ნათალური მთვარე IX სახლში

ნათალური მთვარე IX სახლში

 „კეთილგონიერება“ 

ამაღლებული გრძნობები და იდეალების გულწრფელი ერთგულება საკუთარი ფილოსოფიის ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს. იდეოლოგიური და რელიგიური სისტემების აღქმა დოგმატიზმით არის სავსე. მისთვის უზარმაზარი მნიშნველობა აქვს ცხოვრებისა და არსებობის ღრმა შრეების შესწავლას. მნიშნველოვანია ინტერესი უმაღლესი „მეს“ მიმართ.

ეს მეოცნებე მოგზაურია, რომანტიკოსი და ენთუზიასტი. არ არის მიჯაჭვული ერთ კონკრეტულ ადგილს. შეიძლება საკმაოდ შფოთიანიც იყოს. უყვარს ჭკუის სწავლება და ბანალური რჩევების მიცემა.  გამოირჩევა ძლიერი რელიგიურობით. ბავშვობიდან განსაზღვრული სოციალური ნორმებისა და ზნეობრივი ფასეულობების მიმდევარია. სულიერი და ეთიკური ფასეულობების განმტკიცების აუცილებლობას ოჯახურ ცხოვრებასა და შინაურ წრეში იღებს.

სულიერების გაგება შესაძლოა გადაჭარბებული ემოციურობით იყოს შეზღუდული ან  მშობლების გამოცდილებასთან უნებური გაიგივებით შებოჭილი. შესაძლოა წარმოიქმნას სერიოზული კონფლიქტები მშობლებთან, რელიუგიური შეხედულებების/მრწამსის შეცვლის გამო. ასეთი ადამიანის შეხედულებები მტკიცე, მაგრამ არა იმდენად რაციონალურია, რამდენადაც ემოციური. ის არაცნობიერად, გაუაზრებლად, უნებურად შეიმეცნებს.

ორიგინალური, გამომგონებლური და გამჭრიახი გონება აქვს. ჩაფიქრებულია. უყვარს გამოკვლევა და მუდამ პროგრესისკენ ისწრაფვის. ინტენსიური წარმოსახვისა და მაღალი სულიერი იდეალების მფლობელია. ხშირად მისდევს მოდას. არც ისე იშვიათად ქორწინებას სარგებელი მოაქვს მეუღლის ნათესავების მხრიდან. სამკაოდ მაღალია უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ალბათობა, სადაც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს. აღსანიშნავია მიდრეკილება იურიდიული ან საოფისე საქმიანობისადმი. შესაძლოა საოცარი სიზმრები ან ნათელმხილველური განცდები. უყვარს ცვლილებები, მრავალფეროვნება და სიახლეები. საჯაროდ განიხილავს საკუთარ ფილოსოფიურ და რელიგიურ შეხედულებებს და მგზნებარედ იბრძვის მათ დასაცავად. საკმაოდ დაკვირვებული, ექსცენტრული და გაბედული ადამიანია.გულწრფელად ისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი შეიმეცნოს.

გადაადგილებებით გატაცება მისი ფანტაზიებით იკვებება. სავარაუდოა ქორწინება უცხოელზე. ინტერესით ეცნობა უკანასკნელ მეცნიერულ მიღწევებს. ხშირად  ხდება ემიგრანტი.

სერგეი ვრონსკი

მდიდარი ფანტაზია. ცოცხალი, ნათელი წარმოსახვა. ცვლილებები, გარდატეხები. შორეული და ხანგრძლივი მოგზაურობები. ხშირია უცხო ქვეყანაში ცხოვრება ან მოღვაწეობა. ძლიერი ინტუიცია და კარგი დაკვირვების უნარი. ინტერესდება მეცნიერებით და სწავლით, ფილოსოფიითა და რელიგიური პრობლემებით. მიილტვის სულიერი ცოდნის, ფილოსოფიის დაუფლებისკენ. წარმატება დამოკიდებულია მთვარის ასპექტებზე სხვა პლანეტებთან.

