ასპექტის მახასიათებლებია: ცხოვრებაში წარმატება, ბედნიერება, საგნებზე ფართო შეხედულებები, სამართლიანობა, კეთილშობილება, ჰუმანისტობა, გამბედაობა, ფილანტროპობა, სიცოცხლისმოყვარეობა, განჭვრეტის უნარი, ოპტიმიზმი, მხიარულება, პატიოსნება, გულწრფელობა; სულიერი და სამეცნიერო ინტერესები, ფილოსოფიური ბუნება, ფორტუნის კეთილგანწყობა. ქალის რუკაში – ბედნიერი ქორწინება. ამ ასპექტის უარყოფითი მხარე – ძალაუფლებისადმი ლოიალურობა, შესანიშნავ კარიერას შეუძლია ადამიანის უსამართლობამდე მიყვანა, თვითკმაყოფილების გამოწვევა.
მზისა და იუპიტერის მქონე ადამიანი ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით სავსეა. ის საუკეთესოს ამჩნევს საკუთარ თავში, გარშემომყოფებსა და ცხოვრებაში. ყველაფერში დადებითის დანახვამ შესაძლოა უარყოფითი სამსახურიც გაუწიოს. ასევე, მზე-იუპიტერის შეერთება შეიძლება გამოვლინდეს ყველაფერში გადამეტებით: ჭამაში, სმაში, თამაშში, საყიდლებზე თანხის გაფლანგვაში და ა.შ. საკუთარ სიამოვნებაში შეუძლია დიდი თანხა დახარჯოს ისე, რომ რეალური შემოსავალი არ გაითვალისწინოს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის რთულია ფულის გადანახვა.
ასპექტის მქონე ადამიანს თითქოს მფარველი ანგელოზი გვერდით ჰყავს და იცავს, რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას ხშირად ბოლო წუთს ახერხებს. მზე-იუპიტერის შეერთების მქონე ინდივიდი გულღია ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვებთან კამათის ნაცვლად, მათ დახმარებას ცდილობს. გულღია, მოსიყვარულე გულის ადამიანია. რამდენადაც საკუთარ შესაძლებლობებზე და რესურსებზე გადამეტებული წარმოდგენა აქვს, შესაძლოა იმაზე მეტი დაპირდეს ადამიანს, ვიდრე შესრულება/გაკეთება შეუძლია.
იუპიტერის კიდევ ერთ მხარეს სხვების სწავლება წარმოადგენს. ამიტომ ასპექტის მქონე ადამიანი შესაძლოა მორალისტი იყოს. მისი „მიწაზე დაცემა“ ბევრად დრამატულია, რადგან წარუმატებლობას მიჩვეული არაა.
მისთვის დამახასიათებელი იდეალიზმი ყოველდღე ახალ თავგადასავლებს ჰპირდება, ნებისმიერ დაბრკოლებას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „ყველაფერი მხოლოდ ჩვენდა სასიკეთოდ ხდება“. ამ ასპექტის მქონე ადამიანები ხშირად სოციუმთან, საზოგადოებასთან დაკავშირებულ პროფესიას ირჩევენ (პოლიტიკა, გაყიდვები).
ეს ადამიანი საკუთარ თავის რწმენისა და ოპტიმიზმის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. აღვსილია მშვიდი დარწმუნებულობით და სხვებისა და საკუთარი თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასტროლოგიური ტრადიცია ასპექტს თვლის გამბედაობის, მფარველობისკენ მიდრეკილების გამოვლენის ხელშემწყობად, მაგრამ ამ უნარები საკუთარი ამბიციები შეწირვის გარეშე იყენებს. შესაძლოა მოქმედებდეს პრინციპით -„ყველაფერზე მაღლა – მე ვარ; თუ მე გამომყვებით – თქვენთვის უკეთესი…და მწუხარება მას, ვინც არ გამომყვება“. ზოგიერთ შემთხვევაში (ცუდად ასპექტირებული შეერთება) საკუთარი თავი „ყოვლისშემძლე ღმერთად“ წარმოუდგენია თავი. ეს ასპექტი ხშირად დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, რამდენადაც ინდივიდი ძალაუფლების გემოს იგებს.
შეუძლია საკუთარი გავლენის სფეროები გააფართოვოს და მიზნებს მიაღწიოს. დამპყრობელი პიროვნულ თვისებებსა და ოპტიმისტურ ბუნებას ბედნიერება მოაქვს. ცხოვრებისადმი დადებითი დამოკიდებულება შანსების მაქსიმალური გამოყენების საშუალებას აძლევს. მისი ენთუზიაზმი სხვებისთვისაც გადამდებია, ადამიანებს შორის თანამშრომლობის სურვილს აღვივებს. გავლენას და ძალაუფლებას პროექტების განხორციელებით აღწევს, რაც აღიარებას მოუტანს. მზე-იუპიტერის შეერთება ხშირად აქვთ ცნობად, წოდების, მაღალი თანამდებობის მქონე პირებს. იუპიტერი მზის შემდეგ – მიდრეკილება გადაჭარბებისკენ.
