ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ კირჩხიბი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე კირჩხიბში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია კირჩხიბის დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ეს “შემოქმედების” პირველი ზონის ბოლო ნიშანია. ეს ნიშანი წყლის პირველადი გამოვლინებისაა, ნიშანი, რომელიც იმყოფება მეორე მნათობის, მთვარის მმართველობის ქვეშ და, რომელიც ბევრ რამეში აყალიბებს მის ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ, შინაგან სტრუქტურას. ეს ნიშანი მეორე კვადრატისაა, რომელშიც ერთიანდება კირჩხიბი, ლომი და ქალწული.
ეს – აღნიშნავს იუველური ხასიათის ადამიანების ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. ზოგიერთი სახით, ეს ყმაწვილური ფსიქოლოგია და სამყაროს აღქმაა. წყალი საკუთარ თავში ატარებს პასიურობის და არეკვლითი საწყისის ფუნქციას, ის ხდება შინაგანი ტრანსფორმაციის, გარდასახვის, მუტაციის და ტრანსმუტაციის მიზეზი. ადამიანებისთვის, რომლებიც დაიბადნენ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ, დამახასიათებელია შინაგანი სრულყოფისკენ, თვითანალიზისკენ სწრაფვა. კირჩხიბებს ფაქიზი სულიერი ცხოვრება აქვთ, მათი შინაგანი სამყარო მუდმივად იცვლება, ზუსტად ისევე, როგორც მუდმივად იცვლება ცაში მთვარე: ის იბადება, იზრდება, აღწევს აპოთეოზს, მცირდება, კვდება. კირჩხიბი ძალიან ადვილად ტრავმირებადია, ეს ყველაზე ტრავმირებადი ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ, ასეთი ამაღლებული ტრავმირებულობისთვის, დაცვის სახით, კირჩხიბებს აუცილებლად სჭირდებათ სარქველის (ბაკანის), ნაჭუჭის შექმნა. ის მათ სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან ღრმა ემოციონალურობისგან, რომელიც ბუნებისგან აქვთ მიცემული; და ნაწილობრივ, როგორც ასეთ ემოციონალობაზე რეაქცია, კირჩხიბები ძლიერი პიროვნების როლს ირგებენ, თუმცა-ღა, შინაგანად ძალიან სუსტები არიან. კირჩხიბი _ ეს ძალიან ქალური ნიშანია, აღმქმელი, “ინი”-სეული, და ეს ადამიანები უფრო მეტს იღებენ, ვიდრე გასცემენ, ანუ მათში ჭარბობს მთვარისეული მახასიათებლები (თვისებები). კირჩხიბებს ძალიან უყვართ ყველანაირი სიახლე, ცვლილებები, მოგზაურობები, საკმაოდ მოუსვენარი ადამიანები არიან და ძალიან ეჯაჭვებიან ახლობლებს.
ზოდიაქოს ყველა ნიშნიდან კირჩხიბი ყველაზე მეოჯახე, ყველაზე სახლის მოყვარული ნიშანია. მათ ფასეულობათა იერარქიაში ოჯახი პირველ ადგილზე დგას. ისინი მიჯაჭვულნი არიან სახლზე, წარსულზე, უყვართ რეტროსპექცია*. თუ ადამიანის მზე იმყოფება ამ შესანიშნავ ნიშანში, მაშინ ამ ადამიანის ცნობიერება, ნაწილობრივ, მიმართული იქნება საკუთარი ოჯახის, კულტურის, ეთნოსის, ერის ისტორიისკენ. ის, მეტწილად, ძალიან მაღალ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს ფლობს. შესაძლებელია, მედიუმიზმის უნარებიც გამოუვლინდეს. კირჩხიბებს შორის მრავალი მედიუმი და მსხვილი ოკულტისტია. ეს ადამიანი ხსნის სულის მრავალ საიდუმლოს (საკუთარს თუ სხვისას), ჩვენი ქვეცნობიერის საიდუმლობებს. ცნობილია, რომ კირჩხიბებს უყვართ საკუთარი ნიშნის საზოგადოება, რაც საერთო კანონზომიერებას არ წარმოადგენს: როგორც წესი, ერთი ნიშნის ადამიანები ერთმანეთთან დაძაბულად ურთიერთობენ და სწრაფად ბეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ კირჩხიბებს ეს არ ეხებათ, მათ შეუძლიათ დიდი ხნით და ნაყოფიერად ერთმანეთთან ურთიერთობა. ამ ადამიანებს დეტალურად ახსოვთ საკუთარი წარსული, ბავშვობა, უყვართ ბავშვობის მოგონებებში ჩაძირვა, მათ შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, რომელიც ეხმარებათ ცხოვრების ყველა სიტუაციებში, საკუთარი ინდივიდუალური არსობრივი ბირთვის შენარჩუნებაში. მათ აქვთ ძალიან ფაქიზი ფსიქიკური ბუნება, ასევე, ნიჭის ფართე დიაპაზონი, ემოციონალურ სამყაროს ფაქიზი აღქმა. შესაბამისად, ეს – ამ ადამიანებში ბადებს მხატვრის, მწერლის, პოეტის, ფსიქოლოგის ნიჭს.
მაგალითები _ მხატვრებიდან ელ გრეკო, პისარო, ე. კორო, დეგა, მწერლებიდან _ ჰემენგუეი. მრავალი პედაგოგი, რომლებიც ბრწყინვალედ გრძნობენ ბავშვებს და მუშაობენ მათთან (მაგ; უშინსკი).
