ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ლომი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ლომში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ლომების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
23 ივლისის მზე შედის ლომის ზოდიაქალურ ნიშანში. აქ ჩვენ გადავდივართ ჰოროსკოპის მეორე ზონაში _ “სტაბილურობის”, გაფორმების ზონაში, სადაც ყველა ოთხი სტიქია, რომელიც ამ ზონაში იმყოფება _ ლომი, ქალწული, სასწორი და მორიელი _ ვლინდება გაწონასწორებული სახით. აქ ჩვენ ვხდებით ცეცხლის სტიქიას, საკუთარ, მეტ-ნაკლებად, ძლიერ და მკვეთრ გამოვლინებაში. ლომის მთავარი მმართველი მზეა, – ასტროლოგიური სისტემის მთავარი მნათობი. ცეცხლის სტიქია ლომში სტაბილურია და ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ლომის ნიშნის ქვეშ, დაჯილდოებულნი არიან მბრძანებლობის და მმართველობის შეასძლებლობით, ავლენენ რა საუკეთესო და ამაღლებულ თვისებებს. ლომი იყო: ალ. მაკედონელი, – სამყაროს უდიდესი დამპყრობელი და მმართველი, იულიუს ცეზარი, ჰანიბალი, ნაპოლეონი.
ჩვეულებრივ, ლომები ხელისუფლების ფუნქციის მისაღწევად აქტიურ ქმედებას არ ახორციელებენ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ეს ფუნქციები მათ დაბადებინ აქვთ მინიჭებული. ლომები _ ეს სამყაროს მთავარი ბრძანებლები არიან. ამიტომ მაღალი დონის და განვითარებული ლომები არასდროს მიძვრებიან წინ, სხვებს მუჯლუგუნებით გვერდზე არასდროს აგდებენ, ისინი საკუთარ თავებს ყოველთვის მოვლენების ცენტრში შეიგრძნობენ, მუდამ ქვეცნობიერად აქვთ გამოყოფის, განცალკევების, საკუთარი “მე”-ს ჩვენების და, საუკეთესო შემთხვევაში, შემოქმედებითად გამოვლენის ტენდენცია; ისინი გარშემო ავრცელებენ მზის ნათებას და, ჩვეულებრივ, მოქმედებენ შუამავლების, დამხმარეების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მათი მზისეული ბუნებისკენ მიიზიდებიან. ლომები _ ეს უკვე არა მეომრები (როგორც ვერძები), არამედ უკვე ხელისუფლები, მეფეები, მმართველები არიან. ლომების უმრავლესობაში ვპოულობთ ძალიან ბევრ სერიოზულ და ცნობილ მმართველს. ლომების უმრავლესობა ძალიან ნიჭიერია და შემოქმედებითი შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული, რადგანაც ეს ძალიან შემოქმედებითი ნიშანია. ისინი, თუ აღწევენ მაღალ მდგომარებას, საუკეთესო შემთხვევაში, დიდსულოვნები და გულწრფელები არიან, და საკუთარი, საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებით გულუხვად აჯილდოებენ ყველას, ვინც კი მათ შეეხება. საუკეთესო შემთხვევაში ლომებისთვის არ არის დამახასიათებელი სიძუნწე, – მაშინაც კი როცა ქურდობენ, ამ ნაქურდალს ვინმეს აუცილებლად უყოფენ.
მხატვარ-ლომებს შორის იყო _ ტიციანი, მსახიობებში _ მარლონ ბრანდო, რუსულ კინოში _ ოლეგ ტაბაკოვი. აი, ნამდვილად პოზების ადამიანი, სიცილი, რომელიც ყველას ასნებოვნებს, და, მეორე მხრივ, წამსვე შეუძლია ცრემლის გადმოგდება და იგივეს გამოიწვევს სხვებშიც. მაგნატი _ ფორდი _ ასევე ლომი. “ხელისუფლების მქონეთა” შორის ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის დროს ფარულად მართავდა ქვეყანას.
მაღალ განვითარებულ ლომებში ვპოულობთ ისეთ თვისებს, როგორიცაა: ღირსება, ისინი არასდროს აღმართავენ ხელს დამარცხებულ მტერზე. საერთოდ, ლომები ყოველთვის ისწრაფვიან ქმედებისკენ, მაგრამ საკუთარ სწრაფვას ხილულად არ ამჟღავნებენ, ისინი, თითქოს-და, უხერხულობენ დაბადებიდან თანდაყოლილი ძალაუფლებისკენ სწრაფვის გამო. თუმცა-ღა, სულის სიღრმეში ძალიან პატივმოყვარენი და ამაყები არიან, ეს პატივმოყვარეობა და სიამაყე გარეთ ვლინდება მხოლოდ დაბალ განვითარებულ ლომებში. ცუდ შემთხევაში ეს თვისებები განდიდების მანიამდე მიდის.
ასე რომ, მაღალი დონის ლომი _ კეთილშობილი პიროვნებაა, ხოლო დაბალი დონის ლომში _ პატივმოყვრული, საკუთარი თავის სიყვარულია, შურიანი ადამიანია. ხატოვნად რომ ვთქვათ, მაღალ განვითარებული ლომი _ ლომის საუკეთესო თვისებებია, ცხოველთა მეფის თვისებებია, ხოლო დაბალი დონის ლომი _ ყველაზე უარესი კატის თვისებებითაა დაჯილდოებული. დაბალი განვითარების ლომი _ ეს “კუდამოძუებული კატაა”. ლომები ძალიან იტანჯებიან, როცა მათ ვერ ამჩნევენ, იმიტომ, რომ მათ მიმართ ყურადღების გამომხატველი ნიშნები, მათი კვების მთავარი წყაროა, ისინი იკვებებიან თაყვანისცემით, რომელიც გარშემომყოფებიდან მოდის. მაგრამ თუ მათ ვერ ამჩევენ, მაშინ, დაბალი განვითარების ლომში, ეს, ხშირად, შურისძიების გრძნობას შობს. აქვე, დაბალი განვითარების ლომი წამოეგება ხოლმე ლაქუცზე, მათი გულის მოგება და მოტყუება ადვილია.
