ა.პოდვოდნი
ადამიანი რით აზროვნებს? არა თავით, არამედ, თუ შეიძლება ასე გამოვხატოთ, მერკურით. ასევე მერკური მართავს მოძრაობას, ენას და, რა თქმა უნდა, ყველა სახის ენერგიას, ამიტომ მისთვის მახასიათებელია ცნობილი სიმარდე, სიმკვირცხლე, სიფიცხე.
რაციონალური აზროვნება ეს არის ის, რაც გავრცელებული შეხედულებით, განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. ზუსტად მერკური ქმნის ადამიანში მენტალურ რეალობას, ანდა მენტალური კონსტრუქციის და წარმოდგენების ერთობლიობას, და ამ კონსტრუქციებზე დაყრდნობით იღებს სპეციალურ ინსტრუმენტს (რომელსაც ეწოდება ცნობიერება, გონი). სტანდარტული მანიშნებელი – `იფიქრე, რას აკეთებ~ -სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მარსის მაკონტროლებლად მერკურის მოხმობა ხდება, ანუ სანამ აქტიურობას (მარსი) გამოავლენს ადამიანი, საჭიროა ჯერ ეს მოდელი შეიქმნას გონებაში. ანალოგიურ აზრს ატარებს შემდეგი ლოზუნგი – `იფიქრე, რას გრძნობ~. რომელიც ადამიანს ანიშნებს იმაზე, რომ ემოციური მედიტაციისთვის “თვალის დევნება” არანაკლებ აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ ეს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა.
მერკურის გარეშე ადამიანი სრულიად დაუცველია. „როცა ღმერთს სურს ადამიანის დასჯა, ის მას გონებას ართმევს“ (ძველი რუსული ანდაზა). და მაშინ, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სამყარო ქაოტური, იმ შემთხვევითი ნატეხებით ჩახერგილი ხდება, რომლებიც ერთმანეთთან არაფრითაა დაკავშირებული, და ადამიანი მხოლოდ იმასღა ახერხებს, რომ კუთხეში მიდგეს და იქიდან დაბნეულად თვალყური ადევნოს ყველაფერს. სხვა მხრივ, მერკური ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია, და ამასთანავე, საკმაოდ უხეში ინსტრუმეტია. ნებისმიერი კონკრეტული ქმედება (მარსი) მოიცავს საკუთარ თავში იმდენი რაოდენობის დეტალს და წვრილმანს, რომ ყველა მათგანის გათვალისწინება უბრალოდ შეუძლებელია, გონებას უბრალოდ არ შეუძლია ყველა მათგანი გამოთვალოს და გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, მოვლენები და ამ კუთხით ხანდახან კონსტრუქციულიც კი, რაღაც მომენტებში (ღვთის შეწევნით) მაინც ხდება ხოლმე; მერკური, ასეთი სახით, ასრულებს პროგრამული ქმედების საერთო ხელმძღვანელის როლს, ხოლო მარსი თავად ზრუნავს სხვა დანარჩენზე.
ანალოგიური სიტუაციაა ადამიანის ემოციური ცხოვრების (ვენერა) და აღქმის პრინციპთან მიმართებაშიც. “ჰარმონიის ალგებრის შემოწმების” მცდელობა სრულდება იმით, რომ არსობრივისა და ემოციონალური აღქმის მაგივრად ობიექტის აღქმის მენტალური მოდელირება ხდება (ანუ ადამიანი იაზრებს, ფიქრობს, მაგრამ ვერ გრძნობს, შეიგრძნობს), რომელიც პირველ რიგში, ყოველთვის ძალიან უხეში და სქემატურია, მეორე რიგში კი, საერთოდ არაა ის, რაც საჭიროა. ვენერასეული აღქმა ეს უბრალოდ სხვა მდგომარეობაა. ასეთი სახით, ვენერასეული აღქმის შეცვლა მერკურიულით არ შეიძლება, მაგრამ ამ უკანასკნელის გარეშე კი მაინც არ შეიძლება, ანუ მერკურის გვერდის ავლა და მისი როლის არ გათვალისწინება არც ამ შემთხვევაში შეიძლება. მერკურისეული მენტალური მოდელი საშუალებას იძლევა ადამიანმა “მომხდარში” ორენტირება მოახდინოს და განსაზღვროს ვენერასეული ცოდნის მიმართულება, და ნეტარია ის ადამიანი, რომლის პირად რუკაშიც ეს ორი პლანეტა ერთმანთთან სექსტილს ქმნის და რომელიც ამ დროს მხრებს აიჩეჩავს და იტყვის, რა თქმა უნდა…
მაგრამ, მერკურის როლი ამით არ შემოიფარგლება. ის ეხმარება ადამიანს _ გაიაზროს თავისი შინაგანი სამყარო, ემოციებით დატბორილი ადგილები და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების უფსკრულები, რომელიც ხშირად გამოდევნილია ცნობიერიდან (ქვეცნობიერშია გადამალული). საჭიროა აღინიშნოს რომ, როგორც წესი, შინაგანი სამყარო ადამიანის მიერ აღიქმება იმაზე მტკივნეულად ვიდრე გარეგნული სამყარო, და ამიტომ ის (მერკურიანული ადამიანი) რაციონალიზაციაში უფრო მეტ შეცდომებს უშვებს, ხოლო შემდეგ მათ უფრო შეუპოვრად იცავს: საკუთარ თავს მე უფრო კარგად ვიცნობ! – გულუბრტყვილოდ ამბობს ის. მიუხედავად ყველაფრისა, ამასთანავე ეს დეფორმაცია-დამახინჯება იძლევა ჰარმონიას, ისევე როგორც მერკურის დაძაბული ასპექტები: პირველი ზეთავს შინაგან პრობლემებს; მეორე –მათ ჰიპერტრანსფორმაციას ახდენს.
