მთვარის კვადრატი ურანთან

მთვარის კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია მდიდარი წარმოსახვის უნარი, უჩვეულო შესაძლებლობები, მოულოდნელი ქმედებები, ემოციური აფეთქებები, ერთი საქმის მიტოვება მეორის დასაწყებად, წარსულზე უარის თქმის ძლიერი სურვილი, გაუწონასწორებლობა, იმპულსურობა, სპონტანურობა, მგრძნობელობა, ექსცენტრიულობა, მოუთმენლობა, დაუფიქრებელი ქმედებები, სურვილების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მიდრეკილება.

დადებითი კუთხით: სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ორიგინალური და მრავალმხრივი ინტერესები, გეგმებისა და იდეების სიუხვე, გამომგონებლური სული.

ასპექტის მქონე ადამიანის ცხოვრებაში უბედური ან მოულოდნელი შემთხვევები ხდება. შესაძლოა ოჯახური პრობლემები ჰქონდეს. ემოციების გამოხატვის უჩვეულო სტილი აქვს, ადვილად ფეთქდება და ღიზიანდება მიზეზის გარეშეც. ოცნებობს სიმშვიდეზე, გრძნობების გაკონტროლების სწავლაზე, რასაც დიდი შრომით თუ მოახერხებს. შესაძლოა დაუცველობის დასაფარად აგრესიულად რეაგირებდეს. ეს თვისებები ხშირად ვლინდება ოჯახურ წრეში.

პირადი ურთიერთობები მოუწესრიგებელი ან ცვალებადია. მოსწონს სხვების გაკვირვება, გაოცება. ნერვიულია და რადიკალური ცვლილებების სურვილი აქვს. როცა მის ერთ ნაწილს ემოციური მხარდაჭერა, სიახლოვის სურვილი და ზრუნვა უნდა, მეორე ნაწილი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს ირჩევს.

ზოგჯერ მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობს. ცვლილებები იზიდავს და ოჯახურ, რუტინულ ცხოვრებას ვერ ეგუება. შესაძლოა სახლში ხშირად გადაადგილოს ავეჯი, ინტერიერი შეცვალოს. ამ დროსაც იმპულსურია და ხშირად ცვლის გეგმებს. ქალის რუკაში – დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ძლიერი სურვილი აქვს. ჯანმრთელობის მხრივ ჰორმონალური ბალანსი ხშირად ირღვევა, რაც ემოციურ ცვალებადობას ხელს უწყობს.

კაცის რუკაში განქორწინების, ხოლო ქალის რუკაში – ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) მანიშნებელია.

ჯანმრთელობის კუთხით დამახასიათებელია ნერვული სახის დაავადებები, უბედური შემთხვევებისგან მიღებული ტრავმები, ნევროზი; ვიტალურობა – დაბალი, პულსი და წნევა -ცვალებადი.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

ურანის კვადრატი: ნიჭიერებას ჭირდება აღმაფრენის წამი, დიდებულ ტალანტს კიწამი დასვენებისათვის“.

უმაღლესი პლანეტების კვადრატურა საბედისწერო ეფექტს იძლევა, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელი, უფრო სწორად საზიანოა, რადგან ადამიანს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს, როგორც თავისი ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება არასწორი ქმედებით კვადრატურაში მყოფი პლანეტის სფეროში. თუმცა ის ირჩევს გარემოებებთან ურთიერთობის საშუალებებს და ხედვას, ე.წ. თვალსაზრისს: როგორც წერტილს, საითაც ის იყურება, ასევე წერტილს – საიდანაც იყურება, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რომელ პოზიციაზეა და ეს არჩევანი ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ უმაღლესი პლანეტების კვადრატის დამუშავებას და შესაბამისად ბედ-იღბალს, სამყაროს კარმის ფარგლებში. მაგ: ვენერა-ურანის კვადრატურა იძლევა არა მხოლოდ გადაულახავ მიდრეკილებას ექსცენტრიულ და უმართავ სოციალურ ქცევებს მისთვის ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში, არამედ ადამიანებს ამ ასპექტით არ შეუძიათ პარტნიორის დიდხანს სიყვარული, ის რაც ვერაფრით იცვლება დროთა განმავლობაში – გამოუთქმელად სწყინდებათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორის თვეში ერთხელ ცვლა, ან შესაძლებელია ყოველდღიურად მოხდეს მოცემულ ეგზემპლარზე საკუთარი თვალსაზრისის ცვლა, მასში პრინციპიალური სიახლეების აღმოჩენით, თუმცა მეორე ვარიანტი გაცილებით რთულია.

 საერთოდ ურანის კვადრატურა პლანეტას ანიჭებს გენიალურობას ნორმის ფარგლებში (ხანდახან ფარგლებს გარეშე), მაგრამ ურანისეული იდეებისა და ხილვების კონსტრუქციაულად განხორციელება ძალიან რთულია. ადამიანი უნდა ეცადოს გააცნობიეროს თავისი ექსცენტრიულობის არსი, პლანეტარულ გამოვლინებებში უნდა ისწავლოს ურანისეული მინიშნებების წაკითხვა და ამ შემთევვაში ის ნაწილობრივ შეძლებს კარმის რთული ქარგის წვდომას, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და შესაძლოა სამყაროს შემატოს რაღაც ამ დრომდე უნახავი, გაუგებარი, შეუძლებელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რეალური.

ურანის კვადრატის გამოვლინების გაგება შეუძლებელია, საჭიროა მასთან შეგუება და როგორღაც მისი გამოყენების სწავლა, მაგრამ მისი მთელი წარმატებული და ეფექტური გამოყენებით, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ბეღურებს თოფს ესვრის, ხოლო ურანის საკადრისი სამიზნე რჩება უხილავი.

ურანის კვადრატი იძლევა სხვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერვის უნარებს და თუ ამ ასპექტის მფლობელი მიზნად დაისახავს ბოროტ და ინვოლუციური პროგრამებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ის ძალიან შემოქმედებითი გახდება აქ. სამწუხაროდ ამ კვადრატის შემთხვევაში ამ უნარით პირიქით სარგებლობენ, ევოლუციური ნაკადის შეზღუდვით, მასში ხვეულების წარმოქმნით (კარმული კვანძების წარმოქმნით), რაშიც რა თქმა უნდა გამოიხატება აბსოლუტის შემოქმედება, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც ეს შემოქმედება რეალიზდება, ხდება შავი მასწავლებელი, თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედ-იღბლისთვის სულერთი არ არის რომელ დონეზე და ზუსტად როგორ ხდება ეს შავი მასწავლებლობა- კრიტიკოსის, დამსმენისა თუ ჯალათის როლში, ამიტომ ურანის კვადრატურის გამოვლინებისთვის საჭიროა დიდი ყურადღების მიქცევა, რადგან აქ უმნიშვნელო აქცენტებს (მათ შორის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენებთან) შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top