ნათალური მზე I სახლში

ნათალური მზე I სახლში

„სიცოცხლისუნარიანობა“

სულით ძლიერი, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები არიან. თითქმის ყოველთვის თავს ბედნიერად გრძნობენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და ძლიერი აღნაგობით. თვალშისაცემი ლიდერული თვისებები მარტივად მიგახვედრებთ, რომ ურთიერთობაში უყვართ დომინირება. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები და ექსტრავერტები სავსენი არიან გამბედაობითა და სიმამაცით. ყოველთვის ზუსტად იციან, რა უნდათ და არაფრის წინაშე დაიხევენ უკან. ლოგიკურად, ეგოცენტრიზმის, მედიდურობისა და დიქტატორობის საფრთხეც საკმაოდ მაღალია. არანაკლებ სახიფათოა ზედმეტი თავგამოდება, ცრუ ამბიციები, ძალაუფლება და ამპარტავნება.

უაღრესად ფხიანი და ინიციატივიანი ადამიანები არიან. ძლიერი ნება, თავდაჯერება და სასიცოცხლო ძალები ყოველთვის ეხმრებათ სურვილების განხორციელებაში. ეს ჭეშმარიტი ლიდერის მდებარეობაა, რომელსაც ვერ შეაჩერებს  სხვა ადამიანების აზრი და სურვილები. ისინი უდიდესი ენერგიითა და თვითრეგენერაციის საოცარი უნარით გამოირჩევიან, რისი მეშვეობითაც მარტივად უმკლავდებიან ავადმყოფობებსა თუ ცუდ განწყობას. ძლიერი და ინტენსიური პიროვნული ენერგიის წყალობით,  მზად არიან დიდხანს და მძიმედ იშრომონ პრესტიჟისა და პატივისცემის მოსაპოვებლად. დიდება და მათი პიროვნული მნიშნველობის აღიარება ის ფასეულობებია, რისკენაც ეს ადამიანები მუდამ ილტვიან და მზად არიან ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

ეს გახსნილი, დამოუკიდებელი, დიდსულოვანი და პირდაპირი ადამიანია. მამაცი და უდრეკი. მეტად ჰუმანური და  სულიერი ნატურა. ყველაფერს საოცრად სწრაფად ითვისებს. დამახასიათებელია პატივმოყვარეობის შემოტევები. ყოველთვის დარწმუნებულია გამარჯვებაში. მუდამ პიროვნული პროგრესისკენ ისწრაფვის. გააზრებულად მიილტვის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვებისკენ, რასაც ლოგიკურად მოჰყვება სოციალური აღმასვლა და გავლენიანი პოზიციის დაკავება.

 მათ ამაღლებული პირადი მიზნები ამოძრავებთ. დიდება და სხვებზე აღმატება სწადიათ. თუმცა იმპულსურობასა და დაუდევარ მოქმედებებს ხშირად მიჰყავთ ნეგატიურ შედეგებამდე. საბედნიეროდ, I სახლის მზე თვალშისაცემი თავდაჯერებითა და ღირსების გრძნობით  გამოირჩევა. ეს ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის სოციალურ კიბეზე აღმასვლისთვის, რასაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მოჰყვება.

როგორც წესი, პოპულარული, უზრუნველყოფილი და დღეგრძელი ხალხია. ყოველთვის ცდილობენ სამართლიანად, სწორად და ღირსეულად მოიქცნენ. იზიდავთ საზოგადოებრივი საქმიანობა. უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ მაღალ სოციალურ წრეებში. აინტერესებთ ორიგინალური და არაორდინალური ადამიანები.

პაველ გლობა

+ ადამიანი მთელი ცხოვრება პირადი პრობლემებით იქნება დაკავებული. ყოველთვის მასობრივი ყურადღების ცენტრშია. ენერგიულია, მოხერხებული, სიტყვაუხვი, ამაყი. ამომავალი მზე განსაკუთრებულად ბრწყინავს და ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა. უზარმაზარ თავადაჯერებას  და სასიცოცხლო ძალებს ფლობს, რომლის კონცენტრაციაც სწარაფად და უპრობლემოდ შეუძლია. ყოველთვის პირველობისკენ ისწრაფვის. თავისით უმკლავდება სხვადასხვა დაავადებებსა და უქეიფო განწყობას.

