მზე მორიელში

მზე მორიელში

24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მორიელი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მორიელში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მორიელების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ეს სტაბილურობის ზონის უკანასკნელი, წყლის სტიქიის ნიშანია, რომელიც ძირითადად ყალიბდება პლუტონისა და მარსის პლანეტების ვიბრაციის მეშვეობით. აქ წყლის სტიქია წარმოდგენილია საკუთარ, ყველაზე სტაბილურ ფორმაში.

ეს ადამიანი, როგორც წესი, ჩაკეტილია შინაგან დონეზე, ეჭვნეული და უნდობია, მუდმივად საკუთარ თავშია მიმართული, ეჭვიანია, ხშირად ღრმავდება თვითანალიზსა და საკუთარი თავის განსჯაში. მისთვის საკმაოდ ხშირადაა დამახასიათებელი თვითდევნა და ფარული თვითგანადგურება. მისთვის ეს შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი თავის ტრანსფორმაციის საშუალებას თანმდევი აღდგენითა და ცხოვრებაში დაბრუნებით, ახალზე აღორძინებით, სულ სხვა ხარისხობრივ დონეზე გადასვლით. უნდა აღინიშნოს, რომ მას ძალიან მძიმე ტრანსფორმაცია და მძიმე სიღრმისეული თვითგანდგურება ახასიათებს, რომელიც დამახასიათებელია მორიელის ნიშნის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, მაგრამ ეს განადგურება მისთვის საშიში არაა _ ეს მისი განვითარებისა და რეალიზაციის საშუალებაა.

კარგია თუ, მორიგი განადგურების შემდეგ, ეს აღდგენა გამოყენებული იქნება საკუთარი სულისა და გარშემომყოფთა სულების ევოლუციის სასიკეთოდ, რადგანაც, ცუდ შემთხვევაში, ეს განადგურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავად მისი პიროვნების და მისი გარემომცველი ადამიანების გასანადგურებლად. გარკვეული აზრით, ის ხელმძღვანელობს ლოზუნგით: “რაც უფრო უარესია, მით უკეთესია!”.

როცა ის ცუდადაა, მაშინ უჩნდება ენერგია და ძალა გარემოებებთან, უარყოფით, ნეგატიურ გარემომცველ ძალასთან საბრძოლველად. განვითარებისთვის სჭირდება მუდმივი შეჯანჯღარებები: თუ ყველაფერი წყნარადაა, მაშინ ის ცუდადაა, იწყებს საკუთარი თავის ჭამას. ამიტომაც, ქვეცნობიერად იმ ქმედებებისკენ ისწრაფვის, რომელიც დაკავშირებულია რისკთან ანდა იზიდავს იდუმალის და ოკულტურის შეცნობა, მაგია.

საერთოდ, ეს ადამიანი მუდმივი და მყარია, რადგანაც ეკუთვნის უძრავ ჯვარს. ის ყველაფერში მყარია: სიყვარულსა და ვნებებში, საკუთარ დამოკიდებულებებში, ასევე – სიძულვილშიც. ძალიან საშიშია საკუთარი სიძულვილის გამოვლინებაში. შეუძლია მსხერპლად შეწირვა, საკუთარი და მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრების ადვილად დანგრევა.

დაბალი განვითარების მორიელებში ვხდებით ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს გებელსს, მაგრამ ასევე მორიელებს შორის მრავალი ბრწყინვალე ფსიქოლოგი და ჰიპნოზიორიც იყო და არის, რომლებსაც აქვთ უნარები ადამიანებზე მაგიური ზემოქმედების მოხდენისა. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა მორიელის ნიშანი ძლიერ ვლინდება (ანუ, ადამიანებს, რომელთა პირად რუკაშიც ძლიერი მორიელის გავლენაა სხვადასხვა კომბინაციების გამო).

ასეთი ადამიანები დიდი სიმსუბუქით მოიფიქრებენ და ქმნიან სქემებს და მათ ზუსტად იყენებენ, შეუძლიათ გარშემომყოფებზე ფაქიზი ზემოქმედების მოხდენა და მათი დაქვემდებარება.

განვითარებულ მაგიურ მორიელს შეუძლია არამარტო ნებისმიერი ადამიანის, არამედ უდიდესი მასების საკუთარი მაგიური გავლენის ქვეშ მოქცევა.

დაბალი განვითარების შემთხვევაში _ ეს ის ინდივიდია, რომელიც გარემოცვაში მხოლოდ უარყოფით მხარეებს ხედავს და ამჩნევს. ეს უკვე მორიელიც არა, ეს ობობა ტარანტულია. როცა საკუთარ თავს ძირფესვიანად ჭამს, ამასთანვე, არაკონსტრუქციულია და, ბუნებრივია, სხვებსაც კბენს.

მაღალი დონის შემთხვევაში ის არწივს ემსგავსება, რომელიც დაფრინავს მრისხანებაზე მაღლა და ადამიანებს აჩვენებს სულიერების უმაღლესი სფეროებისკენ მიმავალ გზას. მას შეუძლია თვითუარყოფა, ალტრუიზმი და დიადი გასხივოსნება. ასეთები იყვნენ ფ. დოსტოევსი, გმირებს შორის ასევე ვპოულობთ მრავალ ტიპიურ მორიელს. ეს ხშირად სარკასტული ტიპაჟის მწერლები არიან, ძალიან გესლიანი, დამცინავი და გამქირდავი მოაზროვნეები _ ვოლტერი (21 ნოემბერი), ა. ბელი (ძველი სტილით 14 ოქტომბერი – ახალი სტილით 26 ოქტომბერი 1880 წელი).

ნათელმხილველი მორიელები იყვნენ მხატვრები _ კამიუ, პიკასო, ასევე რუსი სასულიერო პირი _ იოან კრონშტადსკი (ერისკაცობაში: ივან სერგიევი). პოლიტიკოსებიდან შეიძლება დასახელდეს ლ. ტროცკი. მსახიობებიდან მორიელი იყო: არკადი რაიკინი. საკმაოდ კაშკაშა მორიელი იყო ნესტორ მახნო (ცნობილი უკრაინელი ანარქისტი), მაგიური მორიელი იყო _ მევიოლინე პაგანინი.

როგორია მორიელის განვითარების დინამიკა? რაღაცით, ის კუროს განვითარების დინამიკას ჰგავს, მაგრამ კუროს განვითარება ნელია და მოწყვლადი: ნელი დაგროვება და ახალ ხარისხში გადასვლა. მორიელს კი აქვს დაძაბულობა და შემდეგ მკვეთრი გადასვლა სხვა დონეზე, თითქმის გამაყრუებელი აფეთქება. ტყუილად კი არაა ყველა ბირთვული კვლევა დაკავშირებული პლუტონთან და, ბუნებრივია, მორიელთან, სადაც პლუტონის სახლია.

