ასპექტი პოპულარობისთვის, ძალაუფლებისთვის, წარმატებისთვის ბრძოლაზე მიანიშნებს. ეს დიქტატორების ან იმ ადამიანების ასპექტია, რომლებსაც ხელმძღვანელობა, ავტორიტეტულობა, ლიდერობა მოსწონთ. დამახასიათებელია გარშემომყოფებთან კონფლიქტურობა, მოუთმენლობა, გაუფრთხილებლობა, უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილება. შესაძლოა ქირურგიული ოპერაციების ან ანთებითი ხასიათის დაავადებების გადატანა მოუწიოს.
ასპექტის დადებითი მხარე – პოპულარობისთვის ბრძოლა შესაძლოა სრულყოფის სტიმულად იქცეს; ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევასა და გამარჯვებას.
ხშირად დამახასიათებელია პიროვნული განახლებები, თვითანალიზი. მეორეს მხრივ, ასპექტის მქონეს სხვების მართვის, აღმატებულობის სურვილი აქვს. ადვილად „კითხულობს“ ფრაზებს შორის, მზერით, რაც სიღრმისეულად გაგებას ხელს უწყობს. მისი წარმოდგენები სამყაროსა და რეალობაზე შესაძლოა „მძიმე“ იყოს.
მიდრეკილია სიმართლის დადგენისკენ („აი, ხომ მაინც ამოვთხარე!“), თუმცა „სიმართლე“ შეიძლება უარყოფით კონტექსტში ხშირად გამოვლინდეს. მისთვის მტკივნეული სიმართლე უფრო ადვილად ასატანია, ვიდრე „უცოდინრობა“. შესაძლოა ხშირად თვლიდეს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც გამოიყურება და მეტად უნდა ჩაუღრმავდეს. უარყოფით ვარიანტში – ასპექტი დესტრუქციულ, დამანგრეველ ტიპაჟს იძლევა.
მნიშვნელოვანია საკუთარი ნგრევისკენ მიმართული ქცევების ანალიზი მოახერხოს და მოტყუების შიში („თუ ყურადღებით არ ვიქნები, სხვები მომატყუებენ“) გადალახოს, საკითხების უარყოფითი კუთხით დანახვაზე იმუშაოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარ „ბნელ“ ნაწილთან ბრძოლაა. მის მთავარ „მტერს“ საკუთარი უარყოფითი მიდრეკილებები და ქვე-პროგრამები წარმოადგენს.
მზე-პლუტონის შეერთების მქონე ადამიანი ცხოვრებაში მძაფრი განცდების, შეგრძნებების მიღებისკენ მიისწრაფის. სასურველია ისწავლოს იმ საგნების წარსულში დატოვება, რაც წინსვლაში, განვითარებაში ხელს უშლის. პლუტონის ენერგიის გამოვლენის დადებითი წყარო შეიძლება იყოს: კვლევის ან კონსულტირების სფეროში მუშაობა, სოციალურ პრობლემებზე მუშაობა.
სქესის მიუხედავად აგრესიულ, მასკულინურ ენერგიას ავლენს. მის ამბიციებსა და სურვილებს დიდწილად მზის ნიშანი განსაზღვრავს, პლუტონის ენერგია კი პიროვნულ ცვლილებებში აისახება. კონტროლის სურვილი ყველა სფეროში ვლინდება – დაწყებული საკუთარი თავიდან, მოვლენებითა და ადამიანებით დამთავრებული. დაზიანებული შეერთების შემთხვევაში შესაძლოა მანიპულაცია და გავლენის სხვა მეთოდები გამოიყენოს.
დიდი ენერგეტიკული პოტენციალის მქონეა; შეუძლია საგნების არსში გარკვევა. თუ არ გამოსდის ღვთაებრივი და საკუთარი ნების შეთანხმება, ეს ძალაუფლების კომპლექსის გამოვლინებას – დიქტატორად გახდომისკენ უბიძგებს, რაც დაღუპვამდე მიიყვანს. ამ ასპექტის მქონე ადამიანმა მოთმინება უნდა ისწავლოს. აღიარებისა და წინამძღოლობისკენ მისწრაფება აქვს. უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში – უბედური შემთხვევების, კატასტროფების რისკი მაღალია. ცხოვრებისეული კრიზისები, უთანხმოება ძალაუფლების მქონეებთან. დაქვემდებარების უნარობა.
მზე-პლუტონის შეერთება ფარული და ცნობიერად დაფარული ძალების ასპექტია, რაც გარშემომყოფების ადვილად მანიპულირების შესაძლებლობებს ანიჭებს. ძლიერი ნებისყოფის მქონეა, მიდრეკილება აქვს დამოუკიდებლად ცხოვრებისკენ ისე, რომ არავის მოვალე იყოს. ყველაფრის შეცვლის, ეჭვის ქვეშ დაყენების უნარით გამოირჩევა. ფსიქოლოგიურ დონეზე – მამისეული მოდელს (როგორი იყო მამა) დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ეს მოდელი წარუმატებლად რეალიზდება ან ნაკლებად მისაღები ხდება.
