სიმბოლო: არწივი
სერიოზული დღეა, დაკავშირებულია სულიერ გარდაქმნასთან, კოსმიური კანონის შეცნობასთან, ეჭვების გადალახვასთან. საუკეთესო დღეა სულიერი ჭვრეტისთვის, სულიერი ტექსტების შესასწავლად, შიმშილობისთვის. უკეთესია თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ, ოჯახის საქმეებით, ტრადიციებით დაკავდებით. არწივი – რელიგიური გმირობის სიმბოლოა. საჭიროა დათრგუნოთ სიამაყე, ქედმაღლობა, გულგრილობა.
ეჭვებზე გამარჯვების დღე. კლებადი მთვარეა. ამ პერიოდში ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა დაბალია, უმრავლესობა ნაკლებად აქტიურია, მალე იღლება, რეაქციები შენელებულია, ამიტომ ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში, რომელიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. სავსემთვარეობის შემდეგ სასურველია იზრუნოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებაზე.
კლებადი მთვარე თავის ნაწილს ჩუქნის ქალებს, იგი უზიარებს მათ თავის მისტიურ ძალას. რაც უფრო ილევა მთვარე, მით უფრო პასიური ხდება ადამიანის. ამავე დროს ეს კარგი პერიოდია წონაში დასაკლებად, თქვენ საკმაო ძალა შეგწევთ იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ამ დატვირთვას, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში ორგანიზმი აქტიურად კარგავს სითხეს, გამოაქვს ტოქსინები. იზრუნეთ მინერალების კომპენსაციაზე სხვადასხვა სასმელებით, რათა არ დაირღვეს ბალანსი.
როგორც ამბობენ, მე-20 მთვარის დღე არის დრო, როცა განვლილი თვის მთვარის დღეებს შევავლებთ თვალს, გავიაზრებთ კავშირს მათთან, გავაანალიზებთ, გავაცნობიერებთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კანონზომიერია და ერთი გამომდინარეობს მეორიდან.
ეს დღე საშუალებას გვაძლევს მივადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენების ურთერთკავშირს, ის ვინც გამოიყენებს მოცემულ შანსს, შეიძენს არა მხოლოდ სულიერებისთვის საჭირო, არამედ მატერიალურ სარგებელსაც.
საკმაოდ არახელსაყრელი პერიოდია, რამდენადაც არაკეთილგანწყობამ, შურმა და ჭორმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაამუხრუჭოს პროგრესის შესაძლებლობა ანდა სულიერი ევოლუცია. შემოქმედებითი და კოლექტიური მოქმედებები ამ დღეს გართულებულია. ყველაზე უკეთესია თავი შეიკავოთ ნებისმიერი წამოწყების, პასუხისგებლობისა და მოლაპარაკებებზე ხელისმოწერისაგან. მოტყუების ანდა მსხვილი პრობლემების წარმოქმნის საშიშროებაა. შესაძლებელია ბავშვებთან, შინაურ ცხოველებთან, ასევე ძველ პარტნიორებთან ანდა ვალდებულებთან მიმართებაში წარმოიშვას კონფლიქტური სიტუაცები. ეს არის კარმული გამოცდების დღე.
გაფრთხილება – კონტროლი დაუწესეთ ზიზღს, ქედმაღლობას, სიამაყეს.
ბიზნესი: პროდუქტიული და წარმატებული დღეა, განსაკუთრებით კოლექტიური საქმიანობისთვის.
ქორწინება: რამდენადაც კარგია ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისთვის, ასევე წარმატებულია ქორწინებისთვის. განსაკუთრებით წარმატებულია იმ წყვილების დაქორწინებისთვის, რომლებიც სულიერ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სულიერი პრაქტიკა აქვთ. სოციალურ ცხოვრებაზე ზედმეტად ორიენტირებული ადამიანებისთვის – არარეკომენდებულია.
სოციალური გავლენა: სასიკეთოა, განსაკუთრებით მიზანდასახული, ძლიერი ადამიანებისთვის. თითქმის ყველანაირი სამიანობისთვის კარგი დღეა. განსაკუთრებით წყალობს ეს პერიოდი ლიდერებს და ორატორებს.
მისტიური გავლენა: აღმოჩენების, გახსნილობის, გულახდილობის, სულიერი გარდაქმნის, კოსმიური კანონების შეცნობის, ეჭვების გადალახვის, სულიერი თავდადების, ყოველგვარი ვალებისა და მძიმე მდგომარეობიდან, გათავისუფლების დღეა.
კვება: თავი შეიკავეთ ცომეულისგან, ტკბილეულისგან. საკვების ხარისხს ყურადღება მიაქციეთ. ეცადეთ 17 საათის შემდეგ არ მიიღოთ საკვები.
ჯანმრთელობა: კარგია ფიტოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები; მასაჟი თერაპიული ზეთების გამოყენებით, რომელიც ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას ეხმარება. ამ დღეს უკავშირდება სხეულის ნაწილებიდან – ზურგის ზედა ნაწილი (არწივის ფრთების ზონა), მუცლის ღრუ.
ეზოთერიკა: ეს არის სულიერი აღორძინების, ახალ საფეხურზე გადასვლის დღე. ამიტომ კარგია ეკლესიათან ურთიერთობა. ამ პერიოდში მისტიური სკოლის მოსწავლეებს უხსნიდნენ სამყაროში მიმდინარე მოვლენების ურთიერთკავშირს და თვლიდნე, რომ დედამიწის ყოველი არსების ცხოვრების არსი – ერთიანობაა.
სიზმრები: გვიჩვენებენ გზას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან წარსულს, აწმყოს და მომავალს მთლიანობში.
მინერალები: წითელი იაშმა, ჯესპილიტი.
მე-20 დღეს დაბადებული: შემოქმედებითი, ამაყი, კონტაქტური ადამიანია. ენთუზიასტია, თუმცა მალევე კარგავს თუ საქმეში დროულად არ ჩაერთო. ამ ადამიანმა კარგად იცის იმ ყველაფრის ფასი, რასაც ცხოვრებაში იღებს. საუკეთესო შემთხვევაში სხვებისთვის თავგანწირვადი და მამაცია, უარეს შემთხვევაში – მატყუარა, დიქტატორი და სნობი. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას.
არასასურველია: არაა რეკომენდირებული ექსტრასენსორულად მკურნალობა – შეიძლება გამოიფიტოთ.
რეკომენდებულია: მკურნალობა, ქორწინება, სამკაულების დამზადება; ეჭვების გადალახვა; მთვარის ყველაზე საუკეთესო დღეა ყველა სახის ხელსაყრელი ქმედებისთვის.
ავტორი: ნინო, ქეთი