მორიელის მართული ქვეყნებია _ ავღანეთი, ირანი და აზერბაიჯანი. შესაბამისად, მორიელი ადამიანებისა და ქვეყნებისთვის დამახასიათებელია _ შინაგანი წინააღმდეგობრიობები (ბრძოლები), გადავსებული და გამხლეჩავი ენერგიიდან წამოსული და შინაგან კონფლიქტურობადე მისული ერებისა და მათთვის თავს მოხვეულ იდეოლოგიებსა და რელიგიებს შორის კონფლიქტები. ჩვენ დროში ეს იყო განსახიერებული ირანისა და ერაყის ომში. თუ ვისაუბრებთ მორიელების პრობლემებზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის სუმბლიმაცია. რაღაც აზრით მორიელი _ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე სექსუალური ნიშანია; ცუდ შემთხვევაში, ეს გამოხატულია გადახრებში, უკეთეს შემთხვევაში _ ეს განსხავებული სახის შემოქმედებების სუმბლიმაციაა.

უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მორიელები ერთმანეთს ძალიან რთულად ეგუებიან. ორი მორიელის ცხოვრებაზე დაკვირვებით, რომლებმაც ერთად მხოლოდ ორი წელი “გაძლეს”, ანუ გამოცდილებამ აჩვენა, რომ “საშუალო” მორიელები “ერთ ქილაში” დიდხანს ვერ ძლებენ, ისინი ერთმანეთს “კბენენ”  და ,ამავდროს, საკუთარ თავებსაც იგესლავენ (გონების დაკარგვამდეც კი), შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ევოლუციური განვითარებისთვის აუცილებლად საჭიროა საკუთარი ქვეცნობიერის პრობლემის გადაწყვეტა, რადგანაც ხშირად ბობოქრობს შექსპირისეული ვნებები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა _ ვნებების ორგანიზება და მათი მიმართვა კონსტრუქციულ დინებაში, მათი “სამშვიდობო მიზნებისთვის” გამოყენება.

ამ ადამიანების კარმული ამოცანა, როგორც მორიელისა, ძალიან საპასუხისმგებლო და, რაღაც დოზით, არასასიამოვნოცაა. ეს ნიშნავს, რომ _ ეს ადამიანი კარმულად ვალდებულია საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაკბინოს, მაგრამ ეს კბენები მიმართულია იმაზე, რომ სიბინძურისგან განწმინდოს საკუთარი თავიც და გარემოცვაც. ეს ადამიანი კბენს მხოლოდ მათ, ვინც დაბინძურებულია და საკბენად ირჩევს ყველაზე დაუცველ და დამპალ ადგილს, შემდეგ კი ასობს საკუთარ “სასურველ” შხამიან ნესტარს. უმაღლეს შემთხვევაში ამ ადამიანმა ყოველთვის იცის: როდის, ვის, სად და რატომ უკბინოს.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველები პლუტონი და მარსი

უდრეკი მორიელი

ადამიანი მორიელი

გაფორმების ზონაში წყლის სტიქიას აქვს არაორაზროვანი დანიშნულება: შეცვალოს სამყარო; ადამიანთან მიმართებაში ეს ეხება მის შინაგან სამყაროსაც, ფსიქიკასაც და მის გარეგნულ რეალობასაც, მის გარემოცვასაც.

მორიელის მთავარი თვალნათელი წინააღმდეგობრიობა იმაშია, რომ, ერთის მხრივ, ის ეკუთვნის რა ქალურ საწყისს, ვალდებულია იყოს პასიურ-აღქმელი, მეორე მხრივ, კი _ იმყოფება რა მარსის მმართველობის ქვეშ და აქვს რეალობის ტრანსფორმაციის მიზანი, იძულებულია გამოავლინოს დიდი აქტიურობა.

ეს წინააღმდეგობრიობა წყდება შემდეგი სახით: პირველსაწყისად მორიელი პასიურ-მომლოდინეა, მაგრამ იტოვებს უფლებას, არეგულიროს გარეგნული ზემოქმედებები; და იმ შემთხვევებში, როცა ის ამ უფლებას იყენებს, მოქმედებს საკმაოდ ენერგიულად (მარსის მართველობა) და დაჟინებულად (მუდმივი ჯვარი).

თუ კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე ღრმა ნიშანია და წმინდა სახით გათვლილია რეალობის აღქმელობაზე, მორიელი რეალობაზე ზემოქმედებისათვის უკვე ფლობს მძლავრ არსენალს. ორივე ნიშანს შეუძლია მოსმენა, მაგრამ მორიელს ამასთანავე შეუძლია აიძულოს მოსაუბრე მოყვეს ყველაფერი, ნებისმიერი რამ, ისიც კი, რაც პირად საიდუმლოებას ეხება ანდა აღსარება თქვას იმ ინტიმურ დეტალებზე, რომელიც გახმოვანებას საერთოდ არ ექვემდებარება. მორიელები როგორ ახერხებენ და გამოსდით _ ეს მათი საიდუმლოა (ერთ-ერთი მრავალთაგანი), მაგრამ მაგიის ანდა ჰიპნოზის გარეშე – ნამდვილად შეუძლებელია. ამის შემდეგ განვითარებულ მორიელს შეუძლია ძალიან ზუსტად აღიქვას ადამიანის შინაგანი პრობლემა და მცირედი, საჭირო სიტყვებით აუხსნას მისი არსი, რისგანაც პრობლემა, ხანდახან, უბრალოდ ქრება, ხოლო ხანდახან ადამიანი, ღრმად ხედავს რა საკუთარ თავს, საკუთარ თავში პოულობს გზას და ძალებს მის გადასაწყვეტად.

ასეთი სახით, განვითარებული მორიელი _ დაბადებით ფსიქოლოგია; თანაფარდობით მას შეუძლია დაკავდეს თვითანალიზით, იკვლიოს და ეძიოს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეები, გამორიცხოს ქვეცნობიერი პროგრამები და შეისწავლოს მათი ურთიერთქმედებები და, გარკვეული დოზით, სახეობრივად ცნობიერად ცვალოს ისინი.

მხოლოდ ერთია, მორიელებში, მათი ნებისგან დამოუკიდებლად, მნიშვნელოვნად ძლიერ ხდება ფსიქიკის ტრანსფორმაცია: როგორც ამბობენ, მორიელი საკუთარ თავს ესხმის. ეს ტრანსფორმაცია შეიძლება მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს ღრმა ემოციებს; ემოციების ძალისა და სიღრმის მიხედვით, მორიელი აღემატება ზოდიაქოს ყველა ნიშანს.