_ ინდივიდუალისტი.  ნარცისი.  შურიანი. ყოველთვის აღიარებას ეძებს. გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ ძალებსა და უნარებზე. არაღიარებული გენიოსი, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი ნიჭის გახსნა. ძლიერი შემოქმედებითი აფეთქების შემდეგ  „იწვება“, რასაც ლოგიკურად მოსდევს სრული უძლურება.

ფრენსის საკოანი 

ძლიერი ნება, ცნობიერება, სასიცოცხლო ძალები, მოხერხებულობა. კარგად იციან, რა სურთ. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები. რეგენერაციის ბრწყინვალე უნარი. მზად არიან დიდხანს და მძიმედ იშრომონ პატივისცემისა და პრესტიჟის მისაღწევად.

აქ მკვეთრად გამოხატული „მეა“. ამიტომ, ინდივიდი და მისი სურვილები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე. რადგან ძალიან ენერგიული და დამოუკიდებლები არიან, მარტივად შეუძლიათ იტვირთონ ლიდერის ფუნქცია  და იმ ადამიანებს უხელმძღვანელონ, ვისაც წინამძღოლი სჭირდებათ.  მაგრამ მათ ხშირი კონფლიქტები აქვთ სხვა ძლიერ პიროვნებებთან. ისინი კარგად გრძნობენ საკუთარი ცხოვრების მართვის აუცილებლობას და ზედმეტად დაკავებული არიან საკუთარი თავითა და ინტერესებით, რის გამოც დროდადრო საერთოდ ვერ ამჩნევენ სხვებს.

ავესალომ პადვოდნი: „მათრახიანი მწვრთნელი თორმეტ ვეფხვს ათვინიერებს“

მზე I  სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია.

მისგან ისეთი რესპექტაბელურობა მომდინარეობას, იმ შემთხევაშიც კი თუ არაფერს აკეთებს, უნებურად მიაქცევთ ყურადღებას. მოსმენაც კი ისეთი იცის, წამსვე პატივისცემის გრძნობით განიმსჭვალებით როგორც მისი, ისე საკუთარი თავის მიმართ.

ადამიანი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ასხივებს და მისი მოთხოვნებიც გარშემომყოფებს უმეტესად იმპერატიულად ეჩვენებათ. მაგალითად, მისი თხოვნა ხშირად აღიქმება ბრძანებად, რასაც თვითონ ვერ გრძნობს და პრინციპში, არც აქვს მხედველობაში. მეორეს მხრივ, თავადაც ხშირად ხვდება იმპერატიულ სიტუაციებში, სადაც, კარმული ვალდებულებით,  პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს საკუთარი ნება, რისი მეშვეობითაც  სრულყოფს საკუთარ პიროვნებას, გააფართოვებს ყურადღების სფეროებსა და ჩარჩოებს, გახდება უფრო ობიექტური და კონცენტრირებული, გაზრდის  საკუთარ  გამომსახველობითი მეთოდების არსენალს. თუ ადამიანი ამას ვერ ხვდება/არ იცის, ის კვლავდაკვლავ მოხვდება მისთვის მიუღებელ იმპერატიულ გარემოში, სადაც მას მოწიწებით შესცქერიან თვალებში, პატივისცემით აკოპირებენ მის ყოველ სიტყვას, მოძრაობასა თუ ჩაცმის სტილს. მისთვის  ეს გარემო იმდენად მოსაწყენია, სათქმელიც არაფერი ექნება.

ეს რთული მდებარეობაა, რადგან საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, პიროვნებზე, მრავალმხრივობაზე. ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიგოს და არ  უნდა აჰყვეს პრიმიტიულ პირფერობას. მისი ვალია არა  დაქვემდებარებულთა დამორჩილება, არამედ მათი სულიერი აღზრდა. ძალიან სახიფათო საცდურებია  სიამაყე და პატივმოყვარეობა.

