ნათალური მზე IX სახლში

ნათალური მზე IX სახლში

„ავანტურიზმი“ 

შესაძლოა წარმატება იურისპუდენციაში, რელიგიაში, გამოყენებით მეცნიერებებში ან ტურისტულ ინდუსტრიაში. აღინიშნება უცხო ენების შესწავლის ნიჭი. ზოგადად, ამ ადამიანებს ნებისმიერთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. გატაცებით სწავლობენ სერიოზულ საგნებს და მიდრეკილნი არიან ფილოსოფიისკენ. არც ისე იშვიათად კეთილსინდისიერი და წარმატებული მასწავლებლები არიან. ინტერესდებიან ხელოვნებით, მეცნიერებებით, მუსიკით, ლიტერატურით, რაც ხელს უწყობს ინტელექტუალურ განვითარებას. ხანდახან არაპრაქტიკულები არიან, რადგან აღენიშნებათ  მიდრეკილება ზღვარგადასული ფანტაზიორობისა და ფანატიზმისკენ. შესამჩნევ ინტერესს ავლენენ სულიერი და რელიგიური საკითხების მიმართ. ძლიერი ინტუიციის შემთხვევაში, არაერთხელ აქვთ ბრწყინვალე გაელვებები. ეს საშუალებას აძლევთ შემოქმედებითად გადაჭრან პრობელემები და წარმატებული პროგნოზები გააკეთონ, წინასწარმეტყველების დონემდე. მათ ისედაც აღენიშნებათ მიდრეკილება პარანორმალური ფსიქიკური გამოვლინებისკენ; მაგალითად, ცხადი სიზმრების ან მომავლის პროგნოზირების სახით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად გამოსდით, თუ ნაკლებად მიკერძოებული და სუბიექტურები იქნებიან. მძაფრ ინტერესს ავლენენ ეზოთერიკისა და ასტროლოგიისადმი.

ბრწყინვალე მოსაუბრენი, საინტერესო კომპანიონები და საიმედო თანამგზავრები არიან. უმეტესად მტკიცე, ღვთისმოსავი, სამართლიანი და გაწონასწორებული ხასიათი აქვთ. ასევე უაღრესად  ამბიციური, გაბედული, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და დიდსულოვანი ხალხია. მკაცრ ზნეობრივ სტრუქტურებს მისდევენ, ხანდახან ფარისევლობის დონემდე. შესაძლოა ქედმაღალ თვალთმაქცებადაც იქცნენ (განსაკუთრებით მზის დაზიანებისას). არც ისე იშვიათად დაკავებულნი არიან სხვების აღზრდით, რადგან წვდომა აქვთ მართლმსაჯულების ორგანოებთან. შეუძლიათ შთააგონონ სხვებს საკუთარი რელიგიური და ზნეობრივი შეხედულებები, თუმცა ისეც ხდება, რომ ამ შთაგონებას ძალადობრივი ხასიათი აქვს ანუ საკუთარ იდეებს ყველას თავზე ახვევენ.

ყოველთვის ცდილობენ საზოგადოებასთან  მჭიდრო კავშირში იყვნენ. ესწრაფვიან მაღალ იდეალებს. გატაცებით იკვლევენ საკუთარი და სხვისი ცნობიერების უმაღლეს მწვერვალებს. მათი ცხოვრება აღმავალი გზით მიდის, ამასთან გარე-მატერიალურ წარმატებები შინაგანი სულიერი განვითარებით ივსება. მათი მსოფლმხედველობა ფილოსოფიურია. კარგად ფორმირებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული წარმოდგენა აქვთ ზნეობაზე.

ბევრს მოგზაურობენ. შესაძლოა დაქორწინება უცხოელზე. ასევე ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ მისი ერთერთი მშობელი სხვა მხარის მკვიდრია, უცხო ადგილიდან ჩამოსული.

