მზე თხის რქა, მთვარე ვერძი
ინტელექტი მისი მთავარი უპირატესობაა; იცის რა სურს და ერთიანი მისწრაფებით სასურველისკენ მიდის, არავის შეუძლია „არა“-ს თქმა. ტაქტს ძლიერ ენერგიულ ნაკადთან ათანხმებს. მისი დიპლომატიის ფორმა ეს – დიპლომატიაა ხელჯოხით „გეშინოდეს ღმერთის, მაგრამ აკეთე საკუთარი საქმე“. მამაცი ადამიანია, ადამიანებთან კომპრომისზე მიდის მაშინ, როდესაც საკუთარ სინდისთან შეთანხმებით მოქმედებს. მისი მოსყიდვა შეუძლებელია, მაგრამ თავად პრობლემებს ისე წყვეტს, რომ ყველა მხარე მომგებიანი დარჩეს – განსაკუთრებით კი თვითონ.
ბუნებით მოუთმენელი, ნერვიული და მოუსვენარია, მაგრამ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა და მოთმენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს – მოთმენა მისთვის რთულია. შინაგანად დაძაბული და მგრძნობიარეა. მისი გონება წუთითაც არ ისვენებს. რა თქმა უნდა, ასე იღლება. სასურველია ნაკლებად იყოს ასეთი ვორკაჰოლიკი (პერიოდულად დაისვენოს), აზრები კი მეტად რბილად გამოხატოს (უხეშობის ნაცვლად). სასურველია გააცნობიეროს, რომ საკუთარი აზრის დამტკიცება სხვების გრძნობებისთვის ტკივილის მიყენების გარეშე შეიძლება.
პატიოსანია და საკუთარ სახელს, იმიჯს უფრთხილდება. ემოციური კუთხით გაღიზიანებისა და განაწყენებისკენაა მიდრეკილი, შესაძლოა შთაბეჭდილება დატოვოს, რომ სხვების გრძნობები არ ადარდებს. სასურველია ისწავლოს სხვა ადამიანის ადგილზე თავის წარმოდგენა და მათ გრძნობებს რბილად მოეპყრას. სიცივე და დისტანციურობა სამსახურში სიზუსტეს ანიჭებს.
მზე თხის რქა, მთვარე კურო
ურთიერთობების გენიოსი ხართ. ადამიანების მასებთან გადასარევ კომუნიკაციას ამყარებთ და მოუთმენლად მიიწევთ ამისკენ. სუფთად პრაქტიკულ, მიწიერ მიზნებს მიყვებით. თქვენ ხართ პირივნება ხალხიდან და რა ეშელონებსაც არ უნდა მიაღწიოთ, კარგად აჩვენებთ, რომ არ დაგივიწყიათ საიდან მოდიხართ. იღბლიანი ადამიანი ხართ და იყენებთ ამას, მაგრამ არ ხართ ენერგიული და მიმწოლი, ამიტომ როცა იღბალი გტოვებთ, არ იცით რა გააკეთოთ და ბრაზობთ. შეიძლება ბრაზობდეთ და ვერ იტანდეთ კიდეც, მაგრამ არ ხართ აგრესიული, აცნობიერებთ, რომ აგრესიული სიძულვილი, თქვენს ენერგიას ფანტავს. საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენთ, როცა გიყვართ და უყვარხართ და არა პირიქით.
იღბლიანი, მომხიბვლელი, შორსმჭვრეტელი და გულწრფელი ხართ. ამ თვისებებით ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში. მაგრამ სჯობს, რომ საკუთარ თავზე დაყრდნობას ისწავლიდეთ და არა იღბალზე. ნამდვილად ადამიანური და ერთგული ხართ, არა მარტო კონკრეტული ადამიენების მიმართ, არამედ ადამიანების ჯგუფების მიმართ, ამიტომ რითაც არ უნდა იყოთ ცხოვრებაში დაკავებული, ყოველთვის მზად ხართ დახმარებისთვის. გიყვართ ფუფუნება და კომფორტი, ის პატარ-პატარა დეტალები, რაც ცხოვრებას უფრო “გემრიელს” ხდის. თქვენს ვალდებულებად აღიქვამთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ, რათა თქვენ და თქვენმა ახლობლებმა, რაც შეიძლება კარგად იცხოვროთ.
