მთვარის 23-ე დღე

მთვარის 23-ე დღე

სიმბოლო: ნიანგი

ცდუნებების, ვამპირების თავისუფლად სეირნობის ერთ-ერთი დღეა.

მარხვის, თავშეკავების, სიფრთხილის, მონანიებისა და სინანულის, მიტევებისა და თავგანწირვის პერიოდია. დღე დაკავშირებულია მოწამვლასთან, დევნასთან, განდევნასთან, გამხეცებული ბრბოს მხრიდან ხელის კვრასთან (ანუ საზოგადოებისგან განკვეთა).

დღე ძალიან კარგია საქმის დასასრულებად. იქნება არმარტო შედეგის მომტანი, არამედ მოგიტანთ სახელსაც, წარმატებასაც და პოპულარობასაც. მაგრამ ახალი საქმის დაწყება არ შეიძლება, რამეთუ ის არ მოიტანს შედეგს და უსარგებლო იქნება.

გაორებული პერიოდია, ხანდახან ერთმანეთს ეწინააღდეგება, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება და ვალდებულება ამ დროს გამოიცდება მდგრადობასა და სტაბილურობაზე და მოითხოვს რაღაც დროის მაძილზე კარგად დაფიქრებას. ამიტომ მოცემულ დროს ძნელია დაიწყოთ ახალი საქმე და რაიმე ახალი პროექტი, ყველაზე საუკეთესო არჩევანი იქნება – დაწყებულის ბოლომდე მიყვანა.

დღის მეორე ნახევარში იზრდება ამბიციები, ვინმეს მიერ ან თქვენ მიერ ვინმეზე გაწეული მფარველობა პრობლემებს წარმოქმნის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელია შური, ეჭვიანობა, ასევე პრობლემები, რომელიც დაკავშირებულა არარეალიზებულ სურვილებთან და მოლოდინებთან.

მაქსიმალურად ყურადღებიანი იყავით საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოვლენისას, გეგმების გამჟღავნებისას, რამდენდაც შეიძლება თქვენი აზრები, გრძნობები და გეგმები არასწორად გაიგონ.

ეს მთვარის დღე გამოირჩევა ძლიერი ენერგეტიკული მუხტით, ის ბოლომდე აღსავსეა აქტიურობით და აგრესიით. თუმცა ენერგო-ნაკადი არაა სტაბილური.

თითქოს ადამიანები განწყობილნი არიან ჩხუბისთვის, კონფლიქტებისთვის, სკანდალებისთვის. საქმე იმაშია, რომ თითოეულის აურა მთვარის ზემოქმედებით განიცდის ძლიერ ვიბრაციულ ზემოქმედებას. (ადამიანთა უმრავლესობას ენერგეტიკული სტრუქტურა არ აქვს დაცული, არ ზრუნავენ მის გაჯანსაღებაზე, არ არიან ჰარმონიაში და ბალანსში სამყაროსთან, ამიტომ წარმოიქმნება „გადატვირთვის“ ეფექტი, ანუ ენერგეტიკული გარსი ვერ უძლებს მთვარის გამოსხივებას).

მთავარია მთვარის უდიდესი ენერგიის ხარჯვა არ მოხდეს ნეგატივში -კონფლიქტებზე და ა.შ. ამ დღეს სასურველია ნაკლები საუბარი და მეტი საქმის კეთება.

შეეცადეთ იმოქმედოთ ისე, როგორც ამ დღის სიმბოლო ნიანგი – სანადიროდ. ერთი შეხედვით ის ფლეგმატური და შენელებულია, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია სინამდვილეში. როგორც კი მსხვერპლი გამოჩნდება, ნიანგი სტრატეგიულად და მყისვე მოქმედებს.
იყავით ამ დღეს მობილიზებული, მშვიდი და დაკვირვებული.

სახლში ჩაატარეთ დასუფთავება, მოასხურეთ წმინდა/ნაკურთხი წყალი, კუთხეები და ზღურბლი ცეცხლით (სანთლით) გაასუფთავეთ, აკმიეთ საკმეველი და ნახშირი.

ბიზნესი: ამ სფეროსთვის დღე დადებითია, დღეს ბევრს შეიძლება მიაღწიოთ და რაც მთავარია შეიძლება იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც აქამდე ვერ დაუსვით წერტილი.

ქორწინება: არასასურველი დღეა.

სოციალური გავლენა: არასასიკეთო დღეა. განსაკუთრებით მოლაპარაკებებისთვის, ხალხის დიდ მასებთან ურთიერთობისთვის.

