„ოჯახური კერის სიყვარული“
ამ მზრუნველ ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი სახლი, ოჯახი, სამშობლო და მიწა. მკაცრად იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. შთამომავლობის გაგრძლების თემას ბოლო ადგილი ნამდილად არ უკავია მის გონებაში. უყვარს ანტიკვარიატის კოლექციონირება. სათუთად უფრთხილდება ოჯახურ რელიქვიებს. ძალიან ეგოცენტრულია და საკმაოდ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს „მე“ და „ჩემი“ ნაცვალსახელების მიმართ. დაღლილობისას, რეალობას შორდება, საკუთარ სამყაროში განმარტოვდება, რომელიც თითქმის ყოველთვის მის სახლში მდებარეობს.
ის ოჯახისთვის არის დაბადებული. დედის გავლენა ძალიან ძლიერია. საერთოდაც, მთელი ცხოვრება მშობლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ცხოვრების დასასრული მნიშნველოვანი ოდენობის ფულის შემოდინებით აღინიშნება.
ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული ქონებრივი დანაკარგები განიცადოს მოტყუების, ქურდობის ან თაღლითობის შედეგად. ხშირად ინტერესდება საკუთარი გვარისა და წარმომავლობის ისტორიით, გატაცებით იკვლევს გენეტიკურ ფესვებს. ძალიან უყვარს საოჯახო ალბომები.
მათთვის ძალიან მნიშნველოვანია სექსულური პრობლემების მოგვარება, რადგან სწორედ ამას მოაქვს ემოციური სიმშვიდე და გონების წონასწორობა.
სერგეი ვრონსკი
ჰარმონიული ურთიერთობა დედასთან და სხვა მდედრობითი სქესის ოჯახის წევრებთან. არც ისე იშვიათად წინაპრების, მშობლების საოჯახო საქმეებს აგრძლებენ. აინტერესებთ ანტიკვარული ნივთები. მყარი და სტაბილური ცხოვრების წესი, იუპიტერის მხრიდან დადებითი კონფიგურაციის ან დომინანტი IV სახლის შემთხვევაში.
მთვარის ნეგატიური გამოვლენა (ცვალებადობა და არასტაბილურობა) დამოკიდებულია მის ნიშანსა და ასპექტებზე სხვა პლანეტებთან და ჰოროსკოპის სხვა ელემენტებთან. მთვარის ძლიერი კოსმიური სტატუსი მხოლოდ განამტკიცებს და აძლიერებს ყველაფერ ფასეულსა და მნიშვნელოვანს, სუსტი_გაანადგურებს. მთვარის დადებითი ასპექტები შინაგან თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, წარმატებასა და პოპულარობაზე, დაფასებასა და პატივისცემაზე მეტყველებს. საიდან უნდა ელოდოთ ამ ყველაფრს, აჩვენებს სახლები, პლანეტებთან ერთად, რომელთანაც მთვარე დაკავშირებულია ასპექტებით.
მთვარის ეს მდებარეობა განსაკუთრებით დადებითია ქალებისთვის. ხშირად მიუთითებს სამუშაოზე სახლის პირობებში, ასევე კეთილდღეობაზე საწინააღმდეგო სქესის მხრიდან. დაზიანებისას _ მერყეობა, არასტაბილურობა, გაურკვევლობა, იძულებითი ცვლილებები: გადაადგილებები, კონფლიქტები და განხეთქილებები შინაურებთან. სატურნთან ცუდი ასპექტი ცხოვრების უბედური დასასრულის მანიშნებელია. ქალებში საშიში და გაჭიანურებული დაავადებები, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა, დანაკარგები და იმედგაცრუებები, სევდა და უბედურება სხვა ქალების გამო.
პაველ გლობა:
+კარგი ოჯახი. ადამიანი შექმნილია ოჯახური ცხოვრებისთვის. მისი ემოციური ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულია ოჯახურ ურთიერთობებზე. პატრიოტიზმის, ოჯახური და მშობლიური ტრადიციების გამტარებლები. დედის ძლიერი გავლენა. დიდხანს ახსოვთ ბავშვობის შთაბეჭდილებები. მიჯაჭვულნი არიან სახლზე, მიწაზე. კარგი მეურნეები. სიუხვე და ბედნიერება სახლში. დახმარება მშობლების მხრიდან. ნეპტუნისა და პლუტონის ძლიერი მდგომარეობისას, ძირითადად წყლის ნიშნებში, მთვარე IV სახლში ბადებს ინტერესს ოკულტიზმის მიმართ. შეიძლება გახდეს საიდუმლო ოკულტური ტრადიციების გამტარებელი. გარდაცვლილი ნათესავები აფრთხილებენ (სიზმრები, ნიშნები) მოსალოდნელ კატასტროფებზე.
