სინთეთიკური დახასიათება
მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები
წყარო: http://www.aquarun.ru
ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი ვერძში
პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი გარშემომყოფებს იდეალური ძალით სავსე წარმოუდგება. ეს ადამიანები მუდამ დამოუკიდებლები არიან, ისწრაფვიან ამაღლებული მიზნებისკენ. ისინი იღებენ მძიმე გამოცდილებას, რადგანაც ყველა მათ ყურადღებასა და დროზე აცხადებს პრეტენზიას. ისინი სწრაფად სწავლობენ, უყვართ თავისი მასწავლებელი, სპორტულები არიან, აინტერესებთ ლიტერატურა. სურთ იყვნენ პირველები, მაგრამ სხვებს უცერემონიოდ არ აგდებენ გვერდზე. თუმცა–ღა, რაიმეზე თუ შეიქმნეს საკუთარი აზრი, მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ეს არ უნდა ავურიოთ აკვიატებებსა და ცრურწმენაში, რომლებსაც, ასევე, ხშირად განიცდიან. აქ ისინი სწრაფად იღებენ განსხვავებულ შეხედულების წერტილს, რათა საკუთარი თავები რბილებად და აღმქმელებად აჩვენონ. როდესაც გადალახავენ ცრურწმენებს, მაშინ შეიძლება ამ ხასიათზე გათვლა.
ისინი გვანან კლდეს ზვირთცემისას. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება _ ეს ბუტაფორია არაა. ისინი აჭარბებენ საკუთარ თავებს, დაჟინებით გადასცემენ საკუთარ გამოცდილებას, მტკივნეულად განიცდიან იმას, რომ მათი რჩევები არ იქნა მიღებული. ეს სასტიკად თრგუნავს მათ. შეუძლიათ წავიდნენ (ჩაიკეტონ) საკუთარ თავებში და წლების შემდეგ კი ახალი ცოდნით ანდა ახალი შეხედულების წერტილით განაცვიფრონ სამყარო, რომელსაც ცეცხლოვნად იქადაგებენ. სურთ სამყაროს შეცვლა, მისი განათლება, სხვების ცრუ გზებისგან გათავისუფლება. როგორც წესი, გულწრფელები არიან, მზად არიან პატიოსანი შეჯიბრისთვის. შეუძლიათ წაგება, თუმცა–ღა, ეს მათ დიდი ძალისხმევით გამოსდით, _ იმის გამო მაინც, რომ იყვნენ სამაგალითონი.
ვერძის ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს აძლევს იმპულსურობას და ლიდერობისკენ მიდრეკილებას. ასეთი კომბიანციის ადამიანი მუდამ აღსავსეა ინიციატივით და ადვილად იწყებს ახალ საქმეებსა და პროექტებს. გარშემომყოფები მას, როგორც დამოუკიდებელ, ფიცხ, ფეთქებად, უხეშ, ჟინიან ადამიანს, – რომელიც დიდ ენერგიას ფლობს, – ისე აღიქვამენ,.
ასეთი ადამიანი მიისწრაფვის მაღალი მიზნების განხორციელებისკენ. ადვილად სწავლობს და უყვარს საკუთარი მასწავლებლები. თუ მიიღო გადაწყვეტილება, მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მას მრავალი სტერეოტიპის გადალახვა შეუძლია, ასევე, საკუთარი თავის “აღზრდაც” ხელეწიფება. მას, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება. არ უნდა შეეშინდეს ახალი გამოცდილებების მიღების. საკუთარ, მზა სახის გამოცდილებას სხვა ადამიანებს კეთილშობილური მიზნების განხორციელებისთვის გადასცემს. მაგრამ, თუ მის რჩევა–დარიგებებს დაუდევრად ეკიდებიან, ძალიან სწყინს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი კუროში
პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ამ ხასიათს ცხოვრებაში ყველაფერი (რასაც აქვს თუნდაც რაიმე აზრი) უყვარს. ეს ადამიანები არაფერს უშვებენ ხელიდან _ არანაირ სიამოვნებას, არანაირ ტკბობას, ამასთანავე შეუძლიათ ყველგან ყოფნა, _ მაგრამ გადამწყვეტ წამს უკან იხევენ, რათა რაღაც აკეთონ, შექმნან რაიმე ნამდვილი, მყარი და ხანგრძლივი, საუკონოვანი. ბოლოს და ბოლოს, ბრუნდებიან რა საკუთარი განმარტოებიდან გაკეთებული საქმით, თამაში თავიდან იწყება. სამყარო ხშირად ვერ აფასებს მათ. სნობები იმედოვნებენ მათში ექოს პოვნას, მაგრამ, როგორც წესი, ცდებიან. მათ შეუძლიათ იყვნენ საკმაოდ გულმოდგინენი, შეუძლიათ დიდი ხნით უცადონ წარმატებას, მხოლოდ საქმე ამად უნდა ღირდეს.
ცნობისმოყვარენი არიან როგორც გარშემომყოფების, ასევე უცხოებისა და, ზოგადად, ყველაფრის მიმართ; და იქ, შორს, თუ მათზე დაკისრებული სერიოზული მისიაა, ემოციურად შეპყრობილნი ხდებიან, დახმარებისთვის მზაობა, შეიძლება, შეპყრობილობამდეც კი მივიდეს. ეხმარებიან დათრგუნულებს, უსამართლოდ გასამართებულების დასაცავად იბრძვიან. როცა არ აქვთ ღირსეული საქმე, ამაზე ხმამაღლა ამბობენ. ეს შეიძლება ლაქლაქის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეს, _ მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია განვითარების დონეზე. ისინი სიამოვნებით იღებენ სტუმრებს, რომლებიც ისმენენ მათ საუბრებს, სტუმრებს უჩვენებენ სლაიდებს, და რაც უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მათით, მით უფრო გულუხვები არიან, მაგრამ თავისი არსით, ყოველთვის გულუხვები არიან.