ლომებს ყოველთვის სწყურიათ დიადი ქმედებები, ეს – ძალიან ფართე, გულუხვი სულის ადამიანები არიან. თუ ცხოვრება შესაძლებლობას არ აძლევს გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ფართე სული, მაშინ უნვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ტიპიური ლომები ფლობენ შეუდარებელ, მყარ ჯანმრთელობას, ეს მსხვილი აღნაგობის ადამიანები არიან, სახის მსხვილი, მკვეთრი ნაკვთებითა და ფიგურით, რომელთაგანაც მოდის მნიშვნელოვნების შეგრძნება. ლომები ფლობენ ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ კარკასს, ძალიან ძლიერ ენერგეტიკას, ამიტომაც პრაქტიკოს ექსტრასენსებს შორის ასევე ძალიან ბევრ ლომს ვხდებით. ლომების შემოქმედება ყოველთვის განსხვავდება სიკაშკაშით, ფუფუნებით და რაღაცნაირი ბობოქარი შემოქმედებითი გამოვლინებით.
თუ ვისაუბრებთ ლომის მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებზე, ეს ესპანეთია. ლომის პრობლემები _ საკუთარ თავში მზის დაბალი თვისებების დათრგუნვა, მაგალითად, პატივმოყვარეობა და შინაგანი ენერგიის მართვა. საქმე იმაშია, რომ ლომს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. ლომის ნიშნის ფორმირებაში საკუთარი ვიბრაციები შეაქვს პლანეტა პლუტონს და, წარმოიდგინეთ, თუ როგორ შეუძლია პლუტონისეულ შტრიხებს ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანში განსხეულება. ამიტომაც ენერგეტიკასთან მიმართებაში ლომს სჭირდება ძალიან ფაქიზი მუშაობა, ცხოვრებაში საკუთრი გარემოს მეშვეობით საკუთარი იდეების ძალიან ფაქიზად გატარება-განხორციელება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა _ აღმქმელობის ილუზორულობა. უკვე ითქვა, რომ ლომები ადვილად ექვემდებარებიან პირმოთნეობას, ლაქუცს. სადღაც, ღრმად, ქვეცნობიერში (ლომში ნეპტუნი ვარდნაშია) ლომებს ხანდახან ბურუსი აქვთ, – ის, რასაც ინდუსები უწოდებენ “მაია”-ს (ილუზიას), – ამიტომაც ამ ქვეცნობიერი ბურუსისგან გათავისუფლება და საკუთარ შინაგან სამყაროში ზუსტი სტრუქტურის ჩამოყალიბება ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ამოცანაა ლომისთვის.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ნატურალური (ბუნებრივი) ლომი
გაფორმების მთელი ზონისთვის დამახასიათებელია ნიშნის მიერ საკუთარი სტიქიის გაცნობიერება, განსაზღვრული სიამაყე და მასზე პასუხისგებლობა. აქ სტიქიები პოულობენ საკუთარ, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულ გამოხატულებას.
ადამიანი ლომი
ვერძისგან განსხვავებით, ლომი (მუდმივი ჯვარი) ფლობს მყარ (მუდმივ) ენერგეტიკულ დინებას (არხს) და აცნობიერებს საკუთარ (უფრო სწორია, თავის) ძალას, ენერგიას და ძალაუფლებას ადამიანებსა და გარემოებებზე. თუ ვერძი სტიქიური ენთუზიაზისტია, მაშინ დაბალი ოქტავის ლომი _ ეს მბრძანებელია, დიქტატორია, ხოლო მაღალი ოქტავის ლომი _ ცნობიერი და ნებელობითი დინების პასუხისმგებლობიანი შემსრულებელია. მოიზრება, რომ დაბალი ოქტავის ვერძიც და დაბალი ოქტავის ლომიც საკუთარი არხების მარიონეტები არიან, მაგრამ არხები მათ სხვადასხვანაირად ექცევა. თუ დაუმორჩილებელ (ხშირად გამგონესაც კი), სპონტანურ ვერძს ეგრეგორი ხისტად ართმევს ძალებს (ანუ არხის გამორთვა ხდება), ლომის შემთხვევაში ეს უკვე უკიდურესი ზომაა. დაუმორჩილებელ (გაუგონარ) ლომს არხი სჯის ხასიათის ცვლილებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და დაბრკოლებების მეშვეობით, რომელიც უფრო მძიმე ხდება, მაგრამ არხი მაინც დიდი ხნის მანძილზე არ გამოირთვება.
დაბალი ოქტავის ლომი საკუთარ ძალას აცნობიერებს და ამით საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის სარგებლობს. რაც უფრო დაბალია ლომის ევოლუციის დონე, მით უფრო გაბერილია მისი ეგო, ხანდახან ისეთ დონემდე აღწევს, რომ სურვილი გიჩდება ზოოპარკში ხალხს აჩვენო. ამავდროს ცეცხლოვანი სტიქიის საერთო კეთილშობილება აისახება დაბალი ოქტავის ლომზეც. ის არ დაიწყებს სადისტურად სიამოვნების მიღებას საკუთარი მსხვერპლის წვალებით (უბრალოდ ერთი ძლიერი დარტყმით მოკლავს); ხშირად (განსაკუთრებით თუ ლომს მოელაქუცებით) მაღალ გამოვლინებებზე განსაზღვრული პაროდიები წარმოიშობა, – თავისებური (თავის დონეზე) დიდსულოვნება და ა.შ.
ლომების უდიდესი პრობლემა დაკავშირებულია მის ენერგეტიკულ არხებთან. თუმცა-ღა, ის მუდმივია, მაგრამ არ აქვს ისეთი დამაყრუებელი ძალა, რომელიც ვერძის ამაღლებული პერიოდებისას ვლინდება და ამიტომაც ლომი საკუთარი თავის გარეშეთა მხრიდან (როგორც არხის მეგზურის) შეფასებას საჭიროებს. ვერძი ამაზე მაღლა დგას: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ არხი მივიდეს, და როგორია მისი, ვერძის როლი, მისთვის მნიშვნელოვანი არაა; ვერძი, ასეთი სახით, ატარებს იდეას, ხოლო ლომი საკუთარ თავს _ იდეაში. უკანასკნელი გარემოებანი ლომს გადაჭარბებულად დაუცველს ხდის; ის საკუთარი პიროვნების უცხოთა მიერ შეფასებაზე დამოკიდებული ხდება; მაგრამ, სამაგიეროდ, ეძლევა ზოგიერთი შესაძლებლობა, რათა ცნობიერად მართოს არხები, რაც მას ვერძზე (რომელიც დაბალ ოქტავაზე სრულიად ექვემდებარება არხებს) უფრო მოქნილს და გარშემომყოფებისადმი უფრო ყურადღებიანს ხდის. სხვა მხრივ, ლომი (მუდმივი ჯვარი) მეტად ჯიუტია, ვიდრე ვერძი, – თუ მის ქმედებას უფრო შუალედურ დროში ავიღებთ.