– სახლში არ არის ბედნიერება და ჰარმონია. ხშირად იცვლის საცხოვრებელს. ნოსტალგია სამშობლოზე, ბავშვობაზე, გაქარწყლებულ ილუზიებზე. მატერიალური კომპლექსები. დახმარებას ვერ იღებს.
ფრენსის საკოიანი
შექმნილნი არიან ოჯახისა და სახლისთვის. უბედურები არიან ოჯახური ბედნიერების გარეშე. განწყობა დამოკიდებულია ოჯახურ ურთიერთობებზე. იმყოფებიან მშობლების ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით დედის. სიამოვნებით უძღვებიან მეურნეობას. შეიძლება კარგი საქმოსნები გახდნენ, თუ დაკავდებიან საკვები პროდუქტების, მიწის ან საბითუმო საქონლის ვაჭრობით.
თქვენ ძლიერ ხართ მიჯაჭვული წარსულზე და იმ ადგილზე, სადაც დაიბადეთ, მემკვიდრეობასა და ოჯახურ ტრადიციებზე. შეიძლება გაგიჭირდეთ ბავშვობის ჩვევებისა და როლებისგან ჩამოშორება. დედასთან კავშირი უკიდურესად ძლიერია და მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრებისგანაც ასეთივე (დედობრივ-მზრუნველ)დამოკიდებულებას ელით.
ავესალომ პადვოდნი: „სამყაროს დედა“
მთვარე IV სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.
ამ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის გაგება. მისი ქვეცნობიერის სიღრმეებში არსებობს ორი ძლიერი პროგრამა, რომელთა გაცნობიერება ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად შეუძლია, თუმცა კი ამ პროგრამათა შინაარსი საკმაოდ პრიმიტიულია.
პირველი არის წმინდა მომხმარებლური ცხოვრებისეული პოზიცია: „სამყარო იმისთვის შეიქმნა, რომ მასიამოვნოს. ადამიანები_ჩემი მოთხოვნებისა და კაპრიზების დასაკმაყოფილებლად“. პრაქტიკაში ამ პოზიციის დადასტურების მიღწევა საკმაოდ რთულია, ამიტომ ასეთ მიდგომას ეგზისტენციალური ფრუსტრაციისკენ მიჰყავს. ადამიანი არაკომფორტულად და უხერხულად გრძნობს თავს. სადღაც ახლოს მუდმივად დაძრწის მშობლიური სახლის აჩრდილი, ჩალეწილი ფანჯრებით, გაფუჭებული სახურავითა და მშიერი სიღატაკით. დაზიანებისას, ადამიანი სიტყვა სიტყვით პირდაპირ ხელიდან გლეჯს გარშემომყოფებს „საკვებს“. ჰარმონიული ასპექტებისას, ზუსტად იმავეს აკეთებს, მხოლოდ უფრო მისაღებ ფორმებში_ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ნებაყოფლობით აძლევენ სარჩოს.
ამ მდებარეობის დამუშავებას მოჰყვება მეორე ფუნდამენტალური პროგრამის აქტივაცია: „მე უნდა დავაპურო და დავიცვა სამყარო შიმშილისა და სიცივისგან“. როგორი ფორმებით განხორციელდება ეს, მთვარის საერთო მდგომარეობა აჩვენებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, თავიდან „სამყაროდ“ აღიქმება საკუთარი ოჯახი და მხოლოდ საკმაოდ გვიან ხდება ამ პოსტულატის გავრცელება ადამიანთა უფრო ფართო წრეებზე.
ეს მდებარეობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მწვავე კონფლიქტს წარმოშობს ეგოისტურ და ალტრუისტულ პროგრამებს შორის, რასაც კიდევ უფრო ძაბავს ადამიანის ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესები, სადაც თავად ნატივი მხოლოდ ხანგრძლივი, კონსერვატული დაკვირვებების შედეგად აღწევს.
