ნათალური მთვარე VI სახლში

ნათალური მთვარე VI სახლში

„ადაპტირებადი“

რადგან თავად ბრწყინვალე მუშაკია, სხვებისგანაც შრომისმოყვარეობის აქტიურ გამოვლენას ელის. ყურადღებიანია და თითქმის დედობრივ მზრუნველობას ავლენს ხელქვეითებისა და თანამშრომლების მიმართ. სიამოვნებით და დროულად ემსახურება ადამიანებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გამასპინძლებას ეხება. კარგი მზარეულია. დროდადრო ჩვევებს იცვლის. მომატებული ნერვული დაძაბულობა შეიძლება ფსიქოსომატურ დაავადებებში გადაიზარდოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია და უშუალოდ არის დაკავშირებული მენტალურ და გრძნობით სისტემასთან. ხშირია მიდრეკილება იპოქონდრიისკენ. ემოციები დიდ გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე და არსებითად განსაზღვრავს დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან.

ასეთ ადამიანს ხშირად უწევს სამუშაო ადგილის შეცვლა. ამ მთვარის მფლობელი ხელმძღვანელი დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს მუშაკებს, ხელქვეითი კი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, თუ მთვარე ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ დგას.

სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს, საჭიროა განმწმენდი და მოწესრიგებული დიეტის დაცვა. საერთოდ, ეს ადამიანები ხშირად მუშაობენ რესტორნებში, კვებით ობიექტებზე ან შინაურ ცხოველებთან. შესაძლოა სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიშიც კი, დაავადებები ღრმა ბავშვობაში,

დიდი სურვილი აქვთ სარგებლობა მოუტანონ საზოგადოებას, იყვნენ სოციალურად საჭირონი პროფესიული პასუხისმგებლობის კუთხით. ყველა შესაძლებლობას თუ ხელსაყრელ შემთხვევას გამოიყენებენ შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად, უკეთესი შედეგების წარმოსაჩენად. მათ სხვისთვის ხელის გამართვა და დახმარება უფრო მოსწონთ, ვიდრე დახმარების მიღება. საჯარო სამსახურში დიდხანს ვერ ჩერდებიან, რადგან რუტინა არ უყვართ და ყოველთვის ეძებენ შრომითი თვითგამოხატვის ინოვაციურ მეთოდებს.

დაზიანებული მთვარე მიუთითებს ხელქვეითებისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, შეიძლება უმუხთლონ თანამშრომლებს. ამ მთვარის მფლობელებმა სერიოზულად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და თავი აარიდონ ზღვარგადასულ ცვლილებებს და გაურკვევლობას სამუშაო სფეროში.

ასეთი ადამიანის დედა, როგორც წესი, არ არის უზრუნველყოფილი ახალგაზრდა ასაკში.

სერგეი ვრონსკი:

მთვარის ეს მდებარეობა კარგია მათთვის, ვინც სხვებს ემსახურება და ცუდია მათთვის, ვისაც ემსახურებიან, რადგან მათი „მსახურები“ გარკვეული დაავადებებით ან შეზღუდვებით ხასიათდებიან. არც ისე იშვიათად ეს ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლის მაუწყებელია _ ადამიანი, რომელიც სრულიად არის დამოკიდებული მათზე, ვინც მას ემსახურება. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას, თუ მთვარეს მარსი, სატურნი ან ნეპტუნი აზიანებს. შესაძლო დაავადებას მიუთითებს ის ნიშანი, რომელზეც იმყოფება მეექვსე სახლის კუსპიდი.

ნებისმიერი პროფესია მოითხოვს უსაფრთხოებას, საიმეოდოობასა და გარანტიებს. ხშირად ეს ინდივიდი ცუდი ხელმძღვანელი, მაგრამ ბრწყინვალე ხელქვეითია. ქალებს ელით საშიში დაავადებები  ახალგაზრდა ასაკში ან მშობიარობის დროს (თუ მთვარეს სატურნთან მავნე კონფიგურაცია აქვს).