ამავდროულად მორიელი არც იმდენად დაუცველია, როგორც კირჩხიბი, რამდენადაც მას საკუთარი ემოციების გამოსახატად დიდი შესაძლებლობები აქვს (ემოციები უფრო მეტად ზედაპირული აქვს, ვიდრე კირჩხიბს, რომელიც ხანდახან ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს ემოციებს და ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან რთულად გამოხატავს, რის სიმბოლიზებასაც მარსის ვარდნა ახდენს).

მორიელის გამოხატული ემოციები არანაკლებ ძლიერ ქმედებას ახდენენ, ვიდრე ვერძის პირდაპირი აგრესია (რომელსაც უკვე მარსი მართავს), მაგრამ სრულიად სხვანაირად ჩანს, რამეთუ უფრო ხშირად ტელეპატიურად (შეხედვით, ინტონაციით, ჩურჩულით) გადაეცემა და ამიტომაც მათგან უფრო რთულია დაბლოკვა, ვიდრე ვერძის პირდაპირი თავდასხმისგან: მორიელი, თითქოს–და, საკუთარ ემოციურ მდგომარეობას პირდაპირ ადამიანის აღქმის ცენტერს გადასცემს, უვლის რა გვერდს გრძნობის ჩვეულებრივ ორგანოებს.

თუ მორიელს საკუთარი ემოციების გამოხატვა ადეკვატურად არ უხერხდება, შიგნით ტრიალდება და საკუთარ ფსიქიკას წამლავს, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია (სხვა ნიშნებისგან განსხვავებით) ისწავლოს ფსიქორეგულაციები და გახდეს გამჭირვალე მისი ყველა დისჰარმონიული გამოსხივებისთვის.

მორიელის ევოლუციური დონეები:

დაბალი ოქტავის მორიელი _ “ტარანტული”

“ნაცრისფერი ხვლიკი”

“არწივი”

“მტერდი”

პლუტონის მმართველობა ახდენს მორიელის ძალების სიღრმისა და სიფაქიზის ტრანსფორმაციის სიმბოლიზებას. არაფერი გამორჩება მის გამჭოლ მზერას, თავისით არაფერი დალპება და მოშხამავს განვითარებულ ობიექტს, ის ეფექტურად გამოიყენება და გარდაიქმნება საჭიროდ და სასარგებლოდ. ამაშია მორიელის, როგორც პლუტონის, აზრიც, იგი სრულიად არაა სუსტი. მორიელებს _ პრაქტიკულ ფსიქოლოგებს _ უწევთ ადამიანთა სულებისა და ურთიერთობების ყველაზე ღრმა სანაგვეში “ჩაძვრომა”, მაგრამ მათ გამოსდით არამარტო ასენიზაციური (გამწმენდი, ე.წ. საკანალიზაციო არხების გაწმენდვა) სამუშაოები წარმატებულად ჩატარება და ზევით სუფთად ამოსვლა, არამედ ადამიანისთვის საკუთარი დაბალი საწყისის თუ უმაღლესად არა, უკიდურეს შემთხვევაში, საშუალო დონემდე მაინც, გარდაქმაში დახმარების გაწევას.

დაბალი ოქტავის მორიელებს პლუტონი აძლევს ბოროტების ძალებზე ძალაუფლებას (ხისტი ეგრეგორის არხი), ხდის შეუდარებელ შავ მასწავლებლად; მაღალი ოქტავის მორიელს კი აძლევს საკუთარ თავზე (უნარს დაინახოს და მოახდინოს საკუთარი ფსიქიკის ტრანსფორმაცია) და სამყაროზე ძალაუფლებას, განსაკუთრებით მისი ხარისხობრივი ცვლილებების მომენტებში.

მარსის, როგორც მეორე მმართველის მოქმედება მორიელზე საჭიროა სწორად იქნეს გაგებული. მარსი მორიელს აძლევს გადაჭარბებულ ძალას და ენერგიას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მორიელი მოქმედებისთვის შინაგანადაა მზად და ის, წარმოადგენს ქალურ ნიშანს, მუდამ ახდენს რეაგირებას გარეგან ზემოქმედებაზე. ამიტომ უფრო სწორია მორიელი ჩაითვალოს არა უშუალო წყაროდ, არამედ უფრო მეტად ამ ძალის მეგზურად, გზამკვლევად, რომელიც მისი მეშვეობით მოდის. ეს, უშუალოდ რომ ითქვას, სწორია ყველა ნიშნებისთვის, მაგრამ აქ ორი არსებითი განსაკუთრებულობაა. პირველ რიგში, მორიელს შეუძლია მხოლოდ რეაგირება, მაგრამ არა პირველს თავდასხმა, მეორეს მხრივ, მისი რეაქცია მიმართულია ობიექტის ცვლილებაზე და მისი ენერგიის ტიპი განისაზღვრება ობიექტის ენერგეტიკით. სხვა სიტყვებით, მორიელს აქვს მისთვის დამახასიათებელი ტრანსფორმაციის ტიპი, რომელშიც ექცევა მისი გარემოცვა და თავად ისიც, მაგრამ არა ენერგეტიკულად, რომელიც ყოველ შემთხვევაში მისია. მორიელს ზუსტად ეს აძლევს შესაძლებლობას ფაქიზად იმუშაოს დელიკატურ ობიექტებთან და უხეშებთან _ უხეშად.

მარსი მორიელს ასევე აძლევს უდიდეს სექსუალურ ენერგიას; საერთოდ სექსი მის მიერ მისტიურად აღიქმება, როგორც ცხოვრებისა და სიკვდილის წრებრუნვის იდუმალი ნაწილი, რომელშიც მას (მორიელს) განკუთვნილი აქვს განსაკუთრებული ადგილი.

ქირონის ტყვეობა ახდენს შემდეგის სიმბოლიზებას _ მორიელის შინაგან მისწრაფებას გააცნობიეროს და _ განსაკუთრებით ძლიერი ფარული სურვილი აქვს _ დაინახოს საკუთარი საქმიანობის პრაქტიკული შედეგები. ცუდი დამუშავებისას მორიელი ინსტიქტურად და ქაოტურად კბენს ყველა შემხვედრს და სრულიად ვერ იგებს გარშემო (და მის შიგნითაც) რა ხდება, რაზეა მოტივირებული და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. თანდათანობით, მაგრამ ევოლუციური განვითარების მიხედვით, ქირონი მორიელს აძლევს იმის გაგებას, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მას გზაზე გადაეყრება, საჭიროებს სრულიად განსაზღვრულ ზემოქმედებას, მოკლედ რომ ითქვას, კბენა საჭიროა არა წამსვე და არა იქ სადაც მოხვდება, არამედ იქ სადაც საჭიროა, ინტიმურ ადგილებში. ქირონი განვითარებულ მორიელს ასევე აძლევს შესაძლებლობას გააცნობიეროს საკუთარი (ძალიან არამარტივი) ფსიქიკური პროცესები, შეაჩეროს არაკონსტრუქციული თვითჭამა, რომელიც გველის მანერას უკეთებს სიმბოლიზებას, – რომელიც საკუთარ კუდის ყლაპვით იწყებს და ბოლომდე შთანთქავს თავს, – მოახდინოს ქვეცნობიერი პროგრამების დიფერენციაცია მაღალ და დაბალ “მე”-ებად და საკუთარი თავი ცნობიერად “ააგოს”.

