ფინანსები
ეს ადამიანი მუდამ ფასეულობათა ძიებით არის დაკავებული. უნარი აქვს პირდაპირი მნიშვნელობით „მიიზიდოს“ ფული, თუმცა შეიძლება დიდხანს არც უჩერდებოდეს ხელში. ძალიან უყვარს ფუფუნება და ბრწყინვალება, რადგან საკუთრებაში არსებული ნივთები პირდაპირ უკავშირდება მის პიროვნულ თვითშეფასებას.
გავლენიანი მეგობრები ჰყავს. როგორც წესი, წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდანაა. ფინანსური კეთილდღეობა მისი ერთ-ერთი ძირითადი ცხვრებისეული მიზანია. მისი მთავარი ამოცანა _ უზრუნველყოს ფულისა და საკუთრების მუდმივი შემოდინება არამხოლოდ სიამოვნების, არამედ, ზოგადად, ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მნიშნველოვანია არსებული სიმდიდრის გადანაწილების საკითხის მოგვარებაც.
ისინი ყოველთვის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ილტვიან. სტაბილური შემოსავალი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ფიქრობენ, რომ ყურადღების მიპყრობა მხოლოდ სიმდიდრით შეუძლიათ. გარდა ამისა, მატერიალური კეთილდღეობა ადამიანებით მანიპულირების საშუალებასაც აძლევს, რომელთაც თავზე ახვევენ მათთვის სასარგებლო აზრებს. ადვილად ხარჯავენ ფულს ძვირფას სამკაულებზე, ფუფუნების ნივთებზე. არანაირ საშუალებას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ სიმდიდრით გამოირჩეოდნენ, რაც თავმოყვარეობის დაამებაში ეხმარებათ.
სარჩო და სარგებელი, კეთილდღეობა და შემოსავალი ყველაზე ხშირად პროტექციისა და მფარველობის ხარჯზე ეძლევათ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხშირად ეხმარებათ მამა ან უფროსი ასაკის ნაცნობები. თუმცა პირადი ძალისხმევაც ძალიან დიდია. ისინი თავს არ ზოგავენ ამქვეყნიური პრივილეგიების მოსაპოვებლად. ხელმძღვანელობა მეტად კეთილგანწყობილია ასეთი ადამიანის მიმართ. ის ჭეშმარიტად ტკბება ფართო საზოგადოებრივი კონტაქტებით. ხელგაშლილიც არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მატერიალური უზრუნველოფა გარანტირებული აქვს. როგორიც არ უნდა იყოს მისი რეალური ფინანსური მდგომარეობა, გარშემომყოფები ყოველთვის შეძლებულ ადამიანად აღიქვამენ. ის არამხოლოდ მარტივად გამოიმუშავებს, ასეთივე უდარდელობით ხარჯავს ფულს.
არც ისე იშვიათად გვევლინებიან წარმოების წარმატებულ მენეჯერებად ან სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებენ ოფიციალურ იერარქიაში. ხანდახან ფართომასშტაბიან ბიზნეში მონაწილეობენ. ან საბითუმო ვაჭრობით არიან დაკავებულნი. მიღწეული კეთილდღეობა დანამდვილებით მათი თანდაყოლილი უნარების, შრომისა და პირადი დამსახურების შედეგია. მათ ნამდვილად შესწევთ მასშტაბური, მაგრამ სრულიად კონკრეტული პროექტების განხორციელების უნარი.
პაველ გლობა
+ რეალისტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მტკიცე და თავდაჯერებულია. დიდად არ უფიქრდება შემოსავლების წყაროებს. ფულს მარტივად შოულობს და ხარჯავს. ხელგაშლილად იხარჯება ხელოვნების ნიმუშებზე, ფუფუნების საგნებზე. უზარმაზარი ფიზიკური ძალა უდრეკ და მტკიცე ხასიათს, ფიზიკურ ძალთა სწრაფი რეგენერაციის უნარს ანიჭებს. იუპიტერთან, სატურნსა და მთვარესთან დადებითი ასპექტების შემთხვევაში, მაღალია მოულოდნელად გამდიდრების შანსი.