თუ მერკური წამყვანია და ასპექტირებულია, ძირითადად, დღის სახლებსა და გარეგანი გამოვლინებების პლანეტებთან (მზე, მარსი, იუპიტერი, პლუტონი), მაშინ ადამიანის აზროვნება დაკავებული იქნება უფრო მეტად გარეგანი სამყაროთი და პრობლემებით, ხოლო თუ უმრავლესი ასპექტი ღამის სახლებთან და შინაგანი (პირადი) გამოვლინების პლანეტებთანაა (მთვარე, ვენერა, სატურნი და ნეპტუნი), მაშინ მისი აზრები უფრო ხშირად მიმართული იქნება შინაგან რეალობაზე, რაც განვითარებისდაბალ დონეზე იძლევა, უფრო ხშირად, უარყოფით შედეგს, რამდენადაც ადამიანის შინაგანი სამყარო არანაკლებ რთულია, ვიდრე გარეგანი, მაგრამ პრაქტიკულად მთელი ჩვენი ცივილიზაცია მიმართულია გარესამყაროს გააზრებაზე, ხოლო შინაგანი სამყარო “იჯარით” აქვს გაცემული (მეტაფორაა) ფსიქოლოგებზე და ფსიქიატრებზე და რაციონალური პრაქტიკით არაა შესწავლილი, ასე, რომ შინაგანი ცხოვრების, სამყაროს ზუსტად დამუშავებული ენა ჯერ არ არსებობს.
აქედან შეიძლება მერკურის ფუნქციების განსაზღვრაც:
მერკურის პირველი ფუნქცია – გარეგანი და შინაგანი სამყაროს მენტალური მოდელების შექმნა და მათზე ოპერირება.
მისი მეორე ფუნქციაა – ამ მოდელების ენობრივი საშუალებების შექმნა, ანუ იმ ცალკეული აგურების დაწყობა, რომლებისგანაც ისინი შედგებიან (აშენებულნი არიან). ადამიანი სწავლობს აზროვნებას, ერთდროულად ახდენს სამყაროშიც და ენაშიც ჩაწვდომას, რომლის დახმარებითაც „აშენებს“ ამ სამყაროს მოდელს, და მერკური მართავს ორივე პროცესს. უსიტყვოდ და უპირობოდ, ქმნაც და ნებისმიერი ენის წვდომაც (თუნდაც ეს ენა იყოს რუსული, ინგლისური, ბერძნული, ცხოველური ანდა პროგრამული) არის მისტიური პროცესი, მაგრამ მის დასასრულს მაინც დგას რაციონალიზაცია, ანუ მერკური. აქ სიტუაცია ძალიან ჰგავს ზემოთაღწერილ აღქმის ანდა ქმედების სიტუაციას: აზრების გაგება და, პირიქით, მისი გამოხატვა ტექსტით, არსობრივად ძალიან ფაქიზი მისტიკური აქტია, მაგრამ მერკურის რაციონალიზაციის ელემენტი ორივე შემთხვევაში აუცილებელია, თუმცა კი უხეშია. ასე, რომ პოეტური ანდა რელიგიური ტექსტი, მისი ძლიერი დოგმატურ-რაციონალური კითხვის დროს, “იღუპება”, მაგრამ ელემენტარული რაციონალური გაგება, ასე თუ ისე, ვარაუდის საშუალებას იძლევა.
ასტროლოგები ამბობენ, რომ მერკური იმ პლანეტის შეფერილობას იღებს, რომელთანაც აქვს ასპექტი. სინამდვილეში ასეც უნდა იყოს. მაგრამ დღევანდელობაში, მენტალური მოდელების თვისებების გათვალისწინებით, უფრო ხშირად, პირიქით ხდება. პლანეტა მერკურთან ასპექტის დროს კატეგორიულად იღებს მის (მერკურის) შეფერილობას, და მაშინ რაციონალური აზროვნება და მოდელები იწყებენ მათვის არათვისობრივ (უფრო მეტად ფაქიზი) ფუნქციის შესრულებას (იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც ახასიათებს ასპექტირებულ პლანეტას). ასე რომ, მერკურისა და ვენერის ასპექტის დროს, ხშირად ადამიანი ვიდრე შეიყვარებს, დეტალურად იაზრებს არამარტო თავის ქმედებებს, არამედ გრძნობასაც, და შემდეგ გრძნობს ზუსტად იმას, რასაც “გეგმავდა”, ხოლო არადისციპლინირებული და გაუაზრებელი გრძნობა საღამოს მის მიერ რაციონალიზირდება, ან საერთოდ, იცხრილება, ან ენერგიას ართმევს (ენერგია იკარგება, იხშობა) და საერთოდ ნადგურდება (ან თუ ადამიანს ამაზე არ ჰყოფნის ძალა, საერთოდ აძევებს მას ქვეცნობიერში). რაღაც დოზით ეს ეფექტი მოქმედებს, ეს შეიძლება განსაჯო მერკურის ძალითა და პლანეტის მასთან ასპექტით მოცემულ რუკაში; მაგრამ საჭიროა მხედველობაში იმის ქონაც, რომ (განსაკუთრებით საშუალო ადამიანისთვის), თანამედროვე ცივილიზაციის ძლიერი გავლენა, ყოველთვის აქცენტირებულია მერკურით, დანარჩენი – დარვინის მიხედვით – იღუპება (ევოლუციის საფეხურზე ძლიერი გადარჩება, სუსტი კი ნადგურდება).