ვენერას ტყვეობა ძალიან შეიგრძნობა დაუმუშავებელ მორიელში, რომელიც მზადაა უკბინოს ყველაზე შესანიშნავ ადამიანსაც კი და მოუწამლოს განწყობა ყველაზე ჰარმონიულ საზოგადოებას. მეორე მხრივ, მორიელის ქალური პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული ვენერასთან, განვითარებულ მორიელს ზუსტად ის აძლევს ფაქიზ აღქმელობას. მხოლოდ იმისთვის, რომ განახორციელოს საკუთარი ტრანსფორმაციული ფუნქცია, მორიელს უწევს ვენერას გამორთვა და მარსის ანდა პლუტონის ჩართვა, რაც ასე ადვილი არაა, და დაბალი დონის მორიელი უპირატესობას ანიჭებს ვენერა ტყვეობაში ჰყავდეს. დამუშავების მიხედვით ის (ვენერა) იწყებს მორიელის ცხოვრებაში დიდი როლის შესრულებას, ხოლო მარსის ანდა პლუტონის დაბალი ოქტავა ყველაზე მცირედი როლით კმაყოფილდება, ის ხდება  სოციალურად უფრო მისაღები და მომთმენი და უფრო ნაკლებად დაძაბულ-ემოციონალური, ემოციები ხდება უფრო ფაქიზი და მართვადი; გარდა სექსუალობისა (ანუ სექსუალური ენერგიის გამოსხივებისა) ვლინდება მგრძნობიარობაც (მისი აღქმის უნარი). დიდი ძალისხმევით, მაგრამ იწყებს რა ესთეტიკური საწყისის გამოვლინებას აღმქმელობასა და ეთიკაში (დაბალი დონის მორიელი აფასებს მხოლოდ ენერგიას, ხოლო უფრო მეტად კი სექსუალურს). აქ ვენერას ესთეტიკური პრინციპის დამუშავება განსაკუთრებით რთულია (რთულია შეფასდეს ფორმების სილამაზე, როცა შენ განწყობილი ხარ განადგურებაზე), მაგრამ აუცილებელია, რათა ყველაფერი ერთდროულად კი არ დაანგრიოს, არამედ მოახდინოს აუცილებელი ცვლილება ზუსტად იქ, სადაც ეს საჭიროა უფრო მაღალი ჰარმონიის მისაღწევად.

ურანის კულმინაცია განვითარებულ მორიელს აძლევს განსაზღვრულ შემოქმედებით საწყისს. როგორც საშუალება, ასევე განსაკუთრებულად ტრანსფორმაციის შედეგი წარმოუდგენელი და არაპროგნოზირებადი ხდება.

საერთოდ, ურანის კულმინაცია ახდენს წყლის სტიქიის ქმედების მოულოდნელი შედეგის სიმბოლიზებას; მხოლოდ ცუდი დამუშავებისას ეს მოულოდნელობა, როგორც წესი, უარყოფითი ხასიათისაა (ანუ მოულოდნელად იღებს უფრო ცუდს, ვიდრე მორიელს ჰქონდა ჩაფიქრებული) და ითხოვს სიტუაციისა და მასში ჩართვისადმი დიდ ყურადღებას.

დამუშავებისას შესაძლებლობა ჩდება ორიგინალურად შეხედოს საგნებს, თავისებური განმარტება მისცეს აუცილებელ ცვლილებებს, ასევე მიზნებსა და მატრანსფორმირებელ მეთოდებს, რომელიც ხშირად აიღება შორეული მომავლიდან (ანდა ქვეცნობიერი სიღრმიდან, სადაც განვითარებული მორიელი დაშვებას იღებს), მხოლოდ ყველაფერი ამის კონსტრუქციულად გაკეთება საკმაოდ რთულია. უფრო ადვილად ურანი ვლინდება მორიელისებური ბობოქრობის მოულოდნელ შეტევებში, რომელიც ცივი ჩანჩქერის მსგავსია.

მორიელში მთვარის ვარდნა, მიუხედავად ამ ნიშნის მუდმივი ჯვრისადმი კუთვნილებისა, ახდენს მისი შინაგანი არასტაბილურობის სიმბოლიზებას.

მორიელის მუდმივობა ვლინდება იმაში, რომ ის მუდმივად ჭამს საკუთარ თავს, მცირედს ტოვებს უცვლელად. მორიელს, როგორც მუდმივ ნიშანს, აქვს მძლავრი ენერგეტიკა, მყარი მისწრაფება და ძლიერი ქვეცნობიერი პროგრამები _ მაგრამ ეს უკანასკნელი იცვლება, ხოლო მასთან ერთად _ მისწრაფებაც და შეხედულებებიც, ასევე მორიელის ენერგეტიკაც.

დაბალი განვითარებისას მთვარის ვარდნა მორიელს აძლევს გადაჭარბებულ ეჭვიანობას, საყვარელი არსების (ანდა საგნის) სრულიად შთანთქმის წყურვილს და ნებისმიერის (ვინც კი მის საყვარელ არსებას ანდა საგანს შეეხება) სრული განადგურების სურვილს.

მორიელს მთვარე აძლევს მრავალ სურვილს, მათ შორის სექსუალურსაც, რომელიც მისთვის რთული დასაკმაყოფილებელია და, რომელიც მის ენერგეტიკაში მრავალ ხვრელს ქმნის.

ცნობიერების გაფართოების დოზითა და არწივის დონეზე გადასვლისას ეს ხვრელები იხურება და მთვარე, ვენერასთან ერთად, მორიელს ყურადღებიანსა და მზრუნველს ხდის, რაც ძალიან რთული წარმოსადგენია მისი განვითარების დაბალ დონეზე. ეს მორიელს ძალიან დიდი თვითშეწირვის ფასად უჯდება, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაზღვროდ იზრდება მისი აღმქმელობის უნარი და ფსიქიკის მთლიანობა.

