მძიმე და სახიფათო დღეა. საფრთხე შავი მაგიის ქმედებებისგან, უარყოფითი სულიერი მდგომარეობა, ცნობიერების დაშლა, მოწამვლა. ახალი იდეები და გავლენები “სატანურ ბადედ” შეიძლება იქცეს.
დღე დაკავშირებულია მორალურ წმენდასთან: მონანიება, სიამაყისგან, ტყუილისგან, ილუზიებისგან, სხვების აზრებისგან გათავისუფლება. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა, სახლის განწმენდა სანთლის მეშვეობით (კუთხეების შემოვლით). ნეგატიურის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი მორალური მახასიათებლებით: თვითურყოფითა და მოკრძალებით.
ეს დღე თვის განმავლობაში ყველაზე ნეგატიური და კონფლიქტურია. მატულობს დაძაბულობა, ერთი დაუფიქრებელი სიტყვა ან გამოხედვაც საკმარისია, რომ იფეთქოს სკანდალმა და არეულობამ. ჩხუბი შესაძლოა მძიმე შედეგებითაც დასრულდეს. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ თავი, დაიცავით სიმშვიდე.
შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე სიმტკიცის და ნებისყოფის გამოცდაა, რომელიც უნდა შეინარჩუნოთ დიდი ძალისმხევით. დღეს უნდა დაანახოთ ყველას, რა შეგიძიათ, რამდენად მომთმენი და კეთილშობილი ხართ ირგლივ მყოფთა მიმართ და რამდენად სწორად რეაგირებთ წარმოქმნილ სიძნელეებზე.
ამ დღეს თქვენ შეგაფასებენ ზებუნებრივი ძალები, კარგად გაიაზრეთ ის, რის გაკეთებასაც აპირებთ და გახდით გმირი. გიყვარდეთ მტერი თქვენი! -სწორედ ამის დროა.
დაასუფთავეთ თქვენი ბინა და კუთხეები, გაწმინდეთ სახლი (სანთლის ალის კუთეებში შემოტარებით)
მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია და მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით საშუალებას იძლევა უფროსობისგან მფარველობა მიიღოთ, ასევე საკუთარ ბიზნესში მიიზიდოთ უფრო შეძლებული პარტნიორების მატერიალური საშუალებები. მთვარის ეს დღე ხელსაყრელია პარტნიორების მეშვეობით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, დაწინარების შესახებ საკითხის გადწყვეტისთვის. ძლიერდება: სექსუალური პოტენციალი, ქმედებში მაგნეტიზმი, შარმი.
მეორე ნახევარში ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ. სიეშმაკე, უარყოფითი ენერგია, ენერგოინფორმაციული დაბინძურება შეიძლება გახდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი ანდა დაგამძიმოთ სერიოზული პრობლემების გაჩენით, რაც აისახება მთვარის მომდევნო დღეზეც.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, უმჯობესია დარჩეთ სახლში და არსად გახვიდეთ. სასურველია მოერიდოთ ნასვამ ანდა ნარკოტიკებისა და ძლიერმოქმედი პრეპარატების ქვეშ მყოფ ადამიანებს, რამდენდაც მათ შეუძლიათ ძლიერი მორალური და ასევე, ფიზიკური ზიანი მოგაყენონ.
ბიზნესი: არახელსაყრელი დღეა, წარუმატებლობის ალბათობა დიდია. გაუთვალისწინებელი სირთულეები, უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი,. იყავით ყურადღებით. ახალ შემოთავაზებებს სიფრთხილით მოეკიდეთ.
ქორწინება: არარეკომენდებულია.
კვება: მიირთვით ბოსტნეული, ხილი, ხორცეულისგან თავი შეიკავეთ.
სამედიცინო გავლენა: მოსალოდნელია მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების გამწვავება, ასევე ამ ზონის პრობლემებმა შესაძლოა იჩინონ თავი.
ბუნებაში ყოფნისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. ( ერთი შეხედვით უვნებელი მწერების ნაკბენი შესაძლოა გართულდეს). სხვადასხვა სახის ვარჯიშებისგან თავი შეიკავეთ, ტრავმატულობის ალბათობა დიდია.
ეზოთერიკა: კარგია ეკლესიასთან ურთიერთობა. ლოცვა, მანტრები.
სიზმრები: შეიძლება სიზმარმა შეგაშინოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, ის უსარგებლო ინფორმაციის მატარებელია და ეცადეთ გონებიდან მოიცილოთ. სიზმრების ახსნის მეორე ვერსიით, მე-19 დღის სიზმარი ჩვენს “ბნელ” და დაფარულ მხარეს, ქვეცნობიერში ჩალექილ ინფორმაციას უკავშირდება. თუმცა მისი ახსნის დროს სასურველია პროფესიონალს მიმართოთ (დამახინჯების ან არასწორად გაგების ალბათობა მაღალია).
მინერალები: გიშერი, ძოწი, ქრიზოლითი
მე-19 დღეს დაბადებული: ის ან უმაღლესი მსაჯული ხდება, ან ინტრიგანი. მე-19 დღეს დაბადებულ ადამიანს არჩევანის გაკეთება მოუწევს ორ განსხვავებულ გზას შორის. როგორც წესი, პრობლემების მოწესრიგება მარტო უწევს, ცხოვრებაში უამრავ გამოცდას გადის. ამ დღეს დაბადებული კარგად გრძნობს ვინაა „მისიანი“ და ვინ „მოღალატე“. სასურველია უარყოფით ემოციებს, აპათიას მოერიდოს.
არასასურველია: ნუ იქნებით ამაყი, ამპარტავანი, ავი. ამ დღეს ნათქვამი ტყუილი განსაკუთრებით საზიანოა.
რეკომენდებულია: ვალების დაბრუნება (გაცემა არა), პატიება; ფიზიკური, გონებრივი, სულიერი წმენდვა, ცეცხლის გამოყენება; მტრებთან ბრძოლა, ნგრევა, სიეშმაკე. არსასურველი ობიექტებისგან გათავისუფლება;
ავტორი: ნინო, ქეთი