მერკურის მესამე ფუნქცია, მხოლოდ ადამიანის ევოლუციის საკმაოდ მაღალი დონის შემდეგ ხდება ნათელი, ეს ენერგიის ფაქიზი მართვაა. აზრი ავლენს ენერგიას; სულიერი ცხოვრების სფეროში ეს ფსიქოლოგებისთვის კარგად ცნობილია, მაგალითად, ფროიდი დეტალურად აღწერს აკვიატების ნევროზულობას, როცა გამოდევნილი იდეა ადამიანს აიძულებს მუდმივად გააკეთოს სრულიად განსაზღვრული ქმედებები. გარეგან ცხოვრებაში მერკური (დაბალ ოქტავაში) წარმოადგენს მართვას, კავშირის პრიციპებსა და პროცესების მიმდინარეობისას. ეს პლანეტაა – ადმინისტრატორების, მმართველების, კომივოიაჟორების; მერკურის დაზიანებისას _ ჯიბგირების, თაღლითებისა და მატყუარების, ოსტაპ ბენდერის ტიპაჟის ავანტიურისტების პლანეტაა. აქ ასევე ხაზგასმულია მერკურის როლი როგორც მმართველისა და ენერგეტიკული წყაროების გადამანაწილებელისა. და დაე, ოკულტიზმში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ნუ მოჰგვრის უხერხულობას ხილული მატერიალური ხასითის ის მაგალითი, რომელიც რკინიგზის „დისპეჩერის“ (რკინიგზის მორიგე გადამცემი) საქმიანობასთან პარალელში ვლინდება: სინამდვილეში ის არეგულირებს ზუსტად ენერგეტიკულ წყაროებს, და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაოა ეს.
მერკურის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი ქმნის რაციონალური აზროვნების სახეობას. სინამდვილეში მისი აზროვნება არის მეტნაკლებად წარმატებული ოპერირება იმ მცირერიცხოვან შპამპებზე, რომელიც მან მიიღო ან იღებს სოციალური გარემოდან (სოციუმიდან). ამ დონეზე აზრი, რომელიც ადამიანს თავში მოსდის, შეიძლება არც იყოს ორიგინალური (ადამიანმა ეს შეიძლება თავადაც იგრძნოს), სამაგიეროდ კი არის უეჭველი და არაუარყოფილი; ის ჭეშმარიტება მხოლოდ იმიტომაა, რომ არის, არსებობს. თუ ადამიანი ამასთან ერთად ფლობს კარგ, ძლიერ, დადებით ენერგეტიკას, მასთან საუბარი ძალიან ძნელია: მას არ ესმის არაფერი, რაც არ ემთხვევა მის შეხედულებებსა და აზრებს და ამასთანავე, არაა გამოხატული მისი (აზრის, შეხედულების) ზუსტი ფორმულირებით; და არ ესმის იმიტომ კი არა, რომ არ სურს გაგება, არამედ იმიტომ, რომ ვერ იგებს. მაგრამ, ეს საკუთარი (სუბიექტური) განსჯა შეიძლება ატარებდეს ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს, თუმცა იგი შეიძლება იყოს უხეში ენერგია:
სუბიექტურად ეს გამოიხატება იმაში, რომ თქვენ დაკარგავთ მეტყველების უნარს და არ შეგეძლებათ რაიმე უპასუხოთ, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში ეფექტი უახლოვდება ყბაში პირდაპირ დარტყმას. შესაბამისად, ასეთი ადამიანი მხოლოდ ლაპიდარულ (L. lapidarius”ქვის მთლელი”, “ქვაზე ამომჭრელი” სტილი, რომელიც მოკლედ, სხარტად და ამავე დროს მკაფიოდ გამოხატავს აზრს, გრძნობას (ასეთი სტილი ახასიათებს ძველი რომაული ძეგლების წარწერებს) ტექსტებს აღიქვამს, რომელიც ანალოგიური ენერგიითაა დამუხტული, “მრავალზმნიანობა და მრავალსიტყვიანობა” მასში მხოლოდ ძლიერ გაღიზიანებას იწვევს. მერკურის დამუშავების ეს (პირველი) დონე ხასიათდება ძალიან ვიწრო სპექტრით (ყოველთვის სოციალურად აპრობირებულით), შინაგანი და გარეგანი სამყაროს მენტალური მოდელით. თუ მერკური იმყოფება დაძაბულ ასპექტში მთვარესთან, ვენერასთან ანდა კვანძებთან (მთვარის კვანძები), ადამიანს შეუძლია საზოგადოებას საკუთარი თავი, საკუთარი პერსონა დაუპირისპიროს, მაგრამ გააკეთებს ამას თუ არა, მაინც ძალიან პრიმიტიულად და აპრობირებული ასოციალური სქემით მოახდენს.
ასეთ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს კარიერა. განსაკუთრებით ძლიერი ენერგეტიკის დროს ის დაუფიქრებლად დაექვემდებარება და სიზუსტით შეასრულებს უფროსობის განკარგულებებს, არ იუხერხულებს იმ მომენტით, რომელიც აბსურდამდე მივა. ეს ადამიანი მენტალურად შეზღუდულია, მაგრამ არაა აუცილებელი სუსტი იყოს, თუმცა ყველა ადამიანური აღქმის მარკით ითვლება სულელად; გარდა ამისა, მას შეიძლება ჰქონდეს შესანიშნავი ინტუიცია, რომელიც ხშირად განუვითარებელი მერკურის კომპენსაციას ახდენს.
