„პოპულარობა“
ეს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით არაერთხელ შეიცვლის სამუშაოს და მიდრეკილი იქნება თანამდებობათა ხშირი ცვლისკენ. მისთვის აუცილებელია ინტენსიური კონტაქტი შეინარჩუნოს ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან. არც ისე იშვიათად ორიენტირდებიან ისეთ პროფესიებზე, რაც დაკავშირებულია ქალური პრობლემების მოგვარებასთან. ზოგადად, მათ ცხოვრებაში ყველა დადებითი და უარყოფითი მოვლენა, გარკვეული სახით, ქალებს, მათ გავლენასა და ინტერესებს უკავშირდება. ხშირად მოღვაწეობენ მარკეტინგის, ნედლეულით ვაჭრობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავი საზოგადოებრივად სასარგებლოდ იგრძნონ. წარმატებულნი არიან საჯაროდ სიტყვით გამოსვლებში, ხშირად ხდებიან პოპულარული პოლიტიკოსები.
ავტორიტეტს მათთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან მძაფრია საზოგადოებრივი აღიარების მოთხოვნა. მათთვის სამყარო მაყურებელთა დიდი დარბაზია, ამიტომ თუ სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ, სკანდალებსა და აყალ-მაყალსაც არ მოერიდებიან. მათი გრძნობები მკაფიოდ გამოხატული ამბიციებისა და პროგრესისკენ სწრაფვის გავლენის ქვეშ იმყოფება. პროფესიულ საქმიანობას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად ივიწყებენ და არ უღმავდებიან ოჯახურ პრობლემებს.
ხანდახან თავს „აკვარიუმის თევზივით“ გრძნობენ (გამჭვირვალე მდგომარეობაში; ადამიანი,რომელსაც ყოველთვის უყურებენ და აკვირდებიან), რადგან პირადი ემოციები სოციალური სტანდარტებითა და პროფესიული ვალდებულებებით არის შებოჭილი.
კარიერული ზრდა არამყარია, მაგრამ სხვა სახლებთან შედარებით სიმარტივით და სიმსუბუქით გამოირჩევა. თუმცა, როგორც ვიცით, მთვარე ცვლილებების, მერყეობისა და ეჭვების სიმბოლოსაც წარმოადგენს, ამიტომ მათი საზოგადოებრივი და პროფესიული მიღწევები მტკიცე ხასიათის არ არის და დიდ აღმაფრენებს ხშირად დაცემა მოჰყვება. პროფესიული, ფინანსური და სოციალური მდგომარეობის არასტაბილურია. ძალიან დიდი დაკვირვებითა და აკურატულობით უნდა წარმართონ თავიანთი ფინანსური საქმეები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პირადი ცხოვრებასაც. მიდრეკილნი არიან მრავალშვილიანობისკენ. შესაძლოა დაქორწინდნენ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეზე ან ზოგადად, პოპულარულ ადამიანზე.
მათი ცხოვრება და შინაგანი მდგომარეობა არსებითად არის დამოკიდებული მთვარის ფაზების ცვლაზე. ინიციატივები და საქმიანობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მათ შინაგან განწყობაზე. კარიერულმა წარუმატებლობებმა შეიძლება ნერვულ აშილობამდე და ისტერიკებამდეც კი მიიყვანოს.
