წყარო: www.aquarun.ru
მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:
- – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
- – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
- – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
- – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
- – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
- – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.
მთვარე კირჩხიბში
გრძნობა + აღქმელობა = სირბილე და ერთგულება
ეს _ შთაბეჭდილებებიანი ადამიანია რომანტიკული ბაზისით. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება გადამეტებული ცვალებადობა, ჭირვეულობა (კაპრიზულობა), ნევროზულობა, გადაჭარბებული აღმქმელობა და სიძუნწისკენ მიდრეკილება. დამახასიათებელია არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციები, ზედმეტი დამოკიდებულება წრეზე, არამუდმივობა და მორცხვობა. ჰარმონიული განვითარებას ადამიანი უიშვიათესი სახის მზრუნველობის, თბილი გულისხმიერებისა და გულწრფელი კეთილგანწყობის ჩამოყალიბებამდე მიჰყავს. ხანდახან ავლენს დიდსულოვნებასა და კეთილშობილებას _ თვითშეწირვამდე მისულსაც კი. მას შესაძლებელია ვუწოდოთ სენტიმენტალური, ერთგული და სულის მოძრაობის _ როგორც საკუთარი, ისე ახლობლების _ ზედმეტად შემგრძნობი ადამიანი. დამახასიათებელია „სახლში ჯდომის“ სიყვარული, ეკონომიურობა, მომჭირნეობა და გამოკვეთილი მიჯაჭვულობა მშობლებსა და საკუთარ ოჯახზე. მსოფლმხედველობა _ ხშირად კონსერვატორული, წარმოსახვა _ შემოქმედებითი, განვითარებულია სხვების მიბაძვის (იმიტირების) და მათი ქცევების კოპირების უნარი. ადამიანი უკიდურესად გულგრილია ყველაფრისადმი, რაც მას არ ეხება. ამავდროულად ავლენს ეჭვიან მზრუნველობას ყველაფრისადმი, რაც მის საკუთარ სამყაროს ეხება. უყვარს მფარველობა და გარშემომყოფებზე მზრუნველობის გაწევა. ყველაზე მეტად ცდილობს საკუთარი სამყარო გარე ზემოქმედებისგან დაიცვას.
ემოციონალური ზემოქმედების მცდელობისას საკუთარ თავში მყარად იკეტება, იხსნება მხოლოდ ემოციონალურად ჰარმონიულ ატმოსფეროში. ემოციები ძლიერი და ღრმაა, ძლიერია დედის ალერსისა და მშობლიური სახლის მყუდროების გამო ქვეცნობიერი სევდა. ადამიანი ფლობს დაცვის გამოკვეთილ მოთხოვნილებას და უფრო ძლიერი ადამიანების მხრიდან წინამძღოლობის მოთხოვნილებას. ძლიერი მიჯაჭვულობაა ნებისმიერ ადამიანზე, ბავშვებზე და საოჯახო საქმეებზე. დაღლილობა ადვილად იხსნება სახლის სიმყუდროვეში ჩაძირვით. უკიდურესი მგრძნობიარობის გამო ადამიანი გარე გავლენების ქვეშ ძალიან ექცევა. აღმერთებს ფანტაზიორობას, ზედმეტად შთაბეჭდილებებიანი და დაკვირვებულია. თბილ ემოციონალურ ატმოსფეროში ავლენს უიშვიათეს სიმშვიდეს, ხდება მეგობრული და მხიარული. მეგობრობაში არც ისე მყარია, საკუთარ შინაგან სამყაროში სხვებს იშვიათად უშვებს. ემოციები ძალიან ძლიერაა დაკავშირებული ინტელექტთან, ამიტომაც ნაკლებად ღრმა ადამიანად მისი დასახელება ძალიან რთულია. გამუდმებით ისწრაფვის იაროს მცირედი წინააღმდეგობის გზებით. შეგრძნებები და ემოციები აქტიური და ჩვეულებრივ სიკეთესა და ჰარმონიაზეა მიმართული.
ადამიანს შეიძლება ზოგადად ვუწოდოთ მშვიდობისმოყვარე და მომხიბვლელი, თანაგრძნობითა და თანაგაზირებით აღსავსე. ის _ დაბადებიდან ჰუმანისტი და დარწმუნებულია, უყვარს სახლში ჯდომა. მიუხედავად ფარული პოლიტიკის გატარებისკენ საკუთარი მიდრეკილებსა, უფრო ხშირად უყვარს პატიოსნება და გულწრფელობა. ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ საუბრობს წონიანად და დამაჯერებლად. უეჭველია მუსიკისა და პოეზიის უნარების ქონა. შეუძლია დაჟინებითა და თანმიმდევრულად მუშაობა. ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, ადვილად ბრაზდებიან (სწყინთ), განსაკუთრებით ახლობლებთან დაპირსპირებისას, ბავშვივით უყვართ იმათზე ჩივილი, ვისაც ენდობიან. მიდრეკილნი არიან მაღალი ფილოსოფიური იდეების სიღრმისეულად შეგრძნობისკენ, უყვართ განმარტოებაში მედიტირება, შეუძლიათ ბუნების ჭვრეტით ტკბობა. გულჩვილები, ცდილობენ არ აწყენინონ და არ ჩააგდონ უხერხულ მდგომარეობაში სხვები. ძალიან მიჯაჭვულები არიან პირად ქონებაზე. გარშემო შეამჩნევენ თუ არა თუნდაც ერთ მტერს, სრულიად კარგავენ სულიერ კეთილდღეობას. ასეთი ადამიანები მყარად აღიქვამენ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს და უდრეკად უმკლავდებიან მათზე თავსდამტყდარ ყველა სიმძიმეს. ზედმეტი მგრძნობიარეობის გამო ადამიანებთან ურთიერთობა არც ისე მყარი აქვთ და ურთიერთობა მუდამ “წყალქვეშა რიფებით” სავსეა. ასეთი ადამიანის ნდობის მოპოვება ყველაზე ადვილია კეთილი სიტყვებითა და გულწრფელი შეხედვით.
