ძლიერი ინტუიცია, შინაგანი ხმა, განწყობის ხშირი და მოულოდნელი ცვლა,არაორდინალურობა, ხასიათის ექსცენტრიულად გამოხატვა. თქვენ ხართ სულით დამოუკიდებელი, ჰარმონიული და სპონტანური პიროვნება, რომელიც იარლიყების წინააღმდეგია. არ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ტრადიციული როლი აქვთ ოჯახში, მეგობრებთან და პირად ურთიერთობებში. შინაგანად ემოციური აქტიურობა ხელს გიწყობთ იყოთ სოციალური და მეგობრული ნებისმიერ დროს. ქცევითი მახასიათებლები სწრაფად გეცვლებათ, თან ეს არაცნობიერად ხდება. შეუძლებელია თქვენი მოსალოდნელი ქცევის წინასწარმეტყველება, რადგან ის განწყობაზეა დამოკიდებული. ყველაზე კარგად თავს გრძნობთ სპონტანურ, მეგობრულ და თავისუფალ სიტუაციებში. რუტინის გამო ადვილად იწყენთ, განსაკუთრებით კი საოჯახო რუტინის გამო, თქვენთვის ცვლილებები აუცილებელია. იმისთვის, რომ მოწყენილობა დათრგუნოთ ეძიებთ ახალ იდეებს, ნაცნობებს, ყოველდღე ცვლით გეგმებს, ამიტომ თქვენ არ შეგიძლიათ წინასწარ რამდენიმე დღით ადრე თქვათ რას მოიმოქმედებთ.
როგორც მშობელი, შვილებთან არჩევთ ღია და თავისუფალ საუბრებს, ატმოსფეროს. თქვენ გაშინებთ ვინმესთან ზედმეტად დაახლოება, რადგან თვლით რომ შესაძლოა მასზე დამოკიდებული გახდეთ. სანამ რამე სერიოზულს გადაწყვეტთ, წინასწარ ტესტავთ და შემდეგ ირჩევთ რა უნდა გააკეთოთ. ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობთ, რაც ახალია საზოგადოებისთვის და ხალხს შოკში აგდებს. ტრადიციული, მოძველებული საქმეების წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივად გამოგდით, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რათა შეუქცევად პროცესად არ იქცეს.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანს აქვს განსხვავებული ცხოვრება, იზიდავს (ასევე ინტრიგდება) უცნობ ადამიანებთან კონტაქტი, რაც პირად ურთიერთობებზე ახდენს გავლენას. თუ პარტნიორთან სიახლოვის შეგრძნება არ გექნებათ, ახალს ძებნას მალევე დაუწყებთ. საკმაოდ ემოციური ხართ შინაგანად და იმდენად განსხვავებული თვისებების მატარებელი, რომ პირად ცხოვრებაში გიჭირთ საბოლოო არჩევნის გაკეთება როგორი ტიპის ადამიანთან გქონდეთ ურთიერთობა.
თქვენთვის მთავარი ამოცანაა შინაგანი კონფლიქტის დაძლევა და დაბალანსება სტაბილურობა/დაცულობასა და სიახლეებისადმი ღიაობას შორის.
იდეების ღიად გამოხატვის, ინტელექტუალური ანალიზისკენ მიდრეკილების, რეალიზმის, პიროვნული ტოლერანტულობის გამო საინტერესო ცხოვრება გელით წინ. სწორედ ამ თვისებებით მოხიბლავთ მათ, ვინც თქვენთან ახლო კონტაქტში შემოვა.
თქვენთვის დამახასიათებელია ფანტაზია, ძლიერი წარმოსახვის უნარი, შინაგანი ხედვა, მეოცნებეობა, ალტრუიზმი. ასევე გაძლიერებული ინტუიცია. სავარაუდოდ გატაცებული იქნებით მედიუმობით ან მსგავსი სფეროებით. ეს ასპექტი გაძლევთ პრობლემების გადაჭრის ორიგინალურ გზების მოძიების საშუალებას. ოჯახური ან პირადი ცხოვრება განსხვავებული გექნებათ, სახლი კი- მეგობრებთან შეხვედრის ადგილად გარდაიქმნება.
ფლობთ ძლიერ შინაგან ენერგიას, მოქმედებთ სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, თქვენს ხასიათს შტრიხად გასდევს განსხვავებულობა და უცნაურობა. გარშემომყოფებს შესაძლოა მოეჩვენოთ კაპრიზულ ადამიანად. სინამდვილეში კი ინდივიდუალისტი ხართ. გაქვთ ძლიერი შინაგანი პოტენციალი
თქვენ გაქვთ მასისგან განსხვავებული ქცევები, აზრები და ორიგინალური გზით გამოხატავთ იდეებს. დროის და ცხოვრების თქვენებური ხედვა უნიკალურ პიროვნებად გაქცევთ.გამოხატვის გზების გამო შესაძლოა ხშირად გიწოდონ დამოუკიდებელი, მებრძოლი, განსხვავებული ადამიანი. შინაგანად საკმაოდ ემოციური ხართ, ამიტომ ზოგჯერ რელაქსაცია აუცილებელიც კი არის ემოციური გაწმენდისთვის. თუმცა ეს თქვენთვის საკმაოდ რთული პროცესია.
ალტერნატიული კარმული დახასიათება: წინა ცხოვრებაში გქონდათ საკმაოდ დიდი პერიოდი დასვენებისთვის და კმაყოფილებისთვის, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა და თქვენთვის მნიშვნელოვანი სტაბილურობა გახდა. შესაძლოა ოჯახი დაგენგრათ და შინაგანად რადიკალურად შეგეცვალათ დამოკიდებულება “ოჯახის” ცნებისადმი. შესაძლებელია წინა ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდით რევოლუციურ მოძრაობებში, ან გქონდათ პროფესია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსულ ხედვას.
თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისე გამოხატოთ განსხვავებული მოვლენებისადმი ინტერესი და ორიგინალური იდეები, რომ “ბავშვი აბაზანის წყლიდან არ ამოიყვანოთ”
ქალები ამ ასპექტით: როცა თქვენს რუკაში მთვარე-ურანის შეერთებაა, თავს ისე იგრძნობთ თითქოს საცხენოსნო შეჯიბრებაში მონაწილეობთ. თქვენი სიმაღლეები ძალიან მაღალია და თქვენი სიდაბლეები – ძალიან დაბალი. თქვენი ჰორმონალური ციკლი საკმაოდ ექსტრემალურია და მეტი ყურადღება გმართებთ პმს ფაზაში. შესაძლოა საჭიროებდეთ სპეციალურ დიეტას, რათა შინაგანი მდგომარეობა მოიწესრიგოთ. იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც განსხვავებულები და დამოუკიდებლები არიან , რაც ქალის ტრადიციულ როლთან წინააღმდეგობაში მოდის.
წყარო: cafeastrology.com, astrology.astrozoom.com, libastro.ru
ავტორი: თამთა