მზე თხის რქაში

მზე თხის რქაში

22 დეკემბერი -20 (19) იანვარი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ თხის რქა ხართ – ნიშნავს, რომ “მზე თხის რქაში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია თხის რქების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ ჩვენ გვაქვს მიწის სტიქია ტრანსფორმაციის მესამე ზონაში, საკუთარი გამოვლინების უფრო ფაქიზ, იდეალურ დონეზე. ძირითადი მმართველია სატურნი. თხის რქის ძველი სიმბოლო _ ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს. ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან. ასეთი ორმაგი თვისებები აქვს მათაც, ვისი მზეც იმყოფება მშვილდოსნის ნიშანში (რადგანაც, თხის რქის ნიშანი, მშვილდოსნის ნიშნის მომდევნო ნიშანია, და, შესაბამისად, ცეცხლის სტიქია დაკავშირებულია მიწასთან ტრანსფორმაციის ზონაში).

ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიზანმიმართულია. მიზანმიმართულობა _ ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის, იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში _ კონმფორმიზმსა და ცბიერებას.

დაბალი განვითარების შემთხვევაში, საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველაფრის გაწმენდვა, მოქმედებს რა საკმაოდ ხისტად, ზუსტად და განსაზღვრულად.

ცუდ შემთხვევაში, ის ძალიან ცბიერი ადამიანია, ამასთანვე, ძალიან რთულია მისი მოხელთება, რადგანაც მოქმედებს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად. საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის მეშვეობით ცხოვრებაში ნებისმიერი საშუალება შეუძლია გამოიყენოს. ასეთი თხის რქებს შორის იყო პოლ პოტა (მეოცე საუკუნის კომუნისტი კამბოჯელი დიქტატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების დაბადების თარიღი განსხვავებულია, ზოგან მითითებულია 19 მაისი 1925 წელი, მისი ბიოგრაფია საკმაოდ იდუმალია, რადგანაც თავადვე ცდილობდა საკუთარი ბიოგრაფიის დაფარვას გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო პ. გლობას იგი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულად ჰყავს მოხსენიებული, ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ასტროლოგ პ. გლობას მონაცემებს), რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყნის რამდენიმე მილიონი ადამიანი, ასევე თხის რქა იყო მაო ძე დუნი (26 დეკემბერი 1893 წელი).

თხის რქებს შორის მრავალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს მიზნის შინაგანი შეგრძნებით, რომელთა ცხოვრების მიზანიც ზუსტადაც სხვებამდე ამ მიზნის შეგრძნების მიტანა ხდება. ამიტომ მაღალი განვითარების დონის თხის რქებს შორის ვპოულობთ მქადაგებლებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, მისიონერებს, მაგრამ, მშვილდოსნებისგან განსხვავებით, აქ უფრო პრაქტიკული მიმართულებაა. მას შეუძლია არამარტო მაღალი იდეის მიცემა, არამედ მისი მიღწევის საშუალებების, პრაქტიკული საშუალებების, რეალური სქემებისა და შესაძლებლობების ჩვენება. მისი განვითარების მაღალი დონე დაკავშირებულია შინაგანი, მაღალი მიზნის შეგრძნებასთან. ხანდახან ეს შეგრძნება დასულია მისტიციზმამდეც კი, ურყევ სურვილამდე მიიტანოს საკუთარი მაღალი მიზანი ერებამდე, ხალხებამდე. იდეალში _ ეს სამყაროს და კაცობრიობის გადამრჩენელები არიან _ ზარატუსტრა, იესო ქრისტე. ისტორიაში ვპოულობთ სხვა თხის რქებსაც: ჟანა დ’ არკი (6 იანვარი), ფილოსოფოსი ალბერტ შვეიცარი (14 იანვარი), ნოსტრადამუსი (14 დეკემბერი). თხის რქებს შორის ასევე იყვნენ გურჯიევი (14 იანვარი), თავისი სისტემით “ადამიანი-მანქანა”, ჟოზეფ სმიტი (11 იანვარი), მორმონების რელიგიის დამფუძნებელი.

თხის რქებს შორის ასევე ვხდებით მრავალ პესიმისტსაც, ადამიანებს უკიდურესად დაფარულებს, რომლებიც არავის უშვებენ ახლოს. მრავალი მათგანი ასკეტია, სქიმოსანია* (სქიმონაზონი),ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავების ყველაფერში შეზღუდვა.

თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია. ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე.

გარეგან დონეზე მიწა ვლინდება როგორც მიზნისკენ სწრაფვა. მისი პრობლემები _ ეს შინაგანი სამყაროსა და ემოციონალური ცხოვრების (მთვარის განდევნის გამო) წამახვილებული პრობლემებია. ის ხშირად იქნება ჩაკეტილი და ადამიანებისგან გარიყული (ასოციალურიც კი), მაგრამ ეს ჩაკეტილობა მოდის მისი ტრავმებიდან, შინაგანად ძალიან ტრავმირებულია, ხოლო გარეგნულად ჩაკეტილობა წარმოადგენს მის დაცვას, ფარს. მისთვის არსებობს საკუთარი შინაგანი ენერგიის გამოყენების და მისი კონსტრუქციულ არხში მიმართვის პრობლემა. შესაძლებელია, მისი ყველაზე ღრმა და რთული პრობლემა იყოს შინაგანი სულიერი ორიენტაცია, რადგანაც ის _ პრაქტიკულად ხელმღვანელია და უნდა ჰქონდეს მაღალი იდეა და ცხოვრებაში ამ იდეით იხელმძღვანელოს, იდეის დახმარებით გამოხატოს პრაქტიკული, მწყობრი სისტემა და იგი მისცეს ადამიანებს.

თხის რქის ქვეყანა _ ჩინეთი. აქ არის თხის რქის ისეთი შტრიხები, როგორიცაა: სიზუსტე, გეგმაზომიერება, სტაბილურობა, მიზანმიმართულება, რაც არ უნდა მოხდეს კონსერვატიზმისკენ, ტრადიციებისკენ, სიმყარისკენ, მიზნისკენ სწრაფვა. ცუდ შემთხვევაში აქ ვპოულობთ ეშმაკობის და მორგების უნარს.

მისი კარმული ამოცანაა, სხვებს მაღალი სულიერი მიზნის მისაღწევად  პრაქტიკული სისტემა მისცეს.

* სქიმა _ ბერძნულად – σχημα _  სახება, შინაგანი მხარე, უმაღლესი საფეხური მართმადიდებლური ქრისტიანობის ბერ-მონაზვნობისა, ის სამყაროსგან გარიყვის, მატერიალურ სამყაროზე უარი თქმის უფრო ღრმა საფეხურია.

 

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მმართველი სატურნი.

დაჟინებული, უდრეკი თხის რქა.

