდი. რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რომელიც ამ ადამიანში „გატარდა“ და „გადაიხარშა“, იქნება საკმაოდ საფუძვლიანი და სანდო. თუ იგი იტყუება, მაშინ სხვებისთვის ამის მიხვედრა რთული იქნება – ყველაფერი ზუსტად გადამოწმებული და მოფიქრებულია. ალბათ, მისთვის დამახასიათებელია გამომგონებლის უნარები და მიზანმიმართული ნებელობითი ინსტიქტი.

„ბოროტი“ მერკური მორიელში ადამიანს აძლევს ურთიერთობაში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: სიმძიმე, კამათში ინტელექტუალური სისასტიკე და სიმკაცრე, იქედნურობისკენ, მჩხვლეტავი ხუმრობებისკენ (ადამიანს ხუმრობით კბენს) და ყველაზე უარეს შემთხვევაში – დაცინვისკენ მიდრეკილება. ამ შემთხვევაში ადამიანებთან შეიძლება რთულად დაამყაროს ურთიერთობა ჩაკეტილობის, უნდობლობის, ეჭვიანობის და თანამოსაუბრის ბოლომდე შემოწმების გამო. მაგრამ თუ ვინმემ გაიარა მისი შემოწმება (გამოცდები) და დაიმსახურა მისი ნდობა, მაშინ ურთიერთობა მყარი და მტკიცე იქნება. რადგანაც ეს არის უძრავი ჯვრის ნიშანი, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია ნელი აღდგენა და წამიერი რეალიზება. შედეგად უარყოფითი  განცდების ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვების გამო მას შეუძლება ადამიანისთვის მოულოდნელად გაწყვიტოს კავშირი, გამოავლინოს შურსმაძიებლობა და გულღრძოობა. საერთოდ, მერკურის მორიელის ნიშანში ყოფნა იძლევა ოკულტური სწავლებების ინტერესს. რამდენადაც მერკური – ეს მეგზური, გზამკვლევი-პლანეტაა, ამიტომაც ეს ადამიანი შეიძლება იყოს სხვა სამყაროდან ინფორმაციის მეგზური-გამტარი. რადგანაც ეს ასევე პლუტონის სამყოფელიცაა, ასევე შეიძლება ჰქონდეს სიტყვის, საუბრის მეშვეობით ჰიპნოზის უნარი. ამასთანავე, ამ ადამიანის მეტყველებაში არის ის საკვანძო სიტყვა, რომელიც აღიბეჭდება ქვეცნობიერში და ახდენს ჰიპნოზურ ზეგავლენას. ასეთი სახით მას შეუძლია სხვა ადამიანს მისცეს განსაზღვრული კონსტრუქციები, თეორიები და მიიყვანოს მისთვის საჭირო შედეგამდე, მეტყველების მეშვეობით დააპროგრამოს იგი, ადამიანის შეხედულებაზე შინაგანად მოახდინოს გავლენა. ასევე ამას ხელს უწყობს კონტაქტების დროს ამ ადამიანის ინტუიცია.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური მორიელს აძლევს საკუთარი შინაგანი პროცესების რაციონალიზების, ხოლო მერკურის განვითარების შემთხვევაში, ამ პროცესების მართვის დიდ შესაძლებლობას. ასევე საკუთარი ემოციების გამოსახატად მერკური , მორიელს აძლევს ძლიერ იარაღს _ ენა, აზრი, საერთოდ საკუთარი მდგომარების გადაცემა ნებისმიერი ნიშნების სისტემის მეშვეობით; მისი ჟესტები და მიმიკა ძალიან გამომხატველობითია.

მერკური ადამიანს ხელს უწყობს მორიელის სფეროში იმ აღქმელობის გამომუშავებას, რომელიც მთლად ბოლომდე არ ექვემდებარება მორიელს _ ანუ მენტალური კონსტრუქცია, სქემების ჩამოყალიბება და საერთოდ მოვლენები, რომლებსაც თან არ ახლავს ძლიერი ენერგეტიკული არხები, მაგრამ ითხოვს აბსტრაქტულ აზროვნებას.

