მეთორმეტე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მე-12 სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-12 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-12 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები
მე-12 სახლის მმართველი 1ელ სახლში
პოზიტიური მხარე: უცნაური, ამოუცნობი პიროვნება, არაჩვეულებრივი, საიდუმლო გარეგნობა. სხვებისგან ფარული უნარების დაფარვა. ფსიქოლოგიური პრაქტიკისკენ მიდრეკილება. სიტუაციიდან გასვლის და ამ სიტუაციისთვის და საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვის უნარი.
უარყოფითი მხარე: პირადი ნიჭის გახსნისას ფარული დაბრკოლებები, დარდი და მწუხარება, სინდისის ქენჯნა და მარტოობის შიში. გარშემომყოფებთან მყარი კავშირების უქონლობა.
ასეთი ადამიანი, საკუთარ თავზე შიგნიდან (შინაგანი „მე“) დაკვირვების ძლიერ მოთხოვნილებას განიცდის, ასე ის იგებს, რომ მხოლოდ თვითშეცნობით მოახერხებს ითამაშოს არჩეული როლი, შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია და გარესამყაროსთან ურთიერთქმედება ეფექტურად განახორციელოს. სავალდებულო არაა, რომ სპეციალურად დაკავდეს საკუთარი ქვეცნობიერით, მაგრამ უბრალოდ იმ იმპულსებს გრძნობს, რომელიც შიგნიდან მოდის და მისგან იმის გამოხატვას ითხოვს, რაც გარეგნული ფენის ქვეშ არის დაფარული.
მე-12 სახლის მმართველი მე-2 სახლში
პოზიტიური მხარე: საიდუმლო შემოსავლის წყაროების გამოყენებისკენ მდირეკილება, გარშემოყოფების ენერგეტიკით ფარულად კვების უნარი (ფაქტიურად ენერგოვამპირები არიან).
უარყოფითი მხარე: ქურდობა და კონფისკაცია, სხვებისთვის ენერგიის უნაყოფოდ გაცემა, გაკოტრება და ფინანსური კრახი, შემოსავლის წყაროზე მტრების თავდასხმა.
ასეთ ადამიანს შეუძლია გახსნას საკუთარი ნიჭი და უნარები და ისინი მიმართოს საჭირო მიმართულებით, რასაც საზოგადოებისთვისაც და მისთვისაც სარგებლის მოტანა შეუძლია. შესაძლებელია სიცოცხლის ბოლოს საკუთრებაზე ამაო შიში. შეიძლება არსებობის ერთადერთ მიზნად იქცეს ფულის დაგროვება და მატერიალური ქონება.
მე-12 სახლის მმართველი მე-3 სახლში
პოზიტიური მხარე: ეს ასპექტი კეთილგანწყობილია საიდუმლო საქმიანობის, დაფარული თვითსწავლებისა და საიდუმლო ინფორმაციის მიღებისთვის. ასეთი ადამიანები შესანიშნავად სწავლობენ მარტოობაში და უცნაურ მგზავროაბაში დამყარებული მოულოდნელი კონტაქტებიდან სარგებელს იღებენ.
უარყოფითი მხარე: ნათესავები ფარულ მტრებად იქცევიან, მეზობლები მკვეთარად უარყოფით დამოკიდებულებაში არიან. ასეთი ადამიანი ჭორებით არის გარემოცული და მუდმივად ცილისწამებებითა და ფარული არეულობებითაა დაკავებული.
იგი მზადაა სამყაროს აცნობოს რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი. ხშირია, როდესაც ეს ასპეტი გვხდება მწერლების პირად რუკებში. მისი მგრძნობიარე და ინტუიციური ბუნება იზიდავს სხვა ადამიანებს, მათ უჩენს მასთან ურთთიერთობის სურვილს. ხშირია ასევე, პრაქტიკული ფსიქოლოგიით სარგებლობა. შეუძლია სიტუაციაზე ირიბი ზემოქმედების მოხდება, სიტყვებისა და აზრების სხვა ადამიანების მეშვეობით გადაცემა. წარმატებულია როგორც რეფერანტი და მსხვილი ხელმძღვანელი პირების გამოსვლების ტექსტის შემდგენელი. თუ ეს ადამიანი რაიმეს საიდუმლოდ აკეთებს, საბოლოო ჯამში, მაინც საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რამეთუ მოცემული ასპექტისას, საიდუმლოებები და დაფარული ინფორმაცია დაკავშირებულია თავისუფალი კომუნიკაციის სფეროსთან.