დაბალი დონის კირჩხიბი _ ეს ნებისმიერი ადამიანის ყველაზე ცუდი შტრიხებია. ტყუილი და მზაკვრობა, მიწებებულობა. ეს ადამიანი ყოველთვის მიაღწევს იმას, რაც სურს, მაგრამ ამას გააკეთებს არა აქტიურად, არამედ პასიურად, საჭირო და საკუთარი საათის მოლოდინში. შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ, რომ კირჩხიბი თავისას მიაღწევს. მასზე ზეწოლის მოხდენა უაზრობა და უშედეგოა, რადგანაც ამას ვერ ითმენს და იმ წამსვე გვერდზე, ანდა სიღრმეში მიდის. ამიტომ, თუ კირჩხიბთან ურთიერთობას აპირებთ, საჭიროა ირიბი გზით, ორაზროვნებით მოქმედება და არ უნდა მოახდინოთ ლომისებურად ზეწოლა, პირდაპირ და ღიად. კირჩხიბები შეიძლება აცდუნოთ, რამეთუ, წყლის ნიშნები ექვემდებარებიან ყველანაირ გავლენებს და ცდუნებებს. კირჩხიბი, როგორც წყლის ნიშანი, ხშირად მუშაობს სითხეებთან და შესამჩნევია, რომ მრავალი კირჩხიბი მუშაობს რძის პროდუქტების საწარმოში. ეს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების საყვარელი სამუშაო ადგილია. კირჩხიბებს შორის არიან ბარმენები, განსაკუთრებით ღამით მომუშავე ბარმენები, რამეთუ კირჩხიბები თავს ბრწყინვალედ, ზუსტად ღამით, გრძნობენ. ყველაზე დაბალ დონეზე კირჩხიბები _ თაღლითები, ჯიბგირები, დამტაცებლები, სადისტები, ცინიკოსები არიან, ამასთან ერთად, ისინი ძალიან ხმაურიანებიც არიან.
როგორი შეიძლება იყოს ამ ადამიანის, როგორც კირჩხიბის, განვითარების დინამიკა? კირჩხიბები, როგორც წესი, მუდმივად ტრადიციებზე დაყრდნობას ახდენენ. მაღალი განვითარების დონის კირჩხიბისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს ყველაფერი, რაც იყო შორეულ წარსულში. ის აწმყოსკენ და მომავლისკენ წარსულის მეშვეობით მიდის.
რეტროსპექტულობა _ ეს ამ ადამიანის აღქმის ბუნებრივი ფონია, და, როგორც წესი, მისთვის ახალი _ ეს კარგად დავიწყებული ძველია, ეს მისი კრედოა. ასეთი სახით, ყოველთვის ეყრდნობა წარსულს, ტრადიციებს, ოჯახს, ის, თითქოს-და, უკან დაბრუნებას ცდილობს. თუ ვისაუბრებთ იმ ქვეყნებზე, რომელსაც მართავს კირჩხიბი, ეს, უპირობოდ ინდოეთია, ქვეყანა, რომელიც ინტიმურად ეპყრობა საკუთარ ღრმა წარსულს, ქვეყანა ღრმა სულიერი ტრდიციებისა. ინდოელებთან ვპოულობთ სიფაქიზეს, ინტუიციურობას, წყლის სტიქიასთან კავშირს, რომელიც საიდუმლოს სიმბოლიზებას ახდენს.
თუ ვისაუბრებთ კირჩხიბების პრობლემებზე, ეს არის _ საკუთარი გამოვლინებების ჰარმონიზაცია, რომელიც ხშირად დამახინჯებულად და გადაგვარებული სახით უვლინდებათ. ხშირად მისი ნება, კირჩხიბის იმპულსური ენერგია, ემოციონალურ სამყაროსთან კონფლიქტშია. ხშირად ქვეცნობიერად ისწრაფვის საზოგადოების ფლობისკენ, სოციალური ავტორიტეტისკენ, ამ დროს საკუთარ შინაგან სტრუქტურაში არ აქვს საკმარისი საფუძველი. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი განვითარებისთვის ბავშვობიდან აირჩიოს მაღალი ორიენტირები, სულიერი ავტორიტეტები. მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა _ საკუთარი შინაგანი, სულიერი სამყაროს ჩამოყალიბება, სულიერი ღერძის აშენება, რომელზეც მუდმივად საუბრობს და, რომელიც ყოველი ჩვენგანის პიროვნების საფუძველია, მაგრამ განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია კირჩხიბებისთვის – მათი ცვალებადობით, შთაბეჭდილებიანობით.
*რეტროსპექცია Lit.-Book. რეტროსპექტული განხილვა, წარსულისაკენ მიმართვა.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749].
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მმართველი მთვარე
თანმიმდევრული კირჩხიბი
ადამიანი კირჩხიბი
“ფსკერი არაა. უბრალოდ უფრო ღრმად არ უშვებენ” ს.ე. ლეცი.
