სინთეთიკური დახასიათება
მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები
წყარო: http://www.aquarun.ru
ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი ვერძში
პიროვნება _ შეტევითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული, აღფრთოვანებული.
ეს ხასიათი ქარიშხალივით (აბობოქრებულად) შემოდის სამყაროში, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაციის შინაგანი მოთხოვნილების გამო. ამ ადამიანებს სურთ სამყაროს დაპყრობა, რათა მოთავსდნენ სამყაროში. სურთ იცოდნენ ყველა მნიშვნელოვანი გადამრთველების შესახებ და ფლობნენ მათ, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა ითამაშონ საჭირო კლავიატურაზე. ისინი ხშირად ტოვებენ დაძაბულობის შთაბეჭდილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა არ ჰყოფნით სიმწიფე. დიდი ხნით რჩებიან ახალგაზრდებად და უმწიფრებად. უფრო მეტად სურთ წინააღმდეგობრიობის მოშორება. ამასთან ერთად, მზად არიან წავიდნენ ეშმაკობაზე, მცირე მოტყუებაზეც კი, თუ ეს საჭირო გახდება. კარგი ზრახვებით მართლდება გამოყენებელული საშუალებები და ყოველთვის პოულობენ დამაწყნარებელ ანდა გასამართლებელ სიტყვებს. საკუთარ ამოცანებს ყველაზე უკეთ სიტყვების სამყაროში აღიქვამენ და იგებენ. ადვილად შედიან კონტაქტში, რომელიც, მართალია, მანამდე გრძელდება, სანამ სხვა, უფრო აუცილებლად ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საინტერესოდ არ მოეჩვენებათ. მათი სიჯიუტე შეიძლება მიამიტური და გულუბრყვილო იყოს. ისინი საკუთარი მჭერმეტყველების დინებას მიჰყვებიან, ვერ ამჩნევენ, რომ მათ არავინ უსმენს, მაგრამ აღფრთოვანებით აკავშირებენ სამყაროს. თუ შესაძლებელია რაიმე კვანძების სიტყვებით გახსნა, ისინი პოულობენ სწორ მიდგომას. ყოველთვის არაა ადვილი იმის გაგება, თუ რა სურთ სინამდვილეში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სურთ, რომ გვერდზე გარიყულნი არ აღმოჩდნენ. ისინი საუბრობენ მაღალ იდეალებზე, თუმცა-ღა, ეს იდეალები ღრმად არ აქვთ გამჯდარი, მაგრამ შეუძლიათ სხვები მიიყვანონ კარგ იდეებამდე, თან ამ იდეებს თავისად ასაღებენ, რათა სამყაროში საკუთარი მდგომარეობა გაამყარონ.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი კუროში
პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი, საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით, კონტაქტებს ადვილად ამყარებს, ამასთან ერთად, კომუნიკაცია რამდენადმე ემოციონალურია, ასე რომ, სხვებთან მიმართებაში, ისინი, სწორ ტონს პოულობენ. ეს ადამიანები ადვილად უწვდიან ხელს პარტნიორს, მზად არიან გაახვიონ სიტყვების ნაკადში, თუ, რა თქმა უნდა, პარტნიორი მოსმენისთვის მზადაა, ამან, შეიძლება, ხანგრძლივ კავშირამდე მიიყვანოს. იშვიათად აჩვენებენ თავებს ორჭოფებად, ასე რომ, შეუძლიათ ილაქლაქონ საკუთარ შეცდომებსა და წარუმატებლობეზეც კი, იმ იმედით, რომ იპოვიან გაგებას. მათი შინაგანი ბირთვი მუდმივად რაიმე ახლის გარშემო ბრუნავს, მაგრამ გარშემომყოფები ამას ვერ გრძნობენ, რამეთუ, ამასაც ოსტატურად ფარავენ. მართალია, საერთოდ არ შეუძლიათ გაჩუმება, მაგრამ ყველაფერზე