მე-12 სახლის მმართველი მე-4 სახლში
პოზიტიური მხარე: ასპექტი კეთილგანწყობილია ოკულტური საქმიანობისა და ტრადიციული, საიდუმლო წყაროებიდან ინფორმაციის მისაღებად. საკუთარი განსხეულებების საიდუმლოებების შეცნობას უწყობს ხელს და ფსიქოლოგიური კვლევებში ჩაღრმავებისას ეხმარება. ასეთ ადამიანს საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეუძლია. სახლი მისთვის შემოქმედებითი სიამოვნების და კმაყოფილების მიღების ადგილია, სადაც საკუთარ თავთან განმარტოებაში ვერავინ შეუშლის ხელს.
უარყოფითი მხარე: მშობლებთან და ახლობლებთან ბრძოლა, სამშობლოში ფარული დაბრკოლებები. სახლი აღიქმება ციხედ.
ნებისმიერ სიტუაციაში თვითმყოფადობის შენარჩუნების მკვეთრად გამოხატული მოთხოვნილება აქვს. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია თავისუფალი დრო, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენებს. სახლში აქვს კუთხე, რომელსაც თამამად უწოდებს “საკუთარს”. ბევრი მას აღიქვამს წყნარ, მორცხვ და მოკრძალებულ ადამიანად. მას ხშირად სჭირდება საკუთარ სამყაროში “წასვლა”. ის ძალიანაა მიჯაჭვული საკუთარ სახლზე და ცდილობს ისეთი სამუშაო შეარჩიოს, რომელიც საშუალებას მისცემს სახლში იმუშაოს. ხშირად მასზე ხდება რაიმე საოჯახო ვალდებულების (ხშირია როცა ამ ვალდებულებას თავად იღებს) დაკისრება, მაგალითად, ავადმყოფ ნათესავზე ან უუნარო მშობელზე ზრუნვა.
მე-12 სახლის მმართველი მე-5 სახლში
პოზიტიური მხარე: ეს ადამიანი მიდრეკილია შემოქმედებითი განმარტოებისკენ და უყვარს ადამიანებისგან მოშორებით საკუთარ თავზე მუშაობა, რისგანაც კმაყოფილებას განციდის. შესაძლებელია მრავალი საიდუმლო სასიყვარულო კავშირი, არაა გამორცხული სხვისი შვილების მიღება და გარშემომყოფებისგან დაფარული საყვარლის დიდი ხნის ერთგულება.
უარყოფითი მხარე: ასეთ ადამიანს უჭირს საყვარელი ადამიანის მოძებნა, მას არ შეუძლია თავისუფლად ცხოვრება, არ შეუძლია განმარტოვდეს შემოქმედებისთვის, მისი სიყვარული გაუზიარებელი რჩება, რის გამოც მრავალი კომპექსითა და ცრურმწენით ივსება. შესაძლებელია, საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გამოაშკარავება და ბედნიერი სიყვარულის მოპოვებაში დაბრკოლებების შექმნა.
ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია საიდუმლო რომანტიკული კავშირი. იმავდროს შეიძლება უფრთხოდეს ასეთ კავშირებს და მათ ბავშვობად და მიუღებლად თვლიდეს. მაშინ მთელ ძირითად ენერგიას სპორტში, სამუშაოსა და ბავშვების აღზრდაში ჩადებს.
მე-12 სახლის მმართველი მე-6 სახლში
პოზიტიური მხარე: ისეთი ფარული/საიდუმლო პროფესია და სამუშაო ადგილი, რომელსაც სხვებისგან დაფარვა სჭირდება. ფსიქოლოგიური ძალისხმევებით განკურნების შესაშური და გასაოცარი უნარი, შინაგანი კონფლიქტების მოხსნის შესაძლებლობა.
უარყოფითი მხარე: თანამშრომლებს შორის ფარული მტრები, სამსახურში დაბრკოლებები. მრავალი ქრონიკული დაავადება, იპოქონდრია. დამამცირებელ და შესაცოდ მდგომარებაში ჩავარდნა.
ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები შესაშური მიზანდასახულობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევიან. ისინი მიდრეკილნი არიან ქვეცნობიერად განერიდნონ შინაგან პრობლემებს, ნებისმიერი შესაძლო სამუშაოთი ისე დაიტვირთონ თავები, რომ საკუთარ თავში ჩახედვის/ჩაღრმავების დრო აღარ დარჩეთ. თუ სამუშაო ძალიან მძიმე არაა, ის ნებაყოფლობით, საზოგადოებრივ საწყისებზე შეასრულებს მას. ის ეძებენ ბევრ სამუშაოს, რისი მეშვეობითაც გაურბის ოჯახური ჰარმონიზაციისთვის საჭირო ძალისხმევასა და სეროზულ შინაგან სამუშაოს. ხანდახან თვლის, რომ მუშაობა არ ღირს და იღებს სხვებზე ადრე პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილებას. ხშირია, როდესაც მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ მინიმუმით უზრუნველყოს დარჩენილი ცხოვრება, ხოლო დანარჩენი დრო დუთმოს იმას, რასაც ნამდვილად მნიშვნელოვან საქმედ თვლის. სამუშაო ხშირადაა დაკავშირებული მკურნალობასთან და ტრამვების შემდეგ ჯანრთელობის აღდეგანასთან. ენერგიის არასწორი მიმართულებით გამოყენებისას იგი დაძაბულად ეძებს რაიმე სახის სამუშაოს ან ჰობბის, რომელშიც შეძლებს საკუთარი ენერგიის დადებითად რეალიზებას, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ასეთი დაძაბული ძიებები მის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
მე-12 სახლის მმართველი მეშ-7 სახლში
პოზიტიური მხარე: საიდუმლო ქორწინება, სხვებზე ფარული ხელმძღვანელობისკენ მიდრეკილება, საზოგადოებრივ საქმეებში საიდუმლო მონაწილეობა, ყველასგან შეუმჩნევლად შეუძლია საზოგადოება აიძულოს ის სამუშაო შეასრულოს, რომელიც მას სურს. იმ ინფორმაციის ფარულად მოპოვებისკენ მიდრეკილების ალბათობაა, რომელსაც სამომავლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.
უარყოფითი მხარე: მტრები სასტიკნი და დაუნდობლები არიან, მრავალი ფარული არაკეთილმოსურნე. სამართალდამცავ ორგანოებთან ცუდი ურთიერთობა, დადანაშაულებები და ცილისწამებები. წაგებული სასამართლო პროცესები და ქონების კონფისკაცია.
საკუთარი პიროვნების გაგების გასაღებად შეიძლება ექცეს პარტნიორი. ხშირად პარტნიორთან ურთიერთობა იმდენად ღრმა ხდება, რომ ამ კავშირის შეწყვეტა მხოლოდ სიკვდილს შეუძლია. ამ ასპექტის ახსნა არსებითად დამოკიდებლია მმართველის განსაკუთრებულ ხასიათზე და ამის საფუძველზე ასპექტის მნიშვნელობაც იცვლება.
მე-12 სახლის მმართველი მე-8 სახლში
პოზიტიური მხარე: ამოუცნობი მოვლენების მიმართ მკვეთრად გამოხატული ინტერესი, იმქვეყნიური საიდუმლოებების შეცნობისკენ სწრაფვა, შესანიშნავი ასპექტია ოკულტური საქმიანობისთვის. ადამიანს სჯერა ნიშნების, რადგან ისინი რეალურად აფრთხილებენ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. საიდუმლო ნიშნებისა და მოვლენების კვლევა-ძიების წყალობით შეუძლია თავი აარიდოს დაღუპვას.
უარყოფითი მხარე: შეუბრალებელ მტრებს მოთმინებიდან გამოჰყავთ და გამუდმებით აწვალებენ, დამახასიათებელია საშიშროების გამუდმებული მოლოდინისგან გამოწვეული შიშები, მოსალოდნელი კატასტროფების მიმართ უძულურება. სტიქიური უბედურებების წინაშე დაუცველობის შეგრძნება. როცა სრულ მარტოობაშია, ყველა ნგრევა და კრახი მაინც ატყდება თავს.
