23 (24) აგვისტო – 23 სექტემბერი
ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ქალწული ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ქალწულში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ქალწულების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ქალწული – ეს მიწის სტიქიის ნიშანია, რომელიც, აქ, სტაბილურობას, სიმყარეს და ფუნდამენტურობას იძენს. მისი მთავარი ჩამომყალიბებელი პლანეტებია _ პროზერპინა და მერკური. მიწის სტიქია ქალწულის ნიშანში ძალიან სტატიკურია, ამიტომაც შეიძლება ის განსხვავდებოდეს ხისტი კონსერვატიზმით, ძლიერი რაციონალიზმით, სკრუპელოზურობით და პედანტურობით. მერკურისგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, მენტალური გეგმების მეშვეობით, იღებს ყველაფრის განმსჯელობას და აღქმელობას. შეუძლია დაიმახსოვროს ძალიან დიდი, მასიური ინფორმაციები და პრაქტიკულად ზუსტად დაამუშაოს და გაანალიზოს ეს ინფორმაციები. მხოლოდ ხანდახან არ ჰყოფნის შემოქმედებითი ინიციატივა და ინტუიცია, ანუ ის მთავარი თვისებები, რომელიც აუცილებელია შემოქმედებითი სინთეზისთვის.
როგორც წესი, ეს ადამიანი ანალიტიკოსია, მაგრამ სინთზესთან მიმართებაში ცოტა მოიკოჭლებს, ამიტომაც ქალწულებს შორის შეიძლება იპოვოთ მრავალი მეცნიერ-ექსპერიმენტატორი და მოკირკიტე მკვლევარი, რომელიც იქექება დეტალებში და საკუთარ სისტემას წვრილმანი ფაქტებისგან აწყობს (მაგალითად, ბუტლეროვი, რეზერფორდი, გალვანი, ფარადეი, დარვინი). ქალწულებს შორის, ასევე, ვპოულობთ ლექსიკონების შემდგენლებს _ ბროკჰაზი, ვლადიმერ დალი. ასევე ვპოულობთ ქალწულ-მწერლებს _ ძალიან დაჯილდოებულებსა და მონუმენტური ნაწარმოებების შემქმნელებს _ გოეთე, ლ. ტოლსტოი.
შესაძლებელია, ასეთი ადამიანი ფილოსოფოსი იყოს, რადგანაც საკმაოდ ძლიერი გონება აქვს. საერთოდ, ნებისმიერ ინფორმაციას კარგად სწავლობს და აღიქვამს. თავდაუზოგავი შრომით და მუდმივობით შეუძლია მიაღწიოს დიდ სიმაღლეებს. მისთვის, შესაძლებელია ჰარმონია მდგომარეობდეს მრავალ წვრილმან დეტალსა და ცალკეულ შემადგენელ ნაწილებში, ანუ ჰარმონია მისთვის წვრილმანებისგან იგება. ამიტომ, შესაძებელია, იყოს სტატისტიკოსი, გამომთვლელი ანდა ბიბლიოთეკარი.
დაბალი სულიერი განვითარების და, ასევე, ცუდ შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიცივე და ცივი მსჯელობები. ძლიერი ლოგიკის მაგალითს წარმოადგენს ჰეგელი, რომელსაც რკინის ლოგიკა ჰქონდა და ამით ახდენდა არც ისე მაღალი სინთეზის შესაძლებლობების კომპენსირებას. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება იყოს მშრალი პედანტი, მაგრამ მაინც ახასიათებდეს ზოგიერთი შემოქმედებითი საწყისი.
ქალწულის ნიშნის ქვეშ მართული ქვეყნებიდან აღსანიშნავია: გერმანია, უფრო კი –პრუსია, სადაც იყო (და არის) ძალიან მაღალი პედანტიზმი, სიზუსტე და აკურატულობა. იაპონია, ასევე ქალწულის ნიშნის ქვეშ მართულ ქვეყანას წარმოადგენს, იქ ძალინ ზუსტად და დეტალურად მუშავდება ის დეტალები, რომლისგანაც იქმნება უნიკალური, ძალიან წვრილი და ზუსტი ხელსაწყოები.
ქალწულების ნიშნის ქვეშ ასევე ვხდებით ადამიანებს “პატარა ადამიანის” კომპლექსით. ისინი ძალიან შემსრულებლები და პატიოსნები არიან, არასდროს ძვრებიან არსად და საკუთარ გარემოცვასთან კონფლიქტში არ შედიან. ასეთი ადამიანები ძალიან უყვარდა გოგოლს და მათზე წერდა კიდეც.
დაბალი დონის შემთხვევაში, ქალწულის ცუდი მხარეები _ ეს მსახურება და პირმოთნეობაა (პირფერობა), რომელიც ურთიერთობაში ვლინდება და ამასთან ერთად, ძლიერი ანგარება, რომლითაც, შესაძლებელია, ეს ადამიანი ხელმძღვანელობდეს.
საშუალო დონის ქალწულის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად, ეს ადამიანები უანგარონი არიან. განსაზღვრული სახის პედანტურობა დამახასიათებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანი მაღალი განვითარების დონეზეა. მაღალი განვითარებისას – ის გაჯერებულია ინფორმაციით და წარმოადგენს ცოცხალ, მოსიარულე ლექსიკონ-ენციკლოპედიას, ძალიან ერუდირებულია. მასთან სჯობს არ იკამათონ _ საკუთარი ერუდიციით ნებისმიერის ჩიხში მომწყვდევა შეუძლია. საერთოდ, იმის დიდი ალბათობაა, უყვარდეს, როცა მისი გონებით და შესაძლებლობებით აღფრთოვანდებიან, ხოლო სამუშაო მისთვის _ ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იქნება.
მისი ფარული არსი და განვითარების სისტემა _ ეს ანალიზია, ის ყველაფრის ანალიზის მეშვეობით ვითარდება. საკუთარ სისტემას წვრილმანი დეტალებისგან აწყობს, ხოლო საკუთარ მაღალ გამოვლინებაში რეალიზებას უკეთებს პროზერპინას ვიბრაციებსა და თვისებებს, – აგებს რაღაც ზე–სისტემას, რომელიც იმწამსვე გასაგები მხოლოდ მისთვის ხდება, ანუ საკუთარი დროის წინმსწრებია. ქალწულებს შორის იყო ტომაზო კამპანელლა, ადამიანი რეგენერაციის ბრწყინვალე შესაძლებლობებით.
ქალწულის მთვარი პრობლემაა _ საკუთარი ლაქლაქის “შემცირება”, ასევე შესაძლებლობა, უშუალოდ გამოავლინოს საკუთარი გრძნობები. როგორც წესი, მას აქვს ვენერას კომპლექსი _ სიყვარული ძალიან რთულად ეძლევა, რადგანაც გრძნობები და ემოციები მენტალურად, გონების მეშვეობით აღიქმება. ამის გამო, შესაძლებელია, საკუთარ პირად ცხოვრებაში სიცივე გამოავლინოს ანდა ძალიან კარგადაც ვერ ააწყოს ოჯახური ცხოვრება, სრულიად შესაძლებელია, მთელი ცხოვრება დასაოჯახებელი დარჩეს.