კუროს ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს ჰმატებს პრაქტიკულობას, სიდინჯეს და საიმედოობას. ასეთი კომბინაციის მქონე ადამიანი დიდ დროს უთმობს მატერიალურ მხარეს და ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას. მისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური სტიმული და ხვალინდელი დღის რწმენა. გარშემომყოფები მას, როგორც მშვიდ, სასიამოვნო, საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებას, ისე აღიქვამენ. ეს ადამიანი ძალიან გულუხვია, თუმცა არა _ საკუთარი თავის საზიანოდ. დაინტერესებულია მის გარშემო არსებული სამყაროთი, ამასთანავე, როგორც ახლო გარემოცვით, ასევე შორეულით. მიზნის მისაღწევად დიდი სიჯიუტის გამოჩენა შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იდეამ ემოციურად მიიზიდა.
მშვილდოსანი ასცენდენტით კუროს ნიშანში, რთულად ერგება გარესამყაროს. ხშირად, ჩანაფიქრის რეალიზებისთვის, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. ეს დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ არ უყვარს ცვლილებები, განსაკუთრებით, თუ ჩათვლის, რომ არახელსაყრელი მომენტია. როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ყოველთვის მომავლისკენ იხედება, ყოველთვის წონის “კი”–დ და “არა”–დ (ანუ დადებით და აურყოფით მხარეებს უყურებს) და იღებს კარგად მოფიქრებულ გადაწყვეტილებებს. ხშირად არ იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონფლიქტური სიტუაციების, ჩხუბის და კამათის დროს. საეჭვოა, ოდესმე თავად გახდეს კონფლიქტის წამომწყები. კრიტიკულ სიტუაციებში შესაძლოა დაიბნეს და სწრაფი რეაგირება ვერ მოახერხოს. არ უყვარს სისასტიკე, უპირატესობას ანიჭებს ლამაზ და დახვეწილ ქცევას. აფასებს სილამაზესა და ხელოვნებას.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი ტყუპებში
პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს _ ერთიანობის, მთლიანობის მქადაგებლები არიან. ისინი ხედავენ მთელ სამყაროს და მასზე პასუხისმგებლობას იღებენ. ახლობლებისადმი მათი მიმართვა, სერიზულად უნდა იქნეს მიღებული. მათ გამოხატვებს თითქმის რელიგიური ხასიათი აქვთ. სურთ გარშემომყოფებს ასწავლონ, შეიტანონ აზრი, ამიტომაც ხშირად პრეტენზიულები ჩანან, მაგრამ შეუძლიათ _ სხვებთან კარგად შეგუება, შეხედულებისამებრ, დაეთანხმონ მათ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ეს ირთვება დარწმუნების სამუშაოებში. არაფერი, რაც შეიძლება ავსებული იყოს, არ უნდა დარჩეს ცარიელი. რაც უნდა ითქვას _ აუცილებლად უნდა ითქვას. ფლობენ ერთ უპირატესობას: საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებზე სწავლის უნარს. თავიდან მიდრეკილნი არიან გადაჭარბებული შეფასებებისკენ, მაგრამ, როცა მათი მიზნები აუსრულებელი რჩება, მათი მსჯელობები უფრო პირქუში და მკვეთრი ხდება.
მხოლოდ ერთია, მათი გამოთქმები კარგად ჩამოყალიბებული და გააზრებულია. ხშირად, ეს სიტყვების მცირედი შედევრებია. ამაში ვლინდება მათი განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს პოეტურ შემოქმედებამდე. მათ გარშემომყოფებთან კარგად უჭირავთ თავები, ხანდახან ქედმაღლებიც ჩანან, მაგრამ, ამასთანავე, კეთილგანწყობილნი და მეგობრულები არიან, არავისში არ იწვევენ გაღიზიანებას, საკუთარი მითითებების გატარების სურვილს. შეუძლიათ სხვებს მისცენ კარგი მაგალითი, მაგრამ იღებენ სერიოზულ ჯილდოსაც _ აქებენ და უხდიან გულუხვად. ისინი მჭერმეტყველურად ადიდებენ ცხოვრებას და ტკბენიან მისით. იგივე თანაფარდობით შეუძლიათ მიეცნენ ასკეტიზმს, მაგრამ არა დიდი ხნით, რადგანაც ყველაფერში მონაწილეობის მიღება სურთ.
ტყუპების ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს სძენს მახვილგონიერებას, მოხერხებულობასა და ინტელექტს. მუდმივად მოძრაობაშია. “მოუსვენარი” (დაძაბული) ნერვიული სისტემა აქვს. მიისწრაფვის სიტუაციების, აზრების, გრძნობების მრავალფეროვნებისკენ. იტაცებს ახალი და შეუცნობელი. იშვიათადაა კმაყოფილი, რადგანაც, როდესაც მიიღებს ერთს, სხვა, ახალი შეცნობის ინტერესი უჩნდება. ბრწყინვალედ ახერხებს საკუთარი აზრების გამოხატვასა და იდეების ჩამოყალიბებას. როდესაც ფართო აუდიტორიაა, უყვარს ხალხის წინაშე გამოსვლა. ტყუპების ნიშანში ასცენდენტის წყალობით მშვილდოსანს წარმატების მიღწევა შეუძლია მას–მედიაში. ასევე, შესაძლოა გახდეს ცნობილი მწერალი ან მსახიობი.
