მთვარის კვანძები სახლებში

მთვარის კვანძები სახლებში

აღმავალი კვანძი 1-ელ სახლში, დაღმავალი კვანძი მე-7 სახლში

ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ეგოიზმისკენ მიდრეკილება, მუდამ საკუთარი თავის მართლებაში მყოფნი ხშირად ირგვლივმყოფებისთვის უცნაურები არიან, მათ ვერ უგებენ. ეს მდგომარეობა არ არის ოჯახური კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი, მშვიდობიანი პერიოდები ხანმოკლეა, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრებაში უზრუნველყოფილია ასეთი ადამიანი, აქვს კარგი გარეგნობა და მომხიბვლელობა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია გართულებები და გაუგებრობები.

თუ ეს სახლი არის ტყუპებში ან ქალწულში ეს მიუთითებს პოპულარობაზე, ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ხოლო თუ ეს სახლი იმყოფება კირჩხიბში ან ლომში ნეგატიური მხარეები მეტად ვლინდება.

მთელი ძალით რაქუ 42 წლის ასაკში ავლენს თავის თავს, თუ აქამდე პარტნიორებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, 42 წლიდან მოსალოდნელია გართულებები. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარმული ვალდებულებების გათვალისწინება.

აღმავალი კვანძი მე-2 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-8 სახლში 

უნდა გახდეთ დამოუკიდებელი, თქვენ უნდა შეძლოთ ფუნდამენტის შექმნა ცხოვრებაში, ნურავის იმედად ნუ იქნებით, მიხედეთ ჯანმრთელობას, საკუთარ სხეულს (დიეტები, იოგა, ენერგიის აღსადგენი ვარჯიშები). ასეთ ადამიანებს ხშირად არ უმართლებს ცხოვრებაში, ოჯახში უთანხმოებაა, ტყუილები და დეპრესია მათთვის უცხო არ არის, ალკოჰოლიზმის საფრთხეა, უარყოფითი ასპექტებისას განათლება საერთოდ შესაძლოა ვერ მიიღონ.

ყველაფრის მიუხედავად აქვთ მდიდარი წარმოსახვა, რაც იძლევა გამდიდრების საშუალებას (თუმცა ეს საშუალება შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგოც იყოს.) გამოირჩევიან კარგი ინტუიციით და ინტერესით ოკულტური მეცნიერებების სფეროში, სექსუალური გარეგნობით.

იარები აქვთ სახეზე, განსაკუთრებით ქვედა ყბის ზონაში, შეიძლება მარჯვენა თვალის პრობლემამაც იჩინოს თავი, მაგრამ თუ რაქუ კარგად ასპექტირებულია მაშინ ჯანმრთელობა საკმაოდ მყარია.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია ადამიანი განათლებული და წარმატებული იქნება, მას აქვს გამოხატული პოეტური ნიჭი და ლიტერატურული მიდრეკილებები.

აღმავალი კვანძი მე-3 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-9 სახლში 

ადამიანი არის ცოცხალი, გულღია, გაბედული, ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რაქუ მე-3 სახლში წარმატებას და ბედნიერებას მოგიტანთ.

ასეთ ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული, სასიამოვნო ხმა, ხშირად უწევთ მოგზაურობა, ცოცხლობენ დიდხანს, ხშირად დედისერთები არიან, ან არ აქვთ კარგი ურთიერთობა უმცროს ძმასთან, დასთან.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია, ეს კიდევ უფრო დადებითს ხდის ამ ადამიანის მდგომარეობას. ყველაფერს ემატება ხშირად კარგი მუსიკალური ნიჭი, ბრწყინვალე კარიერა (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ სფეროებში). შესაძლოა საზღვარგარეთ განათლების მიღება. მორწმუნე ადამიანი არაერთხელ მოხვდება წმინდა ადგილებზე. შესაძლოა სულიერების გზას დაადგეთ.