თუ შესაძლებელია ადამიანის ხასიათში, ხანდახან მაინც, წმინდა სახით დავინახოთ ცეცხლის, მიწის და ჰაერის სტიქიები, წყლის სტიქიასთან მიმართებაში სიტუაცია ასე მარტივად არაა. უშუალოდ კირჩხიბთან მიმართებაში შეიძლება ასეც ითქვას: ადამიანის ხასიათში რაც უფრო დიდი დოზით არის წარმოდგენილი ეს ნიშანი, მით უფრო ცდილობს საკუთარ მყარ ნაჭუჭში (ბაკანში) დაემალოს თქვენ მზერას. შეიძლება ამ ნაჭუჭის როლი ითამაშოს სახლმა, ბინამ, კაბინეტმა (სახლის კირჩხიბი); ასევე _ ურთიერთობის განსაზღვრულმა, ხისტმა ჩარჩოებმა, რომელთა მიღმაც, ის, პრაქტიკულად, არასდროს გადის. მას აქვს უსიამოვნო სიტუაციებში ხედვით (თვალებით) დაჰიპნოზების მანერა და ისეთი ღრმა მზერა, რომელშიც ფსკერი არ იგრძნობა. ამ თვალებს შეიძლება ეწოდოს ამოუცნობი, – თუკი მათში დაფარულია იმაზე დიდი გამოცანა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სულში, რომელიც, როგორც შეიძლება ითქვას, მთელ სამყაროს იტევს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს (მიაზრება): მხოლოდ კირჩხიბი ანსხეულებს არსობრივი აღქმისა და ტრანსფორმაციის პრინციპს და მისი თვალებიდან ჩანს, რომ რაღაც (ძალიან მცირედი) ნაწილი მისი სულისა აღიქვამს გარემოს და ტრანსფორმირდება აღქმასთან შესაბამისობაში, რამეთუ ის, რაც აღიქმება, ნიშნავს საკუთარი თავის შეცვლასაც. კირჩხიბში (ქმნადობის ზონა) წყლის სტიქია საკუთარ პირველ გამოვლინებაშია და მისი მიზნის საფუძველს სამყაროს არსობრივი აღქმა _ მთლიანად, _ და საკუთარი თავის შემდგომი არსობრივი ცვლილება წარმოადგეს. მხოლოდ ერთია, რეალურ არსებაში უნდა იყოს განსაზღვრული სტაბილურობა, ამიტომ ადამიანში (კირჩხიბის ძლიერი გავლენით) ქვეცნობიერი გამოიმუშავებს რთულ დამცავ მექანიზმებს, რომელიც საკუთარ პატრონს იცავს მნიშვნელოვანი გარეგანი ნაწილისგან, ავიწროებს მის აღმქმელობას და ამით უზრუნველყოფს ფსიქიკის მდგრადობას.
სუბიექტური განცდებით ფსიქიკაში ცვლილება, ქვეცნობიერის პროგრამების გარდაქმნა ღრმა ემოციონალურია (საკუთრივ, ღრმა ემოციები ზუსტად ფსიქიკის გარდაქმნის ნიშნებია), ამიტომაც, მიუხედავად დამცავი მექანიზმებისა, როცა კირჩხიბი რაიმეს აღიქვამს, ის აღიქვამს ემოციურად, და ის, რაც აღიქვა, გარკვეული დროის შემდეგ, მისი საკუთრება ხდება, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციულად და ადაპტირებულად ფსიქიკური სახით.
ქმნის (ქმნადობის) ზონაში სტიქია ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს, ამიტომ კირჩხიბი, როგორც წესი, არ აყალიბებს საკუთარი თავისთვის საკუთარსავე ამოცანებს _ ისე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი, _ და მითუმეტეს საკუთარ მიზნად არასდროს ისახავს გარესამყაროს ცვლილებას (ამით განსხვავდება მორიელისგან). მითუმეტეს, რეალურ ცხოვრებაში არსობრივად აღიქვამს რა რაიმეს, ის _ ემპათიის* კანონის მიხედვით _ აუცილებელია არა მხოლოდ თავად შეიცვალოს, არამედ აღქმულ ობიექტზეც დატოვოს საკუთარი ანაბეჭდი. ძლიერი კირჩხიბის შემთხვევაში ასეთი ირიბი ზემოქმედება შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
ამიტომ კირჩხიბები (ისევე, როგორც სხვა წყლის ნიშნები) _ დაბადებიდან ფსიქოლოგები არიან. მათ მინიჭებული აქვთ ადამიანის ყურადღებით მოსმენის უნარი, და ეს უკვე ბევრია, მაშინაც კი, თუ კირჩხიბი საბოლოოდ ვერაფერს იტყვის: პრობლემა შეიძლება თავისთავად მოშორდეს ანდა გადაწყდეს მარტივად მოყოლის შედეგად, გაგებით და არა განსჯით, უბრალოდ კირჩხიბისეული შთაგონებითა და დუმილით.
მხოლოდ ერთია, კირჩხიბისთვის აუცილებელი არაა ყოველთვის მდუმარე იყოს; ისინი კარდინალურ ნიშანს განეკუთვნებიან; მას შეუძლია იყოს გადაჭარბებულად მოუსვენარი ანდა ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ ყოველთვის დარჩება საკუთარი ნაჭუჭის ჩარჩოებში.
საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა – ემოციონალური თვითგამოხატვის პრობლემა. ის დაკავშირებულია ქვეცნობიერ პროგრამასთან, რომელიც არსობრივი აღქმებისაგან იცავს (კირჩხიბის ნაჭუჭი) და არსობრივი და ემოციონალური თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევს: სარქველი წყალს ორივე მხარეს არ უშვებს. ამავდროს, მისი არსისა და ემოციის გამოხატვა არამარტო მისთვისაა საჭირო, არამედ – დანარჩენებისთვისაც: სამყაროში არც ისე დიდი დოზით არის გამოშვებული ემოციები და მნიშვნელოვანი ნაწილი კონცეტრირებულია ზუსტად კირჩხიბში. კირჩხიბის აღქმის სიღრმე მას ავალებს შესაბამის კარმულ მოვალეობებს, რომელსაც იშვიათად ასრულებს. მას მუდმივი ცდუნება აქვს დაიმალოს საკუთარ ნაჭუჭში მაშინაც კი როცა საჭირო არაა, უფრო დაზუსტებით კი, სიტუაციის მიხედვით, როცა საჭიროა რაიმეს აღქმა, მაგრამ არ სურს. კირჩხიბმა ძალიან კარგად იცის, რა გემრიელი ხორცი აქვს, და არაა მიდრეკილი ის ყოველ შემხვედრს შესთავაზოს. მეორე მხრივ, შესაბამის სიტუაციებში აღქმის დაბლოკვა არის ერთ-ერთი ძირითადი კარმული დანაშაული, მაგრამ თუ ვერძი უყურადღებოა, ტყუპები ზედაპირულები არიან და ნამდვილად შეუძლიათ რაიმე ვერ დაინახონ, და ეს მათ ეპატიებათ, კირჩხიბს _ არასდროს: არის ისეთი სიღრმეები, სადაც ვერავინ, გარდა კირჩხიბისა, ვერ შეაღწევს და ვერ დაინახავს ვერაფერს.
საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ კირჩხიბი წარმოადგენს რა წყლის სტიქიას ქმნის (ქმნადობის) ზონაში, სინამდვილეში ვერ აცნობიერებს საკუთარ მატრანსფორმირებელ ძალებს, არ ცდილობს სამყაროს შეცვლას; მისი კარმული ამოცანა უფრო მნიშვნელოვნად რთულია _ შეიცვალოს თავად.
კირჩხიბს მართავს მთვარე. კირჩხიბები პატივს სცემენ საკუთარ მმართველს; ამიტომ ღამით, სავსემთვარეობას ისინი გამოძვრებიან ქვიშის ნაპირზე და მას (მთვარეს) მიესალმებიან. ზოდიაქოში მთვარე სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად მოძრაობს; ამიტომ კირჩხიბები ძალიან ცვალებადები არიან, განსაკუთრებით ადვილად ვარდებიან მელანქოლიაში: მთვარე მართავს ქვეცნობიერის საერთო ფონს, ხოლო იქ ყოველთვის მეუფობს მსუბუქი სევდა, რამეთუ, როცა ადამიანის მოთხოვნილებები მთლად დაკმაყოფილებული არ არის, ის ამას განიცდის. სხვა მხრივ, ძლიერი ქვეცნობიერისას, კირჩხიბი მას ადვილად მიმართავს გარშემომყოფების ქვეცნობიერზე, რაც მას შეუდარებლად ემპატიურს ხდის, მხოლოდ ერთია, ამასთან ერთად საკმაოდ მზაკვრულია, რამეთუ რაიმე თუ ისე არაა, ის წამიერად იმალება საკუთარ ნაჭუჭში და ისეთ სახეს იღებს, თითქოსდა წამის წინ არანაირი ინტიმური კონტაქტი არ იყო, ის არაფერ შუაშია და საერთოდ, ოთახში ამ წუთას შევიდა და ჯერ კიდევ ვერ მოასწრო თქვენი გაცნობა. კირჩხიბის ქვეცნობიერის მზაკვრობა თავად მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ ზედაპირზე განალაგებს რა ძლიერ ბლოკებს, კირჩხიბს უქმნის (ზედაპირულად დამკვირვებლისთვის) ილუზიას შეუვალობისა და უცხო ზემოქმედების ქვეშ მოქცევის შეუძლებლობის თაობაზე, ხშირად კი სრულიად დაუცველს ტოვებს ფაქიზი და ირიბი გავლენების მიმართ, რომელთა დაბლოკვაც უჭირს.
ამასთან ერთად, მთავრე კირჩხიბს აძლევს შეუდარებელ ემპირიულ სიამოვნებას – რომელსაც ახლობელი ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იღებს: კირჩხიბს უყვარს მათი გამოკვება, მათზე ზრუნვა, მათი სურვილების და გამოხტომების შესრულებაც კი. შეუძლია იყოს შეუდარებელი მაცდუნებლის და მრავალმხრივი შავი მასწავლებლის როლში.
სატურნის ტყვეობა კირჩხიბში – ასევე დიდ გავლენას ახდენს მის ქვეცნობიერზე. აქედან იღებს სათავეს მისი შინაგანი რიგიდულობა**, (ანუ ქვეცნობიერი პროგრამების სიხისტე), რომელიც ნაწილობრივ გამოიხატება გარშემომყოფების მიმართ გამოვლენილ უკიდურეს და მოუდრეკელ სიჯიუტეში სულელური მიზეზების გამო (სინამდვილეში კი უბრალოდ ირიბად წამოედეთ ქვეცნობიერის ძალიან ხისტ პროგრამას). სატურნი კირჩხიბს, ასევე, აძლევს განსაზღვრულ შინაგან სიცივესა და სისასტიკეს, რომელიც მისთვის აუცილებელია, როგორც, ძალიან შთაბეჭდილებებიანი ფსიქიკის დამცავი. სატურნთან მიმართებაში კირჩხიბის ამოცანა ძალიან რთულია: მას აუცილებლად სჭირდება ამ სისასტიკის ცნობიერში შემოტანა, მისი ფუნქციის გაცნობიერება და სიჯიუტისა და შეუპოვრობის შეწყვეტა – სატურნისეული სიბრძნე მხოლოდ მაშინ შეძლებს გამოვლინებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, კირჩხიბის სიღრმე დარჩება ემოციონალურ-ქვეცნობიერში და კონსტრუქციულ სამუშაოში რეალიზებას ვერ შეძლებს. სხვა მხრივ, დაუმუშავებელი სატურნიც კი უზრუნველყოფს კირჩხიბისთვის განსაზღვრულ სიმყარეს, – გარეგნულად სიჯიუტეში გამოხატულს.