მერკურის კარგი დამუშავების შემთხვევაში მკვეთრად ფართოვდება მორიელის შესაძლებლობები, ხოლო მისი ცუდი დამუშავებისას, პირიქით, ძალიან იზღუდება, რამდენადაც ამ ყველაფრისთვის საჭიროა სწავლა, ხოლო დასაწყისში მორიელს კი აქვს ორიენტაცია აღებული მენტალურ არხებზე, მაგრამ მისთვის, ერთი მხრივ, ეს არაფერს ამბობს მორიელისთვის გასაგებ ემოციონალურ-ენერგეტიკულ ენაზე, ხოლო მეორე მხრივ _ იგი მოუმზადებელია საკუთარი გრძნობები ადექვატურად გამოხატოს, რასაც მიჰყავს ძლიერ მენტალურ დამახინჯებამდე, ფრუსტრაციამდე  (ფრუსტრაცია [ლათ. frustratio მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმისა, ჩანაფიქრისა)] – (ფსიქოლ.). დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა.) და შინაგან არამოტივირებულ აგრესიამდე.

მთლიანობაში ეს პერსპექტიული, იმედის მომცემი, მაგრამ ძალიან რთული მდებარეობაა.

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროლოგიიც ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში პიროვნებას აძლევს ძლიერ ინტელექტს, გამჭრიახ, გამჭვრეტელ გონებას. ადამიანი ძალიან ყურადღებიანი, დაკვირვებული, ფრთხილი და მამაცია, პრაქტიკული, წარმოებული, საქმეში ზუსტი, აღმსრულებელი, კეთილსინდისიერი, ეკონომიური, მზრუნველი, მეოჯახე, მეურნე; დაფარული და ჩაკეტილია; ავლენს ცხოველ ინტერესს ყველანაირი საიდუმლოს, ფარულის, ოკულტურის, კრიმინალურის მიმართ. ცოცხალი, აქტიური, მჭიდე გონება ენების ათვისების შესაძლებლობას იძლევა.

თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ ხუბიექტის ხასიათს თან ახლავს _ მოუსვენრობა, ნერვოზულობა, გესლიანობა, მქირდაობა, დამცინავობა, სარკაზმი, მიდრეკილება წინააღმდეგობისკენ, კამათისკენ, ბაქიაობისკენ და გამუქებისკენ, ეჭვიანობისკენ, სიეშმაკისკენ, მოტყუებისკენ; გადაჭარბებული გასაიდუმლოება და დაფარულობა.

მარკ ტვენი - მერკური მორიელში

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მჭევრმეტყველობა. საუბრობენ მკვეთრად, უხეშად, პირდაპირ, არ ინდობენ სხვების გრძნობებს. გეგმებს და პროექტებს ახორციელებენ წყნარად, უხმაუროდ. არიან ობიექტურები, თუ საქმე არ ეხება პირადად მათ, რამეთუ ამ დროს ემოციები უშლით ხელს. გამოირჩევიან სიმამაცით, მიზანდასახულობით და იდეების სიუხვით. ეჭვიანები და დაუნდობლები, აქვთ ეშმაკი და კრიტიკული გონება. შეუძლიათ გადალახონ გადაულახავი წინააღმდეგობანი. კარგი დეტექტივები, გამომძიებლები და მკვლევარები არიან.

ისინი ფლობენ სამუშაოში მთლიანად ჩაფლობის უნარს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი ინტუიციურად, უსიტყვოდ იყენებენ ყველაფერს, რაც საჭიროა. უპირატესობას ანიჭებენ პრაქტიკულ სამუშაოს, ანუ როცა ოსტატისგან პრაქტიკაში სწავლობენ, ვიდრე წიგნებიდან ანდა ლექციებიდან სწავლას. მათ აქვთ კოპირების უნარი, მსუბუქი და მარჯვე ხელები.

ასეთი მერკურის პატრონი შეიძლება დადგეს კარგი მოქანდაკე, მეთიხე-მექოთნე, ვიტრაჟების ოსტატი. ასევე აინტერესებს ბიოლოგია (და მასთან დაკავშირებული სფეროები). ის ინტუიციურად ამყარებს კონტაქტს ცხოველებთან, და მათთან უფრო ადვილად ურთიერთობს, ვიდრე ადამიანებთან. მისთვის დამახასიათებელია ვიწრო პროფესიულ წრეში ჩაკეტვა, და ამ დროს საინტერესო მოსაუბრე ხდება, რა თქმა უნდა, საუბარი თუ არ სცილდება მისი სპეციალობის ჩარჩოებს.