თქვენი კარმული ამოცანაა იყოთ მოსწავლე, ნუ მოირგებთ მასწავლებლის, წინასწარმეტყველის როლს, იყავით შუა რგოლი ნებისმიერ სფეროში, დაამყარეთ კონტაქტები, იყავით კომუნიკაბელური, უარი თქვით შორეულ მოგზაურობებზე, თუ თქვენ განვითარების ამ გზას ასცდებით, მაშინ მე9 სახლის პრობლემები იჩენს თავს.

აღმავალი კვანძი მე-4 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-10 სახლში 

უთანხმოება დედასთან (მას თავად რთული ცხოვრება აქვს). განათლების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები. ასეთ ადამიანს მუდამ სურს ჰქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქვს, ჰგონია, რომ სამყარო მასთან ვალშია. მატერიალური სფერო ყველაზე მნიშვნელოვანია, პრობლემები იჩენს თავს მამასთან ურთიერთობაშიც, ამ ადამიანებს არ აქვთ სურვილი კეთილი საქმის კეთების. საერთოდ ცხოვრებაში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები.

თუ მე-4 სახლი ტყუპებში ან ქალწულშია – ამ სახლის პატრონს ეძლევა ყველაფერი რაც სურს, (ძირითადად ასეთ ადამიანებს აქვთ სურვილი ჰქონდეთ საკუთარი სახლი, ნაკვეთი. არ არის გამორიცხული ჰქონდეს საკუთრებაში მაგ: იახტა.) დედა საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და ის ხშირად გაუწევს დახმარებას შვილს, ასევე მამაც.
დაუბრუნდით თქენს ფესვებს, წინაპრებს!

დაალაგეთ ურთიერთობები ოჯახში, მშობლებთან, ახლობლებთან. ნუ ეცდებით სახელის მოხვეჭას კარიერულ სფეროში, გაეცანით ოკულტურ მეცნიერებებს. თქვენ უნდა გამოიყენოთ წინა რეინკარნაციის გამოცდილება სწორედ ახლა, ოჯახის მოწყობაში, სანათესაო კავშირების გამყარებაში.

იყავით ტრადიციული, ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანთ წარმატებას და კეთიდღეობას სამსახურშიც, მაგრამ თუ კარიერა იქნება მთავარი, ამ შემთხვევაში, მოემზადეთ წარუმატებლობისთვის და დაცემისთვის.

აღმავალი კვანძი მე-5 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-11 სახლში  

ჭკვიანი, განათლებული, კარგი შემოსავალის მქონე ამ სახლის ბინადარს მეტისმეტად აღელვებს კეთილდღეობა, სულ უნდა მეტი და მეტი გამოიმუშაოს, არის ხშირად გაუწონასწორებელი, სულიერი ფასეულობები მას ნაკლებად აღელვებს, ბავშვები ან უბრალოდ არ სურთ, არ ყავთ, ან მუდამ პრობლემები და უთანხმოება აქვთ მათთან. შეუძლიათ ახლობლებს და ნათესავებს გააკეთებინონ ის რაც მათ უნდათ, მაგრამ არ იციან პარტნიორთან მოქცევა, სიყვარულში ხშირად არ უმართლებთ.

თუ ეს სახლი არის ტყუპებში ან ქალწულში მოსალოდნელია წარმატებები სპორტის, პოლიტიკის სფეროში, სიყვარულის სფეროში არის გარკვეული პრობლემები(როგორც პარტნიორებს ასევე საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს უყენებენ). შვილები ცნობილი სახეები დგებიან და მშვენიერი ურთიერთობა აქვთ მათთან. აქვთ კარგი სამართლიანობის გრძნობა.