სატურნის ტყვეობის წყალობით, კირჩხიბი ქვეცნობიერადაა მიჯაჭვული ფესვებს, წარსულს – პირადს და ისტორიულს; შესაბამისად, ის უპირატესობას ანიჭებს დაასრულოს მშენებლობა ანდა გადააწყოს ქვეცნობიერი პროგრამები და არა – დაანგრიოს და შექმნას ახალი.
იუპიტერის კულმინაცია (ეგზალტაცია) კირჩხიბში _ განვითარებულ კირჩხიბს სრულიად სხვა სინათლით წარმოადგენს. საკუთარ თავში გარკვევისას, არსობრივად ჩაუღრმავდება და ჩაწვდება რა სამყაროს, კირჩხიბი აცნობიერებს საკუთარ მაღალ მისიას და იწყებს რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებების შექმნას ეგზისტენციალური კუთხით, ხელმძღვანელობს მოსწავლეთა ჯგუფს, ასწავლის მათ ყველა ინტუიციურ ცოდნას ქვეცნობიერის საიდუმლობების თაობაზე, – რომელიც საკუთარი სულიერი წინსვლისას დააგროვა. დაუმუშავებელი სახით, ის კირჩხიბს აძლევს ძლიერ შინაგან ქედმაღლობას სხვა ნიშნებთან მიმართებაში (რომლებიც არც ისე ღრმები და ინტუიციურები არიან, როგორც კირჩხიბები).
ნეპტუნის კულმინაცია (ეგზლატაცია) კირჩხიბში იძლევა სულიერი მასწავლებლის სახეს, იმაზე უფრო მისტიურს, ვიდრე იუპიტერისეულია. მაღალ ოქტავაში კირჩხიბისთვის მოცემულია სამყაროს, ყველაზე ღრმა ადამიანურ სულში (ატმანისა და ბრახმანის თანასწორობა) მისტიური შეგრძნება და კაცობრობის მიმართ კოსმიური სიყვარული, რომელსაც აღიქვამს როგორც საკუთარ ნაწილს. ასეთი სულიერი მასწავლებელი უფრო მეტადაა მიმართული შიგნით, ვიდრე იუპიტერისეული. საშუალო კორჩხიბისთვის ნეპტუნის კულმინაცია იძლევა მიდრეკილებას მოტყუებისა და თვითმოტყუებისკენ, აძლიერებს დამახინჯებულ აღქმელობას, გამოხატვას და სირთულეებს საკუთარ ქვეცნობიერთან მოპყრობის დროს.
მარსის ვარდნა კირჩხიბში საერთოდ არ ნიშნავს ამ ნიშნის სისუტეს. ეს უფრო მეტად მიდრეკილებაა არაპირდაპირი ქმედებებისკენ, ობიექტზე ირიბად ზემოქმედების განხორციელებისკენ. სიღრმისეული ემოციონალურობა და ერთდროულად კირჩხიბის შებორკილობა მარსის ენერგიის უშუალო გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. გადამუშავებული სახით ეს ფასეული თვისებაა მაღალი სულიერი მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოსწავლეებზე ზუსტად შემოწმებული, მოზომილი, ფაქიზი შეხებებით ზემოქმედებენ. დაუმუშავებელი სახით, ეს არის მზაკვრობა, ცბიერება, გადაჭარბებული ემოციურობა და შინაგანი ვოლუნტარიზმი***, რომელთანაც ადამიანს არც შეუძლია და არც სურს შეწინააღმდეგება.
წყლის სიტუაციების აღწერა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული; ვერძის და ტყუპების თვალთახედვიდან, მათ, თითქოს-და, საერთოდ არ აქვთ სიტუაციები.
კირჩხიბის ტიპიურ ნიშანს წარმოადგენს იდუმალების, საიდუმლოს შეგრძნება, რომელიც ამ წამს არსებობდა, ადვილად შეეხო, მაგრამ მაინც ისევ უხილავ სიღრმეში დევს. კირჩხიბის სიტუაციას ხშირად თან ახლავს მოულოდნელი კოლექტიური დუმილი, რომლის დროსაც, ხანდახან, საჭიროა მოხდეს კოლექტიური განჭვრეტა. ეს ის წუთებია, როცა კოლექტივი მოულოდნელად უღრმავდება საკუთარ თავს, ხოლო მისი წევრები უშუალო კავშირს გრძნობენ ერთმანეთთან და ჯერ კიდევ უხილავ და იდუმალს შეიგრძნობენ, რომელსაც მიჰყავს საერთო მიზნამდე და რასაც კოლექტიური ეგრეგორი ეწოდება. როცა კირჩხიბის სიტუაცია სრულდება, კოლექტივი თავს უფრო ერთიანად, ანდა პირიქით, ამ ერთიანობის გაწყვეტას გრძნობს. თუ კირჩხიბის სიტუაციაში გარეშე პირი აღმოჩდება, ის თავს მოუსვენრად, არამყუდროდ გრძნობს და ამასთანვე ვერაფერს იგებს, თუმცა-ღა, გარეგანი სიტყვები და ქმედებები შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივი იყოს; მაგრამ მათ მიღმა აზრი დგას, რომელიც გასაგებია მხოლოდ კოლექტივისთვის და ისიც ბოლომდე – არა.