მერკურის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი იწყებს დამოუკიდებელი რაციონალური აზროვნების ათვისებას, ანუ მას თავში მოსდის აზრები და მოკლე არგუმენტები (მსჯელობები), რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ცნობიერების ზუსტ კოპიას. ამ დონეზე ადამიანი სწავლობს კონსტრუქციულ, კრიტიკულ აღქმას, ანუ აზრებს ჰყოფს „სწორ“ და „არასწორ“ მხარეებად, ამავდროს ისწრაფვის გამოყოს, გაფილტროს „რაციონალური მარცვალი“. მხოლოდ ერთია, ამ დონეზე დამოუკიდებელი აზროვნების მცდელობები ორ-სამ ნაბიჯზე წინ არ მიდის, და ნედლი იდეა მალე ხისტი ანდა საზოგადოდ ცნობილი ჭეშმარიტება აღმოჩნდება. აქ ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია მძლავრი საზოგადოებრივი ცნობიერების ფენის იქით, საკუთარ ფსიქიკაში გაჭრა, მაგრამ უკვე იწყებს იმის შეგრძნებას, რომ ეს აუცილებელია მისი თვითრეალიზებისთვის.
სხვა სიტყვებით, საკუთარი აზროვნების ბანალურობა უკვე უხერხულობას უქმნის, მაგრამ ჯერ კიდევ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ადამიანს გამომუშვებული აქვს შინაგანი დისციპლინა, მერკურის დამუშავების შემთხვევაში, მეორე დონეზე ადამიანს შეეძლება საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, თუმცა სწავლა მისთვის რთული იქნება. ამ დონეზე ადამიანს შეეძლება აღიქვას სიდიდით საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ამავე დროს სტრუქტურით საკმაოდ მარტივი გარესამყაროს მენტალური მოდელი; მაგრამ მოდელირება, ანუ რაციონალური გონებით საკუთარი შინაგანი სამყაროს წვდომა, მას მხოლოდ შეზღუდულ ჩარჩოებში ანდა სხვების დახმარებით შეეძლება; თუმცა, კვალიფიცირებულ ფსიქოლოგს ანდა ფსიქოანალიტიკოსს ამ მომენტში, საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეეძლება. ამ დონეზე სრულდება რაციონალური თვითშეცნობის ფორმირება, ანუ ადამიანი გონებით საბოლოოდ გამოყოფს თავის თავს გარესამყაროსგან.
მერკურის დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი სწავლობს სტრუქტურით რთული მენტალური მოდელების შექმნას და თანაც მათი ენის სრულყოფას. ყოფით დონეზე, ადამიანები იტყვიან, რომ ეს არის საინტერესო შემოქმედებითი, სამყაროზე საკუთარი შეხედულების მქონე ადამიანი. საზოგადოებრივი ცნობიერების შტამპებიდან გაჭრა დროდადრო ხერხდება, მაგრამ დიდი ხნით ამის შენარჩუნება მაინც ძალიან რთულია, და ახალი აზრების და ფასეული იდეების რეგისტრაცია იშვიათად ხდება და ითხოვს მომზადებას, ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და გარკვეულ შთაგონებას. მაგრამ უკვე შესაძლებელია გაგებისა და სინათლის შეტანა ადამიანთა გონის ზოგიერთ აქამდე უცნობ, ბუნდოვან და ამოუცნობ სფეროებში, მხარეებში (კონკრეტულად რაზე იქნება აქცენტი გაკეთებული, ამას პლანეტები მერკურთან ასპექტებისას, სახლები, რომელშიც ეს პლანეტები და მერკური მდებაროებს და სხვ. მიუთითებენ).
ამ დონეზე ადამიანი უკვე უნარიანია დაიწყოს საკუთარი (ყოველთვის არავის და არაფრის მსგავსი) შინაგანი სამყაროს დამოუკიდებელი ძიება და შეეძლება დაიწყოს მენტალური გეგმის ათვისება, გაიმიჯნოს საკუთარი ემოციებისგან, ანუ დადგეს დამკვირვებლის პოზიციაზე და გააჩეროს ემოციური მედიტაციები, პოეზია `ემოცია მოდის და მიდის, მე მათ კარგად შევიგრძნობ როგორც საკუთარ მესთან გარეგნულ ურთიერთობაში და ჩემს ყურადღებას არ ვაჩერებ მათზე~. მერკურის მესამე დონეზე დამუშავებისას ადამიანს შეუძლია გარკვეული დოზით მართოს ფსიქიკა – საკუთარი და სხვისი _ ზუსტად შერჩეული სიტყვებით და ტექსტების დახმარებით, და იწყებს ენერგიაზე აზრების ძალაუფლების შეგრძნებას; გარდა ამისა, ანუ კი არ გენერირება ეს ენერგია, არამედ თითქოსდა არსაიდან მოდის. კოლექტივის ხელმძღვანელობისას აღმოაჩენს, რომ მისი სიტყვა თითქოს მატერიალიზდება, მაგრამ სხვადასხვანაირად, ერთნი _ ცუდად, მეორენი _ კარგად, და თან ინფორმაციასთან შესაბამისობაში (თუ ყურს მიუგდებს, ინფორმაცია წინასწარ მოდის).
