მერკური I სახლში

მერკური I სახლში

თვითშეცნობა

ეს ცნობისმოყვარე, მოუსვენარი და რამდენადმე ნერვიული ადამიანი, კარგად ერგება ნებისმიერ სიტუაციას. თუ პლანეტა არაა დაზიანებული, მას შეუძლია იყოს საკმაოდ მჭერმეტყველი და სიტყვაუხვი. ფლობს მკვეთარად გამოხატულ ინტელექტუალურ ძალას, აღქმელობით ენერგიულობასა და სწრაფ აზროვნებას. მისი აზრები ყოველთვის საკუთარ “მე”-ზეა მიმართული და ამიტომაც ძნელად აღიქვამს სხვა ადამიანთა გრძნობებს. საკმაოდ ჭკვიანია, საჭიროებს თვითგამოხატვას და სანამ დაფიქრდება, მანამდე ლაპარაკობს. თუმცა, მართალია, პირად საქმეებში ყოველთვის რაციონალური და გამთვლელია. ასპექტი კარგია მწერლებისთვის, ექიმებისთვის, გამომძიებლებისთვის და ბიბლიოთეკარებისთვის.

ცხოვრებას უყურებს და ეკიდება ინტელექტუალურად, მიდრეკილია ბევრი რამის რაციონალიზებისკენ. ამჩნევს ყველაფერს იმას, რაც მის გარშემო ხდება. ქცევები და მეტყველება დაფუძნებულია ჯანსაღ ლოგიკასა და გონივრულ მსჯელობებზე. საკმაოდ მოხერხებულია და შეიძლება ითქვას, მოლაყბეცაა. დამახასიათებელია _ საკუთარი აზრების წერილობით ანდა ზეპირი ფორმით მუდმივად გამოხატვის მოთხოვნილება. არის მუდმივ მოქმედებაში, რაც ეხმარება საკუთარი თავი შეცნობაში. გონება ინტუიციურია, ლოგიკის ნებელობა ძლიერია, რაც ხანდახან ბობოქარ ინტელექტუალურ საქმიანობას უწყობს ხელს. შესაძლებელია წარმატება მიაღწიოს მდივნის სტატუსით. ასეთი მდებარეოება ხელს უწყობს მეწარმეობასა და სტატისტიკის ინტერესს.

ეს ადამიანი გამომგონებელია, გადაწყვეტილებების მიღებისას და დასკვნებში სწრაფია. უყვარს კითხვა და საუბრები, ახალი ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის მზადაა. დარწმუნებული, გამომხატველი, მონდომებული და გამჭრიახი (გამჭვრეტელი). მეტყველება, აზრი და ქმედებები სწრაფი და მიზადასახული აქვს. ცხოვრება სავსეა ცვლილებებითა და მრავალი მოგზაურობით. პერიოდულად წარმოიშობა მოუსვენრობისა და შფოთვის შეტევები. ეს ადამიანი საკმაოდ კრიტიკული, გონებამახვილია და ფლობს სიახლის მიმართ განვითარებულ მგრძნობელობას. ჩვეულებრივ, ის შესანიშნავი ორატორია, მითოლოგიისადმი (ასევე, შეიძლება მეცნიერების მიმართაც) ავლენს უდიდეს მიდრეკილებას. წარმატებულია ვაჭრობაში, საბუღალტრო საქმეში და ყველა სახის გონებრივ საქმიანობაში.

ენერგიის არასწორად გამოყენებისას შესაძლებელია გადამეტებული გაღიზიანებულობა, ლაყბობა, სარკაზმი და მოტყუებისაკენ მიდრეკილება. ზნე (ხასიათი) _ არამუდმივი, პატივმოყვარე და რამდენადმე დემონსტრაციული. შეუძლია კამათის გამო კამათი. წარმატებულია მასწავლებლობასა და კომერციაში, ყოველგვარი პროგრესულისა და მოულოდნელის აღქმელია. უმეტესად ინტელექტუალური სფეროს მოღვაწეებთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანისთვის კონტაქტებსა და კავშირებს დიდი დახმარება მოაქვს.

