მთვარე თევზებში

მთვარე თევზებში

წყარო: http://www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მთვარე იმყოფება წყლის სტიქიის ნიშანში, სტუმრად ნეპტუნთან და იუპიტერთან. როგორც ჩანს, ეს მთვარისთვის ყველაზე საუკეთესო მდებარეობაა.

საერთოდ, მთვარის წყლის ნიშანში ყოფნა იძლევა ძალიან ძლიერ ინტუიციას, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ ზედაპირულ ინტუიციას, ის დაკავშირებულია უკვე გამოვლენილი საგნების აღქმასთან, რომლებიც უკვე “ზედაპირზეა”. ხოლო ნეპტუნი იძლევა სიღრმისეული საგნების, დაფარული საიდუმლო პროცესების ინტუიციურ წვდომას, სამყაროსეული ჰარმონიის, იდეალის შეგრძნებას. ამიტომ, ჩვეულებრივ, ეს ადამიანი იქნება განწყობილი ყველაფერი სიღრმისეულის, დაფარულისა და იდუმალის აღქმაზე, მას უფრო მეტად ჩამოუყალიბდება ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო, ძალიან ღრმა განცდებით. ჩვეულებრივ, ის გარშემომყოფებისგან საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეების დაფარვას ცდილობს, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში, შეიძლება, საკმაოდ სენტიმენტალურიც კი იყოს. შეუძლია შეიცნოს საგნების ფარული აზრი, აქვს რიტმის ძალიან კარგი შეგრძნება (რადგანაც ნეპტუნი უთითებს რიტმის გრძნობასა და მუსიკალურ ჰარმონიაზე). შესაძლოა, ამ ადამიანს გამოუვლინდეს ბრწყინვალე მუსიკალური უნარები, ალბათობაა, იყოს ძალიან აღმქმელი და, პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში, შესანიშნავი მოსწავლე. თევზები იძლევა ინფორმაციის სიღრმისეულ აღქმას და, ჩვეულებრივ, ეს ადამიანი ამ ინფორმაციას ითვისებს არა ზედაპირულად, არამედ გრძნობს მის შინაგან ჰარმონიას, შინაგან არსს. ეს ხშირად ახასიათებთ ოკულტისტებსა და მედიუმებს. როგორც ჩანს, ის ჰიპნოზს ექვემდებარება და, შესაძლებელია, ჰიპნოზის მდგომარეობაში გამოუვლინდეს მედიუმური უნარები, თუმცაღა, შესაძლოა, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ეს არც იყოს შენიშნული. სამწუხაროდ, მთვარე თევზების მქონე ადამიანებს შორის მრავალი ალკოჰოლიკი, ნარკომანი და ფანატიკოსია, რამდენადაც თევზების ნიშანი დაკავშირებულია იდეალის, ჰარმონიის შეგრძნებასთან და, თუ ადამიანი ამას ვერ ხედავს ანდა არ შეუძლია მისი აღქმა, მაშინ მის გარშემო შეიქმნება შეუსაბამო წრე, ამ შემთხვევაში კი, ეს ადამიანი შეეცდება კომპენსაცია მიიღოს და შეიძლება დაუკმაყოფილებლობა შეივსოს ილუზიებითა და ბოდვითი იდეებით (ფანტაზიებით) ანდა ქიმიური ნივთიერებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკები), ანუ, თითქოსდა, ის ქმნის ისეთ ხელოვნურ მდგომარეობას, რომელიც, ამ ჰარმონიული სამყაროს შესაგრძნობად, სუროგატი გახდება. ამასთანავე, მას შეუძლია ძალიან შთაგონებული და მიჯაჭვული იყოს ახლობლებზე (განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი). მისთვის უფრო მეტადაა დამახასიათებელი (თვისობრივია) ასევე შინაგანი მოდუნებულობა, სენტიმენტალურობა და ფარულობა. შესაძლებელია, ასევე ბრწყინვალე მოსწავლე ანდა შესანიშნავი მუსიკოსი იყოს. ქალები, მთვარით თევზებში, ძალიან ნაზები არიან, ოღონდაც, თუ მთვარე _ არაა დაზიანებული.

ასევე, შეუძლია თვითუარყოფა _ მთვარის ეს მდებარეობა ერთადერთია, რომელშიც ადამიანს სხვების გამო, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება შეუძლია. სხვა ნიშნებში ეს რამდენადმე სხვაგვარად ვლინდება. სიკვდილზე წასვლა მხოლოდ თევზებს არ შეუძლიათ, ეს იმ ადამიანებსაც ახასიათებთ, რომლებსაც პლანეტების ნიშნებში მდებარეობა განსხვავებული აქვთ, ვერძსაც კი შეუძლია თავგანწირვა, მხოლოდ ერთია, ეს მას ქმედების იმპულსის სახით, მისი აღმავსებელი ენერგიის მეშვეობით უვლიდნება. თხის რქა კი _ საკუთარი მიზნის მიღწევას შეეწირება მსხვერპლად, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის _ არა. ახლა კი, ჩვენ მხოლოდ თევზების ნიშანში მთვარის გამოვლინებაზე ვსაუბრობდით.