ადამიანი თხის რქა

ტრანსფორმაციის ზონაში მიწის სტიქია იძენს რამდენადმე იდეალურ ჟღერადობას: თხის რქისთვის ფორმას აქვს, პირველ რიგში, ადამიანების (ანდა სხვა ობიექტების) ორგანიზების ფორმის აზრი; მხოლოდ ერთია, მისი ხედვის კუთხე (ჰაეროვანი სასწორებისგან განსხვავებით) მუდამ კონკრეტულ-პრაქტიკულია: თხის რქას აინტერესებს არა თავად ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული ის საქმე, ფუნქცია, რომელსაც თავად ასრულებს. თხის რქის, როგორც მიწის ნიშნის, ცხოვრების აზრი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას განსაზღვრული ფორმები, მაგრამ ის ამ ფორმებს ისე არ წარმოიდგენს, როგორც კურო ანდა ქალწული, არამედ უფრო ფაქიზად. თხის რქისთვის (აქ აისახება ჰაერის სტიქიის გავლენაც) მნიშვნელოვანია არამარტო თავისთავად ფორმები, არამედ მენტალური იდეაც, რომელიც ამ ფორმების უკან დგას. ტიპიური თხის რქა _ ეს, მაგალითად, ქარხნის დირექტორია, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი მდგომარეობს საკუთარი საწარმოს სრულყოფასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. მოცემული თხის რქა საკუთარ ქარხანას განიხილავს როგორც რთულ ფორმას, რომლის მიღმაც დგას მისი განსაზღვრული მაორგანიზებელი იდეა, ხოლო საბოლოო აზრი იმაშია, რომ გამოიმუშაოს მატერიალური პროდუქცია. თხის რქა საკუთარ ამოცანას ხედავს მენტალური იდეის უფრო ზუსტ ღრმა წვდომამდე (რომელსაც ის აღიქვამს პირადად, როგორც თავის საკუთარს) და ცხოვრებაში მის მაქსიმალურად, ეფექტურად გადატანაში. ჰაერის სტიქიის გავლენა ასევე იმაში შეინიშნება, რომ მიზნის მიღწევისას მთავარია ყველა სახის შეუპოვრობა, საკმაოდ პლასტიურია და მუდამ მზადაა მცირე ხნით გადაუხვიოს გვერდზე, ასე ვთქვათ, შორიდან მოუაროს.

თხის რქის კარმული ამოცანა, რაღაც აზრით, ყველაზე მძიმეა ადამიანისთვის. საერთოდ, ადამიანის, როგორც განსხეულებული არსების, მთვარი ამოცანაა _ მყარი ფორმების ქმნილების წარმოდგენა, მაგრამ მიწის სამი ნიშნიდან თხის რქას ერგება ყველაზე ფაქიზი ამოცანა: ფორმების ქმნადობა მატერიალურ და ფაქიზ სამყაროთა პირზე. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ რთულ, მყარ ფორმას ერთი ადამიანი წამსვე და უცბად ვერ შექმნის: ამისთვის საჭიროა მთელი კოლექტივების ორგანიზება (ანდა საკუთარი თავისთვის ხანგრძლივი დროის მიცემა). ასეთი კოლექტივის შექმნა აქ შუალედური ეტაპია ფაქიზ სამყაროში რთული ობიექტის მატერიალიზაციის ამოცანის გადაწყვეტისას; თხის რქა ამ ეტაპს საკუთარ თავზე იღებს.

საშუალო განვითარების თხის რქა, რა თქმა უნდა, არაა ვალდებული საკუთარ ცხოვრებისეულ პროგრამას ზუსტად ასე აყალიბებდეს; მაგრამ მასში საკუთარ საქმეზე პასუხიმსგებლობის ძლიერი გრძნობაა, რომელსაც სრულიად პრაქტიკულად აღიქვამს, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტალიზმის (წყალი) და ალის (ცეცხლი) გარეშე. თხის რქა არამხოლოდ კოლექტივების ორგანიზებას ახდენს; ის ნებისმიერ საქმიანობას უკეთებს ორგანიზებას  და _ საბოლოო შედეგად, მთელ თავის ცხოვრებასაც კი, ყურადღებიან დამკვირვებელს ძალიან ზუსტ წარმოდგენას უქმნის ფაქიზ სამყაროში შესაბამის სტრუქტურებზე, რომელშიც ის, ცნობიერად ანდა (უფრო ხშირად) ქვეცნობიერად, მაგრამ არაჩველებრივი დაჟინებულობით ახდენს მყარი ფორმების და გარეგანი მოვლენების მატერიალიზებას.

თხის რქა, შეიძლება, ყველაზე გამოყოფილი და დაჩაგრული ნიშანია ზოდიაქოს ყველა ნიშნიდან. ის მოკლებულია ენერგიის უშუალო წყაროს (ცეცხლს) და ღრმა ემოციებს (წყალი), ის ჭეშმარიტ ემოციონალურობას და უშუალო ენერგიას მენტალური მოდელებით ცვლის; არის რა ორგანიზატორი და მრავალ რამეში მატერიალური ფორმების ირიბი შემოქმედი, ის იმ მდგომარეობაშია, რომ ისინი (ფორმები) ადეკვატურად შეაფასოს; ბოლოს და ბოლოს, ფაქიზი სამყაროს ჩანაფიქრების განხორციელებისას, წყლის ნიშნებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უშუალო დაშვება და, ნაწილობრივ, კატეგორიულად არ სჯერა არაფერი არამეტერიალურისა, თუმცა–ღა, ფაქტიურად, მუდმივად მასთან მუშაობს. უფრო მეტად, მიუხედავად საკუთარი ცხოვრებისეული პროგრამების გადაჭარბებული მკაფიოობისა (სხვა ნიშნებთან შედარებით), თხის რქა დიდი ხნის მანძილზე საერთოდ ვერ გრძნობს, ხოლო შემდეგ, სუსტად იწყებს მის შეგრძნებას და მაშინაც მხოლოდ ინტუიციურად, რამდენადაც მუდამ გარეგნულზე, პრაქტიკულ გეგმაზე ახდენს ორიენტირებას, ხოლო კარმულ პროგრამებზე არ ხდება შემდეგი ტიპის ჩანაწერი _ “ცხოვრების მაძილზე დაამზადოს ჩუგუნის მილები _ 3 მილიონი ცალი”. თხის რქის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებაში რეალური მიღწევები  ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა აღიქვას როგორც ფაქიზ სამყაროში ჭეშმარიტი სამუშაოების სიმბოლოები, ხოლო ამ სიმბოლოების კითხვის უნარი უცბად არ მოდის და ითხოვს ცალკეულ ძალისხმევებს.