წყარო: პ.პ. გლობა

(+) დადებითი მხარე _ ცოცხალი, მოძრავი, ცნობისმოყვარე, მოხერხებული, გამჭრიახი, მუდმივად აქვს მოთხოვნილება: ურთიერთობის, საკუთარი აზრების გამოხატვის. კვლევა-ძიების ნიჭი, აზრების სიცხოველე, ინტელექტუალური უნარები.

(-) უარყოფითი მხარე _ სულელი მოუსვენარი, ინფანტილიზმი, გაფანტულობა, კონტაქტებში უთავბოლოობა. ადამიანი ერთდროულად ბევრ რამეს ეჭიდება და არცერთი საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. ავანტიურისტული, არაკონტროლირებადი ქმედებები, უნარებისა და შესაძლებლობების გაცამტვერება.

(+) ეკატერინე II, პეტრარკა, ემანუელ კანტი, მარკ ტვენი.

(_) ჯეიმს კარტერი.

 

ფრენსის საკოიანი

ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებასთან აქვს ინტელექტუალური დამოკიდებულება. ქცევები და სიტყვები დაფუძნებულია ლოგიკურ და გონივრულ მსჯელობებზე. უდიდესი საზრიანობა და გონიერება, ინტენსიური მოთხოვნილება აქვს საკუთარი აზრების წერილობით ანდა ზეპირი სახით გამოხატვისა. მუდმივად მოძრაობაშია. კარგი მწერლები, ექიმები, სწავლულები, გამომძიებლები, ბიბლიოთეკარები, მდივნები. ის მოლაპარაკე, კომუნიკაბელურია და ისწრაფვის საკუთარი იდეები და შეხედულებები სხვა ადამინების იდეებსა და აზრებს დაუპირისპიროს. დაუფიქრებლად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და რაც თავში უტრიალებს. სხვა ადამიანები მას აღიქვამენ როგორც მოძრავ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტელექტუალური ბაზა, შესაძლებელია რამდენადმე მოლაყბეც იყოს.

 

ავესალომ პოდვოდნი: ახალშობილი ჰერმესი აპოლონის ძროხებს იტაცებს”

მერკურის ეს მდებარეობა, განსაკუთრებით ძლიერი მერკურის დროს, იძლევა უდიდეს კომბინატორს. პიროვნება აქტიურია; ამ ადამიანისთვის სიტყვები დიდ როლს თამაშობენ; მის მეტყველებას ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს (თუ მარსი ძალიან სუსტი არაა), მაგრამ ამ შემთხვევაში, ადამიანის მიერ ტრანსლირებული ინფორმაცია მოცულობითია და თვითშეფასებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მერკურის დამუშავება იძლევა უდიდეს მაგიურ და ჰიპნოზურ უნარებს, პიროვნების უდიდეს ძალას; თუ მაინცდამაინც, ადამიანის ენერგეტიკა მთლიანობაში სუსტია, ადვილად ექვემდებარება მანიპულაციებს. უდიდესი მიდრეკილება აქვს შინაგანი და გარეგანი სამყაროს ლოგიკური ანალიზისკენ და შინაგანი დამახინჯების გამო (ასევე მენტალური მოდელების სიუხეშის შედეგად) თვითმოტყუებისკენ.

საერთოდ, ადამიანი საკუთარ თავს ძალიან ჭკვიანად თვლის და სხვებს ამ კრიტერიუმით აფასებს. საჭიროა ისწავლოს თვითგამოხატვა და აღქმა არამარტო რაციონალურ კეტეგორიებში, არამედ იმ პლანეტის პრინციპის მიზიდვითაც, რომელსაც მერკურთან, მეტ-ნაკლებად ზუსტი, მაჟორული ასპექტი აქვს (თუნდაც ეს იყოს კვადრატი), ასევე, თუ სხვა პლანეტები და/ან ასპექტები პირველ სახლშია, მათი პრიციპების დამუშავებითაც. მაგრამ უფრო მეტად, პიროვნება ძალიან აქტიურია, და საჭიროა ისწავლოს იბიექტურად და ყურადღებით გარესამყაროს (ასევე, ამ სამყაროში არსებული ყველა საგნის, ნივთისა თუ ენერგიის) აღქმა, არ მოექცეს ხიბლის ქვეშ და არ გამოიყენოს მისთვის უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო, სოციუმის მიერ დაშტამპული მენტალური სქემები და კლიშეები.