მორიელის სიტუაცია

სიტუაციისთვის, რომელშიც აქტიურია წყლის სტიქია, დამახასიათებელია ცნობილი წინააღმდეგობრიობები: ერთის მხრივ, ხდება რაღაც არსობრივ-მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ _ რთულია განსაზღვრულად იმის თქმა, ზუსტად რა ხდება. ხდება მოვლენა, რომელშიც მნიშვნელოვანია არა თავისთავად მოვლენა, არამედ ის, თუ როგორ ზემოქმედებას (ანდა სიმბოლიზებას) მოახდენენ ადამიანზე ანდა კოლექტივზე.

მორიელის სიტუაცია შეესაბამება ინტენსიურ შინაგან გარდაქმნას, რომელსაც თან ახლავს ემოციური ძალები და ღრმა ეფექტები. ეს, მაგალითად, ჭეშმარიტების მომენტია, როცა იხსნება საიდუმლობები და მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზები ჩნდება და ყველაზე დაფარულიც და ნაკლებმნიშვნელოვანი ადამიანებიც კი გრძნობენ გახსნისა და საუბრის დაწყების აუცილებლობას.

მორიელის მონაწილეობით ხდება ფსიქოანალიზი, საიდუმლო სამხედრო დამუშავებები და დაცულია სახელმწიფო საიდუმლობებები, მუშაობს საიდუმლო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები.

მორიელის უფრო მაღალი ოქტავის მორიელის სიტუაცია _ ეს სამეცნიერო კვლევა-ძიებაა იმ სფეროებში, რომელიც ეხება სამყაროს და მისი ობიექტების (ასტროფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, სექსოლოგია, გენეტიკა, ფსიქოლოგია, ნაწილობრივად ბიოლოგია _ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების წარმოშობა და სიკვდილი) სიკვდილსა და სიცოცხლეს.

მორიელის მმართველობის ქვეშ არის მთლიანად ოკულტიზმი, ხოლო განსაკუთრებით სიკვდილის შემდგომი გამოცდილების კონცეფციები, სულის ხელახალი დაბადება (რეინკარნაცია, ინკარნაცია) და ა.შ.

თავის მაღალ ოქტავაში (ურანის კულმინაცია) მორიელს აქვს ასტროლოგიასთან, განსაკუთრებით – კარმულ ასტროლოგიასთან კავშირი.

მზისეული მორიელი საკუთარ თავში შეიგრძნობს ცივი ცეცხლის ტრანსფორმაციას, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია მისგან; მორიელს მხოლოდ ზოგიერთი დოზით შეუძლია აირჩიოს ამ ცეცხლის მიმართულება. მხოლოდ ერთია, ნებისმიერ შემთხვევაში, კარმული ამოცანა  ორმხრივია: ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს როგორც გარეგნულ, ისე შინაგან სამყაროში. მზისეული მორიელის გაგება ძალიან რთულია როგორც გარშემომყოფებისთვის ისე თავად მისთვისაც (თუმცა–ღა, დაბალ დონეზე ის ამის თაობაზე არც ფიქრობს და არც თვლის საჭიროდ).

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი ემოციები და ენერგეტიკა მნიშვნელოვანი დოზით განისაზღვრება არა მისი განვითარების ლოგიკითა და სიტუაციაზე რეაქციით, არამედ ეგრეგორის ნებით. მასში ჩადებულია მთელი გარემომცველი (და შინაგანი) სამყაროს ტრანსფორმაციის ხისტი პროგრამა (დაბალ დონეზე _ განადგურება) და მორიელის ძირითადი პრობლემაა _ გააცნობიეროს ეს პროგრამა, გაერკვეს მასში და თავიდან ისწავლოს მისთვის თვალყურის დევნება, ხოლო შემდეგ, ცნობიერად ითანამშრომლოს ეგრეგორთან; თუ ეს არ ხდება, ის დესტრუქციულად იწყებს საკუთარ თავზე თავდასხმას და მუდმივად ახდენს დეგრადაციას ტარანტულის სახემდე.

მორიელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს საკუთარი გარეგანი ქმედებების ურთიერთკავშირი საკუთარ ფსიქიკურ ცხოვრებასთან და გააცნობიეროს საკუთარი ფსიქოლოგიური ძალაუფლება ადამიანებზე და საკუთარი ქმედებების შედეგები, რომლებიც ყოველთვის არაა ნათელი: მზისეული მორიელის ცხოვრებაში მოქმედებენ ყველაზე ჩახლართული და ფარული ვარიანტები კარმული კანონებისა, ანუ მიზეზისა და შედეგის კანონი.

მზისეული მორიელის ევოლუციური დონის ზრდასთან ერთად აქტიურ საქმიანობაში მისი აქცენტი გადაადგილდება უფრო წმინდა კონცეტრირებული ყურადღებისკენ: ეგრეგორი იყურება მისი მეშვეობით და აუცილებელ ტრანსფორმაციებს თავადვე ახდენს.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს თავდაჯერებულობას საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებში, საკუთარი ღირსების გრძნობას, ძალაუფლებას, მოჭიდებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს, ენერგიას, ნებისყოფას, თავშეკავებულობას დ ფარულობას, ინტუიციას და გამჭვრეტელობას, თვითფლობას, დისციპლინას, ამტანობას, სიმამაცეს და სითამამეს, შემსრულებლობას და შრომისმოყვარეობას, სიჯიუტეს და დაჟინებულობას (უდრეკობას), პასუხისმგებლიანობას და კეთილსინდისიერებას, წესიერებას და საქმეში პატიოსნებას, ერთგულებას, მეურნებას (მეოჯახეობას) და მომჭირნეობას, საკუთრების განვითარებულ გრძნობას, რეალიზმსა და პრაქტიკულობას, კეთილგონიერებას და განმსჯელობას, ურყევობას და მდგრადობას, მზრუნველობას და ყურადღებიანობას ზოგიერთი სახის სიუხეშესთან ერთად, დამცინაობას და ბასრ ენას, ფლობის, შეცნობის, შესწავლის წყურვილს, ღრმა და კარგ გაგებას, მდიდარ წარმოსახვას და ბრწყინვალე მახსოვრობას. ხანდახან, დისციპლინა  ხელს უშლის ლიდერად გახდომაში ანდა მთავარი ადგილის დაკავებაში. შინაგანი ემოციონალური დაძაბულობა და ფლობის ჟინიანი წყურვილი სტიმულს აძლევს აქტიურობას და ჯანსაღ პატივმოყვარეობას, ადამიანს აძლევს მეომრის თანდაყოლილ თვისებებს _ დიდ ენერგიას და ნებისყოფას, მოწინააღმდეგის სუსტი ადგილის აღმოჩენის უნარს და დამანგრეველი დარტყმის მიყენების ძალას. ეს გამორჩეულად ძლიერი ხასიათია.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება გამძაფრებული განცდები და შინაგანი ტანჯვა;  ფსიქოპატობისკენ, ტანჯვისკენ მიდრეკილება; ეჭვიანობა, ამაღლებული სექსუალურობა, ეჭვნეულობა, შური; მოტყუებისკენ, ძალის გამოყენებისკენ, ძალადობისკენ მიდრეკილება; დანაშაულის ჩადენის საშუალება, აგრესიულობა, შეუბრალებლობა, სიუხეშე, თავხედობა, უტიფრობა, უდიერება, უცერემონიობა, გესლიანობა, მქირდაობა, დამცინაობა, სარკაზმი, პატივმოყვარეობა, აჩქარებულობა, წინდაუხედაობა, მოუთმენლობა; “მატარებლის” წინ სირბილისკენ მიდრეკილება; ფუფუნებისა და ფლანგველობის სიყვარული; ტრაბახი; თაღლითობისკენ მიდრეკილება; გულღრძოობა, თვითნებობა, ეშმაკობა, შურისმაძიებლობა, სისასტიკე, ეჭვნეულობა; თავხედური ტყუილისა და გამცემლობისკენ მიდრეკილება; გამაღიზიანებლობა, წყენიაობა, გამანადგურებლობა;  წინააღმდეგობრივი საუბრისკენ, კამათისკენ მიდრეკილება; მომხვეჭელობა, ანგარება, სხვისი რაიმეს მითვისება, ტრაბახი, კვეხნა, გამომზეურება, საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება, ინტერესის დაკარგვა საკუთარი სარგებლის არარსებობის გამო.