გააცნობიერებს რა (საკუთარი გაგების დონით) საკუთარ ენერგეტიკულ არხს, საკუთარ ენერგეტიკულ იდეას, ანუ საქმიანობის მიმართულებას, – ეჯაჭვება მას; ვერძს კი რეგულარულად ერთმევა არხი და დეპრესიისას (კარდინალური ნიშანი) ადვილად ახერხებს ერთი არხის მეორეთი შეცვლას, საქმიანობის სახის გარდაქმნას, ხოლო ასე თავისი მთავარი ენერგეტიკული იდეის შეცვლას.
ლომი _ ბუნებით ლიდერია. საკუთარი, მუდმივი ენერგეტიკული არხის დახმარებით, საიმედოდ იკავებს საკუთარი მიმდევრების ჯგუფს, მოსწავლეებს ანდა დაქვემდებარებულ მონებს და – მათგან განსაზღვრული დოზით აღფრთოვანების, თაყვანისცემის, შეძახილებისა და მორჩილების მიღებით – ბედნიერი ხდება და იქცევა საკმაოდ კეთილშობილურად და, ხანდახან, რაინდულადაც კი. თუ მაინც და მაინც, სიტუაცია გართულდება და კონტროლიდან გამოვა, ლომი ცდილობს ზეწოლის გაძლიერებას (თავიდან გამოსცემს მრისხანე ხმებს), და აქვე, ადამიანთა სიყვარული, და, ასე თუ ისე, მცირე დოზით მაინც, უკვე (ჯერ საუბარია დაბალ და საშუალო ოქტავის ლომებზე) შექმნილი წარმოდგენა სრულიად ქრება და ვლინდება ჩვეულებრივი ამაყი სახეობა და გადადის ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში. რამეთუ, თუ ვერძისთვის ენერგეტიკული არხის ჩამორთევა დეპრესიის მიზეზია, რაიმე აზრით, ბუნებრივი (თუმცა-ღა, ნაკლებსასიამოვნო) მდგომარეობაა, ლომისთვის, – რომელსაც ცხოვრება გათვლილი აქვს ენერგეტიკულ არხებში, – ამ უკანასკნელის ჩამორთმევა კატასტროფის ტოლფასია, სიცოცხლეშივე ეს სიკვდილია (ზუსტად ამიტომაც, ენერგეტიკული არხებისთვის ბრძოლისას, ლომი ასეთი შეუბრალებელი ხდება). ლომისთვის ენერგეტიკულ არხში უკუჩართვა, პრინციპში, შესაძლებელია, მაგრამ უცბად არ ხდება, არამედ ძალიან დიდი შრომით, სირთულით და მთავარია ის, რომ სულაც არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, ხოლო გადატეხილი ლომი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ფსიქიკურ დონეზე მიყენებული დიდი იარით დარჩება.
ლომის ეგოიზმი ძლიერ განსხვავდება ვერძის ეგოიზმისგან. თუ ვერძი (არხში) ვერ ხედავს საერთოდ ვერაფერს, მაშინ ლომი ვერ ხედავს ვერაფერს, გარდა არხისა – და ამაშია დიდი განსხვავება. ვერძი ინსტიქტური, სტიქიური ეგოისტია _ ის უნდა მიიღო ყველაფრით (რაც მისგან მოდის), ანდა – უარყო. ლომი კი ცნობიერად თვლის, რომ მთელი სამყარო უნდა დაემორჩილოს მის ენერგეტიკულ იდეას, და ვისაც არ უნდა, ის სულელია ანდა მტერი, და მისთვის მით უფრო უარესია _ და ეს არაა სტიქიური შეგრძნება, არამედ ცხოვრებისეული პოზიციაა, რომლის შერბილებაც (აღარ ვსაუბრობთ უკვე: გადახედვაზე) ლომისთვის ძალიან რთულია. მართალია, ლომი კრიტიკას ისმენს, მაგრამ არანაირად არ რეაგირებს, – ვერძისგან გასხვავებით, რომელიც საერთოდ არ ისმენს მას.
მზის მმართველობა ლომს აძლევს იმის შეგრძნებას, რომ მისი პირადი ნება -უშუალოდ ღვთის ნებაა; აქედან მოდის მისი ფანტასტიკური თავდაჯერებულობა ნებისმიერ ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებაში: საკუთარი შეცდომების აღიარება ლომისთვის ნიშნავს, რომ დაეჭვდეს საკუთარ უცოდველობაში ანდა არსებობაშიც კი. მხოლოდ ერთია, რეალურად, მზე ანსახიერებს არა აბსოლუტს, არამედ ადამიანის _ მოცემულ მომენტში _ მამოძრავებელ ეგრეგორს, და მზის მეუფება ლომში ნიშნავს, რომ ლომი ახდენს ადამიანისთვის განსაზღვრული იმპერატიული ქმედების პროგრამის ტრანსლირებას _ როგორც შესაბამისი პირადი ნების იმპულსის სუბიექტურ განცდას. ლომს ასეთი სახით სჭირდება გარკვევა,- სად მოქმედებს მისი მაღალი კარმული ეგრეგორი და სად მიმდინარე ეგრეგორი, და სად არის მისი საკუთარი დაბალი “მე”-ს ნება _ ამოცანა; როგორც ჩანს, არც ისე მარტივია, განსაკუთრებით, თუ წყლის ნიშანში ცოტა პლანეტაა თავმოყრილი და ლომი მართავს დღის სახლს.
ურანის ტყვეობა ზღუდავს ლომის ორიგინალურობას, ის ფარულ ფორმებში გადაჰყავს. ლომი მაინც პრაქტიკოსია, და ამავდროს – ლიდერი, მას რეალობაზე მორგება და მასთან შეგუება უწევს და, სხვათაშორის, თანმიმდევრულობის დონით. ამავდროს, ფაქიზი სამყაროდან მომდინარე ყველა არხის კანონს წარმოადგენს შემოქმედება, და, ნაწილობრივ, ორიგინალურობა და სიახლე, რისკენაც ლომი ინსტიქტურად ისწრაფვის და, რაც, საბოლოო ჯამში, ასე ცუდად გამოსდის. უმაღლესი პლანეტების ტყვეობის დამუშავებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება.
