*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და ნეპტუნის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.
მზის სექსტილი
„არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,
არამედ ღვთის ღალატის შედეგია“
მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება. თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.
მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.
ნეპტუნის სექსტილი
„თუ შეგიძლია გაიგო, გაიგე, რადგან ასეთი შანსი აღარ მოგეცემა“
ნეპტუნის სექსტილი ადამიანს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების შანსს აძლევს, მაგრამ ეს მისგან გარკვეულ შრომას მოითხოვს, თანაც ხშირად არა იმ ფორმით, როგორსაც ის მიჩვეულია და რომლისთვისაც მზადაა.
ნეპტუნი რეალობის დამახინჯებულ აღქმას განაპირობებს, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ნეპტუნის სექსტილის დამუშავება სწორედ ამ დამახინჯებებისა და ილუზიების უხეში ფორმებისგან თავის დაღწევას გულისხმობს, რასაც მოტყუება ან თვითმოტყუება (ზოგისთვის კი სულაც ხელოვნება, მედიტაცია ან ლოცვა) ეწოდება. ამიტომ, არჩევანი, რომელსაც ნეპტუნის სექსტილი გვთავაზობს, ხშირად ცდუნების ხასიათს ატარებს. როდესაც ადამიანი, უზარმაზარი შინაგანი ძალისხმევის და დამუშავების შედეგად, გულწრფელად უარყოფს მსგავს შემოთავაზებებს, მაშინ ნეპტუნი მას კიდევ უფრო ფაქიზი ფორმის ცდუნებას შესთავაზებს და ა.შ. რაღაც მომენტში, პლანეტარული პრინციპის ხედვის მეთოდი იმ დონეს მიაღწევს, რომელიც სხვებისთვის შეიძლება აღმოჩენად იქცეს, რა თქმა უნდა, თუ ადამიანმა საკუთარი ხედვების გადმოცემა მოახერხა, რაც არანაკლებ მუშაობას მოითხოვს.
მაღალ დონეზე, ნეპტუნის სექსტილი პლანეტის პრინციპების დახვეწილ გაგებას იძლევა და პლანეტას იმდენად მაღალი ენერგო-დინებების ვიბრაციებში რთავს, აღმოჩენის ან თუნდაც „რელიგიური სასწაულის“ ეფექტი იქმნება. საინტერესო ის არის, რომ ამ პროცესში ადამიანს უჭირს გააცნობიეროს, რატომ იქცევა ასე თუ ისე, მაგრამ ენერგო-დინების სიმაღლის შინაგანი შეგრძნება და იმავდროულად, მატერიალისგან ძლიერი წინააღმდეგობა, მიღწეული სრულყოფილების ირიბი მინიშნებებია.
დაბალ დონეზე, ნეპტუნის სექსტილი მოტყუების და თვითმოტყუების უამრავ შესაძლებლობას ბადებს და, მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც მძაფრად გრძნობს მიზიდულობას პლანეტის მხრიდან, როდესაც ერთგვარ ექსტაზს განიცდის, მისი პრინციპების განხორციელებისას. თუმცა ესეც უამრავ მცდელობას მითხოვს. უმთავსრესად კი, შინაგანი პატიოსნების გამომუშავებას, საკუთარი რეალური მიღწევების შეფასებისას. თუ ნეპტუნთან სექსტილიტ დაკავშირებული პლანეტა დაზიანებულია სხვა ასპექტით, მაშინ დამახასიათებელი იქნება ოცნებების სამყაროში გადასახლება, რაშიც, ცხადია, ნეპტუნი დიდ „დახმარებას“ გაუწევს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი აუცილებლად იწვნევს მწარე იმედგაცრუებებს და ბედის დარტყმებს. უპირველეს ყოვლისა, ის ყოველთვის მშვენივრად იგრძნობს, როდის იღებს ცრუ სიბრალულს და როდის ჭეშმარიტ თანაგრძნობას.
მზის და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები
ეს შემოქმედებითი ტალანტების ასპექტია, რომელსაც ხშირად ვხვდებით არტისტების რუკებში. ეს მეტად რომანტიული და სათუთი ბუნების ხალხი ზემგრძნობირობით, სიღრმითა და ინტუიციით გამოირჩევა. მეტად დახვეწილი გემოვნება და იდუმალი შარმი აქვთ. აღმერთებენ ხელოვნებას, ფსიქოლოგიას და რელიგიურ რიტუალებს. მათ უფაქიზეს აღქმაში ცხოვრება სიმფონიად, ყოველდღიურობა კი პოეტურ მეტაფორად ჟღერს. მათ შეუძლიათ არამხოლოდ შინაგანი ხედვით აღიქვან მომავლის სურათი, არამედ ხორციც შეასხან საკუთარ ხედვებს.
წარმოსახვის ძალა მათი უმთავრესი იარაღია, რომელიც თანაბარ დახმარებას უწევს როგორც სულიერ განვითარებაში, ისე პრაქტიკული მიზნების რეალიზებაში, იქნება ეს ფული, პოპულარობა თუ ძალაუფლება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასტიკი ან უხეში ხალხია. პირიქით, საოცარ ემპათიას ავლენენ, რაც, ემოციურობასა და ინტუიციასთან ერთად, მათი საუკეთესო თვისებაა. ისინი საკუთარივით გრძნობენ სხვების განცდებს და ტკივილს. საჭიროების შემთხვევაში, სულიერი მკურნალის და წინამძღოლის ფუნქციის შესრულებაც შეუძლიათ. საოცარი ნდობითა და შთაგონებით მიჰყვებიან ცხოვრების დინებებს, რადგან ზუსტად გრძნობენ, როდის და სად არის საჭირო მათი ყოფნა.
ინტერესით იკვლევენ ახლობლების ფსიქიკურ სამყაროს. განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას ავლენენ ფილოსოფიის, ნატუროთერაპიის და ხელოვნების თანამედროვე მიმართულებებისადმი. ცდილობენ მაქსიმალურად სრულყონ საკუთარი გრძნობები და ემოციები. სწორედ ეს ეხმარებათ ბუნების, ხელოვნებისა და მუსიკის უზენაესი ფორმების აღქმაში. მათ ხასიათში მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს გრძნობები, გონება და ინტუიცია. განსაკუთრებით წარმატებულნი არიან თავისუფალ პროფესიებში, ხელმძღვანელის თუ კონსულტანტის პოზიციაზე.
ისინი აღმერთებენ სიამოვნების დახვეწილ ფორმებს. ამიტომ, არც ერთ საინტერესო კონცერტსა თუ გამოფენას არ ტოვებენ. თავადაც ყოველთვის დახვეწილი ფუფუნების და ხელოვნების ნიმუშებით არიან გარემოცულნი.
გარშემომყოფები მათ სიმპათიურ, კეთილშობილ, გულისხმიერ და დიდსულოვან პიროვნებებად აღიქვამენ. ხშირად „თავისებური ხასიათის“ ადამიანებადაც მოიხსენიებენ.
Celebrities with Sun/Neptune sextile:
Michael Jackson ♍/♏, Dave Grohl ♑/♏, Giuseppe Verdi ♎/♐, Charles Dickens ♒/♐, Emma Stone ♏/♑, Kesha ♓/♑, Andrew Carnegie ♐/♒, Emile Zola ♈/♒, Sigmund Freud ♉/♓, Pope Sixtus V ♑/♓.
მომზადებულია ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.