სერგეი ვრონსკი
ინტუიცია და მგრძნობიარობა გონებაზე ბატონობენ. გეგმებისა და ზრახვების რეალიზება არათანმიმდევრულად, ინტერვალებით მიმდინარეობს, რასაც საპასუხო დარტყმებისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს. ინდივიდის პოზიციები მყარია, მაგრამ არა პროფესიასთან დაკავშირებით. შეიმჩნევა ცვალებადობა, მერყეობა, არასტაბილურობა როგორც პროფესიასთან, ისე სოციალურ მდგომარეობასა და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. პროფესია, როგორც წესი, არა გულის კარნახით, არამედ აუცილებლობით ირჩევა. ცვლილებების ფორმა და ხარისხიც დიდად არის დამოკიდებული მთვარის ასპექტების ძალასა და ხასიათზე სხვა პლანეტებთან და მთლიანი ჰოროსკოპის სხვა ელემენტებთან. მკვეთრად გამოსხივებული და გამოხატული „მთვარის გავლენა“ განსაკუთრებით ხაზს უსვამს მთვარის ესენციური ბუნების ნეგატიურ მხარეებს. მთვარის ფაზებთან ერთად, ადამიანის შინაგანი იმპულსები, მისი სულიერი მდგომარეობა და განწყობაც იცვლება. ამას ხშირად მიჰყვას ადამიანი (განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები) ნერვულ აშლილობამდე, ისტერიკებამდე. მამაკაცების შემთხვევაში, ეს სხვა ფორმით ვლინდება_წარმატება კარიერაში ქალებისა, ბავშვების, პუბლიკის, ბრბოს ან სახალხო მასების მეშვეობით.
პაველ გლობა
+ ავტორიტეტისა და აღიარების მოთხოვნა. „ბლატით“ და პროტექციით სარგებლობს. მკაფიოდ ასახულია ვიღაცის გავლენა. მაღალ პოსტამდე უმეტესად მშობლებს მიჰყავთ. მარტივად იღებს კარგ კარიერას, ადამიანი ამისთვის თითქმის არაფერს აკეთებს. შეუძლია დაეხმაროს სხვებს ემოციური სამყაროს გახსნაში. პოპულარულია. კარგი მდებარეობაა პოეტების, მხატვრების, მუსიკოსებისთვის.
– წინააღმდეგობა მშობლების მხრიდან კარიერაში. სახლსა და სამსახურს შორის იხლიჩება. ხელმძღვანელი მასზე ნეგატიურ ემოციურ გავლენას ახდენს. ზოგადად, კარიერული წინსვლისას ბევრ უარყოფით ემოციას აწყდება. ხშირად მისი მაღალი პოზიცია ფასადურია_ადამიანი, რომელსაც სხვები იყენებენ დიდ თამაშში. კარიერული ზრდა და დაქვეითება.
ფრენსის საკოიანი
ავტორიტეტისა და აღიარების მოთხოვნა. მშობლებს მაღალი სოციალური მდგომარეობა უჭირავთ და პატივმოყვარე გეგმებს აწყობენ შვილთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ძლიერია დედის ზემოქმედება. კარიერული წინსვლა უმეტესად ქალებზეა დამოკიდებული.
თქვენ კარგად მუშაობთ ხალხის მასებთან, რადგან ადამიანებს ინსტინქტურად ესმით თქვენი და მარტივად გიღებენ. საკუთარი „ბუდე“ არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ემოციების მეტი წილი კარიერისა და საზოგადოებრივი, და არა პირადი, ცხოვრებისკენ არის მიმართული. სავარაუდოდ, ისეთმა პროფესიამ გაგიტაცოთ, რაც სხვებზე ზრუნვას და სხვების უზრუნველყოფას უკავშირდება.
ავესალომ პადვოდნი: „ჭეშმარიტად რელიგიური ხალხი პოლიტიკურ არჩევნებს მისტერიად აღიქვამს“
მთვარე X სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.
ეს რთული მდგომარეობაა: ადამიანი შინაგანად საკმაოდ გულგრილია ძალაუფლების მიმართ, მაგრამ რა დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან და რა როლი უნდა შეასრულოს მის ცხოვრებაში, მისთვის გაუგებარია. მთვარის როლი კარიერასა და კონკრეტულ არჩევნებში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ქალების მხრიდან ზეგავლენით (ძირითადად დედის ფიგურის ჩარევით); დედის ან მისი სახების გავლენა ასევე ძალიან ძლიერია. ამ სახლის დაზიანებული მთვარის ტიპური გამოვლინებაა დედის მიერ განვითარებული პატივმოყვარეობა, აუცილებელი სიყვარულისა და ალერსის ნაცვლად. შედეგად, მოზრდილ ასაკში ადამიანი ცდილობს ამა თუ იმ იერარქიაში მაღალი პოსტის დაკავებით აინაზღაუროს დედობრივი სითბოს დანაკლისი.
