30 წლის წინ, ა.შ.შ–ის წამყვანმა ასტროლოგმა, ნოელ ტილმა ჩამოაყალიბა საერთო მიდგომა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებასა და ასტროლოგიური მონაცემების თეორიის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ის ამტკიცებს, რომ ადამიანის ჰოროსკოპში ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც მთვარე იმყოფება, აღწერს მისი პიროვნების ძირითად (წამყვან) მოთხოვნილებას. მთვარე ნიშანში იყენებს იმ ნიშნის ენერგიას, რომელშიც მდებარეობს მზე და ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს განვითარებისკენ. ხოლო სხვა პლანეტებიდან ინდივიდი ირეკლავს სხვადასხვა თვისებას, ტენდენციას, ქცევას, რომელიც აუცილებელია მეორეხარისხოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და რომლებიც იმყოფებიან წამყვანი მოთხოვნილების დაქვემდებარებაში.
ნიშნის მახასიათებელი, სადაც იმყოფება მერკური გვიჩვენებს აზროვნების სტილს, როგორი ძალით, რა პირობებში და რანაირად მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი, რათა ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები. ვენერა – როგორი ურთიერთობები გვესაჭიროება სხვა ადამიანებთან, თავი რომ სოციალურ ცხოვრებაში ჩართულებად ვიგრძნოთ. მარსი – როგორი სახის ენერგია გვესაჭიროება, რათა გვქონდეს შესაძლებლობა ვიმოქმედოთ საკუთარი პარაქტიკული უნარების პიკზე.
იუპიტერი და სატურნი – ეს მაკროსოციალური დონის პლანეტებია. ყველა ადამიანს არ აქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პირადი მიღწევები, თუმცა იმ ადამიანებსაც კი ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების განვითარებაში, ყოველთვის არ შეუძლიათ ისარგებლონ მათი მადლიერებით, მიაღწიონ მაღალ სოციალურ მდგომარეობას, ოფიციალურ სტატუსს და დაფასებას. ამიტომ პირადი ვიწრო ინტერესების მიღმა, სოციუმთან ურთიერთქმედების კუთხით მათ განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირად ჰოროსკოპში აქვთ ასპექტი პირად პლანეტებთან – მთვარე, მზე, მერკური, ან ვენერასთან.
ტრანსნაციონალური დონის პლანეტები: ურანი, ნეპტუნი და პლუტონი – მოქმედებენ თაობების დონეზე. თუ მათ არ გააჩნიათ ასპექტები პირად პლანეტებთან, ინდივიდმა შეიძლება ვერც იგრძნოს მათი გავლენა. ხოლო ასპექტის არსებობის შემთხვევაში, საგრძნობლად ურთულებენ ადამიანს ცხოვრებას, აიძულებენ რა, ეძიონ უჩვეულო, არატრადიციული ცხოვრებისეული გზები. ასეთი ადამიანები სიღრმისეულად აღიქვამენ კავშირს სამყაროს ბედთან და შეიგრძნობენ საკუთარ განსაკუთრებულ მოწოდებას. თუმცა ამ მოწოდების რეალიზება შეიძლება არც მოხდეს, ან ეს მოხდეს ნაკლებად ჰარმონიული ფორმით. განსაკუთრებით 40-45 წლის ასაკში.
რითი დაკავდებოდით ცხოვრებაში, როგორ გარემოში, რა ტემპით, რანაირი ენერგეტიკით, როგორი ზრდის სტიმული და ვიზუალური გარემო უნდა შეიქმნას რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი უპირველესი მოთხოვნილება, გვიჩვენებს მთვარის მდებარეობა ნიშანში, ხოლო მთვარის განლაგება სახლებში აღნიშნავს თუ სად ხდება ჩვენი წამყვანი მოთხოვნილების ფოკუსირება გარკვეულ გამოცდილებაზე.
მთვარის მდებარეობა სახლში მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენ დაკმაყოფილებაზე – სამსახურით, ყოფიერებით, ჰობით, პარტნიორული ურთიერთობებით და ცხოვრების სხვა სფეროებით.
ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ დავიკმაყოფილოთ მთვარის მოთხოვნილება, ხოლო შემდეგ დავიყვანოთ ამ მოთხოვნილებებამდე, როგორც საყრდენზე, სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები, რომელსაც აღნიშნავს ჰოროსკოპის მაჩვენებლები.
მთვარის მდებარეობა ნიშნებში
ყველაზე ზოგადი წამყვანი მოთხოვნილებების მახასიათებლები რომლის სიმბოლოა მთვარე ნიშანში , შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგნაირად:
მთვარე ვერძში – მოთხოვნილება აქვს იყოს მნიშვნელოვანი პიროვნება და დაიკმაყოფილოს ეგო. ეს შეიძლება გამომჟღავნდეს ღიად ან დაფარული ფანტაზიებითა და იმედგაცრუებებით.
