მთვარე მშვილდოსანში

მთვარე მშვილდოსანში

 წყარო: http://www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

 მთვარე მშვილდოსანში

გრძნობა + გულითადობა (გულწრფელობა) = მედიტაცია

ადამიანის ბუნება მომხიბვლავი, უკიდურესად მიმზიდველი, ცეცხლოვანი და კაშკაკშაა. გარშემომყოფებში იწვევს საკმაო ინტერესს. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ადამიანი ხდება მოუსვენარი, ნერვული და გამაღიზიანებელი, ყველაფრისა და ყველას მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და ავლენს მიდრეკილებას სხვა ადამიანების მიერ გამოთქმული აზრების გააზრებულად დაამახინჯებისკენ. მთვა–რის ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია უკიდურესად ცვალებადი განწყობა, სხვათა გავლენის ქვეშ ზედმეტად მოქცევა და თვითმოტყუებისკენ მიდრეკილება. ყალიბდება მყარი შინაგანი უთანხმოებანი, აზრებსა და შეხედულებებში წარმოიშობა გაუგებრობები, ყალიბდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: აჩქარებულობა, განუსჯელობა, უგუნურობა, მოუსვენრობა, ხასიათის სიმყარის უკმარისობა და მფლანგველობისკენ მიდრეკილება.

პიროვნების ჰარმონიულად განვითარებისას ყალიბდება ბუნების ვნებიანი სიყვარული და სივრცის და ყველაფერში აღმაფრენის წყურვილი. ასეთი ადამიანები სიმპატიურები, კეთილგანწყობილნი, თანამ–გრძნობნი არიან, ისინი გამუდმებით ცდილობენ მოყვასის პირქუშ ცნობიერებაში სინათლის სხივის შეტანას (თავისდაუნებურად ფილანტროპები არიან). შესამჩნევი ხდება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: მოძრაობა, გახსნილობა, სხვების აღფრთოვანებისა და შთაგონების უნარი, ხიბლი და ოპტიმიზმი. ადამი–ანი ცდილობს ყველაფერში გაფართოებას, შეცნობასა და მაღალი მიზნების დასახვა-მიღწევას. ვლინდება ცვლილების მოთხოვნილება, მოგზაურობის სიყვარული. ადვილად შთააგონებენ გარშემომყოფებს, ავლენენ მრავალმხრივ მხატვრულ და ფილოსოფიურ ინტერესებს. ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მთელი სამყაროს გაკეთილშობილებასა და სხვების ცდომილებისგან დაცვას, _ დაე, თუნდაც ახლობლებს თავს მოახვიონ საკუთარი მსოფლმხედველობა და სამყაროს შეგრძნება. ისინი ცდილობენ ყველას გადარწმუნებას, მათთვის იმის შთაგონებას, რასაც თავად თვლიან სწორად და ცდილობენ ადამიანების ორიენტირი მიმართონ მაღალი, ნათელი მიზნების მიღწევაზე.

მათთვის დამახასიათებელია მასშტაბურობისა და გრანდიოზულობისკენ მისწრაფება, ისინი დიდებულნი არიან როგორც მისიონერები და შთამაგონებლები. დაკმაყოფილებას მხოლოდ სულიერი ამოცანების შესრულებისას აღწევენ. მათთვის დამახასიათებელია რწმენა და კარგი საფუძველი ნებისმიერ წარმოებულობაში და სევდა, მონატრება “ღრუბლებში ფრენისა” და შორეული სამყაროებისადმი. ასეთი ადამიანი ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, მოძრავია და უყვარს დატვირთვა. გარშემომყოფები თვლიან, რომ ის ძალიან სიმპატიური, მშვიდობისმოყვარე და, ხანდახან, უგუნურობამდე მისული მამაცია. კეთილი სიტყვა უბიძგებს თვითუარყოფით (თვითშეწირვით) ქმედებებზე. ადამიანი ფლობს თანდაყოლილ ორატორულ ნიჭსა და ენების გაგებას. მთელი ძალით ცდილობს სხვების დახმარებას, თუმცაღა, არ ივიწყებს ცხოვრების უბრალო, მარტივ სიხარულებსაც. განსხვავდება სულიერებისა და პრაგმატიზმის ურთიერთშერწყმით, ერთდროულად თავისუფლად აზროვნებისა და ტრადიციების ერთგულებით. ფლობს უიშვიათეს წარმოებულობას და გამომგონებლობას. ძალიან სერიოზულად ეკიდება რელიგიებს, ფსიქოლოგიასა და სოციალურ-კულტურულ შემოქმედებას. გრძნობა _ ცეცხლოვანი, კაშკაშა, ცხელი. მისთვის დამახასიათებელია გაუცნობიერებლი სიამაყე, საკუთარი დიდებულებისა და ბრბოზე აღმატებულობის გრძნობა. სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი ერწყმის მოვალეობისა და პასუხისმგებლობის განვითარებულ გრძნობებს. ბუნებითი იდეალიზმი ივსება ხელმძღვანელობის უნარით. აღინიშნება ადგილის ცვლისა და შორეული მოგზაურობებისადმი ლტოლვა. სახიფათოა რელიგიურ ტრადიციებზე ზედმეტი მიჯაჭვულობა და სექტანტობისადმი ინტერესი. შესაძლებელია ქედმაღლობის აფიშირებად ავტორიტეტულობასთან შერწყმა.