 სამედიცინო უკუჩვენებები. ასეთი მთვარის მქონე ადამიანს გამძაფრებული აქვს ყველა შესაძლო ინფექციური დაავადებებისკენ მიდრეკილება, შესაძლოა ტერფების დაავადებები, ძვლის ქსოვილების, ტერფის მიდამოებში ძვლების დეფორმაციები. შესაძლებელია ძვლის ქსოვილების შენაზარდები, კოჟრები (მაზოლები), ჭარბი ოფლიანობა. მთვარემ თევზებში, შესაძლოა, გამოიწვიოს ტერფების და მუხლ-სახსართა ტრავმები, თითების გამრუდება, გამონაზარდები, სისხლის მოწამვლისკენ მიდრეკილება. ნებისმიერმა ინფექციურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის დაბინძურება. შეინიშნება მიდრეკილება შეშუპებისკენ და არამხოლოდ ტერფების მიდამოებში. ასეთი ადამიანისთვის თვისობრივია ძლიერი წამლებისკენ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ ლტოლვა.

მთვარის თევზებში ტრანზიტისას არაა რეკომენდირებული ბევრი სითხის მიღება (განსაკუთრებით სპირტიანის) – ეს არაა უსაფრთხო, რადგანაც აქ თირკმელებია დაუცველი (ვენერა თევზებში ახდენს ეგზალტაციას). ასევე, დაუცველია კანი, ამაღლებულია ალერგიული ფონი. სახიფათოა ოპერაციები და პროცედურები გრძნობის ორგანოებზე, თირკმელებზე და ფეხებზე.

ამიტომ, საჭიროა ნაკლები სიარული, რადგანაც ფეხები უფრო მგრძნობიარეა; საჭიროა რბილი ფეხსაცმლის ჩაცმა (ქალებისთვის – დაბალქუსლიანი). სოკოვანი დაავადებების საშიშროებაა. უკუნაჩვენებია ფეხებზე მასაჟი, წყლის პროცედურები, ნარკოტიკული საშუალებებისა და წამლების მიღება.

გრძნობა+მოლოდინი= იმედს

მთვარის ეს მდებარეობა მიუთითებს ემოციურობაზე, მგრძნობიარობასა და გადაჭარბებულ ემოციური აღქმის უნარზე.

ხასიათის უარყოფითი განვითარების შემთხვევაში: გაძლიერებულია მიდრეკილება ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან სხვების მოტყუებისადმი. შეიძლება გამოავლინონ უყურადღებობა, არამდგრადობა და ადვილად მოექენენ ცდუნებების გავლენის ქვეშ, უჭირთ წინააღმდეგობა გაუწიონ გარემოს (გარშემომყოფების) ზეწოლას. აქვთ სასიცოცხლო ძალების ნაკლებობა, ძალიან დამოკიდებული არიან განწყობაზე, აქვთ მრავალნაირი არასრულფასოვნების კომპლექსები. განსაკუთრებით დიდი საფრთხე ემუქრებათ იმის გამო, რომ უჭირთ უარი თქვან სიამოვნებაზე, შესაძებელია ისინი სხვებმა გამოიყენონ, თუ ცხოვრებას თვითდინებაზე მიუშვებენ.

ხასიათის დადებითად განვითარების შემთხვევაში: ყალიბდება საოცრად მომხიბვლელი და სიმპათიური ადამიანი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს სხვებზე და ინტუიციურად გრძნობს გარშემომყოფების განწყობას. ამ ადამიანს შეუძლია მოთმინებით ელოდოს მოხერხებულ მომენტს რათა სხვებს გაუწიოს აუცილებელი დახმარება. ძალიან გულკეთილია , ემოციურად ღრმა, სასიამოვნო მოსაუბრე და ძალიან მგრძნობიარეა. ეს ადამიანი აღიქვამს გარემოს ზემოქმედებას, გადაამუშავებს და შეისწავლის თავისი გულის ამაღლებულ და დაბალ გამოვლინებებს. მისთვის საკუთარი სისუსტე ხდება იარაღი, თავდაცვის ფორმა, დაძაბულობის არარსებობა გადაალახვინებს ნებისმიერ სიძნელეს. მას აქვს ძლიერი მიდრეკილება ჩაწვდეს სხვა ადამიანების სულის სიღრმეებს და ახასიათებს საოცარი გაგების უნარი. მუსიკის, ხელოვნებისა და სილამაზის აღქმას ის მიჰყავს ექსტაზამდე. ეს ადამიანები არაინ საკმაოდ მშვიდი, გარეგნულად პასიური და შინაგანად თავშეკავებული. მათი ფანტაზიები მრავალფეროვანი და ნაყოფიერია. რომანტიზმი ნაზი და მუსიკალურია, გრძნობები ღრმა.