პაველ გლობა:

+ მაღალი ზნეობრიობა, ეთიკური ფასეულობები, რელიგიური შეხედულებები. ავტორიტეტი რელიგიაში. რომანტიკოსები, მოგზაურები, მაღალ ავტორიტეტთა წინამძღოლები. ბედნიერება და წარმატებული  სამსახიობო კარიერა საზღვარგარეთ.

მშობლიურ სახლს მოწყვეტილი უსაქმური მოხეტიალე. მის ცხოვრებაში ჭარბადაა უაზრო და უსიამოვნო თავგადასავლები. მერყევი ზნეობრივი პოზიციები. უზნეო დამოკიდებულებები. უბედურების მომტანი მოგზაურობები, განსაკუთრებით საზღვაო.

ფრენსის საკოიანი 

ძლიერი რელიგიურობა. ბავშვობიდან ერთგულობს სოციალურ და ეთიკურ ფასეულობებს. თუ ასაკის მატებასთან ერთად რელიგიური პოზიციები იცვლება, მშობლები განსჯიან. მისი მრწამსი უფრო ემოციურია, ვიდრე რაციონალური. უყვარს მოგზაურობა. შესაძლოა ადრეულ ასაკში ბევრს მოგზაურობდით ან რაიმე სხვა საშუალება გქონდათ ყველაზე განსხვავებული ტიპის ადამიანებისა თუ კულტურების  გასაცნობად.

თქვენ გატაცებით მიილტვით ყველაფრისკენ, რაც თქვენგან შორს არის და თქვენთვის უცნობია, მათ შორის უცხო ქვეყნებისკენ. გსურთ არამხოლოდ ინტელექტუალურად შეიცნოთ, არამედ მთლიანად ჩაიძიროთ ახალი ადგილების შეგრძნებებსა და არომატებში. ემოციურად ყოველთვის შფოთავთ. არის თქვენში რაღაც მაწანწალასგან.

ავესალომ პადვოდნი: „საზოგადოებრივ ზნეობას არა ორგანიზაციები, არამედ კერძო პირები აყალიბებენ“

ამ ადამიანს ძალიან ინტიმური ურთიერთობა აქვს „მეს“ იდეალთან, ხანდახან ზედმეტადაც. მისი მთვარის მდებარეობის მიხედვით მისი „ეგო“ იდეალური „მეს“ პირდაპირი გავლენის ქვეშ იმყოფება (და პირიქით), რაც ადამიანს მეტად მოწყვლადს ხდის საკუთარი იდეალის საყვედურების მიმართ. თუმცა ქვეცნობიერი თავის უსაფრთხოების ზომებს იღებს და ადამიანი, დაბალ დონეზე ან სასოწარკვეთილად ამახინჯებს თავის იდეალს (მაგალითად, იკავებს ნიჰილისტურ პოზიციას: „ყველა ადამიანი ეგოისტია, სამყარო კი ძალადობას ეფუძნება,ამიტომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მომესურვება“), რის შედეგადაც ის სრულიად კარგავს სინდისს და ვალდებულების გრძნობას; ან საკუთარ თავს სქელი ყრუ კედლით მიჯნავს იდეალისგან, რომელსაც სხვა შორეული სამყაროსა და  ცხოვრებისკენ მიმართავს, სადაც როდესმე მოხვდება. იმავდროულად, ადამიანს ძლიერი შინაგანი სწრაფვა ექნება, გაუგოს საკუთარ იდეალს და მორჩილად მიჰყვეს მის მითითებებს. როდესაც ადამიანი  შინაგანი პატიოსნების საკმარის დონეს გამოიმუშავებს იმისათვის, რომ ზუსტად და დაუმახინჯებლად  გააცნობიეროს იდეალის მოთხოვნები, მაშინ აღმოაჩენს, რომ ეს არც ისე გამანადგურებელია მისი ეგოსთვის, როგორც  ეჩვენებოდა.
დამუშავება იძლევა კარგ ინტიუციურ კავშირს მეს იდეალთან; უნარს, დაეკითხოს მას ნებისმიერ არსებით საკითხებზე და მთლიანობაში, სწრაფი ევოლუციური განვითარების შესაძლებლობას.