პაველ გლობა

+ ადამიანი ნაყოფიერად მუშაობს, როდესაც კარგ განწყობაზეა. ხშირია ცვლილებები სამსახურში. ძალიან არის დაკავებული ჯანმრთელობით. ძლიერ მგრძნობიარეა საკუთარი ორგანიზმის, სხეულის ბიორითმების მიმათ. შეუძლია დაავადებათა ფსიქოლოგიურად აღკვეთა და თვითგანკურნება. სიყვარული ცხოველებისადმი, დახმარება მათი მხრიდან.

-იპოქონდრია და კაპრიზულობა. სამუშაოსადმი ემოციური დამოკიდებულება დაქვემდებარების/დამორჩილების უუნარობის გამო. შეუგუებლობა, დეპრესია და დამამცირებელი მდგომარეობა სოციალური კლიმატის ზემოქმედებით. არსებობს შინაურ ცხოველებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების, დამონების  საფრთხე.

ფრენსის საკოიანი:

არასტაბილური ჯანმრთელობა, რაც  განპირობებულია ემოციებით, იპოქონდრიით, ფსიქოსომატური დაავადებებით. ემოციები დიდ გავლენას ახდენს სამუშაოს ნაყოფიერებაზე, ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ აუცილებლად საჭიროა დიეტა. კარგი მზარეულები არიან. ძალიან უყვართ შინაური, პატარა  ცხოველები.

 უყვართ დახმარება  და ინსტინქტურად პოულობენ ისეთ ადამიანებს, ვინც თანადგომას საჭიროებს. ღრმად აქვთ გამჯდარი სხვების ცხოვრების გაუმჯობესების ან მოწესრიგების ტენდენცია, რაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს მათთვის, ვისაც არ სურს „უკეთესობისკენ შეცვლა“ და დახმარების მიღება. მათი აზრით, სიყვარული და ზრუნვა სრულიად კონკრეტული და ხილული მსახურებით უნდა გამოიხატოს.

ავესალომ პადვოდნი: „შრომისმოყვარეობის ნიჭი, შეიძლება ყველაზე ფასეული ღვთაებრივი ძღვენია“

მთვარის ამ მდებარეობის კარმული ამოცანა შრომისმოყვარეობის გამომუშავებაა _ ქვეცნობიერად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი სამუშაოს მიმართ, რაც ცხოვრების გზაზე ხვდება.

თუ მთვარე ჰარმონიულად დგას რუკაში, ადამიანს არ ეშინია შრომის და უნარი აქვს, შინაგან კმაყოფილებას მიაღწიოს ნებისმიერი ტიპის სამუშაოს შესრულებით. კეთილსინდისიერი შრომა მისი ბუნებრივი თვისებაა. თუმცა დროთა განმავლობაში, შეიძლებს გადაუაროს, თუ ის თანდათან მოუკლებს კარმული ამოცანების დამუშავებას. ჰარმონიული მთვარე მიდრეკილია იმის გამოყენებისკენ, რაც სხვისთვის არის განკუთვნილი, რაც მოცემულ შემთხვევაში ბადებს სიზარმაცეს, მაგრამ არა პათოლოგიურს: სამუშაოს 80% ადამიანი მაინც შეასრულებს და მხოლოდ დანარჩენის მიფუჩეჩებას შეეცდება.

დაზიანებული და დაუმუშავებელი მთვარე, VI სახლში იძლევა პათოლოგიურ სიზარმაცეს; ადამიანს საერთოდ არ შეუძლია აიძულოს თავი იმუშაოს: გონება უჭედავს, ინტრუმენტები ხელიდან ცვივა, სამუშაო ადგილთან მიახლოებისას გული უღონდება. ცუდად აღზრდილი ქვეცნობიერი თვლის, რომ დატვირთვა უკიდეგანოა და დამცავ რეაქციას რთავს.

