თემა: ინსტინქტების გამოყენება, ენერგია, კრეატიულობა, სექსუალურობა, თვითგამოხატვა.
„ბნელი“ მხარე: კონფლიქტურობა, იმედგაცრუება, სისასტიკე, სიჯიუტე.
დამახასიათებელია: ფეთქებადობა, სიფიცხე, ჟინიანობა, იმპულსურობა, აგრესიულობა, თავქარიანობა, თვითნებობა, ბუტიაობა, მოუთმენლობა, კონფლიქტურობა, გადამეტებული სიმამაცე, გაუფრთხილებლობა. მიდრეკილია სახიფათო სიტუაციებში მოხვედრისკენ, რისკიანობისკენ. ქალის რუკაში შესაძლოა ქორწინებაში სირთულეებზე მიგვანიშნებდეს.
სასურველია ჯერ იფიქროს და შემდეგ იმოქმედოს, აგრესიულობის გამოვლენა შემცირდეს. მარსის კვადრატის დამუშავების შემთხვევაში რეკომენდებულია სპორტი, როგორც ენერგიის დახარჯვის კონსტრუქციული მეთოდი.
მებრძოლი ხასიათი ბავშვობიდანვე ვლინდება, როცა ბავშვი „ერთ ადგილზე ჯდომას“ ვერ ახერხებს ან/და ჰიპერაქტიურობით ხასიათდება. თუ ბავშვობაში საკუთარი ენერგიის მართვა და მიმართულების მოძებნა მოახერხა, მოზრდილ ასაკში საკმაოდ პროდუქტიული ადამიანად ყალიბდება. ლაპარაკისა და დაგეგმვის ნაცვლად ინდივიდი მოტივირებულია იმოქმედოს, საქმეები დაასრულოს. გარშემომყოფები ამ ასპექტის მფლობელს „ცხელთავიან“ და ტემპერამენტიან ადამიანად იცნობენ.
ლიდერის, ძალაუფლებისმოყვარე ადამიანის ასპექტია. ისეთ საქმიანობას ეძებს, რომელშიც მისი ენთუზიაზმი, ენერგია, მისწრაფებები ბოლომდე გამოვლინდება, მაგრამ ამავე დროს შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებს თავად ბლოკავდეს. შესაძლოა იმედგაცრუებას ხშირად განიცდიდეს, რადგან გარემოსა და მის ამბიციებს შორის შეუთანხმებლობაა: რაც სურს – მოცემულ მომენტში არ აქვს და თუ იღებს, მის სწორად მოხმარებას ვერ ახერხებს. ამიტომ მიზნის მიღწევისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს.
ასპექტის მქონე ინდივიდი შესაძლოა თვლიდეს, რომ ბავშვობაში მამა მის ამბიციებს, მისწრაფებებსა და წარმატების შანსებს „ბლოკავდა“. ამ კვადრატის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს თვითმაძიებლობა, საკუთარი გზის დამოუკიდებლად ძიება.
დამახასიათებელია იმპულსური ქცევა, რაც ისევ მას აზიანებს. დაბრკოლების გაჩენისთანავე ენერგიით ივსება, ღიზიანდება და სასურველის მიღწევას ნებისმიერ ფასად ცდილობს. თუ ასპექტი კადრინალურ ნიშანშია (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) ვლინდება როგორც იმპულსურობა და მრისხანება, ფიქსირებულ ნიშნებში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) – სიჯიუტე, გულღვარძლიანობა (ბოღმა); მუტაბელურ ნიშნებში (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) – გაღიზიანებადობა და ენერგიის უსაფუძვლოდ ხარჯვა. თუ ე.წ. მარჯვენა კვადრატურაა (მარსი მზის წინ მდებარეობს) – სპორტის „მძიმე“ სახეობის სპორტსმენის ან ქირურგის ასპექტია.