კეთილგანწყობილ აუდიტორიასთან ურთიერთობაში წარმატებულნი არიან. აღმერთებენ ისტორიული ძიებებით დაკავებას, ძალიან ცოცხლად აღიქვამენ დიდი ხნის წინანდელ საქმეებს. ასეთი ადამიანები ძალიან დაკვირვებულები არიან, მათი წარმოსახვა მდიდარია და თითქმის ფანტასტიკური. სხვებს საკუთარი გეგმებისა და ზრახვების განხორცილებისთვის ძალიან მოხერხებულად იყენებენ, ამასთანავე, ამას იმდენად დახვეწილად და ბუნებრივად აკეთებენ, რომ გვერდიდან ასეთი მანიპულაციები ადვილი შესამჩნევი არაა. თითქმის იმის ალბათობაა, რომ _ ისინი მზრუნველი მშობლები და ერთგული მეოჯახეები იყვნენ. არის ბავშვებზე გადაჭარბებული მზრუნველობის ტენდენცია, თავს ახვევენ საკუთარი მომსახურებისა და მზრუნველობის შეთავაზებას. ოჯახური სიმყუდროვე და მყარი ქორწინება აუცილებელია საიმედო ემოციური კეთილდღეობის მისაღწევად. მათ შინაგან სამყაროს შეიძლება ეწოდოს ფაქიზი და ამოუცნობი. საკუთარ გრძნობებში და მიჯაჭვულობებში უიშვიათესად მუდმივები არიან.
წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
აქ არის მთვარის ჭეშმარიტი ადგილი, მისი სამყოფელი, ის საკუთარ სახლშია. ეს უნდა აღვიქვათ როგორც ანარეკლის დონეზე, ანუ _ ადამიანი საკუთარ სახლში როგორც გრძნობს თავს. მთვარე _ ეს კირჩხიბის ნიშნის დიასახლისია, ამიტომაც აქ ის თავს სრული ძალით, მთლიან საზღვრებში ავლენს.
მთვარე კირჩხიბში ადამიანს უფრო ხშირად აძლევს მგრძნობელობას, ინტუიციურობას, ფსიქოლოგიურ უნარებს, სხვა ადამიანების ქვეცნობიერი რეაქციების შეგრძნებებს, თავისებურ ქალურობას, მთვარის ფაზების ცვლილებაზე მგრძნობიარობას, ასევე ეჭვნეულობას, ჩაკეტილობას და ფანტაზიორობას (ჩვეულებრივ, უწყინარს, მოტყუების მიზნის გარეშე).
ასეთი მთვარის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, უფრო მეტად აქვთ ქვეცნობიერი პროცესების აღმქმელობაზე მოწყობა, აქედან წარმოიშობა ამ ადამიანების ფსიქოლოგიური ნიჭიც: შეუძლია იგრძნოს სხვა ადამიანი, მისი ქვეცნობიერი. ალბათობაა, ექვემდებარებოდეს საკუთარი შინაგანი სამყაროს გავლენას, ანუ მისთვის საკმარისად დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს შინაგან პროცესებს და გარეგნულზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს შინაგანი სამყაროს გავლენა. თითქმის მუდამ რამდენადე რეალობისგან მოწყვეტილია, ამასთანავე, ეს _ სულაც არაა ფსიქიკური გადახრა და არანორმალურობა.
ასე რომ, მისთვის გარე სამყაროსგან განკერძოებულობა და შინაგან სამყაროზე განწყობა _ სრულიად ჩვეული და ნორმალური მდგომარეობაა. ის, როგორც ინდიკატორი, ძლიერ რეაგირებს კოსმიურ რიტმებზე და ყველაზე მეტად კი მთვარის ფაზებზე, ამასთანავე, მთვარის ფაზების გარდამავალ პერიოდში, როგორც წესი, წარმოეშვება თავისებური სახის კრიზისი, განსაკუთრებით, მთვარის მესამე ფაზიდან მეოთხე მეოთხედის ფაზაში გადასვლისას. მას ამაღლებული მგრძნობიარობა ზოგადად ყველა კოსმიური რიტმის მიმართ აქვს, ამიტომაც, ხშირად შეინიშნება უმიზეზო შფოთიანობა, თუმცაღა, თავად სიტუაცია, ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანის შეხედულების წერტილიდან, შეიძლება ამის საბაბს არ იძლეოდეს.