ასეთი ადამიანი ადეკვატურად აფასებს მიმდინარე მოვლენებს და გამოაქვს სწორი დასკვნა. პირველ რიგში, სამყაროს აღიქვამს უფრო საკუთარი ინტელექტით, ვიდრე გრძნობებით. როგორ მძაფრ ემოციებსაც არ უნდა განიცდიდეს, გარშემომყოფებისთვის არის ინტელექტუალური, მაგრამ არანაირად ემოციური. ტყუპების ნიშანში ასცენდენტის ქონამ შესაძლოა გაამძაფროს მშვილდოსნის უარყოფითი თვისებები და ის ბევრად უფრო ზედაპირული გახადოს. უნდა ერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლის დროსაც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოუწევს და ამ დროს ვერცერთს ბოლომდე ვერ მიიყვანს, უნდა დაიმახსოვროს, რომ ზედაპირული დამოკიდებულება და შუა გზაზე საქმეების მიტოვება, გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი კირჩხიბში
პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი გარშემომყოფებთან მიმართებაში ძალიან ემოციურია, რაც, სინამდვილეში, არ შეესაბამება მის სულიერ, შინაგან ბირთვს. ისინი ხშირად ცხოვრობენ ან საკუთარ თავთან ანდა გარშემომყოფებთან კონფლიქტში. თუ კეთილგანწყობილად და მეგობრულად იქცევიან, შემდეგ ცუდად ხდებიან. თუ აყენებენ მოთხოვნებს, მაშინ აწყდებიან წინააღმდეგობას. გარშემომყოფები გრძნობენ მათ შინაგან კონფლიქტს და ამის გამო მოხერხებულად კრავენ ხელს მათ მიზიდულობას. ისინი ხშირად რაინდულად იქცევიან: იცავენ სუსტებსა და მოხუცებს, მაგრამ ამას ძალიან უსვამენ ხაზს. საწინააღმდეგოდაა საქმე, როცა თავად ჰკიდებენ ხელს რაიმეს. როცა კი მათ გამოსდით რაიმე სწორი ტონის პოვნა, “სამართებლის პირზე” არიან. სურთ ყველაფრის მეტნაკლებად საფუძვლიანად კეთება. არ უყვართ, როცა ვინმე აჩქარებთ. სურთ ყველაფერი საუკეთესო მიიღონ. ხშირად თავად ვნებენ საკუთარ თავებს, უსვამენ რა ხაზს სულსა და გონებას და შემდეგ, გრძნობენ რა საკუთარ დამოკიდებულებას სულიერ სიზმრებზე.
ქვეცნობიერი ძალიან ძლიერად ახსენებთ თავს, ხშირად ვლინდება აკვიატებებში, ცრურწმენებსა და ნაჩქარევ მსჯელობებში, რომლებზეც, შემდეგ, გონებას ეკისრება ვალდებულება, რომ გაუმკლავდეს. მაგრამ, ეს მაინც ასე არ სრულდება, მოგვიანებით ქვეცნობიერი დიდი დოზით მართალი აღმოჩდება. ეს გამოცდილება ამახსოვრდებათ, ასე რომ, ასაკთან ერთად ეს ადამიანები სკეპტიკოსები, უნდობლები ანდა ძალაუფლებიანები ხდებიან. მათ სურთ ადამიანები აღამაღლონ ლაქლაქზე, არ უნდათ სულიერ დეპრესიას დაემორჩილონ, რომელიც მუდმივად იპყრობთ. ისინი იბრძვიან მომავლისთვის, მაგრამ არ შეუძლიათ გარშემომყოფების აყოლიება, რომლებიც მუდმივად ფეხებში ებლანდებიან.
ასეთ ადამიანს შეუძლია სხვების მოსმენა და სიღრმისეული თანაგრძნობა. შესაძლოა მან შექმნას ზღუდე, რომელიც სამყაროს სისასტიკისგან დასაცავადაა განკუთვნილი. ამ ბარიერის გამო, ადამიანებს მისი აღქმა უჭირთ და ისინი ვერ ხედავენ, თუ რამდენად მოსიყვარულე და გულუხვია რეალურად. დროდადრო, ამ ადამიანს მელანქოლიური განწყობა აქვს, მოუთმენელი და გაღიზიანებული ხდება, ადვილად სწყინს, გარშემომყოფებს კი უჭირთ იმის გაგება, თუ რა ეწყინა. მათ უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა გული არ ატკინონ და არ შეურაცხყონ მისი თავმოყვარობა. ასეთი ადამიანისთვის სასარგებლოა მთვარის ფაზების კონტროლი (განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს) და საკუთარი აქტივობის სინქრონიზაციის მოხდენა.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი ლომში
პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს _ სულიერი წინამძღოლები (თუ მათი განვითარების დონე საკმარისად მაღალია) სულ განათლებაზე, შინაგან განვითარებაზე ზრუნავენ. აქ შეიძლება შევხდეთ მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ შინაგანი რწმენით და არდადეგებზეც კი აგრძელებენ მეცადინეობას. აქ შეიძლება იყვნენ რწმენის მქადაგებლები, საზოგადოებისთვის სულიერების მიმცემები. მრავალს ძალიან დარწმუნებულებად ეჩვენებათ ის შეხედულებები, რომელიც უბრალოდ წინასწარმეტყველურად ჟღერს და მრავალ ადამიანს იპყრობს. ისინი ნდობასა და დარწმუნებულობას ჰგვრიან ადამიანებს. პირადი კავშირები ხშირად დამოკიდებულია მსოფლმხედველობის მსგავსებაზე. ისინი ქადაგებენ მოთმინებას, მაგრამ დემოკრატიული არჩევნების თაობაზე კამათში ცეცხლდებიან, მაგიდასთან მხოლოდ მათთან ერთად სხდებიან, ვინც იგივე აზრს ემხრობა. შეუძლებელია მათი არჩეული გზიდან აცდენა. ისინი ჯიუტებიც კი არიან. დაადგენენ რა რაიმე ერთ გზას, განახორციელებენ და დაიცავენ კიდეც. მათი დარწმუნებულობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს.