ასეთი ადამიანები ფლობენ ბუნებრივ ქარიზმას და მიდრეკილნი არიან ხელმძღვანელობის ავტორიტარული მეთოდებისკენ. ისინი _ დაბადებით ენთუზიასტები, საკუთარ შეხედულებებში სუფთა და გულწრფელნი, პატივმოყვრულად ისწრაფვიან დიდი მიღწევებისკენ. მათთვის დამახასიათებელია უიშვიათესი პატიოსნება და პირდაპირობა, გულწრფელობა და გახსნილობა. მფლანგველობამდე მისული გულუხვები არიან, უყვართ საჩუქრების კეთება, დახვეწილები _ მეტყველებაში, ფლობენ მრავალმხრივ უნარებსა და ნიჭს. გარეგანი მასშტაბურობის მიღმა იფარება ღრმა გონება და უიშვიათესად გამგებები არიან. სხვების მხრიდან ვერ იტანენ ვერანაირ იძულებასა და დიქტატს, მაგრამ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლინებისას, შესაძლებელია, ნებისმიერი რამე გააკეთებინოთ, განსაკუთრებით, თუ ჩაითრევთ ამაღლებულ მიზნებსა და შორეულ გეგმებში. არიან გულმოდგინენი, ჭკვიანები, დიდსულოვნები, საიმედონი და ერთგულები. ხასიათის ცეცხლოვანება ხშირად ფეთქებადებად და მრისხანეებად აქცევთ, მხოლოდ ერთია, სწრაფად პატიობენ და ივიწყებენ წყენას.

მათი გონება მთლიანადაა დაკავებული ბუნების, ადამიანებისა და ღმერთის მსახურებით. უყვართ კეთილ საქმეებზე ფულის ხარჯვა, მათი შეხედულებები კეთილშობილური და ნათელია, ამიტომაც, უმრავლეს შემთხვევაში, სარგებლობენ წესიერი და განათლებული ადამიანების პატივისცემით. ნერვიული სისტემა ზედმეტად აღგზნებული და არამყარია. შესაძლოა, ბუნებით ნაკლად ჩაითვალოს ზედმეტი იმპულსურობა და გამაღიზიანებლობა, ასევე, გადაჭარბებული გულახდილობა, სწორხაზოვნება და გულუბრყვილობა. სამართლიანი საქმისთვის ბრძოლაში დაუღალავნი არიან, ყოველ საკუთარ ქმედებაში კეთილშობილნი, ხოლო ყველა საკუთარ ჩანაფიქრებში ჰუმანურები არიან. ასეთი ტიპაჟის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ექსტრავაგანტულობა და ამაღლებული რომანტიზმი. ადვილად აიგივებენ თავს ამა თუ იმ სოციალურ ანდა რელიგიურ ფასეულობებთან. ვერ იტანენ ობიექტურ ფაქტებზე მითითებებს, რამეთუ გრძნობენ ნებისმიერი გართულების გადასალახ შესაძლებლობებს. მოწყენილობა და პესიმიზმი მათთვის უცნობია. აღინიშნება: ავანტიურიზმის გამოკვეთილი მოთხოვნილება, გაუცნობიერებელი სურვილი საკუთარი სურვილის/მოთხოვნილებების აფიშირებისკენ, მოზომილი დისტანციურობა იმ ადამიანებთან, ვისი წინამძღოლობისკენაც მოწოდებულნი არიან, ასევე, ავტორიტეტზე გამოხატული პრეტენზია. მათი თავდაჯერებულობა უდრეკია, ხოლო მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ღრმად ფესვგადგმულია ბუნებაში.

 წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მთვარე სტუმრადაა იუპიტერთან, ცეცხლოვან ნიშანშია.

ამიტომ, მთვარე მშვილდოსანში ხშირად ქმნის მაღალფარდოვანებისა და პატივმოყვარეობის მოთხოვნილებას, სიამაყეს. ქალებში შესაძლებელია შეიმჩნეოდეს “ცხვირის ზევით აწევა/აბზუება”. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანის აღქმელობა უფრო მეტად გაუცნობიერებლადაა განწყობილი ყველა იმ სიტუაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ავტორიტეტის შეგრძნებასთან, იერარქიასთან, სოციალურ ურთიერთობებთან, ანუ ამ ადამიანს ბრწყინვალედ შეუძლია იგრძნოს სოციალური ურთიერთობების სტრუქტურები. ალბათობაა, განწყობილი იყოს იმ სიტუაციებზე, სადაც შესძლებს აღიქვას ტრადიცია ანდა იდეოლოგია. თითქმის მუდამ აქვს ქვეცნობიერი სურვილი, იყოს სხვებისთვის სამაგალითო, ასწავლოს, ჭკუა დაარიგოს მათ. მთვარის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანისთვის, შესაძლოა, დამახასიათებელი იყოს სოციალური ორიენტაცია, სურვილი ისწავლოს იმისთვის, რომ შემდეგ ასწავლოს სხვებს. ის, როგორც წესი, ტრადიციების ძალიან აღმქმელია. უფრო მეტად გაუცნობიერებლად განეწყობა ავტორიტეტების ძიებასა და ანალოგიურ სიტუაციებზე, რომელიც შესაძლებელია აღიქვას იმისთვის რომ, შემდეგ თავად გახდეს ავტორიტეტი.

