მზის კვადრატი ნეპტუნთან

მზის კვადრატი ნეპტუნთან

„თვითმოტყუება“

თემები: წმენდა, მიმღებლობა, თვითგამოხატვა, შეზღუდვა

„ბნელი“ მხარე: კონფლიქტურობა, ქედმაღლობა, გაქცევა, სიზარმაცე, იმედგაცრუება

მზე-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა გააძლიეროს შემდეგი მახასიათებლები: სუბიექტურობა, ფანატიზმი, იდეით შეპყრობილობა; შინაგან სამყაროში, შეგრძნებებში ჩაძირვა; რეალური მოვლენების მიმართ უყურადღებობა, მგრძნობელობის გაძლიერება, დაბნეულობა, გაორება, თვითმოტყუება ან სხვების მოტყუება,  არააკურატულობა, მოუწესრიგებლობა ან გადამეტებული სისუფთავე სახლში; სულიერი მიზნებისთვის პირადი ინტერესების შეწირვა. ნეპტუნს უკავშირდება ბოშური ცხოვრების სტილი. ამ ასპექტის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს  სულიერი ფასეულობებისა და სულიერები განვითარების ძლიერი სტიმული.

ასპექტის მქონე ადამიანი იდეალისტი და მეოცნებეა. შესაძლოა სხვებს ადვილად უჯერებდეს და სანაცვლოდ იმედგაცრუებას იღებდეს. ბავშვობის წლებში ოჯახში გაურკვეველი წესები ჰქონდათ ან გაუგებრობა და როლების არევა ხშირად ხდებოდა, შედეგად ზრდასრულ ასაკში შესაძლოა „ვინ ვარ მე?“ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლოს. მზე-ნეპტუნის კვადრატი ერთდროულად იძლევა თვითგამოხატვის სურვილსა და მიღებული რეაქციების მიმართ ძლიერ მგრძნობელობას; მისი პიროვნების მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე მძაფრად რეაგირებს.

ოპოზიციის ან კვადრატურის შემთხვევაში ინდივიდი საკუთარი თავისთვისაც გამოცანაა, ბურუსში მოძრაობს და ინტუიციის მცდარი რჩევებით ხელმძღვანელობს. ნაკლებად სასურველია ინტუიციის ბრმად ნდობა. მისი ქცევა ხშირად საზოგადოებრივი ტრადიციებისგან „ამოვარდნილია“. შესაზლოა ადამიანებსა და საგნებში ხშირად ცდებოდეს, არასწორად აფასებდეს ან თავად მას ატყუებდნენ. იზიდავს საიდუმლოებები, აუხსნელი მოვლენები. მის ცხოვრებაში ყველაფერი ხდება „სადღაც, მაგრამ არა აქ“.

სხვა უარყოფითი ასპექტების „ხელშეწყობით“ შესაძლოა რეალობისგან გაქცევის მიდრეკილება გაუძლიერდეს, ამისთვის კი სხვადასხვა საშუალებები გამოიყენოს (ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალება, ლუციდური სიზმრები, ასტრალში გასვლა და ა.შ.). ოპოზიციის შემთხვევაში მამის სახე შორეული ან ბუნდოვანია.. ქალის რუკაში ასპექტი პარტნიორულ ურთიერთობაზე მოქმედებს: შესაძლოა ისეთად ხედავდეს, როგორიც არაა.

ჯანმრთელობის კუთხით ასპექტი იწვევს კანის პრობლემებს, ნივთიერებებზე ან წამლებზე დამოკიდებულებას, ფსიქიკურ არამდგრადობას, ნევროზს.

მთლიანობაში დადებითი რუკის შემთხვევაში – უმაღლესი ძალების ინსტრუმენტია. ძლიერი მერკურისა და სატურნის შემთხვევაში – არ სჯერა მისტიკის, საიდუმლოებებისა და ღმერთის. უარყოფითი რუკის შემთხვევაში შესაძლოა ახასიათებდეს უცნაური ემოციური სურვილები, რომანტიული მიდრეკილებები პლატონური სიყვარულით დაწყებული სერიოზული, მტკივნეული მიჯაჭვულობით დამთავრებული. რბილი ხასიათისა და ნებისყოფისაა. სუსტი სატურნის შემთხვევაში შესაძლოა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბოდეს, „ჭუჭყიანი“ სამყაროდან გაქცევის სურვილი ჰქონდეს.

მზის კვადრატი: არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება

მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას  აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.

მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.

კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.

შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.

ნეპტუნის კვადრატი: „დიდი შინაგანი პატიოსნებაა საჭირო მისი ნაკლებობის აღმოსაჩენად“

რთული ასპექტია. ნეპტუნის კვადრატი იძლევა მედიტაციის დამახინჯებას დაბალ დონეზე, რაც ადამიანს ამოუხსნელად იზიდავს. პლანეტის პრინციპების გაგება რთულია, ჭეშმარიტი და მცდარი გაგება, ილუზია ერთმანეთში ირევა, რომელთა დაჯერება და უფრო მეტად განშორება ადამიანს უჭირს. ნეპტუნი ატყუებს ადამიანს, ინდივიდი ატყუებს სამყაროს და საკუთარ თავს, შემდგომ ტყუილს ამჩნევს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს (თუნდაც საკუთარი თავის რწმენას) დაჯერება უჭირს, მაგრამ მხოლოდ დროებით. შემდგომ იგივე მეორდება – სამყაროს ატყუებს და თავს იტყუებს.

ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს სასოწარკვეთა ან უმაღლესი ძალებისკენ ძლიერი სწრაფვა. შედეგი რთულად პროგნოზირებადია, ინდივიდი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და არ იფიქროს ყველაფერმა ჩაიარა. ამ შემთხვევაში დაბალი საწყისი მედიტაციის დაბალი და ბინძური საშუალებებით იკვებება (მაგ: ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ოჯახური სკანდალი და ა.შ.).

მაგალითად, სატურნ-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა წარმოშვას არაფრის კეთებისგან სიამოვნება, დამახასიათებელი იქნება “გამოსწორების” მცირე მცდელობები >> მაზოხისტობისა და უმაქნისობისგან დიდხანს მედიტაცია (ტკბობა) >> “გამოსწორების” მცირე მცდელობები და ასე ციკლურად. საბოლოოდ, ციკლში უახლოესი ნათესავები და ფსიქოანალიტიკოსები ერთვებიან.

ასპექტის კარმული მნიშვნელობა თვითმოტყუებისა და დაბალი დონის მედიტაციის (ე.წ. „ტკბობის“) დამუშავებას ნიშნავს პლანეტის სფეროებში. დამუშავება რთულია, დაბალი დონის მედიტაციის ყველა საშუალებაზე უარის თქმას და პლანეტასთან დაკავშირებულ სფეროებში პატიოსან, კონსტრუქციულ მუშაობას მოიცავს. მაღალ დონეზე ინდივიდი აღწევს კოსმიური სიყვარულის გაგების უნარს, მათ შორის მისი რეალობაში გამოვლენის საშუალებებს ხედავს.  ის სეიძლება სხვების თვალში ნათელმხილველად, წმინდა ადამიანად იქცეს, მაგრამ პლანეტის სფეროებში სამყაროს წინაშე დანაშაულის განცდა არასდროს ტოვებს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top