მთვარის 21-ე დღე

მთვარის 21-ე დღე

სიმბოლო: ცხენი; ეტლი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. სიმამაცე, უშიშრობა, ნებაყოფლობით მსხვერპლის გაღება, საკუთრებისა და მესაკუთრეობის უარყოფა. სასარგებლოა ჯგუფური სამუშაოები, ადამიანთა გაერთიანება, შეიძლება ერთგულების ფიცის დადება. საჭიროა იყოთ პატიოსნები და სამართლიანები.

მიზანმიმართული აქტიურობის, აღმაფრენის, შემოქმედებითი ამაღლების დღეა.
ცხენის სიმბოლიკა მეტყველებს ძლიერ ენერგეტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას საკმაოდ მოკლე დროში მიაღწიოთ მაქსიმუმს. ამიტომ სწორად გამოიყენეთ მთვარის ეს დღე.

ისევე, როგორც წინა მთვარის დღეები, ეს არის კოლექტიური ურთიერთობის პერიოდი. არ ღირს დიდხანს განმარტოება, იყავით ხალხთან ახლოს, გაატარეთ დრო მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად.

ასევე ამ დღის სიმბოლო  მეტყველებს – მოგზაურობაზე. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მივლინებისთვის, კრუიზებისთვის, მარათონებისთვის და ა.შ.

მიზნის მისაღწევად სწრაფი წინსვლის, მამაცობის, უშიშარი ხასიათის გამოვლენის, თავგანწირვის, რევოლუციური გადატრიალებების, შეუპოვრობის, რისკის გამოვლენის დროა.

ხელსაყრელი პერიოდია, რომელიც საშუალებას იძლევა გადალახოთ მოწინააღმდეგეთა ანდა არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები. მგზავრობა, კონტაქტები და ახალი საქმეები შეიძლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს. შეიძლება გამოგიჩდეთ წარმატებული შემოთავაზებანი, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის გაფართოებასთან, ახალ კონტაქტებთან, განსაკუთრებით უცხოელებთან, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემენ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. უფროსობასთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ხელსაყრელი კონტაქტები.

ქურდებისა და დამნაშავეებისთვის წარუმატებელი და უბედურების მომტანი დღეა, მათ მალე დაიჭერენ და გაასამართლებენ.

შესაძლოა სხვა დღეს დაკარგული ადამიანები, ნივთები ადვილად მოიძებნოს.

ბიზნესი: მთვარის 21-ე დღეს აქტიური, გამიზნული, დაგეგმილი მოქმედების დროა, თუ თქვენ ჩაავლებთ „აღვირს“ ხელს ტრიუმფამდე მიხვალთ, ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს.

ქორწინება: ერთ-ერთი ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედებითი ადამიანების დასაქორწინებლად. როგორი ქორწილიც იქნება, მომავალ ოჯახს ისეთი მომავალი ელოდება.

სოციალური გავლენა: იღვიძებს კეთილშობილების, სამართლიანობის, წესრიგის განცდა. რაიმეს შეცვლის, კარდინალურად დაგროვილი გადაუწყვეტელი საკითხების გადაწყვეტის სურვილი ჩნდება. ერთობის, ძმობის დღეა, ხანდახან ფამილარობის.

საყოფაცხოვრებო გავლენა: კარგი დღეა საერთოდ, განსაკუთრებით კი, სამსახურის შესაცვლელად და ქორწინებისთვის. ძალიან კარგია ძველი მეგობრების მონახულება, შორს მცხოვრებ ნათესავებთან წასვლა და ა.შ.

სამედიცინო გავლენა: კარგია ფიზიკური აქტიურობა, ფიტოთერაპია, ნებისმიერი სახის წმენდა; რეკომენდებულია შხაპი, აბაზანა, გაკაჟება… განსაკუთრებით ხელს უწყობს ეს დღე მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

მისტიური გავლენა: კეთილი საქმეების განხორციელების დღეა. დასკვნების, შემაჯამებელი სწავლებების, გამოცდილებისა და გამოცდების დროა პროფესიულ საკითხებში. ამ დღეს კარგია ერთგულების ფიცის დადება. ნუ იცრუებთ. იყავით სუფთა და სამართლიანი.

ეზოთერიკაყველაზე ექსლტრემალური პრაქტიკისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მაგ: ჩანჩქერის ქვეშ დგომა (სიუგენ -დოს სკოლა). ზოგიერთი მისტიური სკოლის სწავლების მიხედვით, ამ დღეს ჩადენილი ქველმოქმედება რამდენჯერმე ზრდის დადებით კარმას და ეხმარება ადამიანს ნეგატივისგან გათავისუფლებაში. ამ დღეს ტარდება შამანთა რიტუალები და სპეციფიური ვარჯიშები. ამ დროს მაგებს დაბრკოლებების გარეშე შეუძიათ პარალელურ სამყაროში გასვლა (თვლიან, რომ ყველაზე დაახლოებულია პარალელურ სამყაროთა ზღვარი ერთმანეთთან).. ფრთხილად სპირიტიზმთან!!! განსაკუთრებით საფრთხილოა ეს დღე მსგავსი რიტუალებით გასართობად.

სიზმრები: მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებაში.

მინერალები: ცირკონი, ავანტიურინი, ობსიდიანი.

21-ე დღეს დაბადებული: გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, მოთმინებით, თავშეკავებულობით, თვითფლობით, სამართლიანობით. ერთი სიტყვით – თანამედროვე დონ კიხოტია.  მის ხასიათში სიმამაცესა და გმირობისკენ მიდრეკილებას ადვილად შეამჩნევთ. ხშირად იმ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაც ბევრს აღელვებს. ამ დღეს დაბადებულს ტყუილი არ უყვარს. პირდაპირ საუბრობს და სხვებისგანაც იგივეს მოელის, განსაკუთრებით ახლობლებისგან. რჩევა: საზოგადოებაში ნუ ჩაიკეტებით, მეტი იკონტაქტეთ. სასურველია მსუბუქი საკვების მიღება.

არასასურველია: მიზნის მისაღწევად უფსკრულისკენ ბრმად სიარული – კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

რეკომენდებულია: საოჯახო, სამეურნეო საქმიანობები; მოგზაურობის დაწყება, ახალ სამსახურში და სამუშაოზე გადასვლა; გასართობი ღონისძიებების გამართვა; წყლის პროცედურების ჩატარება, ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა; კორონაცია, მეგობრობის დაწყება. ვაჭრობა; მშენებლობა. საქმეები, რომელიც დაკავშირებულია სახლებთან და მიწებთან; პროდუქტებისა და სამკაულების დამზადება; ვინმეს ნდობის მოპოვება;

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top