სულიერ მასწავლებლებთან ურთიერთობა ემოციური და არსებითია, ადამიანი ხანდახან იმაზე მეტს აღიქვამს,ვიდრე ჩანს,თუმცა ძლიერი მთვარის შემთხვევაში,მნიშნველოვანი დამახინჯებით,რაც არც ისე სწრაფად ხდება ცხადი.

ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფილოსოფიური გაცნობიერება. მას უჩვეულოდ იზიდავს უცხო მხარეები, კულტურები, რომელთაც ის, ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში,აღტაცებით ითვისებს. თუმცა საჭიროა პირდაპირი ან ირიბი გამოსავალიც იპოვოს ამ საქმიანობიდან.

მთვარის ასპექტები ყოველთვის მოაიზრებს ეგოიზმის პრობლემებს, რომლებიც მხოლოდ შინაგანი ძალისხმევის შედეგად წყდება. ეგოისტია ადამიანი (კარმული თვალსაზრისით), რომელიც უცხო ენებს სწავლობს საკუთარი სიამოვნებისთვის? პასუხი ასეთია: თუ ის ამ საქმეს ისე წარმართავს, რომ საკმარისს წინააღმდეგობას გრძნობს მატერიალისგან, არა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიახ.

ბორის იზრაიტელი 

ადამიანი  სხვადასხვა ადგილის მონახულებით, ისტორიისა და საკუთარი გენეოლოგიური შტოს შესწავლის მეშვეობით იფართოვებს თვალსაწიერს. უყვარს საზღვაო მოგზაურობები, სიამოვნებით ითვისებს უცხო კულტურების სამზარეულოებს, ინტენსიურად იყენებს ლიტერატურას (ანუ ფიქციას და ფანტაზიას). უფრო ხშირად მოგზაურობს არა ფიზიკურად, არამედ გონებაში, სიზმრებში.

ანომალურად ძლიერი დამოკიდებულება დედაზე, რომელიც ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. საზღვარგარეთ მოხვედრილი, ადამიანი მარტივად იპოვის თავშესაფარს. ადვილად ფუძნდება და ბუდეს იშენებს ახალ ადგილებში.

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. მთვარის IX სახლში მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ მენტალურად აღიქვამთ საკუთარ თავს. უმაღლესი გონება ემოციურად გამშვიდებთ და თქვენ ყოველდღიურად განიცდით მოთხოვნას აზრობრივად გაეცალოთ არსებულ სივრცეს იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ. თქვენი აზროვნებისადმი ინტერესი ავტომატური და ჩვევითია, რასაც ვერ ვიტყვით თავად აზრებზე. თქვენ ასევე ზრდით სხვებსაც, როდესაც მენტალური საკვებით ამარაგებთ და დაგროვილი სიბრძნით დამშვიდებას სთავაზობთ. ეს თქვენი ხასიათის ერთერთი უძლიერესი თვისებაა, თუმცა შესაძლოა მახედაც იქცეს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ყოველთვის ვერ აღიქვამენ მენტალურ განვრცობას, მისი ჭეშმარიტების თუ ოპტიმისტური ხასიათის მიუხედავად. ამოცანა _ ჩაწვდეთ არამხოლოდ დედის სახებისგან, არამედ დედა-მიწისგან შექმნილ დაცვის არსს და იკვებოთ მისი სიბრძნით.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. უსაფრთხოების გრძნობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც თქვენ უცნობს ნაცნობად, გაუგებარს გასაგებად გარდაქმნით. თქვენთვის აუცილებელია მოგზაურობა იმისთვის, რომ ჩაახშოთ  სევდა, მოიშოროთ ემოციური მოწყენილობა. თქვენ  უფრო ბიბლიოთეკებში, წიგნების ფურცლებით მოგზაურობთ, ვიდრე საკუთარი ფეხებით არქტიკის თოვლში. მიუხედავად ამისა, თქვენში მუდმივად ცოცხლობს წადილი, თქვენი თვალით იხილოთ, რა ხდება ყოველი მომდევნო მთის მიღმა. დაიცვათ საკუთარი თავი ახალი მოგონებების მწკრივით. თქვენი მოგზაურობების სენტიმენტალური მოგონებები ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ, თითქოს ცოცხალ მუზეუმს ქმნიდეთ. ამოცანა _ ყველაფერი, რაც გაიგეთ და შეიძინეთ, გადაიტანეთ სახლში, აქციოთ ჩვეულად, შინაურად.