ერთგული მეუღლე და პასუხისმგებლობით სავსე მშობელი ხართ. დისციპლინა გიყვართ, მაგრამ ისე სჯით, რომ აგრესიას, სიბრაზეს არ ავლენთ. თქვენ უფრო კიცხავთ, მაგრამ მშვიდად. შეიძლება გაუბრაზდეთ ბავშვს ან ადამიანების მთელს ჯგუფს, ორივე შემთხვევაში ინარჩუნებთ სიმშვიდეს. საზოგადოების საძირკველი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა აქტიური სამსახური გაქვთ თუ განმარტოვებულ ცხოვრებას ეწევით, ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული მოქალაქე ხართ, გარშემომყოფების სიყვარულით და აღფრთოვანებით ხართ დაჯილდოვებული.
მზე თხის რქა, მთვარე ტყუპები
მისი ამბიციები საუკეთესოდ ვლინდება ინტელექტუალურ, შემოქმედებით ან სამეცნიერო მუშაობაში. მოწოდებით მკვლევარია, დაწყებული ბუნების საიდუმლოებების გახსნით, მეზობლის პირადი ცხოვრების შესწავლით დამთავრებული – მისი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებას ითხოვს.
საუბრის/მეტყველების გამომხატველობა და სიმარჯვე სხვადასხვა შესაძლებლობებს უცვლის და ამ უკანასკნელთა განვითარებას ნაკლებად ცდილობს. ეს ადამიანი გენიოსი ნამდვილად არაა, მაგრამ ყურადღების მიქცევა ადვილად გამოსდის. დიდი ალბათობით, მეგობრები ხშირად ეუბნებიან რომ დიდ წარმატებას მიაღწევს და მონდომების შემთხვევაში უფრო ხარისხიან, უკეთეს სამუშაოს იშოვის და ეს სიმართლეა. მაგრამ სანამ გარშემომყოფებში მცირე აღიარებას მაინც პოულობს – მეტის მიღწევის სურვილი არ უჩნდება. შესაძლოა მთელი ცხოვრება საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას მოუნდეს.
წინააღმდეგობრივია: ბუნებით კონსერვატორია და სტაბილურობას ესწრაფვის, მაგრამ მოულოდნელ, დაუფიქრებელ ქმედებები ახასიათებს მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღოს გარშემომყოფების რეაქციებზე დაკვირვებით. უჩვეულოდ გამომგონებლურია იმ საშუალებების მოფიქრებაში, რითაც საქმეს საკუთარ საკეთილდღეოდ მიატრიალებს. შესაძლოა გარშემომყოფები ადვილად დასაყოლიებელ, დაუფიქრებელ ადამიანად თვლიდნენ, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულია. ამ მდებარეობის ადამიანს არ მოსწონს როცა მასზე და მის ქმედებებზე იცინიან. თვლის, რომ შეუძლიათ ნებისმიერ სხვაზე იხუმრონ, მაგრამ არა მასზე.
მზე თხის რქა, მთვარე კირჩხიბი
მგრძნობიარე ხართ და სხვა ადამიანების ინტუიციურად გესმით. საკუთარ თავს უღრმავდებით, გადაჭარბებულადაც კი, იმდენად ღრმად რომ, შესაძლოა, მავნებელიც კი იყოს თქვენთვის. თუ მოახერხებთ თქვენი მგრძნობიარე ნატურა პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოიყენოთ, ალბათ, ადამიანების მართვას შეძლებთ. თქვენთვის წარმატებული იქნებით ბიზნესში წამყვან პოზიციაზე ან მწერლობაში ხელოვნების სფეროში. ძალიან გიყვართ სახლი, გადასარევი მეუღლე და მშობელი ხართ, დამყოლი და მზად ხართ კომპრომისებზე წასასვლელად, რადგან საშინლად ვერ იტანთ ჩხუბს, კომფლიქტებს, მთელი ძალებით ცდილობთ თავი აარიდოთ ამ ყველაფერს.
თუ უბედური ხართ, მიდრეკილება გაქვთ დამალოთ ეს. არ გიყვართ საკუთარ იდეებზე ხმამაღლა ლაპარაკი, გეგმებს დიდი ხნის მანძილზე ჩუმად სახავთ, არავის ახედებთ მათში.ძალიან ამაყი ხართ და გარკვეული თავდაცვითი გარსი გაქვთ, ჩქარობთ ამოეფაროთ მას, როცა გტკენენ. ვერავინ იტყვის რომ გულღია ხართ, არსებობს საშიშროება, რომ ჩაკეტილობის გამო, საკუთარ თავზე ზედმეტად ორიენტირებულ პორივნებად იქცეთ.