ხშირად წარმოეშობა საკუთარი მნიშვნელოვნების გაუცნობიერებელი შეგრძნება, შინაგანი პათოსი, საკუთარი პატივმოყვარეობისა და სიამაყის დაკმაყოფილების მოთხოვნილება. თუ ის საკუთარ თავში ამას ვერ აღმოაჩენს, მაშინ, ჩეულებრივ, განიცდის ამ ყველაფრის ფლობის სურვილს. ჩვეულებრივ, ის გაუცნობიერებელ დონეზე, სოციალურ წრეში ორიენტირებას ბრწყინვალედ ახდენს. ამასთანავე, შესაძლოა, გადაწყვეტილებას გაცნობიერებულად ვერ იღებდეს, მაგრამ ქვეცნობიერად უკვე გრძნობდეს მკაცრ სოციალურ სტრუქტურას, აქვე, შესაძლოა იცოდეს, ვინ სარგებლობს ავტორიტეტით და ვინ _ არა, შეუძლია წამიერად მოახდინოს ორიენტირება და გაიგოს, როგორ უნდა დაიჭიროს თავი, რათა პატივი სცენ. ამ შემთხვევებში, როგორც ინდიკატორი, ისე გრძნობს ცვლილებებს სოციალურ გარემოში, ლიდერებისა და ავტორიტეტების ცვლას. ალბათობაა, როგორც წესი, ვერ აცნობიერებდეს ამ წამებს, მაგრამ ქცევებითა და სხვებთან ურთიერთქმედებით, შეიძლება, ეს შეიმჩნეოდეს. ასეთი კოსმოგრამის მქონე ადამიანებს შორის მრავალი ცოდნის გამავრცელებელი, ოკულტური და სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლები არიან.

 სამედიცინო უკუჩვენებები. მთვარის მდებარეობა მშვილდოსნის ნიშანში, შესაძლოა უთითებდეს თეძოებისა და მენჯ-ბარძაყთა სახსრების, ღვიძლის დაავადებებზე, საჯდომი ნერვის ანთებაზე. მგრძნობიარეა ფილტვები და ნერვიული სისტემა. მთვარის ასპექტირებისას, შესაძლოა, მიდრეკილება იყოს უბედური შემთხვევების გამო ძვლების მოტეხილობებისკენ.

მშვილდოსნის ნიშანში მთვარის ტრანზიტისას უკუნაჩვენებია სისხლისა და ღვიძლის მკურნალობა, ასევე ამ პერიოდში ძალიან დაუცველია ღვიძლი; შესაბამისად, სახიფათოა ოპერაციები ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე, სისხლის გადასხმა, დონორული პროცედურები. დაშვებულია ფილტვების მკურნალობა, სასარგებლოა სასუნთქი ვარჯიშების (პრანაიამები) შესრულება.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) 

მთვარისეული მშვილდოსანი განწყობილია ზოგიერთ შინაგან, ცუდად გაცნობიერებულ და სიტყვებში გამოხატულ მაღალ იდეაზე, რომელთანაც გაუცნობიერებლად აიგივებს და ზომავს ყველაფერს, რასაც ხედავს და, რომელზეც აგებს საკუთარ ეთიკას; ეს მთვარის ყველაზე შინაგანად კეთილშობილური მდებარეობაა. ამასთან ერთად, ხდება შინაგანი იდეალის პროექცია, რომელიც საკმაოდ ძლიერია, გარეთ გამოვლინებადია, რაც მთვარისეული მშვილდოსნის აღმქმელობას ძალიან დამახინჯებულს ხდის, ასეთი ადამიანი სამყაროს ვარდისფერ შეფერილობაში ხედავს (დაზიანების ანდა მთვარის ცუდი დამუშავებისას, როგორც დამცავი რეაქცია, შესაძლებელია, გამოვლინდეს აბსოლუტური ცინიზმი და ნიჰილიზმი) და თუ არაა საპირისპირო გავლენები, მაშინ, ასეთი მთვარის მქონე ძალიან სულიერი ადამიანი იქნება; მის გვერდით თბილა, მუდამ საკმაოდ ფართე პოზიციები უკავია, ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი ცდილობს არ განსაჯოს სხვები. ხშირად ეს ადამიანი ნამდვილად ვერ ამჩნევს მის მიმართ გამოვლენილ სიმდაბლეს ანდა ამას როგორც კეთილშობილი ადამიანი ისე ეკიდება, მაგრამ უპირობოდ დაიცავს ახლობლებს და ასეთ დროს, შესაძლოა, შეუბრალებელი გახდეს; ძლიერი გრძნობა აქვს ჯგუფის (ოჯახი, კლანი, ერი) და მისი ეთიკის, მაგრამ ეს მთლიანობაში, ხოლო კონკრეტულ გარემოებებსა და შემთხვევებში შეიძლება დაიბნეს, ის არასდროს დაკარგავს ოპტიმიზმს, რომელიც, შესაძლოა, უადგილოც კი აღმოჩნდეს.

