მზის კვადრატი მთვარესთან

მზის კვადრატი მთვარესთან

დამახასიათებელია: ცნობიერისა და არაცნობიერის წინააღმდეგობრიობა, მორალური დისკომფორტი, კაპრიზულობა, სულიერი მღელვარება, შინაგანი დაძაბულობა, ტანჯვა, მუდმივი სტრესი; დაგვიანების, „ვერ მოსწრების“ შიში, სიღარიბე, განწყობის ხშირი ცვლა, გარემოებებთან შეუგუებლობა, სიმტკიცე, სიხისტე, შინაგანი წინააღმდეგობრიობა, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, პერიოდული პასიურობა, სუსტი ჯანმრთელობა, გულისა და კუჭის დაავადებები, სამართლიანობისთვის ბრძოლა, გარემოს შეცვლის სურვილი, სულიერი ზრდისკენ მისწრაფება. საწინააღმდეგო სქესთან რთული ურთიერთობები, მშობლებთან/მშობელთან დაძაბული ურთიერთობა. ადამიანი „იხლიჩება“ მზისა და მთვარის სახლებს შორის.

მზე დაკავშირებულია თვითკანმტკიცების პრინციპთან, მთვარე – ემოციურ და გრძნობით მხარესთან, ამიტომ მათი კვადრატი ეგოსა და ემოციებს შორის კონფლიქტზე მიანიშნებს. კონფლიქტი სხვადასხვანაირად გამოიხატება (შეიძლება გამოვლინდეს ერთი ან რამდენიმე მიმართულებით): მოტივების შინაგანი ბრძოლა, პიროვნების განსხვავებულ მხარეებს შორის გაუწონასწორებლობა, თვითშეფასების ნაკლებობა, მშობლებთან და პარტნიორებთან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება. მდედრობითი და მამრობითი სქესის მახასიათებლების არევა ხდება, მათ შორის ენერგიის დონეზე. ამავე დროს, შინაგანი წინააღმდეგობრიობა ხშირად არის შთაგონების მიზეზი, რის შედეგადაც ადამიანი ბევრს აღწევს ცხოვრებაში.

ფსიქოლოგიურ დონეზე ასპექტის მქონე ადამიანი კაცობრიობას ორ წინააღმდეგობრივ ნაწილად, ბანაკად ჰყოფს (მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობლების გავლენა). სირთულეები ვლინდება სოციალურ სფეროში მიღწევებსა და ოჯახური სფეროს მოუწესრიგებლობის მხრივ. რუკაში რომელი პლანეტაც ძლიერია (მზე ან მთვარე), ინდივიდი იმ სფეროში მეტად რეალიზდება, ორივე სფეროში ერთდროულად რეალიზება რთულად მიღწევადია.

პირად რუკაში მზისა და მთვარის კვადრატი შინაგან წინააღმდეგობრიობაზე, საკუთარი თავით, გარშემომყოფებით, ცხოვრებით უკმაყოფილებაზე მიანიშნებს. შინაგანი ბრძოლის გარეგნულ ნიშანს წარმოადგენს გადაუწყვეტელობა. ხასიათში კვადრატის გავლენა გამოიხატება გაორებაში. შესაძლოა ინდივიდი სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობას გრძნობდეს, თვითდისციპლინირებულობა აკლდეს (ძლიერი სატურნის შემთხვევაში – ეს თვისება არ ვლინდება). ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი აქვს, მაგრამ შესაცვლელად ძალა – არა.

ადამიანი, ვის რუკაშიც მზე-მთვარის კვადრატია, ხშირად განიცდის კონფლიქტს „მინდა“-სა და „უნდა“-ს შორის. მნიშვნელოვანის მიღწევის სურვილი აქვს, შესაძლოა სხვებისგან მიუღებლობას განიცდიდეს (ისეთად როგორიც არის). მზე-მთვარის კვადრატის მქონე ადამიანს დაძაბულობასთან ერთად დიდი ენერგიაც აქვს, რაც კონფლიქტების გადასალახად ეძლევა. მზის კვადრატი მთვარესთან იძლევა შინაგან „ბრძოლას“ ემოციური დამოკიდებულებისა და დამოუკიდებლობის სურვილს შორის.

ადამიანი მზე-მთვარის კვადრატით მძაფრად განიცდის ნებისმიერი სახის დანაკარგს, მის ცხოვრებაში პერიოდულადაა წარუმატებლობა, დაბრკოლებები, ნერვული გაღიზიანებადობა განსაკუთრებით როდესაც მზესთან ან მთვარესთან უარყოფით ასპექტს ქმნის ტრანზიტული მარსი, ურანი ან პლუტონი. კაცს ამ კვადრატით შესაძლოა გაუცნობიერებლად ეშინოდეს ქალებთან ურთიერთობის, ორ საპირისპირო დამოკიდებულებას განიცდიდეს.

ხშირად, ამ ასპექტის მქონე ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით. რთულად იტანს სიცხესა და სიცივეს (როორც ფიზიკურს, ასევე სულიერს). ხშირადაა გადაუწყვეტელი, მიზნებში ცვალებადი, კაპრიზული, დაძაბული. მიუხედავად აერაერთი შესაძლებლობისა საზოგადოებრივ თუ პირად ასპარეზზე, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე დაბალი წარმოდგენა აქვს. ცნობიერისა და ქვეცნობიერის წინააღმდეგობრივი ბუნება ართულებს თვითგამოხატვას, ძლიერ ემოციურ გაუწონასწორებლობასა და დაურწმუნებლობას იწვევს. ასპექტის მქონე ადამიანის ცხოვრებაში ხშირია რადიკალური ცვლილებები.