დამახასიათებელი დაავადებები: სასქესო ორგანოების დაავადებები, ნევრალგია.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

მერკურისთვის ეს წინააღმდეგობრივი ნიშანია. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ეჭვიანი, კრიტიკულად განწყობილი; მასთან ყოფნა, ცხოვრება და მუშაობა ძნელი იქნება. შეიძლება მიდრეკილი იყოს სულიერი შესწავლისკენ, შეიძლება იყოს მამაცი, უზრუნველი და არ იყოს მოკრძალებული და მორიდებული. კლასიკური ტექსტები ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები არ არიან მაღლები, შეიძლება ჰქონდეთ სასქესო ორგანოების დაავადებები. შესაძლებელია იმოქმედონ ეგოისტურად ანდა სიბრაზით, განრისხებით (სხვებთან მიმართებაში).

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ინტენსიური აზროვნება, მჭვრეტელობა. ყველაფერს ბოლომდე ამოწმებენ. არ არიან შემწყნარებელნი ცრუ ფაქტების, შეცდომების მიმართ. უყვართ ყველაფერი მართალი და სწორი, არ ინდობენ სხვების გრძნობებს, სიმართლეს „პირდაპირ მიახლიან სახეში“. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გაჩუმდნენ, დადუმდნენ. საკუთარ გეგმებს ახორციელებენ ხმაურის გარეშე, მცირე რაოდენობის ადამიანებს აცნობენ მათ და ისიც უკიდურესი აუცილებლობისას. თუ საქმე ეხება პირადად მათ – არაობიექტურნი არიან, რამეთუ ემოციები უშლით ხელს. ცუდი ასპექტებისას _ ინტრიგები, შეთქმულებები, დაფარული აზრები, ეჭვიანობა.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

ინტელექტის ცნობისმოყვარეობა, მაძიებლობა და მჭვრეტელობა, გამომძიებლის ინსტიქტი, ხანდახან სარკასტულიც კი. ეცადეთ _ არ წამოიწყოთ მათთან ისეთი საუბარი, რომელიც ბრძოლის განწყობაზე დააყენებთ, რაც შეიძლება ნაკლებად განსაჯეთ ისინი და სპეციალურად არ გამოჩხრიკოთ მათი ცხოვრების ბნელი მხარეები.

წყარო: კატრინ ობიე (ასტრლოგიური ლექსიკონი)

გამჭრიახი, ნათელი გონება. ყნოსვა, ინტუიცია, მჭვრეტელობა. საიდუმლობების და გამოცანების კვლევა-ძიების სიყვარული; ხანდახან – ნათელმხილველობის ნიჭი. კრიტიკული, დესტრუქციული გონება, რომელიც გამოიყენება როგორც იარაღი. მწარე ირონია. აზროვნება საკმაოდ ღრმა, მაგრამ შეიძლება მისთვის დამახასიათებელი იყოს არასაკმარისი თანმიმდევრულობა. უიშვიათესი ცნობისმოყვარეობა – მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. არც თუ დიდი სიამოვნებით თმობენ საკუთარ პოზიციებს და აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. დისჰარმონიული ასპექტებისას _ გონების ურთიერთწინააღმდეგობრიობა (პარადოქსულობამდე მისულიც კი), უპატიოსნობა, მიდრეკილება წაქეზება-შეგულიანებისკენ.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მე თქვენ რაღაცას მოგიყვებით ჩემზე,

ხოლო რაღაცას დავფარავ.

არავინ იცის ბოლომდე

ჩემი ისტორია.