აქ ძალიან რთულია (მაგრამ აუცილებელი) მთვარის დამუშავება, რამდენადაც (თუ არაა ძლიერი დაზიანება) სულში მუდმივად ყვავის ვარდები (თავად ადამიანს შეუძლია ასე არ ჩათვალოს, მაგრამ ეს მაინც ასე ჩანს) და ძალიან კარგი საშუალებაა სულიერი იარებისა და პრობლემების კომპენსაციისთვის, რომელიც ბამბით იფარება და დავიწყებას ეცემა, ხოლო დამცავი პროგრამა ყურადღებას გადართავს მომდევნო არხზე.

დიდი პრობლემები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს _ ერთ იდეასა და საქმიანობის ერთ სახეობაზე კონცენტრირების უკმარისობა.

 წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას აძლევს მდიდარ წარმოსახვას, სულიერებას, რელიგიურობას, მორალს და ზნეობრიობას, სამართლიანობას, მოგზაურობის სიყვარულს, დიპლომატიურობას, ლავირების უნარს, დამოუკიდებლობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, თანაგრძნობას, გულისხმიერებას, სენტიმენტალურობას, სიკეთეს, გულითადობას, სტუმარ-მასპინძლობას. ადამიანი ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს პუბლიკის წინაშე, თეატრში ყოფნა, აღმერთებს ცხოველებს, აქვს საკუთარი შინაური ცხოველებისთვის სახალისო სახელების მოფიქრების მოთხოვნილება, მას აუცილებლად სჭირდება ვინმეს მოფერება, ძიძაობა, აუცილებელია საყვარელი არსებების ყოლა, აღმერთებს დღესასწაულებს, თეატრს, ელიტურ საზოგადოებას. მთვარის ასეთი მდებარეობა წარმატებას იძლევა განათლების მიღებაში, ლიტერატურაში, ჟურნალისტიკაში, სპორტში, თეატრში, რეკლამაში, მედიცინაში, რელიგიაში.

თუ მთვარე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი ხდება აღელვებული და ძალიან მოუსვენარი, უკიდურესად ნერვოზული და აფორიაქებული, პატივმოყვარე, ფარისეველი, ისწრაფვის ყევლაზე მოახდინოს შესაშური შთაბეჭდილები, წყენიაა, თავის თავის მოყვარე, გადაჭარბებულად ტემპერამენტიანია, თვითნებაა, მიდრეკილია ავანტიურებისა და თავგადასავლებისკენ, იმედგაცრუებებისკენ, სევდიანობს მიუღწეველზე, მიდრეკილია მიჯაჭვულობებისა და პირობითობის დარღვევისკენ, თავისუფლებას აძლევს საკუთარ უცნაურობებსა და სურვილებს, მიდრეკილია სმისკენ.

 წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ადამიანი გახსნილი და გულუხვი, ჰყავს მრავალი მეგობარი და ნაცნობი. ასწრებს ყველაფერს, შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, წარმოებულია, ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე აღიქვამს. თავისუფლებისმოყვარეა და მუდამ მზადაა იყვიროს და იდუღოს. დაბრკოლებებისა და სირთულეების გამო იშვიათად უფუჭდება განწყობა. მათ გადალახვაში ეხმარება მომავლის ოპტიმისტური რწმენა. მხოლოდ ერთია, ხშირად აწყდება ცხოვრებისეულ (ყოფით) პრობლემებს ანდა ემოციურ ტკივილს. ხშირად ცდილობს გაამხნევოს ისინი, ვისაც სტკივა, მისცეს მათ საერთო ფილოსოფიური რჩევები, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას იმ გრძნობებს, რომელიც ამ დროსაა შეძრული.

მეგობრობა დიდ როლს თამაშობს. შესაძლოა, უდიდესსაც კი, ვიდრე ფიზიკური და რომანტიკული სიყვარული. მისი ბედნიერებისთვის აუცილებელია, რომ ის, ვისთანაც ინტიმურ ურთიერთობაშია, ყველაზე საუკეთესო მეგობარი და მხარშიმდგომი იყოს, გაამართლოს მისი მოლოდინები და იდეალური წესრიგის მიზნები. ამავდროულად მას აუცილებლად სჭირდება დიდი ემოციონალური თავისუფლება და მოძრაობა.