აქ დამუშავება საკმაოდ რთულია, რადგან საჭიროა არსებითად და არა მენტალურად დაირწმუნოს თავი იმაში, რომ აშკარად დაუძლეველი (ხშირად საზიზღარი) სამუშაო უნდა შესრულდეს. ამასთანავე, ძირითად მენტალურ არგუმენტს „ან არა და უარესი იქნება“ მთვარე (ქვეცნობიერი) ვერ აღიქვამს, რადგან აწმყო ტერმინებით  აზროვნებს. ამიტომ, პოტერნციური უსიამოვნებები მისთვის სუსტ როლს ასრულებს.

VI სახლის მთვარე დიდ შესაძლებლობებს იძლევა: ნებისმიერი უნარების შესწავლა, ყველა ინტრუმენტის დამორჩილება და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კომფორტული ემოციური ფონი. ასევე საკუთარი ცხოვრებისა და მისი კონსტრუქციულობის  თანმიმდევრული შეგრძნება.

შესაძლოა გამოიხატოს ორგანიზმის ფუნცქიური დარღვევები. საჭიროა ისწავლოთ თვითდიაგნოსტირება და შინაგანი წონასწორობა. კარგი ჩვენება აქვს ავტოტრენინგებს. საერთოდ, ამ ადამიანს კარგი კონტაქტი აქვს თავის ორგანიზმთან, რაც დაბალ დონეზე იძლევა უზომო იპოქონდრიას, ჰიპერდიაგნოსტირებასა და ნეგატიური თვითდარწმუნების შედეგად  განვითარებულ (ფსიქოსომატურ) დაავადებებს.

ჯანმრთელობა იძლევა სხეულის იდელუარ ფუნქციონირებას, კერძოდ მკაფიოდ გამოხატულ ორმხრივ კავშირს ქვეცნობიერთან.

ბორის იზრაიტელი

ძალიან მოწესრიგებული საჭმლის მომნებელი სისტემა. უგუნებობის მიზეზი ხშირად ხდება არასწორი კვება და ადამიანის ემოციური მგრძნობიარობა ხდება. ჯანმრთელების გასაღები ყურადღებით შერჩეული საკვებია.

აუცილებელია, აირჩიოთ და დაიცვათ ინდივიდუალური და კონკრეტული რაციონი თქვენი ორგანიზმისთვის. მკურნალობის მეთოდები: დასვენება, მოდუნება, ძილი, წყლის პროცედურები.

ხშირად ირჩევს ისეთ პროფესიებს, რაც დაკავშირებულია ადამიანებზე ზრუნვასთან. კარგად გამოსდის ზრუნვა, გამოკვება, მოვლა(თუ მთვარე დაზიანებული არ არის). მთვარის ამ  მდებარეობას ხშირად ვაწყდებით ექიმების, მედპერსონალის, ყოფითი მომსახურების მუშაკთა რუკებში.

ცდილობს სამსახურში საშინაო გარემო შექმნას, დივნითა და ჩაის სმისთვის განკუთვნილი კუთხით უზრუნველყოფილი მყუდრო ადგილი. იშვიათად ხდება ხელმძღვანელი (გამონაკლისია, თუ ძალიან ძლიერი X სახლია ან მთვარე თხის რქაშია). გაურბის პასუხისმგებლობას, არ ილტვის მისკენ. უპირატესობას ანიჭებს კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგომას. ხელმძღვანელთან ცდილობს არაფორმალური, თითქმის ნათესაურ ურთიერთობაში იყოს.

უყვარს მინიატურული შინაური ცხოველები: კატები, ზაზუნები, მომცრო ტანის ძაღლები.