არ უნდა გამოავლინონ მშიშრობა, გაუბედაობა, ატეხონ განგაში საკუთარი აქტივობის გამო. იყვნენ ზედმეტად მორჩილილი და დამყოლი. ეს ხალხი სტუმართმოყვარე და სასიამოვნო ადამიანები არიან , სალმიანი და კარგი თანამოსაუბრე . ისინი მეოცნებეები არიან, არ უყვართ ბევრი საუბარი, მათი მიზიდულობა ძალიან ფაქიზია და გარეგნულად შეუმჩნეველია. ხშირად იპყრობთ სიზარმაცე და ღლით ხასიათის ხშირი ცვალებადობა. ამის გამო უპირატესობას ანიჭებენ სახლში ყოფნას, საკუთარი ოჯახის გარემოცვაში. შფოთვა, გაღიზიანება და ძლიერი შიშები მათ ძალიან ღლით. აქვთ კეთილი ხასიათი, არიან კეთილისმსურველი, დამთმობი და თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანები. ყველაზე მეტად უყვართ კომფორტი, სილამაზე და ჰარმონია, ცვლილებებს იღებენ მშვიდად და ინტერესით, თუ ეს არაა კატასტროფიული და მტკივნეული. უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა მათ ხდით დაბნეულს და ინერტულს., იმედგაცრუებულს და გაოგნებულს. ამის გამო მათ შეიძლება დაკარგონ თავდაჯერებულობა. ფიქობენ, რომ არიან გამოუვალ მდგომარეობაში .

აქვთ მრავალფეროვანი, მძლავრი და მდიდარი წარმოსახვის უნარი. რაც განსაკუთრებით ნაყოფიერია შემოქმედებითი კუთხით. სიყვარულში მათ თან სდევთ არასტაბილურობა და არსებობისთვის არასაკმარისი სახსრები, ერთსაც და მეორესაც განიცდინ ძალიან მტკივნეულად. ეს ადამიანები იოლად აღიქვამენ ახლობლების ტკივილს და განცდებს. ასევე მონდომებით ცდილობენ შთააგონონ და გაუმჯობესონ სხვებს განწყობა.

არაკომფორტული გარემოს , ახლობლელი და უცხო ადამიანებისგან მათი ვერ გაგებას – განიცდიან ფიზიკურად და გონებრივად. ამ ტიპის ადამიანები ძალიან დაკვირვებულები არიან , მაგრამ გადაჭარბებული ემოციურობა ხელს უშლის იყვნენ მიუკერძოებელი და მიიღონ სწრაფად აუცილებელი გადაწყვეტილებები. განცდები და გრძნობები გავლენას ახდენს მათ შეხედუებებზე და მსჯელობაზე. ადამიანები და გარემოებები ზემოქმედებს ამ ადამიანებზე, ამის გამო როდესაც ისინი ხვდებიან მრავალმხრივი წნეხის ქვეშ, თავს ისე გრძნობენ თითქოს იხევიან მრავალმხრივ წინააღმდეგობრივ ტენდენციებში. ისინი ყოველთვის სიხარულით ემსახურებიან ახლობლებს. არიან სენტიმენტალური, გულუხვი და დიდსულოვანი ადამიანები . ყველაზე დიდი სირთულე მათ ხასიათში არის – დაბნეულობა და ის, რომ ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ, ასევე უუნარობა იმოქმედონ გაბედულად და საქმე მიიყვანონ ბოლომდე .

საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ყოველთვის ღრმა და რთულია. ამ ადამიანებს უყვართ ლამაზად ჩაცმა, თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ მათი შინაგანი “საგანძური” უპირატესია მათ გარეგნულ მხარეზე. მათ იშვიათად აფასებენ დამსახურებისამებრ. ისინი პირდაპირი გაგებით “არა ამქვეყნიურები” არიან. უჭირთ სხვებისთვის საკუთარი პოზიციის ახსნა , რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს. მთვარე თევზები განსაკუთრებული ყურადღებით ექცევიან ყველაფერს საიდუმლოს და ამოუცნობს. მათი გულის ტკენა იოლია, ამის გამო მიუხედავად სურვილისა გაუზიარონ სხვებს საკუთარი სულის სიმდიდრე იშვიათად იხსნებიან ბოლომდე, რადგან მათ აშინებთ ის , რომ სხვები ვერ გაუგებენ.