ექსტრავაგანტულობა, იდეალიზმი, ემოცინალურობა. მისწრაფება მაღალი მიზნებისკენ, ხშირად არაამქვეყნიურია. ტრადიციებზე, ფილოსოფიურ და რელიგიურ შეხედულებებზე მიჭაჯვულობა, რომელიც ბავშვობიდან აქვს გამჯდარი. რწმენა და კარგი საფუძველი, სევდა და მონატრება შორეული ადგილების გამო, ყველაფერი ცოცხალის (ადამიანები, ცხოველები, მცენარეები) სიყვარული. უყვართ მოგზაურობები, ადგილის ცვლა, ხშირად სახლდებიან უცხო ქვეყნებში ანდა დაბადების ადგილიდან მოშორებით. მხიარულები და ოპტიმისტები. შესაძლოა, სისხლის, ფილტვების (ტუპერკულიოზი) დაავადებები, ნერვიული სისტემების დაავადებები, იშიაზი, თეძოებისა და დუნდულების სისუსტე; უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილება.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

მშვილდოსანი _ “ცეცხლოვანი” ნიშანშია, მმართველი იუპიტერი, სუფთა და რელიგიური პლანეტაა. ამიტომაც მთვარე მშვილდოსნის ნიშანში, შესაძლოა უთითებდეს ადამიან-ენთუზიასტზე, საკუთარ შეხედულებებში სუფთაზე, პატივმოყვარეზე, დიადი მიღწევებისკენ მისწრაფებულზე. ეს პატიოსანი ადამიანები, გულწრფელები და გახსნილები არიან. ისინი საჩუქრებში გულუხვები არიან, ფლობენ შემოქმედებით უნარებს, შეუძლიათ მისდიონ იმ გეგმებს, რომელიც საკუთრივ საკუთარი თავისთვის დასახეს, მეტყველებაში დახვეწილები არიან. მათი გარეგნობა _ წაგრძელებული (ოვალური) სახე, დიდი ყურები, კბილები, ტუჩები და ცხვირი. ასეთ ადამიანებს ძლიერი ხელები და თითქმის არასწორი ფორმები (არაპროპორციული ფორმები) აქვთ, ისინი საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთ ღია ფერის სახის კანი, კარგად განვითარებული მხრები. ეს ადამიანები გამგებები არიან, აქვთ ღრმა გონება. არასდროს ექვემდებარებიან იძულებას, მაგრამ შესაძლოა კეთილი სიტყვით გადაწყვიტონ რაიმეს გაკეთება.

კამათობენ საკუთარ ნათესავებთან და ტოვებენ მათ. სხვა ურთიერთობებში _ დიდსულოვნები, ერთგულები და მოხერხებულნი არიან. უყვართ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში, მაგრამ გონებრივთან არც ისე მაღალ დონეზე იმყოფებიან. საკუთარი მეუღლეებისა და შვილების ერთგულები. ჩვეულებრივ, უყვართ ასტროლოგია და სხვა მეცნიერებები, რომელიც დაკავშირებულია სულიერებასთან. შეუძლიათ კარგად ჩაატარონ კვლევა-ძიება, მათგან შესანიშნავი ადვოკატები დგებიან. ფეთქებადნი, აუცილებლად სჭირდებათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის არიდება, რომელიც მრისხანების დროსაა მისაღები. სწრაფად პატიობენ, ივიწყებენ წყენას. მათი გონება მიმართულია საზოგადოებისა და ღმერთის მსახურებისკენ. დროდადრო შეუძლიათ იყვნენ მოუსვენრები და ადვილად აღგზნებულები, მორცხვები და ორჭოფები. მათი გონება სუფთაა, შეხედულებები _ კეთილშობილური. ჩვეულებრივ, საკუთარ თავში ჩაღრმავებულნი; სარგებლობენ განათლებული ადამიანების პატივისცემით. ფულს ხარჯავენ კეთილ საქმეებზე.

 წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ექსტრავაგანტიზმი, იდეალიზმი; მუსიკალურობა. ხშირად “არაამქვეყნიურები”. ერთგულება ტრადიციების, შეხედულებების, რომელიც ბავშვობიდანვე აქვთ გამჯდარი. უყვართ მოგზაურობები, ადგილის ცვლა, ხშირად მკვიდრდებიან უცხო ქვეყნებში ანდა დაბადების ადგილიდან მოშორებით. ცუდი ასპექტებისას _ შეხედულებათა სივიწროვე, ქედმაღლობა, ყოყოჩობა, სუბიექტივიზმი. კარგი ასპექტებისას _ მხიარულები, ოპტიმისტურები.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