ხიბლიანად ლაქლაქებენ. ცხოვრება უსაფრთხო გარემოში სურთ, მაგრამ ტყიურ მარტოობას არ ეძებენ _ ეს მათი საქმე არაა. მართალია, ლაპარაკობენ სიყვარულზე და ბუნებაზე, მაგრამ სიგარეტის კვამლით გაჯერებულ ოთახებში სხედან. მათი ნათამაშევი მოკრძალება ანიარაღებს ადამიანებს. მხოლოდ ერთია, არ ღირს მათი დიდი ხნით კუთხეში მარტო დატოვება. ისინი _ კარგი მსმენელები არიან თუ იციან, რომ მათი პასუხი სერიოზულად იქნება მიღებული. პირობას დებენ ხანგრძლივ მიჯაჭვულობაზე და ამის წყალობით იძენენ მრავალ მეგობარს, მაგრამ ისინი არც ამდენად ერთგულნი არიან, ძალიან ბევრი შთაბეჭდილება უგროვდებათ. ისინი თავისთვის ქმნიან მყუდრო სახლს, მაგრამ აწყობენ ღია მიღებებს და დღესასწაულებს, რომელზე მოხვედრაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია (ოღონდაც, საზოგადოებაში მოქცევა უნდა იცოდნენ). მათ იზიდავთ ელიტარული ცხოვრება, არ სურთ გვერდზე ყოფნა.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი ტყუპებში
პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი _ ცოცხალი, ცქვიტი, მკვირცხლი, მარჯვე, ყოჩაღი,ნერვიული, მოხერხებული და მარაგიანია. ამ ადამიანებს სჭირდებათ ვინმესთან საუბარი. ისინი ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ ჭკუა-გონებას. მათი დაკვირვებულობა სწრაფად ავსებს განათლების პრობლემებს. მათ, საკუთარი ცოდნის წყალობით (ყოველთვის იციან სად, რატომ და რა ხდება) შეუძლიათ გახდნენ პრაქტიკულად შეუცვლელი ადამიანები. ისინი ფლობენ ჭკვიანურ იუმორს, რომელიც ყოველთვის პოულობს გამოძახილს. მუდამ იკვლევენ ჟურნალისტიკის სამყაროს, ყოველთვის პოულობენ გზას კონტაქტისთვის, შეუძლიათ საიდუმლობების გამოცნობა. სხვები სწრაფად პოულობენ მათში მეგობარს, მაგრამ ასევე სწრაფად რჩებიან მათ გარეშეც. ისინი ყველგან ოქროს და ფოლადს ეძებენ, მაგრამ უფრო ხშირად პოულობენ ბიჟუტერიას. მათ შეუძლიათ ძიება და ყველაფრის გალამაზება; რამდენადაც მთელი სამყარო (რაც მათ გარშემოა) მათთვის საინტერესოა, ამიტომაც, შესაძლებელია, ერთდროულად სამ სხდომაზე აღმოჩდნენ, _ და ეშმაკმა იცის, როგორ ახერხებენ ამას. საჭირო მომენტში აღმოჩდებიან ზუსტად იქ და იმათთან, სადაც საჭიროა და ვისაც სჭირდებათ. შეუძლიათ ბრწყინვალედ შეგუება და მორგება და ყველგან პოულობენ ნაცნობებს, რომლებიც უთითებენ ახალ გზებზე. მათ მუდამ მოძრავი თვალები აქვთ, მაგრამ ეს შინაგანი მოუსვენრობის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ არ სურთ მხედველობის არედან რაიმე გამორჩეთ. საუბრობენ იმდენად ბევრს, რომ შეუძლიათ ადამიანი ცუდად გახადონ, მაგრამ მაშინაც საუბარს მის ავადმყოფობაზე აგრძელებენ.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი კირჩხიბში
პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი _ ცვალებადი და მრავალმხრივია; თუ ეს ადამიანები თავს დარწმუნებულად გრძნობენ, ისინი მხნედ არიან და გარშემო გრიგალს ატრიალებენ, მაგრამ თუ კი ვინმე “ფეხებში წამოედებათ”, _ უკან იხევენ. მგრძნობიარენი არიან, კილომეტრზე ესმით ბუზის გაფრენის ხმაც კი, ასევე გრძნობენ ნამდვილ საშიშროებასაც, ეს მათი ძლიერი მხარეა. შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა, ისინი შემოქმედნი არიან. თუ მოსაუბრის მიმართ ნდობით განიმსჭავლნენ, საკუთარ თავზე, ისევე, როგორც სხვებზე, ნეიტრალურად საუბრობენ. ხშირად დიდებულად უგებენ სხვებს და შეუძლიათ იმის გამოხატვა, რასაც გრძნობენ. ამაში ოსტატები არიან და სიხარულით ხდებიან თარჯიმნები (გადატანითი მნიშვნელობით). თუ დაარწმუნებთ, სწრაფად იცვლიან შეხედულებებს, მაგრამ ძირითადს მაინც მყარად იცავენ. თუ მათ მიიტყუებს სხვა პროფესია, ადვილად იცვლიან სამუშაო ადგილს. ყველაფერი ძალიან მოძრავი აქვთ. შეუძლიათ მოულოდნელად ადგნენ ღამით, რათა დაასრულონ რაიმე მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე დილით მაინც დანიშნულ დროს გაიღვიძებენ. ისინი არც ისე არასაიმედონი არიან, როგორებადაც ითვლებიან, რამეთუ გადამწყვეტ მომენტში მუდამ სათანადო ადგილზე არიან. იმდენად მრავალმხრივნი არიან, რომ მრავალ მათგანს რამდენიმე პროფესია აქვს და არ იციან, რომელი მათგანია მათთვის მნიშვნელოვანი. სიამოვნებით მოგზაურობენ, საუბრობენ და წერენ მოგზაურობის შესახებ. შეუძლიათ სამყაროსგან საუკეთესო შესაძლო შთაბეჭდილებების მიღება. მხოლოდ ერთია, კონცენტრაციას ძალიან რთულად ახდენენ, ხოლო მყარად დაწესებული ვადები მათთვის _ ტანჯვაა.
მზე ტყუპებში,ასცენდენტი ლომში
პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი _ კომუნიკაციას მთლიანად ფლობს. ეს ადამიანები დისკუსიის ლიდერები არიან, რომლებიც დომინანტობენ კამათებში, ისინი დაბადებული ექსკურსიამძღოლები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჯგუფების გაერთიანება და საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ინტერესის შერწყმა. მეტყველება მათთვის _ ადამიანური საქმიანობის გამოხატულებაა. მართალია, ხანდახან დამაკავშირებელი სიტყა მბრძანებლურ ტონში გადასდით, მაგრამ შეუძლიათ გაჩერება, რაპორტის გაკეთება. ფლობენ ფართე მსოფლმხედველობას, მუდამ მზად არიან აღიქვან და გაავრცელონ სიახლეები. მათი მეტყველება სრულხმოვანია, გამოხატვები _ ზუსტი. შეუძლიათ, უცბად გამოიყენონ კეთილგანწყობილი შესაძლებლობა. ხანდახან ტოვებენ მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას, მაგრამ ფლობენ საკუთარ თავებს და შეუძლიათ შინაგან ნევროზულობასთან გამკლავება. ისინი ყალყზე დგებიან, თუ მათთან წვრილმან კამათს იწყებენ, ანდა თუ ვინმე რაიმეს უმტკიცებს, სამომავლოდ კი, არ შეუძლია ამის დასაბუთება. მაშინ ებმებიან სასტიკ კამათში ანდა ტოვებენ ოთახს. რაიმეს აღქმისთვის მუდმივად მზად არიან და მათთან ყოველთვის შეიძლება მისვლა, რადგანაც რჩევების გაცემაში გულუხვები არიან. მაგრამ ამავდროს ელიან, რომ მიცემულ რჩევას გაითვალისწინებენ. საკუთარ აზრს გამოხატავენ რამდენადმე უხეშად, თუმცა მზად არიან ყველასთან მამაცურად დაიცვან ეს აზრი. თავდაჯერებული საზოგადოებრივი მდგომარეობა ამსუბუქებს მათი ცხოვრების დასაწყისს და სამომავლო წინწაწევის ხაზს. მხოლოდ ხანდახან არ ჰყოფნით მუდმივობა.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი ქალწულში