მზე თხის რქა, მთვარე ლომი
ერთ-ერთი იმ კომბინაციათაგანია, რომელიც საშუალებას აძლევს “პატრონს” დიდი ძალაუფლება მოიპოვოს ცხოვრებაში. თავისი ენერგიულობის წყალობოთ პოპულარობით სარგებლობს, ეს ხელს უწყობს ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მისი პიროვნების სიძლიერე და უნარი დაუმეგობრდეს როგორც გავლენიან ადამიანებს ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, ეხმარება თავადვე დაიკავოს გავლენიანი პოზიცია. დიდი ნებისყოფის წყალობით შესწევთ უნარი ენერგია მიზნების მიღწევისკენ მიმართონ და მოთოკონ თავიანთი სულსწრაფობა კეთილგონიერებისა და საღი აზრის წყალობით.
კარგად იცით, როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში, როდის უნდა გამოავლინოთ სიჯიუტე და როდის – დიპლომატიურობა. მნიშვნელოვანი და დისტანციური ადამიანის იმიჯს იქმნით, ამით მანამდე იღებთ მნიშვნელოვანი ადამიანის სტატუსს, სანამ ამას რეალურად დაიმსახურებდეთ. საკუთარი თავის რწმენა გაქვთ და სხვებშიც თესავთ ამ რწმენას. საკუთარ ქმედებებს ახსნა-განმარტებებს არ უძებნით, ცდილობთ თქვენი პიროვნება გამოავლინოთ. რაკი ძალაუფლება თქვენთვის ბევრს ნიშნავს, ამ “სფეროში” ახდენთ რეალიზაციას.
მატერიალისტი ხართ. ფილოსოფიური აბსტრაქციები და საერთოდ ყველაფერი რაც რეალურ სამყაროს არ ეხება, არ გაინტერესებთ. უფრო ადამიანების ერთგული ხართ, ვიდრე იდეების და პირველ რიგში საკუთარი თავის. გულწრფელი ხართ, მაგრამ შეგიძლიათ თავი აარიდოთ პირდაპირ პასუხს, თუ ამას თქვენი პოლიტიკა მოითხოვს. ემოციურად ვნებიანი ხართ, მაგრამ ისეთი შეხედულება იქმნება, თითქოს თქვენი ყველაზე ვნებიანი ემოციებიც კი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, თქვენგან ცალკე და შეგიძლიათ სურვილისამებრ ჩართოთ და გამორთოთ.
ნერვული და ფიზიკური ენერგიის გამო, მუდმივ მოქმედებაში იმყოფებით. ფსიქოლოგიურად ძლიერი ხართ და როცა ენერგია გამოგელევათ, შეგიძლიათ “ცარიელ ნერვებზე” იარსებოთ. უფრო მეტი უნდა იძინოთ, ემოციურად დაწყნარდეთ, ნაკლები ინერვიულოთ და ისწავლოთ განტვირთვა. ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ, იგრძნობთ თუ როგორ იღვიძებს თქვენს სულში გულწრფელი ადამიანური კეთილშობილება და თანაგრძნობა, რომელიც ასე გაკლიათ. მანქანასავით ზუსტი-ადამიანებში იწვევთ აღფრთოვანებას. თუ თანაგრძნობას და კეთილშობილებას გამოავლენთ მათ მიმართ, არა მხოლოდ აღფრთოვანებას, არამედ სიყვარულსაც დაიმსახურებთ. ეს კიდე თავის მხრივ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, რომ თქვენი პრესტიჟი სიყვარულზე იყოს დაფუძნებული და არა ძალაუფლებასა და შიშზე და თქვენ დაინახავთ როგორი პერსპექტივები გადაიშლება თქვენს წინაშე.
