ნათალური მზე VI სახლში

ნათალური მზე VI სახლში

„შრომისუნარიანობა“

უაღრესად პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან.  შესანიშნავი მუშაკები, რომლებიც სამართლიანად ამაყობენ თავიანთი მიღწევებით.  ერთგული და თავდადებულები. ძალიან აფასებენ სხეულის სილამაზეს, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჰიგიენასა და სწორ კვებას. ემოციური კეთილდღეობისთვის  აუცილებელია,  ცხოვრება დადგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობდეს. ადამიანებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ეხმარებათ ფიზიკური სისუსტეების და უგუნებობის გადალახვაში.

გარშემომყოფთაგან გამოირჩევიან დაძაბული შრომისა და დახმარების უნარით. მეტიც, მათი თვითშეფასება ხშირად უკავშირდება შესრულებული სამუშაოს ოდენობას. მკაცრი და ავტორიტარული ხელმძღვანელები არიან. ხელქვეითთა როლში კი განსაკუთრებულ პრივილეგიებს, უფლებებსა და აღიარებას მოითხოვენ.

ყოველთვის ინსტინქტურად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ხშირად იზიდავთ მედიცინასთან დაკავშირებული პოფესიები. თუმცა გამოჯანმრთელებისთვის, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდებათ. მათი სასიცოცხლო ძალები რამდენადმე შემცირებულია. აღინიშნება დისტროფიული და ქრონიკული ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილების ტენდენცია.

ოჯახის მხრიდან შესაძლოა უამრავი იმედგაცრუება გადაიტანონ  ცხოვრების თანამგზავრის არჩევის თუ მასთან განშორების გამო.  ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, საშულო დონის მშობლები (უფრო მამა) ჰყავთ.

ყველაზე დიდ წარმატებას მდივნის, მკურნალის საქმიანობაში აღწევენ.  ეს ადამიანები დაბადებულნი არიან იმისთვის, რომ სხვებს ემსახურონ. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ავტორიტეტის მოპოვებას. ხელმძღვანელობა ხშირად ეწინააღმდეგება მათ განვითარებას, როდესაც რუტინული სამუშაოთი ტვირთავენ და სათანადოდ არ უფასებენ  შრომას.  ხშირად იტაცებთ ვეტერინარია.

პაველ გლობა

+შრომისმოყვარეობა, შრომისუნარიანობა. ბრწყინვალე შემსრულებელია, ყველაფერს თავისი ხელებით აკეთებს. სამსახურში მარტივად გამოირჩევა. სწრაფად მიიწევს მაღლა თანამდებობრივ საფეხურებზე. მორჩილების გამორჩეული უნარი აქვს. არ ახასიათებს სიამაყე. მკაცრია. ზოგავს „შავი დღისთვის“. კარგი მდებარეობაა მეცნიერებისთვის.

-შეპყრობილი. დავიწყებული. სამუშაოთი გადატვირთული. ხშირია მძიმე სამუშაო. სასიცოცხლო ენერგიების მკვეთრი ვარდნა. მძიმე ენერგიას ასხივებს. სასოწარკვეთილი და უმწეო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მძიმე ჯვარს ატარებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად იპყრობს სევდა. ბევრი კონტაქტი ავადმყოფებთან.

ფრენსის საკოიანი 

სუსტი ჯანმრთელობა, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულ კვებასა და დიეტებს მოითხოვს. შესანიშნავი მუშაკები, რომლებიც ხშირად ამაყობენ საკუთარი შრომით.  ისინი  აუცილებლად საჭიროებენ სახალხო აღიარებას და თუ ამას ვერ აღწევენ, ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ებუტებიან, სამუშაო ადგილს იცვლიან.

თქვენი სასოცოცხლო ენერგია სამუშაო უნარებისა და ცოდნის  ან საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, გაუმჯობესების, განწმენდისა და სრულყოფისკენ არის მიმართული. ყველა საქმეში კრიტიკულ ანალიზს, წვრილმანებისა და დეტალებისადმი ყურადღებას ავლენთ. ყველაზე ძლიერი მოტივაცია თქვენთვის  ქაოსისგან მუშა სისტემის შექმნაა. ცდილობთ ყველა სფერო ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობაში მოიყვანოთ. საერთოდ, ყველგან სრულყოფილებისკენ ისწრაფვით. თქვენ მთლიანად ეფლობით  ისეთ საქმეებში, რაც სამუშაოს, პიროვნული ზრდის პროცესს ან ჯანმრთელობას უკავშირდება.