მისი ენერგიის პოტენციალი ვლინდება საკუთარი თავისა და გარემოს გამოცოცხლებასა (აღორძინებასა) და გარდაქმნაში. პლუტონი განზომილებაში შეღწევისა და ფუნდამენტური არსობრივი ენერგიის წყაროს გახსნის „მფლობელია“. ეს ენერგია შემდგომში ვლინდება სექსუალურ პოტენციალად, რაც შეიძლება გამოვლინდეს სულიერი ან ფიზიკური ფორმით. შესაძლოა ჰქონდეს უმაღლესი ცნობიერების ფორმებამდე მიღწევის უნარი, ან გახდეს ღვთაებრივი ნების იარაღი.
მზის შეერთება: „მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე“
მზე არ გამოირჩევა დემოკრატიულობით. მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლენას, დამუშავების მაღალ დონეზე, იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე _ პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე ყველაფერს ნათელს ჰფენს, მათ შორის პლანეტის მდაბიო გამოვლინებასაც და მკაცრი იმპერატივებით იწყებს ზემოქმედებას. მზე დათრგუნავს დაუმუშავებელი პლანეტის შემოქმედებით საწყისებს და პლანეტას აიძულებს, საკუთარი პრინციპები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში გამოავლინოს, რომელშიც, პრინციპში, ვერც ეტევა. შექმნილი შინაგანი დაძაბულობა ლოგიკურად განაპირობებს აფეთქებას. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედება ვლინდება როგორც უშუალოდ აფეთქების მომენტში (რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია), ისე ნამსხვრევების ტრაექტორიაშიც. თუ შეერთების (კონიუქციის) ასპექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ის ჰარმონიულად დგას კოსმოგრამაში, ნამსხვრევები მხოლოდ გარშემომყოფთათვის იქნება საშიში, პლანეტის შემოქმედებითი საწყისი კი ეგოისტური მომხმარებული ფორმით გამოვლინდება იმ სფეროებში, რომელიც პლანეტის პრინციპებს შეესაბამება. მაგალითად, მზისა და მარსის დაუმუშავებელი შეერთება უზარმაზარ და ფუჭ აქტიურობას იძლევა, რომელიც თავად სუბიექტს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ის, პირდაპირი გაგებით, შთანთქავს სხვების ენერგიას და გარშემომყოფებს სრულიად აცლის ძალას.
შეერთების (და მზის) დამუშავება ადამიანს უფრო მაღალ ეგრეგორზე გადართავს, როდესაც მზიური ინიციატივა არა მკაცრი ბრძანების, არამედ რეკომენდაციის, მიმართულების მიცემის და რაც მთავარია ყურადღების ფორმით გამოვლინდება. მაშინ მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად შემსუბუქდება და პლანეტაც მზისგან სუსტად დაიმუხტება, რაც მის ორიენტაციას ემსახურება რთულ პირობებში, როდესაც ოპტიმალური არჩევანი მისთვის არც ისე თვალსაჩინოა.
პლუტონის შეერთება: “ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს”
პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში, ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით, იმ ფორმებში, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.
დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა, აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის ან მთლიანობაში რუკის არსებობისას, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.
პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად” და ცხოვრების იმ სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ იმ ინსტრუმენტების შეცვლით გამოიხატება, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.
მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სახლის სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს პლანეტის პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა ეძლევა. ამრიგად, მას შეუძლია უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.
ცნობილი ადამიანები მზე-პლუტონის შეერთებით:
René Descartes♈, Emile Zola♈, Mustafa Kemal Atatürk♉, Rabindranath Tagore♉, Louis-Ferdinand Céline♊, Federico García Lorca♊, Pio of Pietrelcina♊, Natalie Wood♋, Bill Cosby♋,Hassan II of Morocco♋, François Hollande♌, Arnold Schwarzenegger♌, Mick Jagger♌, Michael Jackson♍, Keanu Reeves♍, Kim Kardashian♎, Marion Cotillard♎, Kate Winslet♎, Katy Perry♏, Emma Stone♏, Ciara♏, Kelly Osbourne♏, Ana Ivanovic♏, Agnolo Bronzino♐, Henri Grégoire♐,Pope Sixtus V♑, 2015 shooting at Charlie Hebdo♑,Giovanni Pierluigi da Palestrina♑, Stendhal♒,Victor Hugo♓, Frédéric Chopin♓, Galileo Galilei♓…
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.