მზე თხის რქა, მთვარე ქალწული
საკმაოდ დამაჯერებელი იმიჯის ქვეშ, გულჩვილი პიროვნება იმალება. საბოლოოდ, მართალია, წამყვანი პოზიციის მოპოვება შეგიძლიათ, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, როდესაც ბრძანებებს იღებთ. საუკეთესო ვარიანტია შუალედური პოზიციის დაკავება. სიკეთესა და სამართლიანობას ქადაგებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, თავდაჯერებულობა გღალატობთ და ხშირად არ გყოფნით ძალა თქვენი “მრწამსის” და შეხედულებების მიხედვით იმოქმედოთ. ისეთ საქმიანობაში ხართ წარმატებული, სადაც დადგენილი წესების ასრულება გიწევთ. ბიზნესში, რომელშიც სწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, არაფერი გესაქმებათ. ასეთ საქმეში მხოლოდ უსიამოვნება და იმედგაცრუება გელოდებათ: სანამ გამოთვლით, როგორ მოიქცეთ, შანსი დაგეკარგებათ.
ამ შანს კიდე გამოიყენებენ, შეიძლება, ნაკლებად ღირსეული, სამაგიეროდ უფრო მოხერხებული და რისკიანი ადამიანები და კარიერული საფეხურებით ქვემოთ ჩამოგიტოვებენ. წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაგრამ როცა თქვენი ბედი თქვენსავე ხელებშია, არაფერს აკეთებთ, გარდა ჟონგლიორობისა, თოთქოს ცხელი კარტოფილი გეჭიროთ. რაც შეეხება ემოციებს, საკმაოდ მგრძნობიარე და ნერვიული ხართ, მოითხოვთ სურვილების დაკმაყოფილებას. საწინააღმდეგო სქესს მოსწონხართ და არ უნდა განიცდიდეთ პარტნიორების ნაკლებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავთ.
ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ცივი ინტელექტუალი ჩანხართ. პარტნიორში ეძებთ როგორც სიყვარულს, ასევე-ჭკუას. ვერასდროს შეძლებთ, დაბალი ინტელექტის ადამიანის ვნებიანად შეყვარებას. სნობი ხართ (არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სოციალური გაგებითაც), ამიტომ ინსტინქტურად ეძებ ადამიანს, თქვენი სოციალური წრიდან. რაც არ უნდა დამოუკიდებელი და უმართავი ჩანდეთ, სინამდვილეში, აღაიარებულ წესებს ექვემდებარებით.
მზე თხის რქა, მთვარე სასწორი
საკუთარი უცედველობის რწმენა გაქვთ, ამან დოგმატიკოსად შეიძლება გაქციოთ, მკაცრ და ხისტ ადამიანად ან მიგიყვანოთ წარმატების მწვერვალისკენ თუ თავდაჯერებულობას და ქმედებას გააერთიანებთ. მეომარი ხართ, უნდა გადალახოთ გაღიზიანებადობისკენ, ბუტიაობისკენ და მეწვრილმანეობისკენ მიდრეკილება. თქვენი ფანტაზიები და წარმოსახვითი აზროვნება ცუდ როლს ითამაშებს ცხოვრებაში, რადგანაც ადამიანები ჩათვლიან, რომ უბრალოდ უცნაურობებით სავსე პიროვნება ხართ, თუ არ აღმოგაჩნდებათ საკმარისი ენერგია და ძალისხმევა, რათა იმოქმედოთ და არა მარტო განსაჯოთ. ფრთხილად იყავით, რომ უბრალოდ ექსცენტრიულ ადამიანად არ იქცეთ, თქვენი მსოფლმხედველობა დიდი ორიგინალურობით გამოირჩევა, ხოლო მოუთმენლობა ხელს გიშლით ის ყველაზე სასარგებლო და საჭირო კუთხით წარმოაჩინოთ.
დიდი რომანტიკოსი არ ხართ. ადამიანებისგან თავი შორს გიჭირავთ, ეს ეწინააღმდეგება თქვენს შინაგან მოთხოვნილებას იყოთ სოციალური. საქმე იმაშია, რომ ადამიანებთან დაახლოვება გიჭირთ, ბუნებით ამაყი და ეჭვიანი ხართ. ემოციები ხელს გიშლით ფხიზლად იაზროვნოთ. გჯერათ, რომ ისინი (ემოციები) გკარნახობენ და ერევით უსარგებლო საქმეებსა და ურთიერთობებში, როცა ეჭვიანობა გღალატობთ. საკმაოდ რთული განლაგებაა, მთავარია ისწავლოთ დათმობა, გარკვეულ იდეებზე უარის თქმა და კომპრომისებზე წასვლა ადამიანებთან და სამყაროსთან ურთიერთობისას, მიიღო ის ისეთი როგორიცაა. ზუსტად კომპრომისზე წასვლის უნარით მიაღწევთ წარმატებას და რაც უფრო კარგად დაეუფლებით თანამშრომლობის ხელოვნებას, მით უფრო დიდი იქნება ეს წარმატება.