 ბილ ჰერბსთი

დაავადება და მკურნალობა. დაავადებები უმეტესად გამოწვეული გრძნობებით, ჩვევებით და მოთხოვნებით. ძალიან სათუთი საჭმლის მომნელებელი სისტემა გაქვთ, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დიეტას. ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები გენერირებულია ღრმად გამჯდარი ჩვევებით. ნებისმიერი ნერვოზი უსაფრთხოებისა და ოჯახის თემებს უკავშირდება, რომლის ფესვები ბავშვობაში, დედასთან რთულ ურთიერთობებში უნდა ეძიოთ. მის გვერდით თავს ვერ გრძნობდით საკმარისად დაცულად, რომ საკუთარი მოთხოვნები გამოგეხატათ, რის შედეგადაც განვითარდა უნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ. ამასთან, მოთხოვნები კვლავ დარჩა თქვენი პიროვნების სიღრმეებში. მახეს წარმოადგენს  „შინაგანი ბავშვის” უარყოფა, რომელიც ფარული ისტერიკებისა  და საიდუმლო მოტივების პროვოკატორია. ამოცანა_ისწავლოთ საკუთარი მოთხოვნების ადეკვატურად დაკმაყოფილება. მკურნალობა მოიაზრებს გულმოდგინე ზრუნვას საკუთარ თავზე.

უთანასწორო ურთიერთობა. ყველა უთანასწორო ურთიერთობა დედა-შვილის ურთიერთობის საბაზისო სცენარის ამსახველია. როდესაც საკუთარ თავს დაქვემდებარებულ ხელქვეითად გრძნობთ, თქვენ აბუქებთ ბავშვობის განცდებს. თუ შეშინებული იყავით, საშინელი განცდები გიპყრობთ; თუ ჯიუტი, ღია დაუმორჩილებლობას აცხადებთ; თუ ბრაზიანი, შეიძლება გამძვინვარდეთ და ბუნტი ატეხოთ. ხელმძღვანელის როლში ასევე დედის პაროდირებას ცდილობთ: თუ ის მხარს გიჭერდათ, თქვენ მფარველი ტიპის უფროსი ხდებით; თუ დედა ჰიპერმზუნველი პროტექციით გიცავდათ გარესამყაროსგან, თქვენ მახრჩობელა და დამთრგუნველი ხელმძღვანელი იქნებით; თუ მას ემოციური მხარდაჭერის გამოვლენა უჭირდა, შეიძლება საერთოდ არ გამოხატოთ ემოციური თანადგომა და იმ დროს მიატოვოთ ადამიანები, როდესაც ისინი თქვენგან ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მახე _ მუდმივად მიბმული იყოთ ზემოთ აღწერილ ქცევით შტამპებს, მაშინ როდესაც თქვენი ამოცანა საკუთარ ჩვევებზე გადაბიჯება და გაზრდაა. გახდით ზრდასრული ადამიანი, ისე რომ არ ჩაახშოთ თქვენში პატარა ბავშვი და, ბოლოს და ბოლოს, იგრძენით და დაპატიჟეთ ეს ბავშვი საკუთარ სახლში.

ვალდებულება და მსახურება. სხვების დახმარების მიდრეკილება შიგნიდან მომდინარეობს. თქვენ არ გამოთქვამთ დახმარების სურვილს ან მზადყოფნას. თქვენ პირდაპირ ეხმარებით, რადგან ეს თქვენთვის ბუნებრივია პროცესია. თქვენ ისეთ პიროვნებებს ეძებთ ქვეცნობიერად, რომლებიც, თქვენი აზრით, სახიფათო და დისკოფორტულ გარემოში იმყოფებიან. მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენით,  საკუთარ კომფორტს და უსართხოებას განამტკიცებთ. მახე მდგომარეობს დახმარების ავტომატურ რეჟიმში, მიუხედავად „დასახმარებელი“ პიროვნების ნებისა. თქვენ დაახლოებით იმ  ბოისკაუტის ჰგავხართ, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი მედალი მიიღოს. არ ღირს მოხუცის გადაყვანა ქუჩაზე, თუ ის თავად არ ითხოვს ამას. ამოცანა_სრულყოთ საკუთარი თავი, სხვა ადამიანების რეალურ მოთხოვნების მომსახურებით, ემოციური მხარდაჭერის მეშვეობით.