უმაღლესი განათლება. თქვენი სწავლის სურვილი  ტემპერამენტის მდგომარეობით განისაზღვრება. ხან სახელმძღვანელოებს გვერდზე გადადებთ და ყველაფერს მიატოვებთ, როდესაც ემოციური ცხოვრება  მტკიცეა, ხანაც დიდ მეცნიერებებს ეჭიდებით, როდესაც ემოციური კრიზისი გაქვთ. ცხოვრება უწყვეტად გთავაზობთ ახალ და ახალ  ემოციურ ამოცანებს და გაიძულებთ  იმ ცოდნის უფრო ღრმა შრეები აითვისოთ, რომელიც უკვე იცით და იყენებთ. თქვენთვის უფრო ხელსაყრელია ცოდნის გაღრმავება უკვე ნაცნობ სფეროში, მაგრამ გახოვდეთ, რომ ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ჩვენ მკვეთრად უნდა შევცვალოთ რეალობის წვდომის მეთოდები. დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა საშიშად გეჩვენებოდეთ უცნობ გზაზე შედგომა, ხანდახან ეს ყველაზე ნაყოფიერი გადაწყვეტილებაა.

ჭეშმარიტების ძიება. თქვენ ეძებთ ჭეშმარიტებას სამყაროში, ის კი კითხვებით გხვდებათ. თქვენი ამოცანა პასუხების გაცემაა, რაც არც ისე რთულია, როგორც გეჩვენებათ, რადგან თქვენგან არ მოითხოვენ ლაკონურ პასუხებს. ასევე არ იგულისხმება, რომ თქვენ ყველა კითხვაზე უნდა მოგეპოვებოდეთ პასუხი. სრულიად საკმარისია, თუ იტყვით, რომ პასუხი თქვენთვის უცნობია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მზად იყოთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტება თქვენში გაატაროთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მის წყაროს ვერ ხედავთ. თქვენი ჭეშმარიტება გაელვებიდან გაელვებამდე, სიტუაციიდან სიტუაციამდე  იცვლება. ამიტომ, არ ჩამორჩეთ ცხოვრების ცვლილებებს, იყავით დინების ეპიცენტრში. ნუ ეცდებით რაციონალურად გამოხატოთ ჭეშმარიტება _ უბრალოდ იგრძენით ის. თავი აარიდეთ მახეს უთხრათ სხვებს ის, რისი მოსმენაც სურთ. ჭეშმარიტ საჭიროებებზე გამოხმაურება გაცილებით ძლიერ აღმზრდელობით გავლენას ახდენს. ამოცანა _ შეინარჩუნოთ ემოციური მთლიანობა ჭეშმარიტების როგორც შემეცნების, ისე გადაცემის მომენტში. გახდით უფრო თავდაჯერებული ობიექტური სიმართლის და ემოციური შემეცნების შერწყმის მეშვეობით. თქვენთვის სწორედ ჭეშმარიტება წარმოადგენს უსაფრთხოებას.