სატურნის ტყვეობა ლომს აძლევს განსაზღვრულ შინაგან სიმკაცრეს, ხოლო დაზიანებისას _ გასასტიკებას, სატურნი (შინაგანი) ლომს საკუთარ ენერგეტიკულ არხებზე, იდეაზე აფიქსირებს, ერთის მხრივ, აძლევს სიმყარეს, ხოლო, მეორე მხრივ _ ართმევს პლასტიურობას (მოქნილობას, ელასტიურობას). შედეგად – ლომი, ეჯახება რა სინამდვილეს, იღებს არსებით ჭრილობებს მყარი ზოდიაქალური ნიშნებისგან (რომელიც მას _ თავის დაბალ ოქტავაში _ სძულს): მორიელი – მწარედ კბენს, კურო – თელავს, მერწყული – მოულოდნელად ცელავს და ა.შ. ეს ჭრილობები ზუსტად სატურნის გაკვეთილებია, რომელიც ლომს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების გააზრებისა და საკუთარი იდეისკენ აბრუნებს. კარგი დამუშავებისას (მოცემულ შემთხვევაში, იშვიათად ხდება 40 წლამდე, ანუ ტრანზიტული ურანის რადიკალურ ურანთან ოპოზიციისას) ლომი აცნობიერებს საკუთარ ნებას, როგორც მისი მამოძრავებელი ეგრეგორის გარდატეხილ ნებას და სამყაროში საკუთარ ადგილს პოულობს; მხოლოდ ერთია, ლომი თავისი სისასტიკით, თვითაზრითა და ცნობიერად საკუთარი თავის სიყვარულით ძალიან რთულად ითვისებს მაღალი კოსმიური ნების წინაშე მოკრძალებულობისა და თვინიერების პრინციპს. სამაგიეროდ, თუ მას ეს გამოუვა, მისგან ჭეშმარიტი სულის გენერალი დადგება, პრაქტიკლად – სულიერი წინამძღოლი. თუ მაინც, სატურნის გაკვეთილები გვერდს აუქცევს, ლომს ან ართმევენ არხს (სამუდამოდ, ანუ შემდეგ განსხეულებამდე-რეინკარნაციამდე), ხვდება დაბალი ოქტავის საუფლოში (ენერგიის უქონლობა, დეპრესია და ყრუ სასოწარკვეთა) ანდა კრისტალიზდება, ვარდება ხისტი ეგრეგორის მკვდარ არხში, და ხდება ამა თუ იმ არსის (სექტის, დაჯგუფების) დიქტატორი, რომელსაც ადამიანებზე და გარემოებებზე განსაზღვრული ძალაუფლება აქვს და სრულიად მოკლებულია ნების და შემოქმედების თავისუფლებას.
პლუტონის კულმინაცია (ეგზალტაცია) ლომში – სამყაროს განვითარების დინამიკაში ლომის მაღალი, პრაქტიკული ხელისუფლების პრინციპის სიმბოლიზებას ახდენს.
პლუტონის ეს მდებარეობა, საშუალო განვითარების ლომს, სამყაროზე კონკრეტულ-პრაქტიკული ძალაუფლების წყურვილს უჩენს, იმ იდეასთან შესატყვისობაში მისი თავიდან ფეხებამდე გადაწყობის (იმ სიმძლავრის მიხედვით, რომელიც მოცემული ლომის გაგებისთვისაა დასაშვები) მიზნით, რომლის ტრანსლირებსაც ახდენს. ასეთი სახით, მაღალი ოქტავის ლომი _ ეს სამყაროს პრაქტიკული მბრძანებელია, რომელიც ახორციელებს და მართავს; და ყველაფერი _ მისი გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ყველაზე ღრმა სახეებიც კი _ ევოლუციური განვითარების ამოცანებთანაა შესაბამისობაში.
დაუმუშავებელი სახით, პლუტონის კულმინაცია (ეგზალტაცია) ლომს სხვის სულში შეღწევის ცრუ გრძნობასა და პრაქტიკული ძალაუფლების (ანუ გარეგან სამყაროზე ძალაუფლების) კომპლექსს აძლევს.
თუ პრაქტიკული ძალაუფლება არაა, მაშინ მას ძალიან უნდა, ხოლო თუ არის, მაშინ ლომის ცნობიერებაში მისი ზომები ძლიერ გადაჭარბებულია. უჭირს იმის დაჯერება, რომ ადმინისტრაცია და რეალიზებული ძალაუფლება – ეს ერთი და იგივე არაა.
მერკურის ვარდნა ლომის სისულელის, უგუნურების სიმბოლიზებას კი არ ახდენს, არამედ იმ უნაყოფოდ ტვინის ჭყლეტის უგულებელყოფას, რომელიც ენერგეტიკული არხის გარეთაა ნაწარმოები. ენერგეტიკულ არხს საკუთარი ლოგიკა აქვს, რომელსაც თავს ახვევს ლომს და, რომელიც _ ლომი ინსტიქტურად (და სწორად) გრძნობს, _ არ შეიძლება შეიცვალოს ჩვეულებრივი ადამიანური (მერკურიანული) ლოგიკით. მითუმეტეს, საკუთარი ქმედებისთვის გონების თვალის მიდევნება ყველა ნიშნისთვისაა აუცილებელი და მათ შორის ლომისთვისაც, ხოლო ის (ლომი) _ პლუტონის ცუდი დამუშავებისას და თან სიყმაწვილეში _ მიდრეკილია დაეყრდნოს არა გონებას (და არც ინტუციას), არამედ, უფრო ხშირად საკუთარ სწრაფვას, ანუ ენერგეტიკულ არხს, რომელმაც, – რეალობისგან მოწყვეტისას, – შესაძლებელია ძალიან შორს გაიტაცოს. გარდა ამისა, მერკურის ვარდნა ლომს აძლევს სამყაროსთან წმინდა მენტალურ-ინფორმაციული კონტაქტის სირთულეებს: ინფორმაციას, – ენერგეტიკული შესაბამისობის გარეშე, – ვერ აღიქვამს, ხოლო კონტაქტებისას, ხშირად, ძალიან ძლიერ წნეხს აკეთებს; სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან ლომი თავს ცუდად გრძნობს. მერკურიანული პრობლემების დეტალური დამუშავებისას (რაც ძალიან რთულია), ლომი შესაძლებლობას იღებს ფაქიზად, მენტალურად მართოს საკუთარი არხები და ეუფლება მენტალური და ენერგეტიკული გეგმების სინთეზის გაკეთების საშუალებას, მისი უარყოფისას კი – იღებს არაენერგეტიკული (ხშირად მენტალური) ინფორმაციისა და კონტაქტების ცუდ აღმქმელობას და მოქცევის უუნარობას.