დაბალ დონეზე ადამიანი  მიდრეკილი იქნება სხვების დამცირების ხარჯზე ამაღლებისკენ. საერთოდ, მზის მდებარეობა ჰოროსკოპის ნებისმიერ სახლში მის(სახლის) დაზიანებასა და მისი დამუშავების იმპერატიულ აუცილებლობას  გულისხმობს, I სახლში განსაკუთრებით. ამ მდებარეობით ხშირად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჯვარი აქვთ საკუთარ თავზე დასმული, ვინც სავსეა კომპლექსებით, ნევროზითა და ფსიქიკური აშლილობებით, რასაც საფუძვლად უდევს ნაპოლეონის კომპლექსი.

დამუშავება ბადებს სულიერ მასწავლებელს, ერთგვარ წინასწარმეტყველს, ამაღლებულ იდეებითა და ეზოთერულ ცოდნით.

ბორის იზრაიტელი

უჩვეულოდ  მაღალი თვითშეფასება. ადამიანს თავი  „სამყაროს ჭიპად“ მიაჩნია. გულწრფელად ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავს და მისი ინდივიდულიზმის დანამატია. საკუთარ გარემოცვას “სუსტად” აღიქვამს, რომელიც მისი სიმხურვალით გათბობას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზადაა სხვებს დაეხმაროს, თავად დახმარების მიღება არ უყვარს.

თუ მზე მამაკაცურ ნიშანშია და ასცედენტთან ახლოს, ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. შეუძლებელია ეს ადამიანი შეუმჩნეველი დარჩეს და ყურადღების ცენტრში არ მოხვდეს.

თუ მზე დაზიანებული არ არის, მამასთან ახლო ურთეირთობა აქვს, რომელიც დიდ როლს ასრულებს მის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ცხოვრების გზის არჩევაში. თუ დაზიანებულია_მუდმივი კონფლიქტები მამასთან, შეუპოვარი მიზანსწრაფვის და თვითრეალიზაციის გამო.

ბილ ჰერბსტი
თვითგამოხატვა. მზის მდებარეობა I  სახლში იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის ცხოვრებისეული მიზანი კონცენტრირებულია სპონტანური თვითმმართველობის თემაზე. საკუთარი ეგოს გახსნასთან შედარებით, ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეს აუცილებლად იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანი ეგოისტია, თუმცა კი ცდუნება საკმაოდ დიდია. ეს თვითწამქეზებელი და  თვითშემოქმედი პიროვნებაა. რასაც ის გამოხატავს, ძალიან  ბუნებრივი და მნიშნველოვანია, რადგან ეს განპირობებულია გარედან (ადამიანებისა და სამყაროსგან) მიღებული პასუხებით. და მაინც, ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი თავად ექსპრესიაა. საკმარისია ადამიანმა თავი შეიკავოს ან დაბლოკოს თვითგამოხატვის პროცესი და მყისვე  გამოეთიშება სასიცოცხლო წყაროს. ამოცანაც ეს არის: „თვითგამოსხივება“ ისე, რომ „მე” გამოვლინდეს ქცევებში. შეავსეთ თქვენი სული ცხოვრების ვიბრაციებით.

ბუნებრივი პიროვნება. I სახლი, ჩვეულებრივ, ადამიანის ნიღაბია. თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ადამიანის არსი პირდაპირ პროეცირდება სპონტანური გარეგნული  სახის მეშვეობით. როდესაც ასცედენტი და მზე ერთ ნიშანში იმყოფებიან, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ გულუბრყვილოა, მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ფარგლებში. თუმცა ბევრია დამოკიდებული იმაზე, სად მდებარეობენ მერკური და ვენერა, რომელიც, როგორც წესი, მზესთან ახლოს იმყოფებიან, XII, I თუ II სახლებში. როდესაც ამომავალი ნიშანი(ასცედენტი) და მზის ნიშანი სხვადასხვაა, ადამიანი კვლავ ინარჩუნებს „რასაც ხედავ, იმას იღებ“ შეფერილობას, თუმცა თვითგამოხატვა მნიშნვნელოვნად რთულდება. ასეა თუ ისე, ნებისმიერი კონფლიქტი თვალსაჩინოა უცხო მზერისთვის. მახე მდგომარეობს ვარაუდში, რომ ყველა თქვენნაირია და მათი ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ საქციელის მიხედვით. ცხადია, ეს ასე არ არის.  ადამიანთა უმეტესობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ამოცანა: იყავი ისეთი, როგორიც ხარ.