მის ცხოვრებაში მემკვიდრეობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, ის შეიძლება ღრმად დაფარული მოთხოვნილებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს. არაა გამორიცხული, ამ ადამიანმა საიდუმლო ორგანიზაციების დახმარებით ისარგებლოს, მაგალითად, მაფიისგან მიიღოს დახმარება. ძალიან ხშირად ამ ასპექტის მქონე ადამიანთა შეხედულებები სამყაროზე, განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც გამოწვეული იქნება კრიტიკულ სიტუაციებში მომხდარი ტრანსფორმაციით. ასტრალურ სხეულზე პროექციისკენ მიდრეკილების ქონის ალბათობაა.
მე-12 სახლის მმართველი მე-9 სახლში
პოზიტიური მხარე: საზღვარგარეთიდან საიდუმლო მფარველები, კარგად შენიღბული მიზნებით მგზავრობები, ოკულტური სწავლებების მქადაგებლები.
უარყოფითი მხარე: სახლიდან მოშორებით ფარული მტრები, სამშობლოდან მოშორებით მარტოობა, მივლინებებსა და მგზავრობებში დაბრკოლებები, დიდი სივრცეების ანდა დახურული სივრცეების შიში (ფობიები).
მის შინაგან ცხოვრებაზე უდიდეს როლს ახდენს რელიგია, ასპექტი გვხდება დიადი მასწავლებლებისა და ცნობილი მოძღვრების/მქადაგებლების პირად რუკებში. ამ ადამიანის რელიგიური ფილოსოფია უთითებს ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც საკუთარი ქვეცნობიერის კვლევა-ძიების მეშვეობით მიიღწევა. ენერგიის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული კანონდარღვევები, რაც გამოწვეული იქნება საკუთარი თავის უგუნური ნდობითა და ჭეშმარიტი იდეის მიღების ხარისხით.
მე-12 სახლის მმართველი მე-10სახლში
პოზიტიური მხარე: ფარული ძალაუფლების გამოყენების უნარი, არაფორმალური ლიდერობისა და ფარული ხელმძღვანელობის ნიჭი. საიდუმლო საზოგადოებების მხრიდან მხარდაჭერა. ეს ადამიანი შეძლებს მიზნის ისე მიღწევას, რომ ამის შესახება არავის არაფერი ეცოდინება, შედეგად კი ყველასთვის ამოუცნობი გზით დაწინაურდება.
უარყოფითი მხარე: კარიერაში ფარული დაბრკოლებები, მტრების მხრიდან სამსახურეობრივ წინსვლაში ხელისშეშლები, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შეუძლებლობა. ხელმძღვანელი/უფროსი მისი ფარული არაკეთილისმოსურნეა.
კარიერა შეიძლება ორინტირებული იყოს მედიცინაზე, ბავშვებზე მზრუნველობაზე ანდა შრომა-გასწორების კოლინიაში სამსახურზე. ნებისმიერი მსგავსი სამუშაო ხელს უწყობს თავისი, შინაგანი ყოფიერების შეცნობაში. თუ ის დაკავდება ფსიქოლოგიით, შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას არამარტო სხვების დახმარებისთვის, არამედ თვითანალიზისთვისაც. ნებისმერი სამუშაოს შესრულებისას, პირველ რიგში, აღწევს თავდაჯერებულობასა და საკუთარი მდგომარეობის სტაბილურობას. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერი საქმიანობისთვის თავის არიდების საბაბად და საკუთარ თავზე მუშაობაზე უარის გასამართლებად (რაც დაკავშირებულია საკუთარი თავისთვის ფხიზლად შეხედვის სურვილის უქონლობასთან) დაკისრებულ ვალდებულებასა და შესასრულებელ სამუშაოს დაასახელებს. ამ ყველაფერს კი იმით ხსნის, რომ ძალიან დაკავებულია და არ შეუძლია დრო საკუთარ თავში უაზროდ ქექვებზე დაკარგოს, რამეთუ მან, პირველ რიგში, მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ხშირად ასეთი ადამიანები სამუშაოს განმარტოებით ასრულებენ. მაგრამ არ უნდა დაივიწყონ, რომ ნებისმიერი ფარულად გამოყენებული ძალისხმევა (უპირველსად კი ეს დაკავშირებულია საქმესთან და სამუშაოსთან), გარკვეული დროის შემდეგ, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
მე-12 სახლის მმართველი მე-11 სახლში
პოზიტიური მხარე: მრავალი საიდუმლო მფარველი და არააფიშირებული მეგობრები, რომლებიც საფრთხისა და კრიზისის დროს ეხმარებიან. საიდუმლო საზოგადოებების მუშაობაში მონაწილეობისა და საიდუმლო რეფორმატორობისკენ მიდრეკილება. ამ ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული დიდი სკანდალების ალბათობაა, რის მიზეზადაც მისი პერსპექტიული გეგმების გამოაშკარავება გახდება. ყველა სტრატეგიული დავალება და პროექტი ყველსგან საფუძვლიანად აქვს გასაიდუმლოებული.