დაუმუშავებელი მთვარე დიდ ეგოისტებს იძლევა, რადგან მიზნებისა და ამოცანების არჩევნები, ხელმძღვანელობასთან და ხელქვეითებთან ინტერაქცია, X სახლით, უპიროვნებო და ობიექტურ ურთიერთობას გულისხმობს; მთვარე კი, პირიქით, ადამიანის პიროვნულ-ემოციური პრინციპის გამომხატველია, ამიტომ მას ძალიან მოსწონს არჩევა, ხელმძღვანელობა და დაქვემდებარება გამორჩეულად პირადი ანგარებიანი ინტერესებით. დამუშვება უნდა მოხდეს უპიროვნებო დამოკიდებულების ჩამოყალიბებით X სახლის სიტუაციების მიმართ, მათი სულიერი როლის გააზრებით, რასაც ადამიანი ინტუიციურად გრძნობს, მაგრამ იმავდროულად მათი პროფანაციის (დამახინჯების, გახრწნის) უძლიერეს სურვილს განიცდის. ამ სურვილთან ბრძოლა ხანგრძლივი და რთული იქნება, მაგრამ სწორედ ეს მოეთხოვება ნატივს.
საშუალო დონეზე ადამიანს შეუძლია კარგად შეიგრძნოს კონკრეტული კარმა და სხვებსაც გადასცეს საკუთარი შეგრძნებები. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბუნებრივ სიზარმაცეს დაძლევს და პასუხისმგებლობას გააცნობიერებს იმ ადამიანებზე, ვინც პრაქტიკულად საკუთარი ბედისწერა გადასცეს ხელში და სულიერი მოსწავლეების თვალებით შესცქერიან. თავად მან კი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გასცეს ისეთი რჩევები, რომელთა აუცილებლობაც არ დგას, რათა რუხი მასწავლებლობის/სწავლების გზას არ დაადგეს.
ბორის იზრაიტელი
მთვარის ეს მდებარეობა ხელოვნების წარმომადგენლებს შორის უფრო ხშირად გხვდება. ძალიან ძლიერია დედის გავლენა პროფესიაზე. ადამიანი არ არის დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გზის არჩევისას. მას ძალზედ ამძიმებს მკაცრი სამუშაო გრაფიკები. თავს არიდებს პასუხისმგებლობას. მისი მოწოდება სხვა ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. მედპერსონალი, მზარეული, ყოფითი სამსახურის მუშაკი.
ბილ ჰერბსთი
კოლექტიური პასუხისმგებლობა. თქვენი დედობრივი ენერგია ძალიან ძლიერია, თუმცა კი ყოველთვის ვერ ცნობთ მას მოქმედებაში, რადგან ეს თვისება ბუნებრივად ზის თქვენში. სხვა ადამიანებზე ზრუნვა ღრმა ანაბეჭდია, ძლიერი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში აიღეთ თქვენს თავზე. ჩვეულებრივ, ეს არის რეაქცია თქვენს დედაზე. საშულო შემთხვევაში, დედა შესაძლოა მუდმივად თქვენს გვერდით იმყოფებოდა და თქვენთვის შემეცნებითი ძალის მაგალითს წარმოადგენდა. უკიდურეს შემთხვევებში, ის შეიძლება ყოფილიყო ძალიან ძლიერი და ყოველმხრივ მფარველი (ჰიპერმზრუნველობა) ან სუსტი და საერთოდ არ აკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გააცნობიერეთ, რომ თქვენი ამოცანა სხვებზე ზრუნვაა. თქვენი მფარველობა მხოლოდ იმ ადამიანებზე არ ვრცელდება, ვისთანაც პირადი ცხოვრებით ხართ დაკავშირებული, ის უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. მთვარის ეს მდებარეობა სამყაროს ყველა უბედურებაზე რეაგირებს („მსოფლიო სევდა“). თქვენ მონდომებით ეძებთ ბავშვს ყოველ ჩვენთაგანში და იქიდან გამომდინარე, რა მეთოდებით ახორციელებთ ამას, მოცემული პროცესი შესაძლოა გულითადი იყოს და ტრაგედიითაც დასრულდეს. ამოცანა_გამოეხმაროთ ყველა უბედურებას/გასაჭირს სპონტანურად, ცნობიერი ძალისხმევის გარეშე.