როგორც ჩანს, რამდენადაც ამ ადამიანის აღმქმელობა საკმაოდ ფაქიზია და იმდენად მისთვის დამახასიათებელია ძალიან ღრმა სენსორული შეგრძნებები _ მისი ფსიქიკა ძალიან მოძრავი და ცვალებადია და ეს ადამიანი, ზოგადად, ძალიან ტრავმირებადია. ალბათობაა, თუ მას სისტემატიურად მიიმწყვდევენ კუთხეში, ხშირად წავიდეს ფანტაზიის სამყაროში, ხოლო მისი კუთხეში მიმწყვდევა ძალიან მარტივია. და თუ მისთვის თბილი გარემო არ შეიქმნება, მაშინ თავს ბოლომდე საკუთარ ირეალურ სამყაროს “შეაფარებს”. მუდმივად აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, სადაც არის სასახლეები, კოშკები და თითქმის არავის უშვებს იქ. სრულიად შესაძლებელია, რომ ხანდახან ეჭვნეული და ჩაკეტილი იყოს.
საერთოდ კირჩხიბები, ხოლო განსაკუთრებით მთვარით კირჩხიბები, როგორც წესი, ისაზღვრებიან და საკუთარ სამყაროში არავის უშვებენ. უფრო ხშირად გახსნა მხოლოდ იმ ადამიანებთან შეუძლიათ, ვისაც აბსოლუტურად ენდობიან ანდა როცა სჯერათ, რომ ყველაფერს გაუგებენ და კუთხეში არ მიიმწყვდევენ, რადგანაც ნებისმიერ გაუფრთხილებელ სიტყვას ანდა საქციელს, რომელსაც სხვები ვერ ამჩევენ, ისინი, ჩვეულებრივ, მტკივნეულად აღიქვამენ და ამის გამო წამიერად იხურებიან. როგორც წესი, საკმაოდ კარგად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს.
ხშირად კირჩხიბის გარეგნული გამოვლინება, _ განსაკუთრებით მთვარით კირჩხიბში ანდა ძლიერ გამოხატული კირჩხიბის სხვა ნიშნის ხალხში _ არის ხედვა შიგნით, ანუ ის, როგორც წესი, უყურებს არა სხვებს, არამედ საკუთარ შინაგანს, საკუთარ თავში. ასეთი სახით, გარე ანარეკლიც კი, ხშირად არის მისი ყურადღების სფერო, აღქმა მიმართულია შინაგან სამყაროზე, და იმ პროცესებზე, რომელიც მის შიგნით ხდება, და არა იმაზე, რაც გარეთ არის, რაც გამოვლინებულია.
სამედიცინო უკუჩვენებები. ძირითადად დაუცველია მუცელი (სტომაქი). ამასთანვე კუჭის წვენის მჟავიანობა ამაღლებული აქვთ ადამიანებს, რომლებიც დღისით არიან დაბადებულნი და უმცირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღამით არიან დაბადებულნი. მისთვის უკუჩვენება ექნება (ტრანზიტული მთვარის კირჩხიბის ნიშანში გავლისას) მუცლის ოპერაციებს, ყველა სახის ბიოენერგეტიკულ მკურნალობებს, სპირტიანი სასმელებისა და ქიმიური პრეპარატების გამოყენებას (ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს შორის პირველი ადგილი უკავიათ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, შემდეგ მოსდევთ კირჩხიბის, ხოლო მესამე ადგილზე ვერძის ნიშნის ადამიანები არიან. “ფხიზელ-არასმელ” ადამიანებს შორის ყველაზე დიდი პროცენტულობით გამოირჩევიან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები).
ასევე, შესაძლებელია აღენიშნებოდეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლა, მიდრეკილება შეშუპებებისკენ, მკერდის (სარძევე) ჯირკვლების დაავადებებისკენ, ლაქტაციის (ლაქტაციაL. lac რძე, lacto რძით ვკვებავსარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, ძუძუს წოვება. ლაქტაცია იწყება მშობიარობის შემდეგ. რძე წარმოიქმნება სარძევე ჯირკვლის ალვეოლების ეპითელურ უჯრედებში. ლაქტაციის რეგულაციაში ძირითადი როლი ენიჭებათ ჰიპოთალამუსს და ჰიპოფიზს. Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ. ; 20სმ.. – ყდაზე ავტ. მითით. არ არის. – რეზ. რუს. და ინგლ.. – ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200] ) დარღვევებისა და ეპილეფსიიკენ.