ამიტომ, თხის რქა სერიოზულია და, ნაწილობრივ, რამდენადმე მოსაწყენიც კი, ის ჰგავს ადამიანს, რომელიც ემზადება მთაზე ხანგრძლივი და მძიმე ასვლისთვის; მოკლედ, უშუალოდ გადასვლებისას ის რამდენადმე ცოცხლდება. გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ თამამია (კარდინალური ჯვარი), თხის რქა არაა მიდრეკილი, დეტალური გააზრებისა და იმ პროგრამასთან შეთანხმების გარეშე, – რომელსაც მოცემულ მომენტში ახორციელებს, – განახორციელოს მკვეთრი ქმედებები; სამაგიეროდ, მისი იშვიათი, მაგრამ დეტალურად მომზადებული, მოულოდნელი (გარშემომყოფებისთვის) ენერგიული და გადამწყვეტი ზომები ხშირად ძალიან ეფექტიურია, თუმცა–ღა, ყოველთვისაც ეფექტური არაა  _ თხის რქას არ უყვარს ეფექტები. ემოციებსა და გადაჭარბებულ ენთუზიაზმს ეჭვნეულად და სკეპტიკურად ეკიდება, თვლის მათ ან თავაშვებულობად, ანდა თვალთმაქცობად და, ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი პროგრამის ორგანიზაციისა და მატერიალიზაციის უდრეკად განხორციელების დაბრკოლებად.

განვითარებული თხის რქა მატერიალური ობიექტებისა და გარეგანი სიუჟეტების მიღმა ხედავს მათ აზრს ფაქიზ სამყაროში და შეუძლია საქმეს ისე გაუკეთოს ორგანიზება, რომ ყველა მონაწილეს დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს–და, ისინი დაკავებულნი არიან გააზრებით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერსო საქმიანობით და თუმცა თავად მათი რეალობის გააზრება-მოფიქრებულობა განსხვავებულია (დამოკიდებულია ევოლუციური დონეზე), ხოლო მათ მიერ დანახული მიზნები არაა შეთანხმებული, ერთობლივი საქმიანობისას თითოეული მათგანი სულიერად იზრდება და ერთად ზრდიან კოსმოსის წესრიგსა და ჰარმონიას.

ნათელია, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულის მიხედვით, დაბალი და საშუალო თხის რქა, ჩვეულებრივ, მოქუფრულია და მიდრეკილია – იყოს მოსაწყენი. სხვა მხრივ, თხის რქა _ ბუნებით მანიპულატორია და, დაბალ ოქტავაში, მიდრეკილია ენერგეტიკული ვამპირიზმისკენ; თუმცა, კირჩხიბის და მორიელის სადიზმი მისთვის დამახასიათებელი არაა, ის ძალიან რაციონალურ-მენტალურია. ფსიქოლოგიური თვალთახედვიდან, თხის რქას უჭირს ცეცხლისა და წყლის ნიშნების შინაგანი და გარეგანი ემოციონალურობის გაგება; მაგრამ მას შეუძლია საკუთარ თავში რამენაირად მოახდინოს მათი ფსიქიკური სიმყარის მოდელირება და ამის შემდეგ ძალიან ნორმალური (კარგი თუ არა) პრაქტიკული ფსიქოლოგი დადგეს, რომელსაც შეუძლია, არ ჩაერთოს პაციენტის ემოციურ პრობლემებში, მაგრამ დაინახოს მისი შინაგანი წყობა და ზუსტად მოახდინოს ქვეცნობიერის პროგრამების კორექცია.

სატურნის მმართველობა მაღალგანვითარებულ თხის რქას აძლევს სიბრძნეს, წინდახედულობას და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია მისი მარტივი ამოცანების გადასაწყვეტად. მართავს რა სივრცესა და დროს, სატურნი თხის რქას გამოვლენილი სამყაროს გაცნობიერებულ მმართველად ხდის, რომელიც ევოლუციამდე მიჰყავს. სატურნი თხის რქას ხდის დისციპლინირებულსა და ასკეტურს, ხშირად საკუთარი გარეგანი სახის მიმართ სრულიად გულგრილს, თუმცა–ღა, მკაცრი მუქი ანდა შავი კოსტუმი-სამეული, ერთფეროვანი ჰალსტუხით, არაჩვეულებრივად უხდება მის სახეს. მხოლოდ ერთია, საკუთარ ასკეტიზმს თხის რქა, ძირითადად, მხოლოდ საკუთარ თავზე ავრცელებს, რამეთუ ფანატიზმი, რაც არ უნდა იყოს, საერთოდ არ ახასიათებს, მაგრამ სამყაროზე ირიბად ზემოქმედებისკენაა მიდრეკილი, რაშიც ასევე აისახება სატურნის სიბრძნე, რომელსაც გამუდმებით შეუძლია გადაითამაშოს და გვერდი აუქციოს აგრესიულ სწორხაზოვან მარსს.

ამავდროულად, სატურნი თვალყურს ყურადღებით ადევნებს იმას, რომ თხის რქა არ დარჩეს სამუშაოს გარეშე და მუდმივად უქმნის სხვადასხვა დამაბრკოლებელ გზებს, ასე ასწავლის შეუწყვეტელ მანევრირებას დროსა და სივრცეში, ნაწილობრივ, ასევე _ მუშაობას დაბალ ენერგეტიკასთან და აუტანელ პირობებში. სატურნი მაღალ განვითარებულ თხის რქას აძლევს პრაქტიკულ სიბრძნეს (მშვილდოსნის თეორიული სიბრძნისგან განსხვავებით), რომელიც (თვლის რა სატურნი) მხოლოდ საველე პირობებში პირადი გამოცდილებით მიიღწევა. ამიტომაც, აქ დიდი კონტრასტია თხის რქის ცხოვრების დასაწყისსა და მოწიფულობას (30 წლის ასაკი) შორის, როცა ის მთლიანად ჩაფლულია არსებობის პრობლემებში, იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას (რაც მისთვის, შეიძლება, რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნიშნისთვის), და თხის რქა, მოწიფულ ასაკში გარდაიქმნება მახინჭი გედის ჭუკიდან ბრძენ, ლამაზ, შავ გედად.

მაგრამ, მიუხედავად ცხოვრების მთელი ხილული სიმძიმისა, თხის რქა ძალიან იშვიათად ტყდება. მას შეუძლია დიდი ხნით მოთმენა, გარემოებების სიმძიმის ქვეშ ქედის მოდრეკა, მაგრამ როცა ცხოვრება ძალიან აუტანელი გახდება, ის იხსენებს, რომ კარდინალური ნიშანია და თამამად და გადამწყვეტად ცვლის საკუთარ ცხოვრებას, იწყებს ახალი გზების ძიებას; ამასთან ერთად, წარსულ ცხოვრებას სულში ხაზს კი არ უსვამს, არამედ განიხილავს როგორც ზევით მიმავალი, საერთო გზის მოსავლელ ნაწილს.