პროფესიული პატივმოყვარეობა. თქვენი დამოკიდებულება სოციალური მდგომარეობის მიმართ გარკვეულწილად კონსერვატულია, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ძლიერ გაღელვებთ კარიერის ჰარმონიული განვითარება, რადგან სამსახურის საქმეების რეგულარულად კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება _ მოცემული სიმბოლიკის გულია. რაც შეეხება რეალურ პროფესიას, თქვენთვის მეტად ბუნებრივია მომსახურების სფერო, ვიდრე წარმოების, რადგან ნივთებზე მეტად ადამიანები გიზიდავთ. თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც გადარჩენას, მფარველობას, მზრუნველობას, მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეხება. თქვენი პატივმოყვარეობა ძლიერ არის გადაჯაჭვული პირად უსაფრთხოებასთან.
მისიები და გზავნილები. ადამიანები კარგად ამჩნევენ თქვენში მოწყვლადი სირბილის და ძლიერი დამცავი ზედაპირის შეთავსებას, რაც საშუალებას აძლევთ დაუბრკოლებლად აღიქვან უნივერსალური გზავნილი. მართალია, თქვენი პირადი ემოციები ხანდახან თითქმის უხილავად ვლინდება, მაგრამ მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანებზე ყოველთვის შესამჩნევია. თქვენი არსებობა გვახსენებს ადამიანის ძირითად მოთხოვნას, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ დედობრივ თვისებებს_როგორ უნდა ან არ უნდა მოვიქცეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ გაგვიხსნათ დედობრივი გავლენის პროცესებისა და შედეგების არსი, ბავშვობის იმპრინტების ძალა და უსაფრთხოების მნიშნველობა, ამ სიტყვების ყველანაირი გაგებით.
მშობელი გარეგნულად გადაჯაჭვულია ადამიანთან. შესაძლოა თქვენ ოჯახში მშობლების კლასიკური როლები გადანაცვლებულია. მაღალი ალბათობით, თქვენი დედა დომინანტ როლს ასრულებდა გარესამყაროს შემეცნების ფორმირების პროცესში. მამა კი უფრო მეტად ქალური ბუნების, რბილი აღმზრედელი იყო, ვიდრე მტკიცე სტრუქტურის შემქმნელი ძალა, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებ სავარაუდოა. თავისთავად როლთა შეცვლა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ საგრძნობ ტენდენციას ქმნის,ჩვეულებრივ დიფერენცირებული,დედობრივი და მამობრივი როლების აღრევაში.
ავტორიტეტი. თქვენი ვარაუდით ავტორიტეტის კორექტული როლი მფარველობით, უსაფრთხოების უზრუნველყოფით და კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი ძალების გადაცემით გამოიხატება. ავტორიტეტული პოსტის დაკავების მოთხოვნა თქვენში ძალიან ძლიერია, მაგრამ ბოლომდე არ არის გაცნობიერებული. სინამდვილეში, ავტორიტეტული ან ძალაუფლებიანი მდგომარეობის დაკავებასთან დაკავშირებული გააზრებულმა არჩევანმა შესაძლოა კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ. თქვენ თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ბუნებრივად და ინსტინქტურად (მთვარის პრინციპი) ეხმიანებით სხვა ადამიანების მოთხოვნებს და ოფიციალური პოსტის თუ მდგომარეობის მეშვეობით.