მზის ქალწულის ნიშანში მქონე ბავშვების აღზრდისას აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ესთეტიკაზე, რადგანაც, ცუდ შემთხვევაში, ვენერასეული თვისებების უკმარისობას შეუძლია გამოიწვიოს მეორე უკიდურესობაში გადავარდნა: სიცივიდან – სრულ თავაშვებულობაში. ქალწულები სიყვარულის კვლევას მენტალური თვალთახედვიდან იწყებენ, სიყვარულსა და სექსში ცივი ექსპერიმენტატორები ხდებიან. მაგალითად, შეუძლია აირჩიოს პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნით, გრადუსით, დეკადით და ექსპერიმენტები ატაროს _ ამისგან რა გამოვა, ანუ მიდის მკაცრად პრაქტიკული გზით.
მისი კარმული ამოცანაა _ დედამიწაზე აკეთოს ნებისმიერი რთული და მძიმე, მეტნაკლებად დაუფასებელი საქმე, რომელიც მას დააკისრეს ზოდიაქოს სხვა დანარჩენმა ნიშნებმა.
ამიტომ მან შეიძლება იმუშაოს სააავადმყოფოებში: ძიძად, მედდად, ქირურგად; სადაც შეიძლება ბევრი სიბინძურე და უსუფთაოობა იყოს _ რასაც ადვილად ვერ ეგუება და იტანს. ეს ადამიანი ეკუთვნის ძალიან პასუხისგებლობიან, სერიოზულ და ზოდიაქოს მაღალ ნიშანს.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მშრომელი ქალწული
ადამიანი ქალწული
ტიპიური ქალწული მუდამ ძალიან დაკავებულია; მაგრამ ძლიერ საეჭვოა, რომ ის დაკავებული იყოს პირადად თქვენით; და აქ საქმე იმაში არაა, რომ ქალწული უყურადღებოა _ ის, შეიძლება, ძალიან ყურადღებიანიც კი იყოს, _ არამედ იმაშია, რომ ის ცუდად წარმოიდგენს, რა არის პიროვნება.
ქალწული, წარმოადგენს რა მიწის სტიქიას გაფორმების ზონაში, მთელ სამყაროს ფორმებში დანაწევრებულად ხედავს, სხვადასხვა სახით და ხანდახან გასაოცრად, – სასიამოვნოდ ანდა უსიამოვნოდ, – ბოლომდე შესრულებულად ანდა დამუშავების (დასრულების) საჭიროების შეხედულებით _ და ამ ფორმებში საკუთარ თავს ძალიან დარწმუნებულად და ბატონ–პატრონად შეიგრძნობს. მას ეჩვენება, რომ არაფერი, გარდა მისთვის გასაგები ფორმებისა, სამყაროში არაა _ და არც შეიძლება იყოს _ ამიტომ, ის სინამდვილეში გასაგები და უბრალოა, თუმცა-ღა, საკმაოდ სხვადასხვასახოვანია, და ამასში პრობლემა არაა, უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაოა _ არსებული ფორმები ექვემდებარება საჭირო მდგომარეობაში მოყვანას, ანუ მოწესრიგებას.
ქალწულს, როგორც არცერთ სხვა ზოდიაქოს ნიშანს, ისე შეუძლია დეტალების დანახვა და უწვრილესი ფორმების შეფასება. (მისი ერთ-ერთი იდეალი _ ლეგენდარული ტულის ცაციაა, რომელმაც შეძლო რწყილისთვის ნალის დაკვრა, ხოლო ნალის უწვრილეს ლურსმებზე _ საკუთარი სახელის ამოტვიფვრა). და ამაშივე არის მისი უბედურებაც _ მას თვალები აქეთ-იქით გაურბის. ის ხედავს ძალიან ბევრ დეტალს, მაგრამ არ შეუძლია მზერის გაჩერება. მისთვის ძალიან რთულია სინთეზი, რამდენადაც ეს გულისხმობს ზუსტად კონკრეტულ დეტალებსა და აბსტრაგირების წუთს _ რაც ქალწულისთვის, თავისთავად, რთულია _ და, თუმცა-ღა, გაუცნობიერებელი ვარაუდით არსებობს უფრო ფაქიზი, დახვეწილი, თითქმის უხილავი, ყოვლისმომცველი ფორმები, რომელთა მიმართაც ვლინდება მხოლოდ ზღვარი (მხარეები) ანდა პროექცია _ ეს ჰიპოტეზა კი ქალწულისთვის თითქმის აუტანელია, რადგანაც ფორმები, რომელსაც ის ვერ წარმოიდგენს მათი განსაკუთრებულობის გამო _ საშინელებაა! ფაქიზი, დახვეწილი ფორმები მისთვის არ არსებობს.
ამიტომ სინთეზის მაგივრად ქალწული, ხშირად, უფრო მისთვის მისაღები გზით მიდის, მაგრამ როგორც წესი, ეს გზა დეტალის ძიების ჩიხური გზაა, სადაც პატარა დეტალები, ხაზები _ წვრილმანები, რომლებიც ყველაზე მთვარი, ჩანაფიქრის გასაღები და აზრის განსხეულების (განსახიერების) მთავარი ბირთვი აღმოჩდება. ქალწულს შეუძლია შენიღბული დეტალური გასაღები იპოვოს საჭადრაკო ეტიუდის გადასაწყვეტად, მაგრამ იბნევა რთულ კომპოზიციურ თამაშში, სადაც აუცილებელია სიტუაციის საერთო ინტუიციური შეფასება და არა ძლიერი სვლები.
არის რა მოძრავი ნიშანი, ქალწული (არა სამაგალითო კუროსთვის) არაა მიდრეკილი მიეჯაჭვოს მის გზაზე შემხვედრ ფორმებსა და დეტალებს. შეასრულებს რა ერთ საქმეს, შეუძლია აიღოს სრულიად სხვა საქმე ყოველგვარი სულიერი ტრავმების გარეშე. დაქალთან საღამოზე (იგულისხმება, გასართობად მოწყობილი საღამო) მისვლისას აღმოაჩენს რა, რომ იატაკი (ქალწულის აზრით) საკმარისად სუფთა არაა, არ დაფიქრდება, წყნარად გამოიცვლის და მოწმენს იატაკს, შემდეგ ისევ ჩიაცვამს თავის სამოსს და დაივიწყებს რა საკუთარ საქციელს, ისე მიეცემა გართობას. ეს ქალწულის პლასტიურობა შეიძლება მისი ფორმის დამახასიათებელი იყოს, რამდენადაც ყველა სამუშაოს ვერ გადააკეთებს და ყველა ფორმას წესრიგში ვერ მოიყვანს, და საჭიროა რაიმენაირად გაერკვეს, რომელი სამუშაოა მისი და რომელი – არა, რომელი უნდა შეასრულოს დღეს და რომელი შეიძლება გადადოს მეორე დღისთვის.