მერკურის დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი სწავლობს საკუთარი მენტალური სხეულისგან გამოყოფას, ანუ საკუთარ თავს გამოყოფს საკუთარი აზრებისგან, მენტალური მდგომარეობისგან და წარმოდგენებისგან. ახლა ის ხედავს, მასთან აზრები (ანუ მენტალური გეგმა) საიდან „მოდიან“ და იგებს, რომ ამა თუ იმ ენაზე მხოლოდ და მხოლოდ მათი რედაქტორია. ამ დონეზე ადამიანს შეუძლია შექმნას სამყაროს ამა თუ იმ ფაქიზ ფრაგმენტებზე და მენტალურ მოდელირებაზე სპეციალურად მორგებული ენები. ახლა ადამიანი ხილულად ხედავს ენის სიმბოლოების იმ ენერგეტიკას, რომლებიც თავის თავში წარმოადგენენ ფაქიზ სამყაროში პირდაპირ ენერგეტიკულ არხებს, და სწავლობს სწორად შეადგინოს და გამოიყენოს სიმბოლური სისტემები იმისთვის, რომ დაწერილი ტექსტები, ნებისმიერ საჭირო ვიბრაციის დიაპაზონში, ატარებდნენ ენერგიას, ანუ იყვნენ აღქმულნი ადამიანთა შესაბამისი წრის მიერ და მხოლოდ მათ მიერ.
გონება შინაგანი ცხოვრების „დამჯერი“ იარაღი ხდება; ადამიანს შეუძლია თვალყური ადევნოს ქვეცნობიერის მრავალ პროგრამას, მათ სახეობრივ ცვლას, ააშენოს ახალი და, ნაწილობრივ, იგი სწავლობს საკუთარი აზრების დაწყნარებას, მათი მოძრაობის შენელებას და რაღაც დროის მანძილზე საერთოდ შეაჩერებასაც კი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზრების დროებითი უქონლობა (ანუ აზრების გაქრობა) ხარისხობრივად განსხვავდება მნიშვნელოვნად უფრო რთულად მისაღწევი სრულ დუმილში ჩაძირვის მდგომარეობისგან, რომელიც ითხოვს მერკურის დამუშავების უფრო მაღალ დონეებს.
მეოთხე დონეზე ადამიანი შესაძლებლობას იღებს საკუთარი აზრები განსაკუთრებით მკვეთრად (და ადექვატურ ენაზე) გამოხატოს, გადმოღვაროს გარესამყაროზე (ანუ მკვეთრად მაღლდება მისი რეალიზაციის ძალაუფლება) და ძალდაუტანებლად მართოს ფსიქიკური ენერგიის ნაკადები – საკუთარი, სხვისი და კოსმიური. მარტივი მიღწევა ამ კუთხით, არსობრივად არის: ტელეპატია, ტელეკინეზი, აზრით მკურნალობა; უფრო ძლიერი ენერგეტიკისას ადამიანს შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანთა დიდი ჯგუფის კარმაზე.
მერკური სიმბოლიზებას ახდენს: აზრის, იდეის, ადამიანის, რომელსაც მოაქვს რაიმე სახის ცნობა, სიახლე, და თავად ეს ცნობა, სიახლე.
მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს. ამ ნიშნებიდან (მოძრავი ჯვარი) მერკური იღებს საგანგებო მობილურობას და ნებისმიერ სიტუაციაზე მორგების უნარს, ასევე არაჩვეულებრივი ფუსფუსის შექმნის უნარს. ტყუპების მიხედვით, მას შეუძლია ნებისმიერი მოვლენა განიხილოს სხვა მხრიდან, ხოლო ქალწულის გავლენით იღებს გამოხატვის სიზუსტისკენ სწრაფვას.
ამასთან ერთად, არაა რეკომენდირებული ნიშანი პლანეტაში აგვერიოს: ნიშნები ახასიათებენ სტილს და მომხდარ საერთო გარემოებებს, პლანეტები კი წყაროების არსს და მიზიდულობის ენერგიის ცენტრებს, ანუ განსაზღვრავენ ადამიანის ბედის ძალების მოძრაობას. ასე რომ, ძლიერი ტყუპები, სუსტი მერკურის დროს აღნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში იქნება მრავალი მოვლენა, სიკაშკაშე, ხმაური, და ამ ადამიანისკენ ცხოვრება შემობრუნდება სხვადასხვა მხარებით, მაგრამ ამასთან, ის საკუთარი თავის მეშვეობით აზრის აქტიურად გადაცემას არ მოახდენს და არ მართავს გარშემო წარმოშობილ მოვლენებს. პირიქით, როცა სუსტი ტყუპებია ძლიერი მერკურით, მაშინ აზრების ენერგია მძლავრი იქნება (თუმცა შესაძლებელია, ადამიანმა რთულად შეძლოს მკვეთრი და მრავალმხრივი გამოხატვა, მაგრამ საკუთარ თავსა და გარესამყაროში ძალიან მძლავარად შეიგრძნობს მის გულისცემას) და ადამიანის ცხოვრება ბევრ რამეში იქნება კონცეტრირებული ამ აზრების გარშემო.
მერწყულში მერკურის კულმინაცია მერკურის უნარების სიმბოლიზებას ახდენს. მას შეუძლია იმის რაციონალიზება, რაც ადამიანისთვის ჯერ კიდევ ცუდად არის გასაგები, რამეთუ ის ეკუთვნის საკმაოდ შორეულ მომავალს. საკმაოდ წინმსწრებად იქმნება ენა, და არცთუ იშვიათად, შთამომავლები საკუთარი წინაპრების გენიალობით აღფრთოვანებულნი რჩებიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა მათ ენობრივ მოთხოვნილებას წინასწარ გრძნობდნენ წინაპრები. სინამდვილეში, წარმატებულად შექმნილი ენა მნიშვნელოვან წილად აზროვნების მომავალი უნარებისა და თავად მის პროცესის ფორმირებას ახდენს.