ბავშვი მერკურით მორიელში ისწრაფვის გაიაროს ყველა ზედეპირი და ჩავიდეს საქმის არსამდე. „მითხარით, როგორც არის!“ – შეიძლება მოითხოვოს სხვებისგან. ანდა თუ გრძნობს, რომ მიიღო არასრული ინფორმაცია, მანამ გამოიძიებს და ამოქექავს დეტალებს, სანამ რისი გარკვევაც სურს, ყველაფერს არ გაარკვევს. მხოლოდ ერთია, ეს პატარა შეიძლება იმდენად გახსნილი არ იყოს თქვენთან, რამდენადაც გსურთ. სხვებს არასდროს აძლევენ უფლებას გაიგონ ყველაფერი, რაც თავად იციან. ზოგიერთი ცნობა, ინფორმაცია ყოველი შემთხვევისთვის დაფარული იქნება, რათა წყნარად და მშვიდად იგრძნონ თავი ანდა გამოიყენონ აუცილებლობის შემთხვევაში.

ამ ბავშვში შეიძლება დაინახოთ იმედის მომცემი გამომძიებლის, იურისტის ანდა პოლიტიკოსის ნიშნები. მისი გონება ღრმა, გამჭრიახი, გამჭოლი, მჭვრეტელი და სკეპტიკურია. გამოხატვის მანერა შეიძლება ძალიან დამაჯერებელი და მგზნებარე იყოს. დროდადრო მისი ემოცია აზროვნების გზაზე დგება და მაშინ მეტყველებაც ივსება სარკაზმით და გესლიანი, დამცინავი შენიშვნებით. ეს ბავშვი არ გაექცევა კონფრონტაციებს, პირიქით, თუ საკითხს ნამდვილად აქვს მისთვის მნიშვნელობა, შეხვდება მას კარგი შეირაღებით. აუცილებლად უნდა განავითაროთ მისი თვითკონტროლი, განსაკუთრებით ემოციებთან მიმართებაში.

თქვენი პატარა ყველაზე საუკეთესო სახით ისწავლის იმ გარემოში, სადაც შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლად იმეცადინოს და საშუალება მიეცემა განმარტოვდეს. მისთვის აუცილებელია ბიბლიოთეკასთან კავშირი, ასევე ისეთი მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ ამ პატარას მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ თავად, დამოუკიდებლად გაერკვეს და გამოიკვლიოს საკითხები. უფრო მოზრდილ ასაკში, დავების განხილვა შეიძლება მისი საქმიანობის წარმატებული მხარე იყოს. მათ შეუძლიათ განუვითარონ თვითკონტროლი.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

საგასაღებო სიტყვა: მიზანი, ცენტრი, კვლევა-ძიება, შეცნობა, გაგება, გარდაქმნა, გარისკვა, მნიშვნელობა, მგრძნობიარობა, გრძნობა, ძალა და შესაძლებლობა…

ბავშვები, რომლებიც დაიბანდნენ მერკურით მორიელში, ფლობენ ღრმა და ცნობისმოყვარე გონებას. ისინი ისწრაფვიან ჩაწვდნენ საგნების არსს. სურთ გაიგონ ყველაფერი და ცდილობენ პირველ არსამდე, პირველ მიზეზამდე ჩაღრმავებას. შეიძლება ითქვას, ისინი დაიბადნენ ბაგეზე შეკითხვით _ ”რატომ?”. აინტერესებთ ყველაფერი: ბუნება, ადამიანები, სიცოცხლე და სიკვდილი. ამ პატარებს უდიდეს სიამოვნებას უფრო  კვლევითი და გამოძიებითი პროცესი ანიჭებთ, ვიდრე თავად პასუხი. ყველაფერი უცნობი და საიდუმლოებით მოცული იპყრობს მათ ყურადღებას. ამ ბავშვებს აღქმა მკვეთრად აქვთ განვითარებული, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზრი აქვს ყური მიუგდოთ მათ სიტყვებს: აქვთ „გამონათებები“, და, არაა გამორიცხული, გაიგოთ მრავალი ახალი და საინტერესო რამ, რასაც ადრე არც კი ეჭვობდით. ამ ბავშვებს შეუძლიათ დაინახონ არამარტო ხილული. მათი მეექვსე გრძნობა უფლებას აძლევთ უბრალოდ კი არ იცურონ ზედაპირზე, არამედ ჩაწვდნენ საგნებისა და მოვლენების სიღრმეებს, ყოფიერების საიდუმლოებებს.