რადგანაც თხის რქა კირჩხიბის ოპოზიციური ნიშანია, მთვარის კირჩხიბში ტრანზიტისას რეკომენდირებულია ის პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია ქვებისა და შლაკების გამოყოფასთან (ნაწილობრივ, დაგროვებული მარილებისგან განთავისუფლებაც და ართრიტების მკურნალობაც). ასევე დაშვებულია კბილების (ასევე პტოთეზების) მკურნალობა, ამოღება და ჩასმა. ნაჩვენებია ოპერაციები ფეხებზე, მუხლებზე, მყესებზე. კარგია ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მკურნალობა (პოდაგრა _ ნიკრისის ქარი), პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
მთვარე კირჩხიბში _ თუ ამ ადამიანს მობეზრდა სულიერი ზრდის პრობლემები და ოჯახში დასვენება სურს, მაშინ ეს იდეალური მდებარეობაა მისი (თუ მამაკაცია) ცოლისთვის. ეს ადამიანი, _ რომლის ინტუციური სიღრმეც მოუსვენარი ჩანს მანამ, სანამ არ შეიგრძნობს ამ სიღრმის სრულ არაკონსტრუქციულობას. კირჩხიბისეული მთვარე ამ ადამიანს ახვევს თანაგრძნობისა და გაგების თბილ ღრუბელში, სადაც თბება და სწრაფადვე ეწყება სულის ხუთვა, რამდენადაც ეს მაინც ცოტაა: სინამდვილეში მას იმდენად სხვების გაგება კი არ სჭირდება, რამდენადაც გზის პოვნა და ისე შეცვლა, რომ თავადვე მიიღოს საკუთარი თავი. ამასთანავე, ასეთი მთვარის მქონე ადამიანს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაშინაც კი თუ შეცვლა ნამდვილად ღირს კიდეც; მაგრამ შინაგან პატიოსნებასთან აქ დიდი პრობლემებია, განსაკუთრებით დაზიანებისას.
ჰარმონიულ ვარიანტში, ამ ადამიანზე ხელის ჩაქნევის ანდა ხმის ამაღლების სურვილი არავის უჩნდება, თითქოსდა იგი ასხივებს სითბოს, მშვიდობას და სიმშვიდეს, თუმცაღა გარეგნულად შეიძლება რამდენადმე მოუსვენარიც კი ჩანდეს (ასე შფოთავს და მოუსვენრობს დიდი და კეთილი დედა კრუხი საკუთარი წიწილების გარშემო).
შინაგანი პასიურობა _ კირჩხიბისეული მთვარის ყველაზე მთავარი მტერია, ხოლო ზედაპირული აქტიურობა, როგორც წესი, არაკონსტუქციულია და შირმის როლს ასრულებს. აქ განსაკუთრებით ძლიერია ქვეცნობიერის ფუნდამენტური პროგრამები (ცხოვრებისეული ინსტიქტები, ოჯახის შენარჩუნება, კვება და ა.შ.), რომელიც ცდილობს პირველ ადგილზე გამოსვლას და სულიერი ზრდის ყველაზე ფაქიზი პროგრამების შეცვლას.
წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)
ძალიან ძლიერი მდებარეობაა: მთვარე იმყოფება საკუთარ სამყოფელში (საკუთარ მმართველობაში). ჰარმონიულ ასპექტებში ადამიანს უვლინდება საუკეთესო სულიერი თვისებები: ოჯახზე, სამშობლოზე, დედობის გრძნობაზე მიჯაჭვულობა, მზრუნველობისკენ, ძიძაობისკენ მისწრაფება, სიკეთე, გულისხმიერება, ყურადღებიანობა, ტაქტიანობა, სიფრთხილე, მეოჯახეობა, მომჭირნეობა. უყვარს მომზადება, ცხობა. ძალიან მაღალი აღმქმელობა, სენსიტიურობა (გადაჭარბებული, ამაღლებული მგრძნობიარეობა), ბრწყინვალე მდებარეობაა ფსიქოლოგისთვის, ფსიქოთერაპევტისთვის, ასევე მეზღვაურისთვის, ისტორიკოსისთვის. ცვლილების სიყვარული, კარგი წარმოსახვა. შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, მოთმინება, დაქვემდებარების უნარი.
თუ მთვარეს აქვს დაზიანება, მაშინ პიროვნება ისწრაფვის ნაკლები წინააღმდეგობრიობის გზით სიარულისკენ, ხასიათში ვლინდება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: ინფანტილურობა, ჭირვეულობა (კაპრიზულობა), მორცხვობა, დაეჭვება, ისტერიულობა, დროდადრო პასიურობა, ორჭოფობა, უნდობლობა, განცდები, მღელვარებები, ბობოქარი ცრემლები, წყენიაობა, ხმაურიანობა, ბობოქრობა, სკანდალურობა, პიროვნებაზე გადასვლა (პიროვნების შეურაცხყოფა), რთულ გარემოებებთან ბრძოლა, გარეზემოქმედებაზე გამძაფრებული რეაქციები, მედიუმიზმი, მტკივნეული აღმქმელობა და შურიანობა.
წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზიდიაქოს ნიშნებში)
როგორც წესი, უმეტესად ემოციონალური ტონალობისა და მათ გარშემო არსებულ იმ ატმოსფეროსადმი მგრძნობიარენი არიან, რომელზეც დამოკიდებულია ამ ადამიანთა ერთი განწყობიდან მეორეზე მოულოდნელი, უცაბედი გადასვლები. ხშირად ადამიანები მათში ხედავენ ირაციონალურ ადამიანს, რადგანაც მთვარით კირჩხიბებს ყოველთვის არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების მიზეზების ანდა წყაროების ახსნა. მათთან მცხოვრებმა წყნარად უნდა მიიღონ მათი განწყობის ცვლილები და გაგებით მოეკიდომ იმას, რომ ხანდახან, მთვარის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია საკუთარ თავში წასვლა.