ოპტიმიზმი, მეგობრულობა, მოგზაურობებისკენ მიდრეკილება, რეფორმატორულობა, ავტორიტარულობა. მთვარე მშვილდოსანში იძლევა პედაგოგობისა და განსხვავებული სწავლებების გავრცელების უნარს. ამ აზრით, ეს მთვარე უფრო ფართოდ უყურებს და აღიქვამს სამყაროს, ვიდრე მთვარე ქალწული და ის იმდენად მხოლოდ ურთიერთობის გარეგნული ფორმებით (მორალურობა) კი არ ინტერესდება, რამდენადაც ადამიანის საკუთარი თავის, შინაგანი ურთიერთობით (ჰიუგო, ბალზაკი, დიკენსი, ჰემენგუეი). მთვარე მშვილდოსანში შემეცნებით განწყობას მიმართავს ფილოსოფიისა და მეცნიერებისკენ (კოპერნიკი, გელვეცი, ბეკონი, ნიცშე, შვეიცარი), მაგრამ ინარჩუნებს სოციალურ ორიენტაცისაც. ამ ნიშნის მმართველი – იუპიტერი ახდენს გრძნობების ობიექტურობას, გამოჰყავს ისინი სამყაროში, მათთვის ქმნის დამოუკიდებელი არსებობის საშუალებას, ამიტომაც, ეს მდებარეობა კარგია ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის. მთვარის მდებარეობა მუსიკალურ ნიშანში განსაკუთრებით კეთილგანწყობილია კომპოზიტორებისთვის (მოცარტი, ბეთხოვენი, ბრამსი, ლისტი) და მომღერლებისთვის (შალიაპინი). ამ მთვარის მახასიათებლები, _ დაჯერებულობა და დამოუკიდებლობა, _ მისი სხვა ცეცხლოვან ნიშანში _ ლომში _ ყოფნისას გამოვლინებული მახასიათებლების მსგავსია, რაც შეიძლება იძლეოდეს პოპულარობას (მაგალითად, პოლიტიკური მოღვაწეებისთვის _ ფ. კასტრო).

სულის მნათობი ავტორიტეტის ნიშანში საკუთარი თავისკენ იზიდავს ოპტიმიზმს და სამყაროზე ცინცხალ (ახალ-ახალ) შეხედულებებს. ადამიანები, მთვარით მშვილდოსანში, ხშირად შორეული პერსპექტივების გამო სამუდამოდ ტოვებენ საკუთარ სახლს, მიდიან სხვა ქვეყნებში და ადვილად იცვლიან სოციალურ ფენას. თავგადასავლები და უცნობი შეგრძნებების ძიება მათში ერწყმის ჯანსაღი გონიერებისა და წესიერებისკენ სწრაფვას.

 წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

გრძნობების გამოვლინება არაა ღრმა, მაგრამ განსხვავდება უშუალობითა და მეგობრულობით. თავგადასავლების წყურვილი ერწყმის მისწრაფებას იყოს წესიერი და ერთგული.

ქალები, ხანდახან, უპირატესობას ამორძალების სტილს ანიჭებენ, ყველაფერი ამოუცნობის მიმართ ინტერესს განიცდიან, ეძიებენ უცნობ შეგრძნებებს. მამაკაცს იზიდავს ისეთი ქალის ტიპაჟი, რომელშიც არის რაღაც არაორდინალური, ეგზოტიკური, უჩვეულო. როცა ქალი აღიქმება როგორც თანასწორი პარტნიორი, სასიყვარულო ურთიერთობები თავისთავში მოიცავს მეგობრობასაც. დისჰარმონიული კონფიგურაციებისას ცრურწმენები და კონფრომიზი უარყოფითად აისახება წარმოსახვაზე.

 წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე ცეცხლოვან ნიშნებში _ იძლევა თვითგამოხატვის იმპულსურობას, საკუთარი მოწყობის შესაბამისად სამყაროს შეცვლისკენ მიდრეკილებას, ადამიანებთან და გარემოებთან შეგუების სურვილის უქონლობას.

მთვარე მშვილდოსანში. სტუმრად იუპიტერთან. იძლევა გაბღენძილობას, პატივმოყვარეობისა და სიამაყის მოთხოვნილებას. ძალიან ძლიერი სურვილია სხვებისთვის სამაგალითო იყოს, სურვილი ისწავლოს, რათა შემდეგ ასწავლოს სხვებს. ძლიერი სოციალური ორიენტაცია. ძალიან მრავალმხრივი სურვილები. ეშინია, რომ ვერ დააფასებენ. შექებისგან განწყობა არ იცვლება. გულუხვი, გულკეთილი. მაგრამ სხვის ტკივილს ვერასდროს გაიგებს.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მე მიზიდავს ვარსკვლავური სფერო,

თავისუფლება, დამათრობელი მდელო!

მე მჭირდება მყარი რწმენა

და ამაღლებული მიზანი!

