დამახასიათებელია ემოციური ცვალებადობა, შფოთვა, დაუფიქრებელი მოქმედებები, აგრესიულობა, კაპრიზულობა, ეჭვიანობა, ულევი გამბედაობა, პირდაპირობა, თვითდარწმუნებულობა, უხეშობა, სკანდალურობა, ჟინიანობა, აზარტულობა, ისტერიულობა. ასპექტის დადებითი მახასიათებლებია: საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ნებისყოფა, ენერგიულობა, სიმამაცე, სხვების დახმარების სურვილი, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი.
საკუთარ თავს ცუდად ფლობს, ყველა მიღწევას თავის ანგარიშზე იწერს, ზედმეტად უსვამს ხაზს დამოუკიდებლობას და საქმეში მცირე ჩარევასაც არ ითმენს. ოჯახში, მშობლებთან შესაძლოა სირთულეები ჰქონდეს, რაც მოგვიანებით ცუდად აისახება საზოგადოებრივ და პროფესიულ მდგომარეობაზე. ქალებთან ურთიერთობაში აგრესიულია ან უხეშად ექცევა.
მისთვის უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელები, რადგან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა აწუხებდეს სისუსტე, ზოგადად მაღალი ტემპერატურა და კუჭის პრობლემები. შესაძლოა ქირურგიული ოპერაციები გადაიტანოს ან დაუფიქრებლობის გამო ჭრილობებს იღებდეს.
მთვარის კვადრატი ან ოპოზიცია მარსთან მიგვანიშნებს ინდივიდის აგრესიულობაზე ან სხვების აგრესიაზე გამძაფრებული მგრძნობელობა აქვს. ხშირად უჩნდება აზრი, რომ სხვას მისი გაკრიტიკება ან თავდასხმა უნდა. განწყობის ცვალებადობის გამო ხან ფეთქდება, აგრესიული ხდება, ხან პირიქით – კონფლიქტს გაურბის. დედასთან ურთიერთობაში ერთდროულად შეტევითი და თავდაცვითი რეაქციები აქვს.
მარსი მამაკაცური საწყისის მქონე პლანეტაა. ნებისმიერი ასეთი პლანეტა, რომელიც მთვარეს „ურტყამს“ – უფრო დიდი გავლენა აქვს რუკაში (მთვარესთან შედარებით). კაცის რუკაში ქალებთან და დედასთან რთულ ურთიერთობაზე მიანიშნებს. მათთან აგრესიული, მომთხოვნი და კაპრიზულია. ქალის რუკაში – მოურიდებლობაზე, თავის სექსუალურად წარმოჩენის სურვილზე მიანიშნებს; ასევე რთული ორსულობის ან მშობიარობის ალბათობაა.
ასპექტი დიდ არასტაბილურ ენერგიას იძლევა, რის დახარჯვასაც ადამიანი საქმეში „ჩადებით“, სექსუალური განმუხტვით ან სხვებთან აგრესიული ქცევით ახერხებს. ენერგიის დახარჯვა აუცილებელია, რადგან მოგვიანებით „შენახული“ ენერგია და ემოციები ჯანმრთელობაზე აისახება.
მთვარის კვადრატი: „ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა“
მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.
მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.
ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.
მარსის კვადრატი: „სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება“
მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.
კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.
დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).
შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.
დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.