აღმავალი კვანძი მე-6 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-12 სახლში 

ადამიანს აქვს დიდი სასიცოცხლო ენერგია, კარგი ჯანმრთელობა, დიდხანს იცოცხლებს, ის გაიმარჯვებს ყველა არაკეთილმოსურნეზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ასეთ ადამიანებს კეთილდღეობა და საყოველთაო პატივისცემა თან სდევთ. თქვენ უნდა იზრუნოთ სხვებზე (განსაკუთრებით ჯანმრთელობის კუთხით) და ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საიდუმლო ოკულტურ ინფორმაციას (წინა განსხეულებიდან).

თქვენთვის არ შეიძლება საიდუმლო საქმეებთან ურთიერთობა, საიდუმლო ორგანიზაციებში მუშაობა, თქვენ არ უნდა დამალოთ არაფერი, ასევე არ არის მიზანშეწონილი, განმარტოებით ცხოვრება, ბერ-მონაზვნობა, ინტუიციით და ოკულტური საქმიანობით ცხოვრება.

თუ ეს სახლი ქალწულში ან ტყუპებშია ყველაფერი მკვეთრად გამოხატულია.
შეიძლება აწუხებდეთ მარცხენა თვალი ან ყური.

აღმავალი კვანძი მე-7 სახლში, დაღმავალი კვანძი 1-ელ სახლში 

სირთულეები ოჯახურ ცხოვრებაში, დისჰარმონია, პრობლემები ძირითადად პარტნიორისგან იჩენს თავს, რომლის გადაჭრა და მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. პარტნიორი შესაძლოა იყოს ცნობილი პიროვნება, დიქტატორული მიდრეკილებით, თუ რაქუ დადებითად არაა ასპექტირებული, მოსალოდნელია განქორწინება.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია, პარტნიორთან პრობლემები მაინც არის, თუმცა პარტნიორი არის უფრო გამოჩენილი ადამიანი.

გაქვთ ინტერესი ოკულტური მეცნიერებების მიმართ, არამყარი ჯანმრთელობა პრობლემებს გიქმნით (მოწამლვა და ინტოქსიკაცია). ასეთი ადამიანი გარემოს შესაბამისად ხშირად იცვლება. 48 წლიდან აღმავალი კვანძი აქტიურდება და უკეთ ავლენს თავს.

დაღმავალი კვანძი  შეერთება ასცენდენტთან – ხშირად ასეთი ადამიანები შეუმჩნეველნი არიან ყველასთვის.

უარი თქვით ინდივიდუალიზმზე, შექმენით ოჯახი, დაამყარეთ პარტნიორებთან (საქმიანი თუ სასიყვარულო) ჰარმონიული ურთიერთობები. ამის გარეშე პიროვნული დეგრადაციის ზღვარზე აღმოჩნდებით, გაირიყებით საზოგადოებისგან, შეუმჩნეველი და არასასურველი იქნებით.

აღმავალი კვანძი მე-8 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-2 სახლში

ასეთი ადამიანი თავს ბედნიერად არ თვლის, სულ ფულის დეფიციტს განიცდის. ოჯახში ხშირად იჩენს თავს კონფლიქტი, განხეთქილება, მოსალოდნელია განქორწინება. თუ ეს სახლი მშვილდოსანში ან თევზებშია, მაშინ ეს ადამიანი სულიერებაზე ზრუნავს, ნაკლებად მატერიალისტია, არც პრაქტიკულობით გამოირჩევა.

ამ სახლის მეპატრონე თავს უიღბლოდ და უბედურად თვლის, მისთვის არ არის უცხო ტყუილები და დეპრესია, (ფრთხილად ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან!). კარგად ასპექტირებული რაქუ ფიზიკურ მიმზიდველობას და სექსუალურობას გმატებთ.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია – ასეთ ადამიანებს აქვთ კარგი ინტუიცია, დაინტერესებული არიან ოკულტური მეცნიერებებით, დაცული ქრონიკული დაავადებებისგან. ეს ადამიანები არიან განათლებულები (განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმარულებით), აქვთ ფული, სასიამოვნო გარეგნობა, ორატორული ნიჭი, თუმცა ტყუილები სჩვევიათ. ოჯახური ცხოვრება არც ისე ბედნიერი და წარმატებულია.