იქ სადაც შესაძლებელია ამალა გაჰყვეთ, მამაცები არიან. თუ საჭიროა მორალური პრინციპების დაცვა – იცავენ, ამ დროს გადაძაბვამდეც კი მიდიან, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ მართალი საქმის რწმენა სწრაფად აღადგენს მათ. აქ ტრადიციები კარგ ხელშია. მემკვიდრეობა ფასდება ღირსეულად. გადაცემა, თუნდაც მოდერნიზებული სახით, მაგრამ მაინც უწყვეტია. მათი ქცევები კეთილშობილური და გააზრებულია. იმაში, რომ ისინი მშვიდები რჩებიან ასაღელვებელ სიტუაციებშიც კი, იგრძნობა საკუთარი თავის ფლობა. ლომის ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს ჰმატებს კეთილშობილებას, გულუხვობასა და მომხიბვლელობას. გარშემომყოფებს უყვართ და მისაბაძ პიროვნებად თვლიან. უპირატესობას ანიჭებს დახვეწილ, თვალშისაცემ სამოსს. უყვარს პომპეზური წვეულებების გამართვა, სადაც ხელგაშლილობას ავლენს.
ლომის ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს აძლევს ავტორიტეტის ადვილად მოპოვების შესაძლებლობას და ქვეშევრდომების მხრიდან დაფასებასა და პატივისცემას, შესაძლოა ასეთი ადამიანი დააინტერესოს მსახიობის პროფესიამ, აქვს ძლიერი ენერგეტიკა, რაც აუცილებელია სცენაზე დგომისთვის. მომხიბლავი გარეგნობის გამო, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ასეთი ადამიანი დიდსულოვანია, არ ახასიათებს დაწვრილმანება და შურიანობა, რადგანაც ამას საკუთარი თავისთვის შეფერებელ თვისებად თვლის. გარშემომყოფებზე დადებითი აზრისაა, ოღონდაც მანამდე, სანამ საპირისპიროს არ დაინახავს: როდესაც უსამართლობასა და მუხანათობას აწყდება, იმედგაცრუება ეუფლება და ასეთი ადამიანების მიმართ სიძულვილს აშკარად გამოხატავს. მისთვის მნიშვნელოვანია მორალური პრინციპები. მამაცი ხასიათი დაბრკოლებების დაძლევაში ეხმარება, მომავლის იმედი კი ძალების აღდგენას უწყობს ხელს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი ქალწულში
პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი საკუთარ თავს გარშემომყოფებთან ერთად ცხოვრებისთვის კარგად მომზადებულად გრძნობს. მათ იციან, რომ არავისზე თავდასხმა არ შეუძლიათ, არავის არასდროს ასწავლიან ჭკუას, ისინი ისწრაფვიან კომპრომისისკენ, რათა გადაარჩინონ თუნდაც რაიმე მცირედი. “ყველაფერი ან არაფერი” აქ უადგილოა, ძალიან მრავალი რამ იდება ვა-ბანკში (ასე ვთქვათ, კარტში ჩამოდიან). ისინი, სხვებისგან მხოლოდ თამაშის წესების დაცვას ითხოვენ. იმისთვის, რომ გაატარონ საკუთარი პრინციპები, დარწმუნების დაჟინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. ხშირად მათ თვალებში კიაფობს შინაგანი სულიერი ვნებიანობის ნაპერწკალი. მათი ინტერესები – ლიტერატურის სფეროა, სხვებისთვის პრაქტიკულ დახმარებაზე არასდროს ამბობენ უარს. ესენი პრაქტიკული იდეალისტები არიან. სამყაროს ერთხელ შექმნილი სურათი განსაზღვრავს ცხოვრების მომავალს, ასე რომ, ეს ხასიათი ასხივებს სიმშვიდეს, რომელიც ხშირად თავად არა აქვთ; სიმშვიდედ მიიღება სიმყარე.
მხოლოდ ერთია, სიმყარე ხშირად უფრო საჭიროა, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია სიმშვიდის მოტანა. მათი სულიერი აქტიურობა შესანიშნავია, რადგანაც ზესვლისთვის სულ ახალ-ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ისინი იძლევიან მაგალითს, რომელსაც თითოეულს შეუძლია, რომ მიბაძოს, რამდენადაც მოსახდენს განუსაზღვრელ მომავალში კი არ გადადებენ, არამედ ტოვებენ სრულიად ადამიანურ ვადებსა და მისაღწევ დონეზე. ქალწულის ნიშანში ასცენდენტის ქონისას, მშვილდოსანი ფლობს მოვლენების და სამყაროში მიმდინარე პროცესების ანალიტიკური განჭვრეტის უნარს. სხვა ადამიანები მას, როგორც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს (რომელიც, პირველ რიგში, გონებას ეყრდნობა), ისე აღიქვამენ. სხვა ადამიანები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ, გარკვეულწილად, უგრძნობი ადამიანია. ხშირად, ამ დროს მისი გრძნობები და პირადი ცხოვრება სხვების თვალთახედვის არის მიღმას რჩება.