ლომის სიტუაცია, მონაწილეების მიერ, იმპერატიულად აღიქმება, რომელიც ძლიერ ენერგეტიკულ წნეხს ფლობს და ითხოვს ენერგეტიკულ, პრაქტიკულ ქმედებებს. ჰარმონიულ ვარიანტში ეს შეიძლება იყოს (მზისეული ვარიანტი) პუბლიკის აღტაცებული (აღფრთოვანებული) ზეიმი, რომელიც საკუთარი ფავორიტისთვის გაიმართა. აქ, ენერგეტიკული არხი არტისტზე (ლომზე) ახდენს ფოკუსირებას, შემდეგ გამოდის (გამოსხივდება) რა მისგან, იფანტება აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებზე, ხოლო მათგან უკუგებითი არხით (ნაკადით) უბრუნდება; მაყურებელი კი – არხისგან იმუხტება, რომელსაც სუბიექტურად, როგორც სიყვარულისა და აღფრთოვანების გრძნობას ისე განიცდის (პრაქტიკულად საკუთარ თავს გამოხატავს აპლოდისმენტებში, ოვაციებში), _ ცდილობს დაეუფლოს საკუთარი კერპის ტანსაცმლის ნაწილს ანდა ავტომობილს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, ექსტაზში ვარდება და ლომს მცირე ნაწილებად “ხევენ”.
ლომის სიტუაციის სხვა, კლასიკური (პლუტონისეული) ვარიატი _ ეს ბრძოლის ველია გენერლის თვალთახედვის წერტილიდან, რომელიც ხელმძღვანელობს ბრძოლას: ანაწილებს პოლკს, შთააგონებს ჯარისკაცებს, განსაზღვრავს დანაყოფების მოქმედებების თანმიმდევრულობას, ცდილობს გადააჭარბოს (და გამოიცნოს) მოწინააღმდეგის ქმედებებს და ა.შ. აქ ადამიანები აღიქმება როგორც პაიკები და მეფობს პირქუში ენერგეტიკული არხის ლოგიკა და ეთიკა, რომელიც ხასიათდება ცნობილი აფორიზმით: “ომში, როგორც ომში”.
დაბალი ოქტავის ლომის სიტუაციის შერეული, მზისეულ-პლუტონისეული ვარიანტი _ ეს დიქტატურაა, რომელიც ეყრდნობა შეიარაღებულ ძალას და, გლობალური მასშტაბით, სიმშვიდე – შეუძლებელია; ეს იქნება კაცობრიობის სულიერი წინააღმდეგობა _ საშინელი სურათის – “საშინელი სამჯავროს” ელემენტებით.
ნებისმიერ ნიშანში მზე ამ ნიშნის პროგრამას ყოველთვის დაძაბულს ხდის, ხოლო თავის ნიშანში ყოფნისას _ აორმაგებს დაძაბულობას. მზისეულ ლომს საქმე აქვს ხისტ, მკაცრ ენერგეტიკულ არხებთან, რომელსაც გარესამყაროზე (და თავად ლომზე) დიდი ძალაუფლება აქვს და ამიტომ ძალიან ზუსტ ქმედებებს ითხოვს; შეცდომების საფასური უდიდესია და ხილული სახით – მატერიალურია. მზე ხაზს უსვამს ლომის ლიდერულ თვისებებს და მისი ნების ღვთაებრივი წარმომავლობის შეგძნებას. ეს რაღაც დოზით ასეცაა; მხოლოდ ერთია, ასეთი შეგრძნების ქონისას, ძალიან რთულია ამ ღვთაებრივ ნებაზე საკუთარი ქვეცნობიერი დაბალი პროგრამების ზოგიერთი გავლენის დაშვება; უფრო რთულია ლომისთვის, რომელიც არაა დაჯილდოვებული (გამონაკლისია მაღალი დონის ტიპაჟი) განსაკუთრებული ემპათიით* და ფსიქოლოგიური შესაძლებლობებით, ასევე, არ აქვს თვითანალიზისკენ და ინტროსპექციისკენ** მიდრეკილება, არ შეუძლია საკუთარ ქვეცნობიერში გაერკვევა და მაღალი პროგრამები დაბალისგან გამოყოფა _ ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არაა არსებითი და საჭიროა დაკავდეს საქმით (მისი გაგებით), ანუ გარეგნული სამყაროთი. მითუმეტეს, თუ ქვეცნობიერი სადავეებს ხელთ იღებს და თუ მზისეული ლომი საკუთარ სულში არ ახორციელებს რეგულარულ ასენიზაციურ*** კამპანიას, მაშინ, ის თანდათანობით განიცდის დეგრადაციას და მასში შეუმჩნევლად (თავად მისთვის) ხდება წამყვანი ეგრეგორის უფრო მეტად კრისტალიზებულითა და პრიმიტულით შეცვლა. ლომი ხდება უხეში დესპოტი და კავშირს კარგავს რეალობასთან და პირველსაწყის იდეასთან.
* ემპათია (შთაგრძნობა) სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი. Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – 2010 – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
**ინტროსპექცია L. < introspecto”ვიხედები შიგნით” ფსიქ. ადამიანის მიერ უშუალოდ თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება; თვითდაკვირვება. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
***ასენიზაცია Fr. Assainissement “გაჯანსაღება”სიბინძურის გატანის ღონისძიებათა სისტემა; რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ეს მზისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობაა, რადგანაც მზე საკუთარი მმართველობის ნიშანში იმყოფება და ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს აძლევს: ჯანსაღ პატივმოყვარეობას, ცენტრში და სათავეში ყოფნისკენ სწრაფებას, კეთილშობილებას, საკუთარი ღირსების გრძნობას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, ოპტიმიზმს, დიდსულოვნებას, ენთუზიაზმს, გულისხმიერებას, მუდმივობას, სითბოს, კეთილშობილებას, პატიოსნებას, გულწრფელობას, ერთგულებას, გატაცებულობას, ძალას, ენერგიას, ძალაუფლებას, ნებისყოფას, სიმამაცეს; ორატორის, ხელმძღვანელის შესაძლებლობებს; მმართველობის, ბრძანებლობის, ბრძანებების გაცემის, ასევე, პატიების უნარს. სცენის, სპორტის, ხელოვნების, სწავლების, განათლების სიყვარულს.
თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება: სახელის მაძიებლობა, თავქარიანობა; თვალებში ნაცრის შეყრისკენ, გარეგანი ბრწყინვალებისკენ, პოზიორობისკენ (“პაკაზუხობისკენ”) მისწრაფება; შურიანობა, მცირედმორწმუნეობა, იდეალიზმი, თვითნებობა, თავნებობა, ვერაგობა, გამცემლობა, ძალაუფლებიანობა; ბრძანებელობის, ბრძანებების გაცემის სურვილი; დესპოტიზმი, ავანტიურიზმი, თვითაზრი, აპილპილება, მაგრამ მალე უვლის, დემონსტრაციულობა, გაბღენძილობა, მაღალფარდოვანება, სიამაყე, ქედმაღლობა, ამპარტავნება, ყოყოჩობა, თვითრწმენა (თავდაჯერებულობა), დიქტატი, გადაჭარბებული, არასაჭირო პირდაპირობა, სწორხაზოვნობა.
იმისთვის, რომ დაიმსახუროთ ლომის კეთილგანწყობა, საჭიროა გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში მოაქციოთ. ლომის მოშორება შეიძლება _ შეეხეთ მის სიამაყეს.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
თუ ადამიანის ჰოროსკოპში მზე ლომის ნიშანშია, მაშინ ეს ადამიანი _ თვითშეცნობის განსახიერებაა. ლომები ყოველთვის ტახტზე არიან, მაშინაც კი – თუ მეწაღედ მუშაობენ. თავებს ყოველთვის ყურადღების ცენტრში გრძნობენ, მაშინაც კი – თუ ეს ასე არაა. მათ შორის ყველაზე მორცხვებიც კი თვლიან, რომ დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. ისინი ამაყები, ძლიერნი, წყნარები არიან, მაშინაც კი – თუ დაურწმუნებლობას განიცდიან.
ითხოვენ ყურადღებას, – ყველამ მათ უნდა მოუსმინოს. უყვართ პატივი, რასაც, ხანდახან, მდიდრული მასპინძლობით ყიდულობენ. ყოველთვის გულუხვები არიან, მაგრამ საკუთარ თავებს არ ივიწყებენ. მათი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს იმდენად აჰიპნოზებს, რომ მათი საქმე, თითქოს-და, თავისთავად მიედინება. ყოველთვის უნდა იყოს ვინმე, ვინც მათ გააღმერთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება და შეიძლება განვითარდეს გამკაცრება (თუმცა-ღა, არ აჩვენებენ).
ფლობენ არაჩვეულებრივ გამომგონებლურ უნარს, ძალას, გაბედულობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას, მეფურობას, ორგანიზატორულ ნიჭს, თავისუფლებისმოყვარეობას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფებას. ლომის დაბმა არ შეიძლება, უკეთესია თუ არც ეცდებით _ დიდი ხმაური იქნება, ექვემდებარებიან მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებით. მათი თავისუფლებისმოყვაროება უსაზღვროა. ქედმაღლები, მაგრამ ეს მათთვის ბუნებრივია. ყოველდღიური საზრუნავები მათთვის ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ საკუთარ ქცევებზე სიამოვნებით აგებენ პასუხს, საკუთარ თავზე იღებენ პასუხისგებლობას და გასცემენ ბრძანებებს. გულუხვები არიან, შეუძლიათ დაცვა. საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ, მათგან “ასხივებს” არაჩვეულებრივი ავტორიტეტი, შეუძლიათ შთაბეჭდილების შექმნა, სიტყვა და მიმიკები უსაზღვროა, მათთან კამათი რთულია, რადგანაც მუდამ “მართლები” არიან. მცდარი აზრის წამიერად შეცვლაში სიამაყე უშლით ხელს, – მისი შეცვლა მოგვიანებით შეუძლიათ, მაგრამ ისე, თითქოს, ეს საკუთარი ნებით ისურვეს და არა ვინმეს გავლენით.
მამაცები, უყვართ ცხოვრებით ტკბობა, მუშაობა არ უყვართ, მაგრამ მათი სიზარმაცეც დიდებულია. მკვეთრად გამოხატული სიამაყე, – წყენებს პატიობენ, მაგრამ არ ივიწყებენ. კრიტიკას ვერ იტანენ, მაგრამ ფლობენ იუმორის გრძნობას. ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ მაინც, აუცილებლად იკავებენ მაღალ მდგომარეობას. პროფესიის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ ისეთს, სადაც შეიძლება ხელმძღვანელობა (ფლობენ ორგანიზატორულ ნიჭს და შეუძლიათ სხვებს მუშაობა აიძულონ). სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია რუდუნებით (ჩაკირკიტებით) მუშაობასთან, – მათთვის არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დასჭირდებათ ადიუტანტი. მოლაპარაკებებზე დიდსულოვნები და გულუხვები არიან, წვრილმანებში თმობენ.
ქვემდგომებთან გულუხვები არიან, სამსახურში ადვილად მიიწევენ წინ, ხელმძღვანელების წინაშე მონურ ერთგულებას არ ავლენენ, თავი თანასწორად უჭირავთ და, ხანდახან, იმაზეც მიანიშნებენ, რომ თავად უფრო მაღალ საფეხურზე დგანან. პატივმოყვარები არიან, თუმცა-ღა, ეს დაკავშირებულია საქმესთან და არა თანამდებობასთან. უყვართ პუბლიკა, ბრწყინვალება და ამის ყველაზე უკეთ გაკეთება შეუძლიათ. მათთვის მზის ქვეშ ადგილის ჩამორთმევა არ შეიძლება, გალიაში არ გაჩერდებიან, პირველივე შესაძლებლობისას თავს დაესხმევიან მას, ვინც გალიაში დაამწყვდია.
მათთვის დიდი უფლებამოსილებების მიცემა საჭირო არაა, რადგანაც ბოლომდე აუცილებლად გამოიყენებენ; უყვართ გადაწყვეტილებების მიღება, არ ნანობენ ჩადენილზე. მათი სისუსტე _ ვადები, პუნქტუალობა; საათობრივ მუშაობას, – ანუ ტექნიკურ ინსტრუმენტად ყოფნას, – სირცხვილად თვლიან. მათ მრავალი მტერი ჰყავთ. უყვართ, როცა ელიან.