 

პაველ გლობა

+მომატებული აქტიურობა. გაფართოებული შესაძლებლობები. საინტერესო მოგზაურობები. ცოცხალი შთაბეჭდილებები გზებზე (მოგზაურობისას). რომანტიკისკენ სწრაფვა. უამრავი მოვლენით უხვად გაჯერებული, საინტერესო ცხოვრება. სულიერი განვითარება უცხო კულტურის, უცხოელების გავლენით ხდება. კარგი კავშირი აქვს უცხოელებთან. ბედნიერები არიან სახლიდან შორს. ალტრუისტები. ხალისით ეხმარებიან სხვებს, მიმართულებას აძლევენ, გამოცდილებას უზიარებენ. გულისხმიერი ხასიათის გამო თვითონაც ადვილად იღებენ დახმარებას.

-სულიერი წანწალი. დაბნეულობა. უპოვრობა. ძალების დაკარგვა. წარუმატებელი მოგზაურობები. მძიმე პრობლემები აქვთ სახლიდან შორს. სირთულეები განათლებაში. უავტორიტეტობა.

 

ფრენსის საკოაიანი

ინტერესი სულიერი და რელიგიური საკითხების მიმართ. უმეტესად სპეციალიზდებიან  ან/და მუშაობენ უმაღლესი განათლების, პედაგოგიკის, რელიგიის, სამართლის, ფილოსოფიის სფეროებში. ძლიერი ინტუიცია. ინტერესი უცხო, შორეული ქვეყნების და მათი განსხვავებული კულტურების, ხელოვნებისა თუ ტრადიციების მიმართ. ხშირია შორეული მოგზაურობები. მკაცრი და მკაფიოდ ფორმირებული ზნეობრივი ბაზა.

ძლიერ გიზიდავთ უცხო მხარეები, მოგზაურობა, სხვა ხალხების კულტურების შესწავლა_ასე იფართოებთ თქვენს ინტელექტუალურ ჰორიზონტს და სამყაროს გაგებას. თქვენ ფილოსოფიური წყობის გონება გაქვთ. ძლიერ ხართ შეპყრობილი პასუხების მოძიებით გლობალური მასშტაბის ცხოვრებისეულ კითხვებზე. თქვენი გონებაში დროის უმეტესი ნაწილი აბსტრაქტულ კონცეფციებსა და სამომავლო გეგმებს ეთმობა.

 

ავესალომ პადვოდნი: „თუ პლანეტას მოივლი და თავშესაფარს ვერსად ნახავ,ზეციურ სამყაროში გადადი“

 ამ ადამიანისთვის იდეალური „მეს“ პრობლემა ძალზედ მწვავედ დგას, რადგან სწორედ ამ იდეალის მეშვეობით ტრანსლირდება კარმის ნება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი უნდა დაემორჩილოს თავისი იდეალის ნებას და რაც ყველაზე მთავარია, აქტიურად უნდა იყოს ჩართული მისი (იდეალის) ჩამოყალიბების პროცესში, სუპერეგოს კარნახის შესაბამისად, მოცემული მატერიალური რეალობის ბაზაზე. სწორად ნაპოვნი ზუსტი იდეალი ის რეალური ძალა გახდება, რომელიც არამხოლოდ მის ქცევას და აზრთა წყობას, არამედ მთლიან გარემოს შეცვლის მის გარშემო.

დამუშავებისას, მზის ამ მდებარეობამ შეიძლება მოგვცეს სულიერი მასწავლებელი, გურუ, ვისი სიტყვები (და საქმეც) ძალიან ბევრს ნიშნავს და სხვა ადამიანების იდეალურ „მეს“ აყალიბებს, თუმცა მანამდე ადამიანი ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს საკუთარი იდეალის ფორმირების პროცესს (რომელიც შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს არსებული სოციალური კლიშეებისგან) და გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებულება მასზე, რაც იშვიათად ხდება ცხოვრების პირველ ნახევარში.