ავესალომ პადვოდნი: „მონათა მეთვალყურის მათრახი კარმის ხელშია“

მზის ეს მდებარეობა უზარმაზარი შრომისმოყვარეობის გამომუშავებას მოითხოვს , განსკუთრებით თუ მზეს არც ისე ჰარმონიული მდგომარეობა აქვს.

ღმერთი ყოველდღე კონკრეტულ სამუშაოს უგზავნის ამ ადამიანს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის დაკისრებულ სამუშაოს თავს არიდებს და ვალები დაუგროვდა, კარმული სანქციებიც არ დააყოვნებს, იძულებითი სამუშაოს სახით, მაგალითად, დაავადების.

ამ ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ცხოვრება სამუშაოა და ნებისმიერი სიტუაცია, სადაც ის ხვდება, მისგან განსაზღვრულ მოქმედებებს მოითხოს. კონკრეტულად როგორს, საკუთარ თავს უნდა დაეკითხოს. მოცემული მდებარეობისთვის ყველა სიტუაციის მკაფიოდ დამუშავება, სადაც ადამიანი ხვდება, არა მისი სურვილი, არამედ კარმული აუცილებლობაა. მეორეს მხრივ, მას ყველა ინტრუმენტი და ძალა ეძლევა ამისთვის. საჭიროა მხოლოდ მათი ათვისება და სწორად გამოყენება ისწავლოს. აი, მაშინ ვერავინ შეძლებს მის გადასწრებას. თუ მზე დაუმუშავებელია, ადამიანი ეცდება მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა სხვებს გადააბაროს, გარშემომყოფები თავის მონებად აქციოს, რაც, დიდ ალბათობით,  თავად მისი დამონებით დასრულდება. მაგალითად, შეიძლება დაავადდეს ან ახლო ნათესავი დაუავადმყოფდეს, რის შედეგადაც ის იძულებული გახდება მას მოუაროს და მისი ხუშტურები აიტანოს.

მზის ამ მდებარეობის დამუშავების სირთულე იმით გამოიხატება, რომ სამუშაოთა სპექტრი საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული და ყოველთვის მკაფიოდ მითითებულია. ნების თავისუფლება არა ადამიანის არჩევნით, არამედ  შესრულების მეთოდების შერჩევით ვლინდება, რასაც თავიდან ძალიან რთულად ეგუება.

ეს მდებარეობა იშვიათად იძლევა კარგ ჯანმრთელობას. მკაფიოდ გამოხატულია ზოგიერთი მოწყვლადი სფეროები (სატურნის ასპექტები აჩვენებს), რომელიც მუდმივ ყურადღებას, მეთვალყურეობასა და პროფილაქტიკას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად ვითარდება ქრონიკული დაავადებები. მნიშვნელოვანია კვების რეჟიმიც, რომელიც  თავისთვის უნდა შეარჩიოს და მკაცრად დაიცვას. აქ იგულისხმება ინდივიდუალური რეჟიმის შერჩევა, რომელიც ძალიან დადებით შედეგებს მისცემს და არსებითად აუმაღლებს სასიცოცხლო ტონუსს. როდესაც ეს ადამიანი ჯანმრთელია, ის ძალისა და ენერგიის ჭეშმარიტ მაგალითად წარმოდგება, დაახლოებით ისეთად, როგორც გიმნასტიკისა თუ გამაჯანსაღებელი ცენტრების პლაკატებზეა.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ისწრაფვის იმუშაოს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით. თუ ის საჯარო სამსახურში არ მუშაობს, შეეცდება მოძებნოს ყოფითი საკითხების  ან  ჰიგიენის პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური მეთოდები.

მისთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი პოსტის დაკავება. თუ მზე დაზიანებული არ არის, ხელმძღვანელობასა და ხელქვეითებთან   ურთიერთობა ჰარმონიულია, ხშირად ანებივრებს ქვეშევრდომებს.  თუ მზე დაზიანებულია, გამომწვევად იქცევა, განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან. ხელქვეითებს  ავტორიტარულად ექცევა.

