ავესალომ პადვოდნი
მთვარის შეერთება:
„პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად მოხმარებაში“
მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“ უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.
მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.
მარსის შეერთება: „ნამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”
მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.
აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.
მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.
საბავშვო ჰოროსკოპი
ეს ბავშვები მიდრეკილნი არიან „ცოფიანობისკენ“. თქვენი პატარა შესაძლოა ძალზედ სულსწრაფი იყო, რადგან შინაგანად ყოველთვის მოუსვენარი და აღელვებულია. ძლიერი ემოციების გამო, ხშირად ის მრისხანედ „ფეთქდება“, თუ მისი სურვილები მყისიერად არ კმაყოფილდება. ინტენსიური გრძნობების გავლენით, შეიძლება სრულიად უგულვებელყოს ყოველგვარი სიფრთხილე და კეთილგონიერება. თუ მან საკუთარი ძალის მართვა ისწავლა, ის ძლიერ, მამაც და კონსტრუქციულ პიროვნებად ჩამოყალიბდება.
ბავშვი დედას აღიქვამს, როგორც მებრძოლ ქალს, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი შეხედულებები და მრწამსი.
Het Monster
ძლიერი ემოციები. კარგი ასპექტებისას _ ჭარბი ენერგია. ეს მეტად დაჟინებული და სულსწრაფი ხალხია. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ ძალიან ეჭვიანი და მრისხანე ადამიანები. თუ მარსი ძალიან ძლიერია და სატურნის დისციპლინას არ ექვემდებარება (სატურნთან ასპექტი), მისთვის დამახასიათებელი იქნება, პერსონალური ვნებებით ნაკარნახები, უგუნური ქცევები.
კატრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
მთვარის და მარსის შეერთება ადამიანის მგრძნობირობისა და ენერგიის გაერთიანებას გულისხმობს. ის იბრძვის შინაგანი წონასწორობისთვის და ძალიან ხშირად ოჯახის გაწონასწორებისთვისაც. ამ თვალსაზრისით, მისი გაბედულება დამსახურებული პატივისცემის ღირსია. შეტაკება, რომელშიც სხვები მონაწილეობენ, ანუ პირადად მას არ ეხება, გულგრილს ტოვებს.
ფრენსის საკოიანი
მათი გრძნობები უკიდურესად ინტენსიურია, მოქმედებები კი იმპულსური. ძალიან საშიში და რევანშისტი მტრები არიან. თუ მარსი მთვარეზე ძლიერია და მას სატურნიც ვერ „იჭერს“ (ასპექტი არ აქვს), თითქმის აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებენ.
სერგეი შესტაპალოვი
უგუნური სიმამაცე. ჭირვეული ხასიათი. სიჯიუტე. თავნებობა. ქედმაღლობა. თავშეუკავებლობა. ისტერიულობა. წინდაუხედაობა. ინტენსიური მგრძნობიარობა.
ეს მეტად ვნებიანი, აზარტული და ხმაურიანი ადამიანია. ხშირად ურცხვი, თავხედი, უხეში და ხეპრეც. საქმე ის არის, რომ ის „ცხოველური ინსტინქტების“ ძლიერ განვლენას განიცდის. არსებობს უბედური შემთხვევების და ძალადობრივ სიტუაციებში მოხვედრის საფრთხეც. უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.
მამაკაცებს პრობლემები ექმნებათ დედასთან და ზოგადად, ქალებთან ურთიერთობაში. ქალებში ხშირად უსირცხვილობით და გარყვნილებით ვლინდება. არსებობს ასევე რთული, სახიფათო მშობიარობის რისკიც.
დადებითი თვისებები: ძლიერი თავდაჯერება და ნება, გამბედაობა. სხვების დახმარების, მათზე ზრუნვის სურვილი, ქმედითი ნაბიჯებით. მას სურს, უკეთესობისკენ შეცვალოს გარესამყარო (მაგალითად, ეკოლოგიაზე ზრუნვა). თავგანწირვა.
სხვა წყაროები:
ეს ადამიანები ძალზედ ინტენსიური ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი, პირდაპირი გაგებით, კანით გრძნობენ მიმდინარე პროცესების მხურვალებას. ეს მეტად ცხელსისხლიანი და მაღალი ტემპერამენტის მქონე ხალხია, ველური ვნებებით.
ძალიან ინიციატივიანი და გაბედულები არიან და ამიტომ, უმეტესად სპონტანურად მოქმედებენ. თუმცა არსებობს ნიშანდობლივი წნეხი პერსონალურ დონეზე თვითგანმტკიცებასთან დაკავშირებით, რაც ხანდახან პროფესიულ არენაზეც ინაცვლებს. ეს ასპექტი მიუთითებს თავდაცვითი ტიპის ხასიათზე. ძალიან იშვიათად, რომ ისინი სრულიად მოდუნებულ მდგომარეობაში ნახოთ.
მათთვის დამახასიათებელი პირდაპირობა, რაც ხშირად უკმეხობაში გადადის, როგორც წესი, შეუმცდარია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად მზად არიან თავდაუზოგავად დაიცვან საყვარელი ადამიანები, უფრო პერსონალურ დონეზე, არც ისე გულისხმიერები არიან. დიახ, ისინი სიამოვნებით იცავენ სუსტებს, მაგრამ ემოციურად ძალიან არასტაბილური, ეგოისტი და საკუთარი თავით შეპყრობილი ხალხია. ეუხერხულებათ კიდეც, თუ ვინმე ნაზ და თავაზიან ადამიანებად აღიქვამს. ისინი გაბედული და მამაცები არიან. დიდად აფასებენ პოროვნულ თავისუფლებას. რუტინა მალე ბეზრდებათ და ყოველთვის მძაფრ ემოციებს ეძებენ. მყისიერად რეაგირებენ ნებისმიერ სტიმულზე. გამოირჩევიან ფიზიკური სიმკვრივით.
ცნობილი ადამიანები მთვარე-მარსის შეერთებით: Bruce Lee, Howard Cosell, Natalie Cole, David Carradine, Liza Minnelli, Ricky Martin, Billy Graham, Dorothy Hamill…