სამუშაოს არარსებობისას თავისი ფორმებით ქალწული იწყენს, ხოლო მისი მოდუნება ძალიან რთულია. (ემოციონალური ცხოვრება მისთვის მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ ფორმებთან, ხშირად მისთვის სასიამოვნო გამოიხატება _ “არასაგნობრივი ურთიერთობის ნივთიერი ნიშნები”–თ). მისთვის დასვენება _ ეს უფრო მეტად საქმიანობის ცვლაა. ქალწულს შეუძლია ღრმა სიამოვნება მიიღოს ნებისმიერი სამუშაოსგან, რომელიც გაკეთებულია (მისი აზრით) კარგად, გარშემომყოფებისთვის როგორი უსიამოვნოც და ბინძურიც არ უნდა იყოს ეს სამუშაო. ყველაზე დაბალ ფორმებში ქალწულს ინსტიქტუტად შეუძლია დაინახოს ღვთაებრივი საწყისი და შეიგრძნოს საკუთარი ქმედებების აუცილებლობა კოსმოსის მაღალი ჰარმონიის მისაღწევად. მაღალი განვითარების ქალწულს ეს ხედვა საშუალებას აძლევს შექმნას ხელოვნების არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, სადაც ჩანაფიქრის ერთიანობა ხაზგასმულია თითოეული უწვრილესი დეტალით და წვრილმანით. დაუმუშავებელ ქალწულს უწევს საქმის ისეთ გარემოებებზე წაწყდომა, როცა ის ერთის მხრივ, გრძნობს, რომ იმ ფორმებზეა პასუხისმგებელელი, რომლებიც ხელში ჩაუვარდა, მეორე მხრივ _ მას არაფერი გამოსდის, სამუშაო თითქოს ხელიდან უვარდება, ყველაფერი ისვრება, იკარგება და იმსხვრევა. თუ ქალწული ჩამოუშვებს ხელებს, მაშინ მისგან საშინელი ბინძური დგება, რომლის მსგავსსაც ქვეყანაზე მეორეს ვერ ნახავთ _ ასეთი საშუალებით ბედი აჩვენებს მის კარმულ დანიშნულებას.
არარეალიზებულ ქალწულებს უყალიბდებათ შემდეგი ქვეცნობიერი შეხედულებები: “როგორც კი რაიმე საქმის ფორმებს ვკიდებ ხელს, წესრიგის დამყარებას ვიწყებ და ა.შ. მე მიჩდება ენთუზიაზმი (სხვა სიტყვებით, ირთვება ქალწული დ აძლევს ენერგიას), მე თავით ვეშვები სამუშაოში და ბევრ ძალას ვხარჯავ მასზე, ხოლო შედეგი არაფრით დგება, და მე უძლურად ვვარდები ქაოსში, ასე რომ, უკეთესია, საერთოდ არ დავიწყო ეს საქმე”. მითუმეტეს, რაიმე ერთ სიმბოლურ ქმედებასაც კი (დაუმუშავებელი ქალწულიც კი) დაიწყებს მთელი დეტალურობით ისე, რომ გარშემომყოფებს სისულელედ მოეჩვენებათ, ხოლო ამ ადამიანისთვის (ქალწული-ადამიანისთვის) ეს ერთადერთი დარჩენილი კავშირია ზოდიაქალური ნიშნის არხთან. ამაზე აქცენტირებისას საქმე მიდის დამახასიათებელ აკვიატებულ ნევროზულობამდე.
ქალწული _ მთავარი ნუგეშისმცემელია. რაც არ უნდა ხდებოდეს ადამიანის თავს, რანაირი სულიერი ტანჯვა და აკრძალვებიც არ უნდა განიცადოს, როცა საკუთარ თავში იპოვის მინიმალურ ძალებს, იწყებს რაიმე კონკრეტული საქმის კეთებას (მაგალითად, მოამზადებს მაგიდას ქელეხისთვის, აღაპისთვის), მასთან მოდის “ქალწული” და თავისებურად ანუგეშებს, გადააქვს ყურადღება, ეხმარება ყველაზე მძიმე ტკივილის გადატანაში (მთავარი ენერგეტიკული არხების _ მულადხარი _ გადართვა).
ყველა ზოდიაქალური ნიშნებიდან ქალწული ფლობს საუკეთესო კონკრეტულ აზროვნებას. ის ძალიან დიდი შრომის ფასად აღიქვამს აბსტრაქტულ გაგებას, ჯიუტად ცდილობს სამყაროს (მისთვის) გასაგები ფორმების და ამ ფორმების ანალოგების პოვნას, რაც ხშირად შეუძლებელია. ამიტომ ქალწულისთვის დამახასიათებელია შემზარავი პროფანაცია*: ვერ იგებს და ვერც გრძნობს საკმარის საერთო კონცეფციებს ანდა თქვენი სულიერი ცხოვრების ფაქიზ მოწყობას, ის ითვისებს მხოლოდ ლექსიკას; ქალწულს შეუძლია დაიწყოს საუბარი ისე, რომ შემდეგ მწარედ ინანებთ მასთან ნაცნობობას. ფაქიზ საგნებზე საერთოდ არ ღირს ძალიან დაჟინებული ცქერა; ამის გაგება ქალწულისთვის უჩვეულოდ რთულია, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ ის აითვისებს ფაქიზ გეგმებსა და ფორმებს, შეუძლია ისეთი ვირტუოზული ოპერაციების ჩატარება, რომელიც შეუძლებელია სხვა ნიშნისთვის.
ქალწული _ მიწის მარილია. ის ახდენს იმ მთავარის სიმბოლიზებას, რომლისთვისაც ადამიანი მოვიდა სამყაროში _ ეს ფორმებთან ზუსტი მუშაობაა. ის ახდენს ყველა ჩვენი ოცნების, ფანტაზიის, აზრის, ემოციების, ენერგეტიკის მატერიალიზებას, და მხოლოდ მისი მეშვეობით რეალიზდება ადამიანის მთელი კარმული პროგრამები.
მერკურის მმართველობა ახდენს ქალწულის ფორმების აღქმის უნარის სიმბოლიზებას _ აზროვნების, წარმოდგენის, კომბინატარული შეჯერების მეშვეობით, მაგრამ არა უშუალო-შეგრძნებებით, რასაც და როგორი სახითაც აკეთებს კურო.