საყოფაცხოვრებო გავლენა: საოჯახო საქმეებისთვის ნეიტრალური დღეა, სასიკეთოა საცხოვრებელი ადგილის მოწყობისა და მოწესრიგებისთვის. მიტევების დღეა, ნუ გაბრაზდებით, დაიცავით ზომიერება კვებაში, არაა სასურველი ქირურგიული ოპერაციები, ეცადეთ დიდხანს არ იყოთ მჯდომარე მდგომარეობაში.
კარგია სახლის ენერგეტიკული გაწმენდა.

კვება: რეკომენდებულია რძის პროდუქტების მიღება.

სამედიცინო გავლენა: ქვეითდება იმუნური სისტემა, ძნელდება დაავადებებთან გამკლავება, ჭრილობები ძნელად ხორცდება და ავადობა ხანგრძლივდება, დიდია ტრავმულობის ალბათობა.

მისტიური გავლენა: მონანიების დღეა, გამოიყენება ყოველგვარი თავდაცვის ტექნიკა, მათ შორის „მისტიური“, მაგრამ, როგორც მხოლოდ საშუალება და არა აქტიური ვარჯიში. უნდა დაძლიოთ შიში, ყოყმანი, ნუ იქნებით უმოქმედოდ.
ამ მთვარის დღეს სასურველია თავი შეიკაოთ სასიყვარულო თამაშებისგან, სექსისგან (შეიძლება ენერგეტიკულად გამოიფიტოთ). დიდია ცდუნებების, ძალადობის ალბათობა. ძველის ნგრევის და ძირეული რეფორმების დროა.

ეზოთერიკაეს არის კარმული „კვანძების“ გახსნის პერიოდი, როცა თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ წარსულისგან, დღეს კარგია გამწმენდი პროცედურები, დინამიური მედიტაცია.

სიზმრები: ამ დღეს მოაქვს სხვადასხვა ხასიათის სოციალური პრობლემების ხასიათის სიზმრები, ისინი გვკარნახობენ გამოსავალ ვარიანტებს შინაგანი კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დასაღწევად და საკუთარი თავის მიღების გზებს.

მინერალები: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.

23-ე დღეს დაბადებული:  გარეგნული სილამაზით გამორჩეული არ იქნება, ამიტომ ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მიღებულ ცოდნაზე, ადამიანურ სიკეთეზე და იმ ურთიერთობაზე, რომელსაც  გარესამყაროსთან დაამყარებს. შეუძლია მფარველი ანგელოზი იყოს მათთვის, ვინც ძვირფასად მიაჩნია. როგორც წესი, საქმეები ბოლომდე მიჰყავს, ამიტომ მისთვის, როგორც არავისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და კონკრეტული მიზნების დასახვა. დახურულ კარს ვერ ამჩნევს,  მიაჩნია, რომ ყველა კარის გაღება შესაძლებელია. ყოველ ქმედებაში აზრს ეძებს. ამ დღეს დაბადებულის ცხოვრებაში არაერთი სირთულე იქნება, რასაც ნებისყოფის წყალობით გადალახავენ. უამრავი უარყოფითი ემოცია ექნება, რომელთა აყოლას „გაშვება“ აჯობებს. რჩევა: სპორტით დაკავდით, თუნდაც სახლის შემთხვევაში, ყოველდღიური ვარჯიშებით. საკვების მხრივ მოერიდეთ თევზისა და ხორცის მიღებას. სასარგებლოა რძის პროდუქტები.

არასასურველია: ახალი საქმეების წამოწყება; სახიფათოა სიბრაზესა და მრისხანებას მიეცეთ, გადამეტებულად იკვებოთ (მუცლითღორობა, ძღომა, გემოთმოყვარეობა). არ შეიძლება თმის შეჭრა და ფრჩხილების დაჭრა, ოპერაციების გაკეთება, დროის უმეტესი ნაწილი იჯდეთ და ისე გაატაროთ ეს დღე.

რეკომენდებულია: წმენდა, ძველი საქმეების დასრულება, გამყარება, ფორტიფიკაცია, სიმბოლოების, გერბის მიღება. ცეკვები; კამათი; ფიზიკური აქტივობა; ხელოვნების შესწავლა; საქმეები, რომელიც დაკავშირებულია სახლებთან ანდა მიწებთან; სწავლება; Mმშენებლობა. ქორწინებისთვის საშუალოდ ხელსაყრელი პერიოდია.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top