მზე თხის რქა, მთვარე მორიელი
უზარმაზარი შინაგანი ენერგია და მტკიცე ხასიათი გაქვთ. დამოუკიდებელი. გრძნობთ თქვენი პიროვნების მნიშვნელოვნებას. არასდროს კარგავთ ამ განცდას, თავმოყვარეობა ყოველთვის გინარჩუნებთ ღირსების გრძნობას. ასაკთან ერთად იაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია და გჭირდებათ ადამიანებთან თანამშრომლობა, ხვდებით, რომ სხვებსაც აქვთ იგივე უფლებები, რაც თქვენ. ბუნებით მიდრეკილი ხართ სიმკაცრისკენ და სხვების განსჯისკენ, ამიტომ ყოველთვის გაქვთ თქვენი აზრი სხვა ადამიანების ქმედებებთან დაკავშირებით, მკაცრი მოსამართლე ხართ. მაგრამ თავშეკავებულობის წყალობით იშვიათად გამოხატავთ ამ ყველაფერს ღიად, თუმცა სიტყვების გარეშეც შეგიძლიათ ბევრი რამის გამოვლენა. დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთის სახელითაც შეგიძლიათ განსაჯოთ. თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ცდებით რთულია, მოუდრეკელი ხართ, თავს იკატუნებთ, თოთქოს არ გესმით მეორე ადამიანის აზრი (სინამდვილეში, ყველაფერი გადასარევად გესმით), ოღონდ არ დაეთანხმოთ მას.
მადლიერების გრძნობა გაქვთ, ადამიანების მიმართ ერთგული ხართ, საღად უყურებთ ცხოვრებას. ხვდებით, რომ აღებული მოვალეობები უნდა შეასრულოთ. შეგიძლიათ სხვების პრობლემების გააზრება, მაშინაც კი, როცა არაფერს გეუბნებიან, როცა ურჩევნიათ, არაფერი იცოდეთ მათზე. ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას ენდობით. აღმოჩნდება სწორი თუ არა საბოლოოდ, მაშინაც ერთგული ხართ ამ შთაბეჭდილების, განსაკუთრებით თუ უარყოფითი იყო ის. მომთმენი ჩანხართ არადა ასე არ არის, რაც არ უნდა ტაქტიანად იქცეოდეთ, გულში მკაცრი მსაჯული ხართ. შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც მკაცრად განსჯით, მაგრამ მისი პრობლემა, რეალურად, არ შეგაწუხებთ. კარგად ყოფთ ერთმანეთისგან გრძნობებს და აზრებს, ემოციები საერთოდ არ გიშლიან ხელს საღად აზროვნებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან ხართ ვინმეზე მიჯაჭვული. მაგრამ თვითდისციპლინის წყალობით ინარჩუნებთ საღ აზრს, სიმშვიდეს და სიფხიზლეს.
მზე თხის რქა, მთვარე მშვილდოსანი
შორეულ გზებზე სიარულისთვის გამომგონებლობა, სიმარჯვე და პატივმოყვარეობა გაერთიანებულია. საკმაოდ გამომხატველი ადამიანია, ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებებითა და ღირებულებებით. მუდმივად მზადაა საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ, იდეების სამყაროში თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში. ეს თავდაუზოგავი მოგზაურია – მუდმივად მოძრაობაში ყოფნა სურს, თუნდაც ეს მხოლოდ გონებაში წარმოდგენით ან აზრების გაცვლით ხდებოდეს.
ამ მდებარეობის ადამიანისთვის აუცილებელიც კი არის ინტელექტუალური და ემოციური ცვლილებები, განახლებადი შთაბეჭდილებები. ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებს, რაც ნერვულ, მენტალურ ენერგიებს მოითხოვს ფიზიკურის ნაცვლად. ფიზიკური დაღლის შემთხვევაშიც მისი წარმოსახვა და გონება მუდმივად მუშაობს. სასურველია მოდუნება ისწავლოს, რადგან საკუთარი სურვილების შესრულების დროსაც კი დაძაბულია.
