დღეს უმჯობესია განმარტოვდეთ. საჭიროა შვიდჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ანუ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით.
ესაა მთვარის დღე – პირველთაგანი უარყოფით დღეებს შორის. მოაქვს ხასიათის გაორება: ის ერთდროულად პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც.
ეცადეთ არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. ჯგუფური მუშაობა უკუჩვენებას იძლევა; არ შეიძლება ყვავილების მოწყვეტა, ხის მოჭრა. ამ მთვარის დღეს კარგია ძაფის რთვა, ქსოვილის დამზადება, ტყეში სეირნობა.
დღის პირველი ნახევარი დადებითია და ამიტომ აღდგება სულიერი წონასწორობა, მაღლდება კონტაქტების შესაძლებლობა.
დღე დადებითია სავაჭრო საქმიანობებისთვის, ნებისმიერი სარისკო წარმოებისთვის და ამ სახით ცხოვრებაში იხსნება ახალი პერსპექტივები და წარმატებული შესაძლებლობები,
მაგრამ დღის მეორე ნახევარმა შეიძლება დაამუხრუჭოს პოზიტიური ტენდენციები და მხოლოდ დიპლომატიისა და კეთილგანწყობის დემონსტრირების წყალობით შეიძლება კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და მოწინააღმდეგეების მხრიდან ბრალდებების აცილება.
ეს დღე სარკის მსგავსად აირეკლავს თქვენს ჭეშმარიტ სახეს. ყურადღება მიაქციეთ სამყაროს რეაქციებს თქვენს ქმედებებზე.
საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარი ფესვების, ცხოვრების ხის განმტკიცების დღეა.
გააანალიზეთ განვლილი ცხოვრება, გადაავლეთ თვალი მოგონებებს. ამ დღეს სულსწრაფები ჯობია გაჩუმდნენ.
სიტყვის მაგიით შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ საკუთარ ბედ-იღბალზე. ვერბალური მაგიის დღეა, ყევლაფერი რაც ითქმის შესაძლოა ახდეს, ამიტომ სიტყვებთან ფრთხილად. ბგერა სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის აკუსტიკური განსხეულება.
მაშინ, როცა გვესმის ბგერები ჩვენ ვღებულობთ ენერგიას, ბგერის ბაზისია ვიბრაცია, რომელიც ვრცელდება ატოსფეროში და ასე გადაიტანება ყველგან. ადამიანის ცნობიერება მიმღებს გავს, ის ამ ვიბრაციებით იკვებება.
არსებობენ ბგერები, რომლებიც წარმოქმნიან სიუხვის, სიყვარულის, წარმატების ენერგო-ტალღებს. ასეთ დღეს ადამიანებს ხშირად უწევთ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება.
თუ მე-3 მთვარის დღე აქტიური მოქმედების დღე იყო, მე-4 მისი განმტკიცების დღეა. არ არის რეკომენდებული ჯგუფური მუშაობა.
წამოწყებებისთვის ზოგადად კარგი დღეა, გეგმებსა და მოქმედებებში კორექციის შეტანის, შეკრების, ახალი ინფორმაციების დამუშავების და დაგროვების, რაციონალური წინადადებების შეტანის დროა.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ბიზნესი: კარგად გაანალიზეთ მთვარის მე-2 და მე-3 დღეს წამოწყებული საქმეები. სუსტი ადგილები აღმოაჩინეთ და გაასწორეთ. კარგი დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზებისთვის.
ქორწინება: არცთუ სასურველი დღეა. მუდმივ კონფლიქტურობას მოასწავლებს.
სოციალური გავლენა: ჯგუფური მუშაობისთვის არასასურველი დღეა
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თავისა და კისრის ზონას. სასურველია დაისვენოთ. კისრის დაძაბულობა მოიხსნათ. მათთვის, ვისაც ბევრი საუბარი უწევს, დროდადრო შესვენებებისა და სითხის მიღებაა რეკომენდებული.
ეზოთერიკა: ერთ-ერთი შესანიშნავი დღეა საიდუმლო ცოდნის გადასაცემად, მასწავლებელთან ურთიერთობისთვის.
მედიტაცია: ხმა
სიზმრები: სახიფათო სიზმარი გაფრთხილებთ, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.აბურდული ძაფები ან თმები სიზმარში – ნიშანია, რომ საჭიროა ჩანაფიქრზე უარის თქმა.
მინერალები: სერდონიქსი, ამაზონიტი, მწვანე ნეფრიტი.
მე-4 დღეს დაბადებულები: არიან კოსმიური საიდუმლოებების მატარებელნი: სასურველია, რომ თითოეულმა მათგანმა საკუთარ თავში ინტუიციურ დონეზე ამოხსნას და გაიგოს ეს საიდუმლო. ხშირად მათზე არაერთი ჭორი და ხმა დადის, რადგან იდუმალებითა და სიჩუმით ხასიათდებიან. ასევე სხვების მხრიდან საიდუმლოებებსა და ინტრიგებში ჩათრევის ალბათობაა. სასურველია ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდონ.
არასასურველია: ჯგუფური მუშაობა, ხის მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა. ცუდი დღეა დადებითი და კეთილშობილური ქმედებებისათვის.
რეკომენდებულია: დაფიქრებით მოქმედება, ბუნებაში სეირნობა. სავაჭრო საქმიანობები. ბედნიერი დღეა ნებისმიერი წარმოებისთვის. დაკარგული ნივთების მოსაძებნად. მტრებთან ბრძოლა, ნგრევა, სიეშმაკე. არასასურველი ობიექტებისგან გათავისუფლება; წმენდვა; ომი; ცეცხლის გამოყენება.
ავტორი: ნინო, ქეთი