იდეალური საზოგადოება. თქვენ გჯერათ,რომ საზოგადოება მეტად სრულყოფილი იქნებოდა, ყველას რომ შეეძლოს საკუთარი ემოციების გახსნა, საჭიროებებისა და მოთხოვნების თავისუფლად გამოხატვა. ამ საზოგადოებაში არ იარსებებდა შიმშილი, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით. აბსტრაქტულ აზროვნებას გაცილებით მოკრძალებული როლი ექნებოდა და მხოლოდ შეგრძნებების უფრო ეფექტური გაცვლისთვის გამოიყენებოდა. უსაფრთხო საზოგადოება ისაა, სადაც ოჯახური ფასეულობები წმინდაა,მაგრამ არ არის შეზღუდული მხოლოდ ბიოლოგიური კავშირებით _ ეს თქვენი იდეალია. თქვენ ისურვებდით, რომ სამყარო ერთი დიდი ოჯახი იყოს, სადაც უპირატესი ყურადღება ბავშვებს ეთმობათ; ბავშვებს_პირდაპირი ან იმ გაგებით, რომელიც ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს. როგორც სამყაროს მმართველი, თქვენ დედობრივად გულისხმიერი და უტეხი იქნებოდით დისციპლინის საკითხებში.

Het Monster

მოგზაურობა, ცხოვრება უცხო მხარეში. საზღვარგარეთ მოღვაწეობამ შეიძლება მოუტანოს სახელი. მდიდარი ფანტაზია. იდუმალების სიყვარული.

ინდუბალა 

ამ ადამიანს ძალიან  ძლიერი გონება აქვს. შეიძლება გამოვლინდეს შემოქმედებითი, ხელოვნებასთან დაკავშირებული აზრები. ისინი ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე. მათი გონება სულიერი, ფილოსოფიური წყობისაა. იძენენ ქონებას, კარგი შვილები ჰყავთ. ხელსაყრელი მდებარეობაა შორეული, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

IX სახლის მთვარე ძლიერმგრძნობიარეა, შეიძლება აუტანლადაც, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც პირადად ჩვენ გვეხება.  ჩვენ ზედმეტად ღია და შემეცნებითები ვართ ყველაფრის მიმართ, რაც გარეთ ხდება. IX სახლის მზისგან განსხვავებით, მთვარე უკიდურესად მტკივნეულად ეკიდება კრიტიკას. საჭიროა სპეციალური ძალისხმევა და საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ამის კონტროლი ვისწავლოთ.

IX სახლი ფილოსოფიის სამეფოა, მთვარე კი ნამდვილად არ არის საუკეთესო ფილოსოფოსი, რადგან ის გრძნობებით  ფუნქციონირებს. ამიტომ ის ბადებს ემოციებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას, რომელიც თავისთავად შეიძლება გონიერი იყოს, მაგრამ მარტივად გაბათილდება კრიტიკითა და გაქილიკებით ინტელექტუალთა მხრიდან, რომლებიც არგუმენტებით განმტკიცებულ შეხედულებებს ელიან, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ და ამიტომ  თავდაჯერებას გვილახავენ. ასეთი ფორმით ზეწოლამ, რეაქციის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ფანატიზმი საკუთარი იდეოლოგიის მიმათ.

სასიყვარულო ურთიერთობაში IX სახლის მთვარე იძლევა პარტნიორის სიღრმისეულად გაგების, მისი გძნობების ბოლომდე გაზიარების უნარს, თუმცა ამ სფეროშიც ძალიან სათუთი და უარრესად მოწყვლადია, განსაკუთრებით ინტელექტუალების მხრიდან. თუ ეს მთვარე ტრავმირებულია, თავდაცვის რეჟიმში, შეიძლება სასტიკიც გახდეს, არა ფიზიკურად, ბუნებრივია, არამედ  ვერბალური დაუნდობელი თავდასხმების ფორმით.