ამიტომ ქალწულისთვის ძლიერ გართულებულია ფორმების, როგორც ასეთის (და მისით ტკობა) უშუალო აღქმელობა; ის მას აღიქვამს მენტალურად, რაციონალურად _ და აქ, მერკურის წყალობით, მას არ ჰყავს ბადალი. მის განკარგულებაში არსებული ელემენტებიდან, მის თავში წარმოიშიობა ახალი ფორმების შექმნის (არსებულის რეკონსტრუქცია) ყველაზე უჩვეულო და სხვადასხვაგვარი ვარიანტები; ხოლო შემადგენლობის ელემენტები და შესაძლებლობები სრულიად განსაზღვრული მარაგიდან (ხანდახან ძალიან დიდიდან) მიიღება, რომელსაც ქალწული ცნობიერად აყალიბებს გარეგანი სამყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძლვეზე: თავად ახალი ელემენტის მოფიქრება ძალიან უჭირს. ფორმების პირდაპირი აღქმის შეუძლებლობა ქალწულისთვის კომპენსირდება მერკურის დახმარებით, კერძოდ, ის (მერკური) ქალწულს არაჩვეულებრივ სიამოვნებას ანიჭებს მისი (ფორმების) სხვადასხვა ელემენტების გადაწყობისგან და მათი ქვედანაყოფის სხვადასხვასახეობრივი კლასიფიკაციებისგან. დაბალ ოქტავაში ყველა ეს საქმიანობა ცოცხალი რეალობისგან სრულიად მოწყვეტით ხდება; ადამიანები წარმოდგენილნი არიან სქემების, ანკეტების და ა.შ. სახით; ქალწული –უკიდურესობისნიშანია: არ არსებობს მასზე დიდი რეალისტი და პრაქტიკოსი, ამავდროს, არავინაა უფრო დიდი იდეალისტი, ვიდრე ქალწული; ხისტი სქემების სახით კონცენტრირებას ახდენს რა განსაზღვრული ფორმების ნაკრებზე, ის ივიწყებს დანარჩენ სამყაროს. ასეთი ქალწულის მიერ არჩეული და დაკავებული პოზიციიდან გადაცდენა ძნელია: მერკური აძლევს კარგ (მოქნილ და მდიდარ) სამეტყველო ენას, და ის ადვილად ახდენს ოპერირებას საკუთარი გაგების სისტემაზე და სიტყვის თქმის საშუალებას არავის მისცემს, – ისე დაამტკიცებს, რომ ოპონენტი ცდება და ემპირიებში ცხოვრობს, როგორც ორჯერ ორი ოთხია, თავად კი მიწაზე მყარად დგას და მართალია ყველა პუნქტში. და თქვენ იგრძნობთ საკუთარი სიტყვების უდიდეს დამახინჯებას და პროფანაციას, საეჭვოა, შეძლოთ საწინააღმდეგო დაუმტკიცოთ, რამდენადაც ამისთვის საჭიროა მისი გაგების წრის გაფართოება ანდა მის ტერმინებში რაიმე სხვა _ უფრო ფაქიზი არსი ჩაიდოს, ეს კი ქალწულთან საუბარში არ გამოგივათ.
ნეპტუნის ტყვეობა ქალწულისთვის იძლევა ყველა შესაძლო ფაქიზი, დახვეწილი შეგრძნების, განწყობის, ნახევარტონების დ დაუსრულებელი ნათქვამების აღქმის სირთულეს. ამავდროს, ის ისწრაფვის ჩაწვდეს სამყაროს ერთიანობას, მაგრამ თავისებურად, საგასაღებო დეტალის მეშვეობით ანდა დეტალის მთლიანობით. აქ დახვეწილობა იმაშია, თუ როგორ იაზრებს სინთეზს, რაც მას არ გამოსდის და, პრინციპში, შეუძლებელია რომ გამოუვიდეს; მაგრამ ამ საკუთარი მცდელობების პროცესში ქალწული (ხანდახან, ისე, რომ ამას თავადაც ვერ იგებს), მისტიურ მდგომარეობაში აღმოჩდება (ინტუიციური მედიტაცია _ საგნისგან განკერძოება), რომელშიც ხდება საძიებო სინთეზი. ნეპტუნის ტყვეობა ახდენს ქალწულის ინტუიციურ-მისტიური და სამყაროს მთლიანობის აღქმისეული ქვეცნობიერი სწრაფვის სიმბოლიზებას, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან რთული დამუშავებით გამოსდის; ხოლო საშუალო ოქტავის ქალწული ნებისმიერ მისტიკას უკიდურესად ეჭვნეულად და უნდოდაც კი ეკიდება და საკუთარ ფაქიზ სულიერ მოძრაობას ან ვერ ამჩნევს, ანდა უხეშად-მატერიალისტურად უკეთებს ინტერპრეტაციას; ქალწული _ თანდაყოლილი (დაბადებული) ფიზიოლოგია, მაგრამ არა – ფსიქოლოგი (გარდა ძალიან მაღალი ოქტავის ტიპაჟებისა). ქალწულში კოსმიური ნეპტუნის სიყვარული პოულობს ირიბ გამოხატულებას _ თავგანწირვის მეშვეობით, ხანდახან კი ყველაზე მყარ, უხეშ და უმადურ ფორმებთან მძიმე და მონოტონური სამუშაოს სახით.
იუპიტერის ტყვეობა ქალწულში იწვევს დეტალების სიუხვისადმი ინსტიქტურ სიყვარულს, ანუ მცირე ფორმებისადმი, რომელიც დიდის (მთელის) შემადგენელია. აქ ის ასევე ეძებს მთელის ჰარმონიისკენ მიმავალ გზას და მის სინთეზს, და, როგორც წესი, ვერ პოულობს. იუპიტერის ტყვეობა ქალწულს მრავალ ფორმას აძლევს _ მათთან მუშაობისთვის, – მაგრამ ასევე აძლევს ამოსუნთქვის საშუალებასაც საქმიანობის ცვლისას და განხორციელებული სამუშაოთი ფარულ (კარგია, თუ არა ხილულს) სიამაყეს. ზუსტად ეს აძლევს ქალწულს ცდუნებას, რომლის შედეგად მას თვალები აქეთ-იქით გაურბის, მაგრამ დეტალების და წვრილმანების საჭირო მეთოდური დამუშავებისას იუპიტერი ყველაფერს მაინც ერთ მთლიანობაში აერთებს. აქ იუპიტერის ტყვეობის დამუშავება უფრო რთულია, ვიდრე ტყუპებში, რამდენადაც ამას ხელს ნეპტუნის ტყვეობაც უშლის. ქალწულისთვის მაინც ძალიან რთულია საგნებზე ფართოდ ყურება.
ვენერას ვარდნა ქალწულში ახდენს ქალწულის ემოციონალური, რომანტიკული დ სექსუალური საკითხების სირთულეების სიმბოლიზებას, გართულებული ურთიერთკავშირი ხელოვნებასთან და სკეპტიკური ურთიერთობა სოციუმთან.
რომანტიკასთან, ემოციებთან და სექსთან სირთულეები საფუძველს იღებს სამყაროზე ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული შეხედულებიდან; ამ საკითხებში კარგია ცოტა მსუბუქი კვამლიც, და ბოლოს და ბოლოს, სექსი არ დადის ფიზიოლოგიამდე და მისით არც კი განისაზღვერება. ქალწულმა უნდა გაიგოს, რომ აქ მის ბუნებრივ აღქმელობასა და რეაქციებს არსებობაზე უფლება აქვს, მაგრამ სულაც არ ეწინააღმდეგება და ხელს უშლის არც თავად მას და არც სამყაროს; მაშინ შეძლებს შეიძინოს ასე ცნობილი დახვეწილობაც კი.
