განვიხილოთ დაავადებების და ზოგადად ავადობის მიზეზები და ბუნება, რომლებიც პლანეტების ასპექტებისა და მათი ამა თუ იმ ნიშანში მდგომარეობიდან გამომდინარეობს. როგორც წინა სტატიებში განვიხილეთ პლანეტები და ნიშნები სხეულის განსაზღვრულ ზონას მართავენ. ამა თუ იმ ნიშანში მდგომარეობის შესაბამისად და განსაკუთრებით ასპექტირებიდან გამომდინარე შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რა დარღვევებისა და აშლილობისკენაა სხეულის სხვადასხვა ორგანოები და ზონები მიდრეკილი.
პირველ რიგში, საჭიროა მე – 6 სახლის მდგომარეობა და მასში არსებული პლანეტები იქნეს განხილული. თუ ამ სახლში არ არის პლანეტა, მაშინ ნიშანი მე 6 სახლის კუსპიდზე იქნება სხეულის იმ ზონის, ორგანოს მიმანიშნებელი, რომელიც სუსტია და დაავადებებისკენაა მიდრეკილი. თუ არის პლანეტა, მაშინ დაავაბები საავარაუდოდ მათი ბუნებისა და იმ ნიშნის შესაბამისად წარმოიქმნება რომელშიც ის დგას.
თუ პლანეტები კარგადაა ასპექტირებული ან სასიკეთო მდგომარეობა აქვთ, მაშინ დარღვევებიც შესაბამისად – მსუბუქი და მალე გავლადი იქნება, მაგრამ თუ არასასურველმა პლანეტებმა დაიკავეს ეს სახლი და განსაკუთრებით თუ ისინი ნეგატიურად ასპექტირებულია – მაშინ მოსალოდნელია მძიმე და ხანგრძილივი დაავადებები.
გამნვიხილოთ ზოგადი მითითებები დაავადებებზე, რომლებსაც მეექვსე სახლის კუსპიდის ამა თუ იმ ნიშანში დგომა განაპირობებს.
ვერძი – პრობლემები წარმპოიშვება ტვინის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს მდგომარეობა განაპირობებს თავის ტკივილებს, უძილობას, გაღიზიანებას, თავის ტვინის დარღვევებს, ასევე შეიძლება შეგვხვდეს თვალებისა და სახის დაავადებები.
კურო – იძლევა საყლაპავის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს: ანგინა, ტონზილიტი და სხვა. გული, შარდის ბუშტი და გამომყოფი სისტემა ასევე კავშირშია ამ ნიშანთან .
ტყუპები – ჩვეულებრივ ვიტარდება ფილტვების, ბრონქების და ზოგადად სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავადებები. ფილტვები – ყველაზე სუსტი ნაწილია, მაშინ როცა სისხლი კარგ მდგომარეობაშია.
კირჩხიბი – დაავადებები კუჭისა და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დამახასიათებელია შებერილობა (ფერმენტაციის დარღვევის შედეგად) აირების დაგროვება, ნაწლავების დაავადებები.
ლომი – დაავადებები ცხოვრების არასწორი წესის, გადამეტების, მოუწესრიგებელი რეჟიმის შედეგად წარმოიქმნება. მეტადაა დამახასიათებელი გულისა და სისხლის მხრივ დარღვევები , რომელთა მდგომარეობაც გავლენას ახდენს საყლაპავ და გამომყოფ სისტემაზე.
ქალწული – აქ ნაწლავების მდგოამრეობა ქმნის დაავადებების წარმოქმნის ძირითად მიზეზს, შესაძლოა განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა კოლიკა, შეკრულობა, დიზინტერია, მოუნელეობლობა და სხვა.
სასწორი – თირკმელების დაავადებები და ისეთი დაავადებები როგორც დიაბეტი, ბრაიტის დაავადება (ნეფრიტი), შარდის შეკავება.
მორიელი – დაავადებების ძირითადი მიზეზი გამომყოფი , რეპროდუქტიული სისტემისა და შარდის ბუშტის მდგომარეობაა. დამახასიათებელია ისეთი დაავადებები როგორიცაა: ბუასილი, სეკრეტორული დარღვევები, შარდის შეკავება, ანთებითი პროცესები.
მშვილდოსანი – სისხლისა და ნერვული სისტემის მდგომარეობა წამყვანია დაავადებების განვითარებისას. შესაძლოა განვითარდეს სისხლის, ღვიძლისა დაავადებები.
თხის რქა – სიცივე, გაციება, გადაციება, ცირკულაციის დარღვევები, მიდრეკილება მელანქოლიისკენ. ხშირად ვხვდებით ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რევმატიზმი, ნიკრისის ქარი ( პოდაგრა), შეკრულობა და კანის გაღიზიანება.
მერწყული – დაავადების წარმოქმნის ძრითადი წყარო გონებრივ და სისხლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირია- ცირკულაციის დარღვევა, თვალების, ასთმური და ნერვული სისტემის დაავადებები.
თევზები – დაავადებები, რომლებსაც ძირითადად პირადი ჰიგიენის მიმართ დაუდევრობა, სისხლის მოწამლვა და ცუდი მაგნეტიზმი განაპირობებს. მიდრეკილება – სიმსივნური წარმოშობის, ყაბზობის, ფლუიდური სისტემის დაავადებებისადმი.
შენიშვნა – დასკვნების გამოტანისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან ძლიერი სხეული და ჰილეგის სათანადო მხარდაჭერა ნაკლებ მიდრეკილებას იძლევა ზემოთხსენებული დაავადებებისადმი. მე 6 სახლის მთავარი გავლენა მდგომარეობს იმაში, რომ ნიშანი მის კუსპიდზე მართავს სხეულის იმ ზონას, რომლისათვისაც მეტადაა დამახასიათებელი ესა თუ ის დაავადება.
დამუშავებულია რაფაელის “სამედიცინო ასტროლოგიაზე” დაყრდნობით
ავტორი: ქეთი