იმისთვის, რომ მორიელი თქვენდამი განაწყოთ, – შესაძლებელია ეს გააკეთოთ საჩუქურის გაკეთებით. ამასთან ერთად, საჭიროა გამოავლინოთ სიფრთხილე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საკუთრება ადვილად გახდებით, ის, რაც ეკუთვნის მას, – მესაკუთრე-მორიელს, – ძალიან მჭიდროდ იჭერს და არ უშვებს ხელიდან. გადაწყვეტს რა, რომ თქვენ მას განუყოფელ ნაწილს შეადგენთ, თქვენს დაფასებას წყვეტს. იმისთვის, რომ მისი სიყვარული ისევ დაიმსახუროთ, საჭიროა მასში გააღვიძოთ ეჭვიანობა. მართალია, მორიელისთვის სიყვარულის საწვავი ეჭვიანობაა, მაგრამ, საჭიროა ამაში ზომიერების დაცვა, – გადაჭარბება საშიშია. მორიელისგან გათავისულება რთულია, უკეთესია ეს გააკეთოთ ისე, რომ გამოხატოთ სრული უმნიშვნელო და გულგრილი დამოკიდებულება, სრული ნეიტრაულურობა გამოიჩინოთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ძალიან ძლიერი ნიშანია. ყოველთვის განსაკუთრებული მიზიდულობის ძალის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა–ღა, ხშირად შიშს იწვევს. ერთდროულად ცხოველმყოფელია, მაგრამ იდუმალი, ცხოვრებისუნარიანი, მაგრამ სიკვდილის წინათგრძნობით სავსე. ისწრაფვის საკუთარი თავის სრულყოფისკენ. მთელი ცხოვრება საკუთარ ვნებებთან იბრძვის, ეს ბრძოლა სასტიკია და ჯანმრთელობისთვის უკვალოდ (ნერვები) არ ჩაივლის. მყარი, ამტანი და ბოლომდე ფეხზე დგას. სძულს საკუთარი და სხვების სისუსტეები, მაგრამ შეუძლია იყოს დიდსულოვანი, თანაგრძნობიანი. ძლიერი ინდივიდუალობა, ვნებიანობა, უპირობოობა, რაც მასთან ერთად ცხოვრებას ერთდროულად ამაღელვებელსა და რთულს ხდის. პარტნიორებს აწამებს, მაგრამ ამისგან სიამოვნებას და სიმსუბუქეს ვერ გრძნობს, სულში ყოველთვის რაღაც უდუღს.

ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებენ, ხაზს უსვამენ საკუთარ თავისებურებებს, არ სურთ საკუთარი თავის სხვების გვერდზე დაყენება. შედარება ვინმესთან მათთვის დამამცირებელია, ამიტომაც მათთან ურთიერთობა რთულია. ყოველთვის მეომრულად განწყობილნი არიან. უყვართ საკუთარ სულში და საკუთარ გრძნობებში ძრომიალი, რამაც, შესაძლებელია, შემოქმედებითი უნარები განავითაროს. როცა რაიმე აინტერესებთ, არ ზოგავენ თავებს, ისე ამოწურავენ საკუთარ ძალებს როგორც არავინ სხვა. მაშინაც კი, თუ გარეგნულად წყნარები ჩანან, მიუხედავად დამღლელი დღეებისა, ღამით ხშირად უძილობა სჭირთ და ამ დროს ძილის წამალიც არ შველით, ეს აისახება შინაგან დაძაბულობაზე. მათ იციან, რომ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დასასრული და მთელი ძალით ცდილობენ შეეწინააღმდეგონ ამას. თუ ვინმე მათი თანდასწრებით ადვილად ეკიდება ცხოვრებას, მოთმინებას კარგავენ. მუდმივ მხიარულებას შეუძლია ავად გახადოს. მათი რეაქცია შეიძლება იყოს მკვეთრი, ენა უხეში და ბოროტი, შეუძლიათ სწრაფად და ღრმად გააბრაზონ სხვები, მკვეთრად, თითქმის უზრდელად დაიცვან საკუთარი აზრი. მათით ან აღფრთოვანეულები არიან, ანდა საერთოდ არ იღებენ. მტრებთან სასტიკები, შეუბრალებლები არიან და მტრებისგან თავადაც არ ელიან შეწყალებას. შეუძლიათ ეშმაკობა, უყვართ რისკზე წასვლა. ფლობენ გამაოგნებელ ენერგიას, განსაკუთრებით, თუ  რთულ მდგომარეობაში ვარდებიან. არავის აძლევენ საკუთარ სულში ჩახედვის უფლებას, მუდამ წინააღმდეგობრივები, შეფორიაქებულნი და დაძაბულები არიან. ვერ იპოვიან რა შესაბამის პარტნიორს, ნაწილებად იხლიჩებიან _ და აღმოაჩენენ იმ შემოქმედებით ინტერესებს და ჰარმონიას, რაც აქამდე წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. სამსახურში უნდა გამოიყენონ მათი ენერგია, სიმამაცე, მათ არ აშინებთ იმის კეთება, რაშიც სხვებს ეჭვი ეპარებათ, ამიტომ მათ შორის მრავალი კარგი ქირურგია. აინტერესებთ საიდუმლოებები _ იდუმალი მსოფლმხედველობიდან დანაშაულებრივ სამყარომდე (შეუძლიათ იყვნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებულნი არიან ფუნდამენტური მეცნიერებით, დეტექტივები, მზვერავები, სხვადასხვა სახის გამომძიებლები). მათ სჭირდებათ სამუშაო, რომელიც ითხოვს მთელ და არა ნაწილობრივ ძალას. ისინი მამაცები არიან. მათი გამოყენება იქაა საჭირო, სადაც ბრძოლაში წინსვლა, ასევე მაგნეტიზმი და ვნებიანობაა საჭირო, რასაც შეუძლია ჩიხში შესული სიტუაციის ანდა მოლაპარაკების გადარჩენა, მაგრამ თანამდებობებზე, სადაც საჭიროა სიფაქიზე და დახვეწილობა, ისინი ვერ იმუშავებენ.