Het Monster
წარმატება საზოგადოებრვი სარბიელზე, ცნობადობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაცემა. მერყეობა ცხოვრებაში. ძალიან ძლიერია ქალების გავლენა.
ინდუბალა
კარგი იდეები აქვს. მისგან შეიძლება დადგეს კარგი დამხმარე ბიზნესში. ეს ადამიანები პოპულარულები არიან, სალმიანი მასპინძლები, კარგი მშობლები, მზრუნველობით უვლიან ავადმყოფებს. კლასიკური ტექსტების თანახმად, დღეგრძელობითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში/ორგანიზაციებში აქტიურობით გამოირჩევიან.
ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
X სახლში ჩვენ კვლავ ვაწყდებით სტატუსით შეპყრობილ შინაგან მდგომარეობს, თუმცა აქ გამოკვეთილია არა იმდენად სტატუსის მიღწევისკენ სწრაფვა, არამედ ისეთი მდგომარეობა, თითქოს უკვე ვფლობთ ამ სტატუსს და მის საკადრისად უნდა ვიქცეოდეთ. წარმოდგენა იმაზე, რას მოითხოვს ჩვენი სტატუსი, ბუნებრივია, სუბიექტური და ფარდობითია. თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ მყარად ვიცავთ საკუთარ სტანდარტებს და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ მათზე თავდასხმას.
ჩვენ მძიმედ ვმუშაობთ ძალაუფლების მისაღწევად, ვესწრაფვით ლიდერობას. უკიდურეს შემთხვევაში, ვცდილობთ ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ სხვებმა ვერ შეძლონ ჩვენზე დომინირება.
ამ მთვარის პატრონები ცდილობენ იყვნენ ძლიერი ინდივიდები და მყარად იდგნენ ფეხზე. ამასთან, შეუძლიათ მათი უფლებების იგნორირება, ვინც საფეხურით დაბლა დგას. X სახლში ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, როგორ გვიცქერენ და გვაფასებენ გარშემომყოფები. აფსუს! ყველა ძალაუფლების მპყრობელი ვალდებულია უკან მიიხედოს თავისი ამომრჩევლების, ხელქვეითებისა და დაქვემდებარებულებისკენ.
X სახლის მთვარით ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ფართო სამეგობრო და სანაცნობო წრე გვყავდეს იმისათვის, რომ პოპულარულები ვიყოთ საზოგადოების ყველაზე განსხვავებულ ფენებში. თუმცა ამასთან ერთად, პირადი კონტაქტი, პიროვნული ჩართულობა რომელიმე ჯგუფთან ჩვენთვის დამახასიათებელი არ არის. ჩვენ მოგვწონს პოპულარობა, საზოგადოების გულის როლი. ინტიმური ურთიერთობების უუნარობა საჯარო შექებით კომპენსირდება. თუმცა ასეთი ჩანაცვლება ყოველთვის ვერ აგვაცილებს თავიდან იმედგაცრუებას. მაგალითად, მთვარე თხის რქაში სავსებით კმაყოფილია ასეთი სიტუაციით, მაგრამ არა სასწორი მთვარე, თავისი უფრო ინტიმური ურთიერთობების ძლიერი შინაგანი მოთხოვნით, რასაც ბლოკავს X სახლი, სადაც სასწორი მთვარე იძულებული ხდება დაკმაყოფილდეს ფართო აღიარებითა და აღტაცებით, ახლო პირადი ურთიერთობების ნაცვლად. ხანდახან ეს ბასრ პრობლემებში გადაიზრდება, თვითშეგრძნების კრიზისის სახით.