კარმული მისია ამ განსხეულებაში – ნუ მიეციკლებით მატერიალურ კეთილდღეობას, ფულს, შეგროვებას, გახდით რისკიანი, უშიშარი, ამ შემთხვევაში კეთილდღეობა და ფიზიკური ენერგია თვითონ მოვა თქვენთან. თუ წინა კარმული გზით სვლას გაარძელებთ, ამ შემთხვევაში მატერიალური სფეროში დიდი დანაკარგებია მოსალოდნელი.

 

აღმავალი კვანძი მე-9 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-3 სახლში 

ესეთი ადამიმიანები არიან მდიდრები და სახელოვანი, ცნობილი პირები, კლანის, ქალაქის თავები, საერთოდ ხელმძღვანელები არიან სხვადასხვა სფეროში. მამასთან გარკვეული პრობლემები (მამას მძიმე ცხოვრება აქვს, ის კარგავს ყველაფერს), ასევე და-ძმებთან გარკვეული უთანხმოება იჩენს თავს.

მოსალოდნელია ხანგრძლივი მოგზაურობა, აქედან ბევრი საჭირო ინფორმაცია შემოვა თქვენთვის, ასევე გექნებათ დახმარება ნათესავებისგან,ადამიანი თესავს ბევრ სიკეთეს. თუ თქვენს მისიას ვერ ასრულებთ, მაშინ აღმოჩნდებით გაუთავებელი ჭორაობის ობიექტი, სანათესასოში გეყოლებათ მტრები, გდაიქცევით უბრალო მოხეტიალე არსებად.

თუ ეს სახლი კირჩხიბში ან ლომშია ასეთი ადამიანები განათლებას იღებენ ხანგძრლივად, დიდი შუალედებით, ხოლო თუ ტყუპებში ან ქალწულშია, მაშინ ბედნიერი, წარმატებული და მდიდარი იქნება პიროვნება, (მისი მამაც, ასევე მდიდარი და გამოჩენილი პირია, ის ხშირად გაგიწევთ დახმარებას ცხოვრებაში).

 

აღმავალი კვანძი მე-10 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-4 სახლში

კარგი მდგომარეობაა, ადამიანი იპყრობს დიდ მწვერვალებს, ის ზრუნავს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, საზოგადოება კი აფასებს ამას, ადრე იწყებს დასაქმებაზე და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ფიქრს, აინტერესებს სხვადასხვა მეცნიერებები, ხელოვნება, ხიბავს სიახლეების შეცნობა. ასეთ ადამიანებს იზიდავთ მათზე სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფნი.

არ არის საჭირო ტრადიციებზე და წინაპრებზე მიჯაჭვულობა და ჩაციკლვა, აირჩიეთ ერთი მიმართულება ცხოვრებაში და მიჰყევით მიზანს მწვერვალისკენ. თქვენ უნდა გახდეთ მარტოხელა მებრძოლი, ნუ გექნებათ ნურავის იმედი, სხვებზე დამოკიდებული თქვენ უკვე იყავით წინა რეინკარნაციაში.) თუ ამას შეძლებთ, თქვენ გარანტირებული გაქთ მყარი ოჯახი და ნათესავების კეთილგანწყობაც.

დედასთან თავს იჩენს გაუგებრობები, (დედა ხშირად ავადმყოფობს), ცხოვრობენ ძველისძველ სახლში, შესაძლებელია ოჯახს და სახლკარს მოწყდნენ და დამოუკიდებლად დაიწყონ ცხოვრება. პრობლემები განათლებასთან დაკავშირებით.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია, ადამიანი თესავს ბევრ სიკეთეს, ის გახდება კაშკაშა ვარსკვლავი. მისი მშობლები განსაკუთრებით დედა წარმატებული და ჯანმრთელი იქნება, ასეთი ადამიანები განათლებულები და ცნობადები არიან.