 

ცნობილი ადამიანები IX სახლის მთვარით:

ვერძში: Angelina Jolie, Dominique Strauss-Kahn, Vincent Cassel, Selena Gomez, Andy Warhol, Jean-Michel Jarre, Eva Green, Luciano Pavarotti, Ingrid Bergman, Jeremy Irons, Galileo Galilei, Marcel Pagnol, Faith Hill, Jorge Luis Borges, Claude Roy

კუროში: Edgar Cayce, Florence Nightingale, Jean-Jacques Rousseau, Bernard Madoff, Guillaume Apollinaire, Françoise Dorléac, Christiane Taubira, Sophia Brahe, Diego Rivera, Rudolf Diesel, Jan-Michael Vincent,  Luiz Antonio Gasparetto, Jim Jarmusch, Michelle Kwan…

ტყუპებში: Ewan McGregor, Billy Corgan, Omar Sharif, Jeff Bridges, Bernard Kouchner, Jeane Manson, Barbara Walters, Freddie Jr. Prinze, Francisco Franco, Christopher Lee, Lauren Graham,  Roy Orbison, Billy Connolly, George Foreman, Bernard Pivot, Margaret Mitchell…

კირჩხიბში: Vanessa Paradis, Isaac Newton, Courtney Love, Julio Iglesias, Angus Young, Zazie, David Icke, Aretha Franklin, Christian Dior, Charlton Heston, Jean-François Champollion, Chaka Khan, André Gide, Ivan Lendl, Arianna Huffington, Giacomo Puccini, Bob Hope…

ლომში: Soeur Emmanuelle, Tom Cruise, Clint Eastwood, Margaret Thatcher, Chelsea Clinton, Gustave Flaubert, Paul Hogan,  Yves Rocher, Jacques Charrier, Francis Perrin, Louis Braille, Gloria Steinem, Ann Wilson, Oliver Reed, Eva Marie Saint…

ქალწულში: Jodie Foster, Brigitte Lahaie, Axelle Red, Courteney Cox, Frank Zappa, Toni Collette, Frank Lloyd Wright,  Ian McKellen, Philippe Starck, Terence McKenna, Chaz Bono, Hirohito, Candice Bergen, Sela Ward, Meg Tilly, Anjelica Huston, Giorgio Morandi…

სასწორში: Joseph Stalin, Swami Vivekananda, Marcello Mastroianni, Simone Signoret, Milton Erickson,  Jerry Lee Lewis, Bertold Brecht…

მორიელში: Bono, Amitabh Bachchan, Adam Levine, Leona Lewis, Whoopi Goldberg, Tori Spelling, Ellen Pompeo, Luc Ferry,  Truman Capote, George Washington Carver…

მშვილდოსანში:  Line Renaud, Johannes Brahms, Alain Bernard,  Laure Adler, Barbara Hershey, Ernst August  Prince of Hanover, Phylicia Rashad…

თხის რქაში: François Hollande, Tim Burton, Kourtney Kardashian, George Washington, David Letterman, Mia Farrow, Dodi Fayed, Jean Anouilh, Roland Orzabal, Michel Petrucciani, Jonathan Togo, Juliette Drouet…

მერწყულში: Sandra Bullock,  Victoria Beckham, Voltaire,  Lauren Conrad, Jayne Mansfield, Orson Welles, Ryan O’Neal,  Arthur Conan Doyle, Philippe Noiret, Gene Wilder, Joan Allen, David Cassidy, Harry Belafonte, Fabio Capello…

თევზებში: Robert de Niro, Cindy Crawford, Ava Gardner, Kanye West, Aleister Crowley, Christophe Lambert, Matt LeBlanc, Pierre Boulle, Yves Montand, Blaise Pascal, James Woods, Charlie Parker, Chris Farley…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top