ადამიანის ცხოვრებაში მერკურის სიტუაცია დგება მაშინ, როცა ის გრძნობს ენაში გამოხატული აზრების ძალას და სიდიადეს. ეს არის პოეტის დღესასწაული, რომელმაც დაასრულა პოემა, ანდა ფიზიკოსის სიხარული, რომელმაც იპოვა ის მათემატიკური კონსტრუქცია, რომელიც ზუსტად აღწერს მოცემულობის ექსპერიმენტს და, საერთოდ, ყველა ნებისმიერი ადამიანის სიხარულია, რომლებმაც შეძლეს იმ აზრის ზუსტი ფორმულირების პოვნა, რომელიც ძალიან აწუხებდათ და ამის გამო, განიცდიან მომენტალურ ენერგეტიკულ აღმაფრენას და მერკურთან პირდაპირი კონტაქტისგან დაკმაყოფილებას.
ორატორი, რომელიც აუდიტორიას ფლობს, ხშირად იმარჯვებს ძლიერი ლოგიკით, არგუმენტებით, ზუსტი მსჯელობებით – აქ მეფობს მერკური. დირექტორ-განმანაწილებელი, რომელიც კონკრეტულ მითითებებს იძლევა, და მასზე დაქვემდებარებული ბიჭი – კურიერი, მერკურის გარეშე ვერაფერს გახდებიან. მერკურის მმართველობით ფსიქიკური ენერგია დაბალ ოქტავაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ჯიბგირის, აფერისტისა თუ დემაგოგის მიერ, რომლებსაც შეუძლიათ სიტყვების მეშვეობით დაამახინჯონ რეალობა, სინამდვილე და ადამიანს მწვანე წითლად მოაჩვენონ, ხოლო არსებულ წინააღმდეგობას ის ვერ შეამჩნევს (შემდეგ კი გაუკვირება: „და როგორ მოახერხა ასე აებნია ჩემთვის თავგზა?“) ჩვეულებრივი პოლიტიკური პროპაგანდა იყენებს მერკურის დაბალ ოქტავას, წარმატებულად ახერხებს პოლიტიკური სახეების ფორმირებას, რომლებიც ასევე იმყოფებიან მერკურის დამუშავების პირველ დონეზე. უფრო მაღალ დონეზე მერკურის სიტუაცია დგას ფსიქოლოგის სეანსზე, როცა ანალიტიკოსი და პაციენტი ერთად ეძებს მეტნაკლებად ზუსტ ფორმულირებას ქვეცნობიერში გაძევებული კომპლექსების ცნობიერებაში გამოსავლენად. მაგრამ საერთოდ უფრო რთულია ისეთი სიტუაციის წარმოდგენა, რომელშიც არ მონაწილეობს მერკური, ვიდრე იმ სიტუაციის წარმოდგენა, სადაც ის წარმოდგენილია: მთელი სიცოცხლის მანძილზე ენა და აზროვნება მუდმივად თან სდევს ადამიანს.
ადამიანი, რომელიც ძლიერ მერკურს ფლობს იქნება განსაკუთრებულად, გადაჭარბებულად მოძრავი; გარდა ამისა, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის იხვევა სწრაფ რიტმებში და მის გარემომცველ სივრცეში. ის ყოველთვის სადღაც მიდის და ახლახან საიდანღაც დაბრუნდა, თანაც აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებმაც ის რატომღაც (ისმება კითხვა: ნეტავ რატომ?) მომენტალურად შეიყვარეს, მისით დაინტერესდნენ და შესთავაზეს უჩვეულო საქმიანობაში მონაწილეობა.
მერკური-ადამიანი მოხერხებულად ითვისებს ნებისმიერ ენას და პოულობს საერთო ენას ნებისმიერთან. მას არასდროს უჭირს საკუთარი აზრების გამოხატვა, ხანდახან უშვებს შეცდომებს, საუბრისას უმნიშვნელო პაუზებს აკეთებს, რაც იმის გამო ხდება, რომ ადამიანის გონებაში წარმოშობილი ბუნდოვანი აზრი, თავისი ფორმულირებისთვის, დაძაბულად ეძებს შესაბამის სიტყვას. ამ ადამიანის აზრები, უფრო მეტად, ძალიან გამოკვეთილი და ნათელია, თუმცა მთლიანობაში ხშირად ქმნის ფანტასტიკურ ქაოსს, რომლიდანც დროდადრო “რაღაც” გარეთ გამოხტება. ხშირად – ეს დამოკიდებულია ასცედენტზე: მერკურისგან დამოუკიდებლად, ადამიანი ასცენდენტით მორიელში ჩვეულებრივ უსიტყვო და მდუმარეა, ხოლო ტყუპებში – მოლაპარაკეა.
მერკური-ადამიანისგან მოდის დაფარული შეგრძნებითი ძალის პოტენციალი (ეს შეგრძნება არსებითად განსხვავდება გახსნილი ენერგიის ემანაციისგან – ეს ენერგია მარსის გავლენის მქონე ადამიანისგან მოდის; ხოლო თხელი, ფაქიზია და გამოირჩევა ავტორიტეტითა და ძლევამოსილებით გამოხატული – მზე-ადამიანის ენერგიისგან). გარშემოყოფებს და თავადაც, ეჩვენებათ, რომ მას შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მაგრამ საჭიროებს მერკურის დამუშავებას, რომელიც განვითარების მაღალ საფეხურებზე ნამდვილად მართავს ენერგიებს. მაგრამ ამისთვის საჭიროა მაღალი საფეხურის დონის აზრების კონცენტრაციის მიღწევა, რაც არაა მარტივი საქმე.