მათი ცხოვრების წესი ყოველთვის თავისებურია, მსოფმხედველობა ყოველთვის ღრმა, ხოლო ბედი ყოველთვის უჩვეულოა. ისინი ერთდროულად არიან: ჩვილები და მოხუცები , ჭორიკნები და სამართლიანები, ინტრიგანები და კეთილგანწყობილი. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ნებისმიერი გააცურონ. თუმცა, საკუთარ თავში ეს თვისება ძალიან არ უყვართ. განგაში და შფოთვა, შეადგენს მათი სულიერი ცხოვრების მთავარ პრობლემას . ისინი ახდენენ თვით იზოლაციას იმის გამო, რომ თავი დაიცვან უხეშობისა და ცხოვრების ქაოსისგან. საკუთარი ფსიქიკური სიფაქიზის გამო დაუცველები არიან გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან . ყველა განცდას მიჰყავს ჯანმრთელობის გაუარესებასთან. არეული საქმეები იწვევს ნერვოზებს. მთვარე თევზების ცხოვრება აღსავსეა ირაციონალური იმპულსებით და ხშირად მათთვისაც გაუგებარის განწყობით. თითქმის ყოველთის ეს ადამიანები მორცხვები არიან. სიზმრებს მოაქვთ დიდი ინფორმაცია მომავლის შესახებ. თუ მიზანმიმართულად დაკავდებიან ხელოვნებით შეიძლება შექმნან შედევრები.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) 

მთვარე თევზებს არსებული წრის მიმართ გადაჭარბებულად მგრძნობიარეს ხდის; ის (წრე) ვალდებულია ზუსტად შეესაბამებოდეს თევზების ევოლუციურ დონეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იწყენენ და ცუდად იქცევიან ანდა სული ეხუთებათ.

დაუმუშავებელი მთვარე იძლევა ჭირვეულ (კაპრიზულ) და ზემგრძნობიარე თევზს, რომელსაც უჭირს რეალურ სამყაროსთან საქმის დაჭერა, ხოლო როცა მას რეალობა “არ აწყობს”, უბრალოდ გაცურავს საკუთარი წარმოსახვის უსაზღვრო სივრცეებში.

მთვარის ეს მდებარეობა დამახასიათებელია ფაქიზი ბუნებისთვის: პოეტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის, ანუ, რასაც ეწოდება ბოჰემა. ემსახურებიან ფაქიზ სამყაროს და მათთვის უხეში კანონები არაა დაწერილი, უფრო სწორედ, დაწერილია, მაგრამ არა ის, რომელიც სხვებისთვისაა, არამედ ზუსტად რაღაც ისეთი, რომელიც თავად უნდა გაიგონ, რათა არ მოხდეს მათი დეგრადირება და საგიჟეში წასაყვანები არ გახდნენ, რაც შესაძლებელია მთვარის ძლიერი დაზიანებისას.

მთვარის თევზებში დამუშავების მაღალი დონე იძლევა უზუსტეს მისტიკოსებს (ამაზე უნდა უთითებდეს სხვა ასპექტებიც), რომლებსაც შეუძლიათ მაღალ ასტრალურ დონეებზე გასვლა.

დაზიანებისას და სუსტი ენერგეტიკისას უდიდესი საფრთხეა მანიპულატორების, მაგების და დაბალი ასტრალური არსებების ანდა პროგრამების (ე.წ. მედიუმიზმი) მსხვერპლად გახდომა.

ურთიერთობებში ძალიან დიდი პლასტიურობა და ემპატია; მთვარისეულ თევზს შეუძლია ექსტაზის სიმაღლეებამდე ადამიანის აყვანაც და ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ჩაგდებაც _ ხანდახან ის ამას მორიგეობით აკეთებს, ხდება რა, არცთუ ურიგო, შავი მასწავლებელი.

აქ, მთვარის თევზებში სრული დამუშავება გადაჭარბებულად რთულია, რამდენადაც ითხოვს ძალიან ფაქიზი ინსტრუმეტის დაუფლებას.

კომპლექსი: “ამ სამყაროში მე ეგზისტენციალურად ვერაფერს ვერ ვეყრდნობი”.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიულ ასპექტებში: მაღალი აღმქმელობა, სენსიტიურობა, ფსიქოლოგიურობა, შთაბეჭდილებიანობა, თანაგრძნობა, თანაგანცდა, სიკეთე, ყურადღებიანობა, მზრუნველობა, შემსრულებლობა, წარმოსახვა, შთაგონება, საიდუმლობების სიყვარული, სენტიმენტალურობა, რომანტიზმი, მისწრაფება კომფორტისკენ, მყუდროებისკენ, მოგზაურობისკენ. ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა, მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა.

თუ მთვარე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: პასიურობა, დინების მიმართულებით ცურვისკენ მიდრეკილება, გრძნობებში თვალთმაქცობა, მეწვრილმანეობა, მგრძნობიარობა, არაადეკვატულობა, სიცრუე, მეოცნებეობა, ფეთხუმობა, დაუდევრობა, თვინიერება, დაბალი სურვილების მიმართ თვალთმაქცობა, ვნებიანობა, თვითგამართლება, მიდრეკილება თვითმოტყუებისა და ტყუილისკენ, ტანჯვისკენ, სმისკენ (ლოთობისკენ), არანორმალურობა, მედიუმიზმი, ცუდი გავლენის ქვეშ მოქცევა, მსხვერპლად შეწირვა.

 წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ამ მთვარის მქონე ადამიანი გულით უჩვეულოდ უბრალოა, ადამიანებთან მიმართებაში სიმპატიებითაა სავსე და ადამიანთა გრძნობებისა და საჭიროებების ეს გაგება ძალიან ახლოსაა ტელეპატიასთან. ეს ადამიანი ვერ იტანს, როცა ცოცხალი არსება, თუნდაც ეს იყოს ადამიანი ანდა ცხოველი, მის თვალწინ იტანჯება. იციან რა ადამიანებმა ამ ადამიანის სიკეთისა და გამომხმაურებლობის შესახებ, სულიერი ტკივილებისგან დატანჯულები ანდა დაბნეულ მდგომარეობაში მყოფნი, დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ. ხანდახან მისი გულჩვილობით ბოროტადაც კი სარგებლობენ. მას პოეტური სული აქვს, უყვარს და გრძნობს მუსიკას. მრავალი მისი შეგრძნება ბუნდოვანი და ამღვრეულია, ამიტომაც არ შეუძლია ადვილად გადმოსცეს ის, რასაც სიცოცხლეზე ფიქრობს. როგორც ჩანს, მუსიკა _ ეს მისი ბუნებრივი ენაა. სიყვარულში რომანტიკულია, ხშირად იმდენად ადამიანზე არაა შეყვარებული, რამდენადაც თავად გრძნობაზე, სიყვარულზე, ამ სასიამოვნო მდგომარეობაზე.

ზემგრძნობიარობა, სხვათა აზრებისა და გრძნობების აღმქმელობა ღრუბლის მსგავსია (ღრუბელივით ისრუტავს), ცოცხალი წარმოსახვა, რომელიც ვლინდება პოეზიაში, მუსიკაში. მოგზარობის სიყვარული.

ზრდილობიანობა, თანაგრძნობა, სიმორცხვე და ფსიქიკური ტრავმირებულობა, ხშირად თავს დამცირებულად გრძნობს, იტანჯება დევნის მანიით, ხოლო თუ გაბრაზებულია, მაშინ, ჯანსაღი აზრისა და იუმორის გრძნობის უქონლობით.

მელანქოლია, გაფანტულობა, საკუთარ გარესახესთან დაუდევარი ურთიერთობა, ფსიქიკური დაავადებებისა და იზოლაციის საშიშროება. ყველა დაავადება იწყება ფეხებიდან.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

თევზის ნიშანი იმართება იუპიტერის, ღვთისმოსავი პლანეტის მიერ. მთვარე ახდენს გონების სიმბოლიზებას, ამიტომაც, ადამიანი, მთვარით თევზების ნიშანში, იგებს რელიგიური ცხოვრების აზრს, აქვს ფსიქიკური და სამედიცინო უნარები. ასეთი ადამიანები დაკვირვებულნი და აღმქმელები არიან. მათ გონებას ახასიათებს მერყეობა, არჩევანის გაკეთების უუნარობა. ისინი მგრძნობიარენი, ემოციურები, ხანდახან, მიკერძოებულნი არიან. მათ საკუთარ გრძნობებს უფლება არ უნდა მისცენ, რომ გავლენა მოახდინონ შეხედულებებსა და მსჯელობებზე. ისინი რომანტიკულები და მეოცნებები არიან, აქვთ რბილი, დამთმობი ხასიათი, გარეგნულად რამდენადმე არამყარები ჩანან, მაგრამ თუ რაიმეს გადაწყვეტენ, მიქმედებენ საკმაოდ დაჯერებულად. შხვები მათზე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ახდენენ გავლენას, ამ ადამიანებმა, უმჯობესია, ისწავლონ “არა”-ს თქმა, რათა არ იყვნენ ჩათრეულნი ერთი მეორეს საწინააღმდეგო ქმედებებში. ასეთ ადამიანებს კეთილი გული აქვთ, არიან გულუხვები, დიდსულოვნები და სხვათა მსახურების მოხარულნი. ხშირად შეიძლება ასეთი ადამიანები ნახოთ საქველმოქმედო საზოგადოებებში ნებაყოფლობითი მუშაობისას. მათ თვალში ადვილად შეამჩნევთ ცრემლებს. სიამოვნებით კითხულობენ და წერენ, ხანდახან კი, შესაძლოა, იყვნენ გაფანტულები და დაბნეულები.

ბრიჰად-ჯატაკას ტექსტის თანახმად, ადამიანი მთვარით თევზებში: “ივაჭრებს ზღვის პროდუქტებით ანდა ფულს გამოიმუშავებს ტრანსპორტში მუშაობით. ისარგებლებენ სხვა ადამიანების ქონებით, ექნებათ ბრწყინვალე, შესანიშნავი სხეულის აგებულება, დიდი თავი. ეყვარება ლამაზი სამოსი. ასეთ ადამიანებზე ძლიერ გავლენას ახდენენ საპირსპირო სქესის წარმომადგენლები, მათ ძალიან ლამაზი თვალები, ღია ფერის სახის კანი აქვთ. სიამოვნებას მიიღებენ დაფარული განძის ქონით ანდა ცოდნით, რომელიც დაფასებული იქნება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ”. ეს ადამიანები ლამაზები არიან, ღირსეულად უჭირავთ თავი და იმსახურებენ ნდობას.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიქოს ნიშნებში)