ქალწულის ურთიერეთობა ხელოვნებასთან რთულდება იმით, რომ ის მას აღიქვამს დეტალების მეშვეობით, შეუბრალებლად ანაწევრებს სურათის ერთიან, ცოცხალ ქსოვილს ანდა თხრობას. თუ ხელოვნების ნაწარმოები ამავდროს არ მოსწონს, ცდილობს მისი დეტალების მოშორებას და იმის გამო, რომ ეს ნაწარმოები სისხლისგან იცლება და უკანასკნელი ამოსუნთქვის პირასაა, სულაც არ განიცდის უხერხულობას, _ ამას ვერც კი ამჩნევს. უფრო მაღალ დონეზე ქალწული აღწევს სინთეზს და ხდებ ჭეშმარიტი შემფასებელ-დამფასებელი, მაგრამ ცდუნება, ფარულად დაეუფლოს განსაკუთრებულად გემრიელ ნაწილს, მაინც რჩება.
ქალწულის სკეპტიკური ურთიერთობა სოციალურ გარემოსთან განპირობებულია იმით, რომ ეჩვენება, პირველ რიგში, – თითქოს–და, ის ხედავს ყველასა და ყველაფერს ბოლომდე (ის ნამდვილად ხედავს გარე სახის მრავალ წვრილმანს, მანერას და ქცევას, მაგრამ სრულიად უკუღმა ახდენს მათ ინტერპრეტაციას) და მეორე, – ნებისმიერი ნიშანი (საუბარია დაბალი და საშუალო ოქტავის ქალწულზე), განსაკუთრებით გაფორმების ზონაში მყოფი ნიშნები (მით უმეტეს ქალწული), ცუდად აღიქვამს სხვა ნიშნებს და ამიტომაც ძლიერ სძულს ისინი, თვლის რა საკუთარი თავის დაუსრულებელ ასლად.
ასეთი პოზიცია, ბუნებრივია, ქალწულისთვის ბევრ სირთულეს ქმნის; თუ შეეკითხებით საშუალო დონის ასტროლოგს, მეტ-ნაკლებად რომელი ნიშნის წარმომადგენელს ისურვებდა კლიენტად ანდა მოსწავლის სახით, ჩვეულებრივ, წამსვე გიპასუხებთ: ქალწული, – განსაკუთრებით თუ თავად ის წყლის ანდა ცეცხლის სტიქიის უპირატესი გავლენის ქვეშაა.
ქირონის ვარდნა ქალწულს აძლევს მრავალ ქაოსს მის გარემომცველ ფორმებში _ როგორც გარესამყაროს, ასევე შინაგანი ნაწილების _ და ძალიან დიდ სირთულეებს ცნობიერების გაფართოებაში. მას უჭირს ქვეცნობიერის არსებობის დაჯერება; როცა ის ამ აზრს ეჩვევა, გამონაკლისის გარეშე, საკუთარ გამოვლინებას აწერს ორ-სამ პროგრამას, რომელთა არსებობასაც საკუთარ თავში, მეტ-ნაკლებად, აღიარებს, მაგრამ სხვა ქვეცნობიერი პროგრამებისა და ზეცნობიერის (ეგრეგორი, აბსოლუტი) ადგილი, ბუნებრივად, არ აღმოჩდება. მხოლოდ ერთია, განვითარებული ქალწულისთვის დეტალური დამუშავება, საკუთარ ქვეცნობიერთან ქცევის და მისი გახსნილი ეგრეგორების, როგორც მატერიალური ფორმების, სრულიად ფაქიზ და ზუსტ (ეს უფრო მეტად ფაქიზი და ზუსტი იქნება, ვიდრე კუროსი) შესაძლებლობას იძლევა.
ქალწულის სიტუაცია
არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე მოვიყვანოთ ქალწულის სიტუაციების მაგალითები: ის წარმოიშობა ყოველ ჯერზე, როცა კი საქმე ეხება სამუშაოს შესრულებას, ამ სიტყვის სრული დატვირთვით, რომელიც, ამავდროს, მოიაზრებს კეთილსინდისიერ ადამიანებს. როგორ უნდა შესრულდეს ნებისმიერი სახის სამუშაო? აკურატულად, გულითადად, დეტალურად, ბუნებრივად, ყურადღებით _ აქ ქალწული სიმაღლეზეა. ბინძურად, უყურადღებოდ, არაკეთილსინდისიერად _ აქაც ქალწულია ოღონდ დაუმუშავებელი სახით. ბავშვების აღზრდის მეთოდები 50%-ით შედგება მათში ქალწულის უნარების ჩამოყალიბების ჩართვით _ მშობლებმა მხოლოდ ის უნდა მოზომონ, რომ არ შეცვალონ საკუთარი ბავშვი ქალწულით. ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვში აღზარდონ და იპოვონ ზუსტი წონასწორობა ძალიან ძლიერი ქალწულისა და თითების ბოლოებს შორის და არანაკლებ ძლიერი თევზისა – სულში…
მზე იძლევა ხისტ კარმულ პროგრამას, და ქალწულის შემთხვევაში ის დაახლოებით ასე ჟღერს: “საქმე უნდა გაკეთდეს კარგად. ცუდად თავისითაც გამოვა”. თუ მზისეული ქალწული აითვისებს ამ პრინციპს, მაშინ მას, ხანდახან, არც ისე ცუდად გამოუვა კარმასთან მუშაობა, მაგრამ ის ასევე ვალდებულია ეს იმწამსვე დაივიწყოს, რადგანაც მთელი მისი ცხოვრება გათვლილია როგორც მუდმივი მუშაობა ფორმებზე, – მათი მოწესრიგება და სრულყოფა, – და შესვენებებს მზე (გარდა სრულიად ჰარმონიული მდებარეობისა) საერთოდ ვერ მოითმენს. სურს თუ არა ეს ქალწულს, იმპერატიული გარეგანი გარემოებები ანდა შინაგანი იმპულსის ქმედებები აიძულებენ მუშაობას (სხვა საკითხია, რამდენად კონსტრუქციულად), მოკლედ, როგორც ჩანს, უფრო მეტად, ვიდრე ზოდიაქოს სხვა საშუალო ნიშანს. ამიტომ მზისეულ ქალწულს ცდუნება აქვს ჩათვალოს, რომ ის სინამდვილეში მუშაობს უფრო მეტს, ვიდრე სხვები: ეს, საერთოდ რომ ითქვას, ასე არაა, უბრალოდ მენტალურ-კომუნიკაციური სამუშაო ჰაერის ნიშნებისა და, განსაკუთრებით, შინაგანი სამუშაო წყლის ნიშნებისა, ასე ხილულად არ ჩანს. მზისერულ ქალწულს ასევე ხშირად ეჩვენება, რომ მას ერგება ყველაზე ბინძური სამუშაო, მაგრამ აქაც ცდება, სინამდვილეში ყველაზე ბინძური საქმე _ ეს მორიელების და თევზების ხვედრია, მაგრამ ეს არ ჩანს ზედაპირულად დამკვირვებლისთვის.