მშვილდოსანი, ასცენდენტით ქალწულის ნიშანში, არ იჯერებს არაფერ იმას, რასაც რაციონალური ახსნა არ აქვს. მყარად იცავს საკუთარ შეხედულებებს, თუმცა, თუ ფაქტები და არგუმენტები საპირისპიროს დაუმტკიცებს, მოქნილად შეიცვლის პოზიციას. მისთვის უზრდელობა და სახალხო სკანდალები მიუღებელია. ასეთი ადამიანისთვის სამსახური მნიშვნელოვანია. აქ ცდილობს სულიერი კომფორტის მოპოვებას. ერთის მხრივ, სურვილი აქვს, მარტივად მიაღწოს წარმატებას და მეორე მხრივ, _ უნდა, რომ კარიერული კიბის საფეხურები საკუთარი ძალისხმევით გაიაროს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაუზოგავ შრომას საყოვლეთაო აღიარება მოაქვს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი სასწორში
პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ადამიანები გარშემომყოფებს პირველივე შეხედვიდანვე ძალიან მოსწონთ, მათკენ პირდაპირ მიიზიდებიან. ისინი ფლობენ დახვეწილ ტაქტს და არ აჩვენებენ საკუთარ პატივმოყვარობას. სამუშაოზე მოწყობისას ისე ჩანს, თითქოს, მხოლოდ საქმე აინტერესებთ და არანაირად თანამდებობა. შინაგანად კი ისწრაფვიან ზუსტად თანამდებობისკენ, თუმცა–ღა, ამასთანავე, საქმეც მნიშვნელოვანია მათთვის, რადგანაც კარგად იციან, რომ საჭიროა ძალაუფლების ფლობა, რათა მიაღწიონ თავისას. დაიკავებენ რა მაღალ თანამდებობას, ქვემდგომებს მეგობრულად ექცევიან, კარგად ხელმძღვანელობენ მათ და იცავენ, თუ დაუშვეს რაიმე შეცდომა; შეუძლიათ პატიება და მზრუნველობა მათზე, ვინც მათ ენდობა და მათი ერთგულია. ისინი ასევე _ ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი მასწავლებლები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სუსტ მოსწავლეებთან მიდგომაც და სპეციალური კურსის ორგანიზებაც ნიჭიერი და წინ წასული მოსწავლეებისთვისაც. ისინი სამართლიანები არიან, მაგრამ არა მხოლოდ გარემომცველი სამყაროს წონასწორობისთვის, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ სამართლიანობის გარეშე არ შეუძლიათ.
თუ შენ მუდმივად უსამართლოდ იქცევი, შეუძლებელია განვითარება, – ეს ბავშვებმაც კი იციან! ისინი ფლობენ წინააღმდეგობრივ, მებრძოლ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, რომელიც საშუალებას აძლევთ წარმატებულად წაიწიონ წინ. ბუნებრივია, რომ ისინი იწვევენ პატივისცემას, ხოლო მოწონება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საჭიროა, მზად არიან იმუშაონ ანაზღაურების გარეშეც, მაგრამ ეს აღიარებული უნდა იყოს. ფლობენ მნიშვნელოვან სიდიადეს, მათი შინაგანი ცეცხლი გარეთ გამოდის. სასწორის ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს ჰმატებს მომხიბვლელობას, კომუნიკაბელურობას, ტაქტიანობასა და ბუნებრივ შარმს. ვერ იტანს სისასტიკესა და უხეშობას. უპირატესობას ანიჭებს დელიკატურ, ზრდილობიან და დახვეწილ ქცევებს. ასეთი ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან შემოქმედებითი ნიჭით. მათთვის დამახასიათებელია სტილისა და ჰარმონიულობის შეგრძნება, რომელსაც გულუხვად უზიარებენ სხვებს საკუთარი ქმნილებების სახით.
თუმცა, თავიდან შესაძლოა გაუჭირდეთ მათ ბუნებაში ჩადებული პოტენციალის გამომჟღავნება, თანდაყოლილი სიზარმაცის და იმის გამო, რომ არ უყვართ დაბრკოლებების გადალახვა. ხშირად ეძებენ იოლ გზებს, რაც ხშირად მათი შესაფერისი სულაც არაა. იღბალი აუცილებლად მათ მხარეს იქნება, რაც დაეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში, თუნდაც მათი პირადი სივრცის მცირე მონაკვეთში. ასეთი ადამიანი სიამოვნებას იღებს ადამიანებთან ურთიერთობით, ელიტური საუბრებით. ახარებს დღესასწაულები და წვეულებები, სადაც შეუძლია კამპანიის სულად და გულად გახდომა. საფრთხე იმაში იმალება, რომ საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა მისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდეს. უნდა დაეყრდნოს შინაგან საყრდენს და არ უნდა მოექცეს საზოგადოებრივი აზრისა და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი მორიელში
პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი საკუთარ თავს მაღალ მიზნებს უსახავს, რომელიც ასევე დიდ ენერგიას ითხოვს. ისინი დაუშრეტელად მუშაობენ საფუძვლიანი განვითარებისთვის. დიდებულად იბრძვიან საერთო ინტერესებისთვის, მართალია, არცთუიშვიათად, უფრო მეტადაც კი, ახმოვანებენ ამას. პროგრამებზე საუბრები საკმაოდ მაღალია და ელიტურად ჟღერს. მნიშვნელოვნების უდიდესი მოთხოვნილებაა, თუმცა–ღა, ამაზე ღიმილის გარეშე არ საუბრობენ. ავადმყოფობები ცუდად გადააქვთ. ხშირად არიან ცხოვრებისგან გამოფიტულები, და მაშინაც არ სურთ შესვენებების გაკეთება. ისინი დანახარჯებში გულუხვები არიან, ხშირად მფლანგველებიც კი, სძულთ გამთვლელობა, ყველა წვრილმანი მათთან წინააღმდეგობას აწყდება. მზად არიან მსხვერპლად შეწირვისთვის და სხვებისგანაც იგივეს ელიან. მათი აზროვნება სუბიექტურია, არ შეუძლიათ ძალიან სამართლიანი შუამავლები იყვნენ, რადგანაც ძალიან დიდია მათი ცრურწმენები და წინასწარ შექმნილი (ცუდი) აზრები. მხოლოდ ერთია, მათი სწრაფვა კვლევა-ძიებისკენ დაუოკებელი და გაუმაძღარია, წერენ ვნებით, აყენებენ თეზისებს, რომლებიც ძალიან ჰგავს სარწმუნოებრივ (სჯულის) ტექსტებს.