VI სახლის მზე ქვეცნობიერი იმპულსების იგნორირებას ახდენს _ ადამიანის ცნობიერებამდე რთულად აღწევს ორგანიზმის სიგნალები. თავმოყვარეობის შელახვა პირდაპირ ურტყამს ჯანმრთელობას. გამოჯანმრთელების მეთოდები: ნარუჯის (მზის სხივების) მიღება და მზის მეტალის(ოქროს) ტარება.

ხშირად მოსწონთ და ყავთ მკვეთრი შეფერილობის,დიდი თუთიყუშები ან  მამლები.

ბილ ჰერბსთი

დაავადებები და მკურნალობა. დაავადებები და ჯანმრთელობის მზრუნველობით აღდგენა თქვენი ცხოვრების ცენტრალური თემებია. თქვენ ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გამოიკვლიოთ და გამოასწოროთ ყველაფერი, რაც ხელს უშლის თქვენ საკუთარ და გარშემომყოფთა მთლიანობის აღდგენას. მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელი ხართ, დაავადებები მაინც აქტუალური თემაა თქვენს ცხოვრებაში და როგორღაც  ყოველთვის დაკავშირებულია თქვენთან. შეიძლება ეს იყოს პროფესიული ინტერესი ჯანმრთელობისა და მკურნალობის მიმართ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვეულებრივ თქვენი სიამაყისა და  ღირსების განცდასთან არის დაკავშირებული. მახეს წარმოადგენს დაავადებების (როგორც ფიზიკური, ისე ნერვოზული მდგომარეობების) წინაშე კაპიტულაცია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამოცანა _ აღიდგინოთ ძალები, ჯანმრთელობის საკითხების სიღრმისეული გამოკვლევით. შეისწავლოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ მკურნალობის განსხვავებული მეთოდები.

უთანასწორო ურთიერთობები. თქვენ საკმაოდ კარგად აღიქვამთ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობების ადამიანთა შორის ურთიერთობებს. თქვენი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იქცევით ხელმძღვანელებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობაში. მახე _ თქვენ ხშირად იბნევით ავტორიტეტების წინაშე. როდესაც ჩვენ ვუთმობთ მოსამართლეს, პოლიციელს, იურისტს, ადვოკატს, ექიმს ან თუნდაც მღვდელს, ჩვენ საქციელს მათი სოციალური სტატუსი განაპირობებს  და არა მათი პიროვნებებისადმი პატივისცემა. თუმცა როგორც ცნობილია, ადამიანის  დაკავებული სოციალური მდგომარეობა ავტომატურად არ ასახავს მის პიროვნულ ღირსებებს. ამოცანა _ მოექეცით ყველა პიროვნებას მათი საზოგადოებრივი როლის შესაბამისად, თუმცა, იმავდროულად, იბრძოლეთ სულიერ სფეროში თანასწორობის პატივისცემისთვის. საინტერესოა, რომ თქვენ გაცილებით მსუბუქად გრძნობთ თავს ხელქვეითის ამპლუაში. ხელმძღვანელის როლი  ძლიერ გაშფოთებთ.

ვალდებულება და მსახურება. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასარგებლო იყოთ სხვებისთვის. თუ თქვენ გულწრფელ ინტერესს არ ავლენთ სხვა ადამიანების დასახმარებლად, კოსმიური ენერგიების წყაროს ეთიშებით, რომელიც თქვენს არსებას კვებავს. თუმცა ასეთი გათიშვის ალბათობა საკმაოდ დაბალია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასე მოხდა, კონტაქტი სწრაფად აღდგება, რადგან მყისვე იგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიების გადინებას. უზარმაზარი საფრთხე _ სრულყოფილი დახმარების უუნარობის განცდა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია იამაყოთ იმ დახმარებით, რომელსაც სხვებს სთავაზობთ.ყველაზე ცუდ მახეს წარმოადგენს ხაზგასმული პირმოთნეობა ანუ ყალბი თვინიერება, რაც რეალურად თვითდაბნელებას წარმოადგენს, რასაც ერთგულებად ასაღებთ. მსახურებასა და დახმარების აღმოჩენაში გულწრფელი თვინიერება აუცილებელია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი წრფელი მსახურების ანაზღაურებაც ძალიან მაღალი და უმნიშნვნელოვანესია თქვენი ცხოვრების მიზნის განხორცილებისთვის. თქვენთვის მადლიერების მიღებაც ასეთივე მნიშნველოვანი ამოცანაა, როგორც კომპეტენტური დახმარების აღმოჩენა.