იმისთვის, რომ ამ ბავშვმა თქვენი სიყვარული იგრძნოს, მოგიწევთ მისი “გაშვება”. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაიჭიროთ ციცინათელა და ქილაში დაამწყვდიოთ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ის შეწყვეტს ნათებას. თქვენ პატარას სჭირდება თავგადასავლები, თუ ფიზიკური არა, გონებრივი მაინც. აღზარდეთ ის, მიეცით იმის საშუალება, რომ დაინახოს კვლევა-ძიებისა და ექსპანსიის განხორციელების მრავალი შესაძლებლობა. მის გონებას სტიმულაციები და თავგადასავლები სწყურია. ყველაფერი ახალი და ამოუცნობი მიიზდავს. მოგზაურობა სიხარულსა და მრავალ იდეას მოუტანს _ მაგრამ თუ რეალური ფიზიკური მოგზაურობა შეუძლებელია, მაშინ იმოგზაურებს ფიქრებით.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელი მიუწვდებოდეს დიდ ბიბლიოთეკაზე. უპოვეთ საშუალება განსხავებული კულტურის ადამიანებთან საკონტაქტოდ, რამდენადაც, ალბათობაა, ის მათგან უფრო მეტ ფასეულ რამეს გაიგებს. თქვენი პატარა, მთვარით მშვილდოსანში, ბუნებით ოპტიმისტია, უპირატესობას ანიჭებს ნებისმიერი საკითხისთვის საუკეთესო მხრიდან ყურებას. გახსნილი, მეგობრული და, მთლიანობაში, ძალიან აღფრთოვანებულია სიცოცხლითა და იმით, რაც მოცემულ მომენტში აინტერესებს. სამყაროზე მისი შეხედულება ძალიან იდეალისტურია, ფიქრობს, რომ სამყარო შესანიშნავია და თითოეულისგან საუკეთესოს ელის. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ დროდადრო, შესაძლოა ხშირადაც, იმედები გაუცრუვდება, მაგრამ დიდი ხნით დარდისკენ არაა მიდრეკილი. თქვენი პატარა “მშვილდოსანი” ისვრის სულ ახალ-ახალ, ბრწყინავ ისრებს ცაში და პოულობს ახალ სინათლეს, სამყაროს, რომლისკენაც ისწრაფვის.

როცა მის გონებაში, საკუთარ, განსაკუთრებულ “ცის კაბადონზე” დიადი იდეა აკიაფდება, მის გაზიარებას თითოეულ თქვენთაგანთან მოისურვებს. აი, მაშინ კი, პატარა “მშვილდოსანი”, თქვენსკენ და გარშემოყოფი თითოეული ადამიანისკენ (ვინც კი მოუსმენს), საკუთარი იდეების ისრების სროლას იწყებს. რამდენადაც მას ასე ძლიერ და იდეალისტურად სწამს, ალბათობაა, ძალიან კატეგორიული და დამაჯერებელი იყოს _ სანამ საკუთარი რწმენის ობიექტი იმედებს არ გაუცრუებს.

ჩვეულებრივ, ეს ბავშვი ბედნიერი და ყველასთან მეგობრულია, დარწმუნებული და მხიარულია. ცნობისმოყვარეა და, როგორც ჩანს, მრავალ კითხვას დაგისვამთ იმ საგნებზე, რომელიც, შესაძლოა, მისი ასაკისთვის ძალიან ღრმად, სერიოზულად და შეუფერებლად მოგეჩვენებათ _ განსხვავებული ეთიკური და ფილოსოფიური პრობლემები, ღმერთი და ა.შ. იყავით ამისთვის მზად.

 წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მთვარით მშვილდოსანში, აღმერთებენ სპორტს, მოგზაურობასა და ყველაზე განსხვავებულ გართობებს. მათ სურთ მთელ სამყაროს გარშემო შემოუარონ. მოგზაურობისას იგებენ მრავალ სიახლეს და უდიდეს სიამოვნებას იღებენ. მათ აინტერესებთ ყველაფერი: სხვა ქვეყნები, ახალი ადამიანები, უცხო ჩვეულებები და წესრიგი. არცთუიშვიათად, ასეთი მთვარის მქონე ადამიანები ქორწინდებიან უცხოელებზე. აინტერესებთ ყველაფერი, შეიცნობენ სამყაროს _ სანამ ამის ძალა ჰყოფნით. ასევე ძალიან იზიდავთ ცხოველები და ბუნება.

ისინი, ვისაც მთვარე მშვილდოსანში აქვთ, აბსოლუტურად გულწრფელად და ღიად სთავაზობენ საკუთარ იდეებს, თუმცა, გარშემომყოფებს ეს იდეები რამდენადმე უხეში ერჩვენებათ. ასეთი ბავშვები ადვილად გამოხატავენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, მაგრამ _ მიაქციეთ ყურადღება _ სრულად არიან მოკლებულნი დიპლომატიურ უნარებს. დაეხმარეთ ბავშვს საკუთარ თავში გამოიმუშაოს ტაქტი, აუხსენით, რომ ყოველთვის არ შეიძლება პირდაპირ იმის თქმა, რასაც ფიქრობს… ამით ადვილად აწყენინებს გარშემომყოფებს, რომლებმაც, შესაძლოა, ისე ვერ გაიგონ მისი გულწრფელი სიტყვები.