რუკაში მზისა და მთვარის კვადრატი შეიძლება აღნიშნავდეს მშობლებს შორის რთულ ურთიერთობას ან გაშორებულები იყვნენ. ყოველშემთხვევაში ინდივიდს ბავშვობაში მათი ურთიერთობა მტკივნეულად ახსოვს.

სამაგიეროდ, თავად ოჯახურ და მშობლის ფუნქციას კარგად ასრულებს წარსული მტკივნეული გამცდილებით.

ადრეული წლების განმავლობაში მშობლიურ ოჯახში შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმების გადატანა უწევს, რაც მომავალ წლებში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში დამატებით კომპლექსებად გვევლინება. შესაძლოა ბავშვობაში მხარდაჭერის ნაკლებობას გრძნობდეს (ოჯახისგან).

ოჯახურ სიტუაციებში ქვეცნობიერად ხშირადაა წინააღმდეგობრივი. მზე-მთვარის კვადრატურის მქონე ადამიანს სხვებისგან მიმღებლობის, თანხმობის მოთხოვნილება აქვს ბავშვობიდანვე (განსაკუთრებით მშობლების მხრიდან). მშობლებთან გაუგებრობის ან უთანხმოების გამო შესაძლოა მამისა და დედის ხატებს შორის „არეული“ დამოკიდებულება ჰქონდეს.

როცა მთვარე მზის ნიშნიდან უკუმიმართულებით მდებარეობს (მზე ვერძი-მთვარე თხის რქა, მზე კურო-მთვარე მერწყული, მზე ტყუპები-მთვარე თევზები, მზე კირჩხიბი-მთვარე ვერძი, მზე ლომი-მთვარე კურო, მზე ქალწული-მთვარე ტყუპები, მზე სასწორი-მთვარე კიჩხიბი, მზე მორიელი-მთვარე ლომი, მზე მშვილდოსანი-მთვარე ქალწული, მზე თხის რქა-მთვარე სასწორი, მზე მერწყული-მთვარე მორიელი, მზე თევზები-მთვარე მშვილდოსანი): დამუშავების შედეგად ადამიანს უკეთესი მომავალი, წარმატებული კარიერა, დაფასება და ყურადღება ელოდება; თუმცა სირთულეები გამოვლინდება მორალურ ტანჯვაში, მშობლებთან ან მშობლიურ ოჯახში კამათში (რისი მიზეზიც დედა იქნება). ამ ტიპის კვადრატი გაცნობიერებული მოქმედებით, გონებრივი მუშაობით გამოიხატება. ადამიანი სწავლობს უკვე არსებული გამოცდილებიდან, კრიზისული სიტუაციების ფორმულირება და ახსნა ხდება. ეს კვადრატურა შეიძლება იქცეს მოქმედებების ახალი ციკლის დასაწყისი. ძლიერი მხარე ინტელექტია.

როცა მთვარე მზის ნიშნიდან პირდაპირი მიმართულებით მდებარეობს (მზე ვერძი-მთვარე კირჩხიბი, მზე კურო-მთვარე ლომი, მზე ტყუპები-მთვარე  ქალწული, მზე კირჩხიბი-მთვარე სასწორი, მზე ლომი-მთვარე მორიელი, მზე ქალწული-მთვარე მშვილდოსანი, მზე სასწორი-მთვარე თხის რქა, მზე მორიელი-მთვარე მერწყული, მზე მშვილდოსანი-მთვარე თევზები, მზე თხის რქა-მთვარე ვერძი, მზე მერწყული-მთვარე კურო, მზე თევზები-მთვარე ტყუპები): სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვა ხშირად უხდება, სოციუმში დამკვიდრებას რთულად ახერხებს და ამაში შესაძლოა მამას ადანაშაულებდეს. ცხოვრების მეორე ნახევარი ბევრად წარმატებულია. ეს კვადრატი რეალიზდება ქვეცნობიერ დონეზე ინსტინქტების, ინტუიციის დახმარებით, ლოგიკის მონაწილეობის გარეშე. პიროვნულ და სულიერ ზრდაზე გავლენად ახდენს განწყობები და პირადი აქტიურობა. მიზნები და ამოცანები არ ცნობიერდება. ძლიერი მხარე სულიერი განვითარებაა.

მზის კვადრატი: „არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება“

მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას  აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.

მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.

კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.

შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.

მთვარის კვადრატი: „ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა“

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

როგორ მუშავდება:

კვადრატის „ჩართვის“  გამო რთულ სიტუაციაში ყოფნის დროს ვიმოქმედოთ მთვარისა და სატურნის დადებითი პრინციპებით. არარეკომენდებულია ემოციურად (მთვარე) და მყისიერად (სატურნი) მოქმედება. დასაძლევად გვინდა მოთმინება, თავშეკავება, თანმიმდევრულობა (სატურნი) და ემოციებზე კონტროლი (მთვარე).

ამ კვადრატის მქონემ უნდა ისწავლოს წარსულთან „დამშვიდობება“, წარსულის გაშვება, რადგან ბავშვობის კომპლექსები და შიშები (მათ შორის ოჯახურ ცხოვრებაზე) მის განვითარებასა და წინსვლას ხელს უშლის.

ასევე, დამუშავებაში გვეხმარება მზესთან ან მთვარესთან სხვა პლანეტის დადებითი ასპექტი (ტრინი, სექსტილი), რასაც ასპექტის მოქმედებაში/გამოხატვაში დადებითი შესაძლებლობები შემოაქვს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top