მთვარის ტყვეობა თხის რქაში ახდენს საკუთარი დაბალი “მე”-სგან თხის რქის განდგომილების და მაღალ მიზანზე დაქვემდებარებულობის სიმბოლიზებას. თხის რქა არ ენდობა საკუთარ ქვეცნობიერს, ის მას ძალიან ცხოველი და მგრძნობიარე აქვს, ამიტომაც მისი პირველი რეაქცია _ საკუთარ თავში დათრგუნოს მთვარე, ანუ ქვეცნობიერის პროგრამების ცხოვრების მხარდაჭერა და მისი ძირითადი ემოციონალური ფონი, თვლის მათ დაბალ, არასაჭირო და ძირითადი პროგრამების გატარებისთვის ხელის შემშლელად. სინამდვილეში კი თხის რქა ძალიან დაუცველი და მგრძნობიარეა, მაგრამ სატურნი მას არ აძლევს ამის გამოვლენის საშუალებას და უფლებას (ემოციური ასკეტიზმი), თუმცა–ღა, ამარაგებს განსაზღვრული დაცვით (სიხმელის ნიღაბი). სატურნის და მთვარის დაბალანსების სწავლა _ ერთ-ერთი მთავარი შინაგანი ამოცანაა თხის რქისთვის, ჩვეულებრივ,მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და სურვილის შესრულების ხისტად, წინააღმდეგობრივად დაკისრებული ვალია. ამავდროს, ცუდი დამუშავებისას, სიმბოლურად დატყვევებული მთვარის შემთხვევაში, თხის რქა ხდება უგრძნობი და შეუბრალებელი გარშემომყოფების მიმართ, რომელთა განხილვასაც იწყებს, როგორც ზარმაც და არაფრის მომცემ სიბარიტებად*,  რომლებიც ელიან სიამის გამორჩეულად დიდ ნაჭერს და ამ ნაჭერს ზვიგენის კბილებს ასობენ. განვითარებულ თხის რქას მთვარე გადაჭარბებულად ეხმარება, უზრუნველყოფს რეალობის ემპატიურ აღმქმელობას, ახდენს მისი, როგორც ქალური ნიშნის რეალიზებას, რომლის დავიწყებისკენაც მიდრეკილია თხის რქა. ამასთანავე, კარმული ამოცანის შესრულებისას თხის რქა არსობრივად მსუბუქდება, რამდენადაც რეალობის აღქმის გაზრდილი სიღრმე და სიგრძე, ზიგზაგებით ზევითკენ მიმავალ მის გზაზე, მკვეთრად მცირდება.

მარსის კულმინაცია განვითარებულ თხის რქას აძლევს ენერგიის მყარ წყაროს, რომელიც უნარჩუნებს საქმიანობას იმ პირობებში, როცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დახმარებას არსაიდან არ უნდა ელოდოს. ამავდროულად, ეს საერთოდ არაა ის ენერგია, რომელიც წარმოდგენილია დაბალი ოქტავის ცეცხლის ნიშნებში; ეს უფრო მეტად მაორგანიზებელი ძალაა, რომელსაც შეუძლია იმ სტრუქტურის და პირობების შექმნა, რომლებიც უმკლავდებიან ყველაზე უხეშ და დაუმორჩილებელ ნიშნებს და მათ ენერგიას იმ საქმეზე მიმართავენ, რომლითაც თხის რქაა დაკავებული.

როცა დაუმუშავებელ თხის რქას მარსი კულმინაციაში აქვს მაშინ, ეს უფრო უარყოფითად, მისთვის გარეგანი და შინაგანი ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოემების ძალით ვლინდება. მას სჭირდება იმის სწავლა, რომ ბედზე არ უნდა იწუწუნოს, ისწავლოს სამყაროს წვდომა, დაბრკოლებების გვერდის ავლა და  წინააღმდეგობრივი და გამანადგურებელი ძალა კონსტრუქციულად გამოიყენოს, პრინციპში, რისი დიდი შესაძლებლობებიც აქვს.

მარსის კულმინაცია ახდენს თხის რქის ფარული ენერგიის წყაროების სიმბოლიზებას, რომლებიც, ამ უკანასკნელისთვის, არც ისე  ადვილი აღმოსაჩენია, რადგანაც ისინი მხოლოდ მისი ევოლუციური ზრდის შედეგად იხსნებიან და თავიდან მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ძალა, თითქოს–და, საერთოდ აღარ დარჩა. სამაგიეროდ, როცა თხის რქა დაეუფლება მარსიანულ ენერგიას, იმდენად ფაქიზად იყენებს, რომ გარშემომყოფები მის შემჩნევას ვერ ახერხებენ (ასე რომ, ის არ იწვევს მათ წინააღმდეგობას), და მისი საქმიანობის ეფექტი ტოვებს სასწაულის შთაბეჭდილებას: აი, რატომაა, რომ სინამდვილეში ვერძიც კი უსმენს მას და საქმეს ისეთ ორგანიზებას უკეთებს, თითქოს–და, ეს ჯადოქრობით, თავისით ხდება, ხოლო ვერძი მხოლოდ ძალას ემორჩილება…

იუპიტერის ვარდნა ახდენს თხის რქის პროგრამის სივიწროვის სიმბოლიზებას, მის კონკრეტულ-პრაქტიკულ მიმართულებას. თხის რქას ძალიან უჭირს იუპიტერის აბსტრაქტული, ფართე ხედვის აღქმა და, თავად იდეა დაუმსახურებელი წარმატებისა, მისთვის თავიდანვე უცხოა; მისგან უბერავს ქარაფშუტობისა და ამჩატებულობის ნიავი. ამიტომაც თხის რქას არც ისე განსაკუთრებულად უმართლებს, აქ მოქმედებს პრინციპი “ ჩვენ, მე და შენ, სასწაულების არ გვჯერა, ამიტომაც არ გვაქვს”, და როგორც ჩანს, მათ არც საჭიროებს.

მხოლოდ ერთია, განვითარების დოზით, იწყებს გაგებას, რომ სამყაროზე საკმარისი ფართო ხედვის გარეშე, ცუდად მოტივირებული ოპტიმიზმის (თუნდაც გარეგნულად მაინც), შემწყნარებლობისა და, არცთუ უმნიშვნელო და უკანასკნელ რიგში, წარმატების გარეშე, დიდი პროექტების განხორცილება არ შეიძლება და, რომ ყველა ეს საგანი დაკავშირებულია ერთმანეთთან. განვითარებული თხის რქა, მწარე გამოცდილებით დარწმუნებული, _ თუ რას ნიშნავს ცხოვრება იუპიტერის დახმარების გარეშე, _ ელოლიავება იუპიტერისეულ ფართო ხედვებს, იდეალიზმსა და შემწყნარებლობას, რაც უფრო ძლიერ აფართოებს თხის რქის შესაძლებლობებს და ხშირად უჩვენებს ბედის ღიმილს.

ნეპტუნის ვარდნა ახდენს სირთულის სიმბოლიზებას, რომელთან ერთადაც თხის რქის გულში აღწევს კოსმიური სიყვარულის იდეა. იქ, სადაც გაჩნდა მიზანი, იქ, სადაც თხის რქასთან მთავრდება სიყვარული და იწყება სამუშაო, ხოლო (პრაქტიკული) მიზნის გარეშე ის საკუთარ თავს ვერ იაზრებს.