ტექნიკური აზროვნება. თქვენი ცხოვრების ერთერთი მიზანი ანალიზის ცხოვრების სტილად გადაქცევაა. როდესაც გონებას თანმიმდევრული მოვლენებისა  და ლოგიკური პროცესების ორგანიზება-წვდომისთვის იყენებთ, მაშინ ხდება უნივერსალურ ენერგიასთან მიერთება, რომელიც თქვენს ავზს სასიცოცხლო საწვავით ავსებს.  როდესაც უბრალო გამჭრიახობა დეტალურ ანალიზში გადაგყავთ, ენერგია სულ უფრო მეტად იწმინდება და სუფთავდება. დაე, თქვენი გონება ყოველთვის უმაღლესი მნიშვნელობისკენ იყოს მიმართული იმ შემთხვევაშიც, თუ ანალიზს ტრივიალური თემებით იწყებთ. ამოცანა _ დააკვირდეთ და ინტერაქციაში შეხვიდეთ  თქვენს ინტერესის წყაროებთან; შეისწავლოთ, როგორ მუშაობენ ისინი და ემპათიურად შეიმეცნოთ, რატომ არსებობენ და რა ფუნქციას ასრულებენ მთელს სამყაროში.

დისციპლინა და შაბლონები. ცხოვრების რეგულარული რითმები თქვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. უდისციპლინო ცხოვრება თქვენთვის ცხოვრება არ არის. თქვენ დედამიწაზე იმისთვის იმყოფებით, რომ ჩაწვდეთ ეფექტურობის არსს, რომ აამაღლოთ თქვენი პრაგმატული და სულიერი სწრაფვების ნაყოფიერება. თქვენი ცხოვრების რეალური რეგალიები დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან (მზის ნიშანი და მისი ასპექტები), თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულარული სამუშაოს დახმარებით თქვენ უფრო მჭიდრო კონტაქტში შედიხართ სასიცოცხლო ენერგიებთან. მახე _ თქვენ შეიძლება  ვერ დაინახოთ ტყე ხეების მიღმა მაშინ, როდესაც თქვენი ამოცანას წარმოადგენს „მეს“ ყველა პლასტის ორგანიზება იმგვარად, რომ ისინი  ეფექტურობის სინათლით ბრწყინავდნენ.

ინდუბალა 

ეს მდებარეობა ჩვეულებრივ ძლიერ, სიცოცხლისმოყვარე ხასიათზე მიუთითებს. შესაძლოა ასეთი ადამიანები კონფლიქტებში იყვნენ ჩათრეულნი, მაგრამ საჩოთირო სიტუაციებს ყოველთვის წარმატებით აღწევენ თავს. მართალია, დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ, მაგრამ არაჩვეულებრივი მსახურები და ბრწყინვალე შემსრულებლები არიან. ინტერესდებიან სხვა ქვეყნების ტრადიციებით, ჩვევებით და ხშირად მოგზაურობენ. წარმატებით მუშაობენ მედიცინის, იურისპუდენციის და პოლიტიკის სფეროებში. ხვდებიან გავლენიან ადამიანებს. ხშირად თავადაც  არნაკლებ კარგ რეპუტაციასა და ცნობადობას აღწევენ.