ვნებიანი საყვარლები. კავშირები მყარი და გაუწყვეტელია, მოკლედ, პასპოტრში ბეჭედი მთავარ როლს არ თამაშობს. თუ შორდებიან, მაშინ იციან, რომ არაფერი აღარ უშველის ამ კავშირს, მაგრამ იტყვიან რა “კი”-ს ყველაფერს აიტანენ: ავადმყოფობასაც, ბობოქრობასაც, იმედგაცრუებასაც. მხოლოდ მოტყუებას ვერ პატიობენ. დესპოტურები არიან, შეუძლიათ უხეში კამათი, ჩხუბი, რის შემდეგაც აუცილებლად დგება ვნებიანი, ეროტიული შერიგება. წყნარად ცხოვრება მათთან მოსალოდნელი არაა. არცერთ სიამოვნებაში არ იციან ზღვარი. ძალიან ეჭვიანები არიან. ბავშვებს ადრეულ ასაკშივე აიძულებენ დამოუკიდებელ ყოფას.

საშიშროებები: კამათების მიმართ ვნებიანობა, აპილპილება, უზრუნველობა, სისასტიკე, სხვებისთვის ანგარიშის ჩაბარების სურვილის უქონლობა, საკუთარი თავის ყველას წინააღმდეგ დაყენება და საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება. არ იციან არაფერში ზღვარი. გულუხვად ფლანგავენ საკუთარ ძალებს _ მატერიალურსაც და ფიზიკურსაც. არ იციან თვითშეზღუდვა, რაც აუცილებლად უნდა ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება უკიდურესი უფსკრულის პირას აღმოჩდება.

შესაძლო დაავადებები: ჰემოროი (ბუასილი), მოტეხილობები, ფისტულები*, ვენერიული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, გულისა და საყლაპავის დაავადებები, ხშირად ალკოჰოლიზმი.

ეს ადამიანი საკუთარ შეგრძნებებში წყნარი და ღრმაა. მისი ემოციონალურად რთული ბუნება ჩაკეტილია, უფთხილდება შესაძლებლობას იყოს თვითმყოფადი. ის არაა ის ადამიანი, ვისთანაც ადვილია გაცნობა და, რომელსაც ადვილად გაუგებენ.  ყველაფრისადმი მგრძნობიარეა, ამავდროულად ამის ჩვენებისკენ არაა მიდრეკილი, საკუთარ შინაგან სამყაროში მხოლოდ მცირე, არჩეულ ადამიანებს უშვებს.  ცხოველის მსგავსად, სანამ არ “დაყნოსავს”, ფრთხილია იმ ყველაფრის მიმართ, რასაც არ იცნობს, ეჭვნეული და უნდოა. ძალიან განვითარებული ინსტიქტები და ინტუიცია აქვს. იმ ადამიანების _ ვისთანაც აქვს ურთიერთობა _ ქმედებებზე ენერგიულად და თამამად რეაგირებს, თუმცა–ღა, შესაძლებელია არ იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ნათლად ახსნას, რატომ იქცევა ზუსტად ასე და არა სხვაგვარად. ხშირად მისი გრძნობა და შეგრძნება უფრო ღრმაა, ვიდრე სიტყვები.

აქვს ძლიერი ემოციონალური საწყისი. ინტენსიურად ეძლევა სიყვარულსა და მიჯაჭვულობას. მას განვითარებული აქვს საკუთრების გრძნობა იმათთან მიმართებაში, ვინც მისთვის ახლობელია, და ხშირად ეჭვიანია იმის მიმართ, ვისაც მოწინააღმდეგედ, მეტოქედ აღიქვამს, ფრთხილია ყველაფრის მიმართ, რასაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გააფუჭება შეუძლია. როდესაც ვინმეს ან რაიმეს უძღვნის თავს, ამას მთელი სულითა და გულით აკეთებს და სამაგიეროდ აბსოლუტურ მიჯაჭვულობას ელისდა თუ უწევს ურთიერთობის გაწყვეტა, ამას ძალიან მტანჯველად და ბობოქრად, ღრმად ემოციური ფორმით განიცდის. ამ სიტუაციებში ის არც ისე სასიამოვნო ადამიანია. თუ წყენა მიაყენეს, მაშინ საპასუხოდ მეორე ლოყას კი არ მიუშვერს, არამედ პირველივე შესაძლებლობისას სამაგიეროს უხდის და არასდროს ივიწყებს მიყენებულ ჭრილობებს. ხშირად წყენა ახსოვს და ინახავს დიდი ხნის განმავლობაში. მისთვის პატიება არაა ადვილი.

რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერში ავლენს ვნებასა და წინსწრაფვას, უკიდურესობამდე მიდის. ის ან ავლენს ცეცხლოვან ინტერესს, ანდა უკიდურესად ცივია. სამაგიეროდ არ უწევს განსაზღვრა _ ან რაიმეთი ასი პროცენტითაა გატაცებულია, ანდა პოტენციურად საინტერესო მისთვის საერთოდ არ არსებობს. იშვიათად არის ემოციონალურად ობიექტური. უეჭველია, რომ მასში კარგი ფანატიკოსი ზის. ძლიერი ნებისყოფა, მიზნის მიღწევისას დაჟინებულობა ხშირად შეპყრობილობით ემუქრება.