ახლობლის თანაგრძნობა და ალტრუიზმი, პირდაპირ უნდა ითქვას, _ საშუალო განვითარების თხის რქისთვის ყველაზე ძლიერი შტრიხები არაა. მხოლოდ ერთია, ამავდროულად, თხის რქის წინაშე ზუსტად კოსმოსი აყენებს იმ მაღალ მიზნებს, რომელსაც ის ცუდად აცნობიერებს, თუმცა–ღა, მთელი თავისი ცხოვრება მეთოდურად მისდევს და, რომელიც, სინამდვილეში, ზუსტად კოსმიური სიყვარულის პრინციპითაა ნაკარნახევი, მაგრამ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობის აზრი შეიცნოს და გააცნობიეროს, თხის რქას სჭირდება ფაქიზი სამყაროს სიღრმეებში (ანდა საკუთარ ქვეცნობერში) შეღწევა, რაც ძალიან დიდი ძალისხმევით უხერხდება, ის ძალიანაა ორიენტირებული მყარ ფორმებზე. მითუმეტეს, მისი მაღალი დანიშნულება _ კაცობრიობისთვის იყოს სულიერი მასწავლებელი _ დაკავშირებულია ზუსტად ნეპტუნის დამუშავებასთან.

თხის რქის სიტუაცია ტიპიურია დირექტორული თათბირისთვის, როცა ის მოადგილეებთან ანდა განყოფილებების უფროსებთან ერთად განიხილავს საწარმოს რეორგანიზაციის გეგმებს. აქ, უკიდურეს შემთხვევაში, ზედაპირზე, პირველ ადგილზე ამოდის საერთო საქმის ინტერესები, რომლებსაც ყველა იქ დამსწრე ემსახურება, პირად ურთიერთობებს, ემოციებსა და ვნებებს აქ ადგილი არ აქვს.

თხის რქის სიტუაცია შეუბრალებლად და ცივსიხლიანად ანაწილებს ადგილებზე და ორგანიზებას უკეთებს ადამიანებს, ხელმძღვანელობს ეთიკით, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს ადამიანურობასთან, მაგრამ, ამავდროულად, არც არაადამიანურია: მინიმალური ზრუნვა ადამიანზე, როგორც ასეთზე, იქნება უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

თხის რქის სიტუაცია განსხვავდება ქალწულის სიტუაციისგან იმით, რომ მეორე შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად შეიგრძნობს ფორმას, რომელთანაც მუშაობს, იმ დროს, როცა პირველში ეს საერთოდ არაა აუცილებელი: დაბალი ოქტავის თხის რქის სიტუაციაში ადამიანი, ნაწილობრივ, საკუთარ თავს უზარმაზარი მანქანის ჭანჭიკად შეიგრძნობს, რომელმაც არ იცის რისთვის მუშაობს, მისთვის ეს გაუგებარია და თვალნათლივ არაადამიანური კანონებია, მაგრამ აქვს მასზე მეტნაკლები ძალაუფლება. თხის რქის სიტუაცია მოიაზრებს იერარქიას; უკეთეს შემთხვევაში, უკანასკნელს აქვს სულიერი აზრი და ნებაყოფლობითია.

მზისეული თხის რქა _ ეს საკუთარი და სხვისი შრომის მუდმივი და დაუღალავი ორგანიზატორია. დაბალ დონეზე ის ცდილობს მბრძანებლობას, ბრძანებების გაცემას, ისე რომ, არ ერკვევა საქმის არსში, მაგრამ ორიენტირებას აკეთებს მართვის ანდა ორგანიზაციის უკვე არსებულ ფორმალურ სქემებზე და არსებული ასპექტებისას (მაგალითად, სამხრეთის – დაღმავალი _ კვანძის ტრინი მთვარესთან) შეუძლია გახდეს სრულფასოვანი რეტროგრად-ადმინისტრატორი. ეს მდებარეობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თხის რქაში, როგორც ქალურ ნიშანში, მზეს აუცილებლად უწევს სრულიად ზუსტი და არაორაზროვანი (ეგრეგორის) ბრძანებების ლოდინი რაიმეს და, რაც არ უნდა იყოს, საქმის შესრულების წინ, ხოლო განსაკუთრებით კი – ხანგრძლივი კარმული პროგრამების ჩამოყალიბებისას.

თხის რქას სჭირდება განსაკუთრებული სიბრძნე და შორეულ მომავალში ჩახედვის უნარი, რაც გამომუშავდება თანდათანობით, ცხოვრების მანძილზე, ხოლო მზე წარმოადგენს ეგრეგორის იმპერატიულ ნებას და ცხოვრების დასაწყისიდანვე ითხოვს პირდაპირ ქმედებას, ასე რომ, თხის რქას უწევს ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების ძალიან შორეულ შედეგებთან შეჯახება; სამაგიეროდ, მას აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და წარსულის პატივისცემა. ასეთი სახით მზისეული თხის რქა ბუნდოვნად, არეულად და ინტუიციურად, მაგრამ მაინც შეიგრძნობს მიზეზ-შედეგობრივობის კანონს; მისი მნიშვნელოვანი ამოცანა _ ისწავლოს უფრო კონკრეტულად შეგრძნება და პრაქტიკულად გამოყენება. მაშინ ის ხდება პასუხისმგებლობიანი და ეფექტური, პრაქტიკული ხელმძღვანელი, ამასთანავე, ორგანიზებას იმდენად დამაჯერებლად და ზუსტად ახდენს, რომ  თავში აზრად არავის მოუვა, რომ რთულ საკითხებში ის აპელირებას ახდენს არა იმდენად ცნობიერებაზე, რამდენაც მაღალ ინტუციაზე და სიტუაციის ფაქიზ ხედვაზე.

დაზიანებისას _ მიდრეკილება სხვისი შრომის ექსპლუატაციისკენ (მონათმფლობელი) და ენერგეტიკული ვამპირიზმისკენ, ამასთანავე, უფრო (ფიქრობს თხის რქა) საქმის ინტერესებიდან, ვიდრე საკუთარიდან გამომდინარე, კონტროლისა და შემოწმებების სიყვარული (სხვების, მაგრამ, როგორც წესი, საკუთარი თავის – არა; სადიზმის გარეშე, უფრო _ წესრიგისა და მოვალეობის საერთო გრძნობიდან გამომდინარე).

* სიბარიტი, ბერძნული სიტყვაა, ბერძნულ კოლონიას ერქვა, რომელიც განთქმული იყო, სიუხვითა და ფუფუნებით, აქ კი ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ (ანდა უყვართ ცხოვრება) ფუფუნებაში, სიმდიდრეში.