* პროფანაცია Lit.-Book. L. profanatio უპატიური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის (მაგ., იდეის, მოძღვრების, ხელოვნების ძეგლის და სხვ.) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ჰარმონიული ასპექტებისას: სუბიექტი გრძნობებზე გამომხმაურებელია, აფასებს საკუთარი პერსონისადმი გამოხატულ ყურადღებას და თავადაც ყურადღებიანია, დიპლომატიურია, ტაქტიანია, მაგრამ ამავდროს გონივრულად განსმჯელია, რაციონალურია, რეალისტური და პრაქტიკულია. კარგი, ლოგიკური და ფორმალური, მახვილი და ფხიზელი გონება აქვს. ემოციურად სტაბილურია. შრომისმოყვარე, კარგი საქმიანი თვისებებით დაჯილდოებულია: ბეჯითობა, გულმოდგინეობა, მუყაითობა, ტექნიკურობა, შემსრულებლობა, მეთოდურობა, არგუმენტაცია, აკურატულობა, პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება, ეკონომიურობა, კომფორმიზმი*, დამთმობლობა, სწავლებისა და სწავლის სიყვარული, განათლებულობა, მისწრაფება დაიცვას საერთო საზოგადოებრივად მიღებული წესები და ნორმები, ემოციური სტაბილურობა, მოჩვენებითი გულახდილობის მიღმა დაფარულობა.
თუ მზე დაზიანებულია, მაშინ ადამიანის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიაა: თავმოყვარობა, ეჭვნეულობა, ზეწყენიობა, მეტისმეტი წესიერება (სიფაქიზე), მანერულობა, უკმაყოფილება, ბუზღუნი, გამაღიზიანებლობა, შურისმაძიებლობა, შარიანობა, ჭირვეულობა, ანჩხლობა, კრიტიკულობა, სკეპტიკოსობა, უნდობლობა, ეშმაკობა, ინტრიგებისადმი მიდრეკილება, დაუკმაყოფილებლობა, მეწვრილმანეობა, გამთვლელობა, ცივი გონება, სიძუნწე, სიხარბე, გაუმაძღობა, პატივმოყვარეობა, გულქვაობა (უგულობა), ფორმალიზმი, გულღრძოობა, პედანტიზმი, ფანატიზმი, სიმხდალე, ნერვიულ-აღმგზნებადი ბუნება.
იმისთვის, რომ ქალწული თქვენდამი დადებითად განაწყოთ, შეიძლება გამოიყენოთ მისი ფიზიკური სახე _ თიხა. თიხა (ქალწული) წყლის გარეშე წარმოადგენს ხმელ და უგულო არსებას, მაგრამ სითხის (გრძნობების) დამატებით ხდება რბილი და დამყოლი (ხათრიანი). ქალწული ძალიან პასუხობს მის მიმართ გამოვლენილ ყურადღებაზე. მაგრამ გრძნობებშიც კი უყვარს რჩეულის შემოწმება და ტესტირება, მოკლედ, რაც არ ეხმარება მას შეცდომებისგან თავის დაზღვევაში. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ქალწულისთვის _ უთხარით, რომ ის ცუდად ასრულებს იმას, რაშიც, მისი აზრით, ოსტატობას მიაღწია და რითაც ამაყობს. კრიტიკა მას ღრმად შეურაცხყოფს.
* კომფორმიზმი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ქართულად უძრაობას, ერთგვარობას ნიშნავს.
Source: იაკაშვილი, პაატა ეროვნული იდეა: კრებული/[რედ.: ქეთევან მაჩხანელი]. – თბ., 2003. – 742გვ.; 20სმ.. – [ფ.ა.][MFN: 20051] .
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ადამიანებისთვის, ვისაც მზე ქალწულის ნიშანში ჰყავთ, ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპია _ წესრიგი და გონიერება. ისინი მუდამ ეძებენ ცოდნას, რათა გონების კონტროლს დაუქვემდებარონ მატერია. მათზე დაყრდნობა შეიძლება, მათი შინაგანი ძალა იძლევა სიწყნარეს და საიმედოობას. მათ აქვთ ჯანსაღი რეალიზმის გრძნობა, ექსპერიმენტებზე წასვლას გადაწყვეტენ მხოლოდ დეტალური გააზრების შემდეგ, – გეგმით, შემოწმებებით. ერთი საქმის დასრულებისას იწყებენ მეორეს, ძნელია არჩეული გზიდან მათი აცდენა, ისინი ძალიან მჭიდეები და ზუსტები არიან.
ხშირად, ცხოვრების მიმართ არც ისე კარგად გაცნობიერებული შიშის გრძნობა აქვთ, რის გამოც ყველანაირად ცდილობენ საკუთარ თავს უსაფრთხოება შეუქმნან და ამით დააზღვიონ. შესატანებს დროულად იხდიან, მუშაობენ ზედმეტი სიტყვების გარეშე. მუშაობენ სხვებზე მეტს, არ უკადრისობენ ბინძურ სამუშაოს. მოკრძალებულნი არიან, მაგრამ იციან საკუთარი თავის ფასი, დუმილით და წყნარად აკეთებს საკუთარ, სხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რეალობას ყოველთვის უწევენ ანგარიშს, აქედან მოდის გარშემომყოფების ბასრი, ლოგიკური და არგუმენტირებული კრიტიკა, მაგრამ მოთმინების გარეშე.
არ შეუძლიათ საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება, ყველაფერს, რაც არ ეხება საგნების ზედაპირულობას, თვლიან გამოგონილს. დაბადებიდან კონსერვატორები არიან. ცხოვრების სასიამოვნო მხარეებს ეკიდებიან ფრთხილად, მათთვის ცხოვრება _ ყველაზე მეტად ვალდებულებაა. მართალია, სხვების დასანახად საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას აძლევენ, მაგრამ სახლში, სადაც არავინ ხედავს, არაფერია ზედმეტი. თავშეუკავებელ მხიარულობას არ ეძლევიან, დღესასწაულობენ სისტემის მიხედვით, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი აქვთ.
საქმიანი მოხერხებულობა ერწყმის ფხიზელ დაკვირვებულობას და რეგისტრაციას. მრავალ მათგანს დაბადებიდან ტვინში, თითქოს, კომპიუტერი აქვს ჩანერგილი, უფრო ზუსტად კი – ელექტრონული გამომთვლელი მანქანა. როგორც წესი, ვალებში არ ვარდებიან, კარგ ნივთებს იაფად ყიდულობენ. კრიტიკის მიმართ მგრძნობიარენი არიან, განსაკუთრებით, თუ ის ბოლომდე არგუმენტირებული არაა. შრომისმოყვარენი _ როგორც ფუტკრები. მრავალი ადამიანი მათი საკუთარი თავის მსხერპლად შეწირვისათვის მზაობით სარგებლობს. მათ შორის მრავალი ზომაზე მეტად ბუზღუნაა, მეწვრილმანე სიმართლისმოყვარე და მუდმივი მოშურნეა (შურიანი).