მთვარე კუროში – ესა არის სიღრმისეული მოთხოვნილება საიმედოობისა და უსაფრთხოების, რაც იქამდე მიდის რომ ინდივიდს ცვლილებების მიმართ უჩნდება ძლიერი წინააღმდეგობის სურვილი, რადგან ცვლილებები მისი მხრიდან აღიქმება როგორც მუქარა მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ.
მთვარე ტყუპებში – მოთხოვნილებაა: მრავალფეროვნება, ურთიერთობები და კომუნიკაცია, სურვილი აქვს მოუსმინონ (მიიტანოს სათქმელი გარშემომყოფებამდე)
მთვარე კირჩხიბში – უზარმაზარი მოთხოვნილება აქვს იყოს დაცული, ამ ადამიანისთვის ძალიან დიდ ღირებულებას წარმოადგენს – სახლი, სადაც ის ცხოვრობს.
მთვარე ლომში – მეფის (დედოფლის) კომპლექსი – მოთხოვნილება იბრწყინოს და დიდსულოვნად ”იმეფოს”
მთვარე ქალწულში – დამახასიათებელია კორექტულობის დაცვის მოთხოვნილება, რათა დაიმსახურონ პატივისცემა ზუსტი აღქმისა და შეფასების გამო.
მთვარე სასწორში – მოთხოვნილება გახდეს მნიშვნელოვანი პიროვნება, საზოგადოებრივი მდგომარეობის ხარჯზე. ასევე მოთხოვნილება იყოს პოპულარული და აღიარებული
მთვარე მორიელში – მოთხოვნილება იმაშია, რომ გარშემომყოფები აცნობიერებდნენ ”ვისთან აქვთ საქმე” მათი სახით. მას აღიქვამდნენ, როგორც მნიშვნელოვან პიროვნებას, რომელიც აკონტროლებს სხვებს და ვისიც უმჯობესია გეშინოდეთ.
მთვარე მშვილდოსანში – მათი მოთხოვნილებაა, თვლიდნენ ფართო შეხედულებების მქონე, ფილოსოფიურად მოზაროვნე, ოპტიმისტ და გულუხვ პიროვნებად, რომელიც გზას უხსნის სხვა ადამიანის შესაძლებლობებს.
მთვარე თხის რქაში – ეს სტრატეგიული ეფექტურობის მოთხოვნილებაა.
მთვარე მერწყული – მოთხოვნილება იმაშია, რომ გარშემომყოფები აფასებდნენ და იღებდნენ სიამოვნებას, მათი პირადი თავისებურებით და სხვებზე მზრუნველობით.
მთვარე თევზებში – უპირველესი მოთხოვნილებაა – გამოხატოს თავისი მგრძნობიარე ბუნება და იპოვოს ისეთი ადამიანები, ვისაც ესმის მისეული აღქმა.
ნიშანი რომელშიც იმყოფება მზე, გვიჩვენებს, რა სახის ენერგიას იყენებს ინდივიდი, რათა დაიკმაყოფილოს თავისი უპირველესი მოთხოვნილება, როგორი სტილით გამოხატავს ის თავის ინდივიდუალურობას, რომ დაიკმაყოფილოს სიღრმისეული მოტივები. პროფესიის არჩევისას და ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს, სიღრმისეულმა მოტივაციას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება , ჩვენმა სამუშაო გარემომ უნდა მიიღოს ეს მოთხოვნილებები და პატივი სცეს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე გაგვიჩნდება აუტანელი იმედგაცრუება.
მთვარის განლაგება სახლებში
I სახლი – როცა ადამიანის მთვარე ხვდება I სახლში, მისთვის აქცენტირებული ხდება მისი ინდივიდუალურობის მნიშვნელობა, უჩნდება მიდრეკილება ყველაფერი გააკეთოს ”თავის ჭკუაზე ”. სამუშაო გარემოშიც, მისი პოზიცია, როგორც წესი, უფრო ინდივიდუალურია და ნაკლებად ორიენტირებულია პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე. მთელი მისი გამოცდილება ინტერპრეტირებულია როგორც უშუალო დამოკიდებულება მის პიროვნებასთან, მისი რეაქციებიც მკვეთრად ინდივიდუალურია.
II სახლი – მთვარის მდებარეობის დროს II სახლში, აუცილებელია ისეთი გარემო, სადაც ინდივიდს შეუძლია წინა პლანზე წამოწიოს, საკუთარი პიროვნების მნიშვნელობის, დაფასების და უპირატესობის მოთხოვნილება. მისი სურვილია ჩანდეს, როგორც გამჭვირვალე „ვიტრინაში“ გამოფენილი განათებული სამუზეუმო ექსპონატი, ან როგორც მინიმუმ , მის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად შეაფასონ.