ამაღლებული მგრძნობიარობა, სხვა ადამიანების აზრებისა და გრძნობების აღქმელობა. ეს იძლევა ფსიქიკური ტრავმირებულობის შეგრძნებას, აიძულებს თვითდაცვის მიზნით გამიჯვნას. პარაფსიქოლოგიისკენ მიდრეკილება. ცოცხალი წარმოსახვა, რომელიც ვლინდება პოეზიაში, მუსიკაში. ზრდილობიანობა, სხვების თანაგრძნობა. ცუდი ასპექტებისას _ თავს მუდმივად დამცირებულად გრძნობს, დევნის მანია, სხვა ნერვიული და ფსიქიკური ტენდენციები. ხშირად უკიდურესი სიმორცხვე.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

კეთილგანწყობა, თანაგრძნობა, რელიგიურობა ანდა იდუმალება, თვითკმარობა, წარმოსახვა. მთვარე თევზებში გარეპირობებისადმი მგრძნობიარეა, ამიტომაც ცდილობს არ დათმოს საკუთარი პოზიციები და შეინარჩუნოს მყარი სულიერი მიჯაჭვულობა. გარშემო არსებული რიტმების საკუთარი თავის მეშვეობით გატარების უნარი ამ ადამიანში წარმოშობს სულიერ ძალას და ძალიან კეთილგანწყობილია მუსიკის სფეროსთვის (ბახი, გლინკა, შუბერტი, რეველი, მალერი, რესპიგი, რიმსკი-კორსაკოვი). ეს ის ადამიანებია, რომლებსაც კარგად ესმით რელიგია (პასკალი, ავგუსტინე, ლუთერი, რამაკრიშნა), თუმცა არაა სავალდებულო ძლიერ რელიგიურები იყვნენ (მოლიერი). ხანდახან, ეს იძლევა მისტიკისკენ მიდრეკილებას (ედგარ პო, ჰოფმანი). მთვარე თევზებში ყურადღებას ამახვილებს საკუთარ და სხვის ფსიქიკაზე, რაც ეხმარება დაბრკოლებების და წარუმატებლობების გადალახვაში, ინერტული ფსიქიკური პროცესების დაფიქსირებაში, რომელიც თევზების ინტუიციური ძიების ანალოგიურია. განსხვავება იმაშია, რომ გრძნობა გამოიხატება გარეთ, როცა ის პოულობს არსავალდებულო, მარტივ, მაგრამ უეჭველად ლამაზ ფორმას. როგორც ლომის, ასევე თევზების სულიც _ ყველაზე მეტად საკუთარი (ეგოზე მიმართული) სულია (და არა საზოგადოებრივი საკუთრება, როგორც მშვილდოსნისა და მერწყულის). შესაბამისად, ის პატივს სცემს სხვისასაც _ აქედან მოდის კეთილგანწყობაც. საკუთარ სულიერ სისრულეში, მთვარე თევზებში, რამდენადმე თვითკმარია _ მაგრამ ამის კომპენსირება ხდება გარე სამყაროსა და სილამაზის ცვლილებისადმი აღქმელობით. ადამიანი ცდილობს საკუთარ სახლში მიაღწიოს ესთეტიკას, მისთვის მიმზიდველია ადამიანებთან ლამაზი ურთიერთობები.

  წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

გამძაფრებული აღქმელობა, გრძნობები უკიდურესად ურტყამენ, იძირებიან უსასრულო შთაბეჭდილებებში. სხვა ადამიანის ერთგულების აუცილებლობა, საჭიროდ ყოფნის შეგრძნება. ქალი რომანტიკულია, საჭიროებს დაცვას. ხანდახან მაზოხისტური მიჯაჭვულობა. მამაკაცი დაუცველია, ეძებს საკუთარ თანამგზავრს, რომელიც გაიგებს მის შიშებს, მოუსვენრობასა და შფოთს. მიდრეკილება წარმოსახვითი დევნისკენ.

 წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე წყლის ნიშნებში. მაღალი მგრძნობიარობა, უმცირეს გარე ცვლილებზეც კი რეაგირების უნარი. იკეტება გარეწნეხისას, მაგრამ შეუძლია მოულოდნელი რეაქციების გამოვლენაც. შინაგანი სამყარო იხსნება მხოლოდ ჰარმონიულ პირობებში. ძალიან დიდი ემოციურობა.

მთვრე თევზებში, ერთ-ერთი სრულფასოვანი მდებარეობაა _ სტუმრად საკუთარ მაღალ ოქტავაში _ ნეპტუნთან. ქვეცნობიერში მრავალი ინფორმაციაა წარსულ ცხოვრებებზე. ძლიერი ინტუიცია და მდიდარი შინაგანი სამყარო.