უარყოფითი მხარე: საოჯახო საქმეებში ფარული დაბრკოლებები, ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ აზრების მოკრება/კონცენტრაცია. ახლობელი ადამინების მხრიდან გამცემლობა და შურისძიება; ყოფილი მეგობრებიდან მტრებად ქცეული ადამიანები ზურგში დანას უყრიან.
ამ ადამიანის ყურადღების ცენტრში მეგობრები ხვდებიან. მეგობრების მასზე ჩამოყალიბებული შეხედულებების მეშვეობით, საკუთარ თავში გარკვევას და საკუთარი თავის გაგებას ახერხებს, ასევე ამ გზით ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა ხდება მის თავს. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში ასეთმა პოზიციამ შეიძლება სიტუაციები მხოლოდ გაართულოს, რის შედეგადაც საბოლოდ იბნევა. ხშირია, როდესაც ახლობლები ამ ადამიანს წარსულისკენ ექაჩებიან და უკან ხევენ, ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მეგობრების დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს. ისინი მიდრეკილნი არიან დიდ ორგანიზაციებში ფარული ლიდერის როლი შეასრულონ, ახდენენ გამოკვეთილ ზემოქმოდებას მიზნის ტექნოლოგიური მიღწევებითა და კოლექტივში შესაბამისი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნით, მაგრამ ამ ყველაფერს არაპირდაპირ, სხვების მეშვეობით ახერხებენ. ხშირია, როცა მათი სამუშაო დაკავშირებულია დახურულ ორგანიზაციებთან და სპეცსამსახურებთან. ისინი მიდრეკილნი არიან სპეციალიზაცია გაიარონ საიდუმლო მოლაპარაკების წარმოების კუთხით. ასე თუ ისე, სხვებისთვის მათი მთვარი/გლობალური მიზნის დაფარვა სხვადასხვა მოტივებით ხდება.
მე-12 სახლის მმართველი მე-12 სახლში
პოზიტიური მხარე: საიდუმლო ცხოვრება, ხანგრძლივი მედიტაცია, განმარტოებაში ოკულტური სამუშაო, თვითშეცნობის მეშვეობით საკუთარ კომპლექსებთან და ხარვეზებთან წარმატებული ბრძოლა, შინაგანი ემოციური პრობლემების დამუშავება, ფარული კომპლექსების ლიკვიდაცია, სხვისი და საკუთარი საიდუმლობების შენახვის უნარი.
უარყოფითი მხარე: იზოლაციაში ცხოვრება, შთაგონების ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, უარყოფა და მარტოობა, გარშემომყოფებთან კავშირის დარღვევა, ფსიქიკური დაავადებები და მოულოდნელად თავისუფლების აღკვეთა.
ეს ადამიანები ფლობენ ამოუწურავ შინაგან ძალებს, თუმცა, ხანდახან ვერ ახერხებენ საკუთარი ქვეცნობიერი სურვილების/მიზნების და ფარული მოთხოვნილებების ანგარიშგებას, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში რაღაც ინსტიქტი მოულოდნელად ანიშნებს, რა უნდა გააკეთონ და რა მოიმოქმედონ. ისინი ასევე ფლობენ განვითარებულ ინტუიციას და შეუძლიათ მისი შეხედულებისამებრ გამოყენება.
წყარო:aquarun.ru
სტატიის ავტორი: ნინო