– სიჩლუნგე. დაუცხრომელი სიძუნწე და მატერიალიზმი, რაც წლებთან ერთად სულ უფრო ძლიერდება. ბევრს ხარჯავს საკუთარი სიამოვნებისთვის. მატერიალური ინტერესების ტყვეა. ხშირია ფინანსური მდგომარეობით გამოწვეული პიროვნული კომპლექსები. ხარჯები შემოსავლებს აღემატება. სწრაფად წურავს ფიზიკური ძალების პოტენციალს. ხშირია სტაგნაცია სულიერ და ცნობიერების განვითარებაში.
ფრენსის საკოიანი
მიდრეკილება ფულისა და საკუთრების დაგროვებისკენ ცხოვრების განვითარების და არამხოლოდ საკუთარი სიამოვნების მიზნით. ფული ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის საშუალებაა, საკუთრება_დაცულობის შეგრძნების გარანტი. ეს მატერიალისტი ადამიანი არც ისე გულგრილად სუნთქავს საკუთარი მფლობელობის მიმართ. დაბადებიდან თანდაყოლილი ინტინქტური ყნოსვა ყველაფერზე, რაც ეკონომიკას, ფინანსებს, ვაჭრობასა და საქონლის შეფასებას ეხება.
ავესალომ პადვოდნი: „ყური უგდეთ ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“
მზის ნებისმიერ სახლში მდებარეობა, სახლის დამუშავების იმპერატიულ აუცილებლობაზე მეტყველებს, რადგან სახლი მზისგან თავისთავად დაზიანებულია,მიუხედავად მზის ასპექტებისა.
მოცემულ შემთხვევაში ადამიანი განიცდის გარემოს იმპერატიულ ზემოქმედებას, სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად, მაგრამ ის აიძულებს ადამიანს გამოიმუშავოს II სახლის სიტუაციებთან დაკავშირებული ქცევის გარკვეული ეთიკა, რომელიც უფრო ხშირად განსხვავდება ზოგადი სოციალური ქცევის ტიპისგან. მეტიც, გარემოს ზემოქმედება ადამიანს აიძულებს ჩამოაყალიბოს საკუთარი ფასეულობათა სისტემა, რომელიც ასევე საკმაოდ უჩვეულოა საერთო ნორმებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არც ისე მარტივი ამოცანაა, მაგრამ უკვე არსებული და მიღებული ეთიკა და ფასეულობათა სისტემა ადამიანს არ მოსწონს და თუ ის საკუთარ სისტემას არ გამოიმუშავებს და ინდივიდულურ ქცევის წესებს არ შეიძენს, თავს კიდევ უფრო არაკომფორტულად იგრძნობს, საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი მოხეტიალე მგზავრივით. II სახლის მზის დამუშავება კი პირიქით, მას დიდ ავტორიტეტად აქცევს, რომლის აზრებსა და შეხედულებებს მოწიწებით უსმენენ და ითვალისწინებენ.
მზის ეს მდებარეობა დიდ პასუხიმგებლობასთან არის დაკავშირებული. ადამიანს მაქსიმალური სიზუსტე მოეთხოვება გარემოსთან ურთიერთქმედებაში, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულიერი ფასეულობების პროფანაციით (დამახინჯება, გახრწნა) რისკავს. მაგალითად, ხელნაწერის გადაცემისას, გამომცემლისგან უნდა მოითხოვოს ზუსტად ის თანხა, რაც საკუთარ შრომასა და შთაგონებაში ჩადო, არც ერთი თეთრით მეტი ან ნაკლები!