ამ ადამიანის ხვედრი შორეული მოგზაურობები და უცხო კულტურების გაცნობაა, რის შედეგადაც ფართოვდება მისი ცნობიერება.  ეს შეიძლება არამხოლოდ ფიზიკური სხეულით, არამედ გონებით ხორციელდებოდეს. ასეთ მენტალურ მოგზაურობებს ადამიანი მართლა გადაჰყავს სრულიად სხვა რეალობაში, სადაც უამრავ საიდუმლოს, შეუცნობელს და ამოუცნობს აწყდება, რაც უნდა ამოხსნას და მშობლიურ ენაზე „გადათარგმნოს“. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანს, განსაკუთრებით მზის დაზიანებისას, დიდი სირთულეები აქვს „სამშობლოს“ და „მშობლიურის“ განცდასთან. ხანდახან მას ეჩვენება, რომ  საკუთარ ქვეყანაში არ იმყოფება;  მეტიც, საერთოდ დედამიწაზე არ იმყოფება და მატერიალურ სამყაროში მხოლოდ მივლინებით არის გამოგზავნილი. ეზოთერულად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი უმაღლესი ეგრეგორის ხელქვეითია და მას ემორჩილება. მას ევალება დაბალ ეგრეგორებში მცხოვრები ადამიანების იდეალების შეცნობა და  ფორმირება, ვისთანაც ბედისწერა შეახვედრებს.
მზის ამ მდებარეობის ძირითადი კარმული ამოცანა სულიერი ჭეშმარიტებების შეცნობა და სხვა კულტურების ათვისებაა. კონკრეტულად რა უნდა აკეთოს ადამიანმა, ამას მზის ასპექტები და მისი დისპოზიტორები აჩვენებენ.

 

ბორის იზრაიტელი

მუდმივად ჭეშმარიტების ძიებაშია,რაც განაპირობებს მისი თვალსაწიერის გაფართოებას. ბევრი შესაძლებლობა აქვს მიიღოს კარგი განათლება,თავი მოსინჯოს მეცნიერებაში,თავისი წვლილი შეიტანოს კულტურაში. მას ყოველთვის იზიდავს ახალი განზომილებები_როგორც ფიზიკური,ისე სულიერი.

 

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. თქვენი ცხოვრებისეული მიზნის არსი  ახალი სფეროებისა და სივრცეების გონებით ამოხსნაა (გაცნობიერება). თქვენ დედამიწაზე მენტალური ჰორიზონტების გასაფართოებლად, ცხოვრების ფილოსოფიის განვითარების, ძიების და აღმოჩენისთვის მოხვედით. ყოველთვის, როდესაც აზრობრივად იხსნებით, კოსმიურ სასიცოცხლო წყაროებს ერთვებით. თქვენთვის მისაწვდომ უმაღლეს ეთიკურ დონეზე არსებობა სასიცოცხლო ენერგიების შემოდინებას განაპირობებს. უკვე არსებული ფილოსოფიური პოზიციის მხოლოდ აღიარება და მიღება  საკმარისი არ არის. თქვენ გევალებათ ყველაფრის სინთეზირება, რაც იცით; თქვენი ცოდნის ერთ მთლიან ორიგინალურ სისტემაში მოქცევა, რაც თქვენი ცხოვრების ბაზა გახდებოდა. მახე _ მუდმივად ღრუბლებში, აბსტრაქციებს შორის ფრენის გამო, შესაძლოა კონტაქტი დაკარგოთ რეალურ სამყაროსთან დედამიწაზე. სამყაროს საიდუმლოებათა შეცნობა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ საკუთარი საფოსტო ინდექსი არ გახსოვთ. ამოცანა _ გააერთიანოთ აბსტრაქტული აზროვნების აღტაცება ზნეობრივი ცხოვრების დისციპლინასთან და გადასცეთ ეს სიბრძნე ყველას, ვისაც ეს სულიერად განამტკიცებს.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. უცხო ქვეყნებზე წიგნების და გზამკვლევების კითხვა, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, მოგზაურობა, უცხო მხარეების გაცნობის მიზნით, _თქვენი ცხოვრების ბუნებრივი მეთოდია. მკვლევარის ინტინქტი ფუნდამენტურია. ის შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური, ემოციური ან სულიერი. რაც უფრო უკეთ სწავლობთ სხვა კულტურების ცხოვრებას, განსაკუთრებით უშუალოდ, მით უფრო სრულფასოვნად რეალიზდება თქვენი მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. უცხო მხარეებში მოგზაურობა გეხმარებათ საკუთარი თავის აღმოჩენაში. აქ არამხოლოდ შორეული ქვეყნების მონახულება იგულისხმება, ასევე ყველაზე ნაირფეროვანი გასეირნებები თუნდაც უკანა ეზოში. ამოცანა_მოახერხოთ ყველაზე განსხვავებული ადამიანების თვალსაწიერთა ასიმილაცია, გახდეთ ერთიანი სამყაროს ფეიქარი.