რელიგიურობა იწყება ღრმა მისტიური შეგრძნებებით, რომლის აზრიც შემდეგი შინაგანი რწმენით გამოიხატება: „ღმერთი არ დამტოვებს თავისი პროტექციისა და სუბსიდირების გარეშე“; უფრო ამაღლებულ დონეზე: „ღმერთი იმ ადამიანებს გამომიგზავნის, ვინც დაცვასა და გამოკვებას საჭიროებს“…და ის მართლაც უგზავნის.
დამუშავების დონიდან გამომდინარე, ამ ადამიანის სახლი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც საშინელ სანახაობას, სიბინძურისა და ქაოსის განსახიერებას, ისე ჰარმონიული მოხმარების პრინციპის მაგალითს. დამუშავებისას, ის საიმედო თავშესაფარი ხდება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გაჭირვების ჟამს ბედის განგებით იქ აღმოჩნდება.
ბორის იზრაიტელი
უაღრესად ძლიერი კავშირი დედასთან. ამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობისგან თავის დაღწევა და „დიდ სამყაროში ფეხის შედგმა“ მეტად პრობლემატურია. ადამიანი მტკივნეულად მოწყვლადია. თითქმის ყოველთვის ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფება. უსაფრთხოების გადაჭარბებული მოთხოვნა აქვს. მუდამ თავშესაფარს ეძებს. შინაყუდაა.
ბილ ჰერბსთი
მიკროკოსმი. მთვარის IV სახლში მდებარეობა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი შინაგანი ტაძარი, თავისი ბუნებით, ჭეშმარიტად ემოციურია. უსაფრთხოება, თავდაცვა და იდუმალება _ თქვენი მთავარი თემებია. ემოციური მოთხოვნების ყოველდღიური მერყეობა და მათი დაკმაყოფილება თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის. დედობრივი შთაბეჭდილებები (იმპრინტები) აქ კედლებად არის ქცეული, ამ სიტყვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობით. მახეს წარმოადგენს ზღვარგადასული ემოციური თავდაცვა. თქვენ თავს იმდენად დაუცველდ გრძნობთ, ხშირად ერიდებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ამოცანა _უზრუნველყოთ საკუთარი თავი და ყველა საყვარელი ადამიანი მყარი ემოციური ფუნდამენტით.
პირადი უსაფრთხოება. თქვენი ოჯახური ინსტინქტები მეტად ძლიერი, ღრმა და ამოუწურავია. ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი მხრიდან დაცულობის შეგრძნების მიღება ერთ მთლიან ემოციური გრძნობაში ირწყმის, რადგან თქვენი პირადი უსაფრთხოება განუყოფელია საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებისგან. წარსული ძლიერ ზეგავლენას ახდენს. თქვენი ემოციური შტამპები ტრადიციულიც არის და კონსერვატულიც. მახე _ თქვენ შეიძლება გადაჭარბებულად დიდ სასიცოცხლო ძალებს ხარჯავდეთ უსაფრთოხების მიღწევისა და შენარჩუნებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება ილუზორული ან უკეთეს შემთხვევაში დროებითი აღმოჩნდეს. ამოცანა _ დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შინაგანი სამყაროდან იწყება, რადგან გარესამყაროს კონტროლი არაეფექტურია მეთოდია პირადი უსაფრთხოების შესაქმენლად. აი, საკუთარი ემოციების მართვა და ადრეული ასაკიდან დედასთან ურთიერთობის დალაგება ნამდვილად შეგიწყობთ ხელს ემოციური უსაფრთხოების მიღწევაში.
ემოციური შტამპები. ცხოვრების საწყის ეტაპზე გარემოცვა თბილი და რბილი ემოციების მდინარედ იქცა, ემოციური შტამპების შთანთქმა ყველაზე მეტად ემპათიის მეშვეობით ხდებოდა. თქვენ თითქოს ინტუიციურად გრძნობდით, რომ აუცილებელი იყო საკუთარი თავის აღმზრდელი ან რომელიმე გარშემომყოფის აღმზრდელი გამხდარიყავით, რადგან გარემოებები მუდმივად გიქმნით ისეთ სიტუაციებს, სადაც თქვენი ზრუნვა და დაცვა აუცილებელი ხდება. აქიდან გამომდინარე, თქვენ საკუთარ თავზე ზრუნვას, სხვებზე ზრუნვის მეშვეობით სწავლობთ. ადრეულ ასაკში შეძენილი ჩვევები ძნელად კვდება, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში. ბავშვობის ჩვევები დიდხანს გებღაუჭებათ საკუთარი პროგრამის დასრულების შემდეგაც კი. ამ შტამპების არსი კი აღზრდისა და დაცვის თემებია.