ამ ადამიანებისთვის თვისობრივია თანდაყოლილი მოდუნებულობა, სენტიმენტალურობა, ფარულობა. ძალიან გამომხმაურებელი ადამიანები არიან და მუდამ ცდილობენ გაჭირვებაში ჩავარდნილების დახმარებას, მაგრამ სხვებსაც სურთ მათი დახმარება. მათ ფანტასტიკური ამტანობა აქვთ. ეს ბედნიერი ქალები არიან, ნაზები და თავგანწირულნი. ეს ბრწყინვალე მოსწავლეები და შესანიშნავი მუსიკოსები არიან.

 საბავშვო ასტროლოგია

 წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

როცა უკიდურესად სავსეა ჩემი სამყარო სილამაზითა და სინათლით,

მაშინ ჩემ სულშიც სიწყნარე და იმედიანი ძალაა,

არც მე და არც შენ სევდა და კატასტროფა არ გვემუქრება.

ბავშვს, მთვარით თევზებში, ძალიან მგრძნობიარე სული აქვს. ის სერიოზულად და ღრმა თანაგრძნობით ზრუნავს სხვებზე და, ალბათობაა, ძალიან ადრეული ასაკიდან მრავალი პატარა “საქმეებიც” კი გაგიჩინოთ. შესაძლებელია, ეს იყოს ჩიტი, რომელიც გადმოვარდა ბუდიდან ანდა დაიზიანა ფრთა, ანდა ავადმყოფი ცხოველი, ანდა უმეთვალყურეოდ დატოვებული მეზობლის ბავშვი, რომელმაც, ამა თუ იმ მიზეზით, თქვენს პატარაში თანაგრძნობა აღძრა. მას ვინმეს დახმარება მუდმივად სურს. მისთვის აუცილებელია საკუთარი თავის ვინმესთვის რაიმეში საჭიროდ შეგრძნება.

მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის დაალაგებს საკუთარ ოთახს ანდა დაგეხმარებათ სადილის მომზადებაში. ეს არ არის ქალწულის ტიპაჟი, ეს მისი საწინააღმდეგო ნიშანია და სულაც არ არის სისუფთავის მოყვარული. პირიქით, მისი გონება იმდენადაა ფოკუსირებული “მნიშვნელოვან საკითხებზე”, რომ მის გარშემო არსებულ უწესრიგობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ანდა საერთოდ ვერც კი ამჩნევს. “ვინმეს დახმარება” _ ეს, უპირატესადაა მიჩნეული და ნიშნავს ავადმყოფზე ზრუნვას, იმ ადამიანის მიმართ თანაგრძნობას, ვინც მოწყენილი და სევდიანია, საზოგადოებრივ ანდა რელიგიურ საქმეების მოწესირგებას (მისი ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით). ეს ბავშვი იმაზე ადრეული ასაკიდან იქნება შეშფოთებული სერიოზული საკითხებით, ვიდრე თქვენ ელით. ეს შეიძლება იყოს უსახლკაროთა დახმარება, ცხოველთა თავშესაფარი და ა.შ. ის გრძნობს, რომ მის ძალებშია სამყაროს გაუმჯობესება და შეეცდება ამის გაკეთებას, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს თავგანწირვას.

ბავშვი, მთვარით თევზებში, ფლობს ძალიან მკვეთრ წარმოსახვას და მიდრეკილია მეოცნებეობასა და ფანტაზიორობისკენ, განსაკუთრებით, თუ ის იმედგაცრუებული ანდა ნაწყენია სამყაროზე. იმის გამო, რომ ის ასეთი მგრძნობიარეა, ადვილად ბრაზდება და შეუძლია ტრივიალური საგნების ზეპერსონალიზების მოხდენა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ კონფლიქტში დაჟინებული იყოს და შესაძლებელია, საერთოდ არ დაიცვას საკუთარი პოზიციები, ამიტომაც მისი მოტყუება ანდა აბნევა არაა რთული. თქვენ მოგიწევთ დახმარება გაუწიოთ და ასწავლოთ, რათა პატარას უფრო “სქელი კანი” გაუხდეს და შეითვისოს თავდაცვისთვის საჭირო ზოგიერთი ილეთი. როცა გაბრაზებულია, რბილი, კლასიკური მუსიკა ძალიან დაეხმარება დაწყნარებაში.

ნაკლებ სავარაუდოა, ეს ბავშვი იყოს მებრძოლი, მას კეთილი გული აქვს და მუდამ მზადაა ნაზად შეეხოს ადამიანის ტანჯვას. გიხაროდეთ. ოდესმე ამ ადამიანის ადგილას, შეიძლება, თქვენც აღმოჩდენთ.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

მთვარე თევზებში, ამ მნათობისთვის ერთ-ერთი ყველაზე “ემოციური” მდებარეობაა. ასეთი ბავშვების ცხოვრებას მართავს გრძნობები, რაც, ხანდახან, შესაძლებელია, ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მივიდეს. რამდენადაც ისინი გადაჭარბებულად აღქმელები არიან და მათზე ყველაფერი გავლენას ახდენს, ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფრის გულთან ახლოს მიტანისკენ. ხშირად ტირიან. არ ღირს ამის გამო უსაყვედუროთ (მათ შორის ბიჭუნებსაც!). უმჯობესია, მთვარი ასწავლოთ (რაც მათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია), _ იყვნენ რეალისტები და ობიექტურად მოეკიდონ გარესამყაროს.