მზისა და მარსის ოპოზიცია ან კვადრატის შემთხვევაში აგრესია უბრუნდება მზეს როგორც სიმბოლოს, რისი შედეგიც ბუნტი, დაპირისპირება, კონფლიქტები, ავტორიტეტების წინააღმდეგ წასვლაა. ნააზრევსა და მოქმედებას შორის „განხეთქილებაა“. ამ ასპექტის მქონე ადამიანს შესაძლოა თვითრწმენის ასამაღლებლად ძალადობრივი სცენის, ძალადობის, რეპრესიის, დაპირისპირების ან კონკურენციის მოთხოვნილება ჰქონდეს.
ფსიქოლოგიურ დონეზე შესაძლოა დამახასიათებელი იყოს კაცური საწყისის როგორც აგრესიულობის გამოვლინების შიში. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია შეკავებული ან ფარული ბუნტის მანიშნებელია, კვადრატურის შემთხვევაში კი ბუნტი და აგრესია უფრო აშკარა, შესამჩნევ ფორმებში ვლინდება.
ურთიერთობებში შესაძლოა თავაზიანობისა და დიპლომატიის ნაკლებობა ჰქონდეს ან დაუფიქრებელი კომენტარებით რთულ სიტუაციებში ხვდებოდეს. სასურველია იმუშაოს საპირისპირო აზრის სწორად მიღებაზე: დაუმუშავებელი კვადრატის შემთხვევაში საპირისპირო აზრი განიხილება როგორც პირადი დარტყმა. დამუშავების შედეგად საპირისპირო აზრის მშვიდად მოსმენა და მასში დადებითის მოძებნას ახერხებს.
სექსუალური სფერო გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მხარეა და მძაფრი სურვილები ვლინდება. შესაძლოა გადამეტებული სურვილების, უხეშობის, პარტნიორთან დაუკმაყოფილებლობის ან მიუწვდომელი პარტნიორის გამო იმედგაცრუებას განიცდიდეს. პარტნიორის არჩევა დამოკიდებულია თვითშეფასების დონეზე.
მარსისა და მზის კვადრატი სიცოცხლისუნარიანობას და ამავე დროს ტემპერატურასაც ზრდის. შესაძლოა ინდივიდი ფიზიკურადაც მაღალი ტემპერატურის მქონე იყოს.
დამუშავების შედეგად ასპექტი იძლევა ენერგიას, ნებისყოფას, სწრაფი რეაგირებისა და სიტუაციის შეფასების უნარს, სამართლიანობისთვის ბრძოლისკენ მიდრეკილებას.
მზის კვადრატი: „არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება“
მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.
მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.
კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.
შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.
მარსის კვადრატი: „სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება“
მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.
კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.
დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).
შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.
დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).
სტატიის ბოლოს ასტრობლოგელთა პრაქტიკული გამოცდილებას გაგიზიარებთ:
ნინო:
ტრავმატოლოგირში გატარებულ ბავშვიობაში და გატეხილ თავში ვლინდება. კიიიდეეევ ეს ის ასპექტია სასწორსაც რომ საგნების სროლას დააწყებინებს :devil:
ნათია:
მსგავსი არაფერი მჭირს. მშვილდი(მზე) – ქალწული(მარსი) კვადრატურა. უბრალოდ, მთელი ცხოვრება თავპირდასისხლიანებული დავდივარ, მაგრამ ყოველთვის ბეწვზე გადავრჩები ხოლმე :D 2 თვის წინადაც ტვინის შერყევა მივიღე და იოლად გადავრჩი თავის გაპობას შუაზე :D რაც შეეხება აგრესიას, ჩემი წობასწორობიდან გამოყვანა არაა იოლი საქმე) არც ფეთქებადი არ ვარ, რავი. არც ის დაგავიწყდეს, რომ გამუდმებით ჩემი თავის მტერი ვარ :D რაღაცას სწორად გადავწყვეტ, მომირიკინებს და უკუღმა ვაკეთებ, შედეგად კი წლობით ნაშენები წამში იმსხვრევა))))
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.