პიროვნება _ აქტიურ-მოქმედი; ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს _ კომუნიკაბელური, ფაქიზ-ნერვიული, მაგრამ თავის თავში მყარი ხასიათია. ეს ადამიანები გარშემომყოფებში თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობენ, მაგრამ მათთან ერთად მოძრაობს მრავალი ძაფიც. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას ცდილობენ, გულმოდგინენი და, მეტწილად, ინტელიგენტები არიან. ისინი იდეებით სავსენი არიან და რეალობაში უშვებენ ამ იდეებს, რის გამოც გარშემომყოფების სიმპატიებს იმსახურებენ. ხანდახან, სირთულეები იმის გამო წარმოიშობა, რომ ყველაფერს სხვებზე ადრე “იჭერენ”, მაგრამ ეს მათი გამუდმებული დახმარების გაწევის მზაობით გამოისყიდება. ოჯახის ყველა წევრის მაგივრად იღებენ ფოსტას, ორგანიზებას უწევენ ქველმოქმედებას, ავრცელებენ ცნობებს, _ და საათობით საუბრობენ ტელეფონზე. საუბრის გარეშე, თუნდაც საათის გატარება _ მათთვის სასიკვდილოა; ისინი მაშინაც კი საუბრობენ, როცა სადილობენ. თუ რაიმე ისე არაა, როგორც საჭიროა, სწრაფად აკეთებენ მითითებებს, შენიშვნებს, მაგრამ ადვილად რიგდებიან. თუ არ უწევთ ფილოსოფიური აზროვნება, ერთ ადგილზე დიდი ხნით საერთოდ არ ჩერდებიან. ეს ბრწყინვალე კრიტიკოსები და ავტორები არიან. მათი ცხოვრებისეული გრძნობები გონების მიერ მუდმივად კონტროლირდება; იტანჯებიან ამის გამო, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლიათ. ისინი ვალდებულნი არიან გამოთქვან ის, რასაც გრძნობენ, _ ეს კი, ხშირად, გრძნობებს კლავს. ხშირად, მათი სიყვარული გათვლილად ჩანს ანდა შეფერილია სნობისტურ-ინტელექტუალური ტონალობით; ისინი _ სასიყვარულო მემუარების ავტორები არიან.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი სასწორში
პიროვნება _ მეგობრული; ცხოვრებისეული ბირთვი – ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი აკავშირებს გრძნობასა და ზეშთაგონებულობას. ყველაფერი კავშირდება სიტყვების მეშვეობით. ისინი მარჯვე და მოხერხებულნი არიან, კარგად ეგუებიან. ფლობენ განსაკუთრებულ ხიბლს, რომელსაც საჭიროა პროფესიონალური ვუწოდოთ. მისდევენ მოდას, სამხატვრო გამოფენებზე და გაზეთის რედაქციებში _ თავს საკუთარ სახლში გრძნობენ. თუ ეს რეპორტიორია, მაშინ მისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. მათ თავში იდეები ნაკადებად იბადება, წარმოიშობა მრავალი შესაძლებლობა, რომელიც, საბოლოოდ, ყოველთვის თავად მათთანაა დაკავშირებული, _ რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი პატივმოყვარეობას მოკლებულნი არ არიან. ადვილად არიან გატაცებულნი და ამიტომ ხშირად არ აქვთ დრო, რათა კონცენტრირებულად იმუშაონ ხელოვნებაზე. შეუძლიათ ერთი ნაბიჯით გადაუსწრონ კვლევით სამუშაოს; თუ საუბარია ფლირტზე, _ ვერაფერი აკავებთ. ისინი მუდამ გზაში არიან, მათგან შეიძლება კარგი კომივოიაჟორი დადგეს. მათ წინაშე იხსნება ის კარიც კი, რომელიც სხვებისთვის დახურულია, მათი ხიბლი და იუმორი მოსწონთ, მაშინაც კი თუ რაიმეს სხვების ხარჯზე აკეთებენ. დიდი მასშტაბების ორგანიზება ნაკლებად გამოსდით, უფრო მეტად _ ინფორმაციას აწოდებენ. არ შეუძლიათ მუდმივობა, მაგრამ თავად ეს არამუდმივობაა მათი ღირსება. გარშემომყოფებს უყვართ ისინი და ყველაზე მეტად ანებივრებენ, დროთაგანმავლობაში კი, ისინი ამით სარგებლობას ისწავლიან. შეუძლიათ თავის გამართლება, დაგვიანების უფლებას აუცილებლად რთავენ მოლაპარაკებაში, ვარაუდობენ, რომ გარშემომყოფები მათ მიმართ დიდსულოვნებას გამოიჩენენ.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი მორიელში
პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი გარშემომყოფებს საკუთარი შეხედულებებით, გეგმებით და აზრებით ატყდება თავს. ამ ყველაფერში არის რაღაც შმაგური (მძვინვარე), თითქოს ამას სამყაროს შეცვლა ნამდვილად შეუძლია. ამ ადამიანებს სურთ ძალადობრივად გააერთიანონ ის, რაც ბუნებისგან ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. ასე მაგალითად, შეიძლება ქალი გათხოვდეს სხვა რასის წარმომადგენელზე, ცნობიერად და უშიშრად დაუპირისპირდეს საზოგადოებას და, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა იმდენად სიყვარულის გამო, რამდენადაც იდეის პროპაგანდის მიზნით. ისინი სხვებს გაიყოლებენ თან, მაგრამ ეს სხვები მალევე ტოვებენ, აღმოაჩენენ, რომ ეს გზა გაუვალია. მაშინ ეს ადამიანები ყველას (ვინც კი სხვა აზრს ემხრობა) წინააღმდეგ მიდიან. კამათში არ შეიძლება მათ არ გაუგონოთ და მრავალი დისკუსია, – მათი ქცევის გამო, – ცუდად მთავრდება. მათი მორალური მოთხოვნები უდიდესია, პირადი ქცევა განისაზღვრება საბრძოლო ლოზუნგებით _ და თუ ამაზე მიუთითებენ, ამას არ პატიობენ. მათი ჩანაფიქრები, ძირითადად, კარგია, მაგრამ განხორციელებას ძალიან ადრე იწყებენ. არ არის ჩიხი, რომელშიც არ მოხვედრილან. მაგრამ მათთვის არ არსებობს ჩიხები. ისინი საკუთარ თავზე იღებენ იმ საზოგადოებრივ დავალებებს, რომლებიც სხვებს შეუსრულებლად ეჩვენებათ – და ამ ადამიანებს ეს გამოსდით. შეუძლიათ დახვეწილად დააგონ ხაფანგები, რადგან ფიქრობენ, რომ: “მიზანი ამართლებს საშუალებას”. საჭიროა, თავიდან, გამოუცდელები გზას აცდნენ, მაშინ დაინახავენ, რომ სწორ გზაზე იდგნენ.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი მშვილდოსანში
პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი თავისუფლად და სიცოცხლის სიყვარულით ცხოვრობს გარემო წრეში. ეს ადამიანები მუდამ საკუთარი თავით კმაყოფილები და სამყაროსთან თანხმობაში მყოფებად ჩანან. ამასთან ერთად, საკუთარ თავში გრძნობენ რაღაც შემოქმედებით დაძაბულობას, რომელიც იძლევა გააზრებულობას. კომუნიკაციის შინაგანი მოთხოვნილება გადაიზრდება ლიტერატურულ გემოვნებაში. სიტყვიერი ლოზუნგების მიღმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის ჩვენებას ცდილობენ. ისწრაფვიან აუხსნან ყველას, რომ ენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძლება. ისინი არიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ მოწაფეებს თხზულების რამდენჯერმე გადაწერას აიძულებენ – და მათ შორის ყველაზე ცუდებიც კი კონკურსებზე პრემიებს იღებენ. ისინი ემხრობიან სპორტულ შეჯიბრებებს, როგორც ურთიერთობის ფორმას. წაგება არ აღიქმება როგორც უბედურება. მოწინააღმდეგეს ეპყრობიან როგორც მეგობარს. საერთოდ, ისინი ისწრაფვიან უფრო სულიერი პარტნიორობისკენ, ვიდრე