სიმბოლო: გომბეშო; ჭაობი
კრიტიკული დღეა.
გომბეშო, ისევე, როგორც გველი სიბრძნეს გამოხატავს, იმ სიბრძნეს, რომელსაც სულისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ადამიანი ეფლობა საკუთარი მიღწევების ილუზიაში.
რთული პერიოდია, საჭიროა ფიზიკური და სულიერი ძალების მოკრებვა. ნუ აყვებით პროვოკაციებსა და გამოწვევებს. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, შეხედეთ მოვლენებს ირონიით, რაც არ უნდა მოხდეს ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას.
26 -ე მთვარის დღეს დიდია აფექტურობის ალბათობა. ხასიათში სპონტანუად ხდება დადებითი ენერგიების უარყოფითში გარდაქმნა, გომბეშოს მსგავსად „ერთი ნახტომი“ და კეთილშობილი პიროვნება შესაძლოა მძვინვარე მტრად იქცეს.
მთავარი კონტროლი დაუწესეთ თქვენს ემოციებს, შიშს, შურს, რადგან მათ შეიძლება ჩაგითრიონ ღრმა ჭაობში. მთავარია „ოქროს შუალედის“ დაცვა, რადგან დღე ენერგეტიკულად არასტაბილურია.
შესაძლებელია შეეჯახოთ უხეშ მატერიალიზმს, გაქურდვის ალბათობაა. საჭიროა წინააღმდეგობა გაუწიოთ ყველა მიღწევის საკუთარი თავისთვის მიწერის სურვილს. ასეთ დღეებში შესაძლოა ადვილად მოექცეთ სხვათა ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ. ფრთხილად შემოტავაზებებთან, ავანტიურისტულმა წინადადებებმა შესაძლოა ციხემდეც კი მიგიყვანოთ. მოეშვით, რაც მეტად იქნებით დაძაბული და გაღიზიანებული, მით უფრო სწრაფად ეცდება „ჭაობი“ თქვენს დამორჩილებას.
ეს პერიოდი საშუალებას იძლევა გააფართოვოთ საქმიანობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. მეგობრების, ნათესავების შუამავლობები, ასევე მათი რჩევები შეიძლება ძალიან ეფექტურიც კი იყოს თქვენთვის. შემოქმედებითი შემოთავაზებები და ახალი მიდგომით ძველი პრობლემების გადაწყვეტა უფროსების მხარდაჭერასა და მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ.
პარტნიორების, შეყვარებულების და ნათესავების ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესებული იქნეს, ასევე მოხდეს ამ ურთიერთობების ახალ დონეზე ტრასფორმაცია. სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი, შარმი, კომუნიკაბელურობა, ასევე იუმორის გრძნობა იზრდება.
სავსე სათლებიან ან ჩანთებიან ადამიანთან შეხვედრა ნიშანია, რომ ცხოვრება სწორი მიმართულებით მიდის. ელვა სიზმარში ან/და ცხადში – გაფრთხილებაა გადაჭარბებული და მოუთოკავი სიამაყისა და პატივმოყვარეობის შესახებ.
ბიზნესი: დღე სახიფათოა. ეცადეთ ფინანსური ოპერაციები სამომავლოდ გადადოთ.
ქორწინება: არცთუ სასურველი დღეა, მოტყუების ალბათობაა.
სოციალური გავლენა: სასიკეთო დღეა ადვოკატებისათვის. ურთიერთობებისა და სხვა შეხვედრებისთვის სჯობს სხვა დრო შეარჩიოთ.
ჯანმრთელობა: სპორტის ნებისმიერი სახეობის მიმდევრებისთვის დღეს რეკომენდებულია დასვენება ან შეძლებისდაგვარად დატვირთვის შემცირება. დიდია ტრავმების ალბათობა. სასურველია მასაჟი, აკუპუნქტურა და კოსმეტიკური პროცედურები.
მისტიური გავლენა: კარგია ტექსტებთან, წიგნებთან ურთიერთობა. თუ ამ დღეს გარეთ შეგხვდათ ჩანთებით დატვირთული ადამიანი, ჩათვალეთ, რომ სწორი გზით მიდიხართ. თუ ცხადში ან სიზმარში ელვას დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ ეს გაფრთხილებაა, სიამაყე და პატივმოყვარეობა მძლავრობს თქვენში.
ეზოთერიკა: ტიბეტური ასტროლოგიური სწავლებით, კარგია სულიერი მოძღვრის (გურუ, მასწავლებელი, მოძღვარი ) მონახულება, ასევე კარგია კონტაქტი ტაძრებთან.
ამ დღეს ტარდებოდა მსხვერპლშეწირვისა და თაყვანისცემის რიტუალები.
სიზმრები: ამ დღის სიზმრები გიჩვენებთ თქვენს ბნელ მხარეებს, კერძოდ ქვეცნობიერში ჩამჯდარ მანკიერებებზე მიუთითებს.
მინერალები: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი, ქრიზოპრაზი.
26-ე დღეს დაბადებული: იქნება ბედნიერი, ქონებას დააგროვებს და შესაძლებელია გამდიდრდეს კიდეც. თუმცა წარმატებას მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებს ისაუბრებს, მიცემულ პირობებს შეასრულებს. ხშირად ვიწრო წრე აქვს – ცოტა, მაგრამ სანდო მეგობრები. ცხოვრების განმავლობაში უამრავი გამოცდა ელოდება. ცხოვრება ხშირად გამძლეობაზე ამოწმებს. ძირითადი პრობლემები – ფსიქოლოგიურია. რჩევა: ნაკლებად ეძებეთ ადამიანთა სიტყვებში ფარული აზრი; დააფასეთ ერთგული და ახლობელი ადამიანები, საკუთარი ღირებულებებით იხელმძღვანელეთ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ნუ გადაიტვირთებით. სტრესის შემთხვევაში „ხსნა“ სპორტსა და ალკოჰოლურ სასმელებში არ ეძიოთ.
არასასურველია: მგზავრობა, მივლინება. უმჯობესია აქტიური ქმედებებისგან თავშეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიის გადამეტებულად ხარჯვაა მოსალოდნელი; განსაკუთრებით უაზრო ლაქლაქისგან თავის შეკავებაა საჭირო.
რეკომენდებულია: თავშეკავება, მარხვა, არასაჭირო კონტაქტების გაწყვეტა, სინამდვილის, რეალობის ფხიზელი თვალით შეფასება, ცხოვრების და ადამიანებში ცუდი მხარეების შეცნობა, ნიღბების ჩამოხსნა. სასურველია მასწავლებელთან გასვლა/კონტაქტი, ტრადიციების გახსენება და დაცვა, ნასწავლისა და სწავლების სისწორის გამოცდა; თავდასხმა, შელოცვა, გაყოფა, ჩამორთმევა. საკვების შეზღუდვა; პირობის შესრულება; სპორტი; ფიზიკური ვარჯიში; მშენებლობა; გამგზავრება, ჩამოსვლა; რაიმეს მორთვა. ეს დღე არის ეკადაში (განმარტება ეკადაში სანკრისტულად ნიშნავს – თერთმეტს, ანუ მეთერთმეტე დღე – ტიტხი, ყოველი სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის მეთერთმეტე დღე ინდუისტურ ასტროლოგიაში – მთარგმნელის შენიშვნა) – ყველაზე საუკეთესოა შიმშილობისთვის.
ავტორი: ნინო, ქეთი