თქვენი სახელი-იარლიყი ამბობს:  „მე ზუსტად ისეთი ვარ, როგორსაც მხედავთ და აღმიქვამთ“.  თქვენ გულწრფელად გწამთ ამის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლომდე ვერ უერთგულეთ ამ პოსტულატს.

თვითშეგნება. თვითშეგნების დაბადების პროცესი მუდმივ აქტიურობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ საკმარისია ეს აქტიურობა შეწყდეს, პიროვნების ცნობიერება დუნდება. აქტიურობის ტიპს აჩვენებს მზის ნიშანი. მაგალითად, ცეცხლოვანი ნიშნებისთვის, განსაკუთრებით ვერძისა და მშვილდოსნისთვის პირდაპირ ფიზიკური მოძრაობა იგულისხმება და თუ  I სახლის მზე ამ ნიშნებშია,მუდმივი ფიზიკური მოძრაობა უბრალოდ აუცილებელია. წყლის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით კირჩხიბისა და თევზებისთვის, იგულისხმება ემოციების გამოსხივება, გრძნობების ექსპრესია. ამოცანა მდგომარეობს პიროვნების მიერ საკუთარი ავტონომიურობის გაცნობიერებაში. თქვენ ცხოვრობთ აქ და ახლა და თვითონ ხართ საკუთარი ცნობიერების გამხსნელი.

საზღვრები. ის, რაც, საერთო გაგებით, მიზნის მისაღწევ საშულებას წარმოადგენს, თქვენთვის თავად არის მიზანი. მზე შინაგანი არსის სიმბოლოა და ადამიანები ხიდებს ვაგებთ გარესამყაროსთან დასაკავშირებლად. თქვენთვის კი ხიდი და არსი ერთიდაგივეა, „ლინზა“ და არსი,რომელიც მასში ჩანს, იდენტურია. ნებისმიერი თვითგამოხატვა, რომელიც  თქვენს სიღრმისეულ „მეს“ არ შეესაბამება, ლინზას აზიანებს, რითაც გართმევთ გარესამყაროსთან რეალური ინტერაქციის საშუალებას,  წმინდად ეგოისტურად შლის საზღვრებს შინაგან „მეს“ და გარემოცვას შორის. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სოციალურ სიბრმავეს, დაზიანებულ აღქმას და ციკულურად განმეორებად უარყოფას.  ამოცანა _ სრული თავისუფლება თვითგამოხატვაში, მაგრამ იმის გააზრებით, რომ სხვა ადამიანებიც სარგებლობენ  თვითგამოხატვის თავისუფლებით.

ცხოველუნარიანობა. მზის მდგომარეობა, რაც მისი ნიშნითა და ასპექტებით განისაზღვრება, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ჯანმრთელობისა თუ გაჯანსაღების თვალსაზრისით. თუმცა მთლიანობაში საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც უნარი შესწევს  აღიდგინოს ძალები, დამანგრეველი ზემოქმედებებთან შეჯახების შემდეგაც, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამედიცინო გაგებით. თქვენ თავით ეშვებით ცხოვრების ორომტრიალში. სწორედ ეს გიბიძგებთ რეგენერაციისკენ. თქვენში წინააღმდეგობების დაძლევის სურვილი განკსაუთრებით ძლიერია. ვერ ვიტყვით, რომ თქვენი ძალა  ცნობიერი  და გააზრებულია. ის უფრო თვითგადარჩენის  ფუნდამენტურ  სწრაფვას, სიცოცხლის ძირითად ინსტინქტს  ასახავს, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა გაგებით.