მისი სიმპათია და ანტიპათია ღიად შესამჩნევია. მეგობრობა და სიყვარული რომანტიულ წარმოსახვაზე მეტად გონიერებას ეფუძნება. თუ პარტნიორის ინტელექტუალური განვითარების დონე დამაკმაყოფილებელია, მეტ სინაზესა და მომხიბვლელობას ავლენს. იგივე შეიძლება ითქვას იდეებზეც: მათში გონივრულ საწყისებს ეძებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს იდეებისგან სიამოვნებას. შეიძლება ითქვას – ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ინტელექტუალურ სნობობას ავლენს. როცა მისთვის მისაღებ, ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანების გარემოცვაში ხვდება – თავს ბუნებრივად ავლენს; მათ, ვისაც ნაკლებად განვითარებულად თვლის – შესამჩნევად განცალკევებული ხდება.
მზე თხის რქა, მთვარე თხის რქა
ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში გადატანილი დაავადება წარმატებისთვის აქტიურ ბრძოლას ასწავლის, რაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანია, ხოლო საკუთარი სიამოვნებისკენ სწრაფვა მატერიალური იდეების საფუძველია. მიწიერი ინტერესები აქვს, ადამიანებზე შთაბეჭდილებას ახდენს საკუთარი იდეალებით, იდეებით, მატერიალური ინტერესი კი კარიერულ და მაღალი სოციალური სტატურის მიღწევის სტიმულს აძლევს. ბუნებით ეგოისტი და პატივმოყვარეა, კარგად იცის როგორ მოიპოვოს ადამიანების ნდობა და მათზე გავლენა. სიცივე, სიმყარე, შეუდრეკელობა ადამიანებთან დაახლოებასა და დიდ მასასთან, ჯგუფთან ურთიერთობაში ხელს უწყობს.
ხელოვნებით დიდად არ ინტერესდება, მაგრამ შეუძლია გამოიყენოს იდეების გამოსახატად. იდეები კი ინსტრუმენტია ძალაუფლების მოსაპოვებლად. თავიდან ფეხებამდე რეალისტია. მისთვის იდეალი – მიზნის მისაღწევი საშუალეაა. ის მკაცრი მოსამართლე, მომთხოვნი ხელმძღვანელი და სკულპრუოზული შემსრულებელია, რადგან სამართლიანობასა და მოვალეობას ძლიერად გრძნობს. მისი ძალა – თვითკონტროლის შედეგია და რაც უფრო მეტია ის, მით მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს. მისი დამარცხება თვითკონტროლისა და ძალის ნაკლებობით ხდება.
გრძნობებს ღიად არ გამოხატავს; მასზე ემოციებით, განცდების გამოხატვით გავლენას ვერ ახდენენ. მხოლოდ აზრიანი საუბრით ინტერესდება. სხვების არგუმენტებს ისმენს, მაგრამ იქცევა ისე, როგორც თავად სურს. მოსაუბრის აღქმით „ბრმაა“, მაგრამ მისი სიბრმავე მხოლოდ ხრიკია მოწინააღმდეგის დასაბნევად. სინამდვილეში მოსაუბრეს კარგად ხედავს და მისიც ესმის.
მზე თხის რქა, მთვარე მერწყული
მის გაბედულებას, რომელსაც წარმატებისკენ მიჰყავს, ნებისმიერი ადამიანი გრძნობს მიუხედავად იმისა, დაკავშირებულნი არიან თუ არა პირადი ან საქმიანი ურთიერთობებით. საკუთარი თავისა და ნიჭის პატივისცემის ჯანსაღი გრძნობა აქვს და სხვებისგანაც მოითხოვს პატივივსაცემ დამოკიდებულებას. სავსეა შინაგანი ენერგიითა და ნაკადით, რაც წინ გადაადგილებს (ამოძრავებს).
კონსერვატულია; თვლის, რომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი და მიისწრაფის მართალ ადამიანებთან კომუნიკაციისკენ, ცხოვრობს ქალაქის სამართლიან (ან დაცულ) ნაწილში; და კიდევ მის კარგ საქმიან ალღოს არ შეუძლია შეზღუდოს „ფართო ფეხზე“ ცხოვრებისგან (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ხელმომჭირნედ ცხოვრება არ გამოსდის), მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ოდესმე უსიამოვნებებს მოუტანს, რამდენადაც კრედიტგადახდისუნარიანია.