წყარო: ს. ვ შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას აძლევს მიზანმიმართულებას და დაგეგმვის უნარს, ჯანსაღ პატივმოყვარეობას, შრომისმოყვარეობასა და დაჟინებულობას, უდრეკობას, მონდომებულობას, პრაქტიკულობას, საფუძვლიანობას, სიფხიზლეს, წინდახედულებას, სიფრთხილესა და კეთილგონიერებას, მცირედი შანსების და შესაძლებლობების გამოყენების, სირთულეების გადალახვის უნარებსა და, ასევე, სხვა ადამიანების საკუთარი გეგმებისა და მიზნების განხორციელებისთვის გამოყენების უნარს, პრობლემების არსში ღრმად წვდომას, აზრების კონცენტრაციასა და ზუსტ მახსოვრობას, ნათელ ცნობიერებას და ქმედებების გააზრებულობას, ეკონომიურობას და მომჭირნეობას, თვითფლობას და დისციპლინას, სიმშვიდეს და განმსჯელობას, ამტანობასა და მოთმინებას, მისწრაფებას ეკუთვნოდეს არჩეულ წრეს. თხის რქა ნამდვილი კოლექტივისტია, მას არ უყვარს მარტოობაში საქმის კეთება, ამისგან შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. ამიტომაც ის გარშემომყოფებს იმ საერთო საქმისკენ იზიდავს, რომელიც დაგეგმა ანდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა: დეპრესიაში ჩავარდნა, დარდი და პესიმიზმისკენ მიდრეკილება, მელანქოლია, მიდრეკილება მოთენთილობისენ, უხასიათობისკენ, დათრგუნულობისკენ, გადაჭარბებული სიფრთხილე და გადაუწყვეტელობა (ორჭოფობა), გადაწყვეტილების მიღების ანდა არჩევანის გაკეთების უუნარობა, შიშები და ეჭვები, პედანტიზმი და სიჯიუტე, უსაზღვრო და მიუღებელი პატივმოყვარეობა და იერარქიული და სუბორდინაციის კანონების უპირობო დევნა, ჩინების თაყვანისცემა, სწორხაზოვნება, სიხმელე და სიცივე, რაციონალობა, გადაჭარბებული სიმკაცრე და პირქუშობა, ავტორიტარობა, კონფლიქტურობა, ხელისუფლების (ძალაუფლების) ქონა, გამაღიზიანებლობა, ქედმაღლობა, ხალხის თვალწინ საკუთარი თავის “გამოფენა”, უნდობლობა და გაუცხოება, ცრუ ნდობა, ეგოიზმი, სიძუნწე, სიამაყე და ცბიერება, მზაკვრობა, წყენიაობა, გამძაფრებული რეაგირება, მატყუარობა, გაორებულობა, მიდრეკილება გამცემობისა და ჭორისკენ, ცილისწამებებისკენ, პრეტენზიები პრივილეგირებულ მდგომარეობაზე.

იმისთვის, რომ თხის რქა თქვენდამი კეთილად განაწყოთ, საჭიროა დაეხმაროთ მისი გეგმებისა და საქმეების რეალიზაციაში. გეგმების თაობაზე მსჯელობები თხის რქისთვის თავად საქმეზეც კი მნიშვნელოვანია. მას უყვარს განსაზღვრულობა და წინასწარ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს საღამოს, ხვალ, მეორე კვირას და სად წავა დასასვენებლად ზაფხულში, გაურკვევლობა მისთვის აუტანელია. ამიტომაც საჭიროა აქტიური მონაწილეობა დაგეგმვასა და გეგმების შესრულებაში.

იმისთვის, რომ თხის რქა თქვენგან წავიდეს, საჭიროა მთელი დრო საკუთარი გეგმებით აღუდგეთ წინ და შეეწინააღმდეგოთ მის გეგმებს და არ დაეხმაროთ საქმეში, აიძულოთ თავად გააკეთოს ეს.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

არ კმაყოფილდებიან დღევანდელი დღით. მათ აქვთ განცდა, რომ დიადი მომავალი ელით. სურთ, რაიმე განსაკუთრებული მოახდინონ. მათი პატივმოყვარეობა თვალში საცემია, ამასთანავე ეყრდობიან რეალობას, მაგრამ ხშირად ირჩევენ უჩვეულო გზებს, რომელიც უმეტესად შემოვლითად ჩანს და ადგილზე პირველები მიდიან. მათი მოჭიდების უნარი გამაოგნებელია, რასაც მათი გარეგნობის მიხედვით ვერ იფიქრებთ. ძლიერი კონკურენტები და პრინციპულები არიან. გადაიტანენ რა ბედის დარტყმებს, სურთ თავი აარიდონ შემდეგ დარტყმებს, ამისთვის იარაღდებიან ცოდნითა და მოთმინებით და ერთი სიმაღლიდან მეორეზე ადიან. მალე აღმოჩდებიან მწვერვალებზე, მაგრამ მარტოობაში, რომელსაც ეგუებიან, ხმამაღლა წუწუნებენ, მაგრამ ამ მარტოობას არ შეუძლია უკან დაბრუნება აიძულონ. საკუთარ გზაზე დაბრკოლებებს უბრალოდ კი არ ლახავენ, არამედ ანადგურებენ. ძალიან გულითადები არიან, სწავლისთვის მუდამ მზად არიან, კრიტიკას იღებენ, ცდილობენ მის გადამუშავებას და დასკვნების გამოტანას. ბრწყინვალე ინტუიცია აქვთ, რომელსაც იყენებენ ეკონომიკურ უზრუნველყოფაში საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას. სწამთ საკუთარი ძალის, არიან ფრთხილები, მოკრძალებულნი, ეკონომიურნი, მათ შორის გრძნობების გამოვლენაშიც.

ზოგავენ საკუთარ ნერვებს, ხოლო მუცელს (სტომაქს) ნაკლებად, რადგანაც ბევრს და გემრიელად ჭამენ. გაურბიან არასაჭირო კამათებს, ზოგავენ დროს, რადგანაც ის ცოტაა, საქმე კი ბევრი. ერთგულები და ზუსტები არიან, იშვიათად იცვლიან საკუთარ შეხედულებებს. ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავს მთელ მათ ცხოვრებისეულ გზას. მიზნის მიღწევისას დაჟინებულნი არიან. აზროვნებენ ნათლად, მაგრამ იუმორის გრძნობა მცირედი აქვთ, ძალიან სერიოზულები არიან. როცა მათ აჯავრებენ, ეჭვნეულები ხდებიან. ვერ ითმენენ დუმილს, გაჩუმებას, დაუსრულებელ ფრაზებს, ბუნდოვანებას. გარეგნულად პირქუშები არიან, ხოლო შინაგანად ძალიან რბილები, მგრძნობიარენი, უჩვეულოდ სენტიმენტალურები. სირთულეებისთვის, გამოცდებისთვის მუდამ მზად არიან. სამუშაო არ აშინებთ, მათი გამოყენება ნებისმიერ საქმეში შეიძლება. როგორც წესი, არ ჩანან და მათი ხმა არ ისმის, წყნარად და ჩუმად ასრულებენ საკუთარ საქმეს, მაგრამ როგორც კი საწარმოს საქმეები ცუდად წავა, მაშინ გამოდიან სცენაზე, ერკვევიან ყველაფერში, ჩვეულებრივ, სიტუაციიდან მოულოდნელ გამოსავლებს, ახალ იდეას პოულობენ, რომელიც ყველას გადაარჩენს.