მშობელი შინაგანად მიჯაჭვულია ადამიანზე. დედის ზემოქმედება უკიდურესად მნიშვნელოვანია მთვარის ამ მდებარეობისას. ყველაზე დიდ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე სწორედ დედა ახდენს. თითქოს ინსტინქტების უშუალო გადაცემა მოხდა დედისგან შვილზე, რადგან თქვენ არამხოლოდ დედის აღქმას ინახავთ საკუთარ თავში, არამედ მისი როლიც გადმოგაქვთ ოჯახში. მთვარე ყოველთვის ღრმა გავლენას ახდენს ცხოვრების სტრუქტურაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის განსაკუთრებით ძლიერად ზემოქმედებს პიროვნებაზე. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ რეალურ ურთიერთობას დედასთან, ეს დამოკიდებულია ბევრს სხვადასხვა ფაქტორზე, რომელსაც ადგილი აქვს ამ პლანეტა/სახლის არც თუ ისეთ მარტივ კავშირთან, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ დედის, როგორც სიმბოლოს როლი თქვენ სულში ზედოზირებულად მჟღავნდება.
პრივატული ინტუიცია. პირადი ინტუიცია ზემოთ-ქვემოთ ხტის ხან ძალიან ძლიერ, ხანაც საერთოდ შეუმჩნევლად. არასოდეს დაკარგოთ კონტაქტი შინაგან ემოციურ „მესთან“, რადგან თქვენი შინაგანი წინამძღოლები თქვენი მცველები არიან, რომლებიც ყოველთვის გაფრთხილებენ მოსალოდნელ საფრთხეზე. საინტერესოა, რომ პლანეტის ამ სახლში მდეობარეობისას, რომელიც ასე ძლიერ აქცენტირებს ეგოცენტრიზმზე, არც ისე იშვიათად ვაკვირდებით ინვერსიას: თქვენ მიღებულ გზავნილების ინტერპრეტაციას არა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე ახდენთ ,განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების დაცვისა და აღზრდის ინტრუქციებში ტრანსფორმირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი თვითშეგრძნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სხეულის შეგრძნებებით. თქვენი ფსიქოლოგიური ტერიტორია მარტივად იტაცებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ემოციურ ინტერაქციაში იმყოფებით. თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი თავის ნაწილად განიხილავთ სხვა ადამიანებს.
Het Monster.
გაურკვეველი მდგომარეობა. ცნობადობა ცხოვრების ბოლოსკენ.
ინდუბალა
ზემგრნობიარე ხალხია, სასიამოვნო ურთიერთობაში, გონიერი და შემეცნებითი. უამრავი ცოდნა აქვთ, კარგ ადამიანებთან მეგობრობენ. ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. მშვენიერ ადგილებში ცხოვრობენ. არიან ქონების მესაკუთრენი. ზედმეტად მომთხოვნები იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც მათთან ცხოვრობს.
ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნლოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
IV სახლი მშობლიური კერისკენ გვაბრუნებს. აქ მნიშნველოვანია მოდუნება, შინაური მდგომარეობის შექმნა ნებისმიერ პირობებში, როგორც სახლში, ისე მეგობრებსა და მსგავსი ტიპის ადამიანებთან.
IV სახლის მთვარე აჩვენებს სიახლოვისა და სითბოს ძლიერ მოთხოვნას, მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ნებისმიერ ურთიერთობაში. ამ პოზიციისას, მთვარის სინაზე თავისუფლად შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სახლის კედლებში. ადამიანისთვის ყოველთვის აუცილებელია ოჯახური კერის სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნება ყველაგან, სადაც მის გარშემო ახლო და მშობლიური ადამიანები იმყოფებიან. ძალიან არ უყვარს ოჯახთან განშორება, თუნდაც მცირე ხნით. მისი სახლი ორი ჩახუტებული ზაზუნას (ზესრულყოფილი სიახლოვის) ბუდეს ჰგავს. სიახლოვე კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ სახლის მთვარისთვის. მას უყვარს შეხება, ემოციური სიახლოვისა და კუთვნილების შეგრძნება. მთვარის ეს პოზიცია დამოკიდებულს ხდის მფლობელს სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების გრძნობებზე. დიდ სამყაროსთან დამოკიდებულებაშიც, სადაც ყველა უცნობი და უცხოა, ის საფრთხესა და მღელვარებას გრძნობს და არც ისე დიდი ხალისით ემშვიდობება ოჯახურ ბუდეს. დამატებითი ასპექტების არსებობის შემთხვევაში, ეს მდებარეობა შეიძლება „წითელი პატრიოტიზმის“ სახით გამოვლინდეს.