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანისთვის სამყარო _ ინფორმაციის მუდმივი წყაროა. არსებობის აზრს ხედავს საგნების, სიგნალების, ცოდნის გაცვლაში. თუ მერკური დაზიანებულია _ ზეცნობისმოყვარეობა, ახალი შეგრძნებებისა და ინფორმაციებების მუდმივი ძიება, ნევროზულობა, მოუსვენრობა, დაუდეგრობა, დაუდგრომლობა. ადამიანი ძალიან კომუნიკაბელურია, სიტუაციის შესაბამისად სწრაფად გადაეწყობა. ასპექტებთან მიმართებაში და მათზე დამოკიდებულებით _ ქცევის მანერა შეიძლება იყოს: გაფაციცებული, ფხიზელი, უნდო და ეჭვიანი (ასპექტები სატურნთან) ანდა რისკის ზღვარზე, ზედაძაბული (ასპექტი ურანთან).

გარეგნულობა _ ტოვებს რამდენადმე მოუსვენარი ადამიანის შთაბეჭდილებას. მახვილი ნაკვთები. ჩვეულებრივ, საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურება.

 

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა: პირველ სახლში მერკურის მდებარეობა უთითებს, რომ ადამიანი სპონტანური პიროვნებაა – მგზნებარე, მენტალური, სწრაფად აღმქმელობის უნარიანი, ასევე, მიმართულების სწრაფად შემცვლელია. მისი მენტალი ფოკუსირდება წამიერად, უშუალოდ, დაუყოვნებლივ ხდება, მაგრამ მისი ყურადღების კონცენტრაციის დრო ხანგრძლივი არაა. უყვარს გამოცანებისა და ამოცანების ამოხსნა-გამოცნობა, ხიბლავს ნებისმიერი აქტიურობა, რომელსაც მისი გონება/ტვინი წამიერ ქმედებაში მოჰყავს. მოცემული მდებარეობა შეიძლება განხილული და ინტერპრირებული იქნეს მხოლოდ პლანეტის (მერკურის) ზოდიაქოს ნიშანში მდებარეობის, ასპექტების (სხვა პლანეტებთან თუ სახლებთან) შესახებ სრული ინფორმაციის ქონისას, ასევე, მნიშვნელოვანია, მზის მდებარებისა და მასთან მერკურის შესაბამისობის გათვალისწინებაც. ინტერპრეტაციისას ძლიერ გავლენას ახდენს გარშემომყოფი წრის ფაქტორები, მაგალითად როგორიცაა: განათლება, ოჯახი და სოციალურ-კულტურული გარემო. მოკლედ, თუ მაინცდამაინც, ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ, მაშინ მერკურის პირველ სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი სიტყვაუხვი და მჭერმეტყველია, ასევე, სწრაფი და მოხერხებული პიროვნებაა.

ბუნებრივი პიროვნება: მერკური უთითებს მენტალურ სხივზე, რომელიც აქცენტირებულია რაციონალურ და შეცნობისკენ მიდრეკილებაზე. რამდენადმე ლაქლაქაა, და ეს კიდევ დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, მაგრამ ერთია, მისი პიროვნება, გარკვეულწილად, დაინტერესებულია კავშირის საშუალებებით. ეს არის მგზნებარებისა და სისწრაფის ნიღაბი _ შეიძლება სხვა ადამიანების კითხვებით თავმობეზრებული მხოლოდ საკუთარ თავზე ყვება რაიმეს. მისი სახელი-იარლიყი გვამცნობს: “მე ვარ ცნობისმოყვარე, რომელსაც მაინტერესებს თქვენი გონებრივი უნარები და შესაძლებლობები, მახასიათებს ობიექტზე კონცენტრაციის სწრაფად ცვლა და ყველა საკითხის შესახებ ჩემეული შეხედულებების ობიექტურობა”.