ინდუბალა

ეგოისტი და ამაყი ადამიანია, თუმცა კეთილი გული აქვს და შეუძლია კარგი ლიდერი გახდეს. ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, გამხდარი სხეული, თხელი თმა, სიმპატიური სახე და სუსტი მხედველობა აქვთ.

ეს მიმზიდველი ხალხია. თვითშეცნობის დიდი მიდრეკილება აქვთ. მოხერხებულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. უყვართ ფუფუნება, ცერემონიები და რიტუალები, ბევრს მოგზაურობენ სახელგანთქმულ ადგილებში, ხვდებიან ცნობილ ადამიანებს და თავადაც არანაკლები შანსი აქვთ, სახელი გაითქვან.

ისინი კარგი საქმეებისთვის მუშაობენ. ძლიერ ილტვიან გარესამყაროსკენ. შეიძლება გატაცებულნი იყვნენ პოლიტიკით. დაბადებიდან დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ, რის გამოც ხშირად ექმნებათ კონფლიქტები მათთან, ვინც მათ მართვას ცდილობს. საკუთარი თავი მნიშვნელოვან პიროვნებებად  მიაჩნიათ. საკმარის ენერგიას ფლობენ იმისთვის, რომ რთული და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ორგანიზება და შესრულება ითავონ. უყვართ, როდესაც სხვები ემსახურებიან. თავისუფალ დროს უმეტესად საკუთარ თავს უთმობენ. ამ სასიამოვნო და სანდო ადამიანებისგან კარგი მმართველები და ორგანიზატორები გამოდიან.

*4-6 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე, (უმეტესად) I სახლში ხვდება და ისინი მარსის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათს მკვეთრად გამოხატულ ლიდერულ თვისებებს ანიჭებს. ამიტომ, მათ ხშირად ვაწყდებით  ხელმძღვანელ პოზიციებზე. თუ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მბრძანებლობისა და განკარგვის სურვილმა შეიძლება საომარი ხასიათი მიიღოს. მათი გარემოცვის უფრო ჭკვიანი წევრები მარტივად ხვდებიან, რომ ჯობია მარსის შვილებს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიანიჭონ, ვიდრე ჩარჩოებით შეზღუდონ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ ადამიანების დავალდებულება საერთოდ არ ღირს. მათ ხშირად სდებენ  სამართლიან ბრალს ზედმეტ პირდაპირობაში. მართლაც, ეს ადამიანები თითქმის ყოველთვის შუბლით მიიწევენ დასახული მიზნებისკენ. სამაგიეროდ მათთვის უცხოა ცბიერება და ტყუილები.  ყველაზე მთავარი, რაც მათ აკლიათ, არის სხვა ადამიანების რწმენა. მარტოობაში სიმაღლეების დაპყრობა კი საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ არ ღირს უარი თქვან გულწრფელ მხარდაჭერასა და დახმარებაზე.

I სახლი ასცედენტით იწყება და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გრძელდება. I სახლში იმ ადამიანების მზე ხვდება(უმეტესად და არა ყოველთვის), ვინც მზის ამოსვლამდე, 4-6 საათამდე დაიბადა. I სახლი პლანეტა მარსსა და ვერძის ნიშანს შეესაბამება, სადაც მზე სიმბოლურ კულმინაციაშია. ასტროლოგთა ნაწილის აზრით, ეგზალტაცია პლანეტის ყველაზე ძლიერი ესენციური მდგომარეობაა.

ეს  პიონერული ხასიათის ადამიანები  მუდამ  შუბლით მიიწევენ წინ და ყოველთვის ავანგარდში არიან. უკიდურესად პირდაპირები. კარგად გრძნობენ საკუთარ ძალაუფლებას, ძალიან თავდაჯერებული და გამორჩეული ინდივიდები. დაბადებით ლიდერები არიან. შეიძლება გრეგნული მომხიბვლელობით არ გამოირჩეოდნენ (ეს ვენერას სფეროა), მაგრამ საკუთარი ქცევებითა და მანერებით, თავდაჯერებითა და ქარიზმატულობით ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.