ცნობილი ადამიანები IV სახლის მთვარით:
ვერძში: Marlon Brando, Ellen Degeneres, Jamie Lee Curtis, Wassily Kandinsky, Emile Zola, Marc Bolan, Raphael, Dennis Hopper, will.i.am, Miguel de Cervantes, Sonia Braga, Al Jarreau, Johann Strauss I…
კუროში: Lindsay Lohan, Prince Harry of Wales, Elton John, Carole Bouquet, Ronald Reagan, Carrie Fisher, Michael Landon, Denis Leary, Hans Christian Andersen, Rocky Marciano, Graham Chapman, Maxim Gorky…
ტყუპებში: Barack Obama, Jennifer Lawrence, Catherine the Great, Roseanne Barr, William Burroughs, Wayne Gretzky, Marguerite Steinheil, Dylan McDermott, Jason Alexander…
კირჩხიბში: Shakira, Dave Gahan, Bo Derek, Liza Minnelli, Elisabeth Kübler-Ross, Madeleine Vionnet, Annie Besant…
ლომში: Halle Berry, Marie Trintignant, Ingrid Betancourt, Dakota Fanning, Beigbeder, Eva Peron, Queen Latifah, Carlos Santana, Maria Shriver, Peter O’Toole, Martha Graham, Slobodan Milosevic, Crispin Glover…
ქალწულში: Michelle Pfeiffer, Matthew McConaughey, Mickey Rourke, Gérard Lanvin, Genghis Khan, Gina Lollobrigida, Leo Tolstoy, Arthur Schopenhauer, Kenneth Branagh, William Faulkner, Claude Lelouch, Joe Perry, Peter Fonda, Albert Brooks…
სასწორში: William Shakespeare, Helena Blavatsky, Mel Gibson, Romy Schneider, Sting, Fergie, Joan of Arc, Fidel Castro, Louis Vuitton, Dany Boon, Tina Fey, Rudolf Nureyev, Tony Curtis, Billy Joel, Pierre Richard, Kate Capshaw, Noah Wyle, Helen Shaver, Boris Pasternak, Domenico Scarlatti…
მორიელში: Beyonce Knowles, Robbie Williams, Alfred Hitchcock, Alanis Morissette, Eddie Murphy, Matthew Perry, Agnetha Faltskog, Lulu Gainsbourg, Christine Chubbuck, Steve Martin, John Steinbeck, Maria Montessori, Marguerite Yourcenar, Cyrano de Bergerac, Jean-Marc Morandini, Friedrich Hegel, Prince Andrew Duke of York, Paula Yates, Michael Ballack, Molly Ringwald, Ennio Morricone, Johnny Mathis, Louis Lumière…
მშვილდოსანში: Wolfgang Amadeus Mozart, Emma Watson, Ted Bundy, Donald Trump, Tiger Woods, Sofia Essaïdi, Howard Hughes, Naomi Watts, Christopher Reeve, Honoré de Balzac, Nicolaus Copernicus, Franz Liszt, Andy Murray, Tim Robbins, Montgomery Clift, Salvatore Adamo…
თხის რქაში: Sophie Marceau, Aishwarya Rai, Jon Bon Jovi, Denzel Washington, Raymond Domenech, Paula Abdul, Annie Lennox, Tara Reid, Elizabeth Montgomery, Claude Lévi-Strauss, Gene Kelly, Adolf Eichmann, Doc Gynéco, Georges Bizet, Thomas Woodrow Wilson…
მერწყულში: Sarah Palin, Cat Stevens, Joe Jonas, Neil Young, Charles Dickens, Eddie Van Halen, Alexandra David-Néel, Romane Bohringer, Alfred Nobel, Chevy Chase, Aldo Gucci…
თევზებში: Kim Kardashian, Prince, Robin Williams, Edgar Allan Poe, Molière, Johann von Goethe, Simone de Beauvoir, Samy Naceri, Evan Rachel Wood, Olivier Besancenot, Astrid Veillon, Mata Hari, Helen Keller, Richard Berry, Gianni Versace, Joe Dimaggio, Stedman Graham, Joan Cusack, André Citroën…
ავტორი: Qet Adastra