გონების პრაქტიკული წყობა აქვს, ცოდნას როგორც ასეთი არანაირი მნიშვნელობა აქვს და იქამდე ისწავლის კარგად, სანამ პრაქტიკაში გამოსაყენებელ ცოდნას არ დაიგროვებს. მთელი ცხოვრება ცდილობს პრაქტიკული ცოდნის შეძენას, მისთვის ადვილია სპეციალური ტექნიკური საგნების სწავლა, ვიდრე ჰუმანიტარულის. იგივენაირად, ცხოვრების სხვა სფეროებში აინტერესებს ყველაფერი, რაც მარგებელია და შემოსავალს მოიტანს – ადამიანები, გაერთიანებები (კლუბები), შეხვედრები და ა.შ., ნებისმიერ ადგილზე პირველადი მნიშვნელობისაა პირადი და საქმიანი ამბიციები.
რაც შეეხება ემოციას, ძლიერი გრძნობების განცდა შეუძლია, მაგრამ იშვიათად რომ ვინმესადმი იყოს მიმართული, ვინც მასზე სოციალურად ან ფინანსურად დაბლა დგას. ხასიათის ისეთი თვისებების წყალობით, როგორიცაა სიმშვიდე და ანგარიშიანობა, შეუძლია გახდეს შესანიშნავი, დამთმობი მეუღლე ან პარტნიორი, მაგრამ მაშინ, თუ მის დამოუკიდებლობას არ ხელყოფენ.
ვნების ნაკლოვანებას სტაბილურობით ავსებს. თითსაც არ გაანძრევს იმ ადამიანის გამო, რომელიც მოსაწყენი ან უსარგებლოა, უგუნური ადამიანის თანდასწრების დროს კი მისი ჩვეულებრივი დიპლომატიურობა მთლიანად იცვლება (ცვლის). საკმაოდ ამაყია, მაგრამ ამაყობს საკუთარი შესაძლებლობებით, ცოდნით, შემოსავლებით, ვიდრე სოციალური მდგომარეობით, და შეიძლება სნობია, მაგრამ საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცება კონკრეტული მიღწევებით სურს.
მზე თხის რქა, მთვარე თევზები
ცხოვრებას კარგად იცნობს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების ზრუნვასა და მწუხარებას. მათ გულებსა და განცდებს ინტუიციურად კითხულობს. თხის რქა მთვარით თევზები ჰუმანისტი და მორალისტია, ფართო საზოგადოებრივი კატეგორიებით აზროვნებს. ამ თვისებისა და ინტუიციის წყალობით ადამიანების პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს.
ადამიანების დასახმარებლად ძალაუფლებას არ ესწრაფვის, ამას ჩვეულებრივ აკეთებს. გულკეთილობის ჭეშმარიტი გამოვლინება ახასიათებს და ხშირად ფარულად, ანონიმურად ეხმარება ადამიანებს. იცის ცხოვრების რეალური ღირებულებები რა არის, შინაგან ხმას ყურს უგდებს, სულიერ სიამოვნებას იღებს და ნაკლებად ესწრაფვის ხმაურიან ოვაციებს. გარკვეულწილად, ცხოვრების ასეთი სტილი მარტოსულად აგრძნობინებს თავს. თუ სოციალურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავებს – ამ გრძნობამ მწუხარებასთან ერთად შესაძლოა სიამოვნებაც მოუტანოს.
ადამიანურ ურთიერთობებში სამართლიანობასა და წონასწორობას ესწრაფვის და პირად ინტერესებზე მაღლა დგომა შეუძლია. მისი მგრძნობელობა საკუთარი თავის შეცოდებაში არ ვლინდება, პირიქით – სხვების გაგებასა და თანაგრძნობაში. როცა საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს, მას კუთვლინად იღებს და არა როგორც თავსმოხვეულ ვალდებულებას. ცხოვრებისეულ მიზნად თვლის – მუდმივად აღმოჩნდეს იქ, სადაც დახმარება უნდათ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც მასზე ნაკლებად გაუმართლა.
ავტორი: თათა გოგუა