ტექნიკური აზროვნება. აზროვნება მსუყე საკვების მოხმარების მსგავსია. თქვენთვის დამახასიათებელია სამყაროს შემადგენელ ნაწილაკებად დაყოფისა და მათი გაანალიზების მოთხოვნა. დეტალების დათვალიერების შემდეგ  კი კვლავ აწყობთ ერთ მთლიანობაში. თქვენ გსურთ გაიგოთ, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, ოღონდ მხოლოდ იმ დონემდე, რა კავშირშია ეს ყველაფერი თქვენს ემოციურ ცხოვრებასთან და არა უფრო ღრმად. მახე _ თქვენმა შეგრძნებებმა შესაძლოა აღებული გეზიდან გადაგცდინოთ. თქვენ შეიძლება იმ სწავლულს დაემსგავსოთ, რომელიც ხეებს შემოდგომით შეისწავლის მხოლოდ იმიტომ, რომ ნაირფერი ფოთლები აღაფრთოვანებს. ამოცანა _ გააერთიანოთ გამჭრიახობა და თბილი გრძნობები. აზროვნება უნდა იყოს რბილი და ნოყიერი და არა უაზრო და უემოციო!

დისციპლინა და შაბლონები. მთლიანობაში კარგად ეთვისებით ცხოვრების რეგულარულ ციკლებს. როგორც კი ჩვევებს ჩამოაყალიბებთ, ისინი მოთხოვნათა იერარქიის ნაწილი ხდება და ნებისმიერი განხეთქილება ამ ნიმუშში მყისიერ ემოციურ გამოხმაურებას ქმნის. ყოველთვის, როდესაც კარგი შეგრძნებები გჭირდებათ, თქვენთვის სასარგებლო იქნება ჩაეფლოთ ზომიერ, რეალურ სამუშაოში, ამოცანის რითმში, რომელსაც თავისი მიზანი აქვს. მახე _ დაემონოთ შემთხვევით და გამანადგურებელ ჩვევებს. ამოცანა_უზრუნველყოთ საკუთარი თავი დადებითი და ნაყოფიერი შაბლონების მუდმივი დინებით.

Het Monster

ცუდი ხელმძღვანელი, მაგრამ საუკეთესო შემსრულებელია(იგივე ოჯახშიც). პასიური ბუნება. ავადმყოფობა ბავშვობაში.

ინდუბალა

მთვარის ეს მდებარეობა რბილ და მშვიდ გონებაზე მეტყველებს, ასევე სხვების დამხარების კარგ შესაძლებლობებზე. ახალგაზრდობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა აწუხებდეთ პესიმისტური აზრები. პერიოდული განდევნა, დაპატიმრება. მუცლის ღრუსთან დაკავშირებული დაავადებები. მტრები ჰყავთ. იტანჯებიან კრიტიკისა და დამცირებისგან. ინტერესდებიან სპირიტუალიზმით. მატერიალურ საქმეებში ზარმაცები.

ბრუნო ჰუბერი 

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

VI სახლის მთავარი თემა არის ბრძოლა არსებობისთვის.

ამ სახლის მთვარე ასევე მიდრეკილია პრაქტიციზმისკენ. ჩვენ ვეძებთ ურთიერთობებს, რომელთაც პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მაგალითად, ვქორწინდებით კოლეგაზე ან ვცდილობთ ქორწინების მეშვეობით ავიმაღლოთ სოციალური სტატუსი. შესაძლოა სხვა ვარიანტიც, როდესაც ჩვენს სიყვარულს ჩვენზე სუსტი ადამიანებისკენ მივმართავთ და ვეხმარებით მათ, ხშირად საკუთარი თავის საზიანოდ. რომელი მიდრეკილება რეალიზდება ამ ორიდან, დამოკიდებულია საერთო სურათზე, ყველაზე მეტად კი მთვარის ნიშანზე. მაგალითად, მთვარე ქალწული ღარიბ და უპოვარ ადამიანს აირჩევს მეუღლედ თანაგრძნობის გამო, მთვარე თხის რქა  სოციალურად მომგებიანი ქორწინებას ამჯობინებს.