დამუშავების დაბალ დონეზე ადამიანს მუდმივად ეჩვენება, რომ ყოველთვის მართალია, განსაკუთრებით ეთიკის საკითხებში; რომ პირდაპირ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას ასხივებს გარესამყაროში, თუმცა კი ამ უკანასკნელისგან დროდადრო ადგილი აქვს დაპირისპირების მცდელობებს. ადამიანის გასაკვირად და საწყენად, გარესამყარო თამამად აყენებს ისეთი საჩოთირო ამოცანების წინაშე, რაც მის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ბორის იზრაიტელი
დიდ ყურადღებას უთმობს ქონებრივ საკითხებს, მატერიალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. იძენს მასიური მოცულობის და პრესტიჟულ ნივთებს ხანგრძლივვადიანი სარგებლობისთვის. გატაცებულია ხელოვნების ნიმუშების, ოქროს სამკაულების, ფუფუნების საგნების კოლექციონირებით. ასევე ძალიან უყვარს სინათლის მომცემი/გადამცემი ნივთები: ჭაღები, ფანრები, სარკეები. და ეს არც ისე შემთხვევითია, ენერგიის მიღების არხები დაკავშირებულია მზის გამოსხივებასთან, ადამიანი სასიცოცხლო ენერგიებს სინათლის ტალღებისგან იღებს. არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით მყარი საკვების მიღება.
ძლიერი პოზიციის შემთხვევაში დამახასიათებელია ჭარბი სასიცოცხლო ენერგია, ჰიპერსექსუალობა.
ბილ ჰერბსთი
თვითშეფასება. მზის II სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის არსებითი სასიცოცხლო მიზანი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე მსჯელობასა და თვითშეფასებაზე. ფსიქოლოგიური თვითშეფასება მთლიანად განაპირობებს თქვენი ცხოვრების მიმართულებას. ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში, საბოლოო ჯამში, თვითშეფასებას უბრუნდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი გამოცდილება პირადი შეგრძნებებით შეფასოთ _ თქვენს მიღმა, თქვენთვის, თქვენი მეშვეობით. თუ თქვენ საკუთარი თავის არ გწამთ, საბოლოო ჯამში, ვერსად ვერ მიხვალთ. ამიტომ, დასაწყისისთვის მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ნუ იდარდებთ იმაზე, რა ხდება თქვენს ირგვლივ. მხოლოდ შემდეგ შეეცადეთ “მეს” ტრანსლირებას გარესამყაროში.
მფლობელობა. აქ ასევე ვამჩნევთ თვითიდენტიფიკაციის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რომელიც საკუთრების მეშვეობით ვლინდება. თქვენი ცხოვრების ძირითადი მიზანი მარტივად გასაგები ხდება თქვენი პირადი საკუთრების შესწავლით_რას ნიშნავს „ჩემი“? საკუთრების ყველაზე ბუნებრივ სახეს სხვა ფაქტორები აჩვენებს, კერძოდ, მზის ნიშანი და მისი ასპექტები. შური მთავარი მახეა, მფლობელობის მეშვეობით სხვებზე აღმატების სწრაფვა კი ის გზაა, რომელსაც ცხოვრებისეული მიზნის განხორცილებისკენ მიჰყავხართ. მართალია, საკუთარი მნიშვნელობის აღიარება თქვენი მთავარი ამოცანაა, მაგრამ სხვა ადამიანების მიუღებლობა ან მათი ურთიერთობის წრიდან გაძევება ის ორმოა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა ერიდოთ.
ფული. გამდიდრება ცენტრალური თემაა, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი თქვენი ცხოვრება. ყოველთვის საკმარისი ფული გაქვთ? შეგიძლიათ ზედმეტი ფულიც გქონდეთ საკუთარი კეთილდღეობისთვის? ნამდვილად გეხმარებათ ფული თქვენი, როგორც ადამიანის, ჭეშმარიტი ფასის გაგებაში? თქვენ ამ ქვეყანას იმისათვის მოევლინეთ, რომ შეიცნოთ სიტყვა „გასამრჯელოს“ მნიშვნელობა. მფლობელობა და ფული მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პროგრამის რეალიზებისთვის, მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გამომუშავებულია. შესაბამისად, ეს ფასეულობები განიხილება როგორც თქვენი პირადი შრომის ნაყოფი. თუმცა ყველაფერზე ფინანსურ ჭრილში მსჯელობა თქვენი მთავარი მახეა. ამოცანა _ თქვენი თვითშეფასება უნდა ეფუძნებოდეს სამუშაოს ხარისხს, რომლის გასამრჯელოდაც იღებთ შემოსავალს (და არა თავად ფულს). მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ სიამოვნებით დაიხარჯოთ საკუთარ თავზე.
