სიმბოლო: საყვირი
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაწყების, ინფორმაციის გამოყენებისა და რაიმესკენ მოწოდების დღეა.
შესაძლებელია სინანულის გრძნობის გაგვიჩნდეს, მელანქოლიას ავყვეთ, სხვა სამყაროსთან კონტაქტის დამყარების ალბათობაა.
მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი დადებითია და შესაძლებლობას იძლევა თქვენი შეთავაზებებით ახალ დონეზე გახვიდეთ. უფროსობა შეძლებს შენიშნოს თქვენი თავდაუზოგავი მუშაობა ბიზნესის ან/და თქვენი შემოქმედებითი წამოწყებების გაუმჯობესებისთვის და ამიტომ გაჩნდება ახალი სამუშაო, ახალი პარტნიორები, ასევე შეიძლება ახალი ურთიერთობების დაწყება.
ასევე მყარდება ოჯახური კავშირი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ნათესავების ურთიერთობები. მთვარის ამ დღის მეორე ნახევარი უარყოფითია, რამდენადაც ჩნდება იმის საშიშროება, რომ ზედმეტ საქმეებსა და ვალდებულებებში იყოთ ჩათრეულნი.
ამას კი შეუძლია მიგიყვანოთ დროის, ენერგიისა და ძალების დაკარგვამდე, ასევე გადაჭარბებული დოზით საკვების მიღებამდე და საკუთარი ჯანმრთელობით ბოროტად სარგებლომადე. ასევე არის იმის საშიშროება, რომ თქვენი სექსუალური ენერგია ბოლომდე ამოწუროთ.
ისევე, როგორც მთვარის მე–12 და მე–13 დღეებში, არ შეიძლება უგულისყუროდ მოეკიდო გეგმებსა და პროექტებს, იდეებს. აუცილებელია გამძაფრებული შრომა და არცერთი წამით არ უნდა შეგეპაროს ეჭვი ჩანაფიქრის წარმატებაში. ეს ერთ ერთი ძლიერი ენერგეტიკული მთვარის დღეა, ეს არის ბოლო პერიოდი სავსემთვარეობის პიკის წინ, ბოლო შესაძლებლობა ამ მიმდინარე მთვარის თვეში ცვლილებების შესატანად, რაიმეს გამოსასწორებლად, შეცვლის ან კორექტირებისათვის. შემდგომში სიტუაცია გამოვა კონტროლიდან და თავისთავად განვითარდება, შემდგომში უკვე ვერ შეძლებთ გავლენას მიმდინარე პროცესებზე.
მე–14 მთვარის დღე აქტიური მოქმედების დღეა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვძლიოს სიზარმაცემ და მოწყენილობამ, დევიზი მიმდინარე მთვარის დროის მონაკვეთისა არის“ აქ და ახლავე“.
ბიზნესი: მე–14 მთვარის დღეს მძიმეა, რადგან ახლა მიღებულ გადაწყვეტილებას ვეღარ შევძლებთ გამოვასწოროთ ახალი მთვარის დღის დაწყებამდე.
ქორწინება: ამ დღეს ქორწინების შემთხვევაში მთვარის გავლენა დიდი იქნება, რაც ენერგიის მოზღვავებაზეც აისახება. აქტიური და ენერგიული ცხოვრება ელოდებათ. იმისთვის, რომ მთვარის ენერგიას გაუძლოთ, თავად უნდა იყოთ ძლიერი. თუ მზად არ ხართ, აჯობებს სხვა დღისთვის გადადოთ.
ჯანმრთელობა: განსაკუთრებით ეფექტურია მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურება. კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარეთ. თვალებს ნუ გადაიღლით.
სოციალური გავლენა: მე–14 მთვარის დღე იღბლიანია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გლობალური, ხანგძლივი პროექტებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადავიტანოთ მე–14 მთვარის დღისთვის, თუ ამ დღეს ჩააგდებთ ე.ი. მთელი თვე დაგიკარგავთ.
მისტიური გავლენა: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რეალური მოქმედებები ფიზიკურ სამყაროში. დღე მნიშვნელოვანია სრულყოფილების ეტაპის დასაწყებად. ბევრს მივაღწევთ, რეკომენდებულია ინფორმაციასთან მუშაობა. კარგია გაწმენდა.
წმენდა: ყველა დონეზე ვიფიქროთ ყოველგვარ სისუფთავეზე– ფიზიკურ, სულიერ ღირებულებებსა და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურის, რაც ნიშნავს, რომ გამოვათავისუფლოთ სული ნეგატიური ემოციებისგან, შევეცადოთ გავიწმინდოთ სული, სხეული და საცხოვრებელი.
ეზოთერიკა: ახალი სულიერი პრაქტიკის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგია სიჩუმეში ყოფნა, დუმილი, ენერგეტიკული წმენდვა, ლოცვა, მანტრების მოსმენა.
მედიტაცია: ბგერა
კვება: ნებისმიერი სითხე ამ დღეს დაბინძურებულია. კარგია “მშრალი” შიმშილობა. მიირთვათ ნუში და დამარილებული საკვები. უარი თქვით ტკბილზე და მწარეზე.
სიზმრები: ამ დღის სიზმრები არ ატარებენ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მინერალები: გიაცინტი
მე-14 დღეს დაბადებულები: როგორც წესი, ქარიზმატულები, ეშმაკები, ბუნებით ლიდერები არიან. ბედი მთელი ცხოვრება მფარველობას გაუწევს. შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდეთ. სასურველია – ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართონ; ცვლილებებისთვის მუდმივად მზად იყვნენ; განწყობის ცვალებადობას გაუმკლავდნენ; სიზმრებს ყურადღება მიაქციონ – ხშირად მინიშნებებს სიზმრების სახით იღებენ.
არასასურველია: არ შეიძლება ნებისმიერი მაგიით დაკავება, მხედველობის გადატვირთვა, სუნამოების გამოყენება, უკეთესია თუ სარკეში არ ჩაიხედავთ. ერიდეთ მოგზაურობებსა და თმის შეჭრას.
რეკომენდებულია: წმინდა ტექსტების კითხვა, ლოცვა, მანტრების მოსმენა, ფიზიკური სამუშაო. შხამებთან, ტუტეებთან მუშაობა. რაიმეს მომსახურება (მხარდაჭერა).
ავტორი: ნინო, ქეთი