მისთვის დამახასიათებელია სიამაყე, სიმამაცე, ემოციების ინტესივობა. უყვარს ამოუცნობი, ავლენს ღრმა ინტერესს დაფარულისადმი, იდუმალებისადმი, ცხოვრების საიდუმლო მხარეებისადმი. არ კმაყოფილდება ზედაპირული ცოდნით, მუდამ ისწრაფვის გადალახოს ზღუდე, შეაღწიოს პიროვნებისა და მოვლენის სიღრმეში, რათა დაადგინოს რა ხდება სინამდვილეში. ის, მეტწილად, მიდრეკილია ცინიზმისკენ, ვიდრე იდეალიზმისკენ.

* ფისტულა L. fistula მილი, არხი პათოლოგიური პროცესით ან ხელოვნურად (ოპერაციის გზით) წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოებს აერთიანებს ერთმანეთთან. ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი და ჩირქოვანი გამონადენი. Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ. ; 20სმ.. – ყდაზე ავტ. მითით. არ არის. – რეზ. რუს. და ინგლ.. – ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200].

 

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

მორიელი _ “ქალური”, “წყლის” ნიშანია, რომელსაც მართავს მარსი, გადაწყვეტილების მიმღები (ქმედების) პლანეტა. ადამიანები, მზით მორიელის ნიშანში, ფლობენ მიმზიდველობას, დახვეწილობას, მაცდუნებელ გარეგნობას. ისინი ძლიერი ხასიათისანი არიან, შეუძლიათ ფარულად და სხვების შეხედულებებისა და მოვლენების საწინააღმდეგოდ მოქმედება. შეუძლიათ იყვნენ სასტიკნი, სამუშაოთი გაუაზრებლად დაკავდნენ ანდა შესრულონ ისეთი სამუშაო, რომელსაც, როგორც დროის დაკარგვად, ისე თვლიან. ფულს გამოიმუშავებენ საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია წყალთან და/ან შხამებთან. ადვილად სწავლობენ იარაღის ხმარებას ანდა ბრძოლას. ამ ადამიანებს აქვთ დიდი ნებისყოფა და შეუძლიათ დაჟინებულად მუშაობა. ისინი თამამები, ამტანები არიან, აინტერესებთ ყველა სახის ფსიქოლოგიური საქმიანობა. დაჟინებულნი, მაგრამ, დროდადრო, მორცხვები და თავშეკავებულნი არიან. მათ ცხოვრებაში ხდება უბედური შემთხვევები; გარშემომყოფების მიმართ ეჭვიანები არიან და მათი ქმედებები აუცილებელი არაა იყოს პატიოსნური. ჯიუტები, მოუსვენრები, ენერგიულები არიან. მათი მეტყველება შეიძლება იყოს სარკასტული. ისინი _ საზოგადოების რეფორმატორები არიან და ისეთი საქმიანობით არიან დაკავებულნი, რომელიც რევოლუციურ ხასიათს ატარებს.

მორიელი _ გაწმენდისა და აღორძინების ნიშანია, ამიტომაც ასეთ ადამიანს უყვარს საკუთარ თავში არსებულ ცუდთან (ენერგია, თვისება) განშორება, საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლა. ბ. რამანის თანახმად, ეს ადამიანები ძალიან მამაცები და უხეშები არიან, ხანდახან უგუნურობამდეც კი. მორიელის ნიშანი გამაუხეშებელ გავლენას ახდენს. მოხერხებულები არიან ხელსაქმეში, შეუძლიათ იყვნენ კარგი ექიმები, ქირურგები. აქვთ სამხედრო საქმიანობის უნარები. ადამიანები, დაბადებულნი მზით მორიელის ნიშანში, კარგი კრიტიკოსები, მუსიკოსები, მკვლევარები არიან და, შესაძლებელია, იყვნენ ჯაშუშები ანდა ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან რაიმე საიდუმლო საქმიანობით. რადგანაც მორიელი იმართება მარსით, მათ შეუძლიათ არც თუ ისე ცუდად განკარგონ ქონება. მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა წყლის ახლოს ცხოვრება. მათ შეუძლიათ გახდნენ სპეციალისტები მუსიკის ანდა სწავლების სფეროში. გარშემომყოფებზე აღგზნებად გავლენას ახდენენ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

24 ოქტომბერი _ 21 ნოემბერი

მორიელი გადაჭარბებულად ამტანია. მას არ შეაჩერებს არანაირი სირთულე და გართულება: ის ეძებს წარუმატებლობის მიზეზსა და აშორებს მას.

წარუმატებლობებს წონასწორობიდან გამოჰყავს. მიდრეკილია მათი დრამატიზირებისკენ, მაგრამ ბრუნდება რა გზის დასაწყისში და ყველაფერს თავიდან იწყებს. ის ინსტიქტურად იზიდავს საკუთარი თავისკენ და უკეთესია გზაზე ფეხებში არ მოედოთ: ის სახიფათო კონკურენტია, წყენას არ ივიწყებს და არ პატიობს.

მოთხოვნილება აქვს მუდამ რაღაცით იყოს დაკავებული. უყვარს რაიმეს გადაკეთება, განახლება, განლაგება. უმოქმედობა კლავს.

მორიელს უყვარს ძალაუფლება; ფული მისთვის _ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარების საშუალებაა. შეუძლია საკუთარი წამის ლოდინი. მისი წარმატება იწყება იქ, სადაც გაიჭედნენ ანდა საიდანაც უკან დაიხიეს სხვებმა. ისინი, ალბათ, თამაშობენ ზუსტად გათვლილი რისკით. რაც უფრო მეტია სიმძიმე და სამუშაოს იდუმალება, მით უფრო დიდ მოგებას იღებს.

მორიელი საკუთარ თავს რკინისად თვლის და ვერ იგებს, როგორ ავადმყოფობენ ანდა იღლებიან სხვები.

ეწევა და სვამს იმდენს, რამდენიც ჩაეტევა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ავადდება, მაშინ შეძვრება “ბუნაგში”, წვება ლოგინში და ყლაპავს ცხენის დოზა წამლებს. ჩვეულებრივ, მალე ჯანმრთელდება, რადგანაც ძალიან ამტანია. მას სჭირდება სპორტით დაკავება, რათა გამოდევნოს ტოქსინები, ის კი უპირატესობას ანიჭებს ნადირობას ანდა სახლში საქმიანობას: რაიმეს გადაკეთებას, ავეჯის გადაადგილებას, საკუთარი იშვიათი ნივთების გადარჩევას. ელემენტებიდან ნაჩვენებია რკინა, მაგნეზია, ხოლო მცენარეებიდან _ ნიორი. ხშირად იტანჯება შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებისგან. ქალებში _ მენსტრუაციის პრობლემები, კისტის დაავადებები, კაცებში _ იმპოტენცია (ხშირად ცრუ). უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჟენსენის პრეპარატი.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top