III სახლი – მთვარე III სახლში, აქცენტს აკეთებს ურთიერთობებზე. მოთხოვნილება აქვს იყოს შუამავალი, საკუთარი უნარების რეალიზება მოახდინოს სხვისი დარწმუნების და რეკლამირების კუთხით. სურვილი აქვს შეაგროვოს ინფორმაცია, გაუზიაროს სხვებს და დაამყაროს უკუკავშირი.
IV სახლი – მთვარე IV სახლში აფასებს სამუშაო გარემოს, რომელიც ახსენებს შინაურ გარემოს და ოჯახურ ურთიერთობებს. კოლექტივში მოსწონს როდესაც ყველა ზრუნავს, მხარში უდგას, უთანაგრძნობს და ერევიან ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ან ამ ადამიანს უბრალოდ სურვილი აქვს იმუშოს ოჯახურ პირობებში, სახლში.
V სახლი – მისი მოთხოვნილებაა ჰქონდეს ძლიერი დრამატული შეგრძნებები, უყვარს ბავშვები და იზიდავს ყველანაირი სახის შემოქმედება. ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო შეიცავდეს ავანტურიზმის ელემენტებს და იყოს აზარტული.
VI სახლი – ამ ადამიანებს მთვარე უბიძგებს ღრმად ჩაეფლონ სამუშაოში, რომელიც იოლად ხდება ყოვლისმომცველი და თვითმიზანი. თუ ერთი სამსახური საკმარისი არაა, რომ ბოლომდე მოიცვას მისი დრო, შეიძლება ჰქონდეს ორი ან რამდენიმე. ზუსტად ასეთი მდებარეობის მქონდე ადამიანებშია ყველაზე მეტი, გადაჭარბებულად მშრომელი (ვორკოჰოლიკი) ადამიანი.
VII სახლი – როცა მთვარე იმყოფება ჰორიზონტზე, მის სიმბოლიზმში თავს იჩენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოთხოვნილება. მთვარეს VII სახლში სურს გამოჩნდეს პუბლიკის წინაშე, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები და ნათლად გაიაზროს სხვა ადამიანების მოლოდინი. ხშირად სამუშაო გარემოში უსაფრთხოების განცდა იზრდება ქორწინების წყალობით.
VIII სახლი – მთვარე VIII სახლში უბიძგებს ისეთ პროფესიულ საქმიანობისკენ, სადაც უწევს სხვა ადამიანების რესურსებზე დამოკიდებულება. ეს შეიძლება იყოს – ბროკერის, კონსულტანტის, რესტავრატორის, რეფორმატორის პროფესიები. მას ასევე შესაძლებლობები აქვს ისეთ პროფესიებში რომლებიც კავშირშია – მისტიციზმთან, კვლევით საქმიანობასთან , სექსუალურობასთან ან რელიგიურობასთან .
IX სახლი – მთვარე IX სახლში მზადაა მოახდინოს სრული შერწყმა საკუთარ საქმიანობასთან. მისი ”მე” მზადაა თავი გააიგივოს ფილოსოფიურ სისტემებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების იდეებთან და პროგრამებთან, საზღვარგარეთიდან შემოსულ ”დინებებთან” ან სამყაროს ზოგად სურათთან. ეს ეხმარება მათ თავი კომფორტულად იგრძნონ პროფესიულ საქმიანობაში.
X სახლი – აქ მთვარის მოთხოვნილებაა თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ინდივიდუალიზმი იმდენად ძლიერად აქცენტირებულია, რომ პიროვნებას უჭირს ხელქვეითის პოზიციაში გაძლება.
XI სახლი – როცა მთვარე XI სახლშია, ადამიანისთვის მეგობრები მნიშვნელოვანია იმ კუთხით , რომ მათი მონაწილეობით შეუძლია იშოვნოს სამსახური , მიიღოს მისგან (სამსახურისგან) სიამოვნება, გაჩერდეს ან დააფასოს ის.
XII სახლი – მთვარე XII სახლში გვიჩვენებს რომ ადამიანისთვის კომფორტულია ”კულისებს მიღმა” ყოფნა. მას ურჩევნია სცენაზე იყოს ვინმე სხვა. ისევე როგორც მთვარე VIII სახლში, მთვარის ეს მდებარეობა განაპირობებს კონსულტანტის პროფესიისადმი მიდრეკილებას.
ბუნებრივია ის, რომ ალფრედ ჰიჩკოკს, რომელიც სხვების შემოქმედებით ოსტატობას მიმართავდა მისტიური დრამების წარმოდგენისთვის, მთვარე ჰქონდა VIII სახლში, ხოლო გრეტა გარბოს, რომელიც მარტოობას ესწრაფვოდა და რომელსაც საკუთარი ხანგრძლივი ვარსკვლავური კარიერის მანძილზე არასოდეს მიუცია ინტერვიუ, მთვარე ჰქონდა XII სახლში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ასტროლოგ -კონსულტანტის პროფესია, ყველაზე უკეთ ერგებათ ადამიანებს, მთვარით VIII ან XII სახლებში.
(c) Игорь Иванец
სტატიის ავტორი: რუსა