 

აღმავალი კვანძი მე-11 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-5 სახლში 

კარგი მდგომარეობაა, წარმატებები ცხოვრებაში, იღბალი საქმეში, გარშემომყოფთა პატივისცემა არ მოგაკლდებათ. ხართ მიზანსწრაფული. ასევე გყავთ მეგობრები, რომელთა იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ, როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში.

არის ალბათობა ამ სახლის პატრონს არ ჰყავდეს შვილი, ან ჰქონდეს პრობლემები მათთან ურთიერთობაში. სირთულეები სიყვარულში, ხშირად აქვთ ოკულტური შესაძლებლობები, ექსტრასენსორული ნიჭი, ჰიპნოზის უნარი, თუმცა ჭკუით და განათლებით არ გამოირჩევიან. წინა გასხეულებაში თქვენ კეთილსინდისიერად ბევრი იშრომეთ, ახლა შესაძლოა ფილოსოფოსი ან წარმატებული ექიმი, პოლიტიკოსი ან მღვდელი გახდეთ.

გაუგებრობების ალბათობა უფროს ძმასთან ან დასთან.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია, განსაკუთრებით კარგად ვლინდება დადებითი მომენტები. ადამიანი მდიდარი და ცნობილია, ცხოვრობს ფუფუნებაში, ასეთივე სამეგობრო წრე ჰყავს. შვილებს შესაძლოა თქვენგან ოკულტური მიდრეკილებები გადაეცეს. უფროსი ძმა შესაძლოა იყოს განთქმული, მაღალი თანამდებობის პირი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გექნებათ.

ისწავლეთ კოლექტივში არსებობა, მეგობრობა, ეძიეთ სიახლეები, იყავით ალტრუისტი, სასურველია ბავშვებთან ურთიერთობა (ამ გზით კარმულ ვალებს გაისტუმრებთ). ნუ იფიქრებთ მოლოდ თქვენს თავზე, ნუ იქნებით ეგოისტი.

აღმავალი კვანძი მე-12 სახლში, დაღმავალი კვანძი მე-6 სახლში 

ასეთი ადამიანი გასცემს ყველაფერს, რაც აქვს, მას შეიძლება აწუხებდეს მარცხენა ყური ან თვალი. ჯანმრთელობა არამყარი აქვთ. ხშირად თავს იჩენს უცნაური დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულად ხდება. შესაძლოა წონის პრობლემამ იჩინოს თავი, რომელიც არ ექვემდებარება დიეტებს და მკურნალობას.

თუ ეს სახლი კირჩხიბში ან ლომშია, შესაძლოა სექსი მხოლოდ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ხშირად არის გაურკვევლობები და სირთულეები კოლეგებთან ურთიერთობაში. ეს ადამიანი საბოლოოდ ყველა არაკეთილმოსურნეს დაამარცხებს.

თუ ეს სახლი ტყუპებში ან ქალწულშია – ეს მდგომარეობა მიუთითებს ამ სახლის პატრონის სიძუნწეზე, კარგი მდგომარეობაა საზღვარგარეთ ვაჭრობის სფეროსთვის. სექსი სიამოვნებას განიჭებთ. გექნებათ კარგი ჯანმრთელობა, ასევე მშვენიერი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელქვეითებთან.

 კარმული მისია ამ განსხეულებაში – არაა საჭირო სოციალურად აქტიური ცხოვრება, ნუ დაექვემდებარებით სხვებს, შეგიძლიათ იმუშაოთ საიდუმლო ორგანიზაციებში, დაკავდეთ საიდუმლო საქმიანობით, მედიტაცით, ოკულტური მეცნიერებებით. თქვენთვის კარგია განმარტოვება, ბუნებასთან შერწყმა. სხვა შემთხვევაში თქვენ შეიძენთ ფარულ მტრებს, დაკარგავთ სამსახურს.

 სტატიის ავტორი: ქეთი

 


About Tamta

Scroll To Top