თვითშეცნობა: აზროვნების აქტივიზაცია, აღმქმელობა და ნერვიული სისტემის კომუნიკაციის ფუნქცია საშუალებას იძლევა მოახდინოს საკუთარი ჭეშმარიტი შინაგანი “მე”-ს გაცნობიერება-შეცნობა. რაც უფრო მეტს ფიქრობს, მით უფრო მეტად ერკვევა საკუთარ თავში. საერთოდ კი, არაა აუცილებელი იფიქროს საკუთარ თავზე; ფაქტიურად, მის აზრებში რაც უფრო ძლიერად და ობიექტურად აისახება მის გარშემო არსებული სამყარო და ამ სამყაროში არსებული (საგანი, ნივთი, ადამიანი, ენრგია და ა.შ.), მით უფრო აფხიზლებს მას.

საზღვრები: შინაგან და გარეგან რეალობას შორის ხიდი ასოციატური, რაციონალური და მგზნებარეა, ხოლო მენტალური ურთიერქმედება უზრუნველყოფს მათ შორის კავშირს. აზრის გარეშე ექსპრესიამ ანდა შინაარსის გარეშე კომუნიკაციამ შეიძლება მიიყვანოს ორი რეალობის არსებობადე და თან ეს ორი რეალობა შეიძლება გრიგალში ერთმანეთის გარშემო უაზროდ ბრუნავდეს, ხოლო საკმაოდ მძლავრი ნერვული ენერგია ანდა უპიროვნო აზრები ამ რეალობებს აუცხოვებდეს და მათ შორის კავშირს არღვევდეს. ამოცანა _ ორივე სახეობის რეალობის ანალიზი და კომუნიკაცია, ამასთანავე, არ ჩავარდეს ცივ, მექანიკურ რაციონალიზმში.

ცხოველმყოფელობა: ამ ადამიანის ცხოვრებისეულ ძალას ნათელი აღმქმელობა და ლოგიკური აზროვნება მხარდაჭერას უწევს, მხოლოდ ერთია, შესაძლებლია ნერვიულ გაღიზინაბულობაზე მოწყვლადობა. ის ცხოვრობს საკუთარ გონებაში/ცნობიერებაში, მაგრამ ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეულის ნდობა. უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს საკუთარი თავი, შეიცნოს რაც შეიძლება ბევრი რამ იმ ფიზიკურ და მენტალურ დისციპლინებზე, რომლებიც იცავენ მის არსს.

 

ნეტ მონსტერი

ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებასთან ინტელექტუალური ურთიერთობა. საზრიანობა, საკუთარი აზრების წერილობით ანდა ზეპირი ფორმით გამოხატვის მოთხოვნილება. თუ მერკური ცეცხლის ნიშანშია _ კარგი მწერლები, ექიმები, სწავლულები, გამომძიებლები, ბიბლიოთეკარები, მდივნები.

 

ინდუბალა

ეს წარმოადგენს მოსაზრებული, მოლაპარაკე, მხიარული, სასაცილო და საინტერსო ადამიანის ტიპაჟს, რომელიც კარგად და სუფთად („პეწენიკა“) იცვამს. ასეთ ადამიანებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, აქვთ ბიზნესის შესაძლებლობა, ლიტერატურული მიდრეკილებები ანდა კარგი განათლება. უყვართ მრავალსახეობა, სწრაფად მოქმედებენ, მათი ქცევა მოუსვენარია. აქვთ მოქნილი, მარჯვე ხელები. ისინი ასხივებენ უწყინარობის აურას. შეიძლება უყვარდეთ მედიცინა, ასტროლოგია, რელიგია ანდა რაიმე რაც სიახლის სამყაროში შემოტანას ემსახურება.

 

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top