აფასებენ ქვეყანას და ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებს. მზად არიან იქექონ ნანგრევებში, მონაწილობა მიიღონ გათხრებში, ცდილობენ მისდიონ განვითარების სტადიებს. ისინი გარშემომყოფებს გამოწვევას უკეთებენ, შემთხვევისას მზად არიან სხეულის, ხორცის ტანჯვამდე ანდა სახალხოდ თავის დაწვამდეც კი მივიდნენ. ისინი უკიდეგანონი, თვალუწვდენელნი და მოუხელთებელნი არიან. მორიელის ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს ემოციურობასა და ვნებიანობას ანიჭებს. სხვებზე ტოვებს სექსუალური ადამიანის შთაბეჭდილებას. მისთვის მნიშვნელოვან მომენტებში ემოციები იპყრობს, რაც მოვლენების ობიექტური შეფასების უნარს უკარგავს. ენერგიული და საქმიანია. წამოწყებებში მთელ ძალისხმევას დებს და ჩანაფიქრებს არაბუნებრივი აქტიურობით ახორციელებს.
ასეთი ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან ნაყოფიერი და გამომგონებლური გონებით, რომელიც მუდმივად ახალ იდეებს წარმოშობს და, რომელიც შემდეგ, მორიელისებური გაბედულობის წყალობით, მოქმედებაში მოდის. ასეთ ადამიანს მოუხდება მწერლის ან ჟურნალისტის პროფესია. მშვილდოსანი, მორიელის ნიშანში ასცენდენტით, საკუთარ პიროვნებას, როგორც თავშეკავებელი და ჩაკეტილი, ისე ავლენს. საჭირო მომენტამდე, მანამ, სანამ არ გამოიყვანენ მწყობრიდან, იშვიათად ებმება დავებში, მაგრამ თუ ჩაება, მაშინ მრისხანება საშინელი აქვს, შეუძლია იყოს დაუნდებელი, ამიტომ, უნდა ერიდოს ძალადობისკენ მიდრეკილებას. მშვიდობიან პერიოდში გონებახვილი და სასიამოვნო მოსაუბრეა. ბუნებამ მიხვედრილობითა და დაკვირვების უნარით დააჯილდოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია სხვების გონებაში შეღწევა, შესაძლოა გამოიჩინოს უყურადღებობა და გამორჩეს წვრილმანები, მაგალითად, ვერ შეამჩნიოს შეღებილი სკამი ანდა დარჩეს ნივთები.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი მშვილდოსანში
პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი ისწრაფვის გარემოცვაში შეიტანოს აზრი. ისინი გამოდიან სამართლიანობის გამო. მათ აფასებენ და პატივს სცემენ მათი შეხედულებების ძალის გამო, მაგრამ უფრო მეტად პატივს სცემენ (თუ არ უყვართ) იმის გამო, რომ დისტანციას მუდამ იცავენ, დეტალურად საზღვრავენ სამფლობელოს. საკუთარ თავებს ღმერთების წარმომადგენლებად თვლიან. მათზე დაყრდნობა შეიძლება. არ უყვართ მოტყუება, თაღლითობა, აჩქარებულობა, წინდაუხედაობა და უაზრო კამათები. ასევე, მათი მხრიდან გაუაზრებელი და მოუფიქრებელი არგუმენტები განსჯას იმსახურებენ. ადამიანებს მათ გვერდით არც ისე კარგად გამოსდით ცხოვრება. სოციალური ორიენტაცია დაფუძნებულია მოთხოვნებზე _ თავიდან საკუთარი თავის შეწირვით, შემდეგ უკვე იგივეს სხვებისგანაც ითხოვენ. საზოგადოებრივის შეგრძნების მიუხედავად, ისინი აყენებენ მაღალ პირად მოთხოვნებს. მათ არ სწამთ თავის გამართლებების და სასამართლოში ლაქლაქს არ დაუშვებენ. პირადი გულისხმიერებით იპყრობენ მაღალ ადგილებს (თანამდებობებს). არც ისე ადვილად იტანენ დაცინვას, ისიც მხოლოდ მაშინ _ თუ ხუმრობა ძალიან კარგია. ნაადრევ შექებას იღებენ როგორც, თავისთავად, ჭეშმარიტებას. გარშემომყოფებში შეაქვთ აზრი და რწმენა.
მშვილდოსნის ნიშანში ასცენდენტი, მშვილდოსანს უმძაფრებს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მიღების სურვილს. ის ენთუზიაზმით ებმება ახალ წამოწყებებსა და ავანტიურებში. ხშირად გარშემომყოფები სულსწრაფ პიროვნებად თვლიან. ცხოვრებაში იღბალი მუდამ თან სდევს. ამის გამო კი, ხშრად, ნაკლებად იღბლიანი საზოგადოების საზრუნავს ვერ ხვდება. ეს ადამიანები იდეალისტები არიან, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძვიან თავისუფლებისთვის. ამასთანავე, არც სხვებს შეუზღუდავენ თავისუფლებას. გარშემომყოფების მიმართ ამაღლებული მოლოდინი აქვთ, მაგრამ ყველა არაა მზად შეესაბამებოდეს მათ მაღალ სტანდარტებს. არიან გულწრფელები და კომუნიკაბელურები. ხშირად, ზუსტად ეს მათი გულწრფელობა უხეშობად აღიქმება.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცუდი განზრახვა სულაც არ ამოძრავებდეთ, შეუძლიათ ზედმეტი პირდაპირობით ადამიანების განაწყენება. საბედნიეროდ, მათი მომხიბვლელობის წყალობით, ამ ქცევას მაშინვე პატიობენ. უყვართ მოგზაურობა, სამყაროს შემეცნება, ახალი ადგილების მონახულება. მათთვის მიმზიდველია ახალი კულტურების გაცნობა. აქვთ ნათელი გონება და მდიდარი წარმოსახვა. ასეთი ადამიანი მხიარული, სიცოცხლის მოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს და ის ზუსტად ასეთიცაა. უმეტესად, მოქმედებს სპონტანურად და დაუფიქრებლად. იგი მუდმივად წინ მიიწევს და ხშირად ვერ ასწრებს დაფიქრებას. მისთვის უფრო უკეთესია აირჩიოს ისეთი სამსახური, სადაც მუდმივად ექნება ახალი შთაბეჭდილებების მიღების საშუალება.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი თხის რქაში
პიროვნება _ პატივმოყვარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი განსხვავდება წინააღმდეგობის გაწევის დიდი ძალით და ამტანობით. ისინი მნიშვნელოვანი არიან მცირედშიც და დიდ საქმეშიც. მათ სურთ სამყარო თანდათანობით გადააქციონ სამოთხედ, მაშინაც კი თუ ეს მსხვერპლს ითხოვს, _ მოკლედ, არა სისხლისმიერი მსხვერპლი, არამედ მსხვერპლი, რომელიც აუცილებელია განვითარებისთვის. მათ უბრალოდ დარწმუნება სურთ. ისინი მშვიდობისმყოფელები არიან, თუმცა–ღა, შუმჩნევლებად ჩანან. შესაშურად ოპტიმისტები არიან და მიტომაც ყველაფერი კარგი დასასრულისკენ მიჰყავთ. მათთვის ცნობილია გაორება, რომელითაც ყველას სტანჯავენ, მათ შორის თავადაც იტანჯებიან, მაგრამ ამას არ გამოხატავენ, პირიქით, აქტიურად ცდილობენ მის მოშორებას. ისწრაფვიან ისეთი პროფესიისკენ, რომელიც გადავსებულია, მაგრამ მათი შანსი იმაში მდგომარეობს, რომ არ აშინებთ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები.