ადამიანი, მთვარით კირჩხიბში, ასევე თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდება ადამიანების გამოუთქმელ გრძნობებსა და საჭიროებებს. მას ტკივილს აყენებს უპატივცემულობა ანდა მკვეთრი უარი და, თუმცა, შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც უყვარს, ეს ცოდვა მიუტევოს, მაგრამ არასდროს დაივიწყებს ამას. ღრმა, ინტენსიური გრძნობები, ძლიერი მიჯაჭვულობა სახლზე. სევდა დედობრივი ალერსისადმი, დედობაზე, ძლიერი მიჯაჭვულობა დედაზე, იმდენად, რომ იგივე ცხოვრების გზის გავლაც კი შეუძლია.
კარგი მზარეულები, ძიძები, მშობლები არიან. ქორწინება და სახლში სიმყუდროვე აუცილებელია, ეს მათი ნაპერწკალია. სიხარბე. ადვილად სწყინთ და იკეტებიან საკუთარ თავში. პოპულარობა და დაცვის მოთხოვნილება. ავადმყოფობები გამოწვეულია საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლით, შესაძლებელია შეშუპებები, ორგანიზმის სითხის ბალანსის დარღვევა, მეტეორიზმი ნაწლავებში.
წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)
კირჩხიბი _ ეს ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია წყლის სტიქიასთან, სიმბოლიზდებება კიბოს სახით. ეს ნიშანი უთითებს მგრძნობიარობაზე, აღქმელობაზე; ასეთი ადამიანების წყენინება ადვილია. თუ მათი საქმეები უნაკლო მდგომარებაში არაა, შესაძლებელია, მიდრეკილება გაუჩნდეთ თავის შეცოდებისკენ, წუწუნისკენ. კირჩხიბი წარმოადგენს ბრაჰმანულ ნიშანს, რომელიც უთითებს ფილოსოფიური იდეების წვდომის გონებრივ უნარებზე და ფლობს ენერგიას, რომელიც იძლევა კონცეტრაციისა და მედიტაციის შესაძლებლობას. კირჩხიბი ქალური და წყნარია, ამიტომაც ასეთი ადამიანები გულთბილები არიან და ცდილობენ არავის აწყენინონ. კირჩხიბის ხასიათი _ მეოჯახე, ამიტომაც ასეთი ადამიანები მიჯაჭვულნი არიან საკუთარ ქონებაზე. თუ მთვარე არაკეთილგანწყობილი გავლენებითაა დასუსტებული, ეს ადამიანები შეიძლება ეგოცენტრისტულები და მომხვეჭნი, ანგარებიანი გახდნენ. როცა მთვარე მდებარეობს კირჩხიბში, ის იმყოფება საკუთარ ნიშანში და ძლიერია. ამიტომაც მთვარის მიერ წარმოდგენილ საგნებს ამ ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვთ; ისინი ტკბებიან საზოგადოებრივი ცხოვრებით, საღამოებზე დასწრებით, მათ დედისგან მემკვიდრებით აქვთ კარგი თვისებები და მასთან კარგ ურთიერთობაში არიან. ასეთი მთვარის მქონე ადამიანებს აქვთ წყალზე მოგზაურობის კეთილგანწყობილი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი სიამოვნების განცდის საშუალებები. თან სდევთ წარმატება იმ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების ყოველდღიურ მოთხოვნილებებთან.
ასეთი ადამიანის გონება ძლიერია, შეუძლია მამაცურად, მყარად მიიღოს ცხოვრებისეული სირთულეები. დიდი მგრძნობიარობის გამო სხვა ადამიანებთან ურთიერთობები ხშირად სიმყარეს კარგავს. ადამიანები მთვარით კირჩხიბში არცთუ იშვიათად ერთზე მეტ ქორწინებაში არიან. უყვართ საზოგადოებრივი ცხოვრება; მათი აღიარებისკენ მისწრაფებების შედეგად, შეიძლება ისინი სცენაზეც კი ვიხილოთ. კირჩხიბი დაკავშირებულია წყლის სტიქიასთან, ამიტომაც ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სრული სხეული, ანდა მიდრეკილება დამაწყნარებლების მოხმარებისკენ, რის შედეგადაც ინტოქსიკაციის საფრთხე იქმნება. მათი მოძრაობა სწრაფია, თეძოები _ მაღალი, მათზე ძლიერ გავლენას ახდენს საპირისპირო სქესი, შეუძლიათ ჰყავდეთ კარგი მეგობრები, ასტროლოგიის სფეროში ჰქონდეთ ცოდნა, ექნებათ სახლები; ასეთ ადამიანებს ხშირად სქელი კისერი აქვთ, უყვართ წყალი; ასეთი მთვარის მქონე ადამიანის თქვენდამი პოზიტიურად განწყობა შეიძლება კეთილი სიტყვების მეშვეობით. იციან ენები, კონტაქტობენ გავლენიან ადამიანებთან, ამაყნი, მოლაპარაკენი და ძლიერი სხეული აქვთ.
წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)
ღრმა, ინტენსიური გრძნობები, ძლიერი მიჯაჭვულობა დედაზე და სახლზე. კარგად საუბრობენ, უვლიან ბავშვებს. სახლის სიმყუდროვე და ქორწინება _ კარგი განწყობისთვის აუცილებელი პირობაა. მგრძნობიარობა სხვა ადამიანების ემოციებზე. ადვილად სწყინთ და იკეტებიან. ცუდი ასპექტებისას _ განწყობის ხშირი ცვლა, გადაჭარბებული ზრუნვა ბავშვებზე.
წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)
მგრძნობიარობა, ტრავმირებულობა, სენტიმენტალურობა, ახლობლებზე მიჯაჭვულობა, კეთილსინდისიერება. საკუთარ სახლში (კირჩხიბში) სულის პლანეტა (მთვარე) ავლენს საკუთარსავე ინერტულობას (ხანდახან იძლევა უსაქმურობისა და ძილისკენ ლტოლვას), მაგრამ ასევე, მრავალფეროვან სამყაროში ჩაძირვისკენ მისწრაფებას, საკუთარ ცხოვრებაში სირთულეების გაგებას. ამიტომ, გარდა ფაქიზად აღმქმელი გრძნობების ბავშვური დაუცველობისა, მისთვის ასევე თვისობრივია მთელი ფორმების სისრულის სიღრმისეული დამუშავება და მათი ფასეულობის და ცხოვრების სიმარტივის გაცნობიერება. ეს თვისებები შესაძლებელია დავინახოთ პუშკინში, მოპასანში, თ. მანში, რ. როლანდში, გოიაში და ვენეციანოვთან (რომელიც ცდილობდა დაენახა გლეხობის იდეალების სრულყოფა). ბუნებრივი სამარტივის იდეალების მიღმა კი (პუშკინისეული ტატიანა და რომენ როლანდის კოლა ბრიონი) იფარება მთვარე-კირჩხიბის ღრმა და ხშირად გარე ფარული ცხოვრებისეული განცდებისკენ მიმავალი ხანგრძლივი გზა. ასეთი დახასიათების ადამიანი უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთვარის კირჩხიბის ნიშანში “ხეტიალი” აირეკლა ანდრეი პლატონოვის სტილმა. ასტროლოგი ლ. ჯორჯი მთვარეს კირჩხიბში ახასიათებს როგორც მცირედი წინააღმდეგობრიობის გზას. სული არ ისწრაფვის საკუთარი თავის გახსნიკენ _ ის გადადის ერთი ფორმიდან მეორეში, ავლენს მათ, სანამ თავად გრძნობა არ მივა გამოხატვის ბუნებრივ ფორმადე. ეს ინტუიციური ძიება უფრო კეთილგანწყობილია მუსიკალური შემოქმედებისთვის (ჩაიკოვსკი, ვივალდი, პაგანინი და სხვები). კომპოზიტორების უმრავლესობას (გარდა მუსიკალური თევზების ნიშნისა), ხშირად მთვარე კირჩხიბში აქვთ. მთვარეს კირჩხიბში არ აშინებს ცხოვრებისეული მოვლენების სიღრმეებში თავის დაკარგვამდე ჩაღრმავება. ხანდახან, შეიძლება ეს მაზოხიზმის სახეობად აღიქმებოდეს (მაგალითად, ვერეშაგინის სურათებზე მოკლული ადამიანების მთები). კირჩხიბისთვის დამახასიათებელია ცხოვრების დინებებში “მე”-ს გაქრობა _ და ეს მისი სულიერი რეაქციების, საკუთარი სულის გაქრობამდე დადის. ამიტომაც “სულიერ” ადამიანად იმ ადამიანების წოდება, ვისაც მთვარე კრჩხიბში აქვთ, ყოველთვის არ ხერხდება: ეს დახასიათება უფრო მეტად შეეფერება მთვარეს კუროში ანდა ლომში. კირჩხიბში მთვარის საყრდენი არის ოჯახი და სახლი (სასურველია, რომ სახლი იყოს განმარტოებულ ანდა წყნარ ადგილას).
წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)
უკიდურესად გამოხატულია ქალური და დედობრივი თვისებები. ქალი მეოცნებე, მდიდარი წარმოსახვით, რომანტიკული, ამაღლებულად აფასებს კომფორტს და უსაფრთხოებას. უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებს და ბავშვობას. მგრძნობიარობა წარმოსახვის სფეროში მწვერვალს აღწევს და შესაძლებელია ზედმეტ სენტიმენტალურობამდეც კი ავიდეს. ნოსტალგია, უსაქმურობისა და ძილის სიყვარული. განგაში. მოთენთილობის შეტევები. მამაკაცისთვის, რომელსაც პირად რუკაში მთვარე კირჩხიბში აქვს, ქალები წარმოადგენენ დედას ანდა მასზე დამოკიდებულ ცოლ-“ბავშვს”.
წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)
მთვარე წყლის ნიშნებში. მაღალი მგრძნობიარობა, მცირე გარეზემოქმედებებზეც კი რეაგირების უნარი. გარეწნეხისას იკეტება, მაგრამ შეუძლია გამოავლინოს მოულოდნელი რეაქციები. შინაგანი სამყარო იხსნება მხოლოდ ჰარმონიულ პირობებში. ძალიან დიდი ემოციონალურობა.