ცნობილი ადამიანები X სახლის მთვარით:
ვერძში: Bill Gates, Céline Dion, Tyra Banks, Salvador Dalí, Gary Oldman, John Forbes Nash, Lauren Bacall, Srinivasa Ramanujan, Didier Drogba, Guy Corneau, Emiliano Zapata…
კუროში: Meryl Streep, Chris Brown, Jean Reno, Robert Downey Jr., Charles Prince of Wales, Frida Kahlo, Brigitte Nielsen, Iggy Pop, Bobby Fischer, Nick Jonas, Jerry Lewis, Bernard Arnault, Yul Brynner, Delta Goodrem, Alexandre Dumas, Ian Anderson, Clyde Barrow…
ტყუპები: José Bové, Heidi Klum, Tina Turner, Brooke Shields, Audrey Pulvar, Roger Moore, Karunanidhi, James Spader, Chris Noth, Marie Laforêt, Farah Pahlavi, Julie Delpy, Dave Navarro, Doris Day, Lisa Edelstein, Art Garfunkel, Franz Joseph Haydn, Beverly d’Angelo, Irène Jacob, Rudyard Kipling, John Keats…
კირჩხიბში: Kurt Cobain, Harrison Ford, Roman Polanski, Laetitia Casta, Nicole Richie, Guy de Maupassant, Guillaume Canet, Franklin D. Roosevelt, Olivia Newton-John, Ramana Maharshi, Nick Carter, George Orwell, Antonin Artaud, Robert F. Kennedy, Caligula, Igor Stravinsky, Olivia de Havilland, Lilian Thuram, Mayer Amschel Rothschild, Donny Osmond, Steve Wozniak…
ლომში: Mahatma Gandhi, Megan Fox, Hassan II of Morocco, Jawaharlal Nehru, Paul Verlaine, Fernando Pessoa, Nancy Reagan, Erasmus, Melody Thomas Scott, Charlotte Church, Joseph Campbell, Victor Noir, Sydney Omarr, Kris Kristofferson, Ralph Waldo Emerson, Sonny Bono, Bing Crosby…
ქალწულში: Keith Richards, Lance Armstrong, Marquis de Sade, Rudolf Steiner, David Lynch, Jay Kay, Anne Parillaud, Danielle Darrieux, Rebecca Gilling, Georges Simenon, Akira Kurosawa, Alexander Hamilton…
სასწორში: Jude Law, Sylvester Stallone, Nicolas Cage, Maria Callas, Anne Hathaway, Shania Twain, Bradley Cooper, Ray Charles, Ray Liotta, Niels Bohr, Benjamin Netanyahu, Martin Heidegger, Frida Boccara, Alessandra Martines, Donald Rumsfeld…
მორიელში: Gisele Bündchen, Mila Kunis, Patricia Bündchen, Raquel Welch, Priscilla Presley, Michael Hutchence, Nathalie Delon, Rosanna Arquette, Rebecca Romijn, David Trezeguet, Abdullah II of Jordan, Billy The Kid, Shirley Bassey…
მშვილდოსანში: Bertrand Cantat, Naomi Campbell, Adele, Pamela Courson, Sylvia Browne, David Grohl, Letizia Ortiz, Thomas Jefferson, Lucky Luciano, Yuri Gagarin, Ritchie Valens, Ethel Kennedy, Margot Fonteyn, Montesquieu, Billy Graham…
თხის რქაში: David Beckham, Rachida Dati, Stevie Nicks, Pierre Palmade, Robert F. Kennedy, Naveen Andrews, David Spade, Zucchero, Richard Pryor, Suzi Quatro, Ron Howard, Eddie Kidd…
მერწყულში:Ashton Kutcher, Charles Manson, Salman Khan, Jeanne Moreau, Melanie Griffith, Tony Blair, Vivien Leigh, Prince of Asturias, Richard Wagner, Jennifer Jason Leigh, Helen Mirren, George Lucas, Lana Turner, Angela Davis, Flavio Briatore…
თევზებში: Ricky Martin, Jean-Baptiste Maunier, Ben Stiller, Klaus Kinski, Juliette Lewis, Joni Mitchell, Franz Schubert, Christina Applegate, Jennifer Grey, Gene Tierney, Prosper Mérimée, John Denver, Nikolai Rimsky-Korsakov, Georges Clemenceau, Ginger Rogers, Louis Renault…
ავტორი: Qet Adastra