კირჩხიბის ჰარმონიულ სიტუაციაში თბილა და მყუდროებაა, შეიძლება გემრიელად ჭამაც კი (საოჯახო სადილი ანდა კრება, თათბირი), მაგრამ ის აუცილებლად სავსეა შინაგანი აზრით, ზე-ამოცანით, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კოლექტივთან ანდა მის ცალკეულ წევრებზე განსაზღვრულ ზემოქმედებასთან. ოჯახურ სადილს აქვს უდიდესი ზნეობრივ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა, მაშინაც კი (და განსაკუთრებით) თუ სადილის დროს ბავშვები ცუდ მანერებს არ ავლენენ.
კირჩხიბის დისჰარმონიული სიტუცია შეიძლება გარეგნულად წყნარი იყოს, მაგრამ მისი ცალკეული წევრები განიცდიან ასეთი დისჰარმონიული ენერგიის ზემოქმედებას, მაშინ მათი შეგრძნება შეიძლება შევადაროთ ადამიანის შეგრძნებას და განცდას დაკითხვაზე (ფსიქოლოგიური ფაქტორით) საიდუმლო პოლიციაში, მაფიის ხელში (ის საერთოდ ძალიან მიიზიდება კირჩხიბისკენ, ასე ვთქვათ, ოჯახია) ანდა ჯურღმულშიც კი; მაგრამ მაინც გარეგანი დამკვირვებელი ვერაფერს გაიგებს ანდა გაიგებს სრულიად სხვანაირად.
მზე კირჩხიბში იძლევა კარმულ პროგრამებს, რომელიც დასავლეთის ადამიანისთვის _ რომელიც გაზრდილია ტყუპისეულ ცივილიზაციაში, საუნივერსიტეტო ქალაქების და სხვა მატერიალიზმის კერებთან ახლოს _ გასაცნობიერებლად ძალიან რთულია. რითაც არ უნდა დაკავდეს მზისეული კირჩხიბი, ბედის ხელი მის ყურადღებას ჯიუტად მიმართავს შინაგან სამყაროზე, ხოლო მისი ქვეცნობიერი ამდენადვე დაჟინებით ცდილობს შეავიწროვოს ცნობიერი და დაეუფლოს მის ნებას; და რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს მან, ვალდებულია აღიქვას საგანი მთელი თავისი არსით, სულის სიღრმემდე აღივსოს მისით _ მხოლოდ მაშინ მიიღებს სამუშაოსგან სიამოვნებას და შეძლებს რაიმეს გაკეთებას; სამუშაოს ხარისხის კრიტერიუმები მისთვის მხოლოდ საკუთარი არსობრივი ცვლილების სამსახურში გამოიხატება; კონსტრუქციულ ვარიატნში ის სულიერად იზრდება, ფართოვდება მისი ცნობიერება და აღქმელობა, ხოლო არაკონსტრუქციულ შემთხვევაში კი _ იზრდება და ქვავდება მისი ბაკანი. მზე მკვეთრად ამაღლებს საკუთარ ბედზე კირჩხიბის პასუხისგებლობას, აქცენტს აკეთებს მის უარყოფით მიდრეკილებებზე (ისინი ხანდახან ირთვებიან, თითქოს-და, მისი ნების მიუხედავად) და ართულებს ნებისმიერ გარეგან საქმიანობას, ფანტავს ყურადღებას და მას შინაგან ცხოვრებაზე გადართავს. მხოლოდ მაშინ, როცა კირჩხიბი კარმით განსაზღვრულ საკუთარი შინაგანი პრობლემების ნაწილს მოაგვარებს, მზე საშუალებას მისცემს შედარებით კონსტრუქციულად იმუშაოს გარესამყაროში. ინდივიდუალური ნება ცუდად ეგუება საკუთარი შინაგანი ამოცანებისა და პრობლემების გაფართოებას, ამიტომაც ეს მზისთვის რთული მდებარეობაა.
* ემპათია (შთაგრძნობა) სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი. Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – 2010 – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
** რიგიდულობა L. rigidus გაშეშებული, გახევებული მოუხეშობა, გაშეშებულობა, სიტლანქე, რაც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით. Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749].
*** ვოლუნტარიზმი Phil. L. Voluntarius “ნებისყოფისა” იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს; უარყოფს ობიექტურ კანონზომიერებას და აუცილებლობას.
2. იდეალისტური მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს არა გონებას, არამედ ნებისყოფას.
3. პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: თვითნებური, სუბიექტივისტური გადაწყვეტილებანი, რომლებიც უგულებელყოფენ ობიექტურად არსებულ პირობებესა და კანონზომიერებებს. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ჰარმონიული ასპექტებისას პიროვნებას აძლევს მდიდარ წარმოსახვას და კარგ მახსოვრობას, ძლიერ აღმქმელობას და ფსიქოლოგიზმს, ბრწყინვალე შემგუებლობას, სახლზე და ოჯახზე, მშობლებზე მიჯაჭვულობის განვითარებულ გრძნობას, მზრუნველობას, ჰუმანიზმს, სიკეთეს, გულისხმიერებას, აღმზრდელის და პედაგოგის ბუნებრივ ნიჭს; მისწრაფებას _ ვინმეზე იზრუნოს, ვინმეს ძიძა გახდეს; სენტიმენტალობას, ყურადღებიანობას, ტაქტს, სიფრთხილეს, შთაბეჭდილებების ცვლის მოთხოვილებას; მოგზაურობის, ცვლილებების სიყვარულს; პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს; ინტერესს წარსულისადმი, ისტორიისადმი, მესაკუთრის ძლიერ ინსტიქტს; მომჭირნეობას, ყაირათიანობას, შემსრულებლობას და მეოჯახეობას; საკუთრების განვითარებულ გრძნობას; მოთმინებასა და უფრო ძლიერი პიროვნებისადმი დაქვემდებარების გრძნობას; პრაქტიკულობას, პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებას და შრომისმოყვაროებას. კირჩხიბი ავლენს ინიციატივას, გაბედულობას, შეუპოვრობას და საკუთარი შინაგანი სამყაროს დაცვისას აქტიურობას, ცდილობს დაფაროს აზრები, მაგრამ ამოხატავს გრძნობებს, ემოციებს, ისწრაფვის უსაფრთხოებისკენ, მყარი ზურგის ძიებისკენ, მყარი კედლებისკენ. შინაგანი მდგომარეობა და განწყობა ძლიერ დამოკიდებულია გარემოზე და გარემოწრეზე; ფლობს ბავშვების მიმართ ყურადღებიან და ჰუმანურ გონებას. მზის ასეთი მდებაროება კეთილგანწყობილია ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტისთვის, ექიმ-პედიატრისთვის, მასწავლებლისთვის, ზედამხედველისთვის (მენტორისთვის); სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელისთვის, ისტორიკოსისთვის, არქეოლოგისთვის, ადამიანისთვის, რომელიც დაკავებულია სასოფლო და საოჯახო საქმიანობით (მეურნეობით), პროფესიით, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, სამხედროსთვის (სამშობლოს დაცვა).
თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა: შინაგანი მდგომარეობის დაუცველობა და არამუდმივობა, განწყობის ხშირი ცვლილებები, განწყობაზე დამოკიდებულება _ გარეგნულად მცირედი ზემოქმედებისა და უმნიშვნელო ცხოვრებისეული (საყოფაცხოვრებო) წვრილმანებისას; სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება, მედიუმიზმი, გამაღიზიანებლობა, უაზრობებზე შარის მოდებისკენ მიდრეკილება, ისტერიულობა, ბობოქარი ემოციონალური რეაქციები, შიშიები, უცხო გარემოში მორცხვობა; შიში _ გამოჩნდეს სასაცილო; ინფანტილურობა, იდეალიზმი; გადაჭარბებული მისწრაფება შთაბეჭდილებების ცვლისკენ, თავგადასავლებისკენ; მეწვრილმანეობა, მერკანტელიზმი, ეჭვნეულობა, სიძუნწე, გადაჭარბებული სიფრთხილე, ექსცენტრიკულობა, არაპროგნოზირებადობა, სისუსტე, პასიურობა; დინების მიმართულებით ცურვისკენ მისწრაფება; ცუდი ჩვევებისკენ მიდრეკილება.
კირჩხიბის გულისკენ გზა კუჭზე გადის, ანუ გემრიელ საკვებზე, სასიამოვნო სასმელებზე, ასევე, მოსწონს კარგი მუსიკა, რომანტიკული ანდა ოჯახური გარემო. ის ძალიან მიჯაჭვულია მშობლებზე, განსაკუთრებით – დედაზე. თუ დაინტერესდებით მისი დედის ჯანმრთელობით, შეძლებთ დაინახოთ ამ ადამიანის მადლიერი რეაქცია. კირჩხიბი შეიძლება განიზიდოთ, თუ წვრილმანებით გააღიზიანებთ. მას აშინებს იყოს სასაცილო, ამიტომ განსაკუთრებით სწყინს, როცა მასზე იცინიან.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
ამ ნიშანში მზე იმის მაუწყებელია, რომ ადამიანი შესაძლებელია იყოს კეთილი, ჭეშმარიტად გულისხმიერი და ეს უთითებს იმაზე, რომ მისთვის სიყვარული სადღესასწაულო რიტუალია. ეს ადამიანი მიჯაჭვულია საკუთარ საოჯახო ქონებაზე ანდა უყვარს ცხოვრება ბუნებში ანდა ფუფუნების გარემოში. კირჩხიბი _ მოძრავი და “წყლის” ნიშანია, და ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა საქმე ჰქონდეთ თხევად პროდუქტებთან ანდა საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია მგზავრობასთან. უყვართ წყალთან ახლოს ცხოვრება, უხარიათ მოგზაურობა ტროპიკებში ანდა ზღვაზე.