შეუძლიათ იყვნენ ძალიან ჩაკეტილები და დაფარულები და არ უყვართ პირობის მიცემა. თითქმის შეუძლებელია იმის გაგება, რაზე ფიქრობენ, რა თქმა უნდა, თუ თავად არ მოისურვებენ ამის გაზიარებას. მათი აზრები მართლაც რომ რთულია _ მათში შეიძლება დაბნევა, რაც ხშირად ხდება კიდეც. იყავით მომთმენნი _ როგორც კი საკუთარ თავში მოაწესრიგებენ და დაალაგებენ აზრებს, თავად მოგიყვებიან ყველაფერს.

როგორც წესი, ძალიან კრიტიკულები და ეჭვიანები არიან: სხვების ქმედებებში დაფარულ მოტივებს გამოიძიებენ. შეეცადეთ აუხსნათ პატარას, რომ არ აქვს უფლება განსაჯოს გარშემომყოფები. ასეთი ბავშვები დამცინავები არიან, ხანდახან სარკასტულებიც კი. დაანახეთ, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს სხვებზე მათი თავდასხმები და როგორ შეიძლება სხვა ადამიანებს ჭრილობა მიაყენონ მათმა გამოხტომებმა. უთხარით ბავშვს, რომ თუ მას სურს მეგობრების ყოლა, უნდა ისწავლოს თავშეკავება.

აუხსენით, ღრმა და გამორჩეული, განსაკუთრებული გონება არ აძლევს უფლებას ზევიდან უყუროს ადამიანებს, რომ მისი წაკბენები და გესლიანი, დამცინავი კითხვები გარშემოყოფებს აბნევენ და აშინებენ კიდეც, და, რომ ეს საქციელი და ასეთი მოქცევა სულაც არაა გმირობა.

ასეთი ბავშვების კითხვებს უპასუხეთ პირდაპირ და პატიოსნად. ეშმაკობას არ აქვს აზრი _ ისინი ყველაფერს ხედავენ. თუ გსურთ, რომ ბავშვმა არასდროს მოგატყუოთ – თავად იყავით აბსოლუტურად პატიოსანი. ეს ბავშვები გამუდმებით სვამენ უამრავ კითხვას. სურთ იცოდნენ პასუხები კითხვებზე „როგორ“ და „რატომ“, სურთ იცოდნენ ამ სამყაროში საკუთარი, ჭეშმარიტი დანიშნულება. იყავით წინასწარ მომზადებულნი იმისთვის, რომ მოგიწევთ პატიოსნად მოუთხროთ ბავშვების დაბადების საიდუმლოებებზე, ბიჭისა და გოგოს განსხვავებაზე და ა.შ.

შეეცადეთ აბსოლუტურად ობიექტური იყოთ. სთხოვეთ პატარას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში დაგეხმაროთ და ამ პრობლემის მოგვარების დროს ისინი შესაშურ უნარს გამოავლენენ. შეეკითხეთ, რას ფიქრობს საკუთარი ქცევისა და დისციპლინის შესახებ. სრულიად შესაძლებელია, მან საკუთარი ქცევები და დისციპლინა უფრო მკაცრად შეაფასოს, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. ბავშვებზე მერკურით მორიელში შეიძლება დაყრდნობა: თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ბოლომდე მისდევენ მას; თუ პირობას დადებენ, დიდი ალბათობაა საკუთარი სიტყვა შეასრულონ. მხოლოდ ერთია, ასეთმა ბავშვმა არ უნდა იგრძნოს თქვენ სიტყვებში ტყუილი და სიყალბე ანდა არ უნდა ჩათვალოს, რომ მის მიმართ უსამართლო ხართ, ანდა არ უნდა იეჭვოს ღალატი _ წინააღმდეგ შემთხვევაში დანდობას ნუ ელით. ის ყველაფერს დიდი ხნის მანძილზე დაიმახსოვრებს და ძნელად გაპატიებთ. აუხსენით პატარას, პატიება _ ეს ზუსტადაც რომ _ ნიშნავს იყო ძლიერი. შეეცადეთ!

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top