სიყვარულში სწრაფად ინთებიან, სიტყვებიდან საქმეზე სწრაფად გადადიან, საყვარელ ადამიანს ცეცხლოვნად ევლებიან თავს, მაგრამ თუ წამსვე არ აღიარებს და თაყვანს არ სცემს, აღარ მოსწონთ, რადგანაც უარის შემთხვევაში, მათი სიამაყე ზიანდება. დიდი ვნების დროს, საკუთარი თავის სიყვარულს ინარჩუნებენ; ძალიან მგრძნობიარენი არიან სიყვარულში, კვებაში, სასმელში, უყვართ სილამაზე, ბრწყინვალება; პარტნიორი აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი გარეგნობის. ქორწინებაში ითხოვენ უსიტყვო მორჩილებას, არ გამოირჩევიან ერთგულებით: ოჯახი – ბავშვებია, ხოლო ნადირობა – ნადირობაა. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ ვინმე სხვა მტაცებელი შეაღწევს მის ოჯახში! ბავშვებს არ ანებივრებენ.
საფრთხეები: საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება; შებღალული ღირსების გრძნობა; მტრების დროულად შემჩნევის უუნარობა; ამპარტავნება; გარშემო იკრებენ ფარისევლებსა და მაამებლებს, რომლებიც ლომის ხარჯზე პარაზიტობენ; სიამოვნების, ძალაუფლების წყურვილი; მოუთმენლობა, ქედმაღლობა, თავმოყვარეობა; ძალიან მიმდობნი არიან.
სხეულის ბრწყინვალე აგებულობა აქვთ, დაავადებების მიმართ ამტანები არიან, მათთვის დამახასიათებელია გულის დაავადებები. ხშირად ეს დაავადებები და ავადმყოფობები დაკავშირებულია სისხლთან და გადაჭარბების შედეგად წარმოიშობა – მოქმედებს საყლაპავზე და გამომყოფ სისტემაზე ანუ ექსკრეტორულ სისტემაზე.
ადამიანი ამაყი და უკიდურესად ინდივიდუალურია, ის ისწრაფვის იყოს გამოჩენილი პიროვნება, საკუთარ თავს შესაძლებლობების ზღვარზე ავლენს, აღწევს აღიარებას და მაღალ შეფასებას იმაში, რაც გააკეთა. მისთვის აუტანელია თავად აზრი იმის შესახებ, რომ იყოს უკანასკნელი რიგში ანდა შეასრულოს სხვისი მითითებები და ბრძანებები, ანდა უბრალოდ იყოს რიგითი თანამშრომელი. სჭირდება: საკუთარი პიროვნების კვალის დატოვება ყველაფერზე, რასაც აკეთებს; ცხოვრებაში საკუთარი გზით სვლა; ბრწყინვალებ;, საკუთარი თავი შემოქმედებითად გამოვლენა და გემზე კაპიტნად ყოფნა.
მისი ოცნებები მასშტაბურია და ამის განხორციელებაში ვერაფერი დააკავებს, რადგან დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად აქვს: მყარი ხასიათი, სითამამე, ენერგია და ენთუზიაზმი. ასევე, მას აქვს კეთილშობილი, რომანტიკული გული და დრამატიზმისა და სიკაშკაშის, ექსტრავაგანტულობის სიყვარული.
ის სრულიად ეთანხება იმას, რომ სამყარო _ ეს სცენაა და ფარულად (შეიძლება არც ისე ფარულად) ისურვებდა გამოჩენილ მსახიობად, მთავარ მოქმედ პირად ყოფნას. მას პუბლიკისგან სჭირდება გაღმერთება, ოვაციები, მაშინაც კი თუ აუდიტორია მხოლოდ ერთი მაყურებლისგან შედგება, მაგრამ ეს მაყურებელი მისთვის ძვირფასი ადამიანია, – ვისაც მისი და მისი ოცნებების, ჯერა და სწამს. თუმცა, მისი გარეგნობა თავდაჯერებულობას ასხივებს, სინამდვილეში, ის დიდი დოზით დამოკიდებულია მხარდაჭერაზე, სიყვარულსა და ადამიანების მხრიდან აღიარებაზე. მისთვის აუტანელია, როცა ვერ ამჩნევენ ანდა არ აფასებენ.
სიყვარულისას გულუხვია და არ აშინებს საყვარელი ადამიანისთვის იმის ჩვენება, რაოდენ ძვირფასია. აფასებს თავად სიყვარულის მდგომარეობის ჯადოქრობას და იცის, ურთიერთობაში როგორ შეინარჩუნოს ცეცხლი (სითბო). ერთგული ადამიანია, დაიცავს მათ, ვინც უყვარს და მათ წინ მთასავით აღიმართება _ თუ მხოლოდ არ დაამცირებენ მის სიამაყეს, არ უღალატებენ მის ნდობას. ადამიანებთან ურთიერთობისას მოსწონს ძლიერის როლი და ძალიან უჭირს ლიდერობის დათმობა. იდეალში მას სჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც იგივე სიძლიერის ნებისყოფა ექნება, მაგრამ არ შეეცდება მასზე მაღლა დადგომასა და ქიშპობას.
ამ პიროვნების ძლიერ მხარეს წარმოაგენს გამძაფრებული ინტერესი და სიყვარული ცხოვრების მიმართ. ეს მისი შემოქმედებითი ენერგიაა, ცხელი და დიდსულოვანი გულია. ხოლო ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ის ეგოცენტრულია. შემაფიქრიანებელი შთაბეჭდილებებით, რომელსაც ტოვებს საკუთარი შემოქმედებითი თვითგამოხატვით, ივიწყებს სხვის არსებობას, დიდ სამყაროს, რომელიც მისი პერსონის გარშემო არ ბრუნავს.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)
ლომი _ ფიქსირებული, დადებითი ნიშანია, რომელიც სიმბოლიზდება ლომით. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანაც, რომ ადამიანი, დაბადებული მზით ლომში, _ საქმიანია, მრავალ საქმეშია ჩართული, პრეტეზიას აცხადებს წარმატებაზე, გამორჩეულ მდგომარეობაზე. ხანდახან ასეთი ადამიანები საკუთარ თავებზე გადაჭარბებულად მაღალი აზრისანი არიან. ისინი ძლიერნი, მაგრამ უტაქტოები არიან. ხანდახან მათი ნებისყოფა გონებას აიძულებს უდრეკად მისდიოს სურვილს ანდა გადაწყვეტილებას – გააკეთოს რაიმე. მათ აქვთ გულწრფელი გული და უყვართ მონაწილეობის მიღება ჰუმანიტარულ, ფილანტროპიულ საქმიანობაში. აქვთ ორგანიზატორული შესაძლებლობები; შედეგად მათი შესაძლებლობები შთააგონებს სხვებს, რის გამოც კარგი ლიდერები ხდებიან.