მთვარე კირჩხიბში. ის საკუთარ სახლშია. იძლევა მგრძნობიარობას, ინტუიციას, ფსიქოლოგიურ უნარებს, სხვა ადამიანების ქვეცნობიერი მოტივების შეგრძნებას, თავისებური სახის ქალურობას. ეჭვნეულობა, ჩაკეტილობა, ფანტაზიორობა (უწყინარი, უმიზნო ტყუილები). უდიდესი აღმქმელობა და ტრავმირებულობა. საკუთრებას იცავს, ხოლო მისი დაკარგვისას _ არ წუწუნებს. თუ გაიგებს ეს მისი აღარაა _ ირთვება.
საბავშვო ჰოროსკოპი
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
თქვენი პატარა მთვარით კირჩხიბი (დაე იყოს ბიჭი ანდა გოგო) _ ნამდვილი “დედიკო” ანდა “მამიკოა”. ის ეცდება თქვენზე, მოტოვებულ მეგობრებზე, პატარა ცხოველებზე ანდა კიდევ სხვა ვინმეზე (მისი აზრით ვინც ამას საჭიროებს) მზრუნველობას. მას გარშემომყოფი ადამიანების განწყობებსა და გრძნობებზე მძაფრი ინტუიცია ექნება და, ალბათობაა, მათზე პერსონალური პასუხისგებლობა განიცადოს. შეეცადეთ არ მოახდინოთ მისი სინდისის (დანაშაულის) გრძნობის პროვოცირება _ მას თავისიც საკმარისი აქვს. ამის ნაცვლად შეეცადეთ ასწავლოთ, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი გრძნობა და მათ მართვაზე პასუხისგებლობაც. და, უფრო მნიშვნელოვანია დაარწმუნეთ, რომ სხვა ადამიანების მიერ გამოხატული გრძნობები, ხშირად სულაც არ არის დაკავშირებული მასთან. ამ ბავშვისთვის გრძნობებზე საუბრები არ იქნება ადვილი. მან შესაძლებელია ბრწყინვალედ იცოდეს რას გრძნობს, მაგრამ უუნარო იქნება ამის ზუსტად ჩამოყალიბებაში. შედეგად _ მოღუშულობა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა ანდა, შესაძლებელია, ცუდი მოქცევა. შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას გრძნობების ზუსტად ჩამოყალიბების სწავლაში _ თავად გამოავლინეთ მშვიდი გახსნილობა, პატიოსნება და არ დაადანაშაულოთ იგი საკუთარი გრძნობების გამოხატვისთვის.
ასეთი ტიპაჟის ბავშვები განსაკუთრებულად მიდრეკილნი არიან საკუთარი მშობლების ქცევების განმეორებისკენ.
მთვარის ფაზების ცვლის მსგავსად, თქვენი ბავშვიც ექვემდებარება განწყობის ცვლილებას, უკიდურესი სიხარულიდან უკიდურეს მოწყენილობამდე. თუ ასეთი ბავშვი ბავშვობაშივე მიიღებს საიმედო ემოციურ საფუძველს, მაშინ ის ზრდასრულ ასაკში კარგად მართავს ემოციებს, ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიზისებისას და სხვებს საიმედო საყრდენს უკეთებს. ეს ბავშვი გამორჩეულად მგრძნობიარეა, ფლობს ძლიერ ემპატიებს და შეუძლია მნიშვნელოვანი თმენა.
სახლი და ოჯახი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კირჩხიბისთვის. დედაზე ემოციონალური მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერია და მისი დაუცველობის, სხვებზე ზრუნვისა და ვინმეს ზრუნვაზე გამოხმაურების გრძნობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან მოდელს ქმნის. თქვენი ბავშვი უპირატესობას მიანიჭებს იმას, რომ მეგობრები მასთან მოვიდნენ და არა იმას, რომ თავად წავიდეს მათთან სათამაშოდ და დააფასებს თუ თქვენ ამაში ხელშეწყობისთვის მზაობას გამოხატავთ. “დედიკო-შვილოკოს” და “ოჯახობანას” თამაში მისი საყვარელი გასართობი იქნება, რომლის წახალისებაც ღირს, რამდენადაც ეს თამაშობანი ანვითარებს წარმოსახვას და, ასევე, ხელს უწყობს გამოხატვისა და გრძნობების ჩამოყალიბებას.
წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)
მთვარე იმყოფება რა კირჩხიბის ნიშანში, საკუთარ სახლში _ ის დიასახლისობს.
