სიმბოლო: ცოცხალი და მკვდარი წყლებით ჭურჭლები; კუ, ნიჟარა.
დღე პასიური, განჭვრეტითი. იძლევა მარტოობას და სულიერ პრობლემებზე კონცეტრირებას. უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი შლაკებისგან, მოუსმინოთ შინაგან ხმას. შეიძლება სამკურნალო შიმშილობა. უკუჩვენება აქვს სიჩქარეს, აჩქარებას. მახვილი სმენა – ვინმეზე მონური დამოკიდებულების ნიშანია.
სიღრმისეული შეცნობის დღეა, სიბრძნის, წინასწარმეტყველების, კონცენტრაციის. იღვიძებს უმაღლესი ფსიქიკური შესაძლებლობები.
დღის სიმბოლოა -კუ, ამიტომ უკეთესია ამ დღეს არ იჩქაროთ, ყველაფერი ყურადრებით აწონ-დაწონოთ, ყველა ნაბიჯს დაუფიქრდით და ისე იმოქმედოთ.
დღევანდელი დღე უნდა გაატაროთ სიმშვიდესა და ჰარმონიაში, შეიყვაროთ საკუთარი თავი თქვენი პლიუს-მინუსებიანად. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას.
დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია, რამეთუ ინახავს წინა დღის ნეგატიური ტენდეციების ნაწილს. მოდუნება და ქრონიკული დაავადებების გართულება შესაძლებელია, რაც წინა პერიოდში ენერგეტიკული დანაკარგების გამოვლინების შედეგია. ამიტომ პირველ ნახევარში საუკეთესოა დაკავდეთ ინდივიდუალური საქმიანობით და საკუთარი ჯანმრთელობის გაკაჟებით.
დღის მეორე ნახევარი შედარებით დადებითი და ხელსაყრელია, რაც შესაძლებლობას გაძლევთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. მძაფრდება ინტუიცია და ძლიერდება ზემდგომი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში წინა პერიოდის ნეგატიური მოვლენები დაძლეული, განეიტრალებული იქნება ანდა უკეთესი კუთხით გარდაიქმნება.
ბიზნესი: კარგია სავაჭრო ოპერაციები ნებისმიერ სფეროში. დღევანდელ დღეს წამოჭრილი პრობლემები უმჯობესია არ გადაწყვიტოთ არა ლოგიკით და გონებით, არამედ დაეყრდნოთ უფრო მეტად ინტუიციას.
ქორწინება: უმჯობესია თავი შევიკავოთ. ეს დღე ერთად ცხოვრების დაგეგმვისთვის უკეთესია, ვიდრე ქორწინებისთვის.
ჯანმრთელობა: ნეიტრალური დღეა, კარგია არატრადიციული მედიცინის გამოყენება, განსაკუთრებით წარმატებულია ამ დღეს წყალთან კონტაქტი, წყლის პროცედურები, აბაზანა (სასურველია მცენარეებით).
ეზოთერიკა: ქრისტიანულ-ეზოთერული სწავლებით კარგია ნათლობა. ამ დღეს წყლით აღასრულებენ სხვადასხვა რიტუალებს.
სიზმრები: ეს დღე წყლის სტიქიას უკავშირდება, მეტად აქტიურდება ქვეცნობიერი, ამიტომ ამ დღის სიზმრები წინასწარმეტყველურია.
მინერალები: ვეფხვის თვალი, კატის თვალი
25-ე დღეს დაბადებული: ბედის რჩეული გახდება, ბედნიერება მთელი ცხოვრება, სიკვდილამდე მისი თანმდევი იქნება. მშვიდი ხასიათით, ინტუიციით გამოირჩევა, ძლიერი ემოციურობა ნაკლებად ახასიათებს. შედარებით ნელია, ყველაფრის ზედმიწევნით კეთება მოწონს. სიმშვიდის შენარჩუნებაში მარტივი ცოდნა და კანონი ეხმარება: იცის, რომ „ყველაფერი თავის დროზე მოდის“. სასურველია სიზმრებს ყურადღება მიაქციოს – სიზმრების სახით მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ. თუმცა კოშმარული სიზმრები არაფერს ნიშნავს. მძიმე საკვებისგან თავშეკავება აჯობებს.
რეკომენდებულია: ახალი ნაცნობობა, მეგობრებთან, ნათესავებთან და საპირისპირო სქესის ადამიანებთან შეხვედრები; მგზავრობის, ტურისტული ლაშრობების, მივლინების, მოგზაურობის და გადასვლის დასაწყებად. კარგია კომერციული საქმიანობისთვის, ბიზნესისთვის, სასამართლო საქმეებისთვის, ასევე ძილისა და დასვენებისთვის. ღირსეული საქმეები, ბრახმანების თაყვანისცემა. სამკაულების ტარება; მოგზაურობა; სახლში შესვლა (ახალ სახლში გადასვლა); საქმეები, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებებთან, სახლებთან და მნიშვნელოვან ადამიანებთან, ბიზნესისთვის შენაძენები.
ავტორი: ნინო, ქეთი