ისინი ფლობენ საუკეთესო (ვიდრე ადამიანების უმრავლესობას აქვს) ჯანმრთელობას. უყვართ მთებსა და ტყეებში მოგზაურობა, დროის მარტოობაში გატარება. ჩვეულებრივ, სულიერად გულწრფელები არიან და უყვართ სადღესასწაულო რიტუალები. შეუძლიათ იქცნენ უხეშებად, თუ მათი ძალისკენ, ძალაუფლებისკენ სწრაფვა ჰოპერტროფირებულია (გადიდებულია). აქვთ დამოუკიდებელი, ჯიუტი, ფხიანი ხასიათი და ხშირად ქარიზმატული ადამიანები არიან. ისინი გახსნილები და გულწფელები, დიდსულოვნები არიან, ფლობენ არცთუ ურიგო ინტუიციას და გამომგონებლურ ნიჭს; ღირსეულად უჭირავთ თავი.
მზე ადამიანში წარმოადგენს გარეგან ბრწყინვალებას და მისი ქცევის გარეგნულ შტრიხებს. როცა მზე იმყოფება ლომში, ის იკავებს საკუთარ ნიშანს და, შესაბამისად, ავლენს მთელ ძალას. ამიტომ, ასეთი ადამიანები შესაძლოა გარეგნულად მიმზიდველები იყვნენ, ფლობდნენ ხიბლიან მანერებს, ცხოვრებისეულ ძალებს, მეოცნებე გონებას.
ლომში მზის ქონა _ წარმატებაა, რადგანაც ეს უთითებს მამისგან, ხელისუფლებისგან და ღმერთისგან დახმარებას, – თუ ცხრილში (პირად რუკაში) სხვა მაჩვენებლები ამას ემთხვევა. შესაძლებელია, რომ ადამიანი, მზით ლომში, გახდეს გადაჭარბებულად ეგოისტური, ძალიან მომთხოვნი და მათთან ცხოვრება ადვილი არ იქნება; თუ ასეთ ადამიანებს პატივისცემით მოეპყრობიან, ისინი დიდსულოვნებით უპასუხებენ.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
23 ივლისი – 23 აგვისტო
ლომი, როგორც მეფეს შეეფერება, კეთილშობილია, ამაყი და გულუხვია. ბუნება ვნებიანი, ემოციონალური, ენერგიულია, თუ, რა თქმა უნდა, ჰოროსკოპში მზე ანდა სატურნი არაა დაზიანებული.
მას მეფობა ბუნებისგან აქვს მიღებული. ფულს ხარჯავს ისე, რომ არ ითვლის: ის მისთვის მხოლოდ უმნიშვნელო საშუალებაა ბრწყინვალესთან, ლამაზთან ურთიერთობისთვის (მაგალითად, სურათის ანდა წიგნის შესაძენად).
ლომის წარმატება მისი გარშემომყოფების ბედნიერების საწინდარია, (რომლებსაც ბედნიერებას გულუხვად უწილადებს). ადამიანებს, – რომლებიც მისთვის რაიმეს აკეთებენ, – საკუთარ თავში საუკეთესო მხარეების გახსნაში ეხმარება.
საშუალო დონის ადამიანის ცხოვრება მისთვის შეუძლებელია. ის აღწევს მნიშვნელოვან გავლენას, – თუ სატურნი ჰოროსკოპში ძალიან ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს.
თუ, მაინც და მაინც, გარემოებანი მის სასარგებლოდ არ ეწყობა, შეიძლება წარმოეშვას კომპლექსები, მოგვიანებით კი – ფიზიკური უსიამოვნებანი.
ლომი არ არის მეწვრილმანე და გულღრძო. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რამდენადმე თეატრალურია. მეგობრებს არ შეუძლიათ მისი დიდი ხნით უნახავად გაძლება. მისი ცხოვრების სიყვარული გადამდებია.
მოკლედ, ლომს, მეტწილად, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. პარტნიორისთვის საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნა, მისთვის წარმოუდგენელია (არც კი ფიქრობს ამაზე), ანუ ეს “პიედესტალიდან ჩამოსვლად” მიაჩნია. ამიტომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის საკუთარ თავს დაინტრიგებულად და ტყვედ გრძნობს მათთან, ვინც პირველივე წამიდან არ გამოხატავს გაღმერთებისა და თაყვანისცემის ნიშნებს.
სულიერი წონასწორობისთვის აუცილებელია იყოს ლამაზი, გასაოცარი, არაორდინალური. ეს _ დაბადებიდან ხელმძღვანელია, რომელიც განიცდის ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის მოთხოვნილებას. მხოლოდ ერთია, “ბოლომდე ძალების დახარჯვა” არ ღირს: როცა ლომი სიყმაწვილეში გულმოდგინედაა დაკავებული სპორტით ანდა მეცნიერებით, მას 40 წლის ასაკის შემდეგ ეწყება ავადმყოფობები და პრობლემები, თუმცა-ღა, მანამდე შესაშური ჯანმრთელობა აქვს. მისი სიმპათიკური ნერვული სისტემა* ძალიან მგრძნობიარეა:ემოციონალურმა შოკმა შეიძლება ისე გამოწვიოს ავადმყოფობა, როგორც, შესაძლებელია, განკურნოს კიდეც. გულის პრობლემებისას (ფიზიკური ანდა ემოციონალური მიზეზით) ნაჩვენებია ჰომეოპათური საშუალებები – არნიკა (მცენარეა) და ასევე კუნელი. ელემენტებიდან ნაჩვენებია – მაგნეზია, ჰომეოპათური ანდა ნატურალური. ძვლებისა და ხერხემლისთვის ნაჩვენებია, ასევე, გოგირდი. ხილიდან _ ციტრუსები. ნაჩვენებია ცხელი აბაზანები როზმარინითა და ბეგქონდარათი (1 ყავის ჭიქა აბაზანაზე). მზე სასარგებლოა, მაგრამ რუჯის გარეშე. ნაჩვენებია წყლისა და მთის თხილამურებით სრიალი.
* სიმპათიკური ნერვული სისტემა systema nervosum sympathicum – ადამიანისა და ცხოველის ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, გლუვი კუნთების, გულის, სისხლძარღვების, თირკმლების, შარდის ბუშტის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, სასქესო ორგანოების, გრძნობათა ორგანოების და სხვათა მუშაობაზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ. ; 20სმ.. – ყდაზე ავტ. მითით. არ არის. – რეზ. რუს. და ინგლ.. – ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
სტატიის ავტორი: ნინო