პროფესიონალური აზრით თავებს მუდამ თავის ადგილზე გრძნობენ. ყველგან საფუძვლიანად მუშაობენ, მუდამ შედიან საქმის არსში. ყურადღებიანები, მონდომებულნი, ეკონომიურები არიან; თუ ხელმძღვანელები არიან, მაშინ _ სამაგალითონი და თავადაც ბევრს მუშაობენ, პირველები მიდიან სამუშაოზე და ყველაზე ბოლოები ტოვებენ სამუშაო ადგილს, სხვებისთვის საქმის დავალება არ უყვართ, რადგანაც, დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე უკეთ ამას ვერავინ შეასრულებს, ამას კი, ადამიანების დააფრთხობა შეუძლია. ძალიან მომთმენები არიან.
სიყვარულის მიმართ ძალიან პრაქტიკულები არიან. მათთვის სიყვარული _ ეს თანაცხოვრება დ ურთიერთმხარდაჭერაა, ხოლო არაჩვეულებრივი სიყვარული _ მხოლოდ კინოშია. მთავარი _ “მთავარია ადამიანი იყოს კარგი”. სექსი ასევე არაა მთავარი. რამეთუ ცხოვრება ასეთი რთულია, ორი ადამიანი კი უფრო ადვილად იცხოვრებს. მათ მიდრეკილებებს ხშირად თან ახლავს მატერიალური სარგებელი. სიყვარულში ითხოვენ წესრიგს, ერთგულებას, ნათელ გაგებას. მზად არიან ყველაფერზე, რასაც აქვს აზრი და ანაზღაურებადია, ხოლო კონფლიქტების შემთხვევაში მიდიან გაყრაზეც, თუ, რა თქმა უნდა, ამას გონივრულად ჩათვლიან.
საშიშროებები: ყველას მკვეთრი კრიტიკა, ვისაც არ შეუძლია ისე მუშაობა, როგორც თავად მათ; სხვების ვერ გაგება, რის გამოც მრავალ მტერს იჩენენ. მეწვრილმანეობა, ფარულობა, იმედგაცრუება ადამიანებში. ცხოვრებაში მცირე ბედნიერი წამები, არ შეუძლიათ ამ ბედნიერებით სარგებლობა, აქედან ჩნდება შურის გრძნობაც.
ჯანმრთელობაზე გავლენა: ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სისუსტე. ყაზბობისადმი, კრუნჩხვებისადმი, დიზენტერიისადმი, ფაღარათისადმი (დიარეა), გულძმარვისადმი, მეტეორიზმისადმი (გაზების დაგროვება), ღებინებისადმი მიდრეკილება.
სულის სიღრმეში მოკრძალებულია და ამაყი არაა, იშვიათად ისწრაფვის ყურადღების ცენტრში მოხვედრისაკენ ანდა იმ მდგომარეობის დაკავებისკენ, რომელიც მას ძალაუფლებას მისცემს. მას ბასრი, ანალიტიკური გონება და დეტალებისადმი ყურადღებინი თვალი აქვს. უპირატესობას ანიჭებს ცხოვრებისგან დისტანციაზე ყოფნით მოახდინოს დაკვირვება, ანალიზი და შესწავლა. ის კონსერვატორი და სინდისიერია, მასზე დაყრდნობა შეიძლება, ასევე შეიძლება მისთვის სამუშოს ნდობა: ის ამ დროს ყურადღებიანი, ეფექტური და აკურატული იქნება. კარგად შესრულებული სამუშაო _ მისი სიამაყის საგანია. შესაძლებელია, არ ჰყოფნიდეს საკუთარ თავში დარწმუნებულობა. მაგრამ ხშირად ავსებს ამ ნაკლს, ხვეწს რა ოსტატობას, იძენს გამოცდილებას, ცოდნისა და კომპეტენტურობის განსაზღვრულ სფეროში. მას ოქროს ხელები აქვს. მისი ძალა _ დეტალებისადმი და დეტალური შესრულებისადმი დაჟინებულ ყურადღებაშია. ზოგიერთები იტყვიან, რომ ის ძალიან უდრეკია, მიდრეკილია გადაჭარბებული კრიტიკულობისკენ, შფოთავს იმაზე, რასაც სხვა ადამიანები უმნიშვნელოდ და არამთავრად თვლიან. უყვარს ორგანიზება, დალაგება კატეგორიების მიხედვით, ყველაფრის ლოგიკურ სისტემაში მოყვანა. ნაწილობრივ, როცა რაიმე არაა ნათელი და ზუსტი პარაგრაფებით გაწერილი, ის დისკომფორტს განიცდის. ორგანიზებულობის არარსებობა მას აღიზიანებს. ალბათობაა, სურდეს, რომ არ იყოს ასეთი პუნქტუალური და დაჟინებული _ რამეთუ ყველაზე პატარა, უმნიშვნელო დეტალიც კი ძალიან ბევრ დროს ითხოვს. გარშემომყოფებში ანდა საკუთარ თავში ცდილობს შეცდომებზე და ნაკლზე კონცენტრირებას _ სურვილით გამოსწორდეს, გააუმჯობესოს და სრულყოს. ის მკაცრად ემხრობა ფაქტებს; მართლები და სკრუპელოზურად პატიოსნები არიან საკუთარი თავის შეფასებისას, თვიტკრიტიკულები, მაგრამ ხშირად არასაკმარისად აფასებენ საკუთარ თავებს.
მისთვის თვისობრივია დაჟინებული გარკვეულობა, და, შესაძლებელია, დიეტის, ჰიგიენის და ჯანმრთელობის მოთხოვნილება (პედანტობამდე მისულიც კი). მას მაღალი ესთეტიური კრიტერიუმები აქვს, წვრილმანებისადმი მგრძნობიარეა, ყოფიერებაში აწუხებს ის, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ (უწესრიგობა, თამბაქოს კვამლი და ა.შ.) მისი გემოვნება მარტივია, არაა გადაჭარბებული, მაგრამ ფაქიზია. სიუხეშე, უტაქტობა, ვულგარულობა მას სულის სიღრმემდე შეურაცხყოფს. ხანდახან მასთან ერთად ცხოვრება რთულია მისივე წუნიაობის და მიზეზიანობის, მგრძნობიარობის და უცნაური წესების გამო, რომელიც კვებას და სისუფთავეს ეხება.
თუმცა-ღა, ის საკმაოდ თავშეკავებული და ჩაკეტილი ჩანს, მოსწონს დახმარების გაწევა _ ეს მის ბუნებაშია _ და სიამოვნებას იღებს, როცა ადამიანებს ეხმარება. დამხმარის, ასისტენტის როლი მისთვის ლიდერის როლზე უპირატესია, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ერთგულია იმ ადამიანის, ვისზეც ზრუნავს.