ცნობილი ადამიანები I სახლის მზით:

ვერძში: Lucy Lawless, Heath Ledger, Serge Gainsbourg, Pope Benedict XVI, Johann Sebastian Bach, Jennifer Garner, Kourtney Kardashian, Samantha Fox, Harry Houdini, Olivia Hussey…

კუროში: Dave Gahan, Kelly Clarkson, Barbra Streisand, Swami Muktananda, George Lucas, Jerry Seinfeld, Eva Peron, Donatella Versace, Rabindranath Tagore, Vladimir Nabokov, Johannes Brahms, Catherine de’ Medici, Joe Cocker, Alain Bernard, Gabriela Sabatini, Luciano Benetton…

ტყუპებში: Jean Dujardin, Juliette Lewis, Richard Wagner, Steffi Graf, Queen Victoria, Alois Alzheimer, Adrian Paul, Omar Khayyám, Dante Alighieri, Lech Kaczynski, Fabio Capello…

კირჩხიბში: 14th Dalai Lama, Mimie Mathy, Joe Penny…

ლომში: Jennifer Lopez, Emmanuelle Béart, Jean Reno, Andy Warhol, Sri Aurobindo, Marc Lavoine, Matthew Perry, Gillian Anderson, Matt LeBlanc, Claude Debussy, Steve Martin, Pierre Richard, Jürgen Klinsmann…

ქალწულში: Freddie Mercury, Mylène Farmer,  Bill Kaulitz, Tom Kaulitz,  Nicole Richie, Andrea Bocelli, Leonard Cohen, David Copperfield, Sophia Brahe, Friedrich Hegel, Lyndon Johnson,  Frances Farmer, Pierre de Ronsard…

სასწორში: Kate Winslet, Jean-Claude Van Damme, Arthur Rimbaud, Silvio Berlusconi, Olivia Newton-John, Julie Andrews, Jeane Manson, Joan Fontaine, Barbara Walters, Alfred Nobel, Arthur Miller…

მორიელში: Grace Kelly, Aishwarya Rai, Katy Perry, Björk, Sathya Sai Baba, David Guetta, René Magritte, Joey Starr, Bernard Kouchner, Jawaharlal Nehru, Chloe Sevigny, Alexandra David-Néel, Linda Evans, Bruce Jenner, Sally Field, Antarès, Georges Bizet…

მშვილდოსანში: Brad Pitt, Scarlett Johansson, Alyssa Milano, Bruce Lee, Ville Valo, Maria Callas, Cicciolina, Miley Cyrus, Ermanno Gorrieri, Ozzy Osbourne,  Nikki Sixx, Frank Zappa, Wassily Kandinsky, Jonathan Cainer, Ray Liotta, Gianni Versace, Nero, Ed Harris, Henri de Toulouse-Lautrec, Andrew Carnegie, John Kerry…

თხის რქაში: Jude Law, Gérard Depardieu, Nicolas Cage, Swami Vivekananda, Elizabeth Teissier, Zooey Deschanel, Bradley Cooper, Linda Lovelace, Patti Smith, Heather Mills, Joe Frazier, Robert Duvall, Conrad Hilton…

მერწყულში: Claude François, Paul Newman, Abraham Lincoln, José Mourinho, Matt Dillon, Eva Braun, Kim Novak, Mariska Hargitay, Charlotte Rampling, Lauren Conrad, Brandon Lee, Tom Selleck, Ramakrishna, Michael Hutchence, Clark Gable, Bobby Brown, James Joyce, François Truffaut, Wayne Gretzky, John Belushi, Abdullah II of Jordan, Emanuel Swedenborg, Arthur Rubinstein, César Maldini…

თევზებში: Robert Wadlow, Adam Levine, Piet Mondrian, Auguste Renoir, Yuri Gagarin, Nina Simone, Chelsea Handler, Pier Paolo Pasolini, Ernst August Prince of Hanover, George Frideric Handel…

 ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top