სიმბოლო: სარკე; ყინული; მაიმუნი
დღე საკმაოდ პასიურია, შეიძლება იყოს მძიმეც და შეიძლება ადამიანს მოუტანოს ცოდვად დაცემა, რომელიც გამოწვეული იქნება მიწიერი ინსტიქტებისა და ცდუნებებთან ბრძოლის სურვილის არარსებობით.
აუცილებელია იმუშაოთ საკუთარ ცუდ აზრებზე, უარყოთ პატივმოყვარობა და ეგოიზმი, შეიძლება შიმშილი, აბანოში წასვლა, ნაწლავების, კანის გაწმენდვა, მასაჟის გაკეთება.
ამ დღეს თქვენს გარშემო არსებული რეალობა თითქოსდა ირეკლავს თქვენსავე შინაგან არსს.
ის რაც ამ პერიოდში ხდება, თქვენი საქმეების, მოქმედების ანარეკლია. ამ პერიოდის აქვს „სარკის“ ფუნქცია, სადაც აისახება თქვენი ჭეშმარიტი „მე“.
გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი გეგმიური და გათვლილია. თუ თქვენ გულით, უანგაროდ დაეხმარეთ ვინმეს, სიკეთეს მიიღებთ, ელოდეთ სიურპრიზს. ნურაფერს დააბრალებთ სხვას ან სამყაროს, სარკეში ყველაზე კარგად ჩანს თქვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სარკის ბრალი არაა დღეს ის, რომ მრუდად ჩანხართ ან ლაქებით ხედავთ საკუთარ თავს.
მე-18 მთვარის დღე უნდა ჩაითვალოს ერთგვარ გაკვეთილად, რომელიც თქვენთვისაა გათვალისწინებული და რაც უფრო ზუსტად და სწრაფად აითვისებთ მას, მით უკეთესი თქვენი მომავლისთვის. შეცვალეთ თქვენი ცნობიერება და სამყაროც შეიცვლება თქვენს ირგვლივ.
ინტრიგების, მოტყუების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია განწმინდოთ სხეული და გონება. მატულობს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა: მიმიკრია, მიმბაძველობა, სახეების ცვლა, გარდაქმნა.
ნუ იქნებით დღეს გეგმიური, ნუ დაეყრდნობით სტერეოტიპულ ლოგიკას.
დღე შეიძლება იყოს წარმატებლიც და წარუმატებელიც, მაგრამ მაინც ითხოვს კეთილგონიერებას, თავშეკავებას, სიფრთხილეს და წინდახედულებას.
მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი – დისჰარმონიის და აგრესიულობისა და „ცარიელ ადგილზე“ პრობლემების გაჩენის საფუძველია. შესაძლებელია გართულებული საქმიანი კავშირები, კონტაქტები, ხოლო თვითკმაყოფილება, პატივმოყვარეობა და ეგოიზმი გამოიწვევს საიმედო პარტნირების, უფროსობის ანდა კოლეგების ზურგის შექცევას.
დღის მეორე ნახევარი შედარებით კეთილგანწყობილია და საშუალებას იძლევა ახალი გეგმებისა და აზრების შექმნა-დალაგებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობები ამ დროს ძალიან ეფექტურია, და შეიძლება ამ გზით ისეთი პრობლემების და ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც თითქოსდა ერთი შეხედვით, გადაუწყვეტლად გეჩვენებათ.
კანის დაავადებები და ძველი იარების გახსნა – კოსმიური ევოლუციის კანონის დარღვევის ნიშანია.
ბიზნესი: ბიზნესისთვის ეს დღე არაა პროდუქტიული, არც კარგია და არც უარყოფითი გავლენით გამირჩევა. ხელშეკრულებების დადების შემთხვევაში დოკუმენტები ყურადღებით წაიკითხეთ.
ქორწინება: სასურველია თავი აარიდოთ ქორწინებასა და ღონისძიებებს.
კვება: არასასურველია ხორცისა და ხორცეული საკვების მიღება, უმჯობესია თხილისა და ზეთის გამოყენება. უმჯობესია მცენარეული საკვები მიირთვათ, ასევე განსაკუთრებით ეფექტურია ნიგოზი. კარგია ბალახების ნაყენების მირთმევა, განსაკუთრებით დარიჩინის დამატებით.
სამედიცინო გავლენა: ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს, შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, ფრთხილად ნებისმიერ მკურნალობასა და დიაგნოზთან. რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, საუნა, აბაზანები სხვადასხვა მცენარეებით.
სასურველია ნაკლები იძინოთ.
ეზოთერიკა: როგორც წესი, ეს დღე ეძღვნება მედიტაციურ პრაქტიკას, ლოცვების კითხვასა და მანტრებზე მუშაობას.
ერთგვარი მედიტაცია: თეატრი
სიზმრები: მიიღეთ, როგორც ანარეკლი რეალობისა.
მინერალები: თეთრი აქატი, ოპალი, შპინელი.
მე-18 დღეს დაბადებული: იქნება შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი, რის საფუძველზეც გამდიდრდება და ქონებას დააგროვებს. თუმცა, ფულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მნიშვნელოვანი თავად გზაა, რომელსაც ირჩევს და ასევე – მიზანი, რომელსაც ისახავს. მისთვის კონტაქტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეგოიზმი – უარყოფითი მხარეა. როგორც კი მხოლოდ საკუთარ თავზე იწყებენ ფიქრს, ყველაფერს კარგავენ. წყალი – ამ დღეს დაბადებულთა ენერგიისა და ძალების აღდგენას ხელს უწყობს.
არასასურველია: ღვინის დალევა, სიგარეტის წევა, დიდხანს ძილი, აგრესიულობა
რეკომენდებულია: საკუთარ თავსა და აზრებზე მუშაობა, ახალი გეგმების დალაგება, თმის შეჭრა. ბავშვის პირველი კვება; მუსიკის პირველი გაკვეთილი; საზღვრების შექმნა; მშენებლობა.
ავტორი: ნინო, ქეთი