მთვარის კვადრატი იუპიტერთან

მთვარის კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია მომატებული მგრძნობელობა, გადამეტებისკენ მიდრეკილება, დაუფიქრებელი გამბედაობა, ფულადი დანაკარგი,  ნარცისიზმი, უცერემონიობა, უტაქტობა, უნარებისა და ძალის გადამეტებულად შეფასება, მცდარი შეფასებები, პოპულარობისა და წარმატებისთვის ბრძოლა, სიამაყე, პირდაპირობა, მორალური ბარიერის უქონლობა (რის გამოც უკიდურესობებში ვარდება), ავტორიტეტებთან სირთულეები. 

დადებითი კუთხით დამახასიათებელია სამართლიანობისთვის ბრძოლა, სუსტების და დამცირებულების დაცვა, სიმამაცე, სიღრმისეული გაგებისა და პატიების უნარი.

ასპექტის მქონე ადამიანს სხვებზე ზრუნვა მოსწონს. ერთადერთი „საფრთხე“ – გადამეტებაა. რასაც არ უნდა აკეთებდეს, მიდრეკილია ყველაფრის გადამეტებისკენ, ბევრის გაკეთებისკენ. მთვარისა და იუპიტერის კვადრატის მქონე რისკიანი და მოთამაშეა, სხვებისთვის გაზიარების სურვილი აქვს, რადგან ყველაფერზე მტკიცე აზრი გააჩნია. მისი ცვალებადი განწყობა მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრების მიზეზია.

სასურველია გამბედაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოს. ასპექტის მქონე ადამიანის მოტყუება გამოგონილი ისტორიებით ადვილია, მისგან ფულის გამოძალვას ადვილად მოახერხებენ. ოჯახურ ფუფუნებაზე ოცნებობს, მიდრეკილია ხეტიალისკენ, უმიზნოდ მგზავრობისკენ, უცხოეთში ყოფნის დროს სირთულეებია მოსალოდნელი. შესაძლოა ჭარბი წონა ჰქონდეს. სუსტი რუკის შემთხვევაში დამახასიათებელია სიზარმაცე. თუ ფული აქვს – განდიდების მანია აქვს ან უმიზნოდ ხარჯავს. მთვარისა და იუპიტერის კვადრატი საფრთხილოა თუ იუპიტერი მე-8 სახლის მმართველია ან მე-8 სახლშია.

მთვარისა და იუპიტერის კვადრატი მიანიშნებს ემოციებისა და პოტენციალის მსგავსად გამოხატვის სირთულეზე. მაგ: შეიძლება კარგი შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ მის გამოხატვას ვერ ახერხებდეს (დროულად და შესაბამის გარემოში). სხვებში ყოველთვის კარგს ხედავს და ადვილად შეუძლია პატიება, ცუდის დავიწყება. შესაძლოა იმაზე მეტს პირდებოდეს, ვიდრე შესრულება შეუძლია. .

ბავშვობაში დედა ან ოჯახის წევრი ქალი ანებივრებს. რწმენის მხრივ აგნოსტიკოსი ან ფანატურად მორწმუნეა. კაცის რუკაში – ოჯახურ უთანხმოებებს ნიშნავს.

ჯანმრთელობის მხრივ აღინიშნება სისხლისა და ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. დაავადებები ემართება გაუფრთხილებლობისა და ცხოვრების სწრაფი რეჟიმის გამო.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

იუპიტერის კვადრატი: ჭეშმარიტ სიდიადეს არ სჭირდება მტკიცებულებები და საზომი

იუპიტერის კვადრატი პლანეტას ბევრს პირდება…სამწუხაროდ ამ დაპირებებით იზღუდება. პლანეტით მართულ სფეროებში ინდივიდი გრძნობს საკუთარ სიდიადეს, არამხოლოდ პოტენციურად, ფაქტობრივადაც, მაგრამ გარშემომყოფები იგივეს შესაძლოა ვერ ხედავდნენ ან ეჭვქვეშ აყენებდნენ, თავად ადამიანი კი შესაძლოა მისი სიდიადის და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდეს.

იუპიტერის კვადრატი პლანეტის მახასიათებლებს „აფართოვებს“, მაგრამ არა ისე, როგორც მის მფლობელს სურს: სხვა მიმართულებით, მისი სტილისგან განსხვავებულად ვლინდება. ეს კვადრატი იძლევა სიამაყის ცდუნებას, ზედაპირულობას, ადვილად იღებს იმას, რაც არ უნდა ან რაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის სასარგებლო არაა.

პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ინტერესი „მაღალი მატერიების“ მიმართ, ფილოსოფიური განხილვა და აბსტრაქტულ-რელიგიური მიდგომა, მაგრამ აინტერესებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არაა იუპიტერული გამოვლინების ძვირფასი საჩუქარი და ითხოვს ძალის მინიმალურ გამოვლინებას.  მაგალითად, ვენერა-იუპიტერის კვადრატით შესაძლოა ინდივიდი დიდი რაოდენობით სიყვარულს იღებდეს, ერთი შეხედვით ლამაზი, საინტერესო და უჩვეულო იყოს, მაგრამ კონკრეტულ სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორზე მცირე ყურადღების მიქცევის ნაცვლად საკუთარი სილამაზის, დიდებულების, მიმზიდველობის შემჩნევით იყოს „დაკავებული“. ასეთი მიდგომა კი მარტოობის განცდას და სოციალურ, ემოციურ, სექსუალური კუთხით უიმედობის განცდას მოიტანს, მიუხედავად ამისა საკუთარ თავზე წარმოდგენა ოდნავადაც არ იკლებს.

კარმული მნიშვნელობით, ასპექტი ნიშნავს პლანეტის სფეროებში ფრთხილად და ყურადღებით მოპყრობის აუცილებლობას საჩუქრებისა და ბედის კარის გახსნის დროს. ინდივიდი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ხანგრძლივ მუშაობას სთავაზობს და სამყაროსთვისაა განკუთვნილი (არა თავად ინდივიდისთვის). დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში მიდრეკილია მამაცი კეთილისმყოფელის როლის შესრულებისკენ, რაც ცუდად გამოსდის, რამდენადაც გამორჩენის გამო კეთდება ან შეუსაბამო, უსარგებლო დახმარებას სთავაზობს.  შედეგად მადლიერების ნაცვლად დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს იღებს.

დამუშავების შედეგად ინდივიდს საშუალება ეძლევა საკუთარი ბედის კარმულად სწორად წარმართვის, ცრუ შესაძლებლობებსა და ცდუნებებზე უარის თქმას სწავლობს, შეუფასებელ საჩუქრებს იღებს სულიერ გზაზე და სხვებში ანალოგიურ პრობლემას ხედავს. შედეგად სხვების მასავით გზაზე დაყენების უნარი ეძლება, სხვებს ანახებს მისი ცდუნებისა და ვნებების (განსაკუთრებით ქედმაღლობისა და სიამაყის) კარმულ როლს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top