ავესალომ პადვოდნი
მთვარის შეერთება :
„პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად მოხმარებაში“
მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“ უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.
მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.
ქირონის შეერთება: „სჯობს ღმერთს ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“
ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება. დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.
სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში), სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.
ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.
ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.
მთვარის და ქირონის ასპექტები
პოზიტიური ასპექტები უკიდურესად სენსიტიურ, თანამგრძნობ და გარკვეულწილად მისტიურ პერსონაზე მეტყველებს. აქ მკაფიოდ აქცენტირებულია შინაგანი საზღვრების დადგენის პრობლემა. ისინი იმდენად ემპათიურნი არიან, რომ ძალიან უჭირთ სხვების შეგრძნებებისგან გამიჯვნა. ამიტომ, ნებისმიერმა ადამიანმა, მთვარე ქირონის ასპექტებით, უნდა ისწავლოს დამიწება და გამოიმუშავოს კონსტრუქციული ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები. თუ ასპექტი დაძაბულია, ეს შეიძლება მეტყველებდეს დედის მხრიდან უარყოფაზე.
მთვარის და ქირონის ასპექტები იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ვერ განიცდის გრძნობას, სანამ ამ პროცესის ალქიმიურ და სულიერ ასპექტს ვერ ხედავს. მთვარე ჩვენი ემოციური მხარეა, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი განაპირობებს. ქვეცნობიერი ყველა ჩვენს გამოციდილებას ინახავს და სწორედ მთვარის მეშვობით ვუღრმავდებით საკუთარ თავს და ვმოგზაურობთ ჩვენს ქვეცნობიერში. ამრიგად, მთვარე ქირონის მთავარი ხდება, ქვეცნობიერთან დასაკავშირებლად. სანამ არ ვიგრძნობთ, რას წარმოადგენს ჩვენი სულიერი არსება, მანამდე გაგვიჭრდება მასთან კონტაქტი დამყარება. ბუნებრივია, ნათალურ რუკაში ქვეცნობიერთან კავშირის სხვა ასპექტებიც არსებობს (IV-XII სახლები), თუმცა მთვარე-ქირონის ასპექტი ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა იმისთვის, რომ „უმაღლესმა მემ“ ქვეცნობიერი დაინახოს.
მთვარის და ქირონის შეერთება
მათ ინსტინქტურად ესმით გონებისა და სხეულის ურთიერთკავშირი და ემოციების როლი ადამიანის დაავადების და განკურნების საკითხში. მათ მოეთხოვებათ საკუთარი სიღრმისეული, ემოციური ჭრილობების განკურნება, რაც, სავარაუდოდ, დედის მხრიდან უარყოფით არის გამოწვეული. სწორედ ეს განკურნების პროცესი იქცევა სულიერი გამოღვიძების წერტილად, რაც ბევრ რამეს მიახვედრებს და გასაღებს აპოვნინებს. განკურნების ნიჭი ექსკლუზიურად მათი შინაგანი არსიდან მოდის და ამიტომ, არ უნდა გადაულოცონ ეს უნარი ტრადიციულ მედიცინას.
ეს უკიდურესად მოწყვლადი და თანამგრძნობი ხალხია. მათი ემოციური მიჯაჭვულობები გარკვეულწილად მისტიური ხასიათისაა. მაღალი მგრძნობიარობის გამო, მათთვის რეკომენდებულია სატურნის (თვისებების) დამუშავება პარტნიორთან ერთად. მაშინ ურანის ტრანსფორმაცია პირადი ურთეირთობის სახით შემოვა და შესაძლოა ნატივი შეზაროს კიდეც, ურანული თავისუფლების მოთხოვნის გამო. მაგრამ თუ ეს ადამიანი სწორი პარტნიორის მოძებნას მოახერხებს, ვინც სატურნთან მუშაობაში დაეხმარება, ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, კუნდალინის ენერგია სექსუალურ გამოცდილებაში გამოვლინდება.
ამ ადამიანის დედა შესაძლოა იმდენად მიჯაჭვული იყოს დედაზე, რომ ეს მიჯაჭვულობა ხელს უშლიდეს პარტნიორულ ურთიერთობებში. ასევე ის მიდრეკილია მიიზიდოს ცვალებადი პარტნიორები.