18-20 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად(და არა ყოველთვის) მათი ჰოროსკოპის VI სახლში ხვდება და ისინი მერკურის გავლენას ექვემდებარებიან. თუმცა ღამის მერკურის გავლენა უკვე სხვა ფორმებით ვლინდება. ეს სულით ძლიერი, უჩვეულოდ მტკიცე ხასიათის ხალხია. ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ მოუწევთ სრულიად უიმედო სიტუაციებში მოხვედრა, მაგრამ როგორღაც ყოველთვის ახერხებენ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. ისინი არასდროს ჩამოყრიან უმწეოდ ხელებს და ყოველთვის ინარჩუნებენ სულისკვეთვებას. მართალია, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ  ყოველთვის უკიდურესობის ზღვარზე სიარულის, ჯოხის „გადაღუნვისკენ“ მიდრეკილება როგორც სიყვარულში, ისე ერთგულებასა და ფანატიზმში, რელიგიაში, დიეტასა თუ სხვა გატაცებებში.  კარგი იქნება, თუ ყველაფერს უფრო ზომიერი გონიერებით, ჯანსაღი სიზარმაცითა და სკეპტიციზმით მიუდგებიან. ასევე თუ მეგობრებისა და კოლექტივის ინტერესებს და  პრობლემებს საკუთარზე მაღლა არ დააყენებენ. რადგან შესაძლოა  ზოგიერთმა ბოროტი განზრახვით ისარგებლოს მათი ერთგულებითა და თავდადებით.

ცნობილი ადამიანები VI სახლის მზით:

ვერძში:  Charlie Chaplin, Ewan McGregor, Angus Young, Vince Vaughn, Giacomo Casanova, Eric Clapton, Olivier Besancenot, Kevin Federline, Marie-Ange Nardi, Samuel Beckett, Maria Schneider, Alexandre Jardin, Erich Fromm, Gerhard Schröder…

კუროში:  Joanna Lumley, Dennis Hopper,  Fred Astaire, Mark David Chapman, Gwendal Peizerat, Georges Braque…

ტყუპებში: Bob Dylan,  Joseph Fiennes, Ian McKellen, Robert Schumann, Sonia Braga…

კირჩხიბში: Lindsay Lohan, Charlotte Gainsbourg, Erik Per Sullivan, Marcel Cerdan, Henry David Thoreau, Claude Chabrol…

ლომში: Barack Obama, Robert Redford, Whitney Houston, Antonio Banderas,  John Holmes, Yves Saint Laurent, David Hallyday, Mark Knopfler, Martin Sheen, Angela Bassett, Amy Fisher…

ქალწულში: Michael Jackson,  Greta Garbo, Dr. Phil, James Coburn…

სასწორში: John Lennon, Sigourney Weaver, Rita Hayworth, Snoop Dogg, Serena Williams, Georges Brassens, Pedro Almodóvar, Allan Kardec, Suzanne Somers, Drazen Petrovic, Steve Reich, Zucchero, Gerolamo Cardano…

მორიელში: Matthew McConaughey,  Voltaire, Kelly Osbourne, Laurent Blanc, Althea Flynt, Maria Shriver, Gene Tierney, Carl Sagan, Richard Dreyfuss, Astrid of Sweden,  Paul Valéry, Luchino Visconti…

მშვილდოსანში: Milla Jovovich,  Tyra Banks, Steven Spielberg,  Julianne Moore, Ben Stiller, Michel Berger, Billy Idol, Christina Applegate, Bixente Lizarazu, Sarah Silverman, Robert Hand, Kenneth Branagh, Jason Bateman, Augusto Pinochet, Nia Peeples, Hector Berlioz , Dave Brubeck, Jonathan Knight…

თხის რქაში: Carla Bruni Sarkozy, Joan of Arc, Ava Gardner, Lara Fabian, Muhammad Ali, Aaliyah,  Jacques Mesrine, Srinivasa Ramanujan, Kate Bosworth, Sylvie Testud, Betty White, Andy Kaufman, Umberto Eco, Joseph Smith…

მერწყულში: Justin Timberlake, Robbie Williams, Princess Stephanie of Monaco, Christina Ricci, Valentino Rossi,  Emma Bunton,  Jacques Villeret, Dick Cheney, Cybill Shepherd, Loreena McKennitt, Vanessa Redgrave, Edouard Manet, Morgan Fairchild,  John Hurt, Jim Jarmusch, Elizabeth Banks, Douglas MacArthur…

თევზებში: Kurt Cobain, Steve Jobs, Ornella Muti, Frédéric Chopin, Brian Jones, Mikhail Gorbachev, Freddie Jr. Prinze, Adolf Eichmann, Mayer Amschel Rothschild, Sean Astin…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top