ისინი იღებენ განათლებას, თუ ეს აუცილებელია მათი შორეული მიზნისთვის. ისინი ძალიან გამოცდილები ჩანან, და უკვე ბავშვობაშივე აქვთ ბრძნული და რამდენადმე სევდიანი თვალები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მზის საათს კი არ ენდობიან, არამედ ორიენტირებას აკეთებენ დროის მუდმივ დინებაზე, რომელსაც, ოდესმე ყველაფერი წესრიგში მოჰყავს. ე.წ. პუნქტუალობა არაარსობრივია, ეს _ წვრილმანია. მეტწილად სწამთ წესრიგის და შეუძლიათ ეს რწმენა სხვებსაც გადასცენ, რაც მათ სხვებისგან გამოჰყოფს. თხის რქაში ასცენდენტი მშვილდოსანს აძლევს ქმედებეში სერიოზულობასა და სიფრთხილეს. პირველი ნაცნობობის დროს, ის, როგორც წესი, თავშეკავებული, მშვიდი და, ზოგჯერ, მორცხვიც კია. ამის გამო, ადამიანები თავიდან ვერ ხედავენ იმას, რომ სინამდვილეში გულთბილი და მეგობრული ადამიანია. ხშირად უჭირს საკუთარი გრძნობების გამოხატვა, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობაში, რის გამოც, შეიძლება ცივ და ანგარებიან პიროვნებად ჩათვალონ.
თხის რქის ნიშანში ასცენდენტით დაბადებული ადამიანები აღვსილნი არიან გაბედულობით, ნებისყოფითა და მიზანდასახულობით. მიისწრაფვიან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავებისკენ. ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას და ცხოვრებისთვის აზრის მიცემას, მაგრამ მიღწეულით იშვიათად კმაყოფილდებიან. ასეთი ადამიანები მუდმივად სხვების გაკონტროლებას ცდილობენ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ მომავლის დეტალური დაგეგმვა, შესაძლო პრობლემების “წინასწარმეტყველება”. ახალი პროექტების დაწყების წინ, სიტუაციას ყოველთვის კარგად წონიან და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც წარმატება მოაქვს. მსგავსმა ქცევამ შესაძლოა გამოწვიოს ის, რომ წვრილმანებზე კონცენტრაციის გამო ,საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ მისცენ. ცხოვრებისგან დაბრძენებელი და გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს. მან უნდა ისწავლოს მოთმინება და ლოდინი. ეს თვისებები ცხოვრებაში დაუფასებელ სამსახურს გაუწევს. მისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არ ჩავარდეს დეპრესიასა და მელანქოლიაში, უნდა შეინარჩუნოს იმედი. “მშვილდოსნობა” ამაში დაეხმარება და უსაზღვრო ოპტიმიზმით დაასაჩუქრებს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი მერწყულში
პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი ახდენს პარადოქსულ შთაბეჭდილებას: იდეალებისკენ საკუთარ მისწრაფებაში სრულიად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ დამოკიდებულნი – გარშემომყოფების კაპრიზებზე. დაბრკოლებები აღიზიანებთ. მათთვის არსობრივია სწრაფი რეაქცია. საკუთარი მოულოდნელობისა და ნახტომისებურობის გამო, მათთვის აუცილებელია სხვა ადამიანებთან ძალიან ლოიალური ურთიერთობა ჰქონდეთ. თუ ცუდად მოიქცნენ, შეუძლიათ აღიარონ საკუთარი შეცდომები, პატიების სათხოვნელად, მუდამ მზად არიან. ისინი სულიერად და გონებრივად მოძრავნი არიან. მათთვის არსობრივია სამყაროსთან ურთიერთკავშირის გრძნობა. მათი მოძრაობის კურსი მუდამ ცვალებადია. სწრაფად ერთვებიან და იტაცებთ სამუშაო. მრავალი მათგანი საკუთარ თავს დიად მიზნებთან აიგივებს, ამიტომაც მათი ცხოვრება, თავისი არსით, წარმოადგენს მორევის მსგავს მოვლენებს. მათ შეუძლიათ ერთი ღამის განმავლობაში მიატოვონ პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აღიქვეს როგორც მოწოდება. უბრალოდ კარგად ცხოვრება მოსწონთ.
