დღე სერიოზული პროვოკაციებისა და თავგადასავლებისა, ლოცვისა და ვერბალური მაგიისა. სასურველია ბუნების სტიქიების სულებთან ურთიერთობა.
მე-7 მთვარის დღე სიტყვის მაგიას უკავშირდება. სიტყვის ძალა ამ დღეს რამდენჯერმე იზრდება, ჩვეულებრივ, უბრალოდ წამოსროლილ სიტყვებთანაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. პოეტებისა და მწერლებისთვის შემოქმედებითი, ნაყოფიერი პერიოდია, „მუზა“ იმედებს არ გაგიმტყუნებთ.
ამ დღე-ღამის პირველი ნახევარი კეთილგანწყობილია და იდეებისა და გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. მძაფრდება საქმის დასრულების უნარი, გარშემომყოფთა ნდობა იზრდება, ასევე ჩდებიან ახალი მფარველები, პარტნიორები, ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან მხარდაჭერის შეგრძნება მაღლდება.
დღის მეორე ნახევარში შფოთვა და ეჭვი შეიძლება წინა პალანზე წამოვიდეს, რაც ადამიანისგან მოითხოვს დიდ ორგანიზებასა და პასუხისგემბლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ნახევარში მიღებული ბევრი პოზიტიური ტენდენციის ბოლომდე რეალიზება შეიძლება ვერ მოხერხდეს.
დღეს ხდება კოსმიური ენერგიის ათვისება და შთანთქმა. წინასწარმეტყველება, აზრების გადაცემა და პრანებთან მუშაობა. დღე უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ იმ წამოწყებებსა და საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, არ გადაიდოს მეორე დღისთვის. სამუშაოებს, რომელიც შეიძლება გაიწელოს, სჯობს თავი აარიდოთ.
ამ დღეს არაა ცუდი გქონდეთ საქმე უფროსობასთან და ზედასაფეხურზე მყოფ სახელმწიფო მოხეელებთან, ყველა პრობლემა შეიძლება დადებითად გადაწყდეს. დიდი წარმატებაა ყველაფერ იმაში, რაც დაკავშირებულია სამართლიანობისთვის ბრძოლასთან, და იმ საქმეებში, რომელშიც დაცულია კეთილშობილება, დიდსულოვნება და სამართლიანობა.
ბიზნესი: ვინაიდან ეს დღე უკავშირდება ვერბალურ მაგიას კარგია თუ დროს დაუთმობთ მოლაპარაკებებს, პარტნიორებისა და ინვესტორების დარწმუნებას, ახალი პირადი კავშირების დამყარებას, საუბრებს, აგიტაციას, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობას. მაგ : თუ გინდათ დაარწმუნოთ ვინმე, იყოს თქვენი სპონსორი – გააკეთეთ ეს მე-7 მთვარის დღეს. მხოლოდ გახსოვდეთ დავა, კამათი ამ დღეს გამოიწვევს სერიოზულ არასასურველ შედეგებს – საქმიანი კავშირის გაწყვეტა და ა.შ.
ქორწინება: წარმატებული იქნება შემოქმედებითი (პოეტი, რეჟისორი, მსახიობი, მწერალი, მოქანდაკე…) ადამიანებისთვის, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის. ძლიერი უარყოფითი ემოციები და კამათი ბევრად მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
საყოფაცხოვრებო გავლენა: კარგია ჯგუფური საქმიანობა, პოულობენ მოპარულ და დაკარგულ ნივთებს.
ეზოთერიკა – რადგან ამ პერიოდიში წარმოთქმული სიტყვები იძენს დიდ ძალას, ყველა ეზოთერული ტრადიციის მიხედვით სასურველია ეს დღე მიეძღვნას ლოცვას, წმინდა წერილების კითხვას, მანტრებს.
სიზმრები: ცხადდება, მაგრამ უმჯობესია არავის მოუყვეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიზმარში ნათქვამ სიტყვებს, სწორედ ამ სიტყვებშია გზავნილი თქვენთვის, თუ სწორად გაშიფრავთ მიღებულ ინფორმაციას ბევრ სასარგებლოს დაინახავთ. მოჩხუბარი მამალი სიზმარში – ნიშანია ადამიანის ან/და მისი ახლობლის კატასტროფაში მოყოლისა.
მინერალები: გიაცინტი, ციტრინი.
მე-7 დღეს დაბადებულები: აქვთ კარგი ჯანმრთელობა, მეხსიერება და საკმაოდ კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა. მსუბუქი და მოძრავები არიან, შეუძლიათ უცბად აიტაცონ ინფორმაცია და სწრაფად მოახდინონ ორიენტირება მენტალურ ნაკადში. თუმცა მათთვის ასევე დამახასიათებელია – ქარაფშუტობა, არასერიოზულობა, ხშირად არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულება და არ შეუძლიათ განიცადონ ჭეშმარიტი და სიღრმისეული გრძნობები. უყვართ ჭორაობა, ეხერხებათ ინტრიგების ხლართვა და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. თუმცა ხდება ისიც, რომ საკუთარი ჭორიკნობის და ავსიტყვობისაკენ მიდრეკილება ცხოვრებას ურთულებთ და მათ უნდა გაითვალისწინონ ეს. თუ მთვარის მეშვიდე დღეს დაბადებული ადამიანი განვითარებას დაიწყებს სულიერების კუთხით, შეუძლია გახდეს ნამდვილი ჯადოქარი, რომელსაც შეეძლება ბუნების სულებთან საუბარი, რადგან ის თავიდანვე დაკავშირებულია სტიქიების სულებთან და ფლობს სხვადასხვაგვარ მაგიურ შესაძლებლობებს. ხშირად კარგად გამოსდით შუამავლობა, ისეთი საქმიანობა, რომელიც კავშირშია კონსულტაცია, ვაჭრობა, მწერლობა, მთარგმნელის, მხატვრის და ჟურნალისტის პროფესიებთან.
არასასურველია: დაუშვებელია ტყუილი, ჭორაობა, ქაღალდის დახევა, ჭურჭლის გატეხვა, ქათმის ხორცისა და კვერცხის ჭამა, კბილის ამოღება.
რეკომენდებულია: შესაძლებელია სიტყვები-პარაზიტებისგან გათავისუფლება. მიწასთან და წყალთან ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით კი კერამიკისასთან სამუშაოდ. მოგზაურობა, სამგზავრო საშუალებების მშენებლობა. ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამგზავრო საშუალებებთან, ქორწინებასთან, მუსიკასთან; მგზავრობის დასაწყისი; ფიზიკური ვარჯიში.
ავტორი: ნინო, ქეთი