ეს მაგალითები სხვადასხვა ვარიანტების საილუსტრაციოდ არის მოყვანილი.

ცნობილი ადამიანები VI სახლის მთვარით:

ვერძში: Jacqueline Kennedy Onassis, Charles de Gaulle, Tom Brady, Josiane Balasko, Mark Twain, Sally Field, Dana Delany, Mariska Veres, Jerry Garcia, Anton Chekhov, Ellen Burstyn

კუროში: Rafael Nadal, Liv Tyler, Sheryl Crow, Diana Ross, Norah Jones, Isabella Rossellini, Demi Lovato, Athina Onassis Roussel, Fred Astaire, Danny Wood

ტყუპებში: Alyssa Milano, Brigitte Bardot, Sophie Scholl,  Spencer Tracy,  Juan Peron

კირჩხიბში: Robert Wadlow, Charlotte Gainsbourg, Eric Cantona,  Laurent Voulzy,  Vincent Pérez, Gonzalo Pena Tamez, Benny Hill

ლომში: David Bowie, Paul McCartney, Condoleezza Rice, Shia Labeouf, Bruno Mars, Martin Sheen, Walt Whitman, Didier Deschamps, Rick Springfield, Evangeline Adams,  Edmond Halley, Alan Arkin, Michael York

ქალწულში: Robert Redford, Serge Gainsbourg, Richard Burton, Serena Williams, Gene Simmons, Jean Cocteau, Bill Cosby, Georges Mathieu, Vladimir Nabokov,  Frederick Winslow Taylor, Giulietta Masina, Dany Veríssimo, Franz Beckenbauer, Luciano Benetton

სასწორში: Isabelle Adjani, Nikola Tesla,  Eliza Dushku, Antoine de Caunes, Harry Styles, Humphrey Bogart, Craig Ferguson, Catherine de’ Medici, Wilt Chamberlain, Alan Turing, Mia Tyler

მორიელში: Mitt Romney, Zinedine Zidane, Jules Verne, Louis de Funès, Christophe Rocancourt, Claudia Cardinale, Althea Flynt, Pedro Almodóvar, Miles Davis, Mick Hucknall,  Patrick Duffy, Elizabeth Bowes-Lyon, Georges Descrières, Michelle Phillips, Kathie Lee Gifford, Greta Scacchi, David Hilbert, Hector Berlioz

მშვილდოსანში: Albert Einstein, Vincent van Gogh, Richard Gere, Saddam Hussein, Michael Phelps,  Judy Garland, Kelly Osbourne, Vanessa L. Williams, Bixente Lizarazu, Linda Hunt, Marisa Berenson, Alexander Fleming, Billie Piper, Dante Alighieri, Sasha Cohen,  Jason Schwartzman,  Orhan Pamuk,  William Hamilton

თხის რქაში: Johnny Depp, Arnold Schwarzenegger, Indira Gandhi, David Tennant, Al Gore, Neale Donald Walsch, Jane Russell, Rudolf Hess, Robert Conrad, Catherine Bach, Ludwig Mies van der Rohe, Eric Idle, John Quincy Adams, Claude Jade

მერწყულში: Uma Thurman, Shahrukh Khan, Rocco Siffredi, Woody Allen, Princess Stephanie of Monaco, Jeff Buckley, Muhammad Ali, Ashley Judd, Albert Camus, John F. Kennedy, Jr., Carrie Underwood, Conan O’Brien, Lino Ventura, Cesare Borgia, Richard Nixon, Henry Ford, Charlotte Brontë, Jacques Villeret, Rainer Maria Rilke, Anouk Aimée, Gay Talese, Paul Bocuse, Louisa May Alcott

თევზებში: Silvio Berlusconi, Asia Argento, Elodie Gossuin, Leonard Cohen, Hugh Hefner, J.R.R. Tolkien, Tony Parker, Steve Carell,  Eddie Mitchell, Pierre de Ronsard, Amedeo Modigliani, Sissy Spacek, Ferruccio Lamborghini, Maura Tierney, Vittorio de Sica…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top