ადამიანი, მზით კირჩხიბში, საკუთარ მიჯაჭვულობაში ძალიან გულწრფელია. ამ ადამიანებს აქვთ დაჟინებული, მგრძნობიარე, ემოციური ხასიათი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ როლს თამაშობენ გრძნობები. ეს ადამიანები მორცხვები არიან, მათი მანერები შეკავებულია, მაგრამ ახალი იდეების მიმართ აღმქმელები და გამჭვრეტელები არიან. ისინი, ჩვეულებრივ, იგებენ _ რა არის კარგი და სწორი, მაგრამ საკუთარი იდეების შეფასებისას, ხანდახან, აჭარბებენ. საკუთარ კარიერაში ანდა საკუთარ საზოგადოებრივ მდგომარეობაში ეს ადამიანი განიცდის აღმაფრენებსა და დაცემას. ეს მომჭირნე, კონსერვატული მარაგის ადამიანები არიან _ დიდსულოვანნი და მხიარული ხასიათით. ისინი მიჯაჭვულნი არიან ოჯახზე და სახლზე. უყვართ სიამოვნება, გართობები და თავგადასავლები; აქვთ ძლიერი წარმოსახვა და კარგი მახსოვრობა. ხანდახან იტანჯებიან მუცლის ტკივილებით, სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემით ანდა ყაზბობით. ისინი მდიდრები არიან, მათი ხასიათი დამოუკიდებელია. ხანდახან შეიძლება გამოხატონ უხეშად, მაგრამ მათი გონება და ფსიქიკური შესაძლებლობები საკმაოდ ნათელია _ უბრალოდ იციან, როდის და ვისთანაა საჭირო შთამაგონებელი ენერგიული გამოხატვები. მათი ხასიათის მარაგი კარგი მასწავლებელის მომასწავებელია, ისინი ფლობენ საკუთარი სიმართლის გრძნობას. შეუძლიათ მსხვერპლად შეწირონ საკუთარი ინტერესები, იმუშაონ სხვების საკეთილდღეოდ. შეუძლიათ დაიტანჯონ გადაქანცვისგან, რომელიც მოგზაურობითაა გამოწვეული.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
22 ივნისი – 22 ივლისი
გადაჭარბებულად მგრძნობიარე, ინტუციური ბუნება. ცხოვრობს უფრო საკუთარ სიზმრებში, ვიდრე რეალურ სამყაროში. უყვარს ნელი, წყნარი ცხოვრების რიტმი. ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან “იმალება საკუთარ ნაჭუჭში”. ხშირად იდენტიფიკაციას ახდენს საყვარელი ფილმების ანდა რომანების გმირებთან, დიდი ხნით ინარჩუნებს ბავშვური გულუბრყვილობის ანაბეჭდს, უყვარს ფანტასტიკა და საერთოდ ყველაფერი უცნაური. მუდმივად ფრთხილობს: თითქო-სდა, ცდილობს, რომ მის მტკივნეულ წერტილებს არ შეეხონ.
ძალიან მიჯაჭვულია ოჯახზე, განსაკუთრებით – დედზე. ეძებს დამცველს, საკუთარი მიბაძვის სახეს, მის მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს. ძლიერ აქვს განვითარებული სილამაზის და ბრწყინვალების გრძნობა. სწამს წარმატების, ბედნიერი მონაპოვრების, ნათელი მომავლის. საკუთარ შესაძლებლობებს რეალიზებას უკეთებს წარმოსახვის სფეროში _ მუსიკაში, ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში. მისი პლანეტის, მთვარის გავლენა იძლევა პუბლიკის მხრიდან აღიარებას _ განსაკუთრებით თუ მთვარე I, X ანდა XII სახლებშია.
კირჩხიბი _ გურმანია; ხშირად ის რესტორნების კარგი მცოდნეა. ცუდად იტანს სამსახურში წარუმატებლობებს, წარუმატებლობისას საკუთარ თავში იკეტება, თუმცა, პრინციპში, დაჯილდოებულია გარშემომყოფების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვების ნიჭით. ჩვეულებრივ, მოწიფულ ასაკში ბედი მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი ხდება. ძალიან წყენიაა და აშინებს დაცინვები.
კირჩხიბი _ ემოციონალური ტიპაჟია, ჯანმრთელობის მგომარეობა მკვეთრად ეცვლება, საჭიროა, თუნდაც წამით გადაუხვიოს ჩვეულ ცხოვრების სტილს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე აისახოს. მას აქვს მრავალი წვრილმანი უსიამოვნება; ხანდახან ამ უსიამოვნებებს უბრალოდ წარმოიდგენს, მაგრამ ეს მასზე ძალიან მოქმედებს. ყველაზე მეტად მდგომარეობას უუარესებს დაღლილობა. კირჩხიბს სჭირდება ხანგრძლივი ძილი: ეს მისთვის _ საუკეთესო თერაპიაა. უყვარს საკუთარი საწოლი, საკუთარი ოთახი, საკუთარი “ნიჟარა”, რომელიც იცავს გარესამყაროს უსიამოვნებებისგან. ფლობს საკუთარ თავში იმ საზრუნავების, უსიამოვნებების და წყენების აკუმლირების თვისებას, რომლებიც გარშემომყოფებს აქვთ: მათ უმსუბუქდებათ მდგომარეობა, ხოლო კირჩხიბი – იწყენს, სევდიანობს (მძიმდება). მას სჭირდება ავადმყოფი და სევდიანი, უენერგიო ადამიანების მორიდება. ელემენტებიდან ნაჩვენებია _ იოდი, რომელიც დამცავი რკინის აქტივიზაციისა და ქსოვილების განახლების შესაძლებლობას იძლევა, ასევე – ფიგურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ნაჩვენებია რძე-მჟავას პროდუქტები. ბალახებიდან _ ბარამბო. ქალი-კირჩხიბის ორსულობამ შესაძლებელია აღადგინოს წონასწორობა. ნაჩვენებია დასვენება ზღვაზე, ჰიდროთერაპია. უკუჩვენებები – ალკოჰოლი და ნებისმიერი სხვა სტიმულატორები.
სტატიის ავტორი: ნინო