უმაღლესი განათლება. თქვენ იწვით სწავლის სურვილით. მართალია, მხოლოდ ამ ასპექტით გაურკვეველია, როგორ სწავლობდით დაწყებით კლასებში, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენ „მარადი სტუდენტი“ გახდებით, ამ გამოთქმის ყველაზე დადებითი გაგებით. განსაკუთრებით გაინტერესებთ ცოდნის კონცეპტუალური სფერო. შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც დამოუკიდებულად, ასევე ინსტიტუტებში, უნივერსტეტებსა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცოდნა, არამედ ცოდნის დამადასტურებელი დიპლომებიც. ბოლომდე აითვისეთ ის, რაც იცით და შემდეგ გადაეცით ეს ცოდნა სხვებს.

ჭეშმარიტების ძიება. IX სახლის მზე, ისე როგორც არც ერთი სხვა პლანეტა ამ სახლში, ხაზს უსვამს მეტად უმნიშვნელო განსხვავებას ღრმა და პრაგმატულ ჭეშმარიტებებს შორის. თქვენთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი ტყუილის გამორიცხვაა. არსებობს ორი სახის ტყუილი: 1. აქტიური ტყუილი ანუ ობიექტური სიყალბის დაჯერება და მისი სხვებისთვის გადაცემა. ბუნებრივია, რომ ეს ფორმა თქვენთვის მიუღებელი და არასასურველია, რადგან თქვენი ღვთაებრივი ნაწილისგან გთიშავთ. 2.  ასეთივე საზიანოა პასიური ტყუილიც, როგორც ჭშმარიტების განზრახ დამალვა, რაიმე სარგებლის მიღების იმედით ან ჭეშმარიტების ჩანაცვლება ნაკლებ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებით. ეს სერიოზული მახე დიდად დაგასუსტებთ. თქვენთვის უკიდურესად მნიშნველოვანია უზენაესი ჭეშმარიტებას პოვნა და მისი გადაცემა სხვებისთვის ნებისმიერ გარემოებებში. თქვენგან არ მოითხოვენ ჭეშმარიტების იდეალურ ექსპრესიას, ასევე საყოველთაო გაგებას სხვების მხრიდან. ეს თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. თქვენი ამოცანა სიმართლისთვის ,მთლიანობისა და განათლებისთვის ბრძოლაა. ჭეშმარიტება ცხოვრებაა.

იდეალური საზოგადოება. თქვენი იდეალური საზოგადოება მითიური ღმერთების მსგავსი ადამიანებით დასახლებულ ოლიმპოს მთას ჰგავს, რომელთა კეთილშობილებით გაჯერებულია შემოქმედების ამოუწურავი დინება. თქვენი ყველაზე ღრმა სურვილი ნებისმიერ საკითხზე თანხმობის მიღწევის უნარია და ამ საზოგადოების წევრები სრულყოფილად ფლობენ ამ ნიჭს. როგორც ამ სამყაროს მმართველი, თქვენ ძალაუფლებისმოყვარე, მაგრამ დიდსულოვანი იქნებოდით; ძლევამოსილი, მაგრამ მოწყალე; კეთილშობილი და დიდებული, მაგრამ ყოველთვის ახლოს მოუშვებდით თქვენს ქვეშევრდომებს.

ინდუბალა

გავლენიანი და ძლიერი ადამიანია. უმეტესად ფიცხია. ხშირად ავლენს უკიდურესობებს საკუთარ ქცევებში.  შემოსავალი დაკავშირებულია საქონლის გადატანასთან, შემოქმედებასთან ან რელიგიასთან. ძლიერ ახარებს მოგზაურობა. აინტერესებს პოლიტიკა. როგორც წესი, პატივმოყვარეა. არც ისე იშვიათად სახელმწიფოსთან ან საპირისპირო სქესთან კონფლიქტების გამო იტანჯებიან.