მზის შეერთება: ”მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე”
მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლინებას იმპერატიულ ხასიათს სძენს, ასპექტის მაღალი დამუშავებისას. დაბალ დონეზე, იმპერატიულობა უფრო პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე ვრცელდება. მზე, თავისი გამორჩეული ძალით, ნათლად გამოასხივებს პლანეტის უმდაბლესს გამოვლინებებს, ძირითადად პირდაპირი ზეწოლის მეთოდით.
მზის დამუშავების დაბალ დონეზე, ის მოქმედებს მკაცრი იმპერატივებით, თრგუნავს პლანეტის შემოქმედებით საწყისს, აიძულებს ვიწრო ჩარჩოებში გამოვლინდეს პლანეტის პრინციპები. წარმოიქმნება უკიდურესი შინაგანი დაძაბულობა, აფეთქება გარდაუვალია. ამასთან აბსოლუტის ხელოვნება (შემოქმედებითობა) ვლინდება როგორც აფეთქების ხასიათში (წინასწარ განუსაზღვრელად), ისე ნამსხვრევების ტრაექტორიის ფორმით.
თუ მზესთან შეერთება დაუმუშავებელია, მაგრამ ჰარმონიულად დგას რუკაში, ეს აფეთქება უფრო გარშემომყოფებისთვის იქნება საშიში, ვიდრე ასპექტის მფლობელისთვის. ხოლო პლანეტის შემოქმედებითი საწყისი გამოვლინდება მხოლოდ მკაცრად ეგოისტური მიდგომისას, მისი პრინციპების შესაბამის სფეროებში.
მაგალითად, მზე მარსის შეერთების დაუმუშავებელი ასპექტი იძლევა ძლიერ, მაგრამ სრულიად ფუჭ აქტიურობას, რომელიც მფლობელს უაღრესად მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ ეჩვენება. თუმცა, იმავდროულად ეს ასპექტი მას აძლევს შესაძლებლობას, სრულიად შთანთქოს სხვისი ენერგია და დატოვოს სხვა ადამიანი ძალაგამორთმეული. ამასთან ადამიანს მიაჩნია, რომ დადებით გავლენას ახდენს თავისი აქტიურობით და მადლობასაც კი ელოდება გარშემომყოფებისგან.
მზესთან შეერთების ასპექტის (და მზის) დამუშავება იძლევა უამრავ კარგ თავგადასავალს ბევრად უფრო დადებით ეგრეგორზე. როდესაც მზიური ინიციატივა წამოვა არა იმპერატიული ბრძანების ფორმით, არამედ როგორც სასურველი ქმედებისკენ მიმართულების მიცემა და რაც მთავარია, ყურადღების სახით. ასეთ შემთხვევაში, მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად მსუბუქდება და პლანეტა მზისგან იღებს მსუბუქ მაგნიტურ მუხტს, რომელიც ემსახურება მის ორიენტაციას (პლანეტისთვის) რთულ პირობებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი ცხადად არ ჩანს.
იუპიტერის შეერთება: “გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ”.
შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.
მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.
იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.
ცნობილი ადამიანები მზე-იუპიტერის შეერთებით:
ვერძში: Serge Gainsbourg, Fergie, Steven Seagal, René Descartes, Charles Baudelaire…
კუროში: Audrey Hepburn, Adele, Ella Fitzgerald, David Icke, Socrates…
ტყუპებში: Kanye West, Elizabeth Hurley, Brooke Shields, Marquis de Sade, Louis-Ferdinand Céline…
კირჩხიბში: Nicole Scherzinger, Mike Tyson, Frida Kahlo, Franz Kafka, Josh Hartnett…
ლომში: Mick Jagger, Jason Statham, Iman, Layne Staley, Charles Bukowski, Evangeline Lilly…
ქალწულში: Michelle Williams, Nick Jonas, Marc Anthony, Anastacia, Rachael Ray…
სასწორში: Gwen Stefani, Zlatan Ibrahimovic, Catherine Ringer, PJ Harvey, Liliane Bettencourt…
მორიელში: Anne Hathaway, Jenifer, Ethan Hawke, Claude Monet, Carl Sagan…
მშვილდოსანში: Woody Allen, Maria Callas, Camille Claudel, William Blake, Otylia Jedrzejczak…
თხის რქაში: Jude Law, Gérard Depardieu, Haruki Murakami, Julia Louis-Dreyfus, Sean Paul…
მერწყულში: Robbie Williams, Axl Rose, Sheryl Crow, Jennifer Jason Leigh, Amber Valletta…
თევზებში: Eva Longoria, Laeticia Hallyday, Kurt Russell, will.i.am, Vanessa L. Williams…
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.