მანამდე კი, სანამ მერკური-ადამიანი არ ისწავლის საკუთარი აზრების ფლობას, აზრები ფლობენ მას. საკმაოდ მძლავრი ენერგიული მანიპულატორისთვის და შავი მაგიის “მასწავლებლისთვის” ადამიანი-მერკური – ჭეშმარიტი აღმოჩენაა. ამ ადამიანში (მერკური-ადამიანში) საკუთარი იდეის ჩათესვის შემდეგ, მანიპულატორს შეუძლია აღარაფერზე ინერვიულოს: მან მიიღო ამ იდეის უფასო და სრულიად მორჩილი მონა, რომელიც ამავ დროს შეძლებს მის გადათარგმნას ადამიანურ ენაზე და ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებს გახდის. მაგრამ ერთია, ადამიანთა უმრავლესობა მერკურ-ადამიანზე სუსტნი აღმოჩნდებიან, სწრაფად ვარდებიან მათი შარმის ქვეშ და თითქმის ჰიპნოზის ქვეშ ექცევიან: მას შეუძლია დაიპყროს და დაარწმუნოს ისინი რაშიც უნდა, რითაც, დაბალ დონეზე განვითარებული მერკური-ადამიანი სარგებლობს დამახინჯებული მიზნების მისაღწევად.
მერკურ-ადამიანები შეუცვლელნი არიან საკუთარ პროფესიაში, სადაც არსებითია კონტაქტები და მოლაპარაკეები ადამიანებთან, გაზეთების გამყიდვლიდან დაწყებული მაღალი რანგის დიპლომატებით დამთავრებული. გარდა ამისა, ისინი წარმატებით კავდებიან სხვადახვა საქმიანობით, სადაც არსებითია ენის როლი: ლიტერატურული შემოქმედება, გადათარგმნა, ფილოლოგიური კვლევები; თუ მერკური (ან მზე) დგას მეოთხე სახლში (მიდრეკილებაა ენის თოერიისკენ, სემიონტიკისკენ); განვითარების მაღალ დონეზე _ ახალი ენების შექმნა და მათი საფუძვლები _ სამეცნიერო ანდა ჰუმანიტარული კონცეფციები და თეორიები.
სუსტი მერკურით ადამიანისთვის არ არის ადვილი საკუთარი აზრების ფორმულირება და უფრო რთულია _ საკუთარი შინაგანი მდგომარეობის ფორმულირება-გამოხატვა. გარდა ამისა, გართულებულია მთლიანად რაციონალური აზროვნება, ცუდი კომბინაციური უნარები, ნაწილობრივ, მაგალითად, რთულია ვარიანტების გათვლა ჭადრაკში. ადამიანი სუსტი მერკურით ცუდად გრძნობს თავს მისთვის ახალ სიტაციებში, სადაც საჭიროა სწრაფად ორიენტიება და ინფორმაციის დაჭერა ჰაერშივე; მას არ ემუქრება იმ მეგაზეთის კარიერა, რომელსაც შეუძლია მოცემულ საგანზე ფაქტიურად რაიმე ინფორმაციის ქონის გარეშე სტატიის დაწერა. როცა ასეთი მერკურის პატრონი პირველივე ცდაზე ცდილობს მიბაძოს შედარებით ძლიერი მერკურის ადამიანებს, განიცდის კრახს: ადამიანი ცდილობს სწრაფად მოიფიქროს და ისაუბროს, და შედეგად მომენტალურად ებმება ხაფანგში. მას მუდმივად სჭირდება წინასწარი მომზადება, და ეს უკანასკნელი არმარტო იძლევა კომპესაციას, არამედ ხშირად გაჰყავს უფრო სწრაფ და ზედაპირულად მოაზროვნე მეგობრებზე წინ.
საერთოდ მისთვის რთულია იმ სიტყვების და არგუმენტების გაგება, რომლებიც შეიძლება სხვებისთვის სრულიად დამაჯერებელი იყოს. ადამიანს, სუსტი მერკურით, კომპესაციას უკეთებს ნეპტუნის ანდა ურანის გავლენა, ანუ მისტიკური ინტუიცია და წამიერი ჭვრეტა და ამ მიმართულებით წასვლა, ხოლო თუ ის შეძლებს ამ მეთოდების ათვისებას, მაშინ მიიღებს აზროვნების დამატებით არხს, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს.
მაგრამ მაინც, უცხო ენებს ის ძალიან რთულად სწავლობს, და მშობლიურ ენაზე კარგად საუბარი მხოლოდ ძლიერი ენერგეტიკული წყაროს არსებობის დროს შეუძლია, რომელიც ამავე დროს ითხოვს უდიდეს შინაგან მობილიზებას, კონცენტრაციას და დაძაბულობას. ბედნიერი, დაუძაბავი ლაქლაქი _ ზეპირი ანდა წერილობითი ფორმით – არაა მისი ხვედრი.
