მთვარის მე-2 დღე

მთვარის მე-2 დღე

სიმბოლო: ხახა, პირი, სიუხვის რქა

იწყება ახალმთვარეობისას მთვარის პირველ დღეს ჩაფიქრებული გეგმების ამოქმედება. ამ ეტაპზე თქვენ იღებთ ყველაფერს, რათა განახორციელოთ დასახული გეგმები და მიზნები. ყველაფერი რაც ამ დღეს მოხდება მიიღეთ მადლიერებით, რადგან განგება გიგზავნით იმას, რაც საჭიროა თქვენთვის (ამ მთვარის თვეში) რასაც მიიღებთ აუცილებლად გამოგადგებათ უახლოეს მომავალში, თუნდაც თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის.

მეორე მთვარის დღე არის პირველი ნაბიჯის დღე და ამ ნაბიჯის სისწორეზეა დამოკიდებული მთელი თვის ნაყოფიერება. (როგორც დაიწყებთ, ისე დასრულდება)
კარგია დიდი საგანმანათლებლო პროგრამების, ახალი საგნების ან სხვადასხვა მეცნიერების დარგების შესწავლის დასაწყებად.

იყავით გულუხვები.

დადებითი დღეა ხმელეთზე და წყალზე გადაადგილებისთვის, ჩასახვისთვის, მშნებლობისთვის, თესვისთვის; ამ დღეს მპარავნი მალე გამოაშკარავდებიან და დაჭერილნი იქნებიან. ავადმყოფობები ხანმოკლეა.

გეგმები და იდეები, რომელიც გაქვთ, საჭიროა თქვენთვის გქონდეთ და არ გაახმაუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღე-ღამის მეორე ნახევარში შესაძლებელია მათ ხაზი გადაუსვათ ახალი იდეებისა და გეგმების, ტენდენციებისა და გაუმჯობესებების გამო, ხოლო შფოთვა და ვალდებულების შეუსრულებლობის გრძნობა თქვენში წაშლის ჩასახულ პოზიტიურ პერსპექტივებს.

უარყოფითად მოქმედებს განრისხება, გაბრაზება.

არსებობს ერთგვარი გაფრთხილება – მე-2 მთვარის დღეს შუაღამიდან დილის 3 საათამდე არ ღირს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის კეთება.

ბიზნესი: მე-2 მთვარის დღე ეძღვნება ფინანსური წყაროების მოძიებას (სპონსორები, კრედიტი თუ სხვა). კარგია ხელშეკრულებების დადება, კონტრაქტებზე ხელის მოწერა, მოლაპარაკებები. ერთი სიტყვით იმოქმედეთ ისე, რომ კარგად განვითარდეს ბიზნეს-გეგმები.

ქორწინება: ერთ-ერთი კარგი დღეა, რომელიც სტაბილურობასა და მეგობრულ ურთიერთობას გვპირდება. უკეთესია თუ დაქორწინდებიან ისინი, რომლებსაც აქტიური ცხოვრების წესი და თავგადასავლები მოსწონთ.

კვება: კარგია შიმშილი, სწორი დიეტის შერჩევა. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშის დაწყება.

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს, კბილებს, სასას. დღეს დაწყებული ავადობა მოკლე ვადიანია და ძრითადად გამწვავებების გარეშე მიმდინარეობს. კარგია გამაჯანსაღებელი პროგრამების დაწყება, რომელიც მიმართულია საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და დაავადებათა პრევენციისკენ. დადებით შედეგს იძლევა დიეტა. კარგია კუჭის გამორეცხვა, ფიზიკური ვარჯიშების ციკლის ანდა დიდი ინფორმაციული ციკლის დაწყება.

ეზოთერიკა: კარგისა და ცუდის განსაზღვრა ცხოვრებაში. (საჭიროა კუჭ-ნაწლავის გამწენდი პროცედურის ჩატარება) ჩამოყალიბდით რა გინდათ, უთხარით საკუთარ თავს, რომ გინდათ განსაზღვროთ რა არის თქვენი ცხოვრებისთვის სასარგებლო და მავნებელი. მოკალათდით მოხერხებულად და მარცხენა ხელის გული დაიდეთ კუჭზე (მზის წნულის ზონა). იფიქრეთ იმაზე, რაც თვენ გაინტერესებთ, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, თქვენი მოქმედება (შაქციელი) ან საკვები. ხელის გულის ქვეშ კუჭი სპაზმით მიგანიშნებთ რა არის თქვენთვის არასასურველი. ხოლო მშვიდი, მოდუნებული რეაქცია კუჭისა, არის პასუხი იმაზე, თუ რა არის სასარგებლო და კარგი.

სიზმრები: ამ დღეს ნანახი სიზმარი მიგვანიშნებს პირდაპირ მოქმედებაზე. (როგრო იმოქმედოთ და ა.შ.). მეორე ვერსიით – შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ.

მინერალები: ქალცედონი, გარდამავალი ფერების აქატი და ჟადეიტი.

მე-2 დღეს დაბადებულები: შესაძლოა ბიზნესში წარმატებულები იყვნენ. ყველაფრის შესრუტვისკენ ისწრაფვიან სულიერად განუვითარებელ ადამიანებში ეს ვლიდება მომხვეჭელობის, ძუნწობის სახით. არასდროს სუქდებიან, რის გამოც ისინი განურჩევლად ყველაფერს ჭამენ. ახალშობილნი მალე იზრდებიან. სასურველია აპათიას, მელანქოლიას, ალკოჰოლურ სასმელებს ერიდონ.

არასასურველია: არ შეიძება გაბრაზება, მოერიდეთ კონფლიქტებსა და ემოციურ ფეთქებადობას.

რეკომენდებულია: მეცნიერებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის, აღმოჩენებისთვის და ფიქრისთვის. ეს დღე ასევე წარმატებულია ჩასახვისთვის ანდა ბედისთვის წყალობის თხოვნისთვის. ასევე, დადებითია მეორე ნახევარი როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი სხვადასხვა სახის მგზავრობისთვის, მივლინებებისთვის, მოგზაურობისთვის;  სახლის ფუნდამენტის ჩაყრა, მშენებლობა. იმ ქმედებების დაწყება, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან; ქორწინება; საქმეები, რომელიც დაკავშირებულია სახლებთან ანდა მიწებთან; პირობის შესრულება; თანამდებობის დაკავება, სტატუსის, ჩინის მიღება.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top