ყურადღებიანი და ფრთხილია ცხოვრებასთან და საკუთარ ურთიერთობაში, იგი რეალისტური, პრაქტიკულია და არაა მიდრეკილი გარისკვისკენ. ვიდრე იმოქმედებს, ყველაფერს ანალიზს უკეთებს, ხანდახან, ძალიან სერიოზულადაც კი. მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ცხოვრებაში თამაშის ელემენტებისა და შეცდომების დაშვების შესაძლებლობა.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
ქალწული _ “ქალური”, რბილი ნიშანია, დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან, მართავს მერკური და სიმბოლიზებას ახდენს ქალწული. ადამიანები, დაბადებული მზით ამ ნიშანში, იღებენ შემდეგ თვისებებს: სიკეთე, განათლებულობა, სწავლულობა, საუბრის წარმართვის უნარის ქონა, სუფთა სული ანდა ინტერესი სულიერი ცოდნისადმი, პრაქტიკულობა, მოხერხებული (ე.წ. “ოქროს”) ხელები.
ხანდახან გადაჭარბებულად მგრძნობიარეები არიან ანდა ძალიან ადვილად ექცევიან საპირისპირო სქესის გავლენის ქვეშ; შეუძლიათ იყვნენ მორცხვები და ორჭოფები. მათ არცთუ ცუდად აქვთ განვითარებული განმჭვრეტელობა, შეუძლიათ წარმატებულად დაუკავშირონ საკუთარი საქმიანობის იდეური და პრაქტიკული მხარეები. კარგად მოქმედებენ იქ, სადაც საჭიროა ყურადღება დეტალებისადმი, სამუშაოსადმი, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის შეტყობინების გადაცემასთან, განათლების სფეროში.
თვისებები, რომელსაც კავშირი აქვს ქალწულის ნიშანთან _ ეს პრაქტიკულობა, ასევე დახვეწილობა, გამთვლელობა, უცოდველობა, ანდა მიამიტობა, ლამაზი გარეგნობა; ასეთი ადამიანი რთულია დაარწმუნოთ რამეში; ის ანალიტიკურია, ფლობს საკუთარი ღირსების გრძნობას; მორცხვია; მოგზაურობს; კარგად მსახურობს; უყვარს ფერწერული გარემო. ჩვეულებრივი განმარტება, რომელიც ეხება ამ ნიშანში მზის მდებარეობას, შემდეგია: “ადამიანი ქალური გარეგნობით, კარგად წერს, ხატავს ანდა არც თუ ცუდი მოქანდაკეა, პოეტია; აქვს კარგი მახსოვრობა დ სასიამოვნო რბილი მეტყველება. ფიზიკურად და გონებრივად არც ისე ამტანია, მაგრამ განმჭვრეტელია, აქვს ლინგვისტური უნარები, კარგად კითხულობს, ჩვეულებრივ, მოქმედებს გააზრებულად; გულწრფელია კამათებში, საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ლაქუცს, კომუნიკაბელურია, კარგად ერგება განსხვავებულ გარემოს; აქვს გამომგონებლური უნარები, მის მიმართ გამოვლენილ კეთილ და პატივსაცემ მოპყრობაზე პასუხობს; ბრწყინვალე მეგობარია”. ეს ადამიანები კომერციულ საქმიანობაში რბილები, მგრძნობიარეები, დახვეწილები არიან. ადვილად ეძლევიან საკუთარი გრძნობების ძალაუფლებას, ხანდახან, შესაძლებელია, არც ისე ადვილი იყოს მათ კამპანიაში ყოფნა: საკუთარი მგრძნობიარე ეგოთი აღგზნებულები, ძალიან ცდილობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
24 აგვისტო _ 23 სექტემბერი
ადამიანი საყვარელი და ფაქიზია, უყვარს, როცა ყველაფერი სრულყოფილებამდეა მიყვანილი. მუდმივად აკონტროლებს და აანალიზებს საკუთარ თავს _ და ამაში დროს კარგავს, ხანდახან, ხელიდან უშვებს ბრწყინვალე შანსებს.
პასუხისმგებლობიანი და შემსრულებელი თანამშრომელია; საკუთარ მეურნეობას ძალიან პრაქტიკულად უკეთებს ორგანიზებას. ის, სადაც არაა საჭირო პირადი ინიციატივა ანდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, შეუცვლელია. ქალები, რომლებიც დაიბადნენ ქალწულის ნიშნის ქვეშ, არცთუ იშვიათად ხდებიან მდივნები, გენერალური დირექტორების რეფერანტები და ა.შ. უყვართ კატალოგების, კარტოთეკების წარმოება, დოკუმენტების გაფორმება; თავადაც ეწევა მოწესრიგებულ, დაგეგმილ ცხოვრებას და ძალიან არ უყვარს მოულოდნელობები, განსაკუთრებით, თუ ქალწულის ნიშანში მრავალი პლანეტაა თავმყრილი, ანდა ამ ნიშანშია ასცედენტი.
ქალწულის კრიტიკული თვალისგან არ გაიპარება არანაირი უწესრიგობა _ არც სამსახურში და არც სახლში. მარსისა და პლუტონის ქალწულში მდებარეობისას _ ადამიანი აღგზნებული, აგრესიული, არაპროგნოზირებადია; თუ სატურნია ქალწულში _ ბუზღუნა, სკეპტიკოსი, პედანტი, ხშირად საუბრისას ენა ებმის. თუ ჰოროსკოპში არ არის ძლიერი მარსი, იუპიტერი ანდა მზე, ქალწული, ჩვეულებრივ, აღწევს წყნარ, შედარებით კარგად ანაზღაურებად თანამდებობას და ამით წყნარდება.
ძლიერი მარსის, იუპიტერის ანდა ურანისას ხდება მსხვილი მოხელე საგარეო საქმეთა სამინისტროში, იურისპრიდენციაში ანდა მრეწველობის სფეროში.
ქალწულისთვის დამახასიათებელია მუდმივად დაფარული შფოთიანობა და ნერვოზულობა. ის მიდრეკილია ყველანაირი სახის ინფექციებისკენ. ხშირად შეფიქრიანებული სახე აქვს; არცთუიშვიათად ხდება მედიცინის მუშაკი, საერთოდ უყვარს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვეულებრივ, იღებს (განსაკუთრებული საჭიროების გარეშე) ბევრ მედიკამენტს, გატაცებით იცავს დიეტას დ ა.შ. (ვეგეტარიანელობა). ყველაზე მეტად სჭირდება ყველაფერში ზომიერება. ქალწულები განსაკუთრებით კარგად რეაგირებენ ბალახებსა და ნახარშებზე. ნაჩვენებია ყოველდღე რამდენიმე საათიანი დასვენება განმარტოებაში. შვეუბულება უკეთესია გაატაროს მთაში, შესაძლებელია _ სოფლად. ელემენტებიდან ნაჩვენებია _ კალცი. შეიძლება იყოს ტრაქტის (კუჭნაწლავის) ინტენსიური დარღვევა. ბალახებიდან _ პიტნა, გვირილა.
სტატიის ავტორი: ნინო