მიღწეულს არავინ ართმევს, მხოლოდ ავამდყოფობაა ხელის შემშლელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თხის რქები სწრაფად იღდგენენ საკუთარ ძალებს. ბედისგან განებივრება არ უყვართ, რადგანაც ძალიან დაკვირვებულნი არიან და უყვართ პრაქტიკოსობა. ზარმაცებთან, დემაგოგებთან და ტრაბახებთან შეიძლება ცივები და ქედმაღლები იყვნენ. როგორც წესი, შურიანები არ არიან, მაგრამ სურთ, რომ სხვები მათ ღირსეულად აფასებდნენ. ძალიან უყვართ ფული, რადგანაც დღეგრძელობის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი და ამის გამო აშინებთ არაუზრუნველყოფილი სიბერე. ბავშვობაში ავადმყოფობენ, მაგრამ შეუძლიათ დღეგრძელობის იმედი ჰქონდეთ. საკუთარ მდგომარეობას კარგად უვლიან და იცავენ, მაგრამ თავად ეჭვნეულები არიან. მათი მოტყუება შეიძლება მხოლოდ ერთი-ორჯერ, ისიც ცხოვრების დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ასეთი შემთხვევა აღარ ხდება.

სიყვარულშიც ასევე ფხიზლები და პრაქტიკულები არიან. გრძნობები ცხოვრებისულ გზას ხელს არ უნდა უშლიდეს, აუცილებლობისას გრძნობები ითრგუნება, ამასთანავე ისეთი ძალით, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს–და, ეს ადამიანი სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ვნების და თავდავიწყებული სიყვარულის გამოცდილება მოდის სწრაფად ანდა არასდროს, რის შემდეგაც რჩება კრიტიკულობა, სიფხიზლე, ხოლო ემოციები იმალება ღრმად, შიგნით, მაგრამ  გრძნობები არსებობს და ძალიან ძლიერიცაა. ქორწინება მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, მზად არიან პატიებისთვის, მაგრამ ხშირად იჩენენ ეჭვნეულობას. თუ იპოვიან შესაფერის პარტნიორს, ქორწინება მყარი და შეუბღალავი იქნება. ქალებისთვის პირველ ადგილზე შვილები, მათი კეთილდღეობა დგას, მამაკაცისთვის _ სამუშაო, ორივესთვის კი პირველ ადგილზე მოვალეობაა. ბავშვებს აღზრდიან ფხიზლად, გამოცდილ ჭეშმარიტებებზე.

საშიშროებები: ეგოიზმი, სიჯიუტე, დაუთმობლობა,  მარტოობისკენ მიდრეკილება. სუსტი კონსტიტუცია (სხეულის წყობა), მიდრეკილება საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაწლავების დაავადებებისკენ, გაციებისკენ, უხარისხო კვებისკენ, გაუვალობისკენ (ყაზბობა) და მელანქოლიისკენ.

ადამიანი, მზით თხის რქაში, სერიოზული, დისციპლინირებული და გონიერია (პატივმოყვარეობის საზღვრებში).აქვს სურვილი დაამტკიცოს, ვინ არის ის, რას წარმოადგენს, სურვილი მიაღწიოს მატერიალურ წარმატებას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო,  საზოგადოებრივი მდგომარეობა. იმისთვის რომ მიაღწიოს მიზანს, რომელიც საკუთარ თავს დაუსახა, უდრეკად, დაჟინებით გადალახავს ყველა სირთულეს, იმედგაცრუებასა და, ნაწილობრივ, პირადი ურთიერთობიდან და ოჯახური ცხოვრებიდან ბევრ რამეს გაიღებს მსხვერპლად.

ფლობს ჩაფიქრებულ, წყნარ, ჩუმ და შეკავებულ ხასიათს, ის არც ისე დიდი სიამოვნებით აჩვენებს იმას, რასაც გულის სიღრმეში გრძნობს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას მოვლენების კონტროლირება გამოსდის. უნარიანი მუშაკია, ძლიერი პიროვნებაა, ის _ ადამიანია, ვის მხრებზეც ოჯახსა თუ სამსახურში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დევს (და სამუშაოს უდიდესი ნაწილიც). ბავშვობის დროსაც კი, უკვე ფლობს მოწიფულობას, სიფხიზლეს და იმ ყოფით სიბრძნეს, რაც ბავშვებისთვის საერთოდ არაა დამახასიათებელი.

თავის საფუძველში პრაგმატიკოსი და რეალისტია. და თუმცა მას, შესაძლებელია, ახასიათებდეს ყველა სახის ოცნება, იდეალური წესრიგისა და კაშკაშა იდეები, მაგრამ საბოლოოდ, საფუძვლიან კონცეფციად მაინც პრაქტიკულ სარგებელს თვლის. მასში დევს ბუნებითი ეშმაკობა და საქმიანი უნარები _ და კიდევ, ცინიზმის გარკვეული დოზა.

მუდამ ნათლად აზროვნებს, დამოუკიდებელია საკუთარ შეხედულებებში, ობიექტურია მსჯელობებში. გრძნობების დონეზე დრამატულ დეტალებს მისი საქმის არსიდან აცდენა არ შეუძლია. ძალიან ხშირად ძალაუფლებიანი ადამიანია, ღრმად სამართლიანი, მაგრამ _ შეუბრალებელი. მისთვის ტრადიციები წმინდაა და, მაშინაც კი თუ არ ეთანხმება ზოგიერთ კანონს, მაინც დაექვმდებარება მათ ანდა იმუშავებს ამ კანონების შეცვლის მიმართულებით, მაგრამ თავს უფლებას არასდროს მისცემს დანაშაულებრივად გამოიყენოს ისინი. ფრთხილი და შეკავებულია, ნებისმიერ თამაშში თამაშობს წესების მიხედვით.

ეს ადამიანი წყნარი, ჩუმი, გააზრებული ქმედებების მომხრეა. არაა მიდრეკილი მკვეთრი, გაუფრთხილებელი ქმედებებისკენ, აზრებს ბოლომდე გახსნილად არ გამოთქვამს. მას არ შეუძლია საკუთარ თავს (და ადამიანებსაც, რომლებთანაც ცხოვრება ახვედრებს)  უფლება მისცეს გრძნობების ნებას დაჰყვეს, დაკავდეს თამაშით, მოიქცეს ისე, როგორც მოეხასიათება და მოაფიქრდება. არ შეუძლია უაზროდ მიეცეს ტკბობას, იყოს სუსტი, დაუცველი.