აქ მისი გავლენა მუდმივია, ხოლო მისი განსაკუთრებულობები სრული ძალით ვლინდება. ბავშვები, რომლებსაც მთვარე კირჩხიბში აქვთ, მგრძნობიარეები, გამომხმაურებლები, ემოციონალურები არიან, ფლობენ შესაშურ ინტუიციას, შესაძლებელია, მედიუმურ უნარებსაც. მთვარის ციკლი მათზე ძლიერ გავლენას ახდენს, ისინი მიდრეკილნი არიან განწყობის სწრაფად ცვლისკენ. დედასთან ურთიერთობა პირველ ადგილზე გადმოდის, რადგანაც ზუსტად დედები აძლევენ ემოციონალური დაცულობის გრძნობას. ნებისმიერ დაურწმუნებლობას შეუძლია უკიდურესობამდე მიყვანა, ამიტომ ამტანობა _ ერთ-ერთი გზაა წარმატებისკენ. ასეთ ბავშვებს მუდამ სურთ მზრუნველობის ქვეშ ყოფნა, რათა თავი საყვარლებად და სასურველებად იგრძნონ. უნდათ, რომ მათთან ძიძაობდნენ და, ამავდრულად, მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ თავად იზრუნონ გარშემომყოფებზე. აუცილებელია, რომ ეს ორი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული იყოს, მხოლოდ მაშინ იგრძნობენ თავებს კარგად.
მთვარით კირჩხიბში დაბადებულებს უყვართ შინაური ცხოველები და აღმერთებენ პატარების მოვლას, რადგანაც ეს მათ ბუნებრივ შესაძლებლობას აძლევთ, რომ დაიკმაყოფილონ გარშემომყოფებზე ზრუნვის მოთხოვნილებანი. სხვებისადმი თანაგრძნობა და თანადგომა მათ გადაჭარბებულად განვითარებული აქვთ, იმდენადაც კი, რომ მოგიწევთ პატარას ასწავლოთ ყვლაფრის მშვიდად მიღება და, რომ ძალიან არ განიცადოს სხვათა უბედურებები. დაიმახსოვრეთ, გრძნობები მისთვის ყოველთვის ლოგიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. დაცვის (მფარველობის) ძიებებში ამ ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ მატერიალურ სამყაროს და საშინლად იმედგაცრუებულნი რჩებიან. შეეცადეთ აუხსნათ თქვენ ბავშვს, რომ უსაფრთხოების ჭეშმარიტი ფესვები _ საკუთარი თავის სიყვარულშია, საკუთარი ძალების რწმენაშია და მხოლოდ მცირე დოზითაა _ სხვებში. გიყვარდეთ პატარა და ის ამისთვის სრული დოზით გადაგიხდით.
ემოციები და გრძნობები იმდენად ძლიერი აქვთ, რომ თითქმის შეუძლებელია რაიმე გაუგოთ, როცა გაღიზიანებულები ანდა ნაწყენები არიან. ყველაზე უკეთესია დაცდა: მათი განწყობა სწრაფად იცვლება.
მთვარის კირჩხიბში ყოფნა ხელს უწყობს სტრესულ ემოციებს, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჯანმრთელობაზეც და, პირველ რიგში, მუცელზე (სტომაქზე). როცა ბავშვები გაღიზიანებულნი არიან, ხშირად უარს ამბობენ ჭამაზე და თუ თქვენ მაინც დაიჟინებთ თქვენსას, შეიძლება ამის გამო ცუდად გახდეს. ყველაზე უკეთესია დაიცადოთ ანდა შესთავაზოთ მსუბუქი საკვები. არასდროს არ დააძალოთ ჭამა.
ახალმთვარეობისას ანდა პირიქით, სავსემთვარეობისას ემოციური გადაძაბვის საშიშროებაა. ყველაზე საუკეთესოა, თუ ბავშვები ბავშვობიდანვე მოვლენების საქმის ყურში იქნებიან. მაშინ ისინი მზად იქნებიან ემოციური დატვირთვისთვის, ისწავლიან მათ კონტროლს ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ეცოდინებათ, რომ ეს მდგომარეობა ხანგრძლივი არაა.
მათი მგრძნობიარობა იმდენად მაღალია, ხოლო ინტუიცია იმდენად განვითარებულია, რომ შეუძლიათ იცოდნენ ისეთი რამ, რაც გაგაოგნებთ. ქვეცნობიერად განეწყობიან სხვა ადამიანებზე და გარემოზე. ერთის მხრივ, ეს ბრწყინვალეა, მეორე მხრივ _ მათთვის ეს საზიანოა, რამეთუ როგორც ღრუბელი ისე ისრუტავენ გარშემომყოფთა ყველა განცდას. შეეცადეთ ასწავლოთ ყველაფრის მშვიდად მიღება. აქ შეიძლება დაგეხმაროთ სპეციალური ტრენინგი, რომელიც მიმართული იქნება იმაზე, რომ ისწავლოს უარყოფითი ემოციებისა და შთაბეჭიდილებების ბლოკირება. სცადეთ, ასწავლოთ ყოველ დილით ხმამაღლა საუბარი: “დღეს მე არ მექნება არანაირი განცდა, მე მათ ახლოსაც კი არ მოვუშვებ”. ხოლო საღამოობით, ძილის წინ, აუცილებლად ჰკითხეთ, როგორ ჩაირა დღემ, ხომ არ იგრძნო რაიმე ცუდი. დაე, მან ხმამაღლა უბრძანოს საკუთარ განცდებს: “წადი! წადი!” ეს მარტივი თამაში, რა თქმა უნდა, მოეწონება და მთავარი _ ბავშვისთვის ის თავისებური ფსიქოლოგიური დაცვა გახდება.
სტატიის ავტორი: ნინო