ადამიანი ჰარმონიული მერკურით ხასიათდება პირდაპირი საუბრის მანერით, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია მის ნათლად აზროვნების უნართან; უნდა შეინიშნოს ისიც, რომ აზრების სიღრმე დამოკიდებულია პიროვნების დონეზე, და არა მერკურის ასპექტაციაზე, რამეთუ უკანასკნელი ასრულებს უფრო რედაქტორის, ვიდრე ავტორის როლს. მერკური მართავს ნერვიულ სისტემას, ამიტომ ადამიანი ჰარმონიული მერკურით კარგად მოძრაობს; მარსთან ტრინისას, განსაკუთრებით ცეცხლოვან და ჰაერის ნიშნებში, სპორტული უნარებით ხასიათდება. ჰარმონიული მერკური ადამიანს აძლევს ნებისმიერი აზრის გამოხატვის სილამაზის, მათ შორის არაფრისმომტანი აზრების ხიბლს; ასევე, ადამიანს უქმნის ინტელექტუალური სნობიზმის ცდუნებას. ამავდროს, ღრმა და უჩვეულო იდეა იშვიათად ჩნდება ერთ წამში (სრულად, დამუშავებულ ფორმაში) და იმისთვის, რომ მისი ფორმირება მოხდეს, საჭიროა უდიდესი მენტალური ძალისხმევა, და ეს კარგად გამოსდის ჰარმონიულ მერკურს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანს არ დაეუფლება სიზარმაცე. გარდა ამისა, ის დიდი წარმატებით სარგებლობს საპირისპირო სქესთან (რამდენადაც ჭკუა-გონება – მთავარი მეორენახევარსფეროს მანიშნებელია), რაც ასევე კონკრეტული საქმიანობისგან წყვეტს. ჰარმონიული მერკური ბუნებრივად ქმნის, შეფერადებულ მენტალურ მოდელს, ფარავს მახვილ კუთხეებს და მთვარით, ვენერით, ანდა მზით დაზიანებისას ეს შეიძლება იყოს თავისებური მენტალური ესკეპიზმის მატარებელი: ადამიანი გაურბის პატიოსან, არსობრივ და ემოციონალურ ცხოვრებას, კონცენტრაციასა და მობილიზებას ახდენს თავის, უფრო მეტად ჰარმონიულ მენტალურ მოდელებზე, რომლებსაც შეუძლიათ აისახონ ნებისმიერი რამ, და ნებისმიერი ვინმე, რასაც ქვეცნობიერი მოისურვებს. ჰარმონიული მერკურის დამუშავებისას, ადამიანს არ “ამშვენებს” პირადი მენტალური სურათები, მაგრამ იგი კონსტრუქციულად ეკიდება რეალობას – შინაგანსაც და გარეგანსაც, იყენებს მენტალურ სახებას და წარმოადგენს როგორც იარაღს, მაგრამ არანაირად როგორც მიზანს.
დაზიანებული მერკური იძლევა ინტენსიურ გონებრივ საქმიანობას ძალიან დაბალი (გარშემომყოფების აზრით) ეფექტით. ეს მკვეთრი, არჩევითი ჭკუა, თავისებური, უჩვეულო და ხშირად დისჰარმონიული, საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალებაა, რის გამოც თანამოსაუბრეს, ხშირად კი თავად ადამიანსაც, უძნელდება მასთან მიახლოება. დაზიანებული მერკური იძლევა სამყაროს რაციონალური ხედვის დამახინჯებულ საშუალებას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მერკურის დაძაბული ასპექტებით ხასიათდება. მაგრამ ერთია, ამ დამახინჯებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალ უსიამოვნებას ანიჭებენ ადამიანს და მის გარშემომყოფებს, ყოველთვის აქვთ კარმული აზრი, ხასიათი: ადამიანი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს მათ, გაარკვიოს და სამყაროს მოუყვეს რაღაც, მანამდე უცნობი და უხილავი.
დამუშავების არარსებობისას (ანდა დამუშავების განუხერციელებლობისას) დაძაბული ასპექტები დაზიანებული მერკური-ადამიანს, ასე ვთქვათ, ნახევარსპექტრულ ჭკუა-გონებას სძენს: ზოგიერთი საკითხს (განსაკუთრებით, რაც მას არ აინტერესებს) საერთოდ არ განიხილავს და არ იმსჯელებს მასზე ანდა გამოხატავს, გამოთქვამს სრულიად მისაღებ აზრს; მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც ღრმად აწუხებს მის გონებას, აღიქმება იმდენად ფანტასტიკურ-დამახინჯებულად, რომ სრულიად შესაძლებელია არანორმალურად ჩათვალონ იგი, ხოლო განსჯის დროს უფრო ხშირად წარმოიშვება კონფლიქტი ანდა სიღრმისეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ორივე მხრიდან.
საერთოდ დაზიანებული მერკურის დამუშავება ძალიან რთულია, რამდენადაც ხშირად თან ახლავს სამყაროზე ზეაღმატებული გონებრივი უპირატესობის გრძნობა (ყველა წარუმატებლობა ეჩვენება შემთხვევითად ანდა პარტნიორის (და/ან სამყაროს) მოუმზადებლობით მართლდება და მთლიანად ხდება მათზე გადამისამართება) და კრიტიკის დაქვეითება, სიხისტე სიტყვებთან მიმართებაში და გონებრივი არასრულფასოვნების კომპლექსების ქვეცნობიერში გაძევება. საკუთარ აზრებთან და წარმოდგენებთან ბრძოლა არსებითად იმაზე ძნელია, ვიდრე ემოცებთან გამკლავება, თუმცა საშუალო დონის ადამიანისთვის ეს უკანასკნელიც საკმაოდ რთული ამოცანაა. დაზიანებული მერკურის დამუშავება იძლევა საკუთარ და სხვების აზრებზე ძალაუფლებას, მათ შორის დამახინჯებულ-დისჰარმონიულ აზრებზეც, და ყველაზე დისჰარმონიული სიტუაციების მოთვინიერების, დაოკების უნარს; დაუმუშავებელ ვარიანტში, პირიქით, ორი-სამი ფრაზით საერთო განწყობის გაფუჭების უნარით ხასიათდება და შეუძლია უმნიშვნელო სიტუაციების შეუძლებლობამდე დამძიმება.
სტატიის ავტორი: ნინო