თვითორგანიზაცია. ცენტრალური მე ჩართული უნდა იყოს ნებისმიერი პირადი სახის საქმიანობაში. არაფერზე დაზოგოთ თავი და შეინარჩუნეთ მთლიანობა საკუთარი “მესთან” მუშაობით თუ გართობით. სამუშაო თვითკონსტრუქციის საძირკველია და მისი ნაყოფიერება თვითშეფასების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს. მზის ნიშანი და ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის სტილის შეფასებისთვის. მახეს წარმოადგენს წინააღმდეგობრიობა: ერთის მხრის, თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ სამუშაო უვარგისი და ფუჭია, მეორეს მხრივ, რომ ის მეტს იმსახურებს, ვიდრე ბაზარი აფასებს. ამოცანა: მთლიანად შეიგრძნოთ თქვენი სხეულის ბუნება და გააცნობიეროთ, რომ შრომაში დაღვრილი ოფლი თქვენი სულიერი ღირსების ხელშესახები გამოვლენაა.
მგრძნობელობა. სიამოვნების მიღების პრინციპი თქვენთვის გადამწყვეტია. თქვენ აცნობიერებთ, რომ ფიზიკურ სხეულში არსებობა დროებითია და მასში სტუმრობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიამოვნების მიღებასთან არის დაკავშირებული. შეხება _ ეს წმინდად პირადი გამოცდილებაა და თქვენი ცხოვრება სავსეა ტაქტილური კონტაქტებით, თანაც გაცილებით დიდი დოზებში, ვიდრე სხვების. თქვენ ცხოვრობთ ფიზიკური შეგრძნებებით, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ხდება კოსმიურ ენერგიის წყაროებთან დაკავშირება, რომელიც აუცილებელია თქვენი ადამიანური აპარატის მუშაობისთვის. ამოცანა: ისე მოახერხოთ, რომ ყოველი ფიზიკური კონტაქტი პოზიტიურ გრძნობებს იწვევდეს. გამოწურეთ სამყაროსგან ფიზიკური სიამოვნების ყოველი წვეთი.
ინდუბალა
შინაგანად ძალიან ძლიერი ხალხია, თუმცა გარეგნულად მშვიდად გამოიყურებიან. ისინი შეუპოვრად შრომობენ ფულის გამომუშავებისთვის და შეუძლიათ დიდი ოჯახის შენახვა. შეიძლება შუპოვრობა გამოავლინონ და შედეგად, დანაკარგები განიცადონ ავტორიტეტებთან, ხელისუფალთან დაპირისპირებაში. უნარი აქვთ აკონტროლონ თავი საკვების მიღების პროცესში. ხშირია კბილებთან, პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები. ლაპარაკობენ ამაყად, მნიშვნელოვნად. მათი გარეგნული სახება მეტად შთამბეჭდავია. განათლებულები არიან. როგორც წესი საშუალო ფინანსური მდგომარეობა აქვთ. მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. თუმცა ხშირად იღებენ მათგან მატერიალურ დახმარებას.
2-4 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად(და არა ყოველთვის) ჰოროსკოპის II, ქონებისა და ფულის სახლში ექცევა და ისინი ვენერას მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. დაბადებით მომხმარებლები და მედეგი მშრომელები არიან. არასოდეს უშვებენ ხელიდან გამორჩენის შანსს. მათ სამართლიანად უწოდებენ მუშა ფუტკრებს. ჯილდოს რომ შეჰპირდეთ, მთებს შეძრავენ და მაინც შეასრულებენ დავალებულ სამუშაოს. პრობლემები არ ექმნებათ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით. საკუთარი კეთილდღეობის ზრდა-გამრავლება მათი ძირითადი ცხოვრებისეული მიზანია. ძალზედ აქტიურები არიან მატერიალურ სფეროში.