მისი ხასიათის ძლიერი მხარეები _ სიღრმე, აკურატულობა, მოთმინება, მოჭიდება, საკუთარ თავზე არსებული ვალდებულებების ერთგულება. მისი უარყოფითი მხარეები (ნაკლი) _ მიდრეკილება კონსერვატიზმისკენ, მოუქნელობა და გადაჭარბებული სერიოზულობა.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

თხის რქა _ დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან _ “ქალური” და “უარყოფითი” ნიშანია. ამიტომაც ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იმ თვეს, როდესაც მზე იმყოფება ამ ნიშანში, ავლენენ პრაქტიკულ მიდრეკილებებს. ისინი ნელა, აუჩქარებლად მუშაობენ და შესაძლებლობისას, წაზარმაცებაზეც არ იტყვიან უარს, მაგრამ აქვთ ორგანიზატორული უნარები; შეუძლიათ იმუშაონ იქ, სადაც საჭიროა მოთმინება და თანდათანობითი პროგრესი;

კარგად მუშაობენ კომერციულ სფეროში და იქ, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვლა, გამოთვლა და რაიმეს დაგროვება. უყვართ საქმის დღიდან დღემდე გადადება, საკმაოდ ეგოისტები არიან და არ უყვართ სხვა ადამიანების კონტროლის ქვეშ ყოფნა; მაგრამ შეუძლიათ დაჟინებით და შეუპოვრად მუშაობა. უყვართ მოგზაურობა. ყველა ადის ზევით, ცხოვრების კიბეზე. შეუძლიათ სწრაფად, იდეების ჰაერში დაჭერა და უყვართ მათთვის საინტერესო საკითხის სწორად, ბოლომდე გაგება. შეუძლიათ რაიმე ცხოვრებისეული სიკეთისგან სრულიად მოწყვეტა, მისი უარყოფა, მათ ხასიათში არის ისეთი შტრიხი, რომელიც ახასიათებს სტოიკოსებს*;საკუთარი მიდრეკილების შედეგად შეუძლიათ კარგად აღიქვან ტრანსცედენტული ფილოსოფია, როგორც წესი, იქმნიან პესიმისტურ შეხედულებას სამყაროზე და გარშემომყოფ ადამიანებზე.

კლასიკური ტექსტებიდან და ინდუბალას პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ამ ადამიანების ისეთ თვისებზე, როგორიცაა: წარმოებულობა, საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობამდე ასვლის უნარი ანდა საზოგადოებაში, სადაც მაღალი მდგომარეობის მქონე ადამიანები არიან, მოხვედრის შესაძლებლობა, შეუძლიათ იყვნენ მომაბეზრებლები და ჩაერიონ იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებათ; შესაძლებელია იყვნენ უბედურები, უგულოები (გულქვები), ძუნწები და ჯიუტები. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა გამოხატონ უიღბლოებისა და დათრგუნულების მიმართ; ფრთხილები, შეუდრეკელად მუშაობენ, მეგობრულები, ფლობენ იუმორის გრძნობას. წყნარები და მელანქოლიურები, ისწრაფვიან თანდათანობით გახსნან საკუთარი აზრები, სწამთ ბედის და ზებუნებრივის. შეუძლიათ რაიმე საქმეს საკუთარი თავები მსხვერპლად შესწირონ. ეს ადამიანები შემოქმედებითნი, ხანდახან კი ეშმაკები და ეჭვის გამომწვევები არიან.

* სტოიკოსიPhil. Gk. Stōikos1. სტოიციზმის მიმდევარი.
2.გადატ. გაჭირვებისა და განსაცდელის მტკიცედ ამტანი ადამიანი.

Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749].

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

22 დეკემბერი _ 20 იანვარი

თხის რქა (განსაკუთრებით თუ ამ ნიშანში რამდენიმე პლანეტაა) _ რეალისტია. უყვარს მარტოობა და ნამდვილად რისკავს, რომ სრულ მარტოობაში აღმოჩდეს.

ამავდროულად ის _ შრომისმოყვარე ადამიანია, კარგი ორგანიზატორია; იმისთვის, რომ იგრძნოს საკუთარი თავი “შესაბამის, საკუთარ ადგილზე”, მას  მუდმივად შრომა ჭირდება; მისთვის წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთი და იგივეა, თუ არაა მიღწეული დაჟინებული შრომით.

თხის რქა ორიენტირებულია კარიერაზე, ხშირად პირადი ცხოვრების საზიანოდ. ისწრაფვის წარმატებისკენ, თითქოს–და, ამით სევდისა და ცხოვრების ასეთი სიცარიელის კომპენსირებას ცდილობს. მოკლედ, საკუთარ გრძნობებს საქმეში არასდროს ურევს.

მისი გრძნობები იმართება გონებით; მთელი ცხოვრება _ შეშლილი წესრიგია, მოვალეობის გრძნობა და ლოგიკაა. მათ ამოძრავებთ ამბიციები და ძალაუფლებისკენ, ხელისუფლებისკენ სწრაფვა. მუდმივად შრომაშია, ვარაუდობს, რომ მის საქმეს მასზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება. დრო მასზე მუშაობს.

ყველაზე მთავარი ცხოვრების ფაზა _ სურვილების შესრულების ფაზა _ დგება 50 წლის ასაკის შემდეგ. სიყმაწვილის ასაკი რთული და ბრძოლებით სავსეა. აფასებს და უფრთხილდება დაგროვებულს, შეუძლია ძუნწიც კი გახდეს. კონსერვატორი და ტრადიციონალისტია. სიხმელისა და სიცივის გამო ახალგაზრდობას იგი არ უყვარს.

თხის რქას, ჩვეულებრივ, უფრო ძლიერად განვითარებული სული აქვს, ვიდრე სხეული; ცოტას სვამს და ჭამს.

ჩაკეტილია, გულჩათხრობილია, ადამიანებს რთულად უგებს, საკუთარ თავს  პრობლემებს უქმნის. ამას დროთაგანმავლობაში მიჰყავს რევმატიზმებამდე, ათრიტებადე და ა.შ. ჩვეულებრივ, პესიმისტია, წუწუნებს მრავალ უხასიათობაზე, თუმცა–ღა, ცხოვრობს დიდ ხანს (თხის რქები _ დღეგრძელნი არიან). ნაჩვენებია ტყეში სეირნობები, უკეთესია ფიჭვნარი, შრომა აგარაკზე. ახალგაზრდებისთვის _ ტურიზმი, ალპინიზმი, სპელეოლოგია (მღვიმეთმცოდნეობა). მოკლედ, როგორც წესი, თხის რქები სპორტით არ კავდებიან. ნაჩვენებია _ მაგნეზია, კალცი. მცენარეებიდან _ კვიპაროსი. მრავალი დაავადებისთვის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებები _ კარგი განწყობა, სიცილი.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top