12-14 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად (და არა ყოველთვის) ჰოროსკოპის IX სახლში ხვდება და ისინი იუპიტერის გავლენას ექვემდებარებიან. ამ რისკიანი, ავანტურების მოყვარულ ხალხს ცხოვრება არ შეუძლიათ ახალი შთაბეჭდილებების, სპონტანური გადაწყვეტილებებისა და გასართობი თავგადასავლების გარეშე. ამიტომ იზიდავთ მუდმივად ცვლილებები: ახალი ნაცნობები, ახალი პარტნიორები, ახალი პროფესიების ათვისება. იუპიტერელების ვარდისფერი ოცნება უცხოელზე (ან მკვეთრად განსხვავებული კულტურის ადამიანზე) დაქორწინებაა. ამ მოვლენამ შეიძლება მთელი ცხოვრება გადააბრუნოს. ბუნებით დინამიური და ოპტიმისტი ხალხია. ცხოვრების გზას  მსუბუქად მიუყვებიან. ხანდახან თვითდისციპლინის ნაკლებობას განიცდიან. ვერ იტანენ, როდესაც ვინმე მათ ჩარჩოებში მოქცევას ცდილობს. როგორც წესი, გარშემომყოფებს მასთან უფრო უჭირთ, ვიდრე პირიქით, მას მეგობრების საზოგადოებაში.

 

ცნობილი ადამიანები IX სახლის მზით:

ვერძში: Céline Dion, Robert Downey Jr. , Steven Seagal, Steve McQueen, Steve McQueen, Linda Goodman,  Reese Witherspoon, Eddie Murphy, Ashley Judd, Agnetha Faltskog, Conan O’Brien, David Tennant, Al Gore, Melissa Joan Hart, Otto Von Bismarck, Nikita Khrushchev…

კუროში: Uma Thurman, Jessica Alba, Mark Zuckerberg, Florence Nightingale, André the Giant, Andy Murray, Bernard Madoff,  Johan Cruyff, Henry Fonda…

ტყუპებში: Brooke Shields, Romain Duris, Paula Abdul, Justine Henin, Venus Williams, Jacques-Yves Cousteau, Demis Roussos, Leah Remini, Christopher Lee, Guy Marchand…

კირჩხიბში: Tom Cruise, Amélie Mauresmo, Courtney Love,  Vin Diesel, Karen Cheryl,  Robin Williams, Hassan II of Morocco, Mike Tyson, Victoria Abril, Ingmar Bergman, Marc Chagall, Pablo Neruda, Nancy Reagan, Stavros Niarchos, Pierre Cardin…

ლომში: Edward Norton, Jacqueline Kennedy Onassis, Martine Aubry, Sean Penn, Robert Plant,  Tori Amos, Benito Mussolini, Demi Lovato, Geri Halliwell, Christophe Willem, Martha Stewart, Mata Hari , Emily Brontë, Stacy Valentine, Richard Berry, Marcel Duchamp…

ქალწულში: Sophia Loren, Shania Twain, Michèle Alliot-Marie, Raquel Welch, Tariq Ramadan, Ray Charles, Grichka Bogdanoff, Gloria Estefan, Alessandra Martines…

სასწორში: Catherine Zeta-Jones, Brigitte Bardot, Catherine Deneuve, Gwen Stefani, Zac Efron, Hugh Jackman,  Sylvia Browne, Carrie Fisher, Anthony Delon,  Ronald DeFeo, Jr., Marcello Mastroianni, Mark Hamill, David Trezeguet…

მორიელში: Dominique de Villepin, Marie Curie, Whoopi Goldberg, Jenny McCarthy, Michael Landon, Roberto Benigni, Simone Weber, Dylan McDermott

მშვილდოსანში: Jacques Chirac, Emma Daumas, Jean Marais…

თხის რქაში: Jared Leto, Michael Schumacher, Carlos Castaneda, Christine Lagarde, Juan Carlos I of Spain, Humphrey Bogart, Howard Stern, Henry Miller, Chad McQueen…

მერწყულში: Ashton Kutcher, Michel Sardou, Geri Halliwell, Jennifer Jason Leigh, Franz Schubert, Burt Reynolds, Lana Turner, Garth Brooks…

თევზებში: Sharon Stone, Cindy Crawford, Ursula Andress,  Luc Besson, Bobby Fischer…

ავტორი: Qet Adastra

 


About Tamta

Scroll To Top