სხვათა შორის, მათი უნარი, ყოველთვის თავისი გაიტანონ, არამხოლოდ პროფესიულ და მატერიალურ სფეროებზე მოქმედებს დადებითად, სასიყვარულო წარმატებებშიც უწყობს ხელს: ისინი არასოდეს უშვებენ ხელიდან თავის შანსს. საკმარისია, ვინმეს თვალი დაადგან და მათი სამიზნე ვერაფრით დაიძვრენს თავს მათგან. არც ისე რთული წარმოსადგენია, რომ ასეთი დაჟინებულობა ყველას არ მოსწონს. ამ ადამიანებს მართლაც ძლიერ განვითარებული მესაკუთრული ინსტინქტები აქვთ.
ცნობილი ადამიანები II სახლის მზით:
ვერძში: Ayrton Senna, Jacques Brel, Anton LaVey, William Shatner, Billie Holiday, Jules Ferry, George Adamski, Herbie Hancock, Tennessee Williams, Tommy Hilfiger, Michel Polac…
კუროში: George Clooney, Che Guevara, Audrey Hepburn, Adele, Karl Marx, Maximilien Robespierre, Jean Gabin, Catherine the Great, Jay Leno, Alphonse Daudet, Brian Eno, Pierre Curie, Oliver Cromwell…
ტყუპებში: Stevie Nicks, Joan Collins, Boy George, Isadora Duncan, Brian Wilson, Walt Whitman, Suzi Quatro…
კირჩხიბში: Pamela Anderson, Zinedine Zidane, Lionel Messi, Gina Lollobrigida, Akiane Kramarik, Ginger Rogers…
ლომში: Helena Blavatsky, Arnold Schwarzenegger, Sandra Bullock, Robert de Niro, Alfred Hitchcock, Lisa Kudrow, Louis Vuitton, Hugo Chavez…
ქალწულში: Beyonce Knowles, Agatha Christie, Jean-Michel Jarre, Ingrid Bergman, Nick Jonas, Ronaldo, Cornelius Agrippa, Maria Montessori…
სასწორში: Marion Cotillard, Usher , Oscar Wilde, Naomi Watts, Christopher Reeve, Sylvia Kristel, Tim Robbins, Pelé, Paul Simon, Dwight D. Eisenhower, Chico (Gipsy Kings), Marlo Morgan…
მორიელში: Leonardo DiCaprio, Alain Delon, Gerard Butler, Shahrukh Khan, Anthony Kiedis, Ryan Reynolds, François Mitterrand, Fabrice Luchini, Albert Camus, Annie Girardot, Tara Reid, Bud Spencer, Erasmus…
მშვილდოსანში: Frank Sinatra, Ludwig van Beethoven, Edith Piaf, Keith Richards, Sébastien Chabal, Anna Nicole Smith, Jackie Stallone, Gustave Flaubert, Mark Twain, Emily Dickinson, Maurice Gibb, Chris Evert, Billy Connolly…
თხის რქაში: Elvis Presley, Vanessa Paradis, Michèle Mercier, Jordy Lemoine, Simone de Beauvoir, Diane Keaton, Olivia Ruiz, Hermann Goering, Robert Lamoureux…
მერწყულში: Oprah Winfrey, Ellen Degeneres, Thomas Edison, Ronald Reagan, Charles Darwin, Lewis Carroll, Bridget Fonda, Sarah McLachlan, François Rabelais, Enzo Ferrari, Telly Savalas, Leslie Nielsen…
თევზებში: Jesus Christ, Bertrand Cantat, Chuck Norris, Joanne Woodward, Steve Irwin, Ted Kennedy…
სტატიის ავტორი: Qet Adastra