მერწყულის ნიშანში ასცენდენტის მქონე მშვილდოსანი მოხერხებული და გონებამახვილია. ის არაორდინალური, გახსნილი და სამართლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ადვილად ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს, ამის გამო კი, იშვიათადაა მარტო. დამოუკიდებელი აზროვნების გამო, უკეთესია იმუშაოს მას–მედიის სააგენტოებში. ასეთი ადამიანები საკუთარ შეხედულებებში პროგრესულები არიან. აინტერესებთ ტექნიკური სიახლეები და პროგრესის უკანასკნელი მიღწევები. ამავდროულად, საკუთარ ჩვევებში, საკმაოდ კონსერვატორებიც არიან.
ასეთ ადამიანს აქვს სამყაროს შეცვლის, მისი უმაღლეს იდეალებთან მიახლოვების სურვილი. იგი დაკვირვებულია. ადვილად აფიქსირებს სხვების სისუსტეებს და არაა წინააღმდეგი კეთილად იხუმროს ამაზე. მრავალმხრივი ადამიანია. უყვარს მოგზაურობა, მაგრამ შეუძლია სახლში განმარტოებაც და მეგობრებთან ურთიერთობისგან დასვენება. ასეთი ადამიანი ხასიათით დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარეა. ხშირად მეგობრული, მაგრამ განსხვავებული თანამოსაუბრის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მზე მშვილდოსანში, ასცენდენტი თევზებში
პიროვნება _ დაუცველი. ცხოვრებისეული ბირთვი _ გააზრებული (გონივრული).
ეს ხასიათი არაფერ სასიკეთოს არ უქადდის სამყაროს, მაგრამ აქტიურად მუშაობს მის გამო. ისინი, მართალია, ხშირად მიჯაჭვულნი არიან ძველ მისწრაფებებზე, მაგრამ იციან, რომ მხოლოდ წარსულზე დაყრდნობით, ვერაფერს ააშენებენ. მათ ძალიან აინტერესებთ რწმენის საკითხები, მათთვის კარგია განვითარებად ქვეყნებში რაიმე მისიონერული სამუშაო. ისინი გრძნობენ, რომ სამყაროს უნდა გაუგო მის ურთიერთკავშირებში, იზოლაციის წინააღმდეგნი არიან. სურთ მსოფლიოში დაამარცხონ შიმშილობა, მაგრამ არ უნდათ, გადამწყვეტი ბრძოლის მორევში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. უმეტესად, არც ისე კეთილშობილნი არიან, – შესაძლებელია, საკმაოდ ეგოისტებიც კი იყვნენ, ისინი უფრო ფართედ აზროვნებენ, ვიდრე სხვები. იციან, რომ არ შეიძლება ცხოვრება რძის მდინარის კისელის სანაპიროზე, როცა სადღაც იქვე მთელი ოჯახი მხოლოდ ბრინჯით საზრდოობს. ისინი ამას პრაქტიკულ ცხოვრებაში ატარებენ: მათ არ სჭირდებათ უპირატესობა, რომელიც მხოლოდ შურს იწვევს. უარს ამბობენ ამაზე, უერთდებიან სხვებს. ასეთია მათი მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელიც გამომდინარეობს პირველი გამოცდილებიდან. ისინი ხშირად წარმოდგენილნი არიან დიადებად, ყველას მიერ აღიარებულ მეთაურებად ანდა სახეებად, სამაგალითოებად, ამასთანვე ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, მაგრამ მომავალს გრძნობით, ალღოთი გრძნობენ.
თავისდროულად იზიდავენ მოწაფეებს, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ და განავითარებენ მათ საქმეებს. საერთოდ, კარგი მასწავლებლები და ხელმძღვანელები არიან, რომლებისთვისაც ბავშვების მინდობა შეიძლება. იცნობენ ცხოვრებისეულ პრინციპებს, მაგრამ ზომიერად იყენებენ. სწყურიათ შორეული მოგზაურობები და ისწრაფვიან განათლებისკენ, აქედან მოდის მათი არაჩვეულებრივი ცხოვრების წესი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მხედველობიდან არ დაკარგონ მთლიანი. თევზების ნიშანში ასცენდენტი მშვილდოსანს სძენს ემოციურ მგრძნობიარობას და სხვა ადამიანების თანაგრძნობის უნარს. კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილია; მისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი; უპირატესობას ანიჭებს ხარისხიან სამოსს, კარგ საკვებს და სასმელს. უყვარს მოგზაურობა, მათ შორის – წყალზე. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია ცხოვრების რომანტიკული აღქმა. ბევრ მათგანს ეჩვება, რომ სხვა ეპოქაში უნდა დაბადებულიყვნენ და იმის მაგივრად, რომ კეთილშობილ ქალბატონებთან და ვაჟებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, იძულებულნი არიან უყურონ თანამედროვე ცხოვრებას, სადაც ბევრს არ ესმის მათი ამაღლებული მისწრაფებების.
იგი დაჯილდოვებულია მრავალი ნიჭით. ასეთ ადამიანს მსახიობის პროფესია მოუხდება, რადგანაც ემოციურია და კარგად ეხერხება როლის გათავისება. გულის სიღრმეში სენტიმენტალურია, განიცდის სევდიან ისტორიებს, განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს, რომლებსაც ასცენდენტი თევზის ნიშანში აქვთ. გარდა სამსახიობო პროფესიისა, ძალიან მოუხდება ბავშვებთან მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. უყვარს ბავშვები და შეუძლია მათ ზედმეტი სიმკაცრის გარეშე და დიდი წინდახედულებით ასწავლოს. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ დაბნეულობა, ქარაფშუტობა, თავის მოტყუებისკენ მიდრეკილება. ყველა ეს თვისება ვლიდნება მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების უარყოფით მხარეში. უნდა შეეცადონ გამოავლინონ შემოქმედებითი შესაძლებლობები პროფესიაში ან თუნდაც ჰობბის სახით.
სტატიის ავტორი: ნინო