ბავშვები, რომელთა მთვარეც დაბადების წამს თევზების ნიშანში იმყოფებოდა, მიდრეკილნი არიან იგრძნონ თავი ისე, თითქოს მათ ვერ უგებენ, შეიცოდონ საკუთარი თავი და ძლიერ დრამატულად შეხედონ საკუთარ და გარშემომყოფების ცხოვრებას. შეეცადეთ ასწავლოთ, რომ უფრო დაცულები იყვნენ და აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარ თავზე არ მიიღონ. ეს მათზე სასარგებლოდ იმოქმედებს, განსაკუთრებით, როცა გაიზრდებიან.

ბავშვები, მთვარით თევზებში, ხშირად საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ. ეს მათთვის უფრო ადვილი და ბუნებრივია, ვიდრე რეალურ სამყაროში ცხოვრება. მიდრეკილნი არიან ნაკლები წინააღმდეგობის გზებით სიარულისკენ. ასწავლეთ ბავშვს ბრძოლა. აუხსენით, რომ არ შეიძლება საკუთარი განწყობით სიარული, მით უფრო, რომ ეს განწყობა სწრაფად იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუჭირდება ცხოვრება.

მათ ცხოვრებაში მთავარ როლს გრძნობები თამაშობენ. ეს ბავშვებიFფლობენ უდიდეს შემოქმედებით პოტენციალს და უჩვეულო ცოცხალ წარმოსახვას. ეს _ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც უყვართ მუსიკა, პოეზია, თეატრი და ყველაფერი, სადაც შესაძლებელია მათი შემოქმედებითი ბუნების გახსნა.

და კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება _ გარშემომყოფებზე მზრუნველობის მოთხოვნილება, განსაკუთრებით ავადმყოფებზე. ერთადერთი, მათ სჭირდებათ ფრთხილად ყოფნა, რათა არ მოექცნენ უცხო ბიოველის გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით, ფსიქიკური ანდა მძიმე სომატური დაავადებების ქვეშ. ასეთი ბავშვები ცხოველებთან საერთო ენას მუდამ იპოვიან, შეუძლიათ იგრძნონ ნებისმიერი ცოცხალი არსება. უპირობოდ, ეს ნიჭი ღვთიურია, მაგრამ ასეთი მგრძნობიარობა შესაძლოა მტრადაც კი გადაექცეთ.

აუხსენით პატარას, რომ შესაძლებელია, მისი იდეალები, ემოციები და წესები უფრო მყარი იყოს. ეს ბავშვები მიდრეკილნი არიან დინების მიმართულებით ცურვისკენ, ნაკლები წინააღმდეგობის გზით სიარულისკენ. მათ პატარაობიდანვე სჭირდებათ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტანჯველი ეჭვები და მუდმივი დეპრესიები ცხოვრების თანამგზავრად ექცევათ. ანდა უფრო უარესი _ დაკარგავენ საკუთარ განუმეორებელ ინდივიდუალობას და გაითქვიფებიან გარშემომყოფებში. ასწავლეთ პატარას, რომ საკუთარ სისუსტეებს არ დაუთმოს და არ ჩაიკეტოს საკუთარ გრძნობებში.

ბავშვები, მთვარით თევზებში, თავს ბედნიერად იგრძნობენ, თუ მათ გარშემო მშვიდობა, სიწყნარე და კეთილგანწყობილი ურთიერთობები სუფევს. ნებისმიერი ნეგატიური ემოცია, ისეთი, როგორიცაა: მრისხანება, სიბრაზე, კამათი, ამ ბავშვების მიერ მტკივნეულად აღიქმება. წყნარი, სასიამოვნო მუსიკა და სიმშვიდე დაეხმარებათ დახარჯული ძალებისა და სულიერი წონასწორობის აღდგენაში.

სცადეთ სთხოვოთ ბავშვს მოგიყვეთ საკუთარ ოცნებებზე. სრულიად შესაძლებელია, ისინი ფლობდნენ მედიუმის ნიჭს და, მის ოცნებებში, შესაძლოა, რაღაც წინასწარმეტყველურის პოვნაც. და უკანასკნელი, თუმცაღა, შესაძლებელია, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, ასწავლეთ პატარას ყოველ დილით გაიმეოროს: “მე დღეს არანაირი ცუდი განცდა არ მექნება! მე მათ ახლოსაც კი არ მოვუშვებ! დაე, ისინი ჩემგან შორს წავიდენენ!”

სტატიის ავტორი: ნინო

მთვარე თევზების ემოციური სამყარო


About Rusa

Scroll To Top