ასეთი ბავშვები საკუთარი ბუნებით იდეალისტები არიან და ხშირად რამდენდმე გულუბრყვილოებიც. სურთ სამყაროს ხედავდნენ პატიოსნად, კეთილშობილად და ბწყინვალედ. თავად მუდამ ცდილობენ ზუსტად ასეთები იყვნენ და, რაც სრულიად ბუნებრივია, იგივეს სხვებისგანაც მოელიან. მოგიწევთ ასწავლოთ ცხოვრების ისეთად მიღება, როგორიც ის სინამდვილეშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუება ელის. ასე რომ, ისინი ადვილად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და ახალ შეხედულებებს, შეუძლიათ ხშირად იცვალონ აზრები. მათი ენერგია უბრალოდ ფანტასტიურია, ნებისმიერ საქმიანობაში უჩვეულოდ აქტიურები არიან. მაგრამ ეს თვისება შეიძლება თავად მათ წინააღმდეგ შემობრუნდეს: საჭირო ხელმძღვანელობის არ არსებობისას, ისინი დეზორგანიზებულობისკენ (როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური) არიან მიდრეკილნი.

მშვილდოსანი _ ცეცხლის ნიშანია და ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვები ფეთქებადნი არიან, მათი მწყობრიდან გამოყვანა ადვილია, მაგრამ მრისხანება ადვილად და სწრაფად ქრება. წყენის შენახვისკენ მიდრეკილნი არ არიან და, მთლიანობაში, კარგი ხასიათი აქვთ. მათი იდეალი ამაღლებული და კეთილშობილურია. ვერ იტანენ ფარისევლობას და თვალთმაქცობას. და მთავარი, რაც შეგიძლიათ ასწავლოთ პატარას _ ეს საკუთარი თავის წინაშე რეალური მიზნების დასახვა და გარშემომყოფებისადმი არც ისე მკაცრად მოპყრობაა.

მათ ხასიათში ყველაზე ფასეული თვისება _ ეს იუმორის შეუდარებელი გრძნობაა. როგორც ჩანს, შეუძლიათ იცინონ ნებისმიერ გარემოებაში და სხვებსაც “აიძულონ” გაღიმება. ყველაზე რთულ, ყველაზე სერიოზულ და უიმედო სიტუაციებშიც კი შეუძლიათ რაიმე სასაცილოს პოვნა. ეს ბრწყინვალე თვისებაა, მაგრამ არის ერთი დათქმა: უნდა ახსოვდეთ, რომ სხვები, შესაძლოა, უფრო სერიოზულად და ფხიზლად არიან განწყობილნი და მუდამ იმის მზაობა არ აქვთ, რომ შეაფასონ და დააფასონ მათი იუმორის გრძნობა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ასეთ სიტუაციებში თანდაყოლილი თვითდისციპლინა და განმსჯელობა დასახმარებლად ყოველთვის მოდის.

აჩვევთ რა მათ დისციპლინას, იყავით პირდაპირი და პატიოსანი. უკეთესია აუხსნათ საკუთარი ქმედებების მიზეზები _ ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა საერთო ენის გამოსანახად. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ დიდი ხნით განაწყენება და გაბრაზება. მთელ ზოდიაქოში ისინი ყველაზე შესაშური ოპტიმისტები არიან. უკიდურესობამდე ცნობისმოყვარენი არიან და მრავალ კითხვას სვამენ. მათ ყველაფერი აინტერესებთ: ადამიანები, ღმერთი, სამყარო. და ელიან პატიოსნურ და გონივრულ პასუხებს, ასე რომ, იყავით მზად. თუ არ იცით პასუხი, სჯობს პირდაპირ უპასუხოთ და პატიოსნად აღიაროთ: ამით არაფერს კარგავთ, პირიქით _ იძენთ მათ პატივისცემას. და კიდევ, უკეთესია, შეეცადოთ პასუხი ერთად იპოვოთ _ ეს საინტერესო იქნება!

ბავშვები, მთვარით მშვილდოსანში, გამუდმებით რაიმეს სწავლობენ. განსაკუთრებით ინტერესდებიან გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებით _ იმ ადამიანებით, რომლებმაც ისტორიაში კვალი დატოვეს. ასეთ სიცოცხლის მოყვარულ ბავშვებთან ურთიერთობა _ შეშლილი სიამოვნებაა! მხოლოდ კარგად დაიმახსოვრეთ ერთი რამ: ასეთი ბავშვების სიყვარული მთლიანად და სრულიადაა საჭირო, ყოველგვარი დათქმების გარეშე, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე, გახსნილი გულით. როგორც ჩანს, “გახსნილი” _ საგასაღებო სიტყვაა ამ პატარა ექსტრავერტებისთვის. მათი რაიმეში შეზღუდვა: მცირე ასაკში იწვევს მათი მხრიდან, საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების ფარგლებში, პროტესტს, ხოლო როცა წამოიზრდებიან _ უბრალოდ მიდიან!

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top