სექსუალური ურთიერთობისკენ. ამიტომ ამყარებენ სხვადასხვაგვარ მეგობრობას. მათი ქცევა სავსეა თავდაჯერებულობით, მაგრამ ეს საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს, მათ გარშემო ჰაერი ყველას ჰყოფნის. მათ გარშემო სამყარო მუდმივ მოძრაობაშია. გულწრფელი ცნობისმოყვარეობა აიძულებთ შეიხედონ კულისებში (არა თეატრალურ კულისებში, არამედ სამყაროსეულ დრამაში). პოლიტიკაში სრულიად შეუცვლელნი არიან, რადგანაც ფლობენ სახალხო გრძნობას, ეს გრძნობა საუბრობს მათში და შესაძლებელია, სამომავლოდ განვითარებული იყოს. და ბოლოს, ისინი ავრცელებენ ადამიანურ ოპტიმიზმს.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი თხის რქაში
პიროვნება _ პატივმოყვრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ამ ხასიათს, გარშემომყოფი ადამიანებისთვის, სერიოზული კონტაქტები მოაქვს. ამ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ფილოსოფოსები. კომუნიკაცია მათთვის ნამდვილ მნიშვნელობას იძენს. თუ მეგობრებს სურთ გაერთიანება, რაიმე საზოგადოების დაფუძნება, მაშინ მისი დაფუძნება, შესაძლებელია, მომავლისთვის გადადონ, მაგრამ შემდეგ, თუ შექმნიან, ის სამაგალითოდ იქცევა. ყოჩაღი ჟურნალისტები განვითარების შემდეგ გადაიქცევიან სერიოზულ ლიტერატორებად _ ცხოვრებისეული გამოცდილებები განვითარებაში ეხმარებათ. ზედაპირულობა უარყოფილია. მათ შეუძლიათ მთელი დღე უკირკიტონ რაიმე სიტყვის აზრის ძიებას. ისინი რამდენადმე პირქუშებად ჩანან და, უმეტესწილად,_ პესიმისტურებად; უთითებენ მოახლოებულ საშიშროებაზე. აფრთხილებენ საზოგადოებას, მაგრამ არავინ უსმენს: მემუარები აჩვენებენ, რომ, სამწუხაროდ, ისინი მართლები იყვნენ. თუ საუბარია წარმოებაში ანდა სახლში ცვლილებებზე, იმდენად დიდხანს ამოწმებენ ამას, რომ ცვლილებები აზრს კარგავს, მაგრამ ისინი მაინც არ ჩქარობენ. მათ იციან, რამდენად ბევრი დრო უნდა გავიდეს, სანამ ადამიანები იმდენად მოწიფულები გახდებიან, რომ იცხოვრონ ერთად, ამ დროს ერთმანეთს სასიკვდილო დარტყმები არ მიაყენონ. იდეა: “თვალი თვალის წილ…” სრულიად უარყოფილია. ეს შეიძლება იმპულსურად წარმოიშვას, მაგრამ მოწიფულად გააზრებისას, ეს ჩვეულებრივი მსოფლმხედველობა, როგორც უაზრობა, ისეა უარყოფილი. თუმცა-ღა, მათ არ შეუძლიათ ჩაკეტილი ცხოვრება, აუცილებლად სჭირდებათ კონტაქტები, _ თუნდაც იმისთვის, რომ ეწყინოთ, რომ მათ რამდენადმე ზედაპირულებად თვლიან. და ისინი ცდილობენ გააღრმაონ კავშირები, _ სამწუხაროდ, ძალიან ნელა და თანდათანობით.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი მერწყულში
პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ამ ხასიათს თავის გარემოცვაში მრავალი აურზაური შეაქვს. სადაც კი ისინი ჩდებიან, იქ ალი აუცილებლად ავარდება. ცხოვრება ემსგავსება ბაზრის მოედანს, სადაც ყველაფერი გვხდება, ვიღაც ფლობს წოდებას და ადგილს და აწყობს შეშლილ ატრაქციონებს, _ ამით ბაზრობა მიმზიდველია! მასები ირევიან ასეთი ადამიანების გარშემო, რომლებსაც ბრწყინვალედ ართობენ. ეს ადამიანები ცირკის ჯადოქრები არიან, რომლებიც მიმზიდველი პროპაგანდისტებიც ხდებიან. ახალი მოულოდნელობა მუდმივად მზად აქვთ და მასები თვალყურს ადევნებენ ამას. თუ მოტოციკლი სალტოს ჰაერში აკეთებს, მასზე უეჭველად ზის ამ გამომაცოცხლებელ-საქმიანი ხასიათის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მათ ანტერესებთ არა იმდენად დროის მოთხოვნილებადი განვითარება, რამდენადაც მარტივი ცვლილებები; ბულვარულ გაზეთებში მათ მიერ გაკეთებული სათაურები, ძალიან სერიოზულადაც არ უნდა მიიღოთ. ისინი გონებრივად აქტიურები არიან, სიამოვნებით ებმებიან დისკუსიებში, მაგრამ მათთან არცერთი კამათი მიზანს არ აღწევს. თუ საუბარი იწყება მოდური ვარცხნილობით, სრულდება გამოცანით, რას გააკეთებს ადამიანი, თუ შეხვდება ცხენს? ეს ყველაფერი რამდენადმე ქაოტურია, მაგრამ არასდროს მიდის ქაოსამდე, რადგანაც ეს ადამიანები ამ ყველაფერს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ სჭირდებათ ოინები, გართობა, მოხიბვლა და ამაში შეუდარებლები არიან. სეირნობისას სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან, გარშემო არ იხედებიან და თუ მოულოდნელად მარტოები დარჩებიან, ძალიან ოცდებიან. ვინც დიდი ხნით მისდევს მათ, შესაძლებელია დაკარგოს საკუთარი გზა. ეს ის ნაცნობები არიან, რომლებთან შეხვედრაც სასიამოვნოა, მაგრამ სახლში მეგობრად შეშვება _ არ ღირს.
მზე ტყუპებში, ასცენდენტი თევზებში
პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ფრთაშესხმული.
ეს ხასიათი ფლობს ჭეშმარიტად კარგ კომუნიკაციურ ინსტიქტს. ეს ადამიანები გრძნობენ, თუ რისი თქმა და მოსმენა სურთ გარშემოყოფებს და ინსტიქტურად გამოდიან შუამავლებად. ახასიათებთ მოდური მიმდინარეობების, თუ სიტყვების გრძნობა, _ იქნება ეს, აგენტების, წარმომადგენლების თუ საქმოსნების მიერ გავრცელებული სიახლე, _ რომელიც ხშირად მათ დასახმარებლად მოდის. ისინი ნებისმიერთან დახვეწილად იწყებენ საუბარს, პოულობენ სწორ ტონს, ასე რომ, მრავალი მათ დაკრულზე ცეკვავს. მოკლედ, მუსიკასთან მიმართებაში ყოველთვის საქმის ყურში არიან. იციან, რომელი მუსიკა თუ ჟანრია პოპულარული. შლაგერების დამზადებისას მიზანში მორტყმა შეუძლიათ. თუ რაიმეს ჰყიდიან, მაშინ, ამ საქმესაც რომანტიკულად უდგებიან. ყველაფერში შეუძლიათ ნერვის პოვნა, ფლობენ ფაქიზ ტაქტს. ისინი ადგილიდან იშვიათად ჰკიდებენ ხელს საქმეს, მაგრამ ხშირად ვარდებიან უკიდურესობაში, მათ არ ჰყოფნით თვითკონტროლი. თვითდისციპლინასთანაც ასევე მწყრალად არიან, საიდანაც მოდის საშიშროებებიც. ყველა ისტორია, რომელსაც ისინი ყვებიან, ცოტათი ფანტაზიითაა გაჟღენთლი, მეტყველება ფერადოვანია, ასე რომ, ყოველთვის რთულია განასხვაოთ სიმართლე ტყუილისგან, _ მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სურთ მოტყუება, უბრალოდ კარგად თხრობა უნდათ. შეუძლიათ ქველმოქმედებისათვის შესაწირის შეგროვება ანდა კონცერტების შეკვეთების (საკომუნიკაცო საშუალებებით მიცემული შეკვეთები) ორგანიზება, კონტაქტს ინარჩუნებენ ეთერის მეშვეობით. ცოტა რამეში არიან გულუხვები, უფრო მეტიც ეს მათთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არაა, რამეთუ არ ჰყოფნით სიზუსტე და გულმოდგინება, მაგრამ ამის სწავლა შესაძლებელია.
სტატიის ავტორი: ნინო