მთვარის მე-9 დღე

მთვარის მე-9 დღე

სიმბოლო: ღამურა

სატანური დღეა. მოაქვს ცდუნებები, ილუზიები, მოტყუება, ცუდი ნიშნები, რომლებსაც სჭირდებათ გაანალიზება. შესაძლებელია მტანჯველი სიზრები, მოწამვლა.

მე-9 მთვარის დღე პირველი მძიმე დღეა მთვარის თვეში. დიდია კონფლიქტების, უსაფუძვლო ჩხუბების ალბათობა. იყავით ყურადღებით ყველგან, ქუჩით დაწყებული (გადასასვლელები), მჭრელი იარაღით დამთავრებული. ამ დღეს დიდია ალბათობა ტრავმისა და დაზიანებისა.

მთავარია გაცნობიერება, რომ მე-9 მთვარის დღეს შემთხვევით არაფერი ხდება. ის რასაც დღეს შეეჯახებით თქვენი გადაუჭრელი პრობლემებია.

დისჰარმონიის დროა, რაც ხშირად დაკავშირებულია მოტყუებასთან, შეცდომებთან, სხვადასხვა გართულებებთან, პარტნირებთან ვალდებულებით კონტაქტებთან და არაკეთილგანწყობილია ჯანმრთელობის მხრივ. გარშემოყოფების მიმართ ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ასევე პასუხისგებლობისგან თავის არიდების სურვილი ანდა დაგროვილი პრობლემების გამო თავის დადანაშუალების გამძაფრებული გრძნობა, მაგრამ სულიერად განვითარებულ ადამიანებს აქვთ უნარი შეეწინაღმდეგონ უარყოფით ზემოქმედებებს, შეუძლიათ ამ დღე-ღამის განმავლობაში მოიშორონ ძველი კარმული პროგრამები და დაიწყონ ახალი პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია სულიერ განახლებასთან. ძველ პარტნიორებთან, ნათესავებთან, ასევე ბავშვებთან კონფლიქტების საშიშროებაა.

დღე დადებითია მხოლოდ იმ საქმეებისთვის, რომლებიც დიდი ხანია დაწყებულია და საჭიროებენ დიდი ხნით გაგრძელებას. ამ დღეს შრომა არამარტო გამდიდრებს თქვენს გამოცდილებას და კეთილგონიერებას, არამედ მოგიტანთ მატერიალურ მოგებსაც. დღე ასევე კარგია მხიარულებისთვის, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისთვის, სიყვარულისა და ინტიმისთვის.

ნებისმიერი აზრი და ქმედება იწერება ასტრალურ გეგმებში, როგორც ერთგვარი მატრიცა და შემდგომ თუ კი არაფერს ცვლით თქვენს ცხოვრებაში, ყველა ეს შაბლობნი გვიბრუნდება განსაზღვრული პერიოდულობით და თავს გვახსენებს.
თქვენ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნით, რადგან ვერაფრით შეგივსიათ მატრიცა.
გამუდმებით ხვდებით მსგავს სიტუაციებში და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენგან თხოულობენ ერთხელ და სამუდამოდ წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას და არა მათგან გაქცევას.

მე-9  მთვარის დღე კარმული ვალებისგან გათავისუფლების დღეა. შემოქმედ ადამიანს ამ დღეს შესაძლოა მუზა ეწვიოს, მოულოდნელად შეიძლება გაგიჩნდეთ საინტერესო იდეები, ახალი პროექტები. თუ ყველაფერი ასე მოხდა, მაშინ თქვენ გახსენით კარმული კვანძი. იგივე შეიძლება ვთქვათ თვითგანვითარებაზე, თუ თქვენ იგრძნობთ სწრაფვას ახალი ცოდნისკენ ე.ი. თქვენ გათავისუფლდით რაღაც შეზღუდვებისგან და ადრე შეჩერებული ენერგიები მოითხოვს პოტენციალის რეალიზებას.
ბიზნესი: სასურველია სერიოზული საქმეებისგან თავშეკავება ან გადადება. მოერიდეთ შეთანხმებებისა და კონტრაქტების დადებას. თუ მოახერხებთ, დაისვენეთ. მაღალია გაქურდვის ალბათობა. თანამშრომლებთან იყავით მიმტევებლები და მომთმენები. ეცადეთ აგრესია არ გამოავლინოთ. ბიზნესმენებისთვის ამ დღეს ერთადერთი რეკომენდაცია აქვთ – ჰობით დაკავდით.

ქორწინება: არასასურველია. მოერიდეთ დაქორწინებას.

სოციალური გავლენა:  ნაკლებად წარმატებული, სატანური დღეა, დიდია მოტყუების, ილუზიების, დაბნევის, გაურკვევლობის, ცდუნების, მოწამლვის ალბათობა.

სიზმრები: ამ დღის გაუგებარ და მძიმე სიზმრებს ყურადღეაბს ნუ მიაქცევთ. თუმცა შესაძლოა ქვეცნობიერის კონფლიქტს ჩაწვდეთ.  ეს არის დღე, როცა ღებულობთ მხოლოდ ცუდ მინიშნებებს, რომელთანაც უნდა იყოთ ყურადღებით, კარგად გაიაზრეთ და შეაფასეთ თითოეული. აუცილებელია აზრების სიწმინდე, აქტიური თვითდაცვა აგრესიისგან და ნეგატივისგან. ეცადეთ აპატიოთ მათ, ვინც გაწყენინათ.

ჯანმრთელობა: დაავადებები საფრთხილოა, თუმცა იკურნება.  ყურადღება მიაქციეთ გულმკერდის ზონას.

ეზოთერიკა: ეზოთერული სკოლები ამ დღეს უძღვნიან რიტუალებს და პროცედურებს კარმის გასაწმენდად.

მინერალები: შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, რაუხტოპაზი

მე-9 დღეს დაბადებულები: კრიტიკულ სიტუაციებში მოხვედრას მოერიდეთ. ეცადეთ კონფლიქტების პროვოცირება თავად არ მოახდინოთ. ორი ტიპის ადამიანები იბადებიან: ერთნი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან და დიდხანს ცოცხლობენ, მეორენი – სუსტი ჯანმრთელობის გამო მრავალი პრობლემის წინაშე დგებიან. მთავარი სტიმულია! ეცადეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.  გულსა და სისხლძარღვებს ყურადღება მიაქციეთ.

რეკომენდებულია: აუცილებელია ფიზიკური და ასტრალური შლაკებისგან (ჩარჩენილი ნაგავი) განწმენდვა, “ბნელი ძალებისგან” აქტიური დაცვა, მიტევება, სიმძიმეებით ვარჯიში. მტრებთან ბრძოლა, დაპყრობა. ჩხუბი; კონკურენცია; ფიზიკური ვარჯიშები; რისკი; ინსტრუმენტებთან მუშაობა.

არასასურველია: სარკეში ჩახედვა, განსაკუთრებით ცუდია – მისი გატეხვა. კარგი ნიშანია – აყვავებული კაქტუსი. ცუდი ნიშნებია – დაღვრილი რძე (თუ მეძუძურს რძე გაუშრება ამ დღეს, მაშინ ბავშვი შეიძლება დაისაჯოს